ხეა ხეა ხერავანდი,
ზედ ასხია შარავანდი. ,,ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაექრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისაგან.
ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე, ჩანგალი. წყლის ტოტებიც დაწურა, ხელაობასაც გადააკვდა, მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდო ხელთ და ვერა!
ახლა გულში ჩაედო ხერევანდის ხისა, ანუ ნატვრის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა. ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავებულ ჯადოსნურ ხეს. არა მშვენიერება მას არ ჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! ვინ უთხრა, ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი, ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა დაკონკილი ელიოზი ტყეში, მარტოდმარტო ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის ნახვის მოლოდინში.
- ან დათვისა არ გეშინია, ან მგლისა, ან აფთრისა, რომ შიშველი ხელებით დადიხარ მაგ უღრან ტყეში?
მაგრამ ელიოზის თვალწინ მხოლოდ წითელ-ყვითლად აბრიალებული, აყვავებული ხე იდგა და სხვას ვეღარას ხედავდა - ვერც საშიშს, ვერც სახიფათოს."
ეს თემა, ნატვრების ასრულების თემა იქნება, ღუნცულებო. თქვენი მიზნების და ოცნებების, ყველასი არა - ნაწილის. რაღაც მომავლისთვისაც უნდა დაიტოვოთ. ყველაფერი აგისრულებათ, მთავარია სულ ოოდნავ მოინდომოთ
* * *
წინა თემა:
ფსიხ-კუთხე >>> განყოფილება #N* * *
წინა თემის ტოპ მპოსტავები: