იგივე კოოპერატივია, სესხს იღებს და სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებს.
"....ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი –
კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული
საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ
სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის
უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;
ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის
წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას
იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;
გ) პაი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის
საწესდებო კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესატანი, რომელიც
მის წევრს ანიჭებს ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით
განსაზღვრულ უფლებებს საკრედიტო კავშირის მიმართ;
დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული
საქმიანობა;
ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის
მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის
საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი
ვალდებულება;
...."
სესხის და დეპოზიტების პირობები საიტზე უწერიათ ინგლისურად და რუსულად. ქართულად under construction...