მოგესალმებით მოგზაურებო,
აქ დავწეროთ რჩევები და ხრიკები ბილეთების იაფად საყიდლად.
მაშ ასე, 8 ნოემბერს ვეძებდი ბილეთს Paris - Kyiv რომელიც საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა(პირდაპირი რეისი)
ამიტომ ვცადე იმავე კომპანიის გვერდზე მომეძებნა სხვა ფრენა, მაგალითად Paris - Odesa, ან Paris - Ankara, ან კიდევ Paris - Istanbul. ყველა ეს ფრენა არის "გადაჯდომებით" კიევში, შესაბამისად ზუსტად იგივე თვითმფრინავი(ანუ რეისი) არის რაც პარიზი-კიევის 201ევროიანი ბილეთის. შესაბამისად დავჯავშნე ფრენა Paris - Istanbul (კიევის გავლით) რომელიც 101 ევრო დამიჯდა. ჩავფრინდები თუ არა კიევში, გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები იმის მიხედვით, ვაცნობებ კომპანიას რომ შემდეგ ფრენას "გავმაზავ" და ესეც ასე 50% ფასდაკლებით გამომივიდა ბილეთი.
ამიტომ გადაამოწმეთ ხოლმე უფრო შორი გზა(თვენი საბოლოო დანიშნულების გავლით) და დაზოგეთ ჯოჯოხეთის მანათებელი
პ.ს. გაითვალისწინეთ, თუ "გამაზავთ" ფრენის პირველ მონაკვეთ, მეორე მონაკვეთის ბილეთი ავტომატურად უქმდება, მარტი პირველის გამოყენება და მეორე ფრენის "გადაგდება" კიდევ არ არის პრობლემა
ვისაც გაქვთ მსგავსი შემთვევები, ან მოიძიებთ გააზიარეთ, რამეთუ ყველა კომპანიას არ აქვს ასეთი უცნაური ფასწარმოება(Low-cost-ებს არ აქვთ 100%, რადგან ყველა ბილეთი ინდივიდუალურია). ჩემი მაგალითი არის უკაინის ავიახაზების
Flyuia