#52246835 · 24 Feb 2018, 22:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, ასეთი პრობლემა მაქვს: რამდენიმე დღის გადავაყენე ვინდოუსი ლეპტოპზე, ვინდოუს 7 მქონდა და ისევ ეგ დავაყენე. საჭირო პროგრამებიც და დრაივერებიც დავაინსტალირე. რაც ფაილები და ფოლდერები მქონდა კომპში, თითქმის ნახევარი გაამწვანა სახელები, ფოლდერის სახელიც და ფაილისაც, ფაილები აღარ იხსნება, არც კოპირდება, არც მაილზე ან სკაიპში იგზავნება. ამბობს რომ ადმინისტრატორის ნებართვაა საჭირო, არადა ადმინიც მე ვარ. ფაილის ფროფერთისებში რომ შევდივარ, Encrypt contents to secure data მონიშნულია, მონიშვნის გაუქმებას რომ ვცდილობ, ისევ მეუბნება, რომ ადმინის ნებართვაა საჭირო. მითხრეს, რომ შესაძლოა ძველმა ვინდოუსმა დაადო ზოგიერთ ფაილს თავისით პაროლები და ახალმა ჩაწერილმა ვეღარ გახსნა, ან კიდევ ვირუსის ბრალიც შეიძლება იყოსო. იქნებ გაქვთ ვინმეს მსგავსი გამოცდილება და დამეხმაროთ.
|