LiverPooL_FaNგამარჯობა მეგობარო.
გადასარევი გადაწყვეტილება მიგიღია
სოფლად ცხოვრების პირადი პრაქტიკა არც მე მაქვს (რამოდენიმე თვეა რაც გამიჩნდა სოფელი
), მაგრამ რაღაც პატარა დეტალებზე უკვე მეც შემექმნა წარმოდგენა.
სოფ. აგარაკი, კარგია - ფაქტიურად თბილისში ხარ.
პირველი და აუცილებელი პირობა - წყალი!
მანდ როგორ არის ეგ ამბავი, ჭებს თხრიან თუ არის ინფრასტრუქტურა?
მოკლედ, თუ წყალი და ბუნებრივი აირი გაქვს, დანარჩენი წვრილმანებია.
რაც შეეხება ბოსტნეულის მოყვანას, ინფორმაცია აურაცხელია და რთულიც არ არის
ოჯახის საკმარს ყოველთვის გაუმკლავდები.
ისე მოვიდა ფაქტიურად დრო რაღაც-რაღაცეების დარგვა/თესვის და შეგიძლია სატესტოდ დაამუშავო პატარა ადგილი, სადაც გაითამაშებ და შენ ჭიას გაახარებ.
რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია მიიღო, აუცილებლად დაინახავ, შეცდომებს თუ არა, გამოსაწორებელ ნიუანსებს-მაინც და მომავლისათვის გაითვალისწინებ.
პომიდორი, კიტრი, ხახვი, კარტოფილი ... აი ასეთი რაღაცეებით დავიწყებდი თამაშს
კი მინდოდა ჩემით გამეზარდა სახლში, მაგრამ დაკავებული მაქვს ახლა ადგილი, თამბაქოს ვზრდი და
მომიწევს ჩითილების ყიდვა და ეგრევე გრუნტში გადარგვა.
მოკლედ, წარმატებებს გისურვებ
კარგია საშუალება რომ მოგეცა, თბილისს გაშორდე ...
ეს ჩემი თამბაქოა