Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > შებოლილი ლობიანი როგორ მოვამზადო?


Posted by: M-I-K-I 2 Mar 2024, 09:59
ალბათ იცით კერიას რომ აქვს შებოლილი ლობიანი, მსგავსის გაკეთება მინდა
თუმც ბოლის თემაა დამაბნეველი, მგონი რომ ესენცია აქვს შერეული რაღაც
ხომ არ იცით რომელი და სად შეიძლება მოვიძიო?

Posted by: Green ხახვი 2 Mar 2024, 15:53
საბურთალოზე როა ეგენი კიდე აკეთებენ?
რაც თბილისიდან წამოვედი იმის მერე არ მიჭამია cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: masai11 2 Mar 2024, 16:13
жидкий дым , თხევადი კვამლი, ასე ქვია იმ სითხეს. ვაგზალზე იყიდება, სადაც სუნელებს და სხვა მოსართავ გასფორმებელ რაღაცეებს ჰყიდიან იმ ტიჩკებში.

Posted by: WP-Rex 2 Mar 2024, 22:49
masai11
QUOTE
жидкий дым , თხევადი კვამლი

უდედა#####ულესი, უაღრესად მავნებელი რამეა.
გატენილი კანცეროგენებით.

Posted by: mondschein 3 Mar 2024, 11:31
QUOTE
QUOTE
жидкий дым , თხევადი კვამლი

უდედა#####ულესი, უაღრესად მავნებელი რამეა.
გატენილი კანცეროგენებით.

დასტურ yes.gif არ გაეკაროთ მაგას.

Posted by: *Irresistible* 3 Mar 2024, 23:57
რა ნივთიერებას შეიცავს კონკრეტულად ეგ თხევადი კვამლი? პირველად გავიგე მსგავსი რამ.

შებოლილ პროდუქციას საერთოდ უნდა მოვერიდოთ ესე იგი.

Posted by: GEORGEXIII 4 Mar 2024, 15:28
რატო წვალობ ტო, ეგრევე შებოლილი ლორი ჩაუშვი და ეგაა.

Posted by: buxxx 4 Mar 2024, 22:37
QUOTE (*Irresistible* @ 3 Mar 2024, 23:57 )
რა ნივთიერებას შეიცავს კონკრეტულად ეგ თხევადი კვამლი? პირველად გავიგე მსგავსი რამ.

შებოლილ პროდუქციას საერთოდ უნდა მოვერიდოთ ესე იგი.

შებოლილი პროდუქტი რომ მავნეა რა ასაკში გაიგეთ აბა ყველამ დავწეროთ popcorn.gif
მე მეგონა სასარგებლო იყო და დილით შებოლილ სკუმბრიას ვისვამდი კარაქიან პურზე ჩაისთან

Posted by: ხორხე 5 Mar 2024, 14:39
buxxx
QUOTE
მე მეგონა სასარგებლო იყო და დილით შებოლილ სკუმბრიას ვისვამდი კარაქიან პურზე ჩაისთან

მე შებოლილი სკუმბრიის ჩაის ვსვამ

უებარია

ვაშრობ, ვფქვავ და ჩაიში შაქრის ნაცვლად ვიყენებ

Posted by: masai11 5 Mar 2024, 17:05
QUOTE (WP-Rex @ 2 Mar 2024, 22:49 )
masai11
QUOTE
жидкий дым , თხევადი კვამლი

უდედა#####ულესი, უაღრესად მავნებელი რამეა.
გატენილი კანცეროგენებით.

შეიძლება.
მაგრამ სასურსათო წარმოებაში გამოიყენება ძალიან აქტიურად, როგორც ჩენთან, ისე სხვა ქვეყნებში.
"შებოლილი" თევზი, "შებოლილი" ყველი, ე.წ. შაშხი და ვიჩინა - უმეტეს შემთხვევაში რასაც დახლებზე ვხვდებით, სწორედ ამ სითხითაა დამუშავებული.

ნამდვილი, ცეცხლზე შებოლილი ვეშები [ისე ინფორმაციისთვის, თუ ვინმეს აინტერესებს] ყოველთვის კარგად გამომშრალია ადა არ არის ს ვ ე ლ ი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)