ZEUSანუ, შევარდნაძის დროში გვაბრუნებენ? თუ რა ხდება
კიდევ, რაღაც ჭკვიან კამერებზე იყო ლაპარაკი
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/189271-ga...bic-gaqvth.html- გარკვეულ წერტილებში უკვე დამონტაჟებულია როგორც თქვით ე.წ. ჭკვიანი კამერები...
- ე.წ. "ჭკვიანი" კამერები დამონტაჟებულია როგორც ქალაქში, ასევე მაგისტრალებზე. მოქალაქეები ამას ვერ გრძნობენ, რადგან სისტემის სრულად ამუშავებას გარკვეული პროცედურები სჭირდება. სისტემამ უკვე გვაჩვენა პრობლემები და ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ხედვა.
ამ სისტემამ, რომელიც დღეს დარღვევებს აფიქსირებს და თავისი ანალიტიკური სისტემით ითვლის, თუ რა სახის დარღვევა იყო ყველაზე მეტი, აჩვენა, რომ ქალაქში გახშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები.
ეს, ფაქტობრივად, დადასტურებულია. არღვევენ როგორც ავტობუსები, ასევე, სამარშრუტო ტაქსები.
ჩვენ ეს ტენდენცია ე.წ. "ჭკვიანმა" კამერებმა დაგვიფიქსირა, რომლებიც ჯერჯერობით რაიმე სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს.
ამ ეტაპზე გვაქვს ის რეჟიმი, რომ ცოცხალი ძალა უყურებს კამერებს და ვისაც აფიქსირებს, აჯარიმებს კიდეც, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ, როგორც კი ე.წ. "ჭკვიანი" კამერების სისტემა სრულად ამოქმედდება, ძალიან მკაცრი ზომები გატარდება, ამ სისტემას არცერთი მსგავსი დარღვევა არ გამოეპარება.
პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს მოვუწოდებ, რომ დაიცვან მოძრაობის წესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დახურულ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელი გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ მერიასთან ერთად.
აზრზე არ არიან, რას აკეთებენ, რა უნდა გააკეთონ
------------------------------------------------
სამინისტრო სატესტო რეჟიმში ახორციელებდა ქვეითი პატრულების მუშაობას ისეთ ადგილებში, სადაც ქვეითების უფლებები ყველაზე ხშირად ირღვეოდა.
რამდენიმე კვირის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა, ზებრაზე ახალგაზრდას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და იმსხვერპლა.
ხშირად, ე.წ. ზებრა გადასასვლელები არ კონტროლდება საპატრულო პოლიციის მიერ. რას აკეთებს სამინისტრო ქვეითების უფლებების დასაცავად?
- სამწუხაროდ, ქვეითი პატრულები შეზღუდული რაოდენობით გვყავს.
საერთო პრობლემაა ქვეითების მიერ სხვადასხვა აკრძალულ ადგილას გადასვლა და მძღოლების მიერ "ზებრაზე" გზის არდათმობა.
მცირე რაოდენობის პატრული არ იძლევა იმ შედეგს, რაც საზოგადოების მხრიდან გლობალური დაკვეთაა.
იმისთვის, რომ შედეგი ეფექტური იყოს, მთელი ქალაქის მასშტაბით, ალბათ, რამდენიმე ათასი პოლიციელი უნდა განვალაგოთ.
]ამიტომ, ჯერჯერობით, ეს საკითხი რჩება, ცნობიერების ამაღლების კამპანიის დონეზე საზრუნავად, ვინაიდან სხვა მექანიზმი, რომ ქვეითად მოსიარულე ამ დარღვევას ავარიდოთ და არ გადაკვეთოს არასწორ ადგილზე გზა, არ გვაქვს. თუმცა, ვნახოთ, რაღაც დონეზე ტექნოლოგიების განვითარება შეიძლება ამ მიმართულებითაც იქნას გამოყენებული.