დიდი გამოწვევა აქვთ. შეიძლება უფრო დიდი ვიდრე ოდესმე. მთავარი სონგრაითერები აღარ არიან ჯგუფში. დიდი ხანია ჰენრიკსონი წავიდა, მერე სანდინი, მერე ჟივარპიც. ბრანდსტრომი არ იყო ასე აქტიურად ჩართული.
ეს ალბომი ახალი წევრების დაწერილია. მხოლოდ ტექსტია სტანის. ფაქტობრივად სულ სხვა ჯგუფის დაწერილ ალბომს მოვისმენთ. არაა ეს ის DT, ვისაც წლებია ვუსმენთ.
ამის მიუხედავად მაინც იგრძნობა ხელწერა. ესეც ალბათ ბრანდსტრომის დამსახურებაა. ამდენი წელი იცხოვრა ჰენრიკსონის და სანდინის მუსიკით. განსაკუთრებით ჰგავს შესავალი მელოდია
My Negation-ს ალბომიდან Character.
ახლა რაც შეეხება
The Last Imagination-ს. მომეწონა. უფრო მეტად ვიდრე Moment-ის ლიდ სინგლი, Phantom Days. სინთეზატორის ნაცნობი ატმოსფერო მოჰყვება, რასაც Fiction-ში ჭარბად ვგრძნობდით. მიხარია, რომ ახალმა წევრებმა ეს ინდივიდუალური და გამორჩეული ფაქტორი შეუნარჩუნეს ბენდს. დასაფასებელია.
მოუთმელნად ველი.
* * *
* * *
ა ხო, კიდევ. ეს სანდინის ნახატები არაამქვეყნიურია. ძალიან ძალიან აი არ ვიცი როგორ ძალიან მომწონს ))) ეს ახალიც ფანტასტიკაა. მე მაინტერესებს ალბომის არტიც ეს იქნება თუ უბრალოდ სინგლისაა. ან ალბომს რას არქმევენ. ალბათ იგივე სახელი ექნება.
მომწონს ეს მოლოდინის მომენტები.
This post has been edited by Glorfindel on 7 Mar 2024, 13:30
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos