ყურადღება !!!
”ურაკპარაკელთა” კონკურსი პოეზიაში
“მარტის ბლიცი”
- -
დღეს ჩემი დაბადების დღეა.
არ გამთქვათ და 58 წლის გავხდი.
ვიფიქრე, როგორ მივულოცო საკუთარ თავს ეს დიადი დღესასწაული .... ლიტმცოდნეს და პოეტს ყველაზე მეტად რომ გაახარებს?..და ასეთი რამ მოვიფიქრე.
1. საკონკურსოდ მიიღება თავისუფალი ლექსი, რომლის მოცულობაც არ აღემატება 50 სტრიქონს.
2. ლექსის ავტორი უნდა იყოს საიტ ,,ურაკპარაკის” წევრი, (მნიშვნელობა არა აქვს წევრობის ხანდაზმულობას)
3. ლექსის წარმომდგენი შეიძლება იყოს თავად ავტორი ან ნებისმიერი საიტელი, ავტორთან წინასწარი შეთანხმებით. ავტორის მითითების სისწორეზე პასუხისმგებელია წარმომდგენი.
4. საკონკურსო ნაწარმოებს წინ აუცილებლად(!) უნდა დაერთოს წარდგინება - წარმომდგენის ტექსტი, რომლის მოცულობაც შეზღუდული არ არის,
მაგრამ მასში მინიმუმ, დასახელებული უნდა იყოს სამი ობიექტური ან (სუბიექტური) მიზეზი, რითაც ეს ნაწარმოები ყურადღებას იმსახურებს. დასაბუთების ცდა - სასურველია, თუმცა არა - აუცილებელი.
5. წარმოდგენილ ნაწარმოებზე
აზრის გამოთქმა შეუძლია ყველას. ასევე, შეფასება ,,+1” ან ,,-1” ლექსის ავტორისა და სათაურის დასახელებით, შეუძლია დატოვოს ყველამ.
6. 20 მარტს, დღის 12 საათზე წყდება საკონკურსო ნაწარმოებების მიღება.
7. კონკურსის შედეგების შესახებ საბოლოო დასკვნას მიიღებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან თქვენი მონა-მორჩილი, გია არგანაშვილი და მიშა რატიანი.
8. მთავარი პრიზი: პირველ სამ ადგილზე გასული ნაწარმოებები ითარგმნება ინგლისურად, დაერთვის ავტორის ფოტო და ჩემი დაწერილი წარდგინება გავრცელდება ურაკპარაკით და ფეისბუქით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არხებით.
9. ნებისმიერ მონაწილეს, წარმომდგენსა და კონკურსის გულშემატკივარს შეუძლია დააწესოს და კონკურსის მიმდინარეობისას გაასაჯაროოს თავისი სახელით ნებისმიერი პრიზი,
ნებისმიერ, მისთვის სასურველ თუ მის მოგონილ ნომინაციაში, ნებისმიერი პირისთვის ( გამარჯვებისთვის,
წამახალისებელი, კარგი სათაური სთვის, ორიგინალურობისათვის, საყურადღებო აზრისა თუ პოეტური სახისთვის, ლექსიკისათვის, პირადი სიმპათიისთვის და ასე შემდეგ.
შესაძლოა, პრიზი კარგი წარდგენისთვის ან განხილვა- კომენტირებაში კარგი მონაწილეობისათვისაც.
(გულწრფელი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ კომენტარები, რომელიც არ შეესაბამება ურთიერთობისა და აზრის გამოთქმის ეთიკას ან ემსახურება ვინმეს პიროვნულ დაკნინებას,
წაიშლება და ადმინისტრაცია იმსჯელებს მათი ავტორისადმი შემდგომი რეაქციის შესახებ.
10. პრიზის ღირებულება და რაოდენობა შეუზღუდავია. ის შეიძლება იყოს, მაგალითად, წიგნი, საკუთარი შემოქმედების ნიმუში, მიძღვნილი მონაწილისადმი (ნახატი, მუსიკალური ნაწარმოები,
საკუთარი შექმნილი ნივთი, ნაქსოვი, ნაქარგი, რაიმე ხელთნაკეთობა და ა.შ.;
ორი ბილეთი ფილმზე, წარმოდგენასა თუ კონცერტზე დასასწრებად.
დაპატიჟება კაფეში.
ყვავილები,
ნამცხვარი, ქილა მურაბა (განსაკუთრებით კაკლისა, თეთრი ბლისა, ლეღვისა, საზამთროსი, გარგლისა, ლენკროტისა, შინდიც მაგარია და ა.შ) ჩურჩხელები -ხუთზე ნაკლები არ მიიღება, ერთი აცმა ლეღვის ჩირი, რბილი ....
მოკლედ, თან - საქმე, თან - ხალისი!
ვიწყებთ!
საკონკურსო ნაწარმოები იდება ღიად, საიტ “ურაკპარაკის” ფორუმზე, კონკურსების განყოფილების თემაში ,, ბლიცი”.
* * *
http://urakparaki.com/?m=13&Theme=1481
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004