ზვიად გამსახურდია 70-იან წლებში გამოცემა "საქართველოს მოამბეში" წერდა: ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ეკლესიის შიგნიდან გახრწნა, მის რიგებში შენიღბული აგენტების შეგზავნა, ამ პროცესს ზოგიერთნი „წითელი სამღვდელოების“ შექმნასაც უწოდებენ.
„წითელი სამღვდელოების“ განსაკუთრებული აქტივობა საქართველოში იწყება პატრიარქ ეფრემ II-ის განმგებლობის წლებიდან /1960-1972 წლები/, რომელმაც თავისი კომპრომისული, ოპორტუნისტული ქმედებებით ხელი შეუწყო სახელმწიფოს, სულ უფრო და უფრო ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. „წითელი სამღვდელოების“ გააქტივებამ გამოიწვია არნახული მორალური გახრწნა სასულიერო პირთა რიგებში. თვით პატრიარქი ეფრემ II ეწეოდა სიმონიას, ე.ი. საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობას. ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი მისი „კადრების პოლიტიკისა“. მეორეს მხრივ ამ პოლიტიკას განაპირობებდა უშიშროების კომიტეტი და მინისტრთა საბჭოს რწმუნებული რელიგიის საქმეებში დ. შალუტაშვილი, რომელიც 1974 წელს მოხსნილ იქნა თანამდებობიდან მექრთამეობისათვის.............
რაც შეეხება დღევანდელ პატრიარქს, დავით V-ს, მას არ გააჩნია საშუალო განათლებაც კი, იგი არის ქვაბავაზაკი, სამღვდელო სამოსით შენიღბული. თუ რარიგ გაიკაფა მან გზა კათალიკოსის ტახტისკენ, ამაზე მოგვითხრობს პროკურორის თანაშემწის, დ. ქორიძის ცნობა და ერთ-ერთი მოწმის, თ. ჯვარშეიშვილის ჩვენება. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ „მიტროპოლიტი გაიოზი“ /კერატიშვილი/, ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, „წითელი სამღვდელოების“ ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში......................
აქვე გამოქვეყნებულია დისიდენტთა ჯგუფის შემდეგი წერილი:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დავით V-ს
ასლი: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დიდის აღშფოთებით შევიტყვეთ, რომ თქვენ, ა.წ. 10 ივნისს, მამადავითობას, მიტროპოლიტად აკურთხეთ ”ეპიკოპოსი” გაიოზი, რომელიც თავისი უმსგავსო საქციელით სახელს უტეხდა და უტეხს ქართულ ეკლესას. არა მარტო მრევლისათვის, არამედ მილიციისა და პროკურატურის ორგანოებისთვისაც კარგად ცნობილია მისი მამათმავლობა, მძარცველობა და სხვა მრავალი დანაშაულებრივი ქმედებანი. ყველასათვის ცნობილია, რომ იგი არის აგრეთვე უშიშროების კომიტეტის აგენტი, ხოლო საიდუმლო პოლიციის აგენტობა დაუშვებელია სამღვდელო პირისთვის, ეს ძირითადად ეწინააღმდეგება ჩვენი მაცხოვრის, ქრისტეს მოძღვრების არსს.
გაიოზის მონაწილეობა საპატრიარქოს ძარცვაში 1972 წელს დაამტკიცა კიროვის რაიონის პროკურორის თანაშემწემ დავით ქორიძემ, მის მამათმავლობას და ქურდობას ადასტურებენ აგრეთვე ქალაქის მილიციის სამმართველოს გამომძიებელი სილაგაძე, თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურორი ლ. საძაგლიშვილი, რომელმაც ამას წინათ მოითხოვა კიდეც მისი დაპატიმრების ორდერი, მაგრამ ”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” გაოზის მფარველნი და მისგან უხვი ძღვენით მომადლიერებულნი ხელს აფარებენ მას. მაგრამ ”არა არს დაფარული, რომელი არა გამოვლინდეს” (მათე 10.26) და როგორც უფალი იტყვის ”ჩემი არს შურისგება და მე მივაგო”.(რომ. 12.19) გაიოზი ადრე თუ გვიან დაისჯება თავის ყველა დამქაშებთან ერთად. თქვენ კი უფალი და ერი არ გაპატიებთ ბოროტმოქმედთა გამრავლებას საქართველოს ეკლესიის წიაღში, აგრეთვე იმას, რომ თქვენ დაუშვით ”ბილწი იგი მოოხრებისაჲ წმინდასა მას ადგილსა”(მათე 24.26)
ვაცხადებთ პროტესტს გაიოზის კურთხევის წინააღმდეგ და მოვითხოვთ მის გაკრეჭას და განკვეთას როგორც უღირსი სამღვდელო პირისას.
ზვიად გამსახურდია
მერაბ კოსტავა
ვალენტინა ფაილოძე
სულიკო კაჭარავა
იხ. შესაბამისი ლინკი:
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...a76011470f7c.10 ყველაფერი ამის შემდეგ კომუნისტურმა რეჟიმმა, მაინც ბოლომდე შეანარჩუნებინა, პატრიარქის პოსტი დავით დევდარიანს. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად ის მაინც მოხერხდა, რომ გაიოზ კერატიშვილი არ გახდა პატრიარქი. აგრეთვე იყო სხვა კანდიდატიც, მაგრამ მაშინ სუკ-მა თავისი არჩევანი ილია შიოლაშვილზე შეაჩერა და გაუმართლა კიდევაც.
რამდენიმე წლის შემდეგ ზვიად გამსახურდია სინანულით აღნიშნავდა, გვეგონა ქვაბავაზაკ პატრიარქ დავით დევდარიანის გარდაცვალების შემდეგ, უკეთესად წავიდოდა საქართველოს ეკლესიის საქმეო, მაგრამ ილია შიოლაშვილის მოსვლის შემდეგო, იმატა საქართველოს ეკლესიებში კგბ-ს აგენტი და ჰომოსექსუალისტი სამღვდელო პირების რიცხვმაო. ეს კგბ-ს შეგნებული პოლიტიკა იყო, რათა ადვილად ემართათ ამ სექსუალური დაავადების მქონე სასულიერო პირები. ამიტომაც უწყობდნენ ხელს მათ იერარქიულ დაწინაურებას.
აი, რას წერდნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს: " მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში და არათუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმა-მოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: `თქვენო უწმინდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ~. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა. მამათმავლების `საქმიანობა~ კი იქამდე მივიდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი, ხოლო 74 წლის მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამ დროს ქობულეთში ისვენებდა, გადაიყვანეთ ბათუმში. თქვენი `მეფობის~ ქვეშ მყოფმა ნიკოლოზ მახარაძემ სოხუმიდან ქუთაისში ჩამოიყვანა თავისი `შეყვარებული~ მამაკაცები და შეუდგა თავისი `მოვალეობის~ შესრულებას. მის ურიცხვ უტიფრობას და თავხედობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ხალხმა საჩივრების წერა დაიწყო. თქვენც მარტო ერთ დღეს შემოსული ექვსი საჩივარი თავად ნიკოლოზს გადაეცით, ალბათ, `ზომების~ მისაღებად. არ გასულა დიდი დრო და მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მეორე პანაღეით დააჯილდოვეთ და ასე შეეცადეთ თქვენი ნებითა და უფლებამოსილებით დაგეთრგუნათ ხალხის ნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ და სამართლიანად: თქვენ თქვენი მოქმედებით ტალახი ესროლეთ სახეში ქართველ ხალხს და საქართველოს ეკლესიის წმიდა გუმბათს. გეგონათ, თქვენი შეუზღუდავი ძალაუფლება ჩააჩუმებდა მომჩივნებს და საბოლოოდ მორწმუნე თუ არამორწმუნე ქართველი ხალხი შეეგუებოდა ეკლესიაში შემოტანილ მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებას, მაგრამ არ დაწყნარდნენ მომჩივანები და ჩვენ, მღვდელმთავრებს დაგვიწყეს საჩივრების წერა. აგვავსეს საყვედურებით, რომ ვითმენთ ამ საშინელებას, და ხმას არ ვიღებთ. ავწონ-დავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა. დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს. ჩვენ თქვენთვის არ გვიკადრებია რაიმე ულტიმატუმის წამოყენება, არამედ გთხოვეთ მოცემული საკითხის განხილვა საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად.
იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტიანული გზა. მიხვეულ-მოხვეული, არაპირდაპირი. ჯერ გამოგვიცხადეთ, რომ ამ საკითხის შესახებ უნდა მოლაპარაკებოდით რელიგიის საქმეთა რწმუნებულს და დაგერეკათ მოსკოვში; სამი დღის შემდეგ გვითხარით, რომ ყოველივე გადაწყვეტილია და მამათმავლები განიდევნებიან ეკლესიიდან; ხოლო ხუთი დღის შემდეგ გამოგვიცხადეთ, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ იქნა დატოვებული, მოგებულ დროში დარაზმეთ მამათმავლები, მიეცით მითითება თქვენს ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს, რომ დაერაზმა ჩვენს წინააღმდეგ 5-6 მოხულიგნო დედაკაცი სიონის მრევლიდან. ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საპატრიარქოში სიარული, ვერიდებოდით თქვენს პროვოკაციებს. ყველა ჩვენი საწინააღმდეო მტრული პროვოკაცია და გამოხტომა, რაც მოაწყვეს მამათმავლების ეპარქიებში და შიოლაშვილების საპატრიარქოში, აღწერილი გვაქვს ადრინდელ თხოვნაში, ამიტომ ამ საქმეზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს. გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულანტებთან კავშირსაც კი, ამას წინად მას მასწავლებელი ქალის გალანძღვისათვის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე `მაიზერას~ დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა:
ვაი, რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?! "
This post has been edited by dani94 on 6 Mar 2014, 23:20
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)