forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (64) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> BC DINAMO TBILISI
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69077
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

  გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 01:41  #30891433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
user posted image

ისტორია

სპორტსაზოგადოება “დინამოს” საკალათბურთო გუნდი 1934 წელს ჩამოყალიბდა, სწორედ აქედან იწყება საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის უძლიერესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდის ისტორია, რომელიც ქართული კალათბურთის ისტორიად იქცა.
თბილისის “დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე 1938 წელს ჩნდება და მეოთხე ადგილს იკავებს. თუმცა ეს ჯერ დასაწყისია , “დინამოს” წარმატებები წინ აქვს და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს.
1947 წელს თბილისის “დინამო” სსრკ-ს ჩემპიონატზე მეორე ადგილს იკავებს, შემდეგ წელს კი მესამეს.

1949 წელს შალვა დიასამიძის თავკაცობით თბილისის “დინამო” საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი ხდება. მან ფინალში რიგის “დინამოს” სძლია – 24:19. თბილისელთა ღირსებას იცავდნენ: დ. გოძიაშვილი, ლ. ინწკირველი, მ. კეკელიძე, შ. ქორქაშვილი, ო. ქორქია, თ. მეძმარიაშვილი, ა. მესხი, დ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე და ს. თორთლაძე.

ახალი ათწლეული დინამოელთათვის იღბლიანად დაიწყო. 1950 წელს მათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში ესტონეთის ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული. “დინამოს” შემადგენლობაში იყვნენ: დ. გოძიაშვილი, ნ. ჯორჯიკია, ვ. ჟღენტი, ლ. ინწკირველი, შ. ქორქაშვილი, ო. ქორქია, ა. მესხი, დ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე და ს. თორთლაძე. მწვრთნელი გ. ავალიშვილი.

ამავე წელს თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ამჯერად მოსკოვის “დინამო” დაამარცხა(49:36) და დუბლი შეასრულა. გიორგი ავალიშვილის გუნდში თოთქმის უცვლელი შემადგენლობა იყო: დ. გოძიაშვილი, ლ. ინწკირველი, მ. კეკელიძე, შ. ქორქაშვილი, ო. ქორქია, თ. მეძმარიაშვილი, ა. მესხი, დ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე და მ. თაყალაძე. სულ მალე თბილისის “დინამომ” კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც 1953-1954 წლებში, ორჯერ ზედიზედ წაუგებლად ჩაატარა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები. ესეც გიორგი ავალიშვილის თავკაცობით მოხდა. 1953 წელს “დინამოს” შემადგენლობაში იყვნენ: გივი და გურამ აბაშიძეები, ვ. გვანცელაძე, ნ. ჯორჯიკია, მ. ეგანოვი, ვ. ჟღენტი, ლ. ინწკირველი, ა. კილაძე, ო. ქორქია, გ. მინაშვილი და დ. ნიჟარაძე. “დინამომ” ფინალში წითელი არმიის ცენტრალური სახლის გუნდი დაამარცხა.
იგივე მეტოქე შეხვდა თბილისის “დინამოს” შემდეგი ჩემპიონატის ფინალშიც. 1954 წელს “დინამოს” ღირსებას იცავდნენ: გივი და გურამ აბაშიძეები, ნ. ჯორჯიკია, ვ. ჟღენტი, ლ. ინწკირველი, მ. კვაჭანტირაძე, ო. ქორქია, ა. კილაძე, გ. კუჭავა და დ. ნიჟარაძე.

1956 წელს თბილისის “დინამომ” საკავშირო ზამთრის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, 1959 წელს კი ჩემპიონი გახდა. ამავე წლის სექტემბერში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ბრნოში, თბილისის “”დინამომ” წაუგებლად ჩაამთავრა საერთაშორისო ტურნირი და პირველ ადგილზე გავიდა. მან კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მატჩი გამართა და 1960 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც რიგის ასკ-სთან დამარცხდა(51:61, 62:69) და მეორე ადგილს დასჯერდა.

1958-1959 წლებში “დინამოში” გადავიდნენ ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა და ლევან მოსეშვილი.
1961 წელს ევროპულ ასპარეზზე დინამოელთა წარმატებული დებიუტის შემდეგ თბილისში, საგანგებოდ კალათბურთელებისთვის აშენდა გრანდიოზული სპორტის სასახლე, რომელიც დღემდე ერთ-ერთ უდიდეს საკალათბურთო დარბაზად რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორაზე.
1962 წელს თბილისის “დინამომ” გულშემატკივარი განსაკუთრებულად გაახარა – ევროპის ჩემპიონთა თასის რიგით მეხუთე გათამაშების ფინალში მან 90:83 მოუგო დაუმარცხებლად მიჩნეულ მადრიდის “რეალს” და თასის მფლობელი გახდა.
ეს მატჩი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ჟენევაში, 29 ივნისს გაიმართა. პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო განმეორებითი ფინალური მატჩის გამართვა ვერ მოხერხდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა თბილისის “დინამოსა” და მთლიანად ქართული კალათბურთის ისტორიაში. იმ დროს უსაზღვროდ პოპულარულები იყვნენ ის ბიჭები, რომელთა გუნდიც ლეგენდად იქცა. ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელები გახდნენ: გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ლევან ინწკირველი, ვლადიმირ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა და რევაზ გოგელია. 40 წლის თავზე იმ “ოქროს გუნდს”, უკანასკნელი სამი მოთამაშე გამოაკლდა. ამ წარმატებამდე თბილისის ]”დინამო” სახელოვანმა მწვრთნელმა ოთარ ქორქიამ მიიყვანა.

ჟენევაში, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩს მხოლოდ ერთი ქართველი ესწრებოდა — ეს ცნობილი მწერალი გრიგოლ რობაქიძე იყო.

ამის შემდეგ მადრიდის “რეალი” შვიდჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, თბილისის “დინამო” კი ფინალში აღარ ყოფილა.

1963 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში შინ დამარცხებულმა “დინამომ” სტუმრად სძლია მილანის “სიმენტალს” და ნახევარფინალში გააღწია. “სიმენტალს” ბოლო რვა წლის განმავლობაში საკუთარ მოედანზე არ წაეგო. თუმცა ამჯერად ფინალმა “დინამოს” გარეშე ჩაიარა. მოსკოვის ცსკა მადრიდის “რეალის” ძლევით ჩემპიონთა თასს დაეუფლა. 1968 წელს “დინამოში” ახალგაზრდა მიხეილ ქორქია მიიწვიეს. ამ პერიოდში სერიოზულად მოემზადა უფროსი თაობაც და ჩემპიონატის ქრონიკულმა ფავორიტმა მეოთხედ და უკანასკნელად შეძლო გამხდარიყო ამ ასპარეზობის გამარჯვებული. სსრკ-ს ბოლო ჩემპიონები გახდნენ: ა. სხიერელი, ვ. ალთაბაევი, ლ. მოსეშვილი, ბ. ბოლქვაძე, ა. კაზანჯიანი, ზ. ქარაბაკი, მ. ქორქია, ა. ლეჟავა, ზ. ლეონტიევი, ს. მაღალაშვილი, რ. მამალაძე, ვ. ნარიმანიძე, ვ. უგრეხელიძე და თ. ჩიხლაძე. მწვრთნელი ლ. ინწკირველი. გურამ მინაშვილი

შემდეგ წლებში “დინამოს” სერიოზული “ჩავარდნა” ჰქონდა, რასაც თაობათა ცვლით ხსნიდნენ. ევროპაში უკვე მრავლდებოდნენ ლეგიონერები, თბილისის “დინამო” კი მხოლოდ ადგილობრივი კადრებით კმაყოფილდებოდა.

1969 წელს თბილისის “დინამომ” ფინალში კიევის “სტროიტელი” 10 ქულით დაამარცხა და სსრკ-ს თასს მესამედ დაეუფლა. “დინამოს” შემადგენლობაში იყვნენ: ვ. ალთაბაევი, ბ. ბოლქვაძე, მ. ქორქია, ა. ლეჟავა, ს. მაღალაშვილი, ლ. მოსეშვილი, ტ. ნარიმანიძე, ა. სხიერელი, ვ. უგრეხელიძე, თ. ფიცხელაური, თ. ჩიხლაძე, ზ. საკანდელიძე. მწვრთნელები: ლ. ინწკირველი და ა. კილაძე.

ეს წელი “დინამომ” კიდევ ერთი წარმატებით დაასრულა, ის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში პირველად ჩაება და დებიუტის მიუხედავად ფინალში გავიდა, სადაც პრაღის სლავიასთან დამარცხდა – 74:80. ფინალური მატჩი ვენაში გაიმართა.

1970 წელს ანალოგიურ ასპერეზობაში თბილისის “დინამო” ორივე ნახევარფინალურ მატჩში დამარცხდა ნეაპოლის “ფიდესთან”, რომელმაც საბოლოოდ თასების მფლობელთა თასი დაისაკუთრა.

მომდევნო ტიტული დინამოელებმა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში მოიპოვეს. 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიმართა პირველი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც თბილისის “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც გუნდი დატოვეს წამყვანმა მოთამაშეებმა და მომდევნო ჩემპიონობის ცდა ყველაზე სახელიან ქართულ კლუბს 12 წელიწადი დასჭირდა. ამ წლების განმავლობაში დინამოელები ფინალშიც იყვნენ.

ბოლოს დინამო 2003 წელს გაჩემპიონდა.

2011 წლიდან დღემდე თბილისის დინამოს ასპონსორებს სს. ”საქართველოს ბანკი”

გუნდი
user posted image

5. იოსებ ლეჟავა
user posted image

6. ირაკლი ლომიძე
user posted image

7. დუდა სანაძე
user posted image

9. ირაკლი კეიდია
user posted image

11. ირაკლი ალხანაიძე
user posted image


12. გიგა მეხრიშვილი
user posted image


15. ლადო სუხიშვილი
user posted image

21. ალექსანდრე გრუევი
user posted image

31. ალექსანდრე ზეჩევიჩი
user posted image

32. მილან ოლუიჩი
user posted image

33. კიან კარტერი
user posted image

ირაკლი ხოშტარიამთავარი მწვრთნელი
user posted image


* * *
ამროსი ორმოცაძე მწვრთნელის ასისტენტი
user posted image

მამუკა აბრამიძე მწვრთნელის ასისტენტი
user posted image

ბაზა
თბილისის დინამოს საკალათბურთო ბაზა უნიკალური იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის პირველი სპეციალიზირებული საწვრთნელი ბაზა იყო, რომელიც მხოლოდ ერთ, კონკრეტულ კლუბს ემსახურებოდა. 1980 წლისთვის თითქმის დასრულდა სარემონტო სამუშაოები _ მანამდე არსებულ კორპუსს, რომელიც მხოლოდ 16 საცხოვრებელ და ერთ მოსასვენებელ ოთახს მოიცავდა, საკალათბურთო დარბაზი, საშხაპე და სასადილო მიემატა. ეს ცნობილი დინამოელის სანდრო გლურჯიძის თაოსნობით მოხდა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს თბილისის “დინამოს” საკალათბურთო ბაზა.



როდესაც მოსკოვის დაუკითხავად აშენებული საკალათბურთო ბაზა “დინამოს” ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ — ბოგდანოვმა იხილა, განრისხდა. იმ დროისათვის საკუთარი საწვრთნელი ბაზა მოსკოვის წამყვან კლუბებს არ გააჩნდათ და თბილისელებს ასეთ ~თავხედობას~ ვინ აპატიებდა. თუმცა უკვე აშენებულ შენობას ხომ აღარ დაანგრევდნენ…
user posted imageuser posted image
“დინამოს” საკალათბურთო დარბაზი 1650კვ.მ.-ია, მთლიანად ბაზის ტერიტორიას კი დაახლოებით 4000კვ.მ. მიწის ნაკვეთი უჭირავს. 1980-იან წლებში თბილისის “დინამოს” ჩეხები, იუგოსლავიელები, პოლონელები, რუმინელები და სხვა მოკავშირე რესპუბლიკების კალათბურთელები სტუმრობდნენ და მის ბაზაზე ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ. აქვე ტარდებოდა “დინამიადები”.
user posted imageuser posted image
მას შემდეგ, რაც “დინამოს” განახლებული სპორტული ბაზა ექსპლუატაციაში შევიდა, ის არ გარემონტებულა. მისი კაპიტალური რეკონსტრუქცია მხოლოდ 2002 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე მოხერხდა. გაკეთდა 17 ორადგილიანი საცხოვრებელი ოთახი, აქედან ორი ლუქსია, სულ სასტუმრო 34 კაცს იტევს. აქვეა კაბინეტები ადმინისტრაციისათვის, სააქტო დარბაზი, სადაც მატჩები განიხილება, თათბირები და პრესკონფერენციები ტარდება. ასევე გაკეთდა სარეაბილიტაციო ცენტრი, ფიზიოკაბინეტი, საცხოვრებელ ოთახებს მიაშენეს აივნები, ოთახებში დაიდგა საშხაპეები. უფრო კომფორტულად მოეწყო და გაფართოვდა სასადილო, შენობას დაემატა სამრეცხაო და საქვაბე.
user posted imageuser posted image
თბილისის “დინამოს” ბაზის საკალათბურთო დარბაზში შესაძლებელია ამხანაგური თამაშებისა და მოზარდთა ტურნირების ჩატარება. ამისათვის დარბაზში ასაწყობი ტრიბუნები დაიდგა. “დინამოს” საკალათბურთო ბაზა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვჯერა, რომ ის ~დინამოს~ წარმატებებს მოუტანს.




გენ. სპონსორი
user posted image
ოფიციალური ვებ-გვერდი
user posted image
http://www.bcdinamo.ge/


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
DINAMOFAN
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10838
წევრი No.: 39771
რეგისტრ.: 10-August 07

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 01:46  #30891484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები ბიჭებს alk.gif
_________________________
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69077
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 01:48  #30891501      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
DINAMOFAN
QUOTE
წარმატებები ბიჭებს alk.gif

შემდეგი მატჩი ოლიმპთან მოვაგებინოთ smile.gif

user posted image VS user posted image
3 მაისი
tupac1991
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4561
წევრი No.: 103497
რეგისტრ.: 28-October 09

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 01:54  #30891555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი

ისე, მშვენიერი თემაა smile.gif
QUOTE
შემდეგი მატჩი ოლიმპთან მოვაგებინოთ smile.gif

imereti
Super Crazy Member +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29847
წევრი No.: 39731
რეგისტრ.: 9-August 07

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 01:57  #30891588      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DINAMOFAN
QUOTE
წარმატებები ბიჭებს

ეჰ, ვერ გამოაგდებთ ოლიმპს, თორემ როგორ მინდა იცი? tongue.gif


--------------------
FUCK MILK, GOT BEER...
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69077
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 01:58  #30891591      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მოგებები დადებულიყოს ამ თემაში smile.gif
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69077
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 02:01  #30891612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
http://www.facebook.com/BCDinamo
დინამოს საკალათბურთო გუნდის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
Bebbera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3609
წევრი No.: 144836
რეგისტრ.: 19-March 12

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 03:06  #30892067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპირიტ მაგათაანაც მუშაობ და რამე ?
თუ გევასება სტაფილოსფრები ?

QUOTE
გენ. სპონსორი

ამან გააჯვას რა,სტაფილოსფერი ჩააცვას ბებიამისს
მეც ვივლი რომელიფინალებიც იქნება მარა,ეს სტაფილოსფერი დინამო რაღაც ნიტოდ არის
მე არ მომწონს


--------------------
პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და iქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.
ახლახანს გავიგე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი კანონიერი ქურდი აკურთხეს და დაიწყეს ხმების დაყრა ჩვენი დრო მოდისო, მაგრამ ეს არ მოხდება@სააკაშვილი
ჯ ა ნ ო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20337
წევრი No.: 121171
რეგისტრ.: 17-September 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 07:07  #30892388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამათ უფრო მაგარი საიტი აქვთ.

რამოდენიმე ვიცი აქედან კაი კალათბურთელები არიან.


--------------------
BMW Shop Georgia
kolopolo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6039
წევრი No.: 118585
რეგისტრ.: 19-July 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 07:26  #30892401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს სტაფილოსფრები გახადეთ თორე შერჩებათ ის მეტსახელი, რასაც ჯერ ვიწრო წრეში ეძახიან ამ კლუბს "კურდღლები"
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69077
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 07:46  #30892421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჯ ა ნ ო
QUOTE
რამოდენიმე ვიცი აქედან კაი კალათბურთელები არიან.

კი, რამდენიმე მართლა კარგი იგროკია... მათ შორის დინამოს მომავალი მწვრთნელი tongue.gif
Bicho
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3241
წევრი No.: 136428
რეგისტრ.: 29-September 11

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 09:55  #30892890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფერები არ არის დინამოსი.... ისტორიას ნუ უფარჩაკებენ ესენი.....


--------------------
Trading is an art rather than a science
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24617
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 10:01  #30892936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ორმოცაძეს პირადად ვიცნობდი, ბრწყინვალე პიროვნებაა. წარმატებები ამბროსის და დინამოს!

geor-gien
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23158
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 12:01  #30894107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე კარგი იქნებოდა, რომ საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბი დინამო ერთი მფლობელის ხელში იყოს.
ჯ ა ნ ო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20337
წევრი No.: 121171
რეგისტრ.: 17-September 10

გამოგზავნილია: 27 Apr 2012, 13:24  #30895244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გენერალური სპონსორის პონტში აქვთ ალბათ ეს ფერები თორე როგორც მახსოვს ადრე ჩისფერ-თეთრში იყვმნენ გამოწყობილები.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (64) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0292 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]