forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (68) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> BC DINAMO TBILISI
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 15:12  #30992149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
კარტერამ We Will Win-ოო
==============================

მიმაგრებული სურათი
post_68_1336020549.png


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 18:54  #30995782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
სოხუმმა სერია გაათანაბრა

user posted image

ვაკეში მდებარე საკალაათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 20-წლამდელთა ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ,,სოხუმსა“ და ,,დინამოს“ შორის, სადაც სოხუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 70:67 დაამარცხეს და სერია 1:1 გაათანაბრეს.

შეხვედრის საწყისი წუთები სოხუმელთა სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც მატჩის მე-2 წუთზე 6:3 დაწინაურდნენ, თუმცა დინამოლებიც მალე ამოქმედდნენ და პირველ პერიოდში 17:13 გავიდნენ წინ. მეორე მეოთხედი სოხუმის გუნდმა ძალიან მობილიზებულად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით – 38:30 გავიდა.

მესამე მეოთხედის დასაწყიში ,,ზღვისპირელები“ კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და და პერიოდის მე-4 წუთზე თავიაანთ სასარგებლოდ 50:38 დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, შეხვედრის ამ მონაკვეთში დინამოელებმა თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს და აღნიშნული ათწუთეულის დასრულებამდე 2:42 წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 51:52, ხოლო პერიოდში მეტოქეს 5 ქულით 51:56 ჩამორჩნენ.

დასკვნით მეოთხედში გუნდებს შორის უშეღავთო ბრძოლა გაიმართა. მცირე უპირატესობას სოხუმელები ფლობდნენ, თუმცა ,,დინამომ“ ბოლომდე იბრძოლა და ალეკო ჩოჩიას 2-ქულიანის წყალობით შეხვედრის დასრულებმადე 4:21 წუთით ადრე მინიმალური სხვობით დაწინაურდა – 60:59.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულა წავიდა და დაძაბულობამ პიკს მიაღწია, მაგრამ ,,სოხუმმა“ გადამწყვეტ მომენტში შეძლო მატჩზე კონცენტრაცია და შეხვედრის ბოლო წუთს კახა ჯინჭარაძის შორეული ტყორცნის ხარჯზე 70:65 გავიდა წინ. შეხვედრის მიწურულს ,,დინამომ“ დუდა სანაძის ზუსტი საჯარიმოების წყალობით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა (67:70), თუმცა დარჩენილ დროში დინამოელებმა შანსი ვეღარ გამოიყენეს და მარცხი განიცადეს.

სოხუმის გუნდს კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, ხოლო ,,დინამოს“ შემადგენლობაში საუკეთესო 31 ქულით დუდა სანაძე იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ ,,სოხუმისა“ და ,,დანამოს“ მწვრთნელბმა ლიკა ქაჯაიამ და ამბროსი ორმოცაძემ შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

ლიკა ქაჯაია (სოხუმის მწვრთნელი): გუშინდელი მატჩი ჩვენმა გუნდმა საშინლად ჩაატარა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ,,სოხუმი” ,,დინამოსგან” განსხავებით ასაკით უფრო უმცროსი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული. გუშინვე გავაანალიზეთ ჩვენი თამაში და ვეცადეთ დღეს მაქსიმალური მობილიზება მოგვეხდინა. მიუხედავად უამრავი შეცდომისა,ჩვენს გუნდს ეს გამოუვიდა. ,,სოხუმი“ დღეს ნამდვილად იმსახურებდა მოგებას.

ამბროსი ორმოცაძე (,,დინამოს“ მწვრთნელი): ჩვენ გუნდს ძალიან გაუჭირდა ზედიზედ ორი მატჩის თამაში, რადგანაც გუშინ მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯა და სათანადოდ ვეღარ შეძლო ძალების აღდგენა. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და მომდევნო მატჩში ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება ,,დინამოს“ დარჩეს.

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 19:00  #30995879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
user posted image ოლიმპი 70 - 64 დინამო user posted image

დღევანდელ შეხვედრას სპორტის სასახლეში გლადიატორებიც დაესწრნენ. 15 დინამოს გულშემატკივარი მხურვალედ ქომაგობდა გუნდს, თუმცა დარბაზში გაჟღერბულმა შეძახილებმა გუნდს ვერ უშველა. საბოლოოდ დინამომ 6 ქულით წააგო. საგულისხმოა, რომ დინამოელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს თამაშიდან სამქულიანი ტყორცნის ზუსტად შესრულება.
user posted image

პლეი-ოფის ლიდერი ქულებში და მოხსნებში კარტერი არის, მის ანგარიშზე 28 ქულა და 20 მოხსნაა.

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 19:07  #30996003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
“ოლიმპმა” “დინამო” დაამარცხა

მიმდინარე სუპერლიგის პლეი ოფის 3 მაისის მეოთხედფინალური შეხვედრების დასკვნით მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს “დინამო” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ. გამარჯვება, მცირედი სხვაობით – 70:64 “ოლიმპს” დარჩა. გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი 19 ქულა გიორგი ცინცაძემ მიითვალა, ხოლო ივო ჰოგერი 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. დამარცხებულთაგან 28 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო ქეიონ კარტერი იყო.
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მწვრთნელი): “დღეს, მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, რადგან მოთამაშეების შეუძლოდ ყოფნის გამო სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ივო ჰოგერი და ილიცა მილუტინოვიჩი მოწამლულები არიან, გიორგი გამყრელიძესა და ივან ტოდოროვიჩს კი, წელის ტრავმები აწუხებთ. იმედია, მომავალ შეხვედრას უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ”.
ილიცა მილუტინოვიჩი (“ოლიმპის” კალათბურთელი): “ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო, თამაში ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა მაინც გავიმარჯვეთ და შემდეგში ვეცდებით უკეთესად ვიასპარეზოთ”.
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მწვრთნელი): “დინამოშიც” ბევრი ტრავმა და ავადმყოფობაა. დღეს, 6-7 კაცით ვითამაშეთ, ამიტომ ჩვენთვისაც მეტად რთული მატჩი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ტრავმირებულმა ახალწვეულმა – ალექსანდრ გრუევმა გმირობა ჩაიდინა და ტკივილგამაყუჩებლების დახმარებით ითამაშა”.
მილან ოლუიჩი (“დინამოს” კალათბურთელი): “ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა სროლები არ წაგვივიდა და შესაბამისად, არც თამაში აგვეწყო. შაბათს, შევეცდებით მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინოთ”.
შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში “არმიამ” “სამედიცინოს” - 100:70 სძლია, ხოლო მომდევნო შეხვედრაში “სოხუმმა” “შსს-აკადემია” 82:78 დაამარცხა.

http://worldsport.ge/Read.aspx?news=35229&lang=1

მიმაგრებული სურათი
1c8f6ced_8264_42fc_b276_b63ee9e0777f.jpg
DINAMOFAN
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10843
წევრი No.: 39771
რეგისტრ.: 10-August 07

გამოგზავნილია: 3 May 2012, 19:07  #30996004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტეხავს, შეგვეძლო მოგება... სამიანები კატასტროფა იყო პროსტა... ის ერთი როგორ ჩავარდა ეგეც გამიკვირდა
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 19:10  #30996058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
DINAMOFAN
QUOTE
ტეხავს, შეგვეძლო მოგება... სამიანები კატასტროფა იყო პროსტა... ის ერთი როგორ ჩავარდა ეგეც გამიკვირდა

აბაა ტო
დანელია



********
ჯგუფი: Members
წერილები: 24742
წევრი No.: 111738
რეგისტრ.: 7-February 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 19:22  #30996235      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ როგორ წააგეთ cry.gif

იქნებ გახვიდეთ რამენაირად.


--------------------
ათეს ქო კითხუენქდა მარგალი რექ, ვარდა მარგალურ გიჩქუ, ჟირხოე ვარიანტის მანგარ ადამიან რექ, გოიმორძგუას გამარჩქინაი ღორონთქ!
KR@ZANA
Track Maniac


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16936
წევრი No.: 23764
რეგისტრ.: 28-September 06

გამოგზავნილია: 3 May 2012, 20:02  #30996866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (დანელია @ 3 May 2012, 19:22 )
აუ როგორ წააგეთ cry.gif

იქნებ გახვიდეთ რამენაირად.

სამწუხაროდ ამ როსტერით შეუძლებელია ოლიმპის მოგება

ოლიმპმაც საშინლად ითამაშა მარა მაინც ვერაფერი ვერ ქნა დინამომ mo.gif


--------------------
M-Benz C63 AMG Black Series
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 20:49  #30997680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
დანელია
იმედია გავა დინამო tongue.gif
========================
dundee
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7927
წევრი No.: 55001
რეგისტრ.: 5-March 08

გამოგზავნილია: 3 May 2012, 20:57  #30997844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
SPIRIT CRUSHER
ხვედელ მეორე თამაში როდის არის? იქნებ მოვახერხო მოსვლა!
KR@ZANA
Track Maniac


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16936
წევრი No.: 23764
რეგისტრ.: 28-September 06

გამოგზავნილია: 3 May 2012, 21:19  #30998221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (dundee @ 3 May 2012, 20:57 )
SPIRIT CRUSHER
ხვედელ მეორე თამაში როდის არის? იქნებ მოვახერხო მოსვლა!

5 შია 6 სთზე სპორტის სასახლეში
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 23:27  #31000814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
dundee
QUOTE
ხვედელ მეორე თამაში როდის არის? იქნებ მოვახერხო მოსვლა!

5 მაისი 6 საათი smile.gif
Alix
Fictional Character


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 42194
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 3 May 2012, 23:34  #31000992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ცუდია რომ წააგო დღეს დინამომ sad.gif


--------------------
წოვაზე ვორნია.

მხითარიანმა უნდა მიეცეს შანსი © -LesTaT-

კაცების დედა ###### © Hеllhаmmеr

მე და ვანპერსის მეზობლებს რა ლოგიკით გვეძახიან? © manchesterisfani
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 May 2012, 23:55  #31001368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ოლიმპმა დინამოს დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა ოლიმპსა და ,,დინამოს" შორის, სადაც ოლიმპელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 70:64 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

მატჩის საწყის წუთები ,,ოლიმპის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა პერიოდის მიწურულს დინამოელებიც ამოქმედდნენ და მეოთხედი 18:20 დათმეს. მეორე პერიოდი ოლიმპმა დამაჯერებლად და ტაიმში 10 ქულის სხვაობით 42:32 იმარჯვა. მესამე მეოთხედში ,,დინამომ" შეძლო მობილიზება მეოთხედის ბოლოს სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანეს - 49:54. მიუხედავად ამისა, დასკვნითი მეოთხედის შუაწელში ოლიმპის გუნდმა შეძლო თამაშზე კონცენტრაცია და თავის სასარგებლოდ 60:53 დააფიქსირა. დარჩენილიდროში დინამომ მაინც მოახერხა ანგარიშში სხვაობის შემცირება და მატჩის მიწურულს, 17:12 წამით ადრე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა - 64:67. გიორგი ცინცაძის ზუსტი საჯარიმოების წყალობით ,,ოლიმპი წინ "69:64 გავიდა, ხოლო 2:4 წამით შეხვედრას წერტილი მიხეილ ბერიშვილის საჯარომო ტყორცნამ დაუსვა -70:64.

გამარჯვებულებს 19 ქულით ზემოთ ხსენებულმა გიორგი ცინცაძემ ულიდერა, ხოლო 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ივო ჰოგერმა შეასრულა. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა მიხეილ ბერიშვილს, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა და 11 მოხსნაა.

დინამოს შემადგენლობაში ორმაგი დულით, 28 ქულითა და 20 მოხსნით ქიენ კარტერი გამოირჩა, ხოლო მილან იულიჩს ორმაგ დუბლამდე ერადერთი მოხსნა დააკლდა - 21 ქულა და 9 მოხსნა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დინამოსა და ოლიმპის გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): სამწუხაროდ ამ სეზონზე ერთ-ერთი ცუდი მატჩი ჩავატარეთ, რაც გუნდის უვარჯიშებლობითა გამოწვეული. მინდა აღვნიშნო, რომ ივო ილიცაჰოგერი და მილუტინოვიჩი მოწამლულები არიან და 4 დღეა რაც არ უვარჯიშიათ, ხოლო გიორგი გამყრელიძეს წელის ტრავმა აწუხებს. ამ ყველაფერს ტოდორივიჩის ტრავმაც დაერთო ზედ, რომელსაც ერთ-ერთ ვარჯიშზე წელი დაუზიანდა. აქედან გამომდინარე, დღეს ველოდებით ასეთ თამაშს და ვიტყოდი რომ ბოლოში გაგვიმართლა, რადგანაც ,,დინამომ" საკმაოდ ბევრი ბურთი ააცილია. მომდევნო მატჩისთვის იმედია მწყობრში ჩავდგებით და უკეთესად ვიასაპრეზებთ. ამ ეტაპზე სამწუხაროდ ჩვენი გუნდი სათანადო ფორმაში არ არის.

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): ,,ოლიმპის" მსგავსად ჩვენს გუნდსაც ანალოგიური სიტუაცია აქვს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში 6-7 მოთამშით ვატარებთ ვარჯიშს... რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ვფიქრობ, ოლიმპი არა მხოლოდ ჩვენს წყვილში,არამედ მთლაანად პლეიოფში ერთ-ერთი ძლიერი და გამორჩეული გუნდია. გმირობის ტოლფასია ალექსანდრე გრუევის საქციელი, რომელმაც გამაყუჩებლის ფონზე ითამაშა. იმედია, გადავლახავთ ყველა ბარიერს და შემდეგ მატჩში უფრო დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ მეტოქეს.

ილიცა მილუტინოვიჩი: ძალიან რთული თამაში გამოდგა. ჩვენი გუნდის მოთამაშეების ავადმყოფობის გამო ბევრი ვარჯიში გაგვიცდა. დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძალების მოკრება და გავიმარჯვეთ. მომავალი მატჩებისთვის მწყობრში ჩავდგებით და ბევრად უკეთესად ვიასპარეზებთ. დიდი მადლობა დინამოს გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის, ისინი ღირსეული მოწინააღმდეგები არიან.

მილან იულიჩი: ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვეცადეთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაგვეკეთბინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით. საშინელი შედეგი გვაქვს შორეულ ტყორცნებში, მაგრამ მომავალ შეხვედრამდე 2 დღეა დარჩენილი და ვფიქრობ შანსი გვაქვს უკეთესად მოვემზადოთ და მაღალი შედეგი ვაჩვენოთ.

http://superleague.ge/ge/news/?uin=859
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69111
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 4 May 2012, 00:00  #31001438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
გიორგი ცინცაძის ოლიმპმა პლეი ოფი დინამოს ძლევით დაიწყო

user posted image

3 აპრილს თბილისის „სპორტის სასახლეში დასრულდა" საკალათბურთო პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიების პირველი მატჩები. შარშანდელმა ჩემპიონმა „არმიამ" იოლი გამარჯვებით დაიწყო ტიტულის დაცვის დასკვნითი ეტაპი.

„არმიამ" თსსუ-თან შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 54:34 მოიგო, მეორეში კი უფრო გაზარდა სხვაობა. გამარჯვებულთა შორის 17 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი ჯერემი რიჩარდსონი. კიდევ ხუთმა არმიელმა შეძლო 10 ქულაზე მეტის მოგროვება, დამარცხებულებში 18 ქულით გამოირჩა კოკა ტომარაძე.

უფრო დაძაბული გამოდგა 3 მაისს „სპორტის სასახლეში გამართული" ორი სხვა შეხვედრა. „ოლიმპმა" „დინამოსთან" პირველ ტაიმში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მეორე ტაიმი კი უფრო თანაბარი გამოდგა და საბოლოოდ შეხვედრა „ოლიმპმა" 70:64 მოიგო.

გამარჯვებულთა შორის გამოირჩნენ გიორგი ცინცაძე (19 ქულა) და 225-სანტიმეტრიანი ჩეხი ცენტრი ივო ჰოგერი (15 ქულა, 12 მოხსნა). „დინამოს" რიგებში საუკეთესონი იყვნენ ქინ კარტერი (28 ქულა, 20 მოხსნა) და მილან ოულიჩი (21 ქულა, 9 მოხსნა).

ასევე საინტერესო გამოდგა რეგულარულ ჩემპიონატში მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასული გუნდების - „შსს-აკადემიისა" და „სოხუმის" შეხვედრა. აკადემიელებს პირველ ტაიმში სროლა არ წაუვიდათ და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მეორე ტაიმი 27:44 ანგარიშიდან განახლდა და მიუხედავად იმისა, რომ „შსს-აკადედემიამ" თითქმის მთლიანად შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა, ბოლოს მაინც „სოხუმმა" იმარჯვა, ანგარიშით 82:78.

„სოხუმის" რიგებში შედეგიანები იყვნენ ამ გუნდში რამდენიმე დღის წინ ჩარიცხული ლეგონერები სტეფან მილოშევიჩი (18 ქულა, 10 მოხსნა) და ჯოშუა ჯეკსონი (17), თუმც ყველაზე მეტი, 27 ქულა გუნდის ძველმა ლიდერმა ლაშა ფარღალავამ მოაგროვა. „შსს-აკადემიის" რიგებში კი 22 ქულით გამოირჩა ლარი ბლერი.

პლეი ოფი. მეოთხედფინალი
პირველი მატჩები. 3 მაისი. „სპორტის სასახლე"
არმია 100:70 თსსუ
შსს-აკადემი 78:82 სოხუმი
ოლიმპი 70:64 დინამო

1 მაისი. ქუთაისი
ქუთაისი 85:55 თსუ

სამინისტროს პრესსამსახური

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...39&info_id=6250

მიმაგრებული სურათი
dinamo.png
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (68) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0414 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]