forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (129) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, IV ნაწილი
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54760
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 00:39  #37222527      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

user posted image
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება,როცა პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიტვასტან გამართეს,რადგანაც პირველად ლიტვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას.ეს მატჩი გაიმართა 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე.ქართველთა შემადგენლობა ასეთი იყო:ბალაძე,კეტაშვილი,ცხადაძე,კუდინოვი,ფირცხალავა,ნადირაძე,ქეცბაია,ზ.რევიშვილი,ო.კორღალიძე,გურული,ფანცულაია;მწვრთნელი გივი ნოდია.მეგობრული შეხვედრა მეგობრულად 2:2 დამთავრდა.ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი.შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და საკამაოდ წარმატებულიც.

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო–96–ის შესარჩევ ციკლში,სადაც ქართველმა ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ.ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.საქართველო ამ ჯგუფში მე–3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს.მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება,1 ფრე და ჯგუფში მესამე–მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო,თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ.აღსანიშნავია,რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი– 42–ე ადგილი ეკავა.2000 წლის ევროპის ჩმპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა–ევრო 2004ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა,თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ–ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს,დაამარცხეს რა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 1–0.შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა.იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში–ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთს აჯობეს.ევრო 2008–ის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა ერთ–ერთი ხმაურიანი სენსაცია მოახდინა–2:0 დაამარცხა უძლიერესი შოტლანდიის ნაკრები.გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს.საქართველომ აქაც წინა შედეგი გაიმეორა და მხოლოდ ფარერების ნაკრებს გადაასწრო.ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები.შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო–ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ.ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.2009 წლის 6 ნოემბერს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა.მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა–2010 წელს თამაში არ წაუგია.


მსოფლიო თასი
* 1930 - 1990 მონაწილეობას იღებდა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში
* 1998 - 2010 ვერ დასძლია საკვალიფიკაციო ტურნირი

ევროპის ჩემპიონატები
* 1960 - 1992 - მონაწილეობას იღებდა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში
* 1996 - 2008 - ვერ დასძლია საკვალიფიკაციო ტურნირი
* 2012 წლის საკვალიფკაციო ეტაპი დაუძლეველია
=====================================================
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
=====================================================
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, კონსტანტინე სეფიაშვილი
მცველები: კახაბერ ალადაშვილი, გია გრიგალავა, გურამ კაშია, აკაკი ხუბუტია, უჩა ლობჟანიძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე კვახაძე
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე,გიორგი მერებაშვილი, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, ჯაბა კანკავა, სანდრო გურული, მურთაზ დაუშვილი, გოჩა ხოჯავა, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით დევდარიანი, ზურაბ მენთეშაშვილი,თორნიკე აფციაური, დავით თარგამაძე, ირაკლი მაისურაძე
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი,მათე ვაწაძე,დავით სირაძე,ვლადიმერ დვალიშვილი,ირაკლი მოდებაძე,ნიკოლოზ გელაშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე


მწვრთნელები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თემურ ქეცბაია 2009 წლიდან


წინა თემები:
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
√ საქართველოს ეროვნული ნაკრები [ფეხბურთში]
✠ საქართველოს ეროვნული ნაკრები ✠
✠ ✠ ✠ ✠ ✠

This post has been edited by ტემპერა on 13 Jul 2013, 00:41


--------------------
________________________
___|____|_პოლ|___|____|__
_|____| არ დაბერდე|____|____|
___|____|___|____|____|__
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 68723
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 22:34  #37232072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
პოსტების წაშლაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა biggrin.gif


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54760
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 01:40  #37234610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
SPIRIT CRUSHER
შენ დაივორნები ბაბუ! და მერე მიოხრე განყოფილება
ვალენსია
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13474
წევრი No.: 13951
რეგისტრ.: 26-October 05

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 01:42  #37234627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
# ლატვიის დროშა რობერტო ვისენტე (1992)

ეს რას ნიშნავს???


--------------------
wina karebs davacale ruchkebi
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24246
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 01:47  #37234668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
# ლატვიის დროშა რობერტო ვისენტე (1992)

ეს რას ნიშნავს???


გრაფიკული დროშა უნდა იყოს მანდ smile.gif
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54760
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 01:55  #37234728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვალენსია
QUOTE
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «# ლატვიის დროშა რობერტო ვისენტე (1992)ეს რას ნიშნავს???

რას ნიშნავს და ვიკიპედიიდან დაკოპირებული მასალა რომ არის, და მაგრად რომ ერკვევიან ქართულ ფეხბურთში აი ამას! : ))
მეც კიდო ბრმად დავაკოპირე..


ლოლ, ახლა ვნახე და ვიკიპედიიდანაც წაშლილია.. wink.gif)))))))))))))))))))
ვალენსია
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13474
წევრი No.: 13951
რეგისტრ.: 26-October 05

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 02:08  #37234829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
giorgi77
QUOTE
გრაფიკული დროშა უნდა იყოს მანდ

ჰაი ჰაი რომ დროშა მანდ უბრალოა biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ლოლ, ახლა ვნახე და ვიკიპედიიდანაც წაშლილია

biggrin.gif biggrin.gif
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 68723
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 11:17  #37236148      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ტემპერა
QUOTE
შენ დაივორნები ბაბუ! და მერე მიოხრე განყოფილება

გადმარეკე biggrin.gif
irakli222
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 392
წევრი No.: 67322
რეგისტრ.: 13-July 08

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 11:56  #37236427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მსოფლიო თასი
* 1930 - 1990 მონაწილეობას იღებდა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში


ძალიან საეჭვო პასაჟია, მით უმეტეს სსრკ-ს ნაკრები 58-დან მონაწილეობდა
მეგრელა
*************


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2405
წევრი No.: 61561
რეგისტრ.: 18-May 08

გამოგზავნილია: 20 Jul 2013, 03:04  #37313015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც ჩაგემატებინთ მაინც თკბილ მოგონებასთან აის დაკავშირებული
გიო81
being of life


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19839
წევრი No.: 83964
რეგისტრ.: 4-February 09

გამოგზავნილია: 27 Jul 2013, 03:28  #37403188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user.gif


--------------------
მამიკოს ოცნება:)
pacient
ინგა ლოვლი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 492
წევრი No.: 42903
რეგისტრ.: 29-September 07

გამოგზავნილია: 27 Jul 2013, 04:03  #37403318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველმა ფეხბურთელებმა კითხვა იციან? (აქ/ წერე და იკითხეს ამბავში ვკითხულობ).. )
თორე ისე გამოდის - ერთს რო კითხეს - ამით რისი კითხვა გინდოდათო და -
მან პასუხად: კითხვა როგორ არ ვიცით, - აგერ ჩემი მანქანა ესა და ის ნომერიაო smile.gif))


--------------------
ავანტყოფი მამაშენია
imereti
Super Crazy Member +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29024
წევრი No.: 39731
რეგისტრ.: 9-August 07

გამოგზავნილია: 29 Jul 2013, 11:58  #37427738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მახსოვს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ”ლივერპულს” დავუპირისპირდი და 2-0 დავმარცხდით. თამაშის წინ კაპელო ტაქტიკაზე გვესაუბრა და აგვიხსნა მოწინააღმდეგის კუთხურისას ვის რომელი ფეხბურთელის წინააღმდეგ უნდა გვემოქმედა. თუმცა ლილიან ტურამმა გადაწყვიტა სხვის წინააღმდეგ ეთამაშა და სწორედ იმ მომენტში გოლი გაგვიტანეს. თამაშის შემდეგ გასახდელში კაპელო ბოლთის ცემას მოჰყვა. ჩვენ ვისხედით და ველოდით რა მოხდებოდა.

- ვინ გითხრა, რომ კუთხურისას სხვა ფეხბურთელის წინააღმდეგ უნდა გემოქმედა? - ჰკითხა მან ტურამს.
- არავინ, ვიფიქრე ასე უკეთესი იქნებოდა - უპასუხა ტურამმა.

კაპელომ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთა.

- ვინ გითხრა, რომ კუთხურისას სხვა ფეხბურთელის წინააღმდეგ უნდა გემოქმედა? - გაიმეორა მან კითხვა.
- ვიფიქრე ასე უკეთესი იქნებოდა.

ტურამმა იგივე ახსნა მოაყოლა და კაპელომ მესამედაც იკითხა და იგივე პასუხი მიიღო. აი მაშინ იყო რომ ბომბივით იფეთქა.

- მე გითხარი რომ სხვა ფეხბურთელი აგეყვანა? აქ მე ვიღებ გადაწყვეტილებებს თუ სხვა ვინმე? იცოდე აქ მე ვწყვეტ ასეთ საკითხებს გასაგებია? მე ვარ ის ვინც უნდა გითხრას რა გააკეთო. გესმის?

ამის შემდეგ მასაჟის მაგიდას წიხლი დაატყა და ისიც ჩვენსკენ საშინელი სისწრაფით გამოსრიალდა. ზემოთ ახედვას ვერავინ ბედავდა. ყველანი გასახდელში ვისხედით და თავჩაქინდრულები იატაკს მივშტერებოდით - ტრეზეგე, კანავარო, ბუფონი. კუნთიც კი არავის უთამაშებდა. არავის უნდოდა იმ წამს ტურამის ადგილას მდგარიყო. არავის უნდოდა ეს სიბრაზე კიდევ ერთხელ გამოეცადა. მსგავსი რამ შემდგომშიც ყოფილა. კაპელო ყოველთვის შეუვალი იყო.


კიდე კაი ეს ჩვენი ნაკრების მწვრთნელი რომ არ არის, თორემ დედას #####ნავდნენ ფეხბურთელები biggrin.gif


--------------------
FUCK MILK, GOT BEER...
გიო81
being of life


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19839
წევრი No.: 83964
რეგისტრ.: 4-February 09

გამოგზავნილია: 29 Jul 2013, 21:25  #37434528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

კიდე კაი ეს ჩვენი ნაკრების მწვრთნელი რომ არ არის, თორემ დედას #####ნავდნენ ფეხბურთელები biggrin.gif

აქეთ გაუტრაკებდნენ biggrin.gif
DAVID25
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 646
წევრი No.: 152329
რეგისტრ.: 6-July 12

გამოგზავნილია: 29 Jul 2013, 23:30  #37436341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან საინტერესოა რაში გავს ქეცბაია კაპელოს? მხოლოდ იმაში , რომ ფეხბურთლებს უყვირის? სასაცილოა მართლაც.
ჩემი აზრით ძალიან არასწორი პარალელების გასმას ცდილობენ ქეცბაიას თაყვანისმცემლები
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (129) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0344 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]