forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (26) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ს.კ სიონი ბოლნისი
KaRRoLLL
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 171744
რეგისტრ.: 13-August 13

გამოგზავნილია: 26 Aug 2013, 10:14  #37751054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კლუბის შექმნის ისტორია - აწმყო და მომავალი

საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სამხრეთით 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქი ბოლნისი (1818 წლიდან ეკატერინფელდი, 1921 წლიდან_ლუქსემბურგი, 1941_დან ბოლნისი) მდიდარი საფეხბურთო ტრადიციებით გამოირჩევა. საკმარისია ითქვას, რომ ბოლნისის საფეხბურთო გუნდი ,,მადნეული” 1986 წელს საქართველოს თასის მფლობელი



კლუბის ისტორია


გახდა, მას არაერთგზის გამოუჩენია თავი სხვადასხვა ტურნირებში. რაიონში აღიზარდნენ და დაოსტატდნენ ქვეყნის ცნობილი ფეხბურთელები: ფირუზ რეხვიაშვილი, თეიმურაზ სტეფანია, მიხეილ ყაველაშვილი, ბადრი და ბესიკ უგულავები, ჯონი ჯაგიდისი და სხვები. საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის პირველ წლებში ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა ,,სიონმა”, რომელიც იქვე მდებარე ტაძრის სახელწოდებიდან გამომდინარეობს, თავდაპირველად, პირველი ანუ B ჯგუფის ასპარეზობებში გაითქვა სახელი. აღსანიშნავია ითქვას, რომ პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

2002_2003 საფეხბურთო სეზონში ,,სიონმა” სერიოზულ წარმატებას მიაღწია, როცა საქართველოს თასის ფინალისტის რანგში პირველად თავის ისტორიაში, უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ,,ნათლობა” უიღბლო გამოდგა: საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში სლოვაკეთის ,,ინტერმა” (ქ. პუხოვო) ბოლნისელები ადვილად დაჯაბნა.

მომდევნო 2003_2004 წლების სეზონში ,,სიონმა”დამაჯერებლად იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონატში პირველი_მეორე ადგილები გაიყო თბილისის ,,ვიტ ჯორჯიასთან” ერთად. ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი, ე.წ. ,,ოქროს” მატჩი, რომელშიც დედაქალაქელებმა ანგარიშით 2:0 იმძლავრეს, მატჩი ნერვიულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და გულშემატკივართა შორის მომხდარი ინციდენტებით აღინიშნა. ამის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უპრეცედენტო დაგაწყვეტილება მიიღო _ ,,სიონს” ქულები დააკლო და საბოლოო ჯამში გუნდმა ჩემპიონატი მხოლოდ მეექვსე პოზიციაში დაასრულა. გარდა იმისა, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ, ნერვიულმა ატმოსფერომ სხვებზეც დამრთგუნველად იმოქმედა და მოხდა ისე, რომ 2004-2005 წლების ჩემპიონატს ,,სიონი” აშკარად მოუმზადებელი და დემორალიზებული შეხვდა. შედეგმაც არ დააყოვნა: პირველი წრე ,,სიონმა” ათგუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დადგა.

მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ მას შემდეგ, გახდა შესაძლებელი, რაც ბოლნისის გამგებლად ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი გიორგი არევაძე დაინიშნა. მან სწორად გათვალა, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონის დასაძლევად მორალური გამხნევებაა საჭირო, ასეთ ,,წამლად” არევაძემ ფეხბურთის თანადგომა მიიჩნია.

,,სიონის” სპონსორებთან, პირველ რიგში, სააქციო საზოგადოება ,,მადნეულის” მესვეურებთან მიზანმიმართული და მჭიდრო კონტაქტების დამყარების, საკლუბო სტრუქტურის ძირფესვიანი რეკონსტრუქციის, მარკეტინგის გაუმჯობესების შედეგად დაღმასვლა შეჩერებული იქნა, რამაც ასახა გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც ჰპოვა. საბოლოო ჯამში ,,სიონმა” VII ადგილი დაიკავა და ამით უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება შეძლო.

ახალი, 2005-2006 საფეხბურთო საზონი ,,სიონმა” ახალი მწვრთნელით ხვიჩა ქასრაშვილით და ძირფესვიანად განახლებული გუნდით დაიწყო. პირველი წრე რომ დასრულდა, გუნდი 35 ქულით მხოლოდ ერთით ჩამორჩებოდა ცხრილის სათავეში მყოფ თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას”.

ჩემპიონატის განახლებამდე ერთი დღით ადრე გუნდში კვლავ შეიცვალა მწვრთნელი_ქასრაშვილი თბილისის ,,დინამოდან” წამოსულმა კახა ცხადაძემ შეცვალა.

ბოლნისელებმა პირველ წრეში 11 მოგებულ მატჩის 12 იც მიუმატეს და 73 დაგროვილი ქულით ჩემპიონის საპატიო ტიტულის დაეუფლნენ (თამაში 30, მოგება 23, ფრე 4, წაგება 3, ბურთების სხვაობა 57-17 მართლაც რომ საჩემპიონო გრაფიკია!). ამ შთამბეჭდავმა გამარჯვებამ დიდი სიხარული მოუტანა არამარტო ბოლნისური გუნდის გულშემატკივრებს: სრულიად ბოლნისის მოსახლეობამ საზეიმო, ლამაზი დახვედრა მოუწყო თავიანთ კერპებს.

ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისათვის სამზადისს ,,სიონი” თადარიგიანად შეუდგა: ივნისის შუა რიცხვებამდე გუნდი მშობლიურ ქალაქში მოემზადა, მერე კი ორკვირიანი შეკრება იალტაში გაიარა.
23 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბბინა მდებარეობს, ევროტურნირების კენჭისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობა ,,სიონის” დელეგაციამაც მიიღო.


პროგრესის გზით

ევროსარბიელზე დაბრუნება ,,სიონისთვის” წარმატებული გამოდგა – ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბოლნისელებმა ბრძოლიდან გამოთიშეს აზერბაიჯანის ჩემპიონი ,,ბაქო” (2:0 , 0:1 ), და ამით პროგრამა მინიმუმი _ ღირსეულად დაეცვათ ქართული ფეხბურთის რეპუტაცია – შეასრულეს. მეორე შესარჩევ რაუნდში ,,სიონს” წილად ერგო ბულგარეთის ჩემპიონ ,,ლევსკისთან” ჭიდილი. გაცილებით ავტორიტეტულმა მეტოქემ ბოლნისელებს ორჯერ სძლია ერთნაირი ანგარიშით 2:0. მესამე ეტაპზე კი ბულგარელებმა იტალიური კლუბი ,,კიევოც” ჩამოიცილეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიდეს ბინა.

სიონის შემადგენლობა:
მეკარეები:
მირზა მერლანი
ზურაბ ბათიაშვილი

მცველები:
დავით სვანიძე
ლაშა თოთაძე
რევაზ ქემოკლიძე
ლევან ჩხეტიანი
დაჩი ფოფხაძე
არჩილ ტვილდიანი
გიორგი ბიბილეიშვილი

ნახევარმცველები:
ზვიად ლობჟანიძე
გიორგი განუგრავა
გიორგი ცხადაია
გივი იოსელიანი
გიორგი ჩივაძე
ალექსანდრე გოგობერიშვილი
ლაშა პარუნაშვილი
თორნიკე აფციაური
გიორგი კახელიშვილი

თავდამსხმელები:
აკაკი მიკუჩაძე
ჯაბა უგულავა
ვლადიმერ ახალაია

მთავრი მწვრთნელი:
გიორგი კიკნაძე
https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bol...713153242033697 ძალიან გთხოვთ დაალაიქეთ ეს გვერდი რა ახალი შექმნილია.

This post has been edited by KaRRoLLL on 26 Aug 2013, 12:14

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
1234377_713154928700195_2020282135_n.jpg
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69077
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 26 Aug 2013, 13:01  #37752666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
KaRRoLLL
ნამეტანი ძველი ფოტო არის გუნდური


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
geor-gien
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23158
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06

გამოგზავნილია: 26 Aug 2013, 13:04  #37752689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
KaRRoLLL
2006-წლიდან არსებობს უკვე ამ კლუბის თემა ფორუმზე:
ბოლნისის სიონი
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8902
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 16:21  #37860662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს უფრო კარგად გაფორმებული თემაა, თან ბოლნისელის გახნილია smile.gif


--------------------
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო



אתה נזהר אתה יודע וחוץ ממך איש לא שומע
imereti
Super Crazy Member +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29847
წევრი No.: 39731
რეგისტრ.: 9-August 07

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 17:58  #37861977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას...

QUOTE
რაიონში აღიზარდნენ და დაოსტატდნენ ქვეყნის ცნობილი ფეხბურთელები: ფირუზ რეხვიაშვილი, თეიმურაზ სტეფანია, მიხეილ ყაველაშვილი, ბადრი და ბესიკ უგულავები, ჯონი ჯაგიდისი და სხვები


სხვები იქნება საინტერესო ისე givi.gif


--------------------
FUCK MILK, GOT BEER...
Koto11x11
31


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12374
წევრი No.: 149246
რეგისტრ.: 19-May 12

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 18:02  #37862056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჯონი ჯაგიდისი


ჯონი ჯერემია უფრო გეგონება ქართველი ვიდრე ეს, სახელიდან და გვარიდან გამომდინარე biggrin.gif
ballack13
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13203
წევრი No.: 37602
რეგისტრ.: 3-July 07

გამოგზავნილია: 4 Sep 2013, 10:23  #37870263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Koto11x11
QUOTE
ჯონი ჯაგიდისი

ბერძენია წარმოშობით


--------------------
www.soccerway.com
KaRRoLLL
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 171744
რეგისტრ.: 13-August 13

გამოგზავნილია: 9 Nov 2013, 21:13  #38677464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bol...713153242033697 <<<<<<<<<<<<<<<---------დაალაიქეთ რა
dedinacvali
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 176144
რეგისტრ.: 7-November 13

გამოგზავნილია: 10 Nov 2013, 01:19  #38680881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდერაცია მოგმართავთ თხოვნით ის ძველი თემა დახუროთ როდინდელია ტო და ეს იყოს სიონის თემა

მადეირა
ტემპერა

smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2204
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 10 Nov 2013, 10:00  #38682068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნუთუ ასეთი ძნელია ,სურათზე მარჯვენა კუთხეში ტაბლო რომაა ,ასეთის დამონტაჟება უმაღლესი ლიგის გუნდების სტადიონებზე მაინც. მაგრამ რა ჩემს ფეხებად უნდათ ასეთ ''ჩემპიონატს'' ტაბლო gigi.gif
geor-gien
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23158
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06

გამოგზავნილია: 14 Nov 2013, 17:36  #38732227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინტერვიუ ლადო ბურდულთან
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...cem-magram.html
chitadela
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 176581
რეგისტრ.: 14-November 13

გამოგზავნილია: 14 Nov 2013, 18:36  #38732882      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (geor-gien @ 14 Nov 2013, 17:36 )
ინტერვიუ ლადო ბურდულთან
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...cem-magram.html

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif
....................................
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8902
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 17 Nov 2013, 14:50  #38763681      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chitadela
გიაშიფრე მირიან? yes.gif

This post has been edited by wit-georgia1 on 17 Nov 2013, 14:50
KOLT-93
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 177559
რეგისტრ.: 2-December 13

გამოგზავნილია: 2 Dec 2013, 22:15  #38942147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინ გამარჯვებსიკენ bis.gif bis.gif sa.gif sa.gif sa.gif sa.gif sa.gif sa.gif
......................................
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8902
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 2 Dec 2013, 22:29  #38942370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
KOLT-93
QUOTE
წინ გამარჯვებსიკენ               

yes.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (26) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0277 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]