forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (70) « პირველი ... 68 69 [70]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლანჩხუთის გ უ რ ი ა, სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 5 Aug 2017, 12:15  #51089638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

აი, ვისთვის ტარდება ეს ჩემპიონატი..გადამხდელების ფულით? ვინმემ ამიხსენით რა
გუშინდელი "გურია" - "სამგურალი" ევგრაფიზე, თითებზე გადაითვლი გულშემატკივრის ოდენობას..

მხოლოდ = ფეხბურთელთა ოჯახის წევრები, გამგეობის ხალხი და თითო ოროლა გულანთებული ფანი - სულ 50 კაცამდე ალბათ..

ეხლა ლეგიონერების სია ნახეთ გურიის

პოლტავცევი
იაგრი
და სილვა
ტელა
გორსტკა
კლუბში დანარჩენი ქართველი ფეხბურთელების 99% არალანჩხუთელები არიან...

და რას ვიღებთ?

ეს ვითომ ფეხბურთი მაყურებელს არ აინტერესებს - არ დადის = ბილეთები არ იყიდება = შემოსავალი 0
მაყურებელი არ დადის = ატრიბუტიკა არ იყიდება = აქედანაც 0
მაყურებელი არ დადის = ბიზნესს არ აინტერესებს = სპონსორი (ები) კლუბს არ ჰყავს = ისევ 0
ტელევიზიას და მედიას არ აინტერესებს = რეკლამა არ არის = 0

ხალხის ფულის გასავალი ნახეთ - 23 ფეხბურთელი, პლუს ლეგიონერები, თითქმის ყველა ჩამოსული, მწვრთნელები, მმართველობა, ამათი ხელფასები, პრემიები, საცხოვრებლის, კვების და გადაადგილების ფული...სტადიონის მოვლა-შენახვა ცალკე

"გურია" მთლიანად ჩამოკიდებულია აიიპ "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ასიგნირებებზე = ფონდში ფულის ნაწილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ირიცხება:

2016 წელს - გურიაზე დაიხარჯა 1 მილიონ 400 000 ლარი... აქედან 515 000 ლანჩხუთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული იყო
2017 წელს მარტო პრემირებით აიღეს 63 000 ლარი..პლუს ამას ლიმონი ე.წ საბაზისო დაფინანსებიდან

ახლა შეხედეთ = 2017 წლის ლანჩხუთის ბიუჯეტი არის სულ 7 917 900 ლარი = აქედან 5 574 200 არის გრანტები...საკუთარი დაგეგმილი შემოსავალი, მთლიანად გადასახადების აკრეფიდან კი არის მხოლოდ 1 550 000 ლარი და ლამის მთლიანად მიდის ამ სამოყვარულო "ფეხბურთზე" facepalm.gif


ამ გასაცოდავებული ბიუჯეტიდან, რომელზეც ჩამოკიდებულია ლანჩხუთის სკოლები, ბაგა-ბაღები, საავადმყოფოები, პენსიონერები..უზარმაზარი თანხა მიდის ამ გაუგებრობის დასაფინანსებლად, რასაც თანამედროვე "გურია" ჰქვია

აი არ დამეზარება ამაზე წერა რა ...

ამ მასალას გაეცანით, ცოტა ძველია, მარა ზუსტად იგივე სიტუაციაა დღეს ლანჩხუთში...

"არის თუ არა ლანჩხუთის ბიუჯეტი ბანკროტი?"

http://hodaara.ge/index.php?option=com_con...9-10&Itemid=506

ანუ ხალხი ლანჩხუთში ითხოვს ბაგა-ბაღების მშენებლობას, ქუჩების მოწესრიგებას, მდინარეებიის კალაპოტების გამაგრებას, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებას, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვას, საცურაო აუზის რემონტს და.ა.შ ა.შ...ამ დროს ქოცები და გამგებელი ს.კ გურიას 650 ათასი ლარის დავალიანებას აპარებენ, რომ ეს თანხა ისევ ლანჩხუთის ბიუჯეტმა დაფაროს..

სად წავიდა ეს ფული ყველამ იცის = შეჭამეს! კლუბის ქოცმმართველობის და პირადად გამგებლის ჯიბეში - როცა გუნდი საერთოდ გავარდა უმაღლესი ლიგიდან..

ეს არის მინი მოდელი რა - მთელი ქართული ფეხბურთის მახინჯი დაფინანსების სქემის = და ამ სიმახინჯეზე პირადად არის პასუხისმგებელი ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი მისი გუნდით და სპორტის მინისტრი ხეჩიკაშვილი თავისი არაფრისმაქნისი ფონდით...5000 ლარიანი ხელფასებით რო ზიან ტიპები და "დიად საქმეებს" რო წყევეტენ = გურიამ ავტობუსში ბენზინი უნდა ჩაასხას თუ საბურთალომ კომპიუტერები იყიდოს ოფისისთვის

პასუხისმგებელია მთალიანდ მთავრობა, პრემიერი რომელმაც ეს არაფრის მაქნისი პროგრამა დაამტკიცა 2021 წლამდე - შსს და სუს რომლებმაც ძაან კარგად იციან იგივე გურიაში რა ფულები იჭმევა და არ იჭერენ სასტავს მხოლოდ იმიტომ რომ არჩევნებია და დედა პარტიას პრობლემები არ შეექმნას...

facepalm.gif

ეს არის წარმოუდგენელი სიმახინჯე = ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები ლანჩხუთში შრომობენ წელებზე ფეხს იდგამენ, გადასახადებს იხდიან რო ვიღაცა ტელას, სილვას და იაგრის, პლუს არქანიას, კიკნაველიძეს და პოლტავცევს, ასევე დამნაშავე გამგებელ ურუშაძეს ხელფასი=პრემია არ დაუგვიანდეს..
საშუალოდ 1000 ლარიან ხელფასს უხდიან ამ უსაქმურებს იმაში რო რაღაცა საცოდაობას თამაშობენ, საცოდავ მინდორზე, საცოდავ ჩემპიონატში, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთთან არავითარი შეხება არ აქვს...

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული..და დარწმუნებული ვარ რო ძაან მალე პასუხს აგებენ ამ სიმახინჯის შექმნელები, რომლებსაც ფეხბურთი სულ კიდიათ რა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ...

ჩემი აზრით დაახლოებით იგივე პონტია თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილსერვისჯგუფში სანაცეთის პარტაქტივი რო დაასაქმა და ხელფასი დაუნიშნა, რისთვისაც დაიჭირეს კიდეც უგულავა...
ფაქტობრივად ეს სქემა "ფეხბურთის სახელმწიფო ფულით დაფინანსების" არის საქოცეთის პარტაქტივის დასაქმება ბიუჯეტის ფულით..და გარანტირებული ხმების ყიდვა საარჩევნოდ...

ამას ფეხბურთის "განვითარებასთან" არავითარი საერთო არ აქვს

This post has been edited by guriaaa on 5 Aug 2017, 12:25


--------------------
No pasarán!
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8896
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 5 Aug 2017, 12:18  #51089657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
როცა ვიყავი ლანჩხუთში, ეგეთი უიმედო ქალაქი არ მინახავს, რამოდენიმე მაღაზიის, საავადმყოფოს, 112 და გამგეობის გარდა რო არაა სამსახური.


--------------------
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო



אתה נזהר אתה יודע וחוץ ממך איש לא שומע
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 5 Aug 2017, 12:20  #51089663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wit-georgia1

საიდან იქნება მეგობარო? ქალაქის ბიუჯეტს ასეთი პარაზიტები ხრავენ..
სულ კიდიათ ლანჩხუთი და ლანჩხუთელები
ასე იყო ეძიკას დროს, ასე იყო სანაცეთის დროს და ასე ახლა ქოცების ძემოკრატიის ზეობის პერიოდში
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8896
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 7 Aug 2017, 09:01  #51099724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
ძალიან ცუდი.

აი ეს შეესაბამება ლანჩხუთის მდგომარეობას:
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 2 Nov 2017, 21:57  #51607467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხვალ, თუ ვერ მოიგეს "ცხინვალთან", დიდი ალბათობით, მესამე ლიგაში გავარდებიან
გია გურული გაუშვეს და დათო მახარაძე დააბრუნეს ისევ..
ამათი საშველი არაა რა facepalm.gif

user posted image
user posted image

ლანჩხუთის გურიას მთავარი მწვრთნელები (1952-2017)

გივი იმნაიშვილი 1952-53
ლადო ნარიმანიძე 1954-56
ვიქტორ ბერეჟნოი (რუსეთი) 1957
ბორის ჩიტაია 1958
შალვა კაკაბაძე 1959-1979
ალექსანდრე კოტრიკაძე 1980-81
მურთაზ ხურცილავა 1981-82
შალვა კაკაბაძე (მეორედ) 1983
ალექსანდრე კოტრიკაძე (მეორედ) 1984-85
ბეგი სიხარულიძე 1986
ალექსანდრე კოტრიკაძე (მესამედ) 1987
მიხეილ ფომენკო (უკრაინა) 1987-89
მურთაზ ხურცილავა (მეორედ) 1990
გიგლა იმნაძე 1990-93
თემურ ჩხაიძე 1993-94
გიგლა იმნაძე (მეორედ) 1994-95
ბორის დუდაროვი 1995
ბეგი სიხარულიძე (მეორედ) 1995-96
გიგლა იმნაძე (მესამედ) 1996
გია თავაძე 1997
ავთანდილ ნარიაშვილი 1997
ბეგი სიხარულიძე (მესამედ) 1998
ჯონი ჯანელიძე 1998
ავთანდილ ნარიაშვილი (მეორედ) 1998-99
შოთა პატარაია 1999-2000
ზაზა გურიელიძე 2000-01
გუბაზ დოლიძე 2001
სოსო ფრუიძე 2001
იმედო დუნდუა 2001
ავთანდილ ნარიაშვილი (მესამედ) 2001
რამაზ ფირცხალაიშვილი 2001-03
თემურ ლორია 2004-07
ზვიად ენდელაძე 2007
ირაკლი ფაცურია 2008
ავთანდილ ნარიაშვილი (მეოთხედ) 2008-09
კახა ებრალიძე 2009
გია ჩხაიძე 2010
ირაკლი ფაცურია (მეორედ) 2011
გიგლა იმნაძე (მეოთხედ) 2011-12
თემურ ლორია (მეორედ) 2012 – 13
დავით მახარაძე 2013
რომან პოკორა (უკრაინა) 2013
დავით მახარაძე (მეორედ) 2014
თემურ ლორია (მესამედ) 2014-2015
გიგლა იმნაძე (მეხუთედ) 2015
კახი გოგიჩაიშვილი 2015
გია ჩხაიძე (მეორედ) 2015
ვიქტორ დემიდოვი (რუსეთი) 2016
თემურ მახარაძე 2016
ოლეგ ლეშჩინსკი (უკრაინა) 2016
ზაზა ინაშვილი 2016
გიგლა იმნაძე(მეექვსედ) + გია ჩხაიძე (მესამედ) 2017
გიგლა იმნაძე (მეშვიდედ) 2017
გია გურული 2017
დავით მახარაძე (მესამედ) 2017


guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 02:15  #51787249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

user posted image

დავსტირით უდროოდ გარდაცვლილ მურადას
dudgu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4925
წევრი No.: 113837
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 6 Dec 2017, 09:35  #51787731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
ისე მგონი დარჩენას და ამ ტრაგიკომედიის გაგრძელებას ისევ გავარდნა ჯობდა... ეჰ, არადა ამ ბიუჯეტით სწორი მენეჯმენტის და მონდომების პირობებში უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაც თავისუფლად არის/იყო შესაძლებელი. თუმცა უკეთესია ლანჩხუთის რაიონის მთლიანმა ბიუჯეტმა ამოისუნთქოს ამათ ხარჯზე smile.gif


--------------------
.
.
.
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა!
levani777
LEVANI777


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 954
წევრი No.: 52603
რეგისტრ.: 28-January 08

გამოგზავნილია: 20 Dec 2017, 14:43  #51866230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა გვჭირს ამის დედა ვატირე! ეყიდა ისევ ჟორდანიას არ ჯობდა?


--------------------
[B][COLOR=red]Zieg halt[/COLOR]

Lockhead
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4737
წევრი No.: 187248
რეგისტრ.: 8-June 14

გამოგზავნილია: 24 Dec 2017, 15:16  #51888384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყოს ეს აქ....

https://www.youtube.com/watch?v=K4NvcEbybd0
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (70) « პირველი ... 68 69 [70]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0403 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]