forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (70) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლანჩხუთის გ უ რ ი ა, სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
VirtuoZZ
Lob City


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 286
წევრი No.: 153225
რეგისტრ.: 22-August 12

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 23:17  #37851525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ გურიააა, კიდევ ბევრჯერ მოგეგოთ დინამოსთვის : ))


--------------------
She has robes and she has monkeys
Lazy diamond studded flunkies...
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9040
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 23:24  #37851640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"ტოტენჰემური შოკიდან ჯერაც ვერ გამოსულა..."

დაველოდოთ "ლანჩხუთური შოკი" როდემდე გაგრძელდება smile.gif


ოთხი ტურის შემდეგ


1. ჩიხურა 4 3 0 1 8:4 9

2. ვიტ ჯორჯია 4 2 1 1 6:2 7

3. დილა 3 2 1 0 6:2 7

4. ტორპედო 3 2 1 0 5:3 7

5. სიონი 4 2 0 2 6:4 6

6. მერანი 4 2 0 2 4:5 6

7. გურია 4 2 0 2 3:6 6

8. მეტალურგი 4 1 2 1 4:6 5

9. დინამო თბილისი 3 1 1 1 4:4 4

10. ზუგდიდი 4 1 1 2 3:6 4

11. ზესტაფონი 4 0 1 3 3:6 1

12. სპარტაკი 3 0 0 3 1:5 0


--------------------
No pasarán!
dzleviskedeli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 32057
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 2 Sep 2013, 23:35  #37851845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესე თუ გაგეხარდებოდათ კი ღირდა წაგება smile.gif smile.gif)))))))))))))))))))))))


--------------------
[size=7]www.aisiforce.org[/size]
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9040
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 00:41  #37853073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოინდომა და იმარჯვა


ეს შეხვედრა წესით ლანჩხუთში უნდა გამართულიყო, მაგრამ სტადიონზე წამოჭრილი ტექნიკური პრობლემების გამო გურულებმა თბილისლებს ქობულეთში ,,ჩელე არენაზე” უმასპინძლეს.

შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და მე-2 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობაც მიეცათ. სეთურიძე მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა და ზუსტი გადაცემით ხოჭოლავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა დინამოელთა შემტევმა ხელსაყრელი პოზიცია ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა.

საპასუხო შეტევა გურულებმა მე-9 წუთზე განახორციელეს. შალამბერიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ დინამოელს ხელზე შეეხო, ნომინალური მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უცხოელმა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რითაც მატჩზე დამსწრე გურულთა ქომაგები ერთობ განარისხა.

ორი წუთის შემდეგ ლანჩხუთელები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის გაკეთების მცდელობისას შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა მერებაშვილმა და გამოზომილი პასით ვოუ ბობღიაშვილს ერთი ერთზე შეატოვა. კოტ-დიუარელ ლეგიონერს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ერთობ უხეიროდ გაისარჯა და მისი სუსტად დარტყმულის მოგერიება გურულთა გოლკიპერს არ გასჭირვებია.

ვოუს თავის გამოჩენა მე-17 წუთზეც შეეძლო. ასისტენტობას მას ამჯერადაც მერებაშვილი უწევდა. გიორგიმ მარცხენა ფლანგზე გაილაღა და პირით ხაზთან მისულმა მეკარის ბაქანზე მყოფ თანაგუნდელისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მართალია კოტ-დივუარელმა ბურთს ფეხი დაუხვედრა და მიმართულება შეუცვალა, თუმცა მეტოქის კარში ვერ მოახვედრა.

26-ე წუთზე გურულები მსაჯს კიდევ ერთხელ შემოსწყრნენ. ,,მასპინძელთა” მორიგი ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბურთზე მებრძოლ ისიანს ხელი უბიძგეს. ლანჩხუთელები ისევ პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მათი თხოვნა სირიელმა არბიტრმა არც ამჯერად დააკმაყოფილა.

სამი წუთის შემდეგ გურულებს ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცათ. საკუთარ საჯარიმოში თბილისელებმა ბურთზე ბრძოლის დროს წესი დაარღვიეს. მსაჯმა სტუმართა კარის მიმართულებით თავისუფალი დარტყმა დანიშნა და თბილისელთა ,,კედელი” თითქმის კარის ხაზზე განალაგა. ჩიკვილაძემ ბურთი კოშკაძეს დაუგორა, რომლის ძლიერი დარტყმის შედეგად ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

თითქმის მაშინვე მერებაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მან ზედიზედ რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს ხაზთან მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბობღიაშვილიც უნაკლოდ გაისარჯა და ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა.

35-ე წუთზე მოედანზე ერთობ საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. ,,მასპინძელთა” მორიგი შეტევის დროს ერთ-ერთ დინამოელს ბურთი ხელზე შეეხო. გურულები პენალტის დანიშვნას კიდევ ერთხელ მოითხოვდნენ. განსაკუთრებულ პრეტენზიას ისინი ასისტენტ მენთეშაშვილის მიმართ გამოთქვამდნენ. საქმის გარჩევაში გურულთა კლუბის ხელმძღვანელობაც ჩაერთო, ხოლო ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასისტენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. როგორც მატჩის შემდეგ დავადგინეთ, მსაჯებმა გუნდის ადმინისტრატორ გოჩა იმნაიშვილს ბარათი ჩამოართვეს და ფედერაციაში წაიღეს.

ორ წუთში გურულებმა მორიგი სახიფათო მომენტი შექმნეს. ჩიკვილაძის დარტყმის შემდეგ თბილისელთა მცველს ბურთი ფეხზე აეჭრა და იგი ჯიშკარიანს ხელსაყრელ პოზიციაში მიუვიდა. ზარქუა სიტუაციაში კარგად გაერკვა, მან კარი დროულად დატოვა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

ტაიმის მიწურულს ტრიბუნებზე ჩოჩქოლი ატყდა და თამაში ცოტა ხნით გაჩერდა, თუმცა პოლიციელთა ჩარევის შემდეგ ყველაფერი მალევე დასრულდა. დროებითმა პაუზამ გურულებზე დადებითად იმოქმედა. პირველი ტაიმისთვის დამატებული ერთი წუთიც იწურებოდა, როცა კუკულაძის მარჯვენა ფრთაზე გარღვევას გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, რომელიც საჯარიმოში შევარდნილმა ისიანმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და თავისიანები ანგარიშში დააწინაურა – 1:0.

მეორე ტაიმი გაცილებით უფრო მშვიდი გამოდგა. უპირატესობას ამჯერადაც გურულები ფლობდნენ, თუმცა თუ არ ჩავთვლით კოშკაძისა და ჩიკვილაძის უზუსტო დარტყმებს, აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

74-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდეს. ჯიშკარიანმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. მან მთელი მარცხენა ფრთა ჩაირბინა და ზუსტი გადაცემით ისიანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ვილიმ ყველაფერი სწორად გათვალა და გამოზომილი დარტყმით მის შესახვედრად გამოსულ ზარქუას ბურთი თავზე გადაუგდო. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გლიშიჩმა ივაჟკაცა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა დროებით, ყველას შეცვლაზე შესულმა შენგელიამ დაასწრო და უძლიერესი დარტყმით თბილისელთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია - 2:0.

დინამოელებმა ბოლო აკორდში გაიბრძოლეს და 85-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირებაც მოახერხეს. თბილისელთა შორის საუკეთესო მერებაშვილი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში მოათავსა – 2:1.

შეხვედრის ბოლოს დინამოელები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა ამას მათთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია. სირიელი არბიტრის საფინალო სასტვენმა ლანჩხუთელთა გამარჯვება დააფიქსირა.

სიმართლე რომ ითქვას, თბილისელებს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლდათ და შეიძლება მათი დამარცხება ამითაც იყო გამოწვეული. წაგებულმა მხარემ თავის გასამართებლად შეიძლება უამრავი ობიექტური მიზეზი მოიყვანოს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დინამოელებმა ვერ ანახეს ის თამაში, რომელიც ქართული ფეხბურთის ფლაგმანს ეკადრება.



პრესკონფერენცია:

დუშან უჰრინი (,,დინამო”): ,,თავიდან ოთხი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამისათვის დავისაჯეთ. მეტოქემ გოლი პრაქტიკულად გადაცილებულ დროში გაგვიტანა. მეორე ტაიმში გაქვითვას შევეცადეთ, თუმცა გოლი ისევ ჩვენს კარში მივიღეთ და თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოვახერხეთ. რაც შეეხება შესუსტებულ შემადგენლობას, ჩისკოსა და უსტარიცს ტრავმები აწუხებთ, ხოლო დანარჩებები კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით მეორე გუნდში გადავიყვანეთ.”

დავით მახარაძე (,,გურია”): ,,ძნელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ბიჭების დიდი მადლობელი ვარ.”



,,გურია” (ლანჩხუთი) - ,,დინამო” (თბილისი) 2:1 (1:0)
2 სექტემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 16:00 სთ. 1000 მაყურებელი

,,გურია ”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (ჭეიშვილი 84), კილაძე (დარჩიძე 67), კუკულაძე (კ) (შენგელია 52), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი;

მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე

,,დინამო”: ზარქუა, კვარაცხელია, გველესიანი, ხმალაძე (კ), მერებაშვილი, სეთურიძე, ხურცილავა, ხოჭოლავა (შინდაგორიძე 83), ვოუ (ლექვთაძე 58), გოგა (მიქაბერიძე 75), გლიშიჩი;

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი

გოლები: 1:0 ისიანი (45+1), 2:0 შენგელია (74), 2:1 მერებაშვილი (85);

გაფრთხილება: კუკულაძე (22), გველესიანი (45), ისიანი (45+1), შალამბერიძე (47), ვოუ (50), ლექვთაძე (60), კოშკაძე (75), მერებაშვილი (90+5), ჩუენსუ (90+5);

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

ვახტანგ დათიაშვილი ქობულეთიდან
dudgu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4912
წევრი No.: 113837
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 01:15  #37853578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
imereti
ჩემი ძმაკაცია ლანჩხუთში - ლანჩხუთლების ერთ სასტავს ძველი საბჭოთა პაზიკი დაუთრევია და ლანჩხუთში სიგნალებით "დააქროლებენო" biggrin.gif დღევანდელი მოგება უბრალო ლანჩხუთელისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებაა. ტოტენჰემზე ფიფიამ და უჰრინმა იდარდონ, მე და კიდევ ბევრს მაგის ნერვები აღარ გვაქვს wink.gif

This post has been edited by dudgu on 3 Sep 2013, 01:17


--------------------
.
.
.
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა!
ბებერა
მე მიყვარს ვიტ ჯორჯია


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1251
წევრი No.: 169719
რეგისტრ.: 2-July 13

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 01:54  #37854210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ
დაიმსახურეთ და მოიგეთ...


--------------------
ფეხბურთელი რომ ვიყო და აგენტმა დამირეკოს ანგუშტის ვარიანტი გაქო, დედის ტრაკს ვაგინებ @George:)
ჩელსი მევასებოდა, მერე რომ მოიგეს ლიგა, ანუ მაქსიმუმი შეასრულეს, სრული კონცენტრაცია ვიტ ჯორჯიაზე გადავიტანე.@wit georgia
ჩვენი ნაკრები სხვას თუ არავის და ჩვენს კომენტატორებს კი ჯობია.@Boker
DINAMOFAN
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10837
წევრი No.: 39771
რეგისტრ.: 10-August 07

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 02:21  #37854556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას
საშინელი ფეხბურთი ჩვენი შესრულებით...
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9040
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 10:47  #37856209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Giusha30
22_
Ambitious_Person
dudgu
Westbrook
tavadze
Giorgi-FCB
CurvaFiesole
don gajetino
imereti
ტემპერა
VirtuoZZ
ბებერა
DINAMOFAN

ყველას დიდი მადლობა ვისაც ჩვენი გამარჯვება გულწრფელად გაუხარდა და იმათაც ვისაც არ გაუხარდა მაგრამ ღირსეულად მოგვილოცა smile.gif

This post has been edited by guriaaa on 3 Sep 2013, 10:47
Fanebi
FC DINAMO


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3614
წევრი No.: 91016
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 11:18  #37856520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
ყოჩაღ გურია

მრცხვენია რასაც დინამო თამაშობს


--------------------
მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ დინამოელი"!!! - I am Georgian and therefore I am Dinamoeli!!!

WWW.GLADIATORS.GE

DINAMO TBILISI FOR EVER
dudgu
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4912
წევრი No.: 113837
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 14:19  #37858932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
მარტო ამ მოგებისთვისაც კი ღირდა უმაღლესში გადმოსვლა
Temozaurus
ადრიანე ცაბაური


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5711
წევრი No.: 28550
რეგისტრ.: 18-January 07

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 14:39  #37859214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიშკარიანმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. მან მთელი მარცხენა ფრთა ჩაირბინა და ზუსტი გადაცემით ისიანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ვილიმ ყველაფერი სწორად გათვალა და გამოზომილი დარტყმით მის შესახვედრად გამოსულ ზარქუას ბურთი თავზე გადაუგდო.
http://www.worldsport.ge/ge/page/moindoma-da-imardjva

ვილი ისიანი კალათბურთელი მეგონა :O

This post has been edited by Temozaurus on 3 Sep 2013, 14:39


--------------------
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია
imereti
Super Crazy Member +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29024
წევრი No.: 39731
რეგისტრ.: 9-August 07

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 14:43  #37859274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Temozaurus
QUOTE
ვილი ისიანი კალათბურთელი მეგონა

ისიცაა, კალათბურთელი გორში რომ გია ისიანია, იმის ბიჭია, ეს ისიანი, შარშან ბოლნისში იყო, საერთოდ იქაურია მგონი...


--------------------
FUCK MILK, GOT BEER...
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9040
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 15:23  #37859886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

გურია - დინამო თბილისის მატჩის ვიდეო მიმოხილვა....დინამო TV-სგან

don gajetino
● ○ ^__^ ○ ●


********
ჯგუფი: Members
წერილები: 33565
წევრი No.: 131886
რეგისტრ.: 29-May 11

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 16:35  #37860833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დინამოს კარში ვინ იდგა biggrin.gif ბურთი ცხელი ეგონა თუ რა იყო სულ კუთხურებზე როგორ აგდებდა givi.gif

გურიას ისევ ის მეკარე ყავს ნახევრ ფინალში დინამოსთან ცენტრიდან რომ გაუშვა გოლი?


--------------------
Be liKe a Gadget buT...

For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8578
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 3 Sep 2013, 16:41  #37860902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
imereti
QUOTE
ისიცაა, კალათბურთელი გორში რომ გია ისიანია, იმის ბიჭია, ეს ისიანი, შარშან ბოლნისში იყო, საერთოდ იქაურია მგონი...

კი ბოლნისელია

This post has been edited by wit-georgia1 on 3 Sep 2013, 16:45


--------------------
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (70) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0286 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]