forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> FC Saburtalo-, vol.1
Chelsea27
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17711
წევრი No.: 124258
რეგისტრ.: 29-November 10

  გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 01:20  #42647683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე გახლდათ.
2005 წელს კლუბის მეპატრონე შეიცვალა: შპს საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ცნობილმა ჰოლდინგმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა; პრეზიდენტი გახლავთ ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა და წარმოადგინა აღნიშნული გეგმის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც ფაქტიურად მეორე დღიდანვე დაიწყო; ხოლო კლუბის გენერალური დირექტორი ბატონი კახა ჭუმბურიძე გახლავთ.
დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მოზარდ თაობებს. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ში მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა.
ჩვენი აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ირიცხებიან და მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებულ მატჩებში. საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ს აღზრდილები არიან გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. ორივე მათგანი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან. ჭანტურია 1,5 წლით საფეხბურთო კლუბ „ბარსელონა“–ში მათივე მიწვევით იჯარით იმყოფებოდა, შემდეგ შრომითი კონტრაქტი ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტეს“–თან გააფორმა, 2014 წლიდან კი იტალიურ "ვერონა"-ში ჩაირიცხა. რაც შეეხება ყაზაიშვილს, ვაკო უკვე რამდენიმე წელიწადია ჰოლანდიურ "ვიტესის" ღირსებას წარმატებით იცავს. ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებაზე იყვნენ ბაჩანა არაბული (კიევის "დინამო", მანჩესტერი), დავით ხოჭოლავა (ემპოლი), არჩილ ტვილდიანი (მოსკოვის სპარტაკი), ჯემალ ტაბიძე ("ლივერპული", მადრიდის "რეალი"). უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ყენია ადრეულ ასაკში, ჩვენს კლუბში ვარჯიშობდა. 1993-1994 წლებში დაბადებული ჩვენი 9 ფეხბურთელი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამო“–ში, ხოლო 1992 წელს დაბადებული 2 ბავშვი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონ“–ში. მსგავსი წარმატებები საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ს არაერთი აქვს, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის კლუბის სწორ მენეჯმენტს, კვალიფიციურ მწვრთნელებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას.
შპს საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“–ს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ინფრასტრუქტურის განვითარება. კლუბს აქვს 5 მცირე ზომის მოედანი იოსებიძის ქუჩაზე, ასევე 2 მცირე ზომისა და ერთიც სტანდარტული ზომის სტადიონი ("ბენდელა") ასათიანის ქუჩა №7ა –ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც განთავსებულია კლუბის ადმინისტრაცია, vip-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და ყველანაირი პირობაა შექმნილი ფეხბურთელებისთვის.
2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ "ბენდელა"–ზე ტარდება ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი:
2011 წლის დეკემბერში – "ვოლკსვაგენის თასი", სადაც მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი "ვიტესი" (ჰოლანდია). ამ წელს გამარჯვებული "საბურთალოს" გუნდი გახდა.
2012 წლის დეკემბერში "ვოლკსვაგენის თასი" "სალერის თასმა" ჩაანაცვლა, სადაც მონაწილეობდნენ "ვიტესი", "მალაგა", "საბურთალო" და "ლოკომოტივი". ამ წელსაც პირველობა არავის დაუთმო ჩვენმა კლუბმა.
2013 წლის მიწურულს იგივე ტურნირზე უკვე ჩვენ გუნდთან ერთად მადრიდის "ატლეტიკომ", უკრაინულმა "დნიპრომ" და ებრაელურმა "მაკაბიმ" იასპარეზა. "სალერის თასის" გამარჯვებულიც ამჯერადაც "საბურთალოს" გუნდი გახდა.
2010-2011 წლებში თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, საუკეთესო სკოლად "საბურთალო" დასახელდა. 2011-2012 წლებში კი "საბურთალო" (1998 წლიანების გუნდი) საუკეთესო გუნდად სცნეს. ამავე ორგანიზაციის გამოკითხვით, 2012-2013 წლების საუკეთესო სკოლად კვლავინდებურად ჩვენი სკოლა გამოარჩიეს, ხოლო იმავე წელს საუკეთესო გუნდად კვლავ "საბურთალოს" 1998 წელს დაბადებულების გუნდი აღიარეს.
2013-2014 წლების სეზონზე "საბურთალომ" პირველად იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.




შემადგენლობა

პირველი ლიგა

მთავარი მწვრთნელი

ოფიციალური საიტი

This post has been edited by chelsea5 on 25 Oct 2014, 01:29
ვალენსია
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13504
წევრი No.: 13951
რეგისტრ.: 26-October 05

გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 01:22  #42647706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
18)გიორგი ხარაიშვილი-ნახევარმცველი

მალე, ნაკრების 10 ნომერი


--------------------
wina karebs davacale ruchkebi
Chelsea27
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17711
წევრი No.: 124258
რეგისტრ.: 29-November 10

გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 01:27  #42647757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვალენსია

დღეს ძალიან მაგრად ითამაშა ჰეთრიკი დადო და 5-1 მოუგეს სასკოს.

9 დან 9 მოგება სერიოზული შედეგია up.gif
ვალენსია
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13504
წევრი No.: 13951
რეგისტრ.: 26-October 05

გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 01:30  #42647782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
chelsea5
ვიცი, ვიყავი......


Chelsea27
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17711
წევრი No.: 124258
რეგისტრ.: 29-November 10

გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 01:35  #42647836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოო მეც ვუყურე მაგრად მომეწონა კარგი გუნდია.
თან იქითა წლიდან დიდი ალბათობით ვიში უწევთ და ცოტა ნორმალური თემაც შევამზადე რაა

boli.gif boli.gif

მოდერ თემის სახელწოდებაში vol.1 მიუწერე რა
mcenare-99
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14514
წევრი No.: 85670
რეგისტრ.: 1-March 09

გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 01:39  #42647873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
არის საბურთალოზე თემა, ლოკომოტივზე ჭიათურაძეც და სხვებზეც ცოტა მეტი იქექეთ უკანა გვერდებზე
Chelsea27
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17711
წევრი No.: 124258
რეგისტრ.: 29-November 10

გამოგზავნილია: 25 Oct 2014, 01:45  #42647924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mcenare-99

ხო იყო რაღაც საბურთალოზე მარა 2012 წლის მერე არავის არ ქონდა პოსტი....
და 2012 წელს საბურთალო კიდე საერთოდ პროფესიულ ლიგას არ თამაშობდა ამიტომ მემგონი რო ეს თემა ჯობია wink.gif
Chelsea27
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17711
წევრი No.: 124258
რეგისტრ.: 29-November 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2014, 01:54  #42666635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
up.gif up.gif up.gif up.gif


////////////////////////////////////////////////////////////
Hitchens
BU Bearcats, LFC


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7115
წევრი No.: 163754
რეგისტრ.: 17-March 13

გამოგზავნილია: 27 Oct 2014, 02:03  #42666683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არა ვარ საბურთალოელი მარა მაგრად მევასება ეს გუნდი, წარმატებები


--------------------
Si vis pacem, para bellum
PEPE-5
კაი კაცი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15148
წევრი No.: 66325
რეგისტრ.: 2-July 08

გამოგზავნილია: 27 Oct 2014, 20:42  #42672994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემა გაივსო ???


--------------------
დინამოს დინამოელი კაპიტანი
dundee
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7710
წევრი No.: 55001
რეგისტრ.: 5-March 08

გამოგზავნილია: 27 Oct 2014, 22:50  #42674497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq

QUOTE
წინა თემა გაივსო ???

მიაბით იმ ძველ თემას!
rikosheta
ქართული სპორტის ქომაგი!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7108
წევრი No.: 114074
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 28 Oct 2014, 00:41  #42675745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვნახოთ, შეხვდება ჭიათურას და გამოჩნდება რა შეუძლიათ ))
ჯერ ნამდვილი მეტოქე არ უნახავთ


--------------------
ვინც ილხენს ახლა, _
უფრო ცოდოა, _
ვიდრე ის ბევრი, _
ახლა ვინც ტირის...
ამგვარში, _
დღეს რომ საქართველოა, _
არც სიცოცხლე ღირს
და არც სიკვდილი!

http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi
PEPE-5
კაი კაცი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15148
წევრი No.: 66325
რეგისტრ.: 2-July 08

გამოგზავნილია: 28 Oct 2014, 01:25  #42676210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმედია უმაღლესში საბურთალოზე ითამაშებენ და არა გლდანში.. წინააღმდეგ შემთხვევაში არნახული მარაზმი დაიდება....
Chelsea27
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17711
წევრი No.: 124258
რეგისტრ.: 29-November 10

გამოგზავნილია: 28 Oct 2014, 02:57  #42676720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PEPE-5

წესით საბურთალოზე უნდა ითამაშონ.

rikosheta

ლოკომოტივს და ბევრ ოდნავ რთულ მეტოქეს შეხვდნენ მარა ყველას უშანსოდ მოუგეს.
ეხლა ხვალ ადელს ხვდებიან რომლებსაც საკაიფოდ მოუგებენ.

10 დან 10 მოგება ეს უკვე მაგარი შედეგია wink.gif

QUOTE
წინა თემა გაივსო ???


არ გაივსო მარა იმდენად ძველი იყო ახალი შევქმენი რა.
2012 წელს იყო ბოლო პოსტი
rikosheta
ქართული სპორტის ქომაგი!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7108
წევრი No.: 114074
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 28 Oct 2014, 15:10  #42680067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chelsea5
ჭიათურაზე რთული რომელი ყავთ ? sleep.gif
მეორე ადგილისთვის იბრძოლოს საბურთალომ.
პირველზე ჭიათურა გადის
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0270 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]