forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ს.კ. ,,ლოკომოტივი'' თბილისი vol.2, FC LOCOMOTIVE TBILISI
mcenare-99
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14514
წევრი No.: 85670
რეგისტრ.: 1-March 09

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 12:22  #45404421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
პირველი თემის ბმული - FC LOKOMOTIV TBILISI

ს.კ. ლოკომოტივი თბილისი

1936-1988 წლებში გამოდიოდა ლოკომოტივის სახელით
1958 ბურევესტნიკი ??
1988-89 ო.მ.ც. ლოკომოტივი
1990-93 მერანი
1993-95 მერანი - ბაჩო
1996 - ლოკომოტივი

user posted image

დაარსდა: 1935-1936 წლებში
სტადიონი: წლევანდელ სეზონში ითამაშებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ( ტევ. 25000). (გასულ სეზონში შეხვედრებს მართავდა საგურამოს საწვრთნელ
ბაზაზე, ტევადობა 700 )
პრეზიდენტი: ლექსო თოფურია
დირექტორი: ერეკლე ჩოთალიშვილი
მისამართი: ჭავჭავაძის 74, თბილისი 0108
ტელ: +995 (32) 247 8833
E-mailinfo@fcloco.ge
ვებ გვერდი : http://fcloco.ge


ტიტულები
საქართველოს თასის მფლობელი: 2000, 2002, 2005
ფინალისტი: 2001
საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2005
საბჭოთა საქართველოს ჩემპიონი: 1937, 1945, 1956
საბჭოთა საქართველოს თასი: 1945, 1956


სარეკორდო მოგება ( საქ. ჩემპიონატში): კოლხეთი ხობი 0:7 ლოკომოტივი (22.04.2000)

user posted image

სარეკორდო წაგება ( საქ. ჩემპიონატში): ზესტაფონი 5-0 ლოკომოტივი 31.08.2007

ყველაზე მეტი მატჩი (საქ. ჩემპიონატში A ლიგა), გიორგი ბალაშვილი - 136
ყველაზე მეტი გოლი (საქ. ჩემპიონატში A ლიგა), მამუკა რუსია - 23



სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით 1936 წლის 14 აგვისტოს შეიქმნა რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება ,,ლოკომოტივი’’. ამ საზოგადოებაში გაერთიანდნენ დარგის მუშები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის ტრანსპორტის წარმოება დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშნებელობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები, აგრეთვე რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო შეჯიბრებებში 1933-35 წლებში გამოდიოდა სარკინიგზო უწყებათა გუნდები, კერძოდ, სტალინის სახელობის ორთქმავალშემკეთებელი ქარხნის, საორთქმავალო დეპოს, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოსა და სხვა.
1940 წელს საზოგადოება დაქუცმაცდა რამოდენიმე მონათესავე სპორტულ საზოგადოებად, ტერიტორიული და საწარმოო პრინციპით ჩამოყალიბდა: ცენტრის ლოკომოტივი, სამხრეთის ლოკომოტივი, შუა-აზიის ლოკომოტივი, აღმოსავლეთის ლოკომოტივი, ქარხნების ლოკომოტივი და სხვა, 1945 წელს კი კვლავ გააერთიანს ერთ ორგანოდ.

გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლებოდა ,,ტსპო’’ (თბილისის მომხმარებელთა ორგანიზაციის კავშირი). ეს გუნდი 1934 და 1935 წლებში გამოდიოდა საქალაქო და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. 1935 წლის სეზონის დამთავრების შემდეგ, ადმინისტრაციული სტრუქტურების რეორგანიზაციის გამო, შეწყდა გუნდის არსებობა და იგი მთლიანად გადაეცა ლოკომოტივის სპორტულ საზოგადოებას. დღემდე ითვლებოდა რომ სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ამიერკავკასიის მეტრანსპორტელთა მთავარი საფეხბურთო გუნდის ბიოგრაფია.
1935 წელს რკინიგზელთა სპორტულ სექციათა შორის მოხსენიებულია ფეხბურთის გუნდიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნიკოლაი ლარიონოვი. ტფილისში ჩამოყალიბდა რკინიგზელთა პირველი ნაკრები გუნდი ,,ლოკომოტივი’’, რომელიც შეხვდება სპარტაკის ფეხბურთელებს - წერდა გაზეთი ,,ბოლშევისტსკაია პუტიოვკა’’, გუნდის შემადგენლობის მიხედვით რომელიც გაზეთმა გამოაქვეყნა , ამ პირველ ნაკრებში იგულისხმებოდა ,,ლოკომოტივის’’ ,,ტსპო’’-სთან შერწყმა. აი ვინ იცავდა ლოკომოტივის ღირსებას სპარტაკელებთან შეხვედრაში: მეკარე - ნ. სოლონინი, მცველები - მ. აფანასიევი და გ. ასათიანი, ნახევარმცველები - ნ. ჩხატარაშვილი, შ. რამიშვილი და მ. ღვინიაშვილი, თავდამსხმელები - გ. ჯეჯელავა, ი. ჩერედნიჩენკო, შ. ჩხატარაშვილი, გ. ახმეტელი და გ აფრიდონიძე, დასახელებული იყვნენ ასევე სათადარიგო მოთამაშეებიც: ს. აკოფოვი, ა. აბზიანიძე, ბ. კიკვაძე და ლ. ლოლაძე.
ისე ეს მატჩი 1936 წლის 12 იანვარს შედგა და იგი საზოგადოება ლოკომოტივის შექმნის თარიღს დაუკავშირეს. ( ამ დროს სპორტსაზოგადოება ლოკომოტივის დაფუძნების საკითხი იყო გადამწყვეტ სტადიაში). თამაში დამთავრდა რკინიგზელთა გამარჯვებით 4:2 (ორი გოლი ჯეჯელავამ გაიტანა, თითო აფრიდონიძემ და ჩერედნიჩენკომ).

1936 წლის 26 მარტს მიღებული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება ფეხბურთში სსრკ ჩემპიონატის ჩატარებაზე. ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ პარალელურად დაამტკიცა ფეხბურთის 1936 წლის სრულიად საკავშირო პირველობის გათამაშების დებულება და კალენდარი ( იმხანად პირველობა წელიწადში ორჯერ ტარდებოდა - გაზაფხულსა და შემოდგომაზე). საკავშირო პირველობაზე მონაწილე 28 კლუბი ოთხ ჯგუფად დაიყო: ბ - ჯგუში დაშვებული იქნა თბილისის ,,ლოკომოტივი’’, ხოლო გ-ჯგუფში თბილისის ,,დინამო’’.
თბილისს ამ პერიოდში 4 უძლიერესი კლუბი ჰყავდა: დინამო, ლოკომოტივი, ზიი (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი) და ტსოკ (თბილისის სამომხმარებლო ორგანიზაციის კავშირი, შემდეგში სპარტაკი). რაკი არჩევანი ლოკომოტივზე შეჩერდა, რესპუბლიკის სპორტის მესვეურებმა ბევრი იფიქრეს, იკამათეს, აწონ-დაწონეს და დაასკვნეს, რომ სჯობდა ბ - ჯგუფში მონაწილეობა მიეღო არა ლოკომოტივს, არამედ დინამოს, მათ თავიანთი მოსაზრება საკავშირო კომიტეტსაც გაუზიარეს და დინამომ და ლოკომოტივმა ადგილები გაცვალეს.
პირველი მატჩი 1936 წლის 24 მაისს თბილისში ბაქოს სტროიტელთან გამართეს და დამარცხდნენ 0-1, პირველი გამარჯვება კი 1 ივნისს თბილისში ყაზანის დინამოსთან იზეიმეს 6-1, აღსანიშნავია რო მატჩის 15 წუთზე რკინიგზელი ფეხბურთელები უკვე 4-0 იგებდნენ, ამას მოჰყვა ზედიზედ 3 ფრე , სახში სტახანოვეცი (სტალინო), გასვლაზე ოდესის დინამოსთან და ხარკოვის სპარტაკთან , ამის მერე თბილისელებმა კიევში ადგილობრივი ლოკომოტივი 1-0 დაამარცხეს, გადამწყვეტ მატჩში კი 12 ივლისს სახში დონის როსტოვის დინამოსთან 2-4 დამარცხდნენ, არადა მოგების შემთხვევაში გუნდი ჯგუფში 1 ადგილს იკავებდა და ბ - ჯგუფის საგზურს ინაღდებდა. საბოლოოდ გუნდმა ჯგუფში 5 ადგილი დაიკავა, ჩატარებული 7 მატჩიდან მოიგო 2, ფრედ დაასრულა 3 მატჩი და 2 ჯერ დამარცხდა ბურთების სხვაობა 14-11, გუნდმა საშემოდგომო ჩემპიონატიც 5 ადგილზე დაასრულა.
1937 წლის სეზონი ისევ მესამე ჯგუფში ითამაშეს, ამჯერად ერთი საფეხურით დაბლა ჩაინაცვლეს, ჩატარებული 9 მატჩიდან 4 მოიგეს, 5 წააგეს ბურთების სხვაობა 27-23, ყველაზე დასამახსოვრებელი კი ხარკოვის სელმაშთან 9-1 მოგებული შეხვედრა იყო. სსრკ პირველობის პარალელურად ლოკომოტივმა საქართველოს ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და პირველი ტიტულიც მოიპოვა.

user posted image

user posted image

user posted image

1938 წლის სეზონში ორივე თბილისური გუნდი დინამოც და ლოკომოტივიც შეხვედრებს იმ დროინდელ ბერიას სახელობის დინამო სტადიონზე მართავდა, დედაქალაქური დერბი ჩემპიონატის ბოლოსკენ გაიმართა შეხვედრას იმ დროისთვის სარეკორდო 40 000 მაყურებელი დაესწრო, სხვა დროს კი ლოკომოტივის საშინაო შეხვედრებს 10-15 ათასი მაყურებელი თუ ესწრებოდა

1939 წელს ლოკომოტივმა ბ ჯგუფში 23 გუნდში 2 ადგილი დაიკავა და ა ჯგუფის საგზური მოიპოვა

user posted image

user posted image

1940 წელს ლოკომოტივი კვლავ ა ჯგუფში იბრძოდა, სამწუხაროდ რკინიგზელთათვის ტურნირი ვადამდე ადრე დასრულდა, გუნდი 20 ტურის მერე გაურკვეველი მიზეზების გამო მოხსნილი იქნა გათამაშებიდან

user posted image

user posted image

1943 წელი საქართველოს ჩემპიონატი II ადგილი
1945 წელი საქართველოს ჩემპიონატი, ჩემპიონი. ამავე სეზონში რკინიგზელი ფეხბურთელები დაეუფლნენ საქართველოს თასს, რკინიგზელებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს, ზესტაფონის ნაკრები 3:1, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის გუნდი 3:1, თელავის ნაკრები 4:1 და თბილისის დიმიტროვის სახელობის ქარხნის გუნდი 2:0, ფინალში ლოკომოტივმა პირველი შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ 3:3, მეორე დღეს განმეორებით მატჩში 1:0 სძლია ქუთაისის დინამოს, ამ სეზონშიი გუნდში შემდეგი ფეხბურთელები გამოდიოდნენ: ვ. დავთიანი, ო. ლითანიშვილი, ა. დოროხოვი, ი. ეჯიბია, ს. კაზაზაშვილი, ა. რუხაძე, ბ. ნარსია, გ. ჭუმბურიძე, ა. ჯიბლაძე, ნ. გუზიევი, ვ. პანჩოხიძე, ფ. ცომაია, ვ. ლომაია, გ. ბოგატელო, შ. იანქოშვილი, ტ. ჯორჯიკია, ა. ზაზროევი, ე. ჯორჯიაშვილი, შ, კალანდაძე.
მწვრთნელები: კ. კრავჩენკო, გ. ჯეჯელავა.

1946 წელი სსრკ პირველობა II ჯგუფი სამხრეთი ქვეჯგუფი 6 ადგილი
1947 წელი სსრკ პირველობა, II ჯგუფი ამიერკავკასიის ზონა 3 ადგილი
1948 წელი სსრკ პირველობა II ჯგუფი სამხრეთი ზონა 5 ადგილი
1949-1954 ???????????????????????????? სავარაუდოდ კლუბი დაშალეს და აღარ არსებობდა
1955 წელი საქართველოს ჩემპიონატი 2 ადგილი
user posted image

1956 წელი
user posted image
1957 წელი ????/

user posted image

1958 წელი. სეზონის დამთავრების შემდეგ, თბილისის სტუდენტთა გუნდის შეფობა დაევალა ამიერკავკასიის რკინიგზას. ,, ბურევესტნიკის'' ნიჭიერი ფეხბურთელები რკინიგზელთა გუნდში გადავიდნენ, რამაც საგრძნობლად გააძლიერა ერტობ უღიმღამო კოლექტივი. განახლებული თბილისის ლოკომოტივი 1959 წლიდან კვლავ ჩაება საკავშირო გათამაშებაში ბ კლასის გუნდებთან.
1959 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად საქართველოს ეწვია შვედეთის ქალაქ სუნდსვალის ორი გუნდის ,,ოსტერსუნდისა’’ და ,,ესტრანის’’ ფეხბურთელთაგან დაკომპლექტებული ნაკრები.
გადაწყდა რო სტუმრები ორ მატჩს თბილისში გამართავდნენ, ერთს კი ქუთაისში, ხოლო მათი პირველი მეტოქე თბილისის ,,ლოკომოტივი’’ იქნებოდა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანამდე რკინიგზელებს უცხოეთის გუნდებთან თამაშის გამოცდილება არ ჰქონდათ, გასაგები გახდება თუ როგორი მღელვარებითა და მინდომებით ემზადებოდნენ ისინი ამ თამაშისათვის.
16 აპრილს ,,ბურევესტნიკზე’’ (ეხლანდელი მ. მესხი) გაიმართა რკინიგზელთათვის ისტორიული მატჩი. მასპინძლები შესამჩნევ უპირატესობას ფლობდნენ. სამწუხაროდ მათმა თავდამსხმელებმა - ურთქმელიძემ, ჩიჩუამ და კახიანმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გარდასახეს გოლად. თბილისელთა მცველებმა შვედ ფორვარდებსაც გასაქანი არ მისცეს წარმატების მისაღწევად და ეს მეტად უშეღავათო თამაშიც ასე უგოლოდ დამთავრდა 0-0
1959 წელი სსრკ პირველობა ბ კლასის III ზონა 10 ადგილი
1960 წელი
user posted image

user posted image

user posted image

1962 წელი სსრკ პირველობა ბ კლასი I ზონა 5 ადგილი

user posted image

user posted image

1964 წელი. A კლასი II მეორე ჯგუფი II მეორე ქვეჯგუფი VII ადგილი
ფინალური ტურნირი I-XIV ადგილებისათვის, 9 ადგილი
1964 წლის ზაფხულში ,,ლოკომოტივმა’’ ორი საერთაშორისო მატჩი გამართა და ერთნაირი ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა პოლონეთის ,,უნიასთან’’ და საბერძნეთის ,,პანიონისთან’’
user posted image

1965 წელი. A კლასი, II ჯგუფი, I ქვეჯგუფი 15 ადგილი
II ფინალური ჯგუფი, ( XVII-XXXII ) ადგილებისთვის, 26 ადგილი

user posted image

1967 წელი ნიშანდობლივი იყო იმით, რომ შედგა ნ. ახალკაცის სამწვრთნელო დებიუტი. რვა წელი თამაშობდა ლოკომოტივში ნ. ახალკაცი და აქტიური თამაშის შეწყვეტის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა. ჩვენი პოპულარული მწვრთნელის და ავტორიტეტული საფეხბურთო ხელმძღვანელის პირველი ნაბიჯები თბილისის ,,ლოკომოტივთან’’ არის დაკავშირებული.
რაც შეეხება სსრკ თასის გათამაშებას ,,ლოკომოტივს’’ პერმის ,,ზვეზდასთან’’ დამარცხება ჩაეთვალა გამოუცხადებლობის გამო.
1967 წელი. A კლასი, II ჯგუფი, I ქვეჯგუფი 8 ადგილი
1968 წელი A კლასი, II ჯგუფი, III ქვეჯგუფი. 8 ადგილი
1969 წელი A კლასი, II ჯგუფი, IV ქვეჯგუფი. 3 ადგილი
user posted image

1970 წელს შეიქმნა A კლასის პირველი ჯგუფი , როგორც საშუალედო, გადასასვლელი უმაღლეს ლიგაში. არსებითად მისი შექმნა გახლდათ ნაბიჯი წინ, რომელიც ქვეყანაში ფეხბურთის დონის ამაღლებით იყო ნაკარნახევი. ამ ჯგუფში თავი მოიყარეს ყველა მოკავშირე რესპუბლიკების (ესტონეთის გარდა) დედაქალაქების, მსხვილი სამრეწველო ცენტრების გუნდებმა. საკმარისია დავასახელოთ მოსკოვის ,,ლოკომოტივი’’, ალმა-ატის ,,ქაირათი’’. კუიბიშევის ,,კრ. სოვეტოვი’’, ლვოვის კარპატი და სხვა.
ტურნირის სტარტზე რკინიგზელებმა შოკში ჩააგდეს მეტოქეები და საგონებელში სპეციალისტები, როცა გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხეს ლენინგრადის ,,დინამო’’, სამწუხაროდ შემდგომში გუნდმა შესამჩნევად უკლო თამაშს და სეზონი საბოლოოდ 15 ადგილზე დაასრულა.
1970 წლის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ თავისი საფეხბურთო კარიერა ,,ლოკომოტივში’’ დაასრულა უბადლო დრიბლიორმა, ,,ფინტების მეფემ’’, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში განუმეორებელმა მარცხენა გარემარბმა მიხეილ მესხმა.

1971 წელს საქართველოს პირველობის სტარტის წინ გაზეთ ლელოში გამოქვეყნდა სტატია.
საქართველოს პირველობას ჰყავს ახალი წევრი - თბილისის ,,ლოკომოტივი’’, ფეხბურთის მოყვარულებმა იციან, რომ ეს გუნდი უწინ სსრკ ჩემპიონატში მონაწილეობდა A კლასის პირველ ჯგუფში, მაგრამ საფინანსო გეგმის შეუსრულებლობის გამო გათამაშებაში არ დაუშვეს და ამიტომ გუნდი დაიშალა. ახლა შეიქმნა ახალი, ახალგაზრდული კოლექტივი რომელიც დაკომპლექტდა 35-ე სკოლის აღსაზრდელებით. გუნდს სათავეში ჩაუდგა სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელი ვლადიმერ ელოშვილი.
სტარტი საკმაოდ საიმედო იყო, თუმცა მომდევნო ტურებში წარუმატებლობამაც იჩინა თავი, მაგრამ ეს მარტო ახალგაზრდული ასაკით და გამოუცდელობით არ აიხსნება. ეს უფრო გუნდისადმი აშკარა უყურადღებობა და არაპროფესიონალობა იყო პატრონების მხრიდან, ამის დამადასტურებელი უპრეცედენტო და კურიოზული ფაქტი. ,,ლოკომოტივს’’ რომელსაც ზესტაფონის ,,მეტალურგი’’ უნდა მიეღო საკუთარ კედლებში, ტექნიკური წაგება ჩაეთვალა იმის გამო, რომ მატჩისთვის სათამაშო მინდორი არ მომზადდა, დაუხაზავი იყო?!!

1971 წელი საქართველოს ჩემპიონატი I ჯგუფი. 11 ადგილი
1972 წელი საქართველოს ჩემპიონატი, I ჯგუფი. 8 ადგილი
1973 წელი საქართველოს ჩემპიონატი I ჯგუფი. 16 ადგილი
1974 წელი საქართველოს ჩემპიონატი I ჯგუფი. 9 ადგილი
1975 წელი საქართველოს ჩემპიონატი I ჯგუფი. 22 ადგილი (22 კლუბში)
საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა 1975 წლის 1 მარტი
,,ლოკომოტივი’’ თბილისი 0:2 ,,გურნიკი’’ ზაბჟე (პოლონეთი)

პირველი ჯგუფის გუნდების რაოდენობის 22-დან 24-მდე გაზრდა ლოკომოტივს აძლევდა ხელს. გადაწყდა გუნდი უძლიერესთა შორის დარჩენილიყო. მაგრამ პირველობის დაწყებამდე გაირკვა რო ლოკომოტივი არ გამოვა. აი როგორ ახსნა ამის მიზეზი ლელოს ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში ,,ჩამორჩენა უნდა დავძლიოთ’’, საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ავთანდილ ჭკუასელმა. ,,კარგად გვახსოვს რომ რამოდენიმე წლის წინათ თბილისს ჰყავდა პირველი ლიგის გუნდი ლოკომოტივი, მაგრამ მას სპორტსაზოგადოების ხელმძღვანელობამ არ მიაქცია ჯეროვანი ყურადღება და დაშლამდე მიიყვანა. ახლაც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის ლოკომოტივის ხელმძღვანელობამ არ წარმოადგინა განაცხადი და გუნდი მოიხსნა გათამაშებიდან და ყველაფერი ეს ხდება მაშინ როცა ლოკომოტივს აქვს საუკეთესო სტადიონი და საწვრთნელი ბაზა დიღომში.
1977 წლის სეზონში ლოკომოტივი ისე ცუდად გამოვიდა რომ გუნდის დაშლა გადაწყვიტეს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რკინიგზელთა პირველი გუნდი ფაქტიურად არ არსებობდა.
1981 წელი სსრკ ჩემპიონატი, II ლიგა IX ზონა 10 ადგილი
1982 წელი სსრკ ჩემპიონატი, II ლიგა IX ზონა 14 ადგილი
გუნდის წარუმატებლობამ გამოიწვია ის რომ მომდევნო სეზონში დაკარგა ადგილი სსრკ პირველობაზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონს მახარაძის მერცხალს ერგო.

user posted image

1983 წელი საქართველოს პირველობა I ჯგუფი
user posted image
user posted image

1984 წელი სსრკ ჩემპიონატი, II ლიგა IX ზონა 15 ადგილი
1985 წელი სსრკ ჩემპიონატი, II ლიგა IX ზონა 13 ადგილი
1985 წელს ლოკომოტივმა ორი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა შვედეთის ,,კალმარ კლუბთან’’ 1-1 და ფინეთის ,,როვანიემი პალოსეურასთან’’ 1-0
1986 წელი სსრკ ჩემპიონატი, II ლიგა IX ზონა 14 ადგილი
***********
საქართველოს გუნდებს შორის ,,ლოკომოტივი’’ ზონაში ბოლო ადგილზე გავიდა და დაკარგა ადგილი ჯგუფში. საქართველოს სპორტკომიტეტის შუამდგომლობით გუნდი გაირიცხა ქვეყნის პირველობის გათამაშებიდან. სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან გუნდის თამაში არ შეესატყვისება რესპუბლიკაში ფეხბურთის განვითარების დონეს იგი ტოვებს გათამაშებას და მისი ადგილი გადაეცემა თბილისის მეორე გუნდს.
1988 წელს კლუბი სახსპორტკომის შუამდგომბლობით კლავ დაუშვეს სსრკ პირველობაზე მეორე ლიგაში, თუმცა ერთგვარად სახეცვლილი, ტრადიციულ სახელს დაემატა ომც (ოლიმპიური მომზადების ცენტრი). ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ ჰყოფნიდათ არც ოსტატობა და არც გამოცდილება სხვა სტაჟიან კლუბებთან საბრძოლველად, ამ ექსპერიმენტის შედეგიც სავალალო აღმოჩნდა, საბოლოოდ კლუბმა 16 გუნდს შორის ბოლოწინა 15 ადგილი დაიკავა

user posted image

user posted image
ლეგენდარული მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი ლოკომოტივში თამაშის დროს

This post has been edited by Donnie on 13 Aug 2015, 16:42
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 68808
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 12:51  #45404691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ლოკომოტივის შედეგები სსრკ თასზე
user posted image


user posted image

1996-97 სეზონში რკინიგზელებმა აღმოსავლეთ ზონაში 2 ადგილი დაიკავეს და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის დასავლეთ ზონის მეორე ადგილოსან ტყიბულის მეშახტეს ეთამაშნენ და მეტოქეს 2-1 მოუგეს

1999 წელს კლუბმა პირველად მოიპოვა უეფას თასის საგზური , მეტოქე ბელფასტის ლინფილდი იყო, ლოკომოტივმა სახში 1-0 მოგებული მატჩის მერე ბელფასტში ფრედ 1-1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, იქ კი სამარცხვინოდ წააგო ბერძნულ პაოკთან შინ 0-7 სტუმრად 0-2

user posted image
ევროთასებზე პირველი მატჩის ბილეთი

user posted image

2000 წელს კლუბმა დამოუკიდებლობის მერე პირველი ტიტული მოიპოვა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ქუთაისის ტორპედოს პენალტების სერიაში 4-2 სძლია

user posted image

ამავე წელს უეფას თასზე ლოკომოტივის მეტოქედ ბრატისლავის სლოვანი ერგო და ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 0-2 წააგო

user posted image

user posted image

2001 წლის 26 მაისს გაიხსნა კლუბის ახალი სტადიონი, იმავე დღეს ლოკომოტივმა საქართველოს თასის ფინალში ქუთაისის ტორპედოსთან შეხვედრა პენალტებში წააგო, უეფას თასზე ასპარეზობას კი სამარცხვინოდ გამოეთიშა, მალტის ბირკირკარასთან სტუმრად ჩატარებული 0-0 მერე სახში 1-1 ითამაშა.

user posted image

2002 წლის 26 მაისს კლუბმა კიდევ ერთხელ მოიგო საქართველოს თასი , მეტოქე ამჯერადაც ქუთაისის ტორპედო იყო

user posted image
user posted image

უეფას თასზე კი ისევ პირველივე ეტაპზე გამოვარდა დანიურ კოპენჰაგენთან სტუმრად 1-3 , საშინაო 1-4 მოაყოლა

user posted image

user posted image

2005 წელს გუნდმა საქართველოს თასის ფინალში ზესტაფონს 2-0 მოუგო

user posted image
user posted image
user posted image

უეფას თასზე კი ამჯერად ლოკომოტივს ერევნის ბაბანცმა აჯობა, ერევანში მოგების 3-2 მერე, სახში მოულოდნელად 0-2 წააგეს

user posted image

2005 წლის მერე გუნდმა ნელნელა დაღმასვლა დაიწყო 2010 წელს უმაღლეს ლიგას გამოეთიშა და მთლიანად აკადემიის განვითარებას მიჰყო ხელი. 2008 წელს გუნდმა ბოლოჯერ იასპარეზე ევროთასებზე, ინტერტოტოს თასზე ლოკომოტივის მეტოქე არაფრით ცნობილი ლუქსემბურგის ეტცელა იყო, რკინიგზელებმა ორი მატჩის ჯამში 2-2 ითამაშეს ( სტუმრად 0-0, სახში 2-2) და ასპარეზობას გამოეთიშნენ

user posted image


2009-10 წელი A ლიგა 9 ადგილი
2010-2015 წლები B ლიგა.
2015 წელს პირველ ლიგაში A ზონაში ლოკომოტივმა 2 ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა სადაც B ზონის 2 ადგილოსან ბორჯომს შეხვდა დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა , პენალტების სერიაში კი თბილისელმა ფეხბურთელებმა 4-2 იმარჯვეს, ამის მერე ლოკომოტივი უმაღლესი ლიგის 14 ადგილოსან რუსთავს დაუპირისპირდა მეტოქეს 5-0 მოუგო და უმაღლეს ლიგაში აღზევდა

ტექსტის ავტორი - mcenare-99

This post has been edited by Donnie on 13 Aug 2015, 16:40


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 13:01  #45404777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Aba warmatebebi lokos



Temis avtors sg kai infoebi sheugrovebia



Donnie
Steeler Hornet Penguin Pirate Che


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 24250
წევრი No.: 40845
რეგისტრ.: 30-August 07

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 13:04  #45404813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mcenare-99

დაპოსტე შენ ჯერ ყველაფერი და გავასუფთავებ მერე მე
* * *
ისე არსებობს აგერ ძველი ლოკომოტივის თემა და ჯობია, ამდენი წლის ნაწერი რომ არ დაიკარგოს, უბრალოდ პირველ პოსტში გადავიტან შენს ნაშრომს

FC LOKOMOTIV TBILISI


--------------------
Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 68808
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 13:14  #45404925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
ისე არსებობს აგერ ძველი ლოკომოტივის თემა და ჯობია, ამდენი წლის ნაწერი რომ არ დაიკარგოს, უბრალოდ პირველ პოსტში გადავიტან შენს ნაშრომს

მასე აჯობებს ნაღდად
Bremen_Musikanten
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4714
წევრი No.: 150489
რეგისტრ.: 8-June 12

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 13:53  #45405252      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სახელი რომ გადაარქვან არ უნდათ?
ლოკომოტივი არა პრავადნიკი კიდე
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 13:53  #45405256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Xval moigebt


,..................
.........
.



This post has been edited by Malouda on 13 Aug 2015, 13:56
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 68808
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:02  #45405313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
Xval moigebt

დღეს არის თამაში wink.gif
===================
JCH
COYS


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3566
წევრი No.: 198073
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:02  #45405316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იყოს ეს ახალი თემა

არ მიუერთოთ ძველს


--------------------
To Dare is To Do
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:20  #45405456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPIRIT CRUSHER
Ox shen raxar chveni gundi xo xval tamashibs hanovertan biggrin.gif rame shuasgi araa mara shemoixede
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 68808
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:21  #45405470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
Ox shen raxar chveni gundi xo xval tamashibs hanovertan biggrin.gif rame shuasgi araa mara shemoixede

ჩუმად შენ biggrin.gif
Malouda
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5954
წევრი No.: 198085
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:23  #45405480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPIRIT CRUSHER
Ar gavchumdebi! biggrin.gif


Oftop pardon
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 68808
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:25  #45405511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ხარიტონაშილი იქნება მსაჯი

დახმარეები: გ.ელიკაშვილი
ა.კოკაია

მეოთხე მსაჯი:
შ.ქუხილავა
crack94
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6364
წევრი No.: 172356
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:26  #45405528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს პირველ სამ ქულას ჩაიწერს ლოკო


--------------------
ლორია(მაკარიძე)
კაკაბაძე(მჭედლიშვილი) კაშია(ხოჭოლავა) კვერკველია(დვალი) ნავალოვსკი(ტაბიძე)
გვილია(ხარაიშვილი,კვეკვესკირი) აბურჯანია(კანკავა)
არაბიძე(ჭანტურია,პაპუნა) ჩაკვეტაძე(ჯანო,) ოქრიაშვილი(ყაზაიშვილი,ს.ლობჟანიძე)
---------მჭედლიძე(ქვილითაია)
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 68808
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 13 Aug 2015, 14:35  #45405610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
დღეს პირველ სამ ქულას ჩაიწერს ლოკო

მეც ასე მგონია და თან თუ გავითვალისწინებთ, როგორი "მომზადებული" ხვდება მეტოქე ჩემპიონატს, კიდევ უფრო იზრდება ლოკომოტივის შანსი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0348 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]