forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (28) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მარტვილის მერანი, ფეხბურთი
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 15 Oct 2016, 13:17  #49044898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
მარტვილის მერანი 6-0 ლიახვი ცხინვალი
* * *
user posted image
ASETUISE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 840
წევრი No.: 219373
რეგისტრ.: 5-June 16

გამოგზავნილია: 15 Oct 2016, 22:28  #49048237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
13 ან 23 ნომერს ნაიკის ბუცებში, ვიცნობ თუ არ ვცდები, საუბარი მომიწია ერთხელ სრულიად შემთხვევით, როგორც პიროვნებამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა პროფესიონალისა და თავისი საქმის მოყვარულის, როცა ვუსმენდი გულში იმას ვნატრობდი ნეტა ასეთი მიზანდასახულობა და თავმდაბლობა ბევრ ქართველ ფეხბურთელს, განსაკუთრებით კი დევდარიანის 17 წლადელ ბიჭებს ჰქონდეთთქო.

This post has been edited by ASETUISE on 15 Oct 2016, 22:29
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 17 Oct 2016, 00:17  #49056218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
ASETUISE მელიავაზეა მგონი ლაპარაკი თუ არ ვცდები
ASETUISE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 840
წევრი No.: 219373
რეგისტრ.: 5-June 16

გამოგზავნილია: 17 Oct 2016, 02:20  #49057103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხო, მელიავა, უცნაური სახელი ქვია მგონი კიჭი
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 17 Oct 2016, 17:11  #49060622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
კი ნამდვილად კიჭი ქვია კარგი კაცი
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 19 Oct 2016, 12:29  #49073464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
user posted image
* * *

მარტვილში გამარჯვების გოლი მე-100 წუთზე აკაკი შულაიამ გაიტანა sa.gif
* * *
user posted image
* * *
ერთი ნაბიჯი ფინალამდე! "მერანი" ნახევარფინალშია!
"მერანი" 1 - 0 "კოლხეთი 1913"
მარტვილის "მერანი" დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ითამაშებს. მარტვილელებმა ნახევარფინალამდე ბათუმის "დინამო", გორის "დილა", დღეს კი ფოთის "კოლხეთი 1913" გამოთიშეს და დამსახურებულად მოიპოვეს ნახევარფინალში თამაშის უფლება.
1/4 ფინალურ მატჩში კი "მერანის" მეტოქე უმაღლეს ლიგაში ჩინებულად ათამაშებული ფოთის "კოლხეთი 1913" გახლდათ, რომელმაც წინა ტურში ბათუმის "დინამო" დაამარცხა სტუმრად და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ფოთელები თასის დაპირისპირებაზეც საბრძოლო განწყობით ჩავიდნენ, მაგრამ მარტვილში დიდი წინააღმდეგობა დახვდათ და მეგრული დერბი მასპინძლების უპირატესობით, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ისევე, როგორც დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური სხვა მატჩები, "მერანი" - "კოლხეთი 1913" ის შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე განხორციელდა.
შეხვედრის საწყისი წუთები უფრო დაზვერვითი ხასიათის გამოდგა და გუნდები ფრთხილობდნენ, თუმცა "მერანის" უპირატესობა მალე გამოიკვეთა. 25-ე და 34-ე წუთებზე გუნდებმა სახიფათო ეპიზოდები გაცვალეს, პირველ ეპიზოდში ფოთელთაგან კორობკას დარტყმულ ბურთს დაეუფლა კუპატაძე დამაჯერებლად, რადგან პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული "მერანის" კიპერს, მოგვიანებით კი მარტვილელების კომბინაციური შეტევა შოთა ჯიქიამ დაასრულა შორეული დარტყმით, მაგრამ არაზუსტად.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიჭი მელიავას მიერ მეტოქე გუნდის კარში გასროლილი ბურთი მცირე რიკოშეტის მერე საბანაძეს მიუვიდა "კოლხეთის" საჯარიმოში და ეფექტურად დაარტყა "მერანის" ფორვარდმა, მაგრამ მეკარე უშეცდომო იყო, მომდევნო ეპიზოდში კი წყაროზიამ გაითამაშა კედელი საბანაძესთან და დაარტყა, მაგრამ ძაგანიამ კუთხურზე მოიგერია ბურთი.
დღევანდელ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანის დანიშვნასაც ითხოვდნენ მარტვილელები, ნიკოლოზ საბანაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და კიპერის მოატყუება შეძლო, შემდეგ კი საეჭვოდ წაიქცა, მსაჯის გადაწყვეტილებით ძაგანიას თამაშის წესი არ დაურღვევია და "მერანელი" ყვითელი ბარათით გააფრთხილა ნინუამ.
სტუმრებს, დასაწინაურებლად ყველაზე რეალური მომენტი მატჩის 76-ე წუთზე ჰქონდათ, როცა "ექს-მერანელი" ლაშა ჯღამაიას ფლანგიდან ზუსტი ჩაწოდებული ბურთი თავით კორობკამ გადაგზავნა კარში, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი კუპატაძემ ივარგა. ფოთელების სხვა კონტრიერიშების დროს კი "მერანის" დაცვის ხაზი იყო შეუვალი, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მარტვილელი გიორგი გეგია, რომელიც თამაშიდან თამაშზე უმატებს და დღევანდელი შეხვედრაც უშეცდომოდ და საიმედოდ ჩაატარა.
გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო არ იქნა საკმარისი და დამატებითი ტაიმები დაინიშნა, თამაში კი ისევ "მერანს" მიჰყავდა. მე-100 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ზვიად ქანთარიამ იაქტიურა, როცა მისავე საჯარიმოსთან აართვა მეურვეს ბურთი, შეტევა ასევე შეცვლაზე შემოსულმა ვაჟა ლომაშვილმა გააგრძელა და ფოთელთა საჯარიმოში გააკეთა გამჭოლი გადაცემა, სადაც აკაკი შულაია დატოვეს სტუმრებმა უმეთვალყურეოდ, "მერანელმა" ახლო მანძილიდან გახსნა ანგრაიში, მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნები კი სიხარულის ემოციებისგან "დაინგრა".
დარჩენილ დროში საკმაოდ უხეში თამაში წავიდა და ისედაც "მკაცრ" ნინუას, რამდენჯერმე მოუწია ფებურთელების გაფრთხილება, ჯერ, ორი ყვითელი ბარათის გამო, "კოლხეთის" კაპიტანს - ლაშა გოგონაიას მოუწია მოედნის დატოვება, ცოტახანში კი მსაჯთან შელაპარაკების გამო ბოლქვაძეც გააძევა მოედნიდან მთავარმა არბიტრმა.
მეორე დამატებით ტაიმში მარტვილელებს უფრო მეტი სივრცე მიეცათ და 5 წუთიან მონაკვეთში, სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ მასპინძლებს, ჯერ შულაიამ და ქანთარიამ ვერ გამოიყენეს იდელაური შანსი, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდნენ, მესამე ეპიზოდში კი ბენჟამინ ტეიდი გაიყვანეს თანაგუნდელებმა ძაგანიასთან პირისპირ, თუმცა ამ შემთხვევაშიც მეკარე დაუფლა ბურთს.
საბოლოოდ, მატჩი გიორგი მიქაძის გუნდის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. დღევანდელი გამარჯვებით, მარტვილის "მერანმა" 6 წლის წინ მიღწეული საუკეთესო შედეგი გაიმეორა, მაშინაც პირველ ლიგაში იმყოფებოდა ჩვენი გუნდი, როცა თასის ნახევარფინალში გავიდა. იმედი ვიქონიოთ "მეორე ცდა" უფრო წარმატებული იქნება და ღირსეულად მიაღწევს "მერანი" მთავარ მიზანს ორივე ფრონტზე!
თუ ვის შეხვდება ჩვენი გუნდი ნახევარფინალში, უახლოეს დღეებში გაირკვევა წილისყრის შედეგად. თასის ნახევარფინალი კი 2 ნოემბერს გაიმართება მარტვილში და ფინალისტის ვინაობა ერთი შეხვედრის შედეგით გამოვლინდება.
19 ოქტომბერი. 15:00 მარტვილი. დ. ყიფიანის თასი. 1/4 ფინალი
"მერანი" (მარტვილი) - "კოლხეთი 1913" (ფოთი) 1-0 (0-0)
გოლი: შულაია (100')
"მერანი": კუპატაძე, ორბელაძე ©, ციმაკურიძე, მელიავა, გეგია, ტეიდი, წყაროზია (ქანთარია 106'), ჯიქია (ლომაშვილი 78'), ჩალაძე, შულაია, საბანაძე (წოწონავა 124').
სათადარიგო: მამალაძე, ჯიჯელავა, თოლორდავა, ლუკავა,
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"კოლხეთი 1913": ძაგანია, კილასონია, რამალდანოვი, კერძევაძე, ქებურია, ჯღამაია, კაკულია, კორობკა, ბოლქვაძე, გოგონაია ©, ოზარკივ.
სათადარიგო: თებიძე, ტუღუში, ლუკავა, ჩაკვეტაძე, ქვარცხავა, შალიკაშილი, კოკაია.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.
გაფრთხილება: რამალდანოვი, ჯღამაია, კაკულია, გოგონაია, ჩაკვეტაძე (კოლხეთი 1913)
ორბელაძე, წყაროზია, მელიავა, საბანაძე, ჩალაძე (მერანი)
გაძევება: გოგონაია, ბოლქვაძე (კოლხეთი 1913)
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა...............................................
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 20 Oct 2016, 18:06  #49083545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
user posted image
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 22 Oct 2016, 00:49  #49093983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
user posted image
mcenare-99
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14514
წევრი No.: 85670
რეგისტრ.: 1-March 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2016, 13:12  #49096012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
ძველი თემა რა უყავით? rolleyes.gif
beqa331
Save the humanity


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17818
წევრი No.: 94198
რეგისტრ.: 22-June 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2016, 16:18  #49097071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ძველი თემა რა უყავით? 

mcenare-99
100 გვერდს გადასცდა
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 22 Oct 2016, 16:20  #49097085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
100 გვერდზე ავი და ახალი გახსენიოო
mcenare-99
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14514
წევრი No.: 85670
რეგისტრ.: 1-March 09

გამოგზავნილია: 22 Oct 2016, 17:20  #49097443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im
ინფორმაცია მაინც დაგედოთ გუნდზე მერე ან ძველი თემის ლინკი პირველ პოსტში
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 22 Oct 2016, 17:39  #49097559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
ესე როგორ -https://forum.ge/?f=68&showtopic=34169583&st=1485
took13
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1131
წევრი No.: 150687
რეგისტრ.: 11-June 12

გამოგზავნილია: 23 Oct 2016, 02:16  #49101714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლიგა პრო 1 ში რომ მოხვდეთ რომელ ადგილზე უნდა გახვიდეთ მინიმუმ ?


--------------------
ჩვენ ერთადერთნი ვართ !
ogafa2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1517
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11

გამოგზავნილია: 23 Oct 2016, 09:21  #49102260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
პრო 1 ში ვერა პრო 2 ში ექვსეული,კარგი შანსი გვაქვს თასზე smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (28) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0227 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]