forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (21) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> FC WIT Georgia
ვიტჯორჯია
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 401
წევრი No.: 221278
რეგისტრ.: 13-July 16

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 15:30  #50013022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
ღირსება გვავალდებულებს

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 1997-98 წლების სეზონის მეორე ეტაპისთვის შეიქმნა. კომპანია ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილი იყიდა კლუბ მორკინალისგან. ახლადშექმნილმა ვიტ ჯორჯიამ საქმე ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო და მიუხედავად ამისა, პირველივე სეზონში დადებით შედეგს მიაღწია - მე-10 ადგილზე გავიდა, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ვიტ ჯორჯიას თავიდანვე ჰქონდა განვითარების მკაფიო პოლიტიკა. საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო მეურნეობა - ასეთი რეალობის გათვალისწინებით საქართველო ფეხბურთელთა ექსპორტიორ ქვეყნად იქცა და ვიტ ჯორჯიამაც ამ ტენდენციის მიხედვით წარმართა საკუთარი საქმიანობა.

ახალგაზრდა ფეხბურთელების სელექცია და მიზანმიმართული მუშაობა მათი წინსვლისთვის - ვიტ ჯორჯია ამით ყოველთვის გამორჩეული იყო და ამავე დროს ეროვნულ ჩემპიონატში სტაბილურ, მოწინავე კლუბად ყალიბდებოდა.

დაფუძნებიდან სამ წელიწადში ვიტ ჯორჯიამ პირველი მედალი მოიპოვა - 1999-00 წლების ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

სერგო ჭურაძე, ჯაბა მუჯირი, ოლეგ გველესიანი, დავით დიღმელაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი დეკანოსიძე, ედიკ საჯაია, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით იმედაშვილი, ოთარ მარცვალაძე...ვიტ ჯორჯიაში საკმაოდ ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, ზოგმა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების გარდა ეროვნულ გუნდშიც ითამაშა.

2003 წელს ვიტ ჯორჯიამ საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ვიტჯორჯილეთა მთავარი მწვრთნელი მაშინ მერაბ კოჭლაშვილი გახლდათ.

2003 წელს ლევან მელქაძე, ვინც 24 გოლით დღემდე რჩება ვიტ ჯორჯიის მთავარმეგოლედ, დინამო თბილისში გადავიდა, 2006 წელს კი ოთარ მარცვალაძე და დავით იმედაშვილი ჩვენი გუნდიდან დინამო კიევში მოხვდნენ. ამ მნიშვნელოვანი ტრანსფერებით ვიტ ჯორჯიამ კიდევ უფრო განიმტკიცა კარგად მომუშავე კლუბის იმიჯი ტრანსფერებიდან შემოსული თანხა კლუბის დაფინასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა ვიტ ჯორჯია ნიადაგ ცდილობს ასეთი შემოსავლების ხვედრითი წილის შემცირებას და ბიუჯეტის შევსების სხვა საშუალებებიც გააჩნია. საქართველოში ფეხბურთის კომერციალიზაციის ელემენტები გაჩნდა, გარდა ამისა უეფაში მომხდარი ცვლილებები

აღმოსავლეთ ევროპის კლუბებს უკეთეს საშუალებას აძლევს, ევროტურნირებზე გამოსვლით უწინდელზე უფრო მეტი თანხები მოიპოვონ. ვიტ ჯორჯიაც შედეგზე ზედმიწევნით ორიენტირებული კლუბი გახდა.


2005 წელს ვიტ ჯორჯიაში მთავარ მწვრთნელად ნესტორ მუმლაძე მოვიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2009 წელს კი მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.


ალექსანდრე კვახაძე, გრიგოლ ბედიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ირაკლი კლიმიაშვილი - ვიტ ჯორჯიადან არაერთი ფეხბურთელი მოხვდა ეროვნულ ნაკრებში.


2009/10 წლების სეზონში ვიტ ჯოირჯია მერაბ კოჭლაშვილმა და გელა გომელაურმა ჩაიბარეს. ამ მწვრთნელების ხელში გუნდმა მოიგო სუპერთასი და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი - ვიტ ჯორჯიას საშინაო სარბიელზე უკვე ყველაფერი აქვს მოპოვებული.


ბოლო დეკადაში ვიტ ჯორჯია ევროსარბიელზე თითქმის სისტემატურად თამაშობს და მეტწილ შეხვედრებში დაამტკიცა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან პაექრობა შეუძლია.


Noblesse oblige - ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის ვიტ ჯორჯიას სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: ღირსება გვავალდებულებს. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.


ღირსება გვავალდებულებს - ამ ორი სიტყვის მიღმა ბევრი რამ დევს, რაც განაპირობებს კიდეც ვიტ ჯორჯიას ფილოსოფიას.

ტიტულები
user posted image

პრეზიდენტი
user posted image

მმართველობა
დავით ფირცხალაიშვილი - დირექტორი
ირაკლი ხვედელიანი - მენეჯერი
მერაბ დალაქიშვილი - ლიცენზირების მენეჯერი / გულშემატკივრებთა მეკავშირე
მერაბ კოჭლაშვილი - ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი / U-21 გუნდის მწვრთნელი
ელდარ გულბათაშვილი - უსაფრთხოების ოფიცერი
გიორგი სირაძე - მატჩების მენეჯერი
თემურ თოდრაძე - მედია ოფიცერი
თეა ნაჭყებია - ფინანსური მენეჯერი
ელგუჯა ხუციშვილი - შშმპ მეკავშირე
ზაზა დიდებაშვილი - U-19 და U-17 გუნდების მწვრთნელი

user posted image

სტადიონი
მცხეთა პარკი
სრული სახელი მცხეთა პარკი
წინა სახელები არმაზი
მდებარეობა მცხეთა, საქართველო.
კოორდინატები 41°50'50"N 44°43'16"E
აღდგა 2011 წელს
მესაკუთრე ვიტ ჯორჯია
საფარი ხელოვნური
ტევადობა 2,000

სტადიონი მცხეთა პარკი — სპორტული სტადიონი მცხეთაში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის „ვიტ ჯორჯიას“ საშინაო მოედანი. იტევს 2,000 მაყურებელს.
რეკონსტრუქცია

2011 წლამდე იტევდა 3 000 მაყურებელს, რადგან იყო ხის გრძელი სკამები, ხელოვნური საფარის ნაცვლად იყო ბუნებრი, რომელიც ბოლო პერიოდში ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც 2008-2009 წლის სეზონისთვის ფეხბურთის პროფესიონალურმა ლიგამ არ დართო მატჩიბის გამართვის ნება „ვიტ ჯორჯიას“. 2009 წლის 9 ივნისს „ვიტ ჯორჯიასა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ხელი მოაწერეს „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა, შეთანხმების მიხედვით ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფრის დაგების ვალდებულებას იღებდა, რომელსაც უეფა გზავნიდა საქართველოში პროგრამა "ჰეთთრიკის" ფარგლებში, ხოლო კლუბის მხარემ ვალდებულება აიღო გასახდელების, ტრიბუნის და მესერის რეაბილიტაციის. მინდვრის დაგება დროში გაიწელა, მისი მიზეზი იყო ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარი ცვლილებები, თუმცა 2010 წელს დაიგო ხალიჩა, რომელზეც ქვიშა და კაუჩუკი მოგვიანებით 2011 წელს დაიყარა. ტრიბუნაზე დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები, რომლებიც „ვიტ ჯორჯიას“ ტრადიციულ ფერებში, თეთრსა და მწვანეშია, გარემონტდა და თავიდან გადაიხურა ვიპ-ლოჟა, სადაც დამონტაჟდა ტყავის სკამები, ხოლო მის ქვემოთ პრეს ლოჟა განლაგდა, სტადიონზე მუშაობს უკაბელო ინტერნეტი. განახლებული მცხეთა პარკი გაიხსნა 2011 წლის 6 აგვისტოს, სადც ერთმანეთს შეხვდენენ „ვიტ ჯორჯია“ და გორის „დილა“, თამაში მასპინძელთა უპირატესობით 4-3 დამთავრდა.

სტადიონის რეკონსტურუქციის პროექტი ამით არ დასრულებულა, გეგმაშია განათების სისტემის დამონტაჟება, საპირისპირო მხარეს ტრიბუნის აშენება, სადაც განთავსდება გასახდელები. აშენდება კარის უკანა ტრიბუნები.

მცხეთა პარკიდან მოჩანს ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს დედათა მონასტერი.





სტადიონის დირექტორი: შოთა კალომლეწავავი

ტელეფონი: 599 85 10 00

ელ. ფოსტა: witgeorgia@gmail.com


ფეხბურთელები

მეკარეები
№1 ჯონი შეროზია - 09.09.1990
№12 ლევან ისერგიშვილი - 08.03.1994
№25 მამია ტაბეშაძე - 12.08.1998

მცველები
№2 ოთარ მუხულიშვილი - 25.09.1994
№4 ბადრი ტეტუნაშვილი - 09.02.1990
№5 ალიკო ჩაკვეტაძე - 28.03.1995
№16 გიგა გურეშიძე - 28.07.1995
№20 რევაზ ჩიტიშვილი - 19.05.1994
№23 დათო საჯაია - 23.08.1993
№24 გოგა დანელია - 14.09.1995
№28 ზურაბ სეხნიაშვილი - 24.06.1996

ნახევარმცველები
№3 ირაკლი კამლაძე - 18.02.1997
№6 გურამ გურეშიძე - 08.10.1989
№8 გიორგი ვაზაგაშვილი - 08.04.1995
№13 ნიკოლოზ გაბრიჩიძე - 16.09.1997
№18 გიორგი ჭანკოტაძე - 06.05.1991
№19 შალვა ექვთიმიშვილი - 05.01.1994
№21 ცოტნე მოსიაშვილი - 14.02.1995
№27 შოთა დავლაშელიძე - 25.03.1993

თავდამსხმელები
№7 პაატა ღუდუშაური - 07.06.1997
№9 კახა კახაბრიშვილი - 08.07.1993
№10 ზურაბ ღირდალაძე - 09.06.1994
№14 გოჩა კვარაცხელია - 14.11.1995
№17 გიორგი გვასალია - 19.08.1998



მწვრთნელები
თენგიზ კობიაშვილი - მთ. მწვრთნელი
დავით დიღმელაშვილი - დამხმარე მწვრთნელი / ფიზმომზადების მწვრთნელი
გრიგოლ ბედიაშვილი - მეკარეების მწვრთნელი / U-15 გუნდის მწვრთნელი
ლაშა ფირცხალაიშვილი - მწვრთნელი

პერსონალი
დავით მამუჩიშვილი - ექიმი
გიორგი კენჭოშვილი - ადმინისტრატორი
თენგო საძაგლიშვილი - ფიზიოთერაპევტი

საკონტაქტო ინფორმაცია
შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია"

მისამართი: 0177 - თბილისი, საქართველო, ალექსანდრე ყაზბეგის # 24.

ტელ./ფაქსი: +(995 32) 231-2400
info@witgeorgia.ge ადმინისტრაცია
press@witgeorgia.ge მედია / აკრედიტაციები
office@witgeorgia.ge საერთაშორისო დეპარტამენტი
marketing@witgeorgia.ge მარკეტინგის სამსახური
sport@witgeorgia.ge სპორტული განყოფილება


ოფიციალური ვებ-გვერდი - http://witgeorgia.ge/
ფეისბუქ გვერდი - https://www.facebook.com/WITGEORGIAFC
ტვიტერის გვერდი - https://twitter.com/fc_wit



--------------------
საქართველოს ჩემპიონატი - 2
საქართველოს თასი - 1
საქართველოს სუპერ თასი - 1
===========================
WWW.WITGEORGIA.GE
don gajetino
● ○ ^__^ ○ ●


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33792
წევრი No.: 131886
რეგისტრ.: 29-May 11

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 15:44  #50013103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარმატებები bis.gif


კვლავ რანგით პირველ ლიგაში (biggrin.gif) გეთამაშოთ






--------------------
Be liKe a Gadget buT...

For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.
crack94
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6364
წევრი No.: 172356
რეგისტრ.: 26-August 13

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 15:59  #50013186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნორმალური შემადგენლობაა იბრძოლებენ უმაღლეს ლიგაში ამოსასვლელად


--------------------
ლორია(მაკარიძე)
კაკაბაძე(მჭედლიშვილი) კაშია(ხოჭოლავა) კვერკველია(დვალი) ნავალოვსკი(ტაბიძე)
გვილია(ხარაიშვილი,კვეკვესკირი) აბურჯანია(კანკავა)
არაბიძე(ჭანტურია,პაპუნა) ჩაკვეტაძე(ჯანო,) ოქრიაშვილი(ყაზაიშვილი,ს.ლობჟანიძე)
---------მჭედლიძე(ქვილითაია)
Bexx
თქვენზე არანაკლები Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2445
წევრი No.: 115570
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 16:49  #50013563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჭირდება უმაღლეს ლიგას ვიტ ჯორჯია და იმედია ამოვლენ მალევე
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18872
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 17:54  #50013930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ღირსება გვავალდებულებს - ამ ორი სიტყვის მიღმა ბევრი რამ დევს, რაც განაპირობებს კიდეც ვიტ ჯორჯიას ფილოსოფიას.

QUOTE
 FC WIT Georgia

QUOTE
ღირსება გვავალდებულებს

sad.gif


--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ზამთარი მკაცრი იცის -აღიარა ნედმა-მაგრამ გავუძლებთ.სტარკები ყოველთვის ვუძლებთ ხოლმე @
Scoffield
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8071
წევრი No.: 219032
რეგისტრ.: 27-May 16

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 17:59  #50013942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ირაკლი ხვედელიანი - მენეჯერი

ეს სპირიტა არაა????







///////////////////////////////////////


--------------------
1.არის რამდენიმე ევრო ნაკრები
ბრაზილია, სადაც დელეგირებულია ბარსელონას და რეალის შემადგენლობა
2.რომლის შემადგენლობა და ფეხბურთელებია ძლიერი © giat






sammolino
testa mora


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10109
წევრი No.: 18524
რეგისტრ.: 23-March 06

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 18:05  #50013973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
Scoffield
QUOTE
ეს სპირიტა არაა????

yes.gif


--------------------
"ხიზანიშვილს ხორცის ნაჭერი გადაუგდო ჰამალაინენმა თუ ისე უმწეოდ რატო გადახტა?"
imereti
Super Crazy Member +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29642
წევრი No.: 39731
რეგისტრ.: 9-August 07

გამოგზავნილია: 25 Feb 2017, 18:17  #50014018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აპინეთ ეს თემა...

30 ფანისადყავსმაგრამმაინც


--------------------
FUCK MILK, GOT BEER...
ვიტჯორჯია
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 401
წევრი No.: 221278
რეგისტრ.: 13-July 16

გამოგზავნილია: 26 Feb 2017, 21:11  #50022069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვიტ ჯორჯია 7:0 ალგეთი [ფოტო+ვიდეო]
http://witgeorgia.ge/news-view/?newsid=863&callerModID=19757
Ormurin_Langi
אברהם פרידמן


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2560
წევრი No.: 224474
რეგისტრ.: 29-September 16

გამოგზავნილია: 27 Feb 2017, 18:31  #50029279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები ვიტ ჯორჯიელებს!

_____________________________________________


--------------------
ალკოჰოლი ცვლის ადამიანს და იწვევს დეპრესიას
ვიტჯორჯია
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 401
წევრი No.: 221278
რეგისტრ.: 13-July 16

გამოგზავნილია: 28 Feb 2017, 14:00  #50034912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://witgeorgia.ge/news-view/?newsid=865&callerModID=19757
ვიტ ჯორჯია VS სამგურალი - ურთიერთშეხვედრების ისტორია
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8718
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 28 Feb 2017, 20:31  #50037452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები ბიჭებს <3

მშვენიერი პირველი პოსტია


--------------------
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
akkai
liverpool


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 35359
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07

გამოგზავნილია: 28 Feb 2017, 20:48  #50037533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სტადიონის დირექტორი: შოთა კალომლეწავავი

ეს გვარი პირცელად გავიგე.


--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!

ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8718
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 1 Mar 2017, 02:03  #50039761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
akkai
კალომლეწავი

ვეფხოს ეძახიან ისე მგონი
ვიტჯორჯია
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 401
წევრი No.: 221278
რეგისტრ.: 13-July 16

გამოგზავნილია: 3 Mar 2017, 09:45  #50055709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://witgeorgia.ge/news-view/?newsid=866&callerModID=19757
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (21) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0332 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]