forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (53) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძველებური მუღამები VII, ყოველი დაფარული გაცხადდეს ...
Aleko_Okros-Ubneli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 357
წევრი No.: 139139
რეგისტრ.: 18-November 11

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 18:51  #51801920      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
ცნობარი ქუთაისელმა ხარაბაძემ შეადგინა, მაგრამ იმ კიმის ისტორია ლანჩხუთელებმა მოუყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ვახტანგ კვირკველია გახლდათ და საკმაოდ ახლოს ვიცნობდი. სანამ ცნობარი გამოვიდოდა მანამდე მქონდა ნანახი ეგ სურათიც და მოსმენილი ეგ ისტორია (ბატონი ვახტანგი სამტრედიელთა და ჩოხატაურელთა მონაწილეობასაც ამბობდა). ისე შეიძლება რამოდენიმე გუნდი მართლაც დასასვენებლად იყვნენ ბახმაროში და ტურნირიც გამართეს (ხომ იყო ასეთი დამსვენებელთა ტურნირები სურამშიც). ასე რომ არც მთლად ჰაერიდანაა ეს ცნობა მოტანილი.
anri777
რაც შეეხება იმას რომ ინფო არ არის იმდროინდელ გაზეთებში, მაგალითს გეტყვი: გახსოვს ალბათ გამოდიოდა ფედერაციის გაზეთი ,,ქართული ფეხბურთი'' გოდა ამ ქართული ფეხბურთის' გამოყენებით 1990-ანი წლების საქართველოს თასის გათამაშების ბადეს ვერ შეადგენ, იმიტომ რომ გაზეთში არაფერი ეწერა. 95 თუ 96 წელს ჩვენმა ჭაბუკებმა რუმინეთში ითამაშეს და არ ამ ქართულმა ფეხბურთმა და არც ლელომ არც შემადგენლობები დაწერა და არც სხვა ინფორმაცია. ასე რომ თუ არ წერია ეს არნიშნავ რომ არ ჩატარებულა. ახლა გამახსენდა ერთხელ სსრ კავშირის ჩემპიონატის მატჩი რეგბიში არ გამართულა, მაგრამ გაზეთმა მშვენუიერი სტატია მიუძღვნა და მხოლოდ მერე გაარკვიეს რომ მატჩი არ შედგა. მოკლედ მე არ ვამტკიცებ რომ ტურნირი იყო-მეთქი, მაგრამ, შემი აზრით, არც მისი არსებობის უგულველყოპფა შეიძლება
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15361
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 20:25  #51802371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გაზეთში იმ სიაფანდ რაგბზე არაფერი დაწერილა

მივიდა ლენინგრადი სათამაშოდ სტადიონზე და უთხრეს,
დილით ხომ უკვე ითამაშეთო

კაპიტანმა რომ შეიცხადა, ოქმი აჩვენეს -
შედეგი 4:4 და აგერ შენი ხელმოწერა’ო

არა მგონია, კაპიტანს აეტეხა ერთი ამბავი, მაგრამ მაინც გაბაზრდა
და მოხსნეს ორივე -- უმაღლესში ამოსასვლელი რვეული იყო, 1980

ორივეს ერგებოდა ეგ პატივი, მაგრამ დანაშაულის გამო დააქვეითეს


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
anri777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 21:22  #51802679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტურნირი იყო თუ არაფერი არ იყო, ამას უკვე ვეღარასოდეს ვეღარ გავიგებთ,

ჩემი აზრი დავწერე უკვე,
მე მგონია, რომ პროსტა დასასვენებლად იყვნენ ასულები და შეიძლება იქ იმ დროს სხვა გუნდიც იყო და ითამაშეს, როგორც უბანში თამაშობს სასტავი, ასე

თორემ ტურნირი და ასე შემდეგ, ცოტა სასაცილოა
თბილისში რომ ყოფილიყო, კიდე ჰო, მაგრამ ტურნირის ჩასატარებლად ბახმაროში ნაღდად არ ავიდოდნენ მაშინ, იმ დროს
Aleko_Okros-Ubneli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 357
წევრი No.: 139139
რეგისტრ.: 18-November 11

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 21:55  #51802889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
anri777
მე ამ ცნობარის გამოსვლამდე ვიცოდი მაგ სურათის და ბახმაროს ტურნირის არსებობა. იყო ასეთი პიროვნება ვახტანგ კვირკველია და მისგან. შეიძლება ოფიციალური ტურნირი არ იყო მაგრამ როგორც ბატონი ვახტანგი ყვებოდა იმ ტურნირში სამტრედიელები და ჩოხატაურელებიც მონაწილეობდნენ. ჰოდა თუ დასასვენებლად იყვნენ ასულნი და ტურნირი გამართეს მაგაზე რომელი გაზეთი დაწერდა? ასე რომ რაღაც მსგავსი ალბათ მართლა იყო.
და ცნობარი ისე ქუთაისელმა ხარაბაძემ შეავსო და ისტორიულ საკითხებზე ლანჩხუთელებისაგან იღებდა ინფორმაციას.
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 22:27  #51803064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Aleko_Okros-Ubneli

მე იურა ებრალიძესთვის და მამაჩემის ბიძაშვილისთვის მაქ ნაკითხი მაგ თემაზე, ეგენიც მონაწილეობდნენ მაგ ცნობარის შედგენაში..
ბ-ნი იურისგან ვიცი რო ცინცაძეების ოჯახში ინახებოდა ეგ ფოტო..და ეწერა მხოლოდ წელი, მერე დანომრეს და მიაწერეს გვარებიო
ანუ კიმ-ის ძმების ცინცაძეების მემკვიდრის ოჯახში იყო ეგ ფოტო

და ინფორმაცია რო "ჩოტახაურის, ოზურგეთის, სუფსის, სამტრედიის და ლანჩხუთის გუნდები" შეიკრიბნენ ბახმაროში ტურნირზე მხოლოდ გადმოცემით ვიცოდითო. მერაბს კიდე აქვს ნათქვამი რო პირველად არ გამოქვეყნებულა ეგ ფოტო ცნობარშიო (როგორც წერია მანდ) მანამდე გაუქვეყნებიათ ლანჩხუთის რაიონულ გაზეთშიც ..

1926 წელი იმდენად რთული პერიოდი და წელია, მე პირადად მეეჭვება რაიმე ტურნირის არსებობა..თან ლანჩხუთის კიმ-ის სხვა თამაშებზე, ან არსებობის წლებზე არანაირი სხვა ინფო არ იძებნება



This post has been edited by guriaaa on 8 Dec 2017, 22:39


--------------------
No pasarán!
Aleko_Okros-Ubneli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 357
წევრი No.: 139139
რეგისტრ.: 18-November 11

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 22:37  #51803128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa

გეთანხმები, არც მე ვამტკიცებ რომ ტურნირი იყო. ბატონი ვახტანგიც როცა მიყვებოდა (მისი ქალიშვილი ჩვენი რძალია) მაშინ არ ვაქცევდი ასეტ დიდ ყურადღებას, შეიძლება მართლაც არდადაგებზე იყვნენ გუნდები, რაღაც აშკარად იყო თორემ, ჩემი აზრით არ დაწერდნენ ამხელა ტყუილს..
guriaaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9135
წევრი No.: 99487
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 22:39  #51803146      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Aleko_Okros-Ubneli

ანდრო ჟორდანიაც როგორ არის დაკავშირებული ლანჩხუთის კიმ-თან ეგეც გაუგებარია..1926 წელს ანდრო იყო 24 წლის და ტიფლისის გუნდებში თამაშობდა..თან წარმოშობით იყო ლანჩხუთელი ანდრო..ანუ სპეციალურად მაგ მისიით ჩავიდა ლანჩხუთში? რომელიც პატარა სოფელი იყო მაშინ..
სადმე აუცილებლად დაიწერებოდა მაგის შესახებ, საძებნია..ანდა კეთილი ზღაპარიაsmile.gif

This post has been edited by guriaaa on 8 Dec 2017, 22:40
anri777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 23:39  #51803452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa

QUOTE
ანდრო ჟორდანიაც როგორ არის დაკავშირებული ლანჩხუთის კიმ-თან ეგეც გაუგებარია..1926 წელს ანდრო იყო 24 წლის და ტიფლისის გუნდებში თამაშობდა..თან წარმოშობით იყო ლანჩხუთელი ანდრო..ანუ სპეციალურად მაგ მისიით ჩავიდა ლანჩხუთში? რომელიც პატარა სოფელი იყო მაშინ..
სადმე აუცილებლად დაიწერებოდა მაგის შესახებ, საძებნია..ანდა კეთილი ზღაპარია


არსად არაა ინფო ამის შესახებ და შესაბამისად, კაცმა არ იცის, სიმართლეა ეს თუ არა,
ყველა გაზეთი გადაქექილი მაქვს მაგ პერიოდის, სადმე რომ ამომეკითხა, უეჭველი დამამახსოვრდებოდა
Aleko_Okros-Ubneli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 357
წევრი No.: 139139
რეგისტრ.: 18-November 11

გამოგზავნილია: 9 Dec 2017, 01:44  #51804158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
guriaaa
anri777
კიდევ ერთხელ გადავხედე მერაბ წულაძის წიგნს ,,წერტილი რუკაზე;;, რომელიც ლანჩხუთის ,,გურიას'' და საერთოდ ლანჩხუთური ფეხბურთის ისტორიას ეხება. ისიც იმას წერს, რომ გუნდი (კიმ) ანდრომ ჩამოაყალიბა
,,...რომელიც 1926 წელს მშობლიურ რაიონში თბილისის დინამოს კიინდროინდელმა ფეხბურთელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა'' (გვ.11-12)
მანამდე კი უწერია რომ
,, ... კურორტ ბახმაროში ყოველწლიურად იმართებოდა შეჯიბრება ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და სუფსის გუნდები'' (გვ 11
ეს კაცი მე რომ გავიცანი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუშაობდა და მერე ლანჩხუთის სპორტის მუზეუმს აკეთებდა, რომელიც გახსნა და მისი დირექტორი გახდა, შეიძლება ეხლაც არის. სერიოზული კაცი გახლდათ და არა მგონია ცარიელ ადგილზე უსაბუთოდ დაეწერა ასერი რაღაეები. რა ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ?
anri777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 9 Dec 2017, 02:00  #51804250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
წიგნს


ჯერ იყო და მამულაშვილი, მერე აკოფოვი, და ა.შ.
ამის მერე წიგნებს როგორ ვენდო ?

შეიძლება სიმართლეა, შეიძლება გარუნასავით სიაფანდობაა ყველაფერი,

როცა რაიმეს გადამოწმება მინდა, მივდივარ ბიბლიოთეკაში და იმ კონკრეტული დროის ყველა გაზეთს ვნახულობ,

კონკრეტულად ბახმაროზე არ მიძებნია იმდროინდელ პრესაში, მე მხოლოდ დინამოს ირგვლივ ვტრიალებ და ვეძებ ყველაფერს, რაც მხოლოდ დინამოს ეხება

ჟორდანიაზე რაიმე რომ დაწერილიყო, აუცილებლად მემახსოვრებოდა, ყველაფერს ვინიშნავდი მასზე, თუ რაიმე ინფოს ვნახავდი

შეიძლება მართლა წავიდა და გააკეთა ეგ საქმე, ყოველ შემთხვევაში გაზეთებში არაფერი არ წერია

ამიტომ, ,,, მე ვერც კი-ს ვიტყვი და ვერც არა-ს
არ ვიცი

Aleko_Okros-Ubneli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 357
წევრი No.: 139139
რეგისტრ.: 18-November 11

გამოგზავნილია: 9 Dec 2017, 11:24  #51805050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
anri777
სწორი ხარ, როცა რამეზე სერიოზულად მუშაობ, უნდა ყველა ფაქტი შეძლებისდაგვარად გადაამოწმო. შეიძლება ის ითქვას, რომ 1926 წელს ჟორდანიას მიერ გუნდის შექმნა ლანჩხუთში შეიძლება უბრალო კონსულტაციით შემოიფარგლებიოეს. კითხეს, როგორც იმ დროისათვის ცნობილ ფეხბურთელს და თანაც თანაქალაქელს.. ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდია.
აქვე იმასაც დავსძენ რომ ეს წულაძე არც მამულაშვილია და არც აკოფოვი, ბევრად სერიოზული პიროვნება გახლავს.
და ერთიც: როგორც შენგან ვიცი, შენც აპირებ დინამოს შესახებ წიგნის გამოცემას. და მაშინ ამ წიგნს კაცი როგორ უნდა მიუდგეს, უნდა ენდოს თუ არა?
თანაც ვითომ გაზეთებში არ ტყუიან თუ რაშია საქმე? შენ თვითონაც დაგიდვს აქ ერტი თამაშის, ვთქვათ გოლების ავტორების მრავალი ვარიანტი. ასე რომ ძნელია მკვლევარის ბედი

This post has been edited by Aleko_Okros-Ubneli on 9 Dec 2017, 11:46
anri777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 9 Dec 2017, 19:38  #51807088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როგორც შენგან ვიცი, შენც აპირებ დინამოს შესახებ წიგნის გამოცემას. და მაშინ ამ წიგნს კაცი როგორ უნდა მიუდგეს, უნდა ენდოს თუ არა?


რა თქმა უნდა, არ უნდა ენდოს არავინ,

მიზეზი:
იქ მოყვანილი იქნება ყველა ფაქტი,
შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე მე მქონდეს 10 სხვადასხვა ფაქტი და რომელია მანდედან სიმართლე, ერთი ღმერთმა იცის ეგ

მე უბრალოდ ფაქტებს ვაგროვებ,
ყველა მატჩზე მითითებული იქნება ყველა არსებული ფაქტი, რაც კი არსებობს

დანარჩენი კონკრეტულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რომელ ფაქტს ენდოს

პირადად მე მაქვს პრიორიტეტები, რომელს ვენდო და რომელს არა

თუმცა რასაც ვაკეთებ, აუცილებელია, ეს ჯერ არ გაუკეთებია არავის და საჭიროა, რომ ადამიანმა იცოდეს ყველაფერი, რაც კი დაწერილა დინამოს კონკრეტული მატჩის შესახებ
logotip
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3748
წევრი No.: 152381
რეგისტრ.: 25-July 12

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 18:05  #51817993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://sputnik-georgia.ru/reviews/20171210...=URL_shortening


ეთანხმებით ამ სიას?

ქართველების ყველა დროის საუკეთესო 11 ფეხბურთელი

GRIZLY07
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10892
წევრი No.: 37833
რეგისტრ.: 7-July 07

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 19:08  #51818311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
https://sputnik-georgia.ru/reviews/20171210...=URL_shortening

Михаил Месхи – левый атакующий полузащитник

ძალიან სასაცილოა


--------------------
ბაგრამიანის ბატალიონის წევრებს მოვუტ*ან დედის მუტე*ი
anri777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 141980
რეგისტრ.: 21-January 12

გამოგზავნილია: 11 Dec 2017, 20:05  #51818602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეთანხმებით ამ სიას?


ქინქლაძე და არველაძე help.gif vis.gif

მანუჩარი და ღოღობერიძე ?
ბორის პაიჭაძე ?

ამ სიის შემდგენი უნდა დახვრიტო ეგრევე yes.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (53) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0264 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]