forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (53) « პირველი ... 51 52 [53]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მესაქონლეობის ფერმა, ხომ არ გაქვთ ვინმეს ბიზნეს გეგმა?
vano22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 184
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 15:46  #49651024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
memberii
12-14 ს თუ იწველება ჩათვალე მაგარი ჯიშიანი ძროხა გყოლია.
სავარაუდოდ 2 ლიტრი ნამატი უნდა მოგცეს 10 ლიტრზე..

შედეგები გაგვაგებინე რა რაც მეტი წარმატებული სიახლე იქნება უფრო წაგვადგება ამ საქმით დაინტერესებულ ხალხს.

მოდუღებული კოფტონი და საფუარა სოკო 10+3 ლიტრს მატებს. მაგრამ დღეში 4კგ მარცვლეული 2 ლარისაა და 3 ლიტრი მაინც უნდა მოიმატოს პლიუსში რომ გავიდეს.
ნუ ერთადერთი გამოსავალი შენი ძროხის მსგავსი კარგი 12-15 ლიტრიანი ძროხების ყოლაა თორემ ამ ძველ ქართულ ჯიშებს სუ მუჭით რომ ატენო 5-7 ლიტრს ვერ ცდებიან.

შირაქში ვნახე ქვემო ქედში სოფლის ნობათის ფერმა 30 ლიტრიანი ძროხები ყავთ ქარელში ვიყავი და იქაც 20 ლიტრიანი ჰოლშტეინები ყავდათ. აი მასეთი ჯიშის ხარები უნდა დაურიგონ სოფლის ნახირებს და გადახალისდეს ჩვენი საქონლის ჯიშიც თორემ აჭარაში რო კვარაცხელიას ჯიშის საქონელია თხას და ძროხას ვერ ვარჩევდი ისეთები იყო და რა მოგება უნდა ნახოს კაცმა მაგის ყოლით არ მესმის
memberii
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 227461
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 19:28  #49652383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vano22 @ 7 Jan 2017, 15:46 )
memberii
12-14 ს თუ იწველება ჩათვალე მაგარი ჯიშიანი ძროხა გყოლია.
სავარაუდოდ 2 ლიტრი ნამატი უნდა მოგცეს 10 ლიტრზე..

შედეგები გაგვაგებინე რა რაც მეტი წარმატებული სიახლე იქნება უფრო წაგვადგება ამ საქმით დაინტერესებულ ხალხს.

მოდუღებული კოფტონი და საფუარა სოკო 10+3 ლიტრს მატებს. მაგრამ დღეში 4კგ მარცვლეული 2 ლარისაა და 3 ლიტრი მაინც უნდა მოიმატოს პლიუსში რომ გავიდეს.
ნუ ერთადერთი გამოსავალი შენი ძროხის მსგავსი კარგი 12-15 ლიტრიანი ძროხების ყოლაა თორემ ამ ძველ ქართულ ჯიშებს სუ მუჭით რომ ატენო 5-7 ლიტრს ვერ ცდებიან.

შირაქში ვნახე ქვემო ქედში სოფლის ნობათის ფერმა 30 ლიტრიანი ძროხები ყავთ ქარელში ვიყავი და იქაც 20 ლიტრიანი ჰოლშტეინები ყავდათ. აი მასეთი ჯიშის ხარები უნდა დაურიგონ სოფლის ნახირებს და გადახალისდეს ჩვენი საქონლის ჯიშიც თორემ აჭარაში რო კვარაცხელიას ჯიშის საქონელია თხას და ძროხას ვერ ვარჩევდი ისეთები იყო და რა მოგება უნდა ნახოს კაცმა მაგის ყოლით არ მესმის

არა,არ მგონია რომ კარგი ჯიშია,12-14 ლიტრი არ არი კარგი შედეგი,18-20-ს რომ იწველებოდეს,მაშინ არაუშავს,4 კილოს ისე ვაჭმევდი მოიდუღებლად+თივა(პრესი)+ჭარხალი+სეზონურად საკვები(ვაშლი,მსხალი,სხვადასხვა ხილი) და ამ ყველაფერს + საძოვრის ბალახი,რასაც თვითონ ჭამს,საძოვარზე ნამდვილად ვერ დავიჩივლებ იდეალური ბალახია და ამ ყველაფრის შედეგია 12-14 ლიტრი,ცოტაა მემგონი,ნამდვილად ცოტაა...
საფუარა სოკოს არ ვურევ,ისე მაინტერესებს რას იზავს...
სხვათა შორის,ჩემიც ჩვეულებრივად გლეხისგან ვიყიდე და ასე მითხრა მაშინ,მარტო საძოვრის ბალახით 8-10 იწველებაო,მერე მე დავუმატე ეს სიმინდი და ხორბალი + ჭარხალი+ თივა და კი ავიდა 12-14ზე. მეტი მართლა არ მოუწველია და ვნახო აბა ამ მოდუღებულმა რა ქნას.. შედეგებს დავდებ აუცილებლად ...

აჭარაში ვნახე მეც ერთხელ ერთ ოჯახში ვიყავი და არ ვიცი რა ჯიში იყო,მაგრამ კაცმა მითხრა,ქართულიაო და 20 ლიტს სულ იწველებაო,კარგადაც აჭმევდა... დასავლეთში ძირითადად ცოტას იწველებიან,მაგრამ ვიცი ხალხი,კარგად რომ აჭმევს და შედეგიც აქვს..

მე ვფიქრობ,მეპატრონის ბრალია,თუ არ აჭამე,რას მოგცემს,,20 სულიან ნახირს გაუშვებენ 5 ჰექტარზე და ამათ გონიათ,ტონას მოიწველის...
მოვლა+კვება და ალბათ 20% გენეტიკა და კარგი შედეგი იქნება

ეგ ჰოლშტეინები კიდე მართლა მაგარია,ფერმაში ვიყავი ერთხელ და თვალები დამრჩა ჯიქანზე gigi.gif
vano22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 184
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 20:14  #49652668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართალი ხარ ჭმევა არ უნდათ და რო გაშრება მერე ძროხას აბრალებენ. დილაობით გზებზე ისეთი ნახირები მხვდება მეცოდება ხოლმე ცარელა ძვალი და ტყავიღა არიან ხოლმე ნაზამთრი სოფლის საქონელი.

ჩემი სოფლის ვეტერინარს 3 ძროხა ყავს 18-20 ლიტრიანები ისეთები არიან სუ ბზინავენ მზეზე. ადრე ვკითხე რატო არ ამატებ მეთქი და რამდენის მოვლაც მეხალისება იმდენი მყავსო კაცი რო საქმეს ძალის ძალათ აკეთებს იმ საქმიდან ხეირს ვერ ნახავსო.
memberii
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 227461
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 20:23  #49652744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vano22 @ 7 Jan 2017, 20:14 )
კაცი რო საქმეს ძალის ძალათ აკეთებს იმ საქმიდან ხეირს ვერ ნახავსო.

yes.gif yes.gif yes.gif
100% გეთანხმები, კიდე ზომა უნდა იცოდეს კაცმა და საქმის სიყვარული...
cuba2
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 76891
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 01:21  #49676036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იქნებ ვინმემ იცოდეთ კამეჩის რძის დიდი რაოდენობა სისტემატიურად მჭირდება და სადმე თბილისთან ახლომდება სოფელში ხოარ არის დიდი ფერმა
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1672
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 03:43  #49676667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22
კარგი ჯიშის ხარების დარიგებას ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს. ეს ჩია და პატარა ტანის საქონელი შიენი აზრით გაუძლებს 20-22 კილოიანი ხბოს მაკეობას და მითუმეტეს მშობიარობას? რომ აღარაფერი ვთქვათ შეჯვარებაზე. ჰოლშტეინის ბუღამ პატარა ტანის საქონელი შეიძლება წელში გატეხოს შეჯვარებისას. ასე რომ არაა ეგრე ადვილი ეგ საქმე დამიჯერე. კომპლექსური მიდგომაა საჭირო და ბევრი დრო. არაა მესაქონლეობა ის დარგი წლების მანძილზე დანგრეული 5 წელიწადში ააყვავო.

კვებას რაც შეეხება უგულებელყოფილია საქართველოში და თითქმის დავიწყებული სილოსით კვება. ყველაზე იაფი და ყველაზე ყუათიანი საკვებია. მისი თვითღირებულება საშუალოდ 2-3 თეთრში ეტევა თუ მიწა საკუთარი აქვს ფერმერს. დასილოსების კიდევ უამრავი მეთოდი და საშუალება არსებობს. ხმელ თივაზე და 2 კილო სიმინდ-ქერზე რა უნდა მოგცეს საქონელმა? უფრო სწორედ საიდან უნდა მოგცეს? იმ ჰოლშტეინს 30 ლიტრი რო უწერია პროდუქტიუოობა 30-35 კილო წვნიან საკვებს (სილოსი, იონჯა, სამყურა და ასე შემდეგ) ჭამს დღეში, 7-10 კილო უხეშ საკვებს და 4-6 კილო "კომბიკორმს". აჭამე აბა ჰოლშტინურს ისე, როგორც სოფლებში აჭმევენ და რძეს მოგცემს კი არა გაძვრება სული.

ასე რომ საკვები ბაზის გარეშე მესაქონლეობაზე ხელის მოკიდება არ ღირს. ევროპაში ითვლიან ასე: 0.6 ჰექტარი ერთ სულ საქონელზე, რომ მთელი საკვები ბაზა თავად ფერმერმა მოიყვანოს და არაფერი იყიდოს. არ გამოდის ხმელი ბალახით და სამადლოდ მიგდებული 2 კილო სიმინდით მესაქონლეობა რაც არ უნდა კარგი ჯიში გყავდეს.

* * *
cuba2
კამეჩი თან დიდი რაოდენობით ყველაზე ახლოს თბილისთან სამეგრელოში უნდა ეძებო. შეიძლება ვინმეს 2-3 ცალი ყავს აღმოსავლეთში მაგრამ რავი მე კამეჩი მეგრული ვიცი.
vano22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 184
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 10:47  #49677275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spana84 მართალი ხარ მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს საქმე?? გვყავს სოფლის ნახირში შვიცის ჯიშის ხარი 5-8 წელი იქნება მართალია ზარმაცია და ადგილობრივი ჯიშის ბუღის დახმარების გარეშე არ შეუძლია უზრუნველყოს მთელი ნახირის განაყოფიერება მაგრამ სოფელი კმაყოფილია მისი მუშაობითbiggrin.gif

აჩენენ.. ჩემთან ბევრმა გააკეთა ხელოვნური განაყოფიერება შვიცის და ჰოლშტეინის ჯიშისგან. თავიდან იმხელა არ ჩნდება რასაც ნამდვილი ჰოლშტეინი აჩენს რადგან დედის გენეტიკაც ირევა მასში მაგრამ მერე ძაან სწრაფად იზრდება და ხარისხით დიდად არ ჩამოუვარდება ჰოლშტეინს.
0.6 ჰა რას ეყოფა ერთ ძროხას მითუმეტეს მაღალ პროდუქტიულს???

datunia93
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10067
წევრი No.: 163227
რეგისტრ.: 9-March 13

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 12:35  #49677907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

გადავიკითხე ბოლო რამოდენიმე გვერდი. ყოჩაღ ძმაო შენ რო არ გეზარება შრომა და ფულის ა შემოსავალის შრომის შედეგად მიღება.



ეხლა რა მაინტერესებს, მყიდველები ძირითადად ვინები არიან ხოლმე, ან სად ახორციელებ ზამთრისპირზე ან გამოზაფხულზე საქონლის რეალიზაციას? სიტყვაზე დასავლეთ საქართველოში კარგი პირობებია საქონლის მოვლისთვის, მწვანე საფარი თითქმის მთელი წელია, ზამთარი შედარეით თბილი იცის და დაავადებებიც ნაკლებად არის ხოლმე გავრცელებული, მაგრამ 20 და 30 ცალი 2 წლიანი მოზვერის გაყიდვა ალბათ პრობლემური იქნება ადგილობრივ ბაზარზე
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1672
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 13:23  #49678231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vano22 @ 11 Jan 2017, 10:47 )
spana84 მართალი ხარ მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს საქმე?? გვყავს სოფლის ნახირში შვიცის ჯიშის ხარი 5-8 წელი იქნება მართალია ზარმაცია და ადგილობრივი ჯიშის ბუღის დახმარების გარეშე არ შეუძლია უზრუნველყოს მთელი ნახირის განაყოფიერება მაგრამ სოფელი კმაყოფილია მისი მუშაობითbiggrin.gif

აჩენენ.. ჩემთან ბევრმა გააკეთა ხელოვნური განაყოფიერება შვიცის და ჰოლშტეინის ჯიშისგან. თავიდან იმხელა არ ჩნდება რასაც ნამდვილი ჰოლშტეინი აჩენს რადგან დედის გენეტიკაც ირევა მასში მაგრამ მერე ძაან სწრაფად იზრდება და ხარისხით დიდად არ ჩამოუვარდება ჰოლშტეინს.
0.6 ჰა რას ეყოფა ერთ ძროხას მითუმეტეს მაღალ პროდუქტიულს???

სრულიად საკმარისია, როგორც ამათ აქვთ აწყობილი სისტემა 0.6 ჰა. ძალიან მაღალპროდუქტიული კულტურები მოყავთ. ერთ ჰექტარზე სასილოსე სიმინდი 60-70 ტონა მწვანე დასასილოსებელი მასა მოჰყავთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი წელი, რომ სილოსი ჭამოს ყოველ დღე ერთ სულს დაახლოებით 7 ტონა სილოსი სჭირდება ეს დაახლოებით 10 სულის საკმარისი საკვებია მთელი წლის მანძილზე. ასევე ხორბალიც და ქერიც ძალიან მაღალპროდუქტიულია. ხორბლის თავთავს პირველად რომ შევხედე ვიფიქრე მეჩვენებათქო იმხელა თავთავები აქვს. 5 დან 7 ტონამდე მოსავალს იღებენ ექტარზე. იტალიური იონჯა კიდევ მგონი საქართველოშიც ცნობილია და ბევრი თესავს. შედარებით თბილ რეგიონებში 4-5 ჯერ ითიბება იონჯა. პლიუს მოჰყავთ თეთრი ჭარხლის მაგვარია რაღაც სახელი არ ვიცი ზუსტად და ამბობენ 170 ტონამდე მოდის ერთ ჰექტარზეო. კაი 20 კილოიანი ნესვებივითაა რო იღებენ მიწიდან smile.gif ასე რომ სულაც არაა შეუძლებელი 0.6 ჰექტრით ერთი სულის გამოკვება. მთავარია სწორად დაგეგმო ცხოველის რაციონი და ისე გაანაწილო მიწა რომ ყველა საკვები საჭირო რაოდენობით მოიყვანო. მე ლაციოს ზონაში ვცხოვრობ და აქ პრაქტიკულად არ მინახავს საძოვარზე გაშვებული საქონელი. ყველა ბაგურ კვებაზეა და პატარა სასეორნო ტერიტორიები აქვთ ფერმებთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქონლის ხორცის ფასი სუპერმარკეტებში 4 ევროდან იწყება კილო, ადვილი მისახვედრია რაც არის ამ ხორცის თვითღირებულება.
cuba2
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 76891
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 16:59  #49679734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კამეჩი თან დიდი რაოდენობით ყველაზე ახლოს თბილისთან სამეგრელოში უნდა ეძებო. შეიძლება ვინმეს 2-3 ცალი ყავს აღმოსავლეთში მაგრამ რავი მე კამეჩი მეგრული ვიცი.

მეგრული კამეჩი რას ქვია ვერ გავიგე
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1672
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 17:32  #49679965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
cuba2

ადამიანმა უძველესი დროიდან მოაშინაურა ინდური კამეჩი, რომელიც გავრცელდა სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში. მოშინაურებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში. მსხვილი, ღონიერი, დიდტანიანი ცხოველია. სიმაღლე მინდაოში 130 სმ. ცოცხალი მასა ფურკამეჩისა 450 კგ, ზოგჯერ 600 კგ აღწევს, კუროკამეჩისა 700 კგ. კამეჩებს მეურნეობაში 20-30 წლამდე იყენებენ სარძეო ცხოველად, ზოგჯერ მუშადაც. ფურკამეჩის ნაყოფიერება 100%-ს აღწევს. კამეჩებს უმთავრესად აშენებენ ცხელ კლიმატურ პირობებში, მდინარეების, არხებისა და სხვა წყალსატევების მახლობლად. იკვებება უხეში მცენარეული საკვებით (ისლი, ლაქაში, ლერწამი). კამეჩების ძირითადი პროდუქციაა რძე, ხორცი, ტყავი (კავკასიური კამეჩი). კამეჩი კარგად უძლებს დაავადებებს - ჰერმოსპორიდიოზს, ჯილეხს, თურქულს, ბრუცელოზსა და სხვა.


მდინარეების, არხების და წყალსატევების მახლობლადო. თან სიცივეს და რთულ კლიმატს ცუდათ იტანს და ამიტომაც ძირითადად გურია-სამეგრელოს დაბალ ზონებში ყავთ. შეიძლება არის სადმე მაგრამ მე აღმოსავლეთში კამეჩი არ მინახავს.
vano22
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 184
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 18:44  #49680454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spana84 ძალიან კარგია ამ თემაში რომ შემოგვიერთდი. უცხოური ცოდნა გამოცდილება ძალიან საინტერესოა ჩვენთვის,
ადრე ვცადე სიმინდის სილოსის გაკეთება მაგრამ კომპოსტი გამომივიდაbiggrin.gif საქონლის ჭარხალი ჩვენთან 50 ტონა მოდის სასილოსე სიმინდი მაქსიმუმ 30 ტონა. ნუ დიდ ჭაობში ვართ და მაგ დონემდე ასვლას 20-30 წელი მაინც მოვუნდებით ისიც მთავრობის ხელშეწყობის შემთხვევაში რაც ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა ჩვენთვის..

ამიტომ ჯერ პირველ ნაბიჯად ჯიშების გაუმჯობესება კარგი იქნება ხოლო შემდეგ კვებასაც მივხედავთ და ხორცის თვითღირებულებასაც დავწევთ 4-4.5 ლარამდე. აგერ დიუროკის ჯიშის ღორები მყავს და 400 ლარის საკვებით 120 კგ ხორცი ვაწარმოე როცა უბრალო რუსულა იგივე კვებით 70 კგ ს ვერ აცდებოდა. ჯიშია რა ჯერ მთავარი




datunia93 გაიხარე. სოფელში არაა მეტი გზა და რას ვიზამ, გულს თუ დაუდებს კაცი შემოსავალიც საკმარი ექნება სოფ.მეურნეობიდან და საკუთარი შრომით და წვალებით ნაშოვნ ფულს სუ სხვა ფასი აქვს.


დასავლეთში არ ვიცი მაგრამ კახეთში ძაან ადვილია საქონლის გაყიდვა. ვაჭრები დადიან სატვირთოებით სოფელ სოფელ და დატაცებაზე არიან სადაც რამე გასაყიდს იპოვიან მიყავთ. თუ საქმე დიდ პარტიას ეხება არის საქონლის საკმაოდ დიდი ბაზრები სადაც აზერები და თათრები "ჩალიჩობენ" მაგალითად იორმუღანლოს ბაზარი სადაც 20-30 კი არა 50 ხარიც რომ ჩაიყვანო რეალურ ფასში ბაზრის დაწყებამდე დაგტაცებენ სუმთელს. ასევე ბოლნისის და მარნეულის ბაზრები.. რავი საქონლის გაყიდვა სადმე ჭირდეს არ მგონია და თუ იცით ასეთი ადგილი მიმასწავლეთ და სეზონზე 200 სულამდე შემიძლია წამოვიყვანო თუ იაფად იქნება.
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1672
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 20:34  #49688543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vano22

რაც არ უნდა კარგი ჯიში გყავდეს საკვები ბაზის გარეშე ის ჯიშიც თხასავით მოიწველის მეგობარო. 2500 ევრო ღირს მანდ ევროპიდან ჩაყვანილი საქონელი, რომელიც საშუალოდ 25-30 ლიტრს იწველება მაგრამ კვების, საცხოვრებელი პირობების, სწორი ვეტერინარიის შემთხვევაში. თუ ეს ყველაფერი არ გა1ვს ჩათვალე, რომ 1 თვეში გაძვრება სული.

ეხლა მოსავალს რაც შეეხება. არის მაგალითად საქართველოში სიმინდის ჯიშები, რომელიც ძალიან ბევრ სასილოსე მასას იძლევა. მაგალითად "აჯამეთის თეთრი" და აბაშის ყვითელი. თუ სწირად მახსოვს 60 ტონა და მეტია მათი მოსავლიანობა ჰექტარზე. მაგრამ გაითვალისწინე, რომ სწორად ნაწარმოები აგროსამუშაოების შ3მთხვევაში. სასილოსე სიმინდის მოყვანა საქართველოში გონიათ რო გაირბენს ერთს ტრაქტორი, დათესავ და მორჩა აღებამდე არაფერი აღარ უნდა. სასილოსედ მოყვანასაც ჩვეულებრივ უნდა სასუქიც, კულტივაციაც, მორწყვაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გარეშე არც აჯამეთის თეთრი მოგცემს 20 ტონაზე მეტს. როკფელერმა თქვა ერთხელ მე არც ისე მდიდარი ვარ, რომ იაფი გადავიხადოო. იაფად საქმე არ კეთდება.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (53) « პირველი ... 51 52 [53]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0500 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]