იმდენად თეთრი ვარ, მზისგან დამცავის გარეშე უბრალოდ მეწვის კანი.
მგონი, რაც კი მზის დამცავებია ყველა დატესტილი მაქვს.
ზაფხულს მზისგან დამცავის ყიდვით ვიწყებ ხოლმე :)
ამ წამს, სახლში, ოთხი მზისგან დამცავი მაქვს. ხან ერთს ვხმარობ, ხან მეორეს.
წინაზე ვათვალიერებდი და თითქმის ყველა ბრენდმა გამოუშვა დამცავები,
არჩევისას, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება არის: SPF, UVB და UVA ფილტრებია,
SPF- Sun Protection Factor-ყველანაირია 10-დან 100-მდეც. ჩემთვის, ,,ფითქინასთვის", SPF30- ოპტიმალური ვარიანტია, არც დაიწვები და რუჯსაც მიიღებ. ტანისთვის სულ ამას ვყიდულობ.
მეორე მომენტი, დამცავს ორივე -UVB და UVA - ფილტრი უნდა ჰქონდეს.ზოგს ბრენდს მხოლოდ ერთი აქვს.
მე პირადად, მეორე წელია ,,სებამედის" ლოსიონს ვიყენებ ტანისთვის და კმაყოფილი ვარ. ცოტა სპეციფიკური სუნი კი აქვს, თუმცა მე არ მაღიზიანებს. თან ,,სებამედი" მომწონს იმიტომ, რომ ხარისხით და ფასით ოპტიმალური ვარიანტია. სპრეიც აქვს, მაგრამ მე ლოსიონი მირჩევნია.
წელს, ,,ზიაიას" სპრეიც მაჩუქეს, დაცვით, ნორმალურად იცავს, ფასიც მისაღებია, მაგრამ პარაბინებს შეიცავს და არ გირჩევთ მის ყიდვას.
Caudalie-ის სპრეიც მქონდა, ეგეც კარგია, მაგრამ ,,სებამედთან" შედარებით ცოტა ძვირია. თუმცა საბოლოოდ, ორივეს ერთნაირი შედეგი აქვს.
სახეს რაც შეეხება, სახისთვის SPF50 ჯობია, უფრო ნაზი კანია და მზის სხივებთანაც უფრო ინტენსიური შეხება აქვს. ,,ბიოდერმამ" კარგი დამაცავები გამოუშვა, ტონირების ეფექტიც აქვს, მე ახლა ამას ვიყენებ, სიცხეში ისედაც მეზარება ტონალურის ან BB კრემის წასმა და ამით
Bioderma მშვნივრად გავდივარ ფონს :)
ზოგადად, კი რომ არ დავიწვათ 11:00-დამ 17:00-მდე, მაქსიმალურად, უნდა მოვერიდოთ მზეს.