მოგესალმებით თანაფორუმელებო,
როგორც მოგეხსენებათ ფოტოგრაფს, არ აქვს მნშვნელობა პროფესიონალი იქნება თუ მოყვარული - ყოველთვის აქვს სივრცე სწავლისთვის და გაუმჯობესებისთვის. განსაკუთრებით დამწყები ფოტოგრაფებისთვის გამოსადეგი იქნება თემა სადაც შეძლებენ ფოტოების დაპოსტვას და თანაფორუმელებისგან ჯანსაღი კრიტიკის მიღებას, იქნება ეს განათების, კომპოზიციის თუ სხვა ტექნიკურ-არატექნიკური კომპონენტის შესახებ.
ჰოდა ზუსტად ამ მიზნით გავაკეთე ეს თემა და პირველ ფოტოსაც მე დავპოსტავ ბარე.
ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე გადავიღე ეს.
Canon PowerShot G16
9mm/ƒ/2.5/1/320s/ISO 80
პ.ს თავისი მნიშვნელოვნებისგან და საჭიროებისგან გამომდინარე ვფიქრობ თემა იმსახურებს მნიშვნელოვან თემებში ადგილს ^_^