forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (36) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლუდები XXXI, Beer Is The Answer, ყველაზე სასურველი ლუდი
 
რომელი ლუდის შემოტანას ისურვებდით საქართველოში ?
ტრაპისტები (შიმე, ორვალი, სპენსერი, როშფორი, ვესტმალი, გრიგორიუსი, ლა ტრაპი და აშ...) [ 17 ]  [34.69%]
შუფები (ლა შუფი, უბლონი, მაკ შუფი და აშ...) [ 2 ]  [4.08%]
დოგფიშ ჰედები [ 5 ]  [10.20%]
შოტლანდიური ელები [ 5 ]  [10.20%]
რადეგასტი [ 1 ]  [2.04%]
დუველი [ 5 ]  [10.20%]
შნაიდერი (ავენტინუსი, ვაისე და აშ..) [ 2 ]  [4.08%]
ბენედიქტინერი [ 4 ]  [8.16%]
დელირიუმი [ 2 ]  [4.08%]
სენ ბერნარდუსი [ 1 ]  [2.04%]
კაროლუსი [ 1 ]  [2.04%]
კვაკი [ 1 ]  [2.04%]
კრიკები [ 1 ]  [2.04%]
ლამბიკები [ 0 ]  [0.00%]
სხვა [ 2 ]  [4.08%]
Total Votes: 49
Guests cannot vote 
Maybach
Reigns Time Instead Of Tsars


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7483
წევრი No.: 26145
რეგისტრ.: 27-November 06

  გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:05  #50362373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ ყველაზე გემრიელი თემის XXXI ნაწილის გახსნას
ყველა ნაწილი ძალიან საინტერესოა და ვისაც ლუდი გიყვართ და გაინტერესებთ აუცილებლად გადახედეთ .

წინა თემების ლინკები და მათი ავტორები:

ლუდები rockataka
ლუდები thug
ლუდები IV Golfer
ლუდები V LINX
ლუდები VI happy dreamer77
ლუდები VI I Maybach
ლუდები VIII trueman
ლუდები IX Kirchi
ლუდები X Yojik
ლუდები XI nina1992
ლუდები XII Q 7
ლუდები XIII [LoD]-Bagra
ლუდები XIV Geooo
ლუდები XV Chaosphere
ლუდები XVI Ōyama Iwao
ლუდები XVII happy dreamer77
ლუდები XVIII Maybach
ლუდები elchi
ლუდები - XX WhiteAmerica
ლუდები - XXI Q 7
ლუდები - XXII Livorno
ლუდები - XXIII Maybach
ლუდები - XXIV Yojik
ლუდები - XXV FranziskanerWeissbier
ლუდები XXVI Everyday
ლუდები XXVII Kanski
ლუდები XXVIII Kanski
ლუდები XXIX Kanski
ლუდები XXX Maybach

წინა თემის გამოკითხვის შედეგები:


user posted image

წინა თემის ტოპ მპოსტავები:

user posted image


user posted image




ლუდის ცალკეული სახეობები და კლასიფიკაცია :



Ale (ელი) ზედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ამ ტიპის ლუდების დადუღება ხდება 15-25 °C ტემპერატურებზე, საზოგადოდ, ელის ტიპის ლუდებში ალკოჰოლური შემცველობა უფრო მაღალია ვიდრე ლაგერის ტიპის ლუდებში, ისინი უფრო მუქი ფერისანი არიან, გარდა ამისა ისინი შეიძლება შეიცავდნენ სხვადასხვა ხილის (ვაშლი, ატმის, ანანასისმ ბანანის, ქლიავის და ა.შ) არომატებს და ამის გამო დაჰკრავთ ხილის გემო.

Abbey Ale ძლიერი ბელგიური ლუდი , რომელიც მზადდება ბელგიის მონასტრებში და მას მარხვის დროს უწოდებდნენ თხევად პურს .

Trappist Beer - ტრაპისტების ლუდი , რომელიც მზადდება მონასტრებში , ბერები იყენებენ განსაკუთრებულ საფუარს , ლუდის წარმოება მკაცრად კონტროლდება .

Brasserie de Rochefort - Belgium - 159 -
Brouwerij der Trappisten van Westmalle - Belgium - 1836
Brouwerij Westvleteren/St Sixtus - Belgium - 1838
Bières de Chimay - Belgium - 1863
Brasserie d'Orval - Belgium - 1931
Brouwerij der Sint-Benedictusabdij de Achelse Kluis (Achel) - Belgium - 1998
Brouwerij de Koningshoeven (La Trappe) - Netherlands - 1884
Stift Engelszell - Austria- 2012
St. Joseph’s Abbey- United States - 2013
Brouwerij Abdij Maria Toevlucht- Netherlands - 2014



Saison ლუდი არის ქარვისფერი ან სპილენძისფერი , ზდა დუღილის წესით დამზადებული , მზადდება ბელგიაში ან საფრანგეთში ზაფხულში მაგრამ ისმება მთელი წლის განმავლობაში , ისხმება ლიტრიან ბოთლებში აქვს მომჟავო გემო და მზადდება ველური საფუარით დუღილი მიმდინარეობს ჩამოსხმის მერეც

Lager(ლაგერი) ქვედა დუღილის საფუარებით წარმოებული ყველა სახეობის ლუდის ზოგადი სახელწოდება. ფერმენტაცია იწყება +7 -12 °С ტემპერატურაზე, შემდგომ ის ყოვნდება (ამ დროს ის ღებულობს ნათელ ფერს და ჯერდება ნახშირმჟავათი) 1-3 კვირის განმავლობაში 0 დან +4 °С ტემპერატურაზე. ლაგერის ტიპის ლუდის წარმოება დაიწყო 1840 წლიდან და დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოში (დიდი ბრიტანეთის გარდა) დომინანტურ ლუდის ტიპს. ლაგერი უფრო ნათელი ფერის ლუდია, ელის ტიპის ლუდთან შედარებით ის სასმელად არის უფრო ნაზი, უფრო მეტად მშრალი და ნაკლებად ალკოჰოლური. ლაგერებს (განსაკუთრებით კი pale lager - მკრთალ ლაგერს) განეკუთნება თანამედროვე ლუდების უმრავლესობა.


Lambic (თავისთავად (სპონტანურად) დადუღებადი ბელგიური ლუდი ) - დადუღება ხდება ლაგერის ტიპის ლუდის ტექნოლოგიის მსგავსად, მაგრამ მისგან განხვავებით არა კულტივირებული საფუარების საფუძველზე, არამედ ლუდის წარმოებისას ლუდის ტკბილში არსებული და ასევე ჰაერიდან გადასული მიკროორგანიზმების საფუძველზე.

Frambois - ჟოლოს ლამბიკი

ხორბლის ლუდი (Weizen, Weissbier) - ფერმენტირებული ხორბლის ლუდი, რომელიც 5-5,4% ალკოჰოლს შეიცავს. მას ხილის სასიამოვნო გემო დაკრავს და განსაკუთრებით სამხრეთ გერმანიაშია გავრცელებული. როგორც წესი, ხორბლის ლუდი არაფილტრირებულია. მას თავისი ნაირსახეობებიც აქვს: ხორბლის მუქი ლუდი (Dunkelweizen), ფილტრირებული ხორბლის ლუდი (Kristallweizen).


პორტერი — მუქი ფერის ლუდის სახეობა. პორტერისა და სტუტის ისტორია და განვითარება ერთმანეთშია გადაჭდობილი. სახელი მე–18 საუკუნიდან გამოიყენება და მისი წარმოშობა ლონდონის ცნობილ ქუჩასა და მდინარის მებარგულებს (ინგ. porter) უკავშირდება. მას, ძირითადად, მუქი ალაოსაგან ხარშავენ. სახელი "სტაუტი" მაღალალკოჰოლური პორტერის ზედმეტსახელად ითვლება, მაგალითად როგორიცაა "ექსტრა პორტერი" ან "ორმაგი პორტერი. ტერმინი "სტაუტ პორტერი" მოგვიანებით შემოკლდა და გახდა "სტაუტი".


სტაუტი (ინგლ. stout) მუქი ლუდი, რომელიც მოხალული ალაოს, კარამელის ალაოსა და მოხალული ქერის გამოყენებით მზადდება. თავდაპირველად ირლანდიაში ხარშავდნენ როგორც პორტერის სახეობას. ძალიან პოპულარულია ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში .

მწვანე ლუდი Lá ’le Pádraig или Lá Fhéile Pádraig მწვანე ლუდი მზადდება ირლანდიული ეროვნული დღესასწაუილის წმინდა პატრიკის დღეს , აქვს მსუბუქი ალკოჰოლი და ფერს Iრებს სხვადადასხვა მცენარებიიდან ( სამყურა ) და სხვა ყველა ლუდის მწამოებელს გააჩნია თავის საიდუმლო რეცეპტი , ასევე აძლევენ საკვებ საღებავს .

მზადდება სამყურასგან 2% ალკოჰოლი .

Dry stout შეიცავს უფრო მეტ ალკოჰოლს ვიდრე ჩვეულებრივი სტაუტები

Russian Stout მარალი დუღილის საფუარებით დამზადებული ბრიტანული ძლიერი ლუდი , რომელიც პირველად მოიხარშა 1760 წელს . არ არის პასტერიზირებული ინახება კასრებში 2 თვის განმავლობაში და მერე ისხმება ბოთლებში Imperial Russian Stout ან Imperial Stout. ( ბევრს სახელის გამო მიაჩნია რუსულ ლუდად მაგრამ არაფერი აქვს საერთო )

Bitter ბრიტანული მაღალი დუღილის სფაურით დამზადებული ღია ფერის მოოქროსფერო ელი , რომელიც გამოირჩევა მშრალი მომწარო გემოთი , არის მსუბუქად დაგაზული

Scotch Ale მაღალი დუღილის საფუარით დამზადებული შოტლანდიური ძლიერი ლუდი , რომელიც ძირითადად გამოირჩევა მუქი შეფერილობით

ალტბირი (Altbi r ან Alt ) - ეს სახელწოდება ლათინური სიტყვისგან altus (ზემოთ) მომდინარეობს. მას სვიის გემო აქვს. პილზნერის მსგავსად ის დაახლოებით, 4,8% ალკოჰოლს შეიცავს. ალტბირის სამშობლოდ დიუსელდორფი და რეინის ქვედა დინება ითვლება.


კელში (Kölsch) კელში (Kölsch) - ეს ლუდი მხოლოდ ქ. კელშში იხარშება. მას მწარე გემო და სვიის მსუბუქი არომატი აქვს. შეიცავს 4,5% ალკოჰოლს.


პილზნერი (Pils ან Pilsener) - ლუდი, რომლის დამზადების პროცესშიც საფუარი გამოიყენება. ის შედარებით მწარეა და 4-4,8% ალკოჰოლს შეიცავს. განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ გერმანიასა და ჩეხეთში . ამ სახეობის ლუდი 1842 წლის 5 ოქტომბერს პირველად ბოჰემიაში, ქ. პლიზენში მოხარშეს.


შავი ლუდი (შვარცბირი, Schwarzbier) -ლუდს ეს სახელი თავისი ფერის გამო ჰქვია. თუმცა დღეს უფრო ღია ფერის ამავე ლუდის წარმოებაც შესაძლებელია. შეიცავს 4,8-5% ალკოჰოლს. ძირითადად იწარმოება დასავლეთ გერმანიაში.


ბოკ, ბოკბირი (Bock, Bockbier) - 6-10 %-იანი მაგარი ლუდი. მისი ნაირსახეობებია: დოპელ-ბოკი (Doppelbock), მაი-ბოკი (Maibock), ვაიცენ-ბოკი (Maibock), აის-ბოკი (Maibock). ( ბოკ ლუდები არის ზამთრის ლუდები რადგან გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით და შედარებით მძაფრი გემოთი )


რაუხბირი (Maibock) - მუქი ლუდი სპეციფიური გემოთი


ჭვავის ლუდი (Maibock)

მარტის ლუდი (მერცენი, Maibock)


მუქი ლუდი (დუნკელი ) მუქი ფერის ბავარიული ლაგერი რომელიც გამოირჩევა არომატითა და გემრიელი სურნელოვანი ქაფით .


Festbeer (Maibock)-ლუდი ფესტბირი (Maibock)-ლუდი, რომელიც იხარშება შემოდგომაზე, ისეთი დღესასწაულებისათვის, როგორიცაა ოქტობერფესტი

This post has been edited by Maybach on 13 Apr 2017, 23:11


--------------------
ის არის ბრძენი ვინც გზას ინათებს, შეცდება, მაგრამ ეძებს სიმართლეს, და ვინც არ არის ამის მსურველი, იცავს
შეცდომას არის სულელი !!!
Hans Theodor Woldsen Storm

LIFE'S TOO SHORT TO DRINK CHEAP BEER !!!
Save Water Drink Beer !!!
"Lovely day for a GUINNESS ''
Kanski
Brew-Enjoy-Empty-Repeat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5257
წევრი No.: 194875
რეგისტრ.: 7-December 14

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:11  #50362426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას ! love.gif

გისურვებთ ბევრ და ხარისხიან ლუდს smile.gif

საინტერესო პოლია, ძნელი ასარჩევი...

ჩემი ხმა დოგფიშ ჰედებს...

user posted image


--------------------
“Beer’s intellectual. What a shame so many idiots drink it.” - Ray Bradbury
Sampdoria
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 230192
რეგისტრ.: 17-March 17

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:13  #50362435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საინტერესო პოლია, ძნელი ასარჩევი...

მაგრამ მაინც ტრაპისტებს მივცემ ხმას

user posted image

This post has been edited by Sampdoria on 13 Apr 2017, 23:19
GeorgeSword
Milky Way


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23011
წევრი No.: 89609
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:23  #50362505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მეგობრებო გავსინჯე დუველი და აღფრთოვანებული ვარ , ხავერდოვანი კაიფის ქვეშ მყოფი ასე ვთქვად
მომავალში შესაბმისი ჭიქით დავლევ ხოლმე რათა უფრო შევიგრძნო იგი smile.gif


ლუდო მომეხარშოს ახალ თემაში ))))

This post has been edited by GeorgeSword on 13 Apr 2017, 23:24


--------------------
All Blacks
wishmaster_master
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 542
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:23  #50362508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას,
ჩემი ხმა დუველს
user posted image
Kanski
Brew-Enjoy-Empty-Repeat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5257
წევრი No.: 194875
რეგისტრ.: 7-December 14

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:24  #50362517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GeorgeSword

საოცარი ლუდია დუველი, არასდროს არ დამავიწყდება მაგის გემო smile.gif

Sampdoria

საბოლოოდ მაინც ყველაზე კარგი ვარიანტია ტრაპისტები შემოვიდეს მასიურად და კარგ ფასად

მაგრამ ძალიან მაინტერესებს დოგფიშ ჰედების დაგემოვნება, რატომღაც მჯერა რო უძალიანმაგრესი იქნება smile.gif
GeorgeSword
Milky Way


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23011
წევრი No.: 89609
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:27  #50362535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kanski


მაგრობაა up.gif

სად ვიყავი აქამდე, ამის შემდეგ უფრო ხშირად დავლევ ხოლმე smile.gif
FranziskanerWeissbier
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 898
წევრი No.: 207197
რეგისტრ.: 3-September 15

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:30  #50362561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შნაიდერს ვისურვებდი და ბენედიქტინერს ბოთლისას, რო იყიდებოდეს მარკეტებშიც ისე თორემ ჩამოსასხმელი კი იჩითება 1-2-გან biggrin.gif ტრაპისტები და სხვები უფრო არარეალური მეჩვენება თან და ფასიც არარეალური ექნება რომ იყოს biggrin.gif რაღაც ასტრონომიულს მოთხრიან biggrin.gif
user posted image

This post has been edited by FranziskanerWeissbier on 13 Apr 2017, 23:35
Maybach
Reigns Time Instead Of Tsars


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7483
წევრი No.: 26145
რეგისტრ.: 27-November 06

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:36  #50362603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოგფიშ ჰედები [ 2 ] [25.00%]

ტრაპისტებიც კარგი იქნება კარგ ფასად
* * *
user posted image

Black Eyed King Imp returns in this Vietnamese coffee edition of an epic barrel-aged imperial stout.

Oh. And this is the world's strongest ever canned ale.

At 12.7% ABV, Black Eyed King Imp is a super intense and twistedly complex brew, with intense notes of sweet vanilla, rich espresso, smooth molasses and bitter chocolate barely contained by the metal wrapped around it. We've ransacked the barrel store to blend some of our favourite aromas and flavour infusions into this massive monster of a beery beast!
Ingredients: water, barley, hops, yeast.
For allergens, including ingredients containing gluten, see ingredients list in bold.

აბა ამას ვინ შემოიტანს 330ML CAN £9.50
Sampdoria
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 230192
რეგისტრ.: 17-March 17

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:54  #50362759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kanski
QUOTE
მაგრამ ძალიან მაინტერესებს დოგფიშ ჰედების დაგემოვნება, რატომღაც მჯერა რო უძალიანმაგრესი იქნება

ეგენი არც მე მაქვს გასინჯული და ძლიან მაინტერესებს, მაგრამ რატომღაც არამგონია ტრაპისტებს გადაუჯოკრონ

user posted image
Kanski
Brew-Enjoy-Empty-Repeat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5257
წევრი No.: 194875
რეგისტრ.: 7-December 14

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 00:07  #50362846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Sampdoria

მემგონი იმდენად სხვა და სხვა რამეა ვერ შეადარებ

ეგ იგივეა ბელგიური ელები შეადარო გერმანულ ვეისებს, აბსოლუტურად სხვა და სხვა რამეა, ერთად ერთი რაც საერთო აქვთ ორივეს ლუდი ქვია biggrin.gif
Sampdoria
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 230192
რეგისტრ.: 17-March 17

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 00:19  #50362931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kanski
ჰო, ეგეც მართალია, ელებიც ათასნაირია...

user posted image
Kubus
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 166
წევრი No.: 230631
რეგისტრ.: 31-March 17

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 00:29  #50363007      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩეხური ლუდსახარში Plzeňský Prazdroj-ის ყველაზე ახალგაზრდა ლუდი Radegast (Ryze hořká 12) ალკოჰოლის შემცველობა 5%

user posted image

აქვს ასევე გაუფილტრავი და ორიგინალი.
ბიძაშვილი ლუდები: პილსნერ ურქველი, გამბრინუსი, კოზელი.


--------------------
"Попробуй меня поймай – я всегда один"
Sampdoria
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 138
წევრი No.: 230192
რეგისტრ.: 17-March 17

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 00:36  #50363056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kubus
ახამგაზრდა რას ნიშნავს? ჯერ კიდევ როდისა მაქვს დალეული პრაღაში
თუ რადეგასტის ეგ სახეობაა ალბათ ახალი...

This post has been edited by Sampdoria on 14 Apr 2017, 00:38
thug
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 35321
წევრი No.: 7904
რეგისტრ.: 25-December 04

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 00:54  #50363186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას bis.gif

...........


--------------------
"Some day a real rain will come and wash all the scum off the streets."
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (36) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0284 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]