Tutikushiparanoidძალიან სასიამოვნოა ასეთი საინტერესო ხალხი რომ არსებობს... პარანოიდს უკვე ვიცნობდი, მაგრამ Tutikushi ნამდვილად ახალია
ხოდა, ეხლა ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ, მერე თემასაც მივხედავ
მხოლოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ არ მესმის(უბრალოდ საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია მსგავს სიტუაციაში და ალბათ იმიტომ) როგორ შეიძლება რეპზე ასე სერიოზულად საუბარი, როცა აშკარად მუსიკაში ძალიან ჩახედული ხალხი ხართ!!! ეს, ისე სხვათა შორის... ისე, კი ხართ მართლები, რეპმა და "ლეგენდარულმა" რეპ-ალბომებმა ნამდვილად შეცვალა სამყარო... სამწუხაროა, რომ უარესობისკენ. მაგრამ, მგონი არ ღირს ამაზე საუბარი, მაინც ვერ შევთანხმდებით. ჯობია იმაზე ვილაპარაკოთ, რაზეც ერთნაირად ვფიქრობთ....
ახლა, რაც შეეხება ამ საინტერესო თემას! ჩემი პირველი ალბომი, რომელისაც მოვუსმინე 5 წლის ასაკში, და შემდეგ ვიყიდე კიდეც იყო "ბითლზის" Hard Day's Night, მეორე - Taste of Honey... შემდეგ Queen-ის "A night at the opera" და "The Game"... ამათი შედეგია ის, რომ ეხლა წუწუმიას ფანი არა ვარ
რაც შეეხება მსოფლიოს, მგონი აქ უფრო მე-20 საუკუნის მუსიკაზე გვაქვს საუბარი ამიტომ, ჯობია ჯაზით დავიწყოთ... რათ უნდა ლაპარაკი იმას, რომ არმსტრონგმა, გუდმანმა, ბრუგეკმა, ჯოპლინმა და კიდევ ბევრმა ეპოქა შექმნეს!... და არანაირად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეპოქამ შექმნა ისინი! ამათგან დაიწყო ყველაფერი და ჯერ-ჯერობით Canibal Corpse-ით მთავრდება...
ეხლა, 50-იანები: შეიძლება კაცმა თქვას, რომ აქ პრესლიზე მეტი დამსახურება არავის აქვს... მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები - პრესლი "კაკ რაზ" ეპოქამ შექმნა, ეპოქამ, რომელიც ჩაკ ბერიმ, კარლ ლი პერკინსმა, ლარი უილიამსმა, ბილ ჰეილიმ და ლიტლ რიჩარდმა შექმნეს! ამათ როკ-ენ-როლზე გაიზარდა, სულ მცირე 4 ადამინი, რომლებმას სამყარო შეცვალეს... იმედია, მიხვდით ვისზეც მაქვს საუბარი
მათ ალბომებზე ვერ ვილაპარაკებ, ნამდვილად არ მომისმენია ყველა, სიმღერები კი სხვა საქმეა! პრინციპში, სულ 20-მდე სიმღერაა, რომლებიც იმ ეპოქას სრულიად ასახავს და დღესაც ძააააალიან მაგარია! Long live Rock'n'Roll!!!!!!!!!! აი: Little Richard-ის Blue sued shoes, Long Tall Sally; Larry Williams - Dizzi Miss Lizzi, Slow Down; Chuck Berry - Rock'n'Roll Music, Roll Over Beethoven, No Particular place to go; Bill Haley - Rock Around the Clock... ოოო, მეზარება დანარჩენების წერა
აი, შემდეგ კი იყვნენ ისინი! არა, ბითლზზე სერიოზულად არავის შეუცვლია სამყარო! აბა, იმ პერიოდში ვინ იყო - Beach Boys-ს მიყავდა პარადი! მაგრამ რა? არც არაფერი - მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ბითლზმა მაგრად დაურხია, გამოუშვეს Pet Sounds და სინგლი Good Vibrations... მოდით, ბითლზზე არაფერს ვილაპარაკებ, რადგენ ყოველი ალბომი რაღაც ახალს შეიცავდა, რაღაც ისეთს, რაც მანამდე არასოდეს არსებობდა და სისულელეა იმის მტკიცება, რომ არა ისინი, სხვა გამოჩნდებოდაო! მეტსაც გეტყვით - არის მათ შემოქმედებაში ისეთი სიმღერებიც, რომელთაგან ზოგიერთმა ბევრად(20 წლითაც კი) გაუსწრო დროს! ასე უაზრო საუბარი რომ არ გამომივიდეს, მაგალითებს მოვიყვან: Help-ში - I've just seen a face; Rubber Soul - Nowhere man; სინგლი - Paperback Writer; Revolver(ეს ალბომი ხო საერთოდ რევოლუციაა მუსიკაში) - Taxman, Eleanor Rigby, Here there and everywhere, She said She said(სად იყო მაშინ ალტერნატივა, საერთოდ), For No One, Doctor Robert, Got To Get To into my life(მგონი, ამ სიმღერის ეპოქა ჯერაც არ დამდგარა, იმდენად უნივერსალურია), Tomorrow Never Knows(ადრე სადღაც წავიკითხე, რომ პანკ-როკ სხვისი სიმღერებიდან ჯგუფები ყველაზე ხშირად ამას ასრულებენ). Magical Mistery Tour - I'm the Walrus(პატიოსნად მითხარით, თუ მოსმენილი გაქვთ ეს სიმღერა, რომ არ გცოდნოდათ იფიქრებდით, რომ 1967 წელსაა დაწერილი????), Strawberry fields forever... და კიდევ რამდენია, თუნდაც Helter-Skelter....
მაგრამ ეს ჯგუფი ნამეტანი ადრე დაიშალა
1970 წლის მერე, მსოფლიო იმ სამწუხარო რეალობის წინაშე დადგა, რომ როკი აღარ არსებობდა
კი, ბატონომ იყო Hardk Rock, Art Rock, Pshychodellic Rock, მერე უკვე Punk Rock, Alternative Rock... მაგრამ ნაღდი როკი უკვე მოკვდა, სამაგიეროდ მოვიდა სხვა მუსიკა! 1970 წელი მკვეთრი საზღვარია... მას შემდეგ სულ რამოდენიმე სიმღერა და ჯგუფი დარჩა ძველი ტრადიციების ერთგული... 1970-მდე დიდი რაოდენობით იყო ე.წ. ერთი სიმღერის ჯგუფები
ასეთები იყვნენ, მას შემდეგაც... და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ერთეული სიმღერები ისევ ძველი როკი იყო!!! ასეთ სიმღერებად ვგულისხმობ Animals & Eric Burdon - House of a Rising sun, Shockin' Blue - Venus, Eagles - hotel California, Grand Funk Railroad - American Band & Missisipi Queen, Christie - Yellow River... კიდევ, Slade, Creadens Clearwater Revivle, The Who, თუმცა ამ უკანესკნელებს უფრო მეტი კარგი სიმღერა აქვთ... 1970-მდე კიდევ ბევრი ისეთი ჯგუფი იყო, რომლებიც უფრო ეპოქის გამოძახილებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვიდრე მის შემქმნელებად, მაგრამ ამათ შორისაც იყვნენ გამორჩეულები: Rolling Stones, Bob Dylan....
მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ზუსტად ამ პერიოდიდან გამოჩნდენ ჯგუფები, რომლლებმაც ყველამ თავისი სიტყვა თქვა როკ-მუსიკაში და ვერ იტყვი კაცი, რომ რომელიმე მეორეს გავდა.
Pink Floyd - პირველ 3 ალბომში უკვე იგრძნობოდა რომ შემდეგები, რაღაც სასწაული უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაც რეალურად იყო, იმან საერთოდ გადააჭარბა მოლოდინს! გამოვყოფდი Animals-ს, Dark side-ს, Wish you where Here-ს და რაღა თქმა უნდა The Wall!!! არც კი ვიცი, მუსიკაა ეს თუ რაღაც უფრო მეტი, არაბუნებრივი, არამიწიერი!...
Deep Purple - ეს, კი ნამდვილი მუსიკაა, ნაღდი, ხოშიანი, კაცური!!! აქაც პირველი სამი ალბომი, ჰმ, იყო რააა... "ზატო" მერე ზედიზედ მიყვა In Rock, Fireball, Machine Head, ცოტა სუსტი Come Taste the band, ისევ ძალიან მაგარი Burn, Stormbringer... მერე რაც იყო, უკვე აღარ იყო განსაკუთრებული: Deep Purple-მ ნამდვილად შექმა ეპოქა, მაგრამ მერე მისივე ნაწილი გახდა...
Led Zeppelin - საინტერესო ჯგუფია ნამეტანი,თითქოს არც ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ გენიალური... ეს ალბათ იმისი ბრალია, რომ რაღაცნაირი, არასტაბილური ჯგუფია
III, IV, Phisical Graphiti, No Quarter გენიალური ალბომებია, დანარჩენები კი საშუალო, შეიძლება უფრო ნაკლებიც... არა, Zepellin-ს ნაღდად არ შეუცვლია სამყარო
Black Sabbath - აი, ჯგუფი, რომელმაც კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინა მუსიკაში, პირველივე ალბომი Black Sabbath, პირველივე სიმღერა Black Sabbath რევოლუციური იყო, და, რაც მთავარია ამ ჯგუფმა ბოლომდე არ უღალატა საკუთად პრინციპებს, ყოველ შემთხვევაში, სანამ Ozzy მანდ იყო....
ცალკე საქმეა Art Rock, თავისი Pink Floyd-იანად, Genesis(ოღონდ მანამ, სანამ კოლინზი და გებრიელი ერთად იყვნენ, ცალ-ცალკე ჩაისვარა ორივემ), King Crimson, Jefferson Airplane, White Rabbit, Van Der Graaf Generator...
არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო Rory Gallagher და Jimmi Hendrix, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ამათ რაიმე ცალკე გამორჩეული ისეთი არაფერი შეუქმნიათ, რამაც რაიმე მიმდინარეობის შექმნა ანაც სხვა მსგავსი ჯგუფების გაჩენა გამოიწვია, მაგრამ ის, რაც ორივემ მუსიკაში გააკეთა, ერთეულებს თუ შეუძლიათ... Rory Gallager-მა სრულიად შეცვალა წარმოდგენა Rythm'n'Blues-ზე, მისი მუსიკა ნამეტანი განსხვავდებოდა თუნდაც Buddy Waters-ის ანდა ZZ Top-ის მუსიკისგან... რა სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში ხშირად მუსიკის კარგმა მცოდნეებმაც კი არ იციან მისი არსებობა, არადა როგორ შეიძლება დაივიწყო Bullfrog Blues, Country Mile, Banker Blues, Early Warning, Ghost Blues და კიდევ ძალიან ბევრი! Hendrix ხო საერთოდ, მოვლენა იყო მუსიკაში, უფრო სწორად არა იმდენად მუსიკაში, რამდენადაც საშემსრულებლო ოსტატობასა და ტექნიკაში... მის უდიდეს მიღწევად ალბათ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ იმდროინდელი Fuzz-ისა და რამოდენიმე დისტორშენის ფონზე შექმნა საერთოდ ახალი ხმა... ოღონდ ისე არ გამიგოთ, თითქოს მის მუსიკას პატივს არ ვცემდე, შედევრებია Red house, Voodoo Chile, Foxy Lady, Hey Joe, Eind Cries Mary, Purple Haze...
რაგდან სამყაროსა და მუსიკის ცვლილებაზეა საუბარი, არ შეიძლება Judas Priest-ის დავიწყება... 1980-მდე ყველა ალბომი, გენიალურობის მიუხედავად მაინც ეპოქის შესაბამისი იყო, მაგრამ 1980-ის British Steel და 1990-ის Painkiller-მა, მანსაკუთრებით პირველმა ნამდვილად მოახდინა რევოლუცია და Iron Maiden-თან ერთად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მეტალს... რაც შეეხება ამ უკანასკნელს, Iron Maidens რევოლუცია არ მოუხდენია, თუმცა გამოუშვა ერთი გენიალური ალბომი - X Factor! ... და Metallica... ამ ჯგუფზე ნამდვილად ღირს შეჩერება. უკვე Ride the Lighting იყო საკმაოდ ორიგინალური და ბევრი ახალი მომენტის შემცველი ალბომი, გამოვარჩევ 3 სიმღერას: Call of Ktulu, Creeping Death და Fade to Black(პირველი ალბომის შემდეგ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ამ ჯგუს ფალადის დაწერაც შეეძლო)... მაგრამ, ალბათ ამ ჯგუფის საუკეთესო ალბომად Master of Puppets ტყუილად არაა აღიარებული! აქ ყველაფერია, რასაც მეტალი შეიძლება ერქვას, უფრო სწორად - თრეშ მეტალი...
რადგან მეტალსაც მივადექი, ბარემ ვიტყვი, რომ საუკეთესო მეტალ-ჯგუფებად(უფრო სწორდ ამას Progressiv Metal ქვია) Dream Theater, Therion და... Symphony X მგონია, ეს უკანასკნელი კი წინა ორსაც ბევრად მირჩევნია. საერთოდ Progressiv Metal ალბათ ყველაფერს შეიცავს: ჯაზი+კლასიკური მუსიკა+ჰარდ როკი+მეტალი... ჯგუფის შედარებით ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად(თუ არ ვცდები პირველი ალბომი 1994 წელს იყო) თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ უდიდესი პროფესიონალიზმითა და მუსიკის ცოტა უცნაური ხედვით, ამჟამად საუკეთესო ჯგუფია მეტალში....
...ოოოო, დავიღალე, არადა კიდევ რამდენი რამ დამრჩა დასაწერი! მაგრამ, არა უშავს იმედია გამიგეთ, რაც ვთქვი, რაც არარ - იმედია მიხვდებით
არადა რამდენი კარგი და გენიალური ალბომი და სიმღერა გამომრჩა, მაგრამ უკან მიბრუნება აღარ ღირს ალბათ, დანარჩენი თვითონ იგულისხმეთ.
...მაშ, რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიმიყვანს?... Wait! Something is happening!
rastatales.blogspot.com
www.last.fm/user/michinio