Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ლიზინგი კანონმდებლობაში და პრაქტიკაში


Posted by: Mr.Giorgi 9 Jun 2006, 10:43
რახდება ამ მხრივ საქართველოში???


უციდონართათვის კი ლიზინგი ესააა ხელშეკრულების ერთ ერთი სახე და თუ უფრო მეტი გაინტერესებთ აიღეთ სამოქალაქო კოდექსის მეოთხე ნაწილი, წიგნი და იქაა და წაიკითხე biggrin.gif

Posted by: Nacvala 9 Jun 2006, 10:52
Mr.Giorgi
QUOTE
უციდონართათვის კი ლიზინგი ესააა ხელშეკრულების ერთ ერთი სახე და თუ უფრო მეტი გაინტერესებთ აიღეთ სამოქალაქო კოდექსის მეოთხე ნაწილი, წიგნი და იქაა და წაიკითხე

ლიზინგის ზუსტი მნიშვნელობა მაინტერესებს და იქნებ გასაგებად აგვიხსნა მოდერ smile.gif იმიტომ რომ მე არ მაქ
QUOTE
სამოქალაქო კოდექსის მეოთხე ნაწილი

wink.gif

Posted by: Mr.Giorgi 9 Jun 2006, 11:02
ლიზინგი თვითონ სიტყვა ნიშნავს ქონების გაცემას

ლიზინგის გამცემი ხელშეკრულების თანახმად გადასცემს პიროვნებას გარკვეული ვადით ქონებას და მიმღები ვალდებულია იხადოს გარკვეული საზღაური ამ ქონებაზე

მაგალითად სალიზინგო ხელშეკრულოება რომელიმე ავტოგარაჟთან, ნუ ავტოჰაუსთან ასე რომ ვთქვათ :

მიდიხარ და დებ სალიზნიგო ხელშეკრულებას რომ შენ გინდა ნისან სკაილაინი ასეთი და ისეთი ნავაროტები, ამდენ ცხენის ძალიანი და ასე შემდეგ, მერე განსაზღვრავთ ვადას, პერიოდულობით გადასახდელ თანხას და ამ ვადაში ამ ავტოგარაჟმა, იგივე ავტოჰაუსმა უნდა დაგიმზადოს შენ მასეთი მანქანა და გადმოგცეს შენ სარგებლობაში, ანუ შენ ივლი იკაატავებ და ასე შემდეგ, ოღონდ ვერ გაასხვისებ, თუმცა იგი იქნება საკუთრებაში იმ ავტო გარაჟის

როცა ხელშეკრულებაში მითითებული დრო ამოიწურება და ფულიც დადგენილი პრეიოდულობით იქნება გადახდილი და ასე შემდეგ მანქანა უნდა დააბრუნო, ან შეგიძლია ხელშეკრულებაში მიუთითო რომ ამ მანქანას ვადის გასვლის შემდეგ იყიდა, ესეიგი გადმოდის შენს განკარგულებაში და გინდა გაყიდა და გინდა მოდერს აჩუქებ

ანუ ეს არის გარკვეულწილად ქირავნობა, მაგრამ ქირაობ არა ზოგადნივთს არამედ ისეთს როგორიც შენ გინდა, ანუ 1000 ცხენიანი სკაილაინი ასეთი და ისეთი ნავაროტებით და ასე შემდეგ

Posted by: Nacvala 9 Jun 2006, 11:08
Mr.Giorgi
მადლობთ, ეხლა უკვე გასაგებია wink.gif

Posted by: bazveli-lomi 9 Jun 2006, 11:44
მაღალი ღირებულების დანადგარებზე ლიზინგის ხელშეკრულებები საქართველოში ჯერჯერობით არც არის შემოსული (მე არცერთი ხელშეკრულება არ ვიცი) და ვერც შემოვა. . .ამას განაპირობებს ჩვენი მხარის არასტაბილური პარტნიორობის ალბათობა. . .

Posted by: Mateo Falcone 9 Jun 2006, 12:28
საკმაოდ მოხერხებული რამეა წარმოებეისთვის და რავი კიდევ ყველასთვის!
ფაქტიურად ქირაობ პო ზაკაზუ, რასაც გინდა.. მაგალითად ჩურჩხელების სალიზინგო კომპანიაში უკვეთავ 18 კაკლიან ჩურჩხელას და თუ სადმე ეგეთი არსებობს გაგიჩითვენ და მოგაქირავებენ!

ძალიან მოხერხებული და მომგებიანი და საჭირო და კარგი რამეა იზინგი!

ლიზინგ ფორევა!

Posted by: Mr.Giorgi 9 Jun 2006, 13:24
\კი მართლა კარგი რამაა მარა საქართველოში თითქოს ეხლა იწყებს გაქანებას

თან საკანონმდებლო მხრივ ძალიან მშრალი რეგულირებააა, საკანონმდებლო მხრივ მისი გაფართოება შეიძლება

აგერ ბაძველმა ლომმაც თქვა რომ არასაიმედო პარტნიორია ქართული მხარეო

მართალია

დროებაში იხილავდით შირნჰოფერზე რომ იყო გადაცემა, მართალია იქ არ იყო საუბარი ლიზინგზე მაგრამ კაცი12 მილიონი მოდიოდა და გააქციეს ქვეყნიდან, მატყუარები ხართო, არადა ის ხორცგადამამუშავეებელი ქარხანა რომ აშენებულიყო, ეგ გამოიწვევდა მეცხოველეობის განვითარებას მცხეთის რეგიონში და მთლიანად ამ ადგილს ეკონომიკურად წამოწევდა მარა მთავრობაში ზოგ ზოგიერთებს არ მოეწონათ იდეა ალბად ...

იგივეა გრძელვადიანს და ძვირ ღირებულებიან ხელშეკრულებას არამგონია ვინმემ მოაწეროს საქართველოსთან ხელი

ჩასვრილები ვართ იმიჯში, პრეზიდენტი გამოდის კორუპცია აღარ გვქავს ევროსაბჭოში გვინდაო და ავსტრიის სახელმწიფო მინისტრი კორუფციის კონკრეტულ მაგალ;ითებს უდებს წინ, არადა ავსტრია ევროკავშირის თავჯდომარე არ არის

სასაცილოდ ვართ

Posted by: bazveli-lomi 9 Jun 2006, 13:50
QUOTE (Mr.Giorgi @ 9 Jun 2006, 13:24 )
\კი მართლა კარგი რამაა მარა საქართველოში თითქოს ეხლა იწყებს გაქანებას

თან საკანონმდებლო მხრივ ძალიან მშრალი რეგულირებააა, საკანონმდებლო მხრივ მისი გაფართოება შეიძლება

აგერ ბაძველმა ლომმაც თქვა რომ არასაიმედო პარტნიორია ქართული მხარეო

მართალია

დროებაში იხილავდით შირნჰოფერზე რომ იყო გადაცემა, მართალია იქ არ იყო საუბარი ლიზინგზე მაგრამ კაცი12 მილიონი მოდიოდა და გააქციეს ქვეყნიდან, მატყუარები ხართო, არადა ის ხორცგადამამუშავეებელი ქარხანა რომ აშენებულიყო, ეგ გამოიწვევდა მეცხოველეობის განვითარებას მცხეთის რეგიონში და მთლიანად ამ ადგილს ეკონომიკურად წამოწევდა მარა მთავრობაში ზოგ ზოგიერთებს არ მოეწონათ იდეა ალბად ...

იგივეა გრძელვადიანს და ძვირ ღირებულებიან ხელშეკრულებას არამგონია ვინმემ მოაწეროს საქართველოსთან ხელი

ჩასვრილები ვართ იმიჯში, პრეზიდენტი გამოდის კორუპცია აღარ გვქავს ევროსაბჭოში გვინდაო და ავსტრიის სახელმწიფო მინისტრი კორუფციის კონკრეტულ მაგალ;ითებს უდებს წინ, არადა ავსტრია ევროკავშირის თავჯდომარე არ არის

სასაცილოდ ვართ

ამიტომ ლიზინგს საქართველოსნაირ ქვეყანაში არა აქვს პერსპექტივა. . .ჩემის აზრით ხელისუფლებასთანაც კი არ დადებს საზღვარგარეთის სოლიდური კომპანია ლიზინგის ხელშეკრულებას. . . gigi.gif ადამიანი თვითონ გვთავაზობდა უზარმაზარი საინვესტიციო ფონდით ქარხნის გახსნას და გააქციეს (არ შემოუშვა დაინტერესებულმა ამ ბიზნესში და მათ ზურგს უკან მდგომებმა, შეგნებულად კომპანიას არ ვასახელებ, რადგან თვითონაც მიხვდებით ვინ იგულისხმება). . .და ამის მერე ლიზინგის ხსენებაც კი სასაცილოა. . . givi.gif ამ თვალსაზრისით ლიზინგი რესტიტუციას ემსგავსება მეზობელი თემიდან. . .

და საერთოდ ბაზრის გადანაწილების საქმეში ცხოველთა სამყაროს უფრო ედრება ბიზნესმენები, არა მარტო ქართველი ბიზნესმენები. . .ანუ თუ რამე ექსტრაორდინალური მეთოდი არ გამოძებნე (რაც ნაკლებ სავარაუდოა) არსად არ შეგიშვებენ. . .

Posted by: Mr.Giorgi 9 Jun 2006, 14:05
QUOTE
ანუ თუ რამე ექსტრაორდინალური მეთოდი არ გამოძებნე (რაც ნაკლებ სავარაუდოა) არსად არ შეგიშვებენ. . .

არის ერთი ასეთი მეთოდი რა საშუალება

უშუალო გარანტია ქვეყნის პირველი პირისაგან რომ არ ბიზნესმენს უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ ასეთი თანამდებობის პირები რომ ვერ შეეხონ, თრემ აგერ შეეხო და გაიქცა კაცი, მარა რა გაიქცა, გარბის ჯერ ... wink.gif

Posted by: bazveli-lomi 9 Jun 2006, 14:09
QUOTE (Mr.Giorgi @ 9 Jun 2006, 14:05 )
QUOTE
ანუ თუ რამე ექსტრაორდინალური მეთოდი არ გამოძებნე (რაც ნაკლებ სავარაუდოა) არსად არ შეგიშვებენ. . .

არის ერთი ასეთი მეთოდი რა საშუალება

უშუალო გარანტია ქვეყნის პირველი პირისაგან რომ არ ბიზნესმენს უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ ასეთი თანამდებობის პირები რომ ვერ შეეხონ, თრემ აგერ შეეხო და გაიქცა კაცი, მარა რა გაიქცა, გარბის ჯერ ... wink.gif

კი, ოღონდ თუ მოუსმინეს პირველ პირს (ბორჯომისა არ იყოს). . .

Posted by: bazveli-lomi 9 Jun 2006, 15:12
"ნიკორა" . . .

მართალია. . .მიუხედავად იმისა ნიკორას პროდუქციას შეიძლება ნორმალური ეწოდოს. . . biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Mr.Giorgi 9 Jun 2006, 15:51
ნახეთ სისუფთავის რა ნორმები არის დაცული ავსტრიაში , ხო აჩვენეს ხორცის გადამამუშავებელ კამერაში როგორი სპეც ტანსაცმელში ჩაცმულები შედიოდნენ, დაბლა ფეხსაცმლის ძირების სტერილიზაციაც კი კეთდებოდა, აქ კიდევ ნიკორას რეკლამაშივე ვიღაც ბებო ქალები მუშაობენ, თეთრი წინსაფრებით, და მარტო თავყე შემოხვეული ნაჭერი და ქვერდით კიდევ ვიღაც ახალგაზრდა კაცი და ქალი პიჯაკებში რაღაცას ითვლიან


ეეეეეეეეეეეეჰ ეშველება საქართველოს რამეე??????


llev
QUOTE
(დღეს ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა სწორედ ლიზინგის ხელშეკრულებით არის ჩამოტანილი საქართველოში)



აჰაა მართალი ხარ

სამედიცინო აპარატურები ღირს ძალიან ძვირი. მასე ყიდულობენ ავია კომპანიები თვითმფრინავებს

ისე რეკლამაში მაქვს მოსმენილი ბანკი ლიზინგით ავტომობილს აძლევს კლიენტებს , თუ ყუსტად მახსოვს, ოღონდ ერთი ნო იყო, იქ ავტომობილების ნუსხა ქონდა რომლის აღებაც შეძლოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Mr.Giorgi 9 Jun 2006, 21:33
llev
იქნებ ნიკორა ლიზინგით ყიდულობს მაგ ხორცს

ვინ იცის ისე წავიკიხავ მაგ სტატიას საინტერესო ჩანს

ისე საქართველოში სალიზინგო კომპანიები არიან???

Posted by: lucia 10 Jun 2006, 00:05
QUOTE
ისე საქართველოში სალიზინგო კომპანიები არიან???

კი არიან

მარა ვინ ვერ ვიხსენებ ძილის წინ

ხვალ გეტყვი smile.gif

Posted by: karlsoni 12 Jun 2006, 01:11
Mr.Giorgi
QUOTE
რახდება ამ მხრივ საქართველოში???
უციდონართათვის კი ლიზინგი ესააა ხელშეკრულების ერთ ერთი სახე და თუ უფრო მეტი გაინტერესებთ აიღეთ სამოქალაქო კოდექსის მეოთხე ნაწილი, წიგნი და იქაა და წაიკითხე

დიდი არაფერი ხდება. ხელოვნურად შემოტანილი და ხალხში არ გავრცელებული ინსტიტუტი ხალხმა ვერ იგუა.
ლიზინგის ხელშეკრულებას მხოლოდ საზღვარგარეთთან მომუშავე მსხვილი კომპანიები თუ აფორმებენ.
თუ მსგავსი ხელშეკრულება აქაურებმა გააფორმეს სხვა სახელს არქმევენ.

Posted by: ლლევ 10 Jul 2006, 18:27
იხილეთ ბატონ ზურაბ ძლიერიშვილის სტატია ლიზინგის შესახებ.

Posted by: Selfish_kid 6 Nov 2009, 19:26
1989 წლის ოტავის კონვენციას ვეძებ ფინანსური ლიზინგის შესახებ
შეგიძლიათ დამეხმაროთ? help.gif help.gif

Posted by: keres 9 Mar 2011, 17:41
ჰიე ვი ქამმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ

Posted by: nnnswordfish 10 Mar 2011, 20:21
ლიზინგი ინგლისური სიტყვაა და ქონების გადააცემას ნიშნავს. ეს არის იგივე ფინანსური იჯარა. ლიზინგი სახეზეა თუ სრულდება რომელიმე ქვემოთ მოტანილი პირობიდან ერთერთი მაინც :

1) ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს გადაეცემა აქტივის საკუთრების უფლება იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ.

2) ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს უფლება აქვს შეიძინოს აქტივი იმ რეალურ ღირებულებაზე დაბალ ფასადრომელისც აქტივს გააჩნია უფლების გამოყენების მომენტში, ხოლო იჯარის ვადის დასაწყისში არსებობს ამ უფლების გამოყენების დიდი ალბათობა. (ანუ მოიჯარეს აქვს უფლება ნივთის ყიდვის იჯარის ვადის ამოწურვის დროს ნაშთის ფასად. ე.ი რა საბაზრო ღირებულებაც გააჩნდა ნივთს იმას გამოვაკლოთ ჩვენს მიერ გადახდილი ფული და დარიცხული ცვეთა. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ნივთი მფლობელობიდან გადადის საკუთრებაში. ოღონდ შეძენის უფლება აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში.)

3) იჯარის ვადა მოიცავს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადის ძირითად მნიშვნელოვან ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება არ გადაიცემა.

4) იჯარის ვადის დასაწყისისთვის მინიმალური საიჯარო გადასახდელის დისკონტირებული ღირებულება უკიდურეს შემთხვევაში შეადგენს იჯარით აღებული ნივთის პრაქტიკულად მთლიან რეალურ ღირებულებას.

5) იჯარით აღებული აქტივი ხასიათდება სპეციფიკურობით ისე, რომ მხოლოდ მოიჯარეს შეუძლია მისი გამოყენება მოდიფიკაციის შესახებ.
* * *
QUOTE (karlsoni @ 12 Jun 2006, 01:11 )
[b]Mr.Giorgi[/b
ლიზინგის ხელშეკრულებას მხოლოდ საზღვარგარეთთან მომუშავე მსხვილი კომპანიები თუ აფორმებენ.
თუ მსგავსი ხელშეკრულება აქაურებმა გააფორმეს სხვა სახელს არქმევენ.

ტაქსებს აქირავებდნენ ასე ადრე და მგონი ახლაცაა. ქირას იხდიდნენ და მერე რჩებოდათ ის მანქანები.

Posted by: mawaka 7 Oct 2011, 13:56
კონკრეტულად თუ იცით სალიზინგო კომპანიები თუ შეგიძლიათ ვებ მისამართები დაწეროთ ან კონტაქტები. თუ არ შეწუხდებით მადლობას წინასწარ

Posted by: progresi 7 Oct 2011, 18:44
თბს-ბანკს აქვს თბსლიზინგი და საქართველოს ბანკთანაც არსებობს სალიზინგო კომპანია, სხვა არ ვიცი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)