Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > თმის მოშორება


Posted by: ququn 13 Jun 2008, 20:08
მაინტერესებს არის თუ არა ისეთი წამალი ან "ხალხური საშუალება" თმის ზრდას რო აჩერებდეს, ასე ვთქვათ "სპობდეს". spy.gif
არ ვგულისხმობ ლაზერულ ეპილაციას და ა.შ

იქნებ იცით ვინმემ?

Posted by: mtvareuli 13 Jun 2008, 20:29
ququn

ეფლორნიტინი

http://en.wikipedia.org/wiki/Eflornithine#Hair_growth_inhibitor_cream

http://www.nlm.nih.gov/medlineplus/druginfo/medmaster/a604031.html

http://www.medicinenet.com/eflornithine/article.htm

საქართველოში იყიდება თუ არა, არ ვიცი mo.gif

Posted by: ququn 13 Jun 2008, 20:31
ვნახავ . მადლობა

p.s ისე რომელ ექიმს უნდა მივმართო ხო არ იცით?

ეხლა ვნახე, მაგრამ ეგ ზრდის პროცესს ანელებს მეტი არაფერი. sad.gif

Posted by: mtvareuli 13 Jun 2008, 20:37
ququn

და ეპილაცია რატო არა?

თუ ჰორმონული დარღვევების გამოა ჭარბთმიანობა, მაშინ ენდოკრინოლოგი უნდა მაგას, კრემებით ვერ უშველი yes.gif

Posted by: Prankster 13 Jun 2008, 20:39
ზოგს მოსპობა უნდა
ზოგს მომატება

რას გაუგებ ამ ხალხს...

ვისაც ზედმეტი გაქვთ - ჩემკენ გამოუშვით biggrin.gif

Posted by: ququn 13 Jun 2008, 20:42
mtvareuli

ჰორმონალური დარღვევების გამო არაა. უბრალოდ მაინტერესებს რა საშუალებება არსებობს. ალბათ კრემი მარა რომელი! biggrin.gif

Posted by: mtvareuli 13 Jun 2008, 20:52
ququn

რაც ზემოთ დავწერე, იმაზე მეტი ეფექტის მქონე კრემი არამგონია არსებობდეს..... ნუ დეპილატორი კრემები არსებობს კიდე, მაგრამ ეგ არამგონია გაინტერესებდეს smile.gif

Posted by: ququn 13 Jun 2008, 20:55
ე.ი მივიდე უნდა ენდოკრინოლოგთან! biggrin.gif

Posted by: polaren21 18 Jun 2008, 13:41
გამარჯობათ , მოკლედ მაინტერესებს , არსებობს თურმე რაღაც კრემი , რომლის წასმის შემდეგ , ჩამოიბანთ და სასურველ ადგილას ბეწვი აღარ იქნება , ესეთი რამე არსებობს და სახელს ხომ ვერ მეტყვით , მე წინ მუცელსა და მკერდზე მინდა მეწვის მოშორება , წინასწარ გმადლობთ yes.gif

Posted by: Bala 18 Jun 2008, 14:01
როგორც მივხვდი ბიჭი უნდა იყო

რომელიმე ფირმის დეპილატორი აიღე, მაგრამ კაცებისთვის თუ არის ეგენი არ ვიცი, ანუ ქალის და კაცის თმა სხვადასხვანაირია და კრემების გამოყენებაც არ შეიძლება ერთნაირის (ალბათ)

Posted by: mtvareuli 18 Jun 2008, 15:40
სილამაზე&მოდის განყოFილებაში არსებობს თემა ეპილაციაზე, მაგრამ აქ მაინც ხსნიან თმის მოშორებაზე თემებს. მე ადრე შევაგროვე ამაზე რაღაც ინFორმაციები და დავწერე იმ თემაში, მაგრამ აქაც დავწერ, კაი biggrin.gif

დღეისთვის თმის მოშორების ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ არცერთი არაა ისეთი, რომ სამუდამოდ მოაშოროს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ელექტრო, ლაზერული და ფოტო ეპილაცია, დიდი ხნით აცილებს თმებს და საკმაოდ ამცირებს მათ რაოდენობას, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მილიონობით თმის ფოლიკული გვაქვს, ზოგიერთი ისევ იზრდება. Eს მეთოდები საკმაოდ ძვირადღირებულიცაა. თმის მოშორების უფრო იაფ მეთოდებს მიეკუთვნება გაპარსვა, მექანიკური ეპილატორები, დეპილატორები, აფხრეწვა(ვოქსი). მათი ეფექტი შედარებით მოკლეა.

მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება კანის გაღიზიანების ხარისხით, რისკით, ფასით, პროცედურის ხანგრძლივობის და თმის ამოსვლის დროით, აგრეთვე შედეგით. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე, მის სიხშირეზე, ჰორმონალურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. თუმცა ქვემოთ მოყვანილია თითოეული მათგანის მოკლე დახასიათება.

მექანიკური ეპილატორები:
ისინი თმას ძირიდან აძრობენ და არ არის რეკომენდირებული ისეთ ადგილებზე, სადაც კანი მგრძნობიარეა, მაგალითად სახეზე, ბიკინის ზონაში, იღლიებში, რადგან პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია. გარდა ამისა, თმას უნდა ჰქონდეს გარკვეული სიგრძე, რომ ეპილატორმა ის ამოაძროს, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი მათგანში მაინც გამოტოვოს. მისი ხანგრძლივი გამოყენებისას თმა შედარებით სუსტი ხდება და შეიძლება რაოდენობამაც იკლოს, მაგრამ, ამ პროცედურეს დიდი მინუსი არის ის, რომ თმა შეიძლება ჩაიზარდოს კანში.
user posted image

დეპილატორები:
ისინი შეიძლება ითქვას, ქიმიურად პარსავენ თმას. დეპილატორი კრემები ან ლოსიონები შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებშიც იხსნება თმის ცილები და შედეგად ისინი ცილდება კანს. ზოგიერთმა დეპილატორმა შეიძლება გამოიწვიოს აკნეს მომატება კანზე, ან კანის გაღიზიანება ან დამწვრობა, თუ მისი ფორმულა ზედმეტად ძლიერია ან კანზე დროზე მეტხანს იქნება გაჩერებული. შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც გაპარსვის შემდეგ, რამოდენიმე დღიანი.

ვოქსი:
ცვილით ან სპეციალური ასაფხრეწი ლენტებით კანის რაღაც მონაკვეთიდან ხდება თმების მოშორება, მათი ძირებიდან ამოძრობის გზით. ეს მეთოდი საკმაოდ მტკივნეულია. შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ან თმის ფოლიკულიების ანთება. ვოქსი არ შეიძლება დაიდოს კანზე, რომელიც არის დაზიანებული, მზით დამწვარი, აგრეთვე არ შეიძლება მისი გამოყენება სახეზე, რადგან სახის კანი უფრო მგრძნობიარეა და შეიძლება დაზიანდეს კიდეც. უკეთესია თუ პროფესიონალთან ჩაიტარებთ ამ პროცედურას. თმა უნდა იყოს გარკვეული სიგრძის, რომ პროცედურა ეფექტური იყოს. ეფექტი გრძელდება დაახლოებით 3-8 კვირა.
user posted image

ელექტროლიზი:
ელექტროლიზი, ანუ ელექტროეპილაცია არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რადგან ხდება თითოეული თმის ინდივიდუალურად მოშორება. ამ დროს ნემსით ჩადიან თითოეული თმის ძირამდე და ელექტრული იმპულსით აზიანებენ მის ფოლიკულს. ამის გამო ელექტროლიზი საკმაოდ მტკივნეულია. კანი რაღაც დროის განმავლობაში შეიძლება იყოს გაღიზიანებული, (შესაძლოა ნაჩხვლეტის ადგილებზე პატარა წერტილები გაჩნდეს, რომლებიც წესით რამდენიმე დღეში ქრება, ამაზე დადებით გავლენას ახდენს მზის სხივები). ერთ ადგილას შეიძლება რამდენიმე პროცედურეს ჩატარება გახდეს საჭირო, თუმცა შედეგი საკმაოდ ეფექტურია. ზოგიერთი თმა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული რაოდენობით და გაცილებით სუსტი და შეუმჩნეველი. პროცედურა აუცილებლად პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს. ფასი ისაზღვრება დროის ხანგრძლივობით და არის საშუალოდ 10 ლარი საათში.
user posted image user posted image

ლაზერი:
მისი მოქმედების მექანიზმი არის კანის მცირე მონაკვეთებზე ლაზერის სხივით მოქმედება. სხივი აზიანებს თმის ფოლიკულას და მის შემდგომ ზრდას უშლის ხელს. ტკივილი თითქმის არ არის, შესაძლებელია მცირედი დისკომფორტი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მცირე ხანს გრძელდება პროცედურა. შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიწითლე (როგორც წესი 10-15 წუთში უნდა გაიაროს) და კანის პიგმენტური ცვლილება (კანზე საჭიროა მზისგან დამცავი კრემის წასმა პროცედურიდან 1-2 კვირის განმავლობაში) ლაზერის სხივი მოქმედებს პიგმენტ მელანინზე და ამიტომ მისით მკურნალობა ყველაზე ეფექტურია მუქი თმისა და ღია კანის მქონე ადამიანებისთვის, ქერებისთვის შედარებით არაეფექტურია. ლაზერულმა ეპილაციამ შეიძლება არ იმოქმედოს ისეთ ადგილებზე, სადაც თმის ფოლიკულები შედარებით ღრმად მდებარეობენ, მაგალითად იღლიის, ან ბიკინის ზონებში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თხელ და უფერო ბუსუსებზე და მათი ზრდაც კი გამოიწვიოს. პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაატაროს ლიცენზირებულმა პროფესიონალმა. საკმაოდ ძვირი ჯდება(ერთი იმპულსი დაახლოებით 1-2ლარი მგონი და ეს იმპულსი მოქმედებს სადღაც სანტიმეტრნახევარი დიამეტრიც მონაკვეთზე) და რამოდენიმე პროცედურაა საჭირო (2-3 თვის ინტერვალებში) ეფექტი საკმაოდ ხანგღძლივი და კარგია, თუმცა არ ხდება თმის სრულიად მოშორება, ისევ შეიძლება ამოვიდეს, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული და შეთხელებული.
user posted image

ფოტოეპილაცია:
ეს მეთოდი ითვალისწინებს ინტენსიური, პულსირებადი სინათლის მოქმედებით თმის ფოლიკულების დაზიანებას. ის მოქმედებს ყველგან, ყველა სახის კანსა და თმაზე. მოქმედებს უფრო დიდ ფართობზე ერთდროულად და შესაბამისად, უფრო ნაკლები დრო ჭირდება პროცედურას. ის უნდა ჩაატაროს ლიცენზირებულმა პროფესიონალმა, რომელიც პაციენტს თმისა და კანის ფერის მიხედვით ინდივიდუალურად შეურჩევს მკურნალობის სახეს. აქვს მინიმალური გვერდითი ეფექტები, თუმცა აქაც რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო. შედეგი ხანგრძლივი და კარგია. შეიძლება კვლავ გაიზარდოს თმები, თუმცა გაცილებით ნაკლებრიცხოვანი და თხელი. პროცედურა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა საქართველოში საერთოდ არის თუ არა სადმე ეს აპარატი, არ ვიცი.
http://www.radikal.ru

თუ ეს ყველაფერი არაკომფორტული ან ძვირია, მაშინ ისევ მამაპაპურ გაპარსვას მიმართეთbiggrin.gif
user posted image

ინფორმაცია შეიძლება სრულყოფილი არ არის, მაგრამ რაღაც ელემენტარულს მაინც გაიგებთ. მე მეტი რაღა გიყოთ biggrin.gif უFრო დეტალურად თქვენ მოიძიეთ და გაერკვიეთ და რაც მთავარია, გამოსცადეთ yes.gif

Posted by: *tamtam* 18 Jun 2008, 16:12
მე რაც ვცადე რეალური ეფექტი ელექტროეპილაციის შემდეგ დავინახე..
ლაზერმა უფრო გამიუარესა, მაგრამ მერე ელექტროთი გავიკეთე და სადაც გავიკეთე ორჯერ, იქ აღარ ამომსვლია smile.gif

Posted by: naa 21 Jun 2008, 09:37
ეპილატორი ძაან კაია, პირველად ძაან მტკივნეულია, მაგრამ მერე ეჩვევი და საერთოდ არგტკივა, თან ძაან ასუსტებს თმას და უფრო იშვიათად გიწევს

Posted by: mgeli556 21 Jul 2008, 02:20
ძაღლის რძე უნდა წაისვა და გიშველის

Posted by: ლაბუ 21 Jul 2008, 12:02
QUOTE
ძაღლის რძე უნდა წაისვა და გიშველის

და კიდევ ყვავის ქონი biggrin.gif givi.gif
ეფრემ ვერდის გამოცდილებიდან გეუბნები yes.gif biggrin.gif

Posted by: ika_333_ika 21 Jul 2008, 16:08
QUOTE
და კიდევ ყვავის ქონი

ყვავის ქონი მეც გამიგია lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: miracle_of_love 17 Nov 2008, 02:27
ლაბუ
გოგო რაის ეფრემ ვერდი ეგ ფუფალას ლეგენდარული რეცეპტია. gigi.gif შენ ხომ ვირტუალური სამყაროდანაც ანტიდეპრესანტად მევლინები. გკოცნი უამრავს. 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: rock in rose 17 Nov 2008, 21:10
ququn
სადღაც წავიკითხე პრობლემატურ ადლილას ნაცარი უნდა წაისვა. ის დღე გაიჩერე და მერე ჩამოიბანე. მასე გიმეორე რამდენჯერმე და თმა თავისით დაგცვივდება. რავი ეგრე იწერა კარაბადინში

Posted by: spiders 26 Nov 2008, 03:02
rock in rose






მართლია? ვინმეს გამოუცდია? sleep.gif

Posted by: rock in rose 26 Nov 2008, 15:43
spiders
მე ნამდვილა არა, მაგრამ მეგობარმა სცადა და მოეწონა, უშველა

Posted by: spiders 26 Nov 2008, 17:43
rock in rose


დაა, ისა, ფურცელი რო დაწვა იმის ნაცარი შეიძლება? user.gif

Posted by: Pharmace 27 Nov 2008, 00:04
QUOTE
დაა, ისა, ფურცელი რო დაწვა იმის ნაცარი შეიძლება

როგორ არა , ნაცარი ნაცარია. lol.gif

Posted by: agr_bak 27 Nov 2008, 05:27
QUOTE
სადღაც წავიკითხე პრობლემატურ ადლილას ნაცარი უნდა წაისვა


lol.gif lol.gif


ყვავი ისე მოხარშე რომ ორთქლი არ ამოუვიდეს და იმის წვენი მიიღე
მორიელის სისხლი გაახმე და მიიღე
აქლემის კუზი ჯოჯოხეთის ქვა და ეშმაკის კიტრანა ერთმანეთში აურიე და დალიე

ნახე როგორ გეამება

© ფუფალა

Posted by: rock in rose 27 Nov 2008, 13:01
spiders
არა დამწვარი ხის უნდა იყოს

Posted by: booobooo123 9 Dec 2008, 09:27
ელექტრო ეპილაცია ხალზე თუ გაგიკეთებიათ ვინმეს? ეპილატოროლოგმა (რა კაი თანამდებობაა wink.gif ) მითხრა შენ თუ თანახმა ხარ გაგიკეთებო და რამე ხომ არ დამემართება?

Posted by: Gamge 16 Feb 2009, 15:25
mtvareuli
QUOTE
ელექტროლიზი:

ამას სად აკეთებენ ხარისხიანად? და გაყუჩებით არ აყუჩებენ რამე რო იყოს>?

Posted by: wall-e 4 Mar 2009, 01:35
ელექტრო ეპილაცია ყველაზე უსაფრთხოა ჩემი აზრით , ალბათ ეფექტურიც

Posted by: monalis 31 Mar 2009, 12:56
მაინტერესებს თმის მოსჰორების რომელი სასჰუალებაა უკეტესი ორსულებისთვის?

Posted by: SECRET 2 Apr 2009, 09:35
ორსულებისთვის საერთოდ შეიძლება თუ არა არ ვიცი biggrin.gif მე რო მივედი პირველად ეგ მკიტხა ორსულად ხო არ ხარო smile.gif

Posted by: monalis 3 Apr 2009, 17:20
ნუ რამე საშუალებები ხომ უნდა არსებობდეს აბა ისე ხომ არ ივლიან 9 თვე

Posted by: jottia 2 Jan 2011, 02:25
ყველაზე მაგარია უნდა დაითრიოთ 2 ლარი და იყიდოთ ერტი ლიტრა ბენზინი და გადაისხათ biggrin.gif დედას უკლავს თმას...
ეს იმათვისაა ვისაც თავი ოხრახუში გონია ანუ მეორედ მოვა ან იაგოველი მერედ რომ მოხვალთ თმები აგარ გექნებათ biggrin.gif:D:D:D:D:D:D:D


Posted by: pisopiso 5 Jan 2011, 20:12
ელექტროეპილაციას ვინ სად იკეთებთ დაწერეთ რა , დიდი ხნის შესვენების შემდეგ მინდა გავიკეთო და დამაკვალიანეთ სად მივიდე

Posted by: jubo_bero 7 Jan 2011, 17:31
რამე შამპუნი არ არსებობს თმების ზრდას რო აჩქარებდეს? smile.gif

Posted by: volfmai 14 Dec 2015, 21:43
ყველაფერი თმების შესახებ:

http://www.aura.ge/menu/2-istoriebi/133-palitra/4178-tmebi.html

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)