forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უცხოეთის პირველობები, ავივა, გინეს№ ითმ, ტარრი, ნრჩ
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14799
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 12 Sep 2014, 10:13  #42212678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ავივა, გინეს, ითმ, ქარრი, ნრჩ


გამოქვეყნდა ხუთშაბათის "ჩვენს თამაშში"

დღევანდელში "ოთხი ერის" პრევიუ + აკიდო #04 =
გაიღეთ 60 თეთრი და ისიამოვნეთ დილიდან


user posted image

რბევა სეზონის სტარტზე

ინგლისში, "ავივა პრემიერშიპის" სტარტზე, სამმა ბექმა შეასრულა ჰეთ’თრიქი;
კელტეთში, "გინესზე", სამიდან ორი ირლანდიელი ბობოლა სქოთებთან დამარცხდა, მესამე კი უელსში ფრეს გამორჩა;
ზელანდიაში ოქლენდმა წაგებული მატჩი შემოაბრუნა, ხოლო
აფრიკაში მორიგი რასობრივი კვოტები დასახეს.


http://Qaflan.netai.net/2014
http://issuu.com/chveni-tamashi

ჩემპიონმა ნორსჰემპთონმა 53:6 რომ დაანგრია გლოსთერი, რვიდან სამი ლელო უელსელმა ჯორჯ ნორსმა გაიტანა; სარასენსმა ნაკრების ყოფილი წევრის, დევიდ სთრეთლის მესამე შედეგიანი რეიდით 34:28 ძლია ვოსპსი, ლესთერისგან ნიუქასლის 36:17 გაბითურებაში კი თავი ფიჯელმა ვერე’ნიკი ნგონევამ გამოიჩინა.

თვიქნემში შაბათს ლონდონური დაბლ’ჰედერი - შეწყვილებული თამაში მოეწყო. ჩვენი "ლელოს" მოკეთე სარასენსი ერთი ხანობა 20:6 იგებდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ მიირთვა 22 ქულა და ჩამორჩა. გამარჯვების ლელოს ჩათვლას ვიდეო-ანალიზი დაჭირდა, რაც ვერ მოხერხდა კელტეთში, ქონოთ - დრეგონზის შეხვედრაში, რაღაი თამაში ტელევიზიით არ გადაიცემოდა.

შალვა მამუკაშვილს ვიზა და სეილში ჩასვლა რომ დაუგვიანდა, ბასთან არ უთამაშნია. სტუმრები სულ იგებდნენ, შარქსი კი ერთადერთხელ, 66’ წუთზე დაწინაურდა მგორავი მოლით, მაგრამ ბოლოსკენ მაინც ვერ ალაგმა ძირით ფიჯელი სემესა როკონდუნგუნი * 20:29

შინ, ოქსფორდში, კატასტროფა * 0:52 შეემთხვა ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ ველშს", ვინაც ზაფხულში 25 მოთამაშე იყიდა და "ოლ ბლექი" პირი ვიპუც კი გადაიბირა.

ქართერი ვარჯიშს შეუდგა

კელტეთში ედინბურგმა ლიმრიქში 14:13 მოუგო მანსთერს იმის მიუხედვად, რომ კაცი 3-ჯერ გაუსინბინეს, გლაზგო კი ლენსთერს 30’ წუთზე 17:0 უსწრებდა, ბოლომდე 4 წუთით ადრე უკვე 19:20 ჩამორჩებოდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე სთიუართ ჰოგმა შეაგდო ჯარიმა * 22:20

ფრედ - ქულებით 32:32 და ლელოებითაც 4/4 - დასრულდა ჰლანეჰლი - ალსთერის რკენა. ზელანდიაში 9 თამაშში 10 პრემია გაიცა. პრემიერ’შიპის მაჩანჩალა ველინგთონი "იდენ პარქზე" 30:6 უგებდა მასპინძელ ოქლენდს, მაგრამ ერთი ქულით წაგება მაინც მოახერხა - მეორე ტაიმში უპასუხო 25 გაუშვა!

ლიდერობს ქენთებრი (ზე 15-ის ქრუსეიდერზის ბირთვი). მოტეხილი ფეხი მოუშუშდა დენ ქართერს, კონტაქტურ ვარჯიშს შეუდგა და თუ ნოემბერში, ევროპაში უნდა დაემგზავროს ნაკრებს, წესით ჯერ ქენთებრის შემადგენლობაში უნდა ჩადგეს ფორმაში.

განუხორციელებადი კვოტები

აფრიკაში შავი რასიზმი მძვინვარებს. პოლიტიკოსებმა კავშირს თავს მოახვიეს მორიგი უტოპიური დოკუმენტი - "სტრატეგიული გარდაქმნის გეგმა". მის თანახმად, ეს უკვე მერამდენედ შემოდის განუხორციელებადი კვოტები, გუნდში ამდენი და ამდენი არა-თეთრი უნდა იყოსო, 2019 წელს კი ნაკრებში ამათი წილი თურმე 50 პროცენტამდეც უნდა გაიზარდოს.

ბოკეებს "ქარრის თასისთვის" რომ არა სცხელათ, მზარდმა პუმასმა სტუმრად ძლია ჩიტაზი, მაჩანჩალა ხრიკვაზმა კი ბობოლა შარქსი მისსავე მოედანზე, ფრანსუა ბრუმერის გვიანი არეკნით დააშამათა * 21:18

ქურციკეთში კვლავაც წაუგებლად ლიდერობს ქეიპთაუნის "დასავლეთი კონცხი" (ზე 15-ის სთორმერზ), ზელანდიამ კი ისმინა რაგბეთის ვედრება და ისტორიაში პირველად, 2015 წლის 8 ივლისს ჩაბრძანდება სამოაზე, სადაურებისგანაც ერთობაა დავალებული.


ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

I რაუნდი

ნორსჰემპთონ$ 53:06 გლოსთერ
სეილ 20:29 ბას
სარასენს$ 34:28 ვოსპს$
ლესთერ$ 36:17 ნიუქასლ
აირიშ$ 15:20 ჰარლიქვინზ
ველშ 00:52 ექსეთერ$

II რაუნდი @ 12-14/09

ჰარლიქვინზ 22.45 სარასენს ^პარ
ბას 18.00 ლონ’ველშ ^შაბ
გლოსთერ 18.00 სეილ ^შაბ
ექსეთერ 18.15 ლესთერ ^შაბ
ვოსპს 17.00 ნორსჰემპთონ ^კვი
ნიუქასლ 18.00 ლონ’აირიშ ^კვი

1 რაუნდი ავივა ქ მ-წ სხვ გატ:გაშ $

ჩიფს ექსეთერ 5 1-0 +52 52:00 1
სეინთს ნორსჰემპთონ 5 1-0 +47 53:06 1
თაიგერზ ლესთერ 5 1-0 +19 36:17 1
სარასენს ლონდონ 5 1-0 +6 34:28 1
. ბას 4 1-0 +9 29:20 0
ჰარლიქვინზ ლონდონ 4 1-0 +5 20:15 0
აირიშ ლონდონ 1 0-1 -5 15:20 1
ვოსპს ლონდონ 1 0-1 -6 28:34 1
შარქს სეილ 0 0-1 -9 20:29 0
ფოლქონზ ნიუქასლ 0 0-1 -19 17:36 0
. გლოსთერ 0 0-1 -47 06:53 0
ველშ ლონდონ 0 0-1 -52 00:52 0


კელტეთის "გინეს პრო12"

I რაუნდი

მანსთერ$ 13:14 ედინბურგ
ოსპრეიზ$ 44:13 ტრევიზო
ჰლანეჰლი$ 32:32 ალსთერ$
ქონოთ 16:11 დრეგონზ$
გლაზგო 22:20 ლენსთერ$
ძებრე 26:41 კარდიფ$

II რაუნდი @ 12-14/09

ტრევიზო 22.00 მანსთერ ^პარ
დრეგონზ 22.35 ოსპრეიზ ^პარ
ედინბურგ 22.35 ქონოთ ^პარ
ალსთერ 22.35 ძებრე ^პარ
ლენსთერ 17.40 ჰლანეჰლი ^შაბ
კარდიფ 19.00 გლაზგო ^კვი

1 რაუნდი გინეს პრო12 ქ მ-წ*ფ სხვ გატ:გაშ $

ოსპრეიზ სვონზი (უე) 5 1-0 +31 44:13 1
ბლუზ კარდიფ (უე) 5 1-0 +15 41:26 1
ქონოთ გოლვეი (ირ) 4 1-0 +5 16:11 0
ვორიორზ გლაზგო (შტ) 4 1-0 +2 22:20 0
. ედინბურგ (შტ) 4 1-0 +1 14:13 0
სქარლეთს ჰლანეჰლი (უე) 3 0-0*1 =0 32:32 1
ალსთერ ბელფასთ (ირ) 3 0-0*1 =0 32:32 1
მანსთერ ლიმრიქ (ირ) 1 0-1 -1 13:14 1
ლენსთერ დაბლინ (ირ) 1 0-1 -2 20:22 1
დრეგონზ ნიუპორთ (უე) 1 0-1 -5 11:16 1
ძებრე პარმა (იტ) 0 0-1 -15 26:41 0
ბენეტონ ტრევიზო (იტ) 0 0-1 -31 13:44 0


ახალი ზელანდიის "ითმ-ის თასი"

IV რაუნდი

@ მანავატუ 29:27 ბეი’ოვ’პლენთი$
ოთაგო$ 16:23 ქენთებრი
ტასმან 23:16 ვაიქათო$
ნორსლენდ 23:21 ჰოქს’ბეი$
ოქლენდ 31:30 ველინგთონ$
თარანაქი$ 41:19 საუსლენდ$
მანავატუ 26:10 ქაუნთიზ
ბეი’ოვ’პლენთი 21:14 ნორს’ჰარბორ$
@ ოთაგო 23:40 ნორსლენდ$

V რაუნდი @ 11-14/09

ტასმან 11.35 თარანაქი ^ხუთ
ნორს’ჰარბორ 10.05 მანავატუ ^ პარ
ქენთებრი 12.05 ველინგთონ ^პარ
ბეი’ოვ’პლენთი 06.35 ოქლენდ ^ შაბ
საუსლენდ 08.35 ნორსლენდ ^ შაბ
ვაიქათო 06.35 ქაუნთიზ ^კვი
ჰოქს’ბეი =რფ 08.35 ოთაგო ^კვი

4 რაუნდი ითმ-ის თასი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

ქენთებრი ქრაისთჩერჩ 19 4-0 +122 22/04 177:055 3
@ თარანაქი ნიუ’პლიმუთ 18 3-1*1 +86 20/08 163:077 4
ტასმან ნელსონ|ბლენ~ 16 3-0*1 +56 14/08 130:074 2
ოქლენდ ოქლენდ 11 2-1*1 -10 08/11 091:101 1
@ ვაიქათო ჰემილთონ 10 2-3 -49 13/20 119:168 2
ქთზ’მანუკაუ პუკეკოჰე 8 1-2*1 -18 07/09 069:087 2
ველინგთონ ველინგთონ 2 0-4 -49 09/16 081:130 2

@ მანავატუ პამერსთონ’ნ~ 16 4-1 +1 11/13 117:116 0
@ ნორსლენდ ფონგარეი 15 3-2 -1 14/14 124:125 3
@ ოთაგო დანიდინ 10 2-3 -3 12/16 125:128 2
ჰოქს’ბეი ნეიპირ 10 2-2 -13 11/10 092:105 2
საუსლენდ ინვერქარგილ 8 2-2 -18 10/13 100:118 0
@ ბეი’პლენთი როტორუა 7 1-4 -73 12/21 101:174 3
ნორს’ჰარბორ ელბანი 3 0-4 -31 07/07 065:096 3


სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"

V რაუნდი

კონცხი$ 49:14 ქინგზ
ჩიტაზ 17:31 პუმას
შარქს$ 18:21 ხრიკვაზ
ბულზ 36:26 ლაიონზ

VI რაუნდი @ 12-13/09

ქინგზ 21.10 ბულზ ^პარ
ჩიტაზ 17.00 შარქს ^შაბ
ხრიკვაზ 17.00 პუმას ^შაბ
ლაიონზ 19.05 კონცხი ^შაბ

5 რაუნდი ქარრის თასი ქ მ-წ სხვ ლ გატ:გაშ $

კონცხი ქეიპთაუნ 23 5-0 +96 22/08 175:079 3
პუმას ნელსპრეიტ 18 4-1 +32 16/11 141:109 2
ლაიონზ იოჰანესბერგ 15 3-2 +65 21/13 182:117 3
შარქს დურბან 14 3-2 +14 11/10 124:110 2
ჩიტაზ ბლუმფონტეინ 12 2-3 -6 15/14 124:130 4
ბულზ პრეტორია 10 2-3 -42 11/17 114:156 2
ხრიკვაზ ქიმბერლი 7 1-4 -40 12/19 112:152 3
ქინგზ პორთ’ელიზაბეთ 1 0-5 -119 13/29 096:215 1


ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"

III რაუნდი

ნჰ’რეიზ 21:33 იგლზ
კანბერა 26:21 ქზლ’ქანთრი$
პერთ 34:44 რემზ
ბრისბენ 18:79 მელბურნ$
ჯ, ა = 2; გ = 3

IV რაუნდი @ 11-14/09

მელბურნ 13.30 პერთ ^ხუთ
რემზ 09.00 სთარზ ^შაბ
ქზლ’ქანთრი 11.10 ნჰ’რეიზ ^შაბ
იგლზ 09.00 ბრისბენ ^კვი

3 რაუნდი პირველობა ქ მ-წ სხვ ლ გატ:გაშ $

რაიზინგ მელბურნ 15 3-0 +114 . 179:065 3
ქანთრი იგლზ სიდნი 14 3-0 +65 . 101:036 2
ვაიქინგზ კანბერა 9 2-1 +19 . 086:067 1
სითი ბრისბენ 8 2-1 -31 . 089:120 0
სპირით პერთ 5 1-2 -10 . 083:093 1
რემზ გრეითერ’სიდნი 4 1-2 -38 . 064:102 0
# ქზლ’ქანთრი გოულდ ქოუსთ 1 0-2 -29 . 034:063 1
# რეიზ ნრს’ჰარბ’სიდნი 0 0-2 -33 . 055:088 0
# სთარზ სიდნი 0 0-2 -57 . 033:090 0

@ თამაშით მეტი, # თამაშით ნაკლები;
ავსტრალიაში პრემია ფრანგულია, ხოლო ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებისთვის გერგება

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 12 Sep 2014, 10:15


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Zbo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5567
წევრი No.: 144353
რეგისტრ.: 13-March 12

გამოგზავნილია: 12 Sep 2014, 10:17  #42212701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლუკასა და ნიკოს მამა
მადლობა
კარგია სხვა ჩემპიონატებსაც თუ ყურადღება მიექცევა

მე მომწონს ავივა, სანახაობრივად ტოპ 14 გაცილებით ჯობია
zaal1969
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2617
წევრი No.: 137153
რეგისტრ.: 19-October 11

გამოგზავნილია: 12 Sep 2014, 12:00  #42213540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Zbo
QUOTE
ლუკასა და ნიკოს მამა
მადლობა
კარგია სხვა ჩემპიონატებსაც თუ ყურადღება მიექცევა

მე მომწონს ავივა, სანახაობრივად ტოპ 14 გაცილებით ჯობია

ეგ გემოვნების საკითხია,მე ვფიქრობ,რომ ამ ეტაპზე ტოპ-14 უკეთესი და კონკურენტული გუნდებით არის წარმოდგენილი და თამაშებიც სანახაობრივია.
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8372
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 Sep 2014, 14:02  #42214766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე მომწონს ავივა, სანახაობრივად ტოპ 14 გაცილებით ჯობია

ეგ გემოვნების საკითხია,მე ვფიქრობ,რომ ამ ეტაპზე ტოპ-14 უკეთესი და კონკურენტული გუნდებით არის წარმოდგენილი და თამაშებიც სანახაობრივია.

კაი სვრაკაა ორივე smile.gif აი ითმ უკვე სულ სხვა დონეა smile.gif
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4678
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 13 Sep 2014, 01:31  #42221666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰარლექინზ სარასენს თამაშს უყურეთ ვინმემ? biggrin.gif 0ზე როგორ დასვეს თან სახლში facepalm.gif

This post has been edited by samxara91 on 13 Sep 2014, 01:31
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3550
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 13 Sep 2014, 08:17  #42222530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამიხარდა ამ თემის გახსნა..
სანახაობრივად ავივა მეც მირჩევია ტოპ 14-ს.


--------------------
Green and Gold...
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14799
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 18 Sep 2014, 15:07  #42276524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ბრიტანული ტელეგრაფი

ინგლისში, "ავივა პრემიერშიპის" მეორე რაუნდში შალვა მამუკაშვილის დებიუტი შედგა;
კელტეთში, "გინესზე", ირლანდიის ოთხივე რეგიონმა იმარჯვა;
ზელანდიაში კი წყვილი თრილერი სირენის შემდეგ დაგვირგვინდა გარდასახული ლელოთი


http://Qaflan.netai.net/2014
http://issuu.com/chveni-tamashi

24 წლის ჰუქერი (ანუ კვაჭი) შალვა ყოჩებშია გაზრდილი, არმიაში დაოსტატებული და ბორჯღალიც 24 მოუხვეჭია. "შადრემ" ერთი თვეა, კონტრაქტი გააფორმა "სეილ შარქსთან", რაიც მანჩესთერის მხარის ძველი კლუბია, ინგლისის ჩემპიონი 2006 წელს იყო, ამჟამად კი იმითაა ცნობილი, რომ დენი სიპრიანი გეზავს და პოსტ’საბჭოელებიც (ა)ჰყავს.

მამუკაშვილს ადგილზე ჩასვლა დაუგვიანდა და პირველ რაუნდში აუქმეს, მეორეში კი თავიდან თუმც მარქაფაში ეწერა, სასტარტოში უკრეს თავი. ჩვენებურმაც გაამართლა ნდობა: 78 წუთში 11 სოლოზე ბურთი 11 მეტრზე ათრია, ბოჭვაზეც ივარგა (7/1) და 2-ჯერღა დაჯარიმდა.

სეილმა გლოსთერში ტაიმი 11 ქულით მოიგო, მაგრამ 27:34 დამარცხდა, თუმც’კი ერთბაშად 2 წერტი (ბონუსი და ნუგეში) აიღო. ჩემპიონ ნორსჰემპთონს ტელი’რეფმა ლელო გააუქმა, უელსელი მდევარი, ჯორჯ ნორსი სამოელ შემცურებელ ჯორჯ პისზე წინ იდგაო, ვოსპსმა კი ჩაჭრითა და გაგორებით მიითვალა თითო ლელო და 20:16 იმარჯვა.

თუ უცხოეთიდან გადმოვაო

ლესთერი სტუმრად დაეწია ექსეთერს და გაუსწრო * 24:20, ბასმა 7-ჯერ დალახვრა ახალბედა "ლონდონ ველში, ვინაც ბოლოს თავადაც გაიტანა მეოთხე ლელო * 53:26, მომცრო თვიქნემზე - სთუპზე კი მასპინძელი ჰარლიქვინზი ლონდონისავე სარასენსთან 0:39 რომ მოისრა, ფანებს მოუბოდიშა.

გამარჯვებულთა ბებერმა მგეზავმა, ჩარლი ჰოჯსონმა 6:0-ზე კივ ნიქ ევანსს მოგერიებაზე დაუფარა და დაუდო, დანარჩენი 17 ქულა კი გოლებით (გ 5ჯ) მოკრიფა. "თაიმსმა" შეიტყო, შემდეგი სეზონიდან ახალი კანონი შემოდის - მეორე "თითით საჩვენებელი ოსტატის" ჯამაგირი 5-მილიონ "სელერი ქეპში" აღარ ჩაითვლება, თუ ვარსკვლავი, გინდაც ინგლისელი, უცხოური კლუბიდან გადმოვა პრემიერ’შიპშიო.

ინგლისმა ბრენდ "ქენთებრის" ახალი - თეთრი და მეწამული ფორმებიც გამოამზეურა. დიზაინში რევოლუციური სიახლე ისაა, რომ ვარდი კვართს მარცხნივ კი აღარ, არამედ შუაში ახატია. რაგბის სამშობლო ამ სამოსით ნოემბრის ტესტებზე წარუდგება რაგბეთს, სამოასთან და "ექვსი ერის" გასვლებზე კი სათადარიგო წითელს მოირგებს.

საკუთარი ნახევრიდან

უელსურ რაგბში მშვიდობის დასადგურების - კავშირისა და რეგიონთა დაზავების - შემდეგ კარდიფს დაემატა "ცენტრალური კონტრაქტის" მქონე სემ ვორბერთონი, მაგრამ გლაზგომ "არმზ პარქზე" სამჯერ დაალელოვა ბლუზი * 33:12. სამაგიეროდ, შინ 13:14 წააგო ედინბურგმა, ვისაც ქონოთმა 10 შეგორებაზე 7 (!) შერკინება მოუგო.

ზელანდიაში ყველას სრავს ბოლო 6 წლის ჩემპიონი ქენთებრი, ვისაც ამ არა და იქეთა უქმეებზე თვით დენ ქართერი დაემატება, რათა "ოლ ბლექსის" ევროპული ტურნეს წინ ფორმაში ჩადგეს. გარდამავალი "რანფერლის ფარი" იოლად დაიცვა ქვემო 7-ეულის წევრმა ჰოქს’ბეიმ, თრილერები კი თარანაქიმ და საუსლენდმა მოიგეს:

პირველმა თერნოვერი შეამთხვია ბონუსის ასაღებად გამეცადინებულ ტასმანს, საკუთარი ნახევრიდან სამი წუთი უთამაშა ბურთი და კართან დაალელოვა * 31:30, ხოლო მეორემ ფაზურად უტია, მიზანს ალამთან ეწია და ჰაილენდერმა (ზე 15) ლიმა სოპოანგამ კიდიდან გარდასახა * 36:34

აფრიკაში პირველი მარცხში შეემთხვა ლიდერს - "დასავლეთ კონცხს" (ზე 15-ის სთორმერზ), ვინაც ლაიონზს გასვლაზე ვეღარ დაეწია * 33:35 და მარბიელი სია კოლისიც პლეი’ოფამდე მწყობრიდან გამოუვიდა. ხრიკვაზმა პუმასი 31:27 იმად ძლია, რომ ხოუვს პრინსლუმ 8 ჯარიმა შეაგდო, ჩიტაზმა კი შარქსს ხელი სირენის შემდეგღა, ვილი დიუ’პლესის ჯარიმითვე გაუფრევა * 30:30



ტულუზის კაპიტულაცია

საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეხუთე ტურში
კლერმონმა ისტორიაში პირველად (?!) იმარჯვა ტულუზში,
ხოლო ტულონმა და მონპელიემ წააგეს


ტოპ 14 სასწაულად თანაბარი ლიგაა - დასის ნახევარს ბალანსად 2-3 უწერია.

ტულუზს შერკინება დაუჩიავდა და გი ნოვესის ზეობაში, პირველად დამარცხდა ზედიზედ მესამედ. კლერმონის ერთადერთი ლელო "პორტუგალმა" ჟიულიან ბარდიმ შეიტანა, მასპინძლებმა კი ბოლოს თეთრი ალამიც გადმოფინეს - იმის ნაცვლად, რომ ჯარიმა ფრის იმედად გაეთამაშებინათ, კარში დაკრეს და "ნუგეში" აიღეს * 9:13

გალეთისა და ევროპის ფალავანმა, ტულონმა შინ პირველად წააგო იანვრის აქეთ - პარიზის სტადთან ოთხმა ქიქერმა (არმითიჯ მიშალაკ ო’ქონორ ესკონდ) 12 ცდით 5 გოლიღა გაიტანა, მათმა ვიზავმა, ჟიულ პლისონმა კი ბოლო მეოთხედში ორ ჯარიმას არეკნიც დაურთო * 24:28

კოლორიტმა ფრედი მიშალაკმა ნაოპერაციევი ბეჭი იღრძო, მონპელიე კი ბორდოში მაშინ გატყდა, კივ რენე რეინჯერს 67’ წუთზე, ფრეზე, სახიფათო ბოჭვისთვის ყვითელი რომ უჩვენეს * 27:21

თვით თაუთაუ შეცვალა

ჩაროზად, გალეთში მოღვაწე ჩვენებურთა ავან-ჩავანიც შევაჯამოთ.

ელიტის 11 კლუბის 16 ქართველიდან სამმა’ღა დაიწყო და შვიდიც მარქაფიდან ჩაება თამაშში, მაგრამ სამმა მოედანზე ისე ცოტა დრო დაჰყო, რომ "შესაძლებლობათა წარმოჩინება ვერც’კი მოასწრო"

გასახარი ისა გვაქვს, რომ ათეულს ჯამში ერთი, კინკილა ჯარიმაღა მოუგროვდა, და არც არავინ გაუსინბინებიათ. შეტევაში ბებერი ლომი, დათო ზირაქაშვილი დაიტვირთა სხვებზე მეტად - 7 ძალური სოლო, ვიტო კოლელიშვილმა კი 3 გაქცუნებაზე ბურთი 14 მეტრით წაწია წინ.

მასა და 80’ ნათამაშევ კოტე მიქაუტაძეს ბოჭვათა მაჩვენებელიც ჩინებული აქვთ 7/0, უტეხი ფანობა კი, რაღა თქმა უნდა, ტულონელი მამუკა გორგოძის მოკეთებას ელის, რათა სამადლო, ძიგ’ძიგა სთრიმთა წვალებით ცქერას გამართლება მოენახოს.

ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 9 კლუბში მოღვაწე 21 "ჟოღჟიან"იდან აუქმეს ოდენ რვა; ორმა თავიდან ბოლომდე იომა; ყვითლით გაგვიგდეს სამი; ლელო არავის დაუდია, თაზო მჭედლიძემ კი შესვენებაზე თვით ფიჯელი რუპენი თაუთაუ’ნიმბუთა შეცვალა.


ქართული ლეგიონი >> http://qaflan.netai.net/2014/O9/18_T14+GEO.htm


ტოპ 14-ის ქართველობა @ 12-14/09

კლუბი ჩვენებური წთ’ ლ სბ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ დერ -შ -ჯ

ბეიონ გიორგი ჟღენტი +78 . . 0/0 0 . . 2/0 . . 0
ბორდო ზაზა ნავროზაშვილი = . . . . . . . . . .
ბრივ კახა ასიეშვილი = . . . . . . . . . .
გოდერძი შველიძე +60 . . 1/1 0 . . 4/1 . . 0
კლერმონ დავით ზირაქაშვილი -62+76-78 . . 1/7 5 . 1 6/2 . 2 0
* ვიტო კოლელიშვილი +35-41+60 . . 1/3 14 1 1 7/0 . . 1
ლა’როშელ ლექსო ყაულაშვილი +41-46+71 . . 0/1 1 . . 1/0 . . 0
ლიონ გურამ კავთიძე = . . . . . . . . . .
მონპელიე მიხო ნარიაშვილი -62 . . 3/4 3 . . 1/0 . . 0
რასინგ დავით ხინჩაგიშვილი = . . . . . . . . . .
სტად ზურაბ ჟვანია +45-52 . . 0/1 0 . . 2/0 . . 0
დუდუ ქუბრიაშვილი +65 . . 0/0 0 . . 2/1 . . 0
ტულონ * მამუკა გორგოძე = . . . . . . . . . .
* კოტე მიქაუტაძე ! . . 0/3 4 . . 7/0 1/0 . 0
ლევან ჩილაჩავა +61 . . 0/4 10 . . 0/0 . . 0
ტულუზ ვასო კაკოვინი = . . . . . . . . . .

* არა-ბურჯი; წთ’ წუთი: = 23 კაცში არ იყო, @ არ შესულა, + შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; ლ ლელო, სბ სინბინი, პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი, ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა, დერ დერეფანი (მოიგო/წააგო, -შ შეცდა (ბურთი დაკარგა, -ჯ დაჯარიმდა


პრო დ2-ის ქართველობა

კლუბი ჩვენებური IV

ალბი * ვახტანგ მაისურაძე =
ბექა შეყლაშვილი =
აჟენ გიორგი თეთრაშვილი +53
* თამაზ მჭედლიძე +41
ტარიელ რატიანიძე =
ბეზიე * ლაშა ლომიძე !
მასი დავით აშვეთია -61
ვახტანგ ახობაძე +61
დავით დადუნაშვილი =
* შალვა სუთიაშვილი -61
დაჩი ყუფარაძე !
ნარბონ ასტამურ იოსელიანი =
ორიაკ * ლევან დათუნაშვილი =
* მერაბ შარიქაძე სბ!
ნიკა ხატიაშვილი -44
პერპინიონ * დიმიტრი ბასილაია +63
გიორგი მჭედლიშვილი -41
პო გიორგი ნაცარაშვილი სბ-51
ტარბ კახა კობერიძე =
ირაკლი მირცხულავა =
* გიორგი ნემსაძე სბ-41

= 23 კაცში არ იყო; ანაც იყო, მაგრამ არ შესულა




ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

II რაუნდი

ჰარლიქვინზ 00:39 სარასენს
ბას$ 53:26 ლონ’ველშ$
გლოსთერ 34:27 სეილ$$
ექსეთერ$ 20:24 ლესთერ
ვოსპს 20:16 ნორსჰემპთონ$
ნიუქასლ$ 18:20 ლონ’აირიშ

III რაუნდი @ 19-21/09

გლოსთერ 22.45 ექსეთერ ^პარ
სეილ 17.00 ლონ’ველშ ^შაბ
ჰარლიქვინზ 18.00 ვოსპს ^შაბ
ლონ’აირიშ 18.00 სარასენს ^შაბ
ბას 18.15 ლესთერ ^შაბ
ნიუქასლ 17.00 ნორსჰემპთონ ^კვი

2 რაუნდი ავივა ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

სარასენს ლონდონ 9 2-0 +45 / 073:028 1
. ბას 9 2-0 +36 / 082:046 1
თაიგერზ ლესთერ 9 2-0 +23 / 060:037 1
ჩიფს ექსეთერ 6 1-1 +48 / 072:024 2
სეინთს ნორსჰემპთონ 6 1-1 +43 / 069:026 2
ვოსპს ლონდონ 5 1-1 -2 / 048:050 1
აირიშ ლონდონ 5 1-1 -3 / 035:038 1
ჰარლიქვინზ ლონდონ 4 1-1 -34 / 020:054 0
. გლოსთერ 4 1-1 -40 / 040:080 0
შარქს სეილ 2 0-2 -16 / 047:063 2
ფოლქონზ ნიუქასლ 1 0-2 -21 / 035:056 1
ველშ ლონდონ 1 0-2 -79 / 026:105 1


კელტეთის "გინეს პრო12"

II რაუნდი

ტრევიზო 10:21 მანსთერ
დრეგონზ$ 15:17 ოსპრეიზ
ედინბურგ$ 13:14 ქონოთ
ალსთერ$ 33:13 ძებრე
ლენსთერ$ 42:12 ჰლანეჰლი
კარდიფ 12:33 გლაზგო

III რაუნდი @ 19-21/09

მანსთერ 22.30 ძებრე ^პარ
კარდიფ 22.35 ალსთერ ^პარ
ქონოთ 22.35 ლენსთერ ^პარ
დრეგონზ 17.40 გლაზგო ^შაბ
ჰლანეჰლი 21.00 ტრევიზო ^შაბ
ოსპრეიზ 19.00 ედინბურგ ^კვი

2 რაუნდი გინეს პრო12 ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

ოსპრეიზ სვონზი (უელ) 9 2-0 +33 07/01 61:28 1
ვორიორზ გლაზგო (შტლ) 8 2-0 +23 06/02 55:32 0
ქონოთ გოლვეი (ირლ) 8 2-0 +6 03/02 30:24 0
ალსთერ ბელფასთ (ირლ) 8 1-0*1 +20 09/05 65:45 2
ლენსთერ დაბლინ (ირლ) 6 1-1 +28 08/05 62:34 2
მანსთერ ლიმრიქ (ირლ) 5 1-1 +10 04/02 34:24 1
. ედინბურგ (შტლ) 5 1-1 =0 02/03 27:27 1
ბლუზ კარდიფ (უელ) 5 1-1 -6 05/06 53:59 1
სქარლეთს ჰლანეჰლი (უელ) 3 0-1*1 -30 06/10 44:74 1
დრეგონზ ნიუპორთ (უელ) 2 0-2 -7 01/04 26:33 2
ძებრე პარმა (იტა) 0 0-2 -35 04/10 39:74 0
ბენეტონ ტრევიზო (იტა) 0 0-2 -42 02/07 23:65 0



ახალი ზელანდიის "ითმ-ის თასი"

V რაუნდი

ტასმან$ 30:31 თარანაქი
ნორს’ჰარბორ 24:13 მანავატუ
ქენთებრი$ 46:12 ველინგთონ
ბეი’ოვ’პლენთი 12:27 ოქლენდ
საუსლენდ$ 36:34 ნორსლენდ$
ვაიქათო$ 26:21 ქაუნთიზ$
ჰოქს’ბეი$+რფ 41:00 ოთაგო

VI რაუნდი @ 17-21/09

ქაუნთიზ 11.35 ქენთებრი ^ პარ
ჰოქს’ბეი =რფ 06.35 ბეი’პლენთი ^შაბ
ოქლენდ 09.35 ნორს’ჰარბორ ^ შაბ
მანავატუ 11.35 საუსლენდ ^ შაბ
ოთაგო 06.35 ვაიქათო ^კვი
ველინგთონ 08.35 ტასმან ^კვი

5 რაუნდი ითმ-ის თასი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

ქენთებრი ქრაისთჩერჩ 24 5-0 +156 29/06 223:067 4
@ თარანაქი ნიუ’პლიმუთ 22 4-1*1 +87 23/11 194:107 4
ტასმან ნელსონ|ბლენ~ 17 3-1*1 +55 17/11 160:105 3
ოქლენდ ოქლენდ 15 3-1*1 +5 10/13 118:113 1
@ ვაიქათო ჰემილთონ 15 3-3 -44 17/23 145:189 3
ქთზ’მანუკაუ პუკეკოჰე 9 1-3*1 -23 10/13 090:113 3
ველინგთონ ველინგთონ 2 0-5 -83 11/23 093:176 2

@ მანავატუ^ პამერსთონ’ნ~ 16 4-2 -10 12/15 130:140 0
@ ნორსლენდ ფონგარეი 16 3-3 -3 17/19 158:161 4
ჰოქს’ბეი ნეიპირ 15 3-2 +28 17/10 133:105 3
საუსლენდ ინვერქარგილ 13 3-2 -16 15/16 136:152 1
@ ოთაგო დანიდინ 10 2-4 -44 12/22 125:169 2
@ ბეი’პლენთი^ როტორუა 7 1-5 -88 14/23 113:201 3
ნორს’ჰარბორ ელბანი 7 1-4 -20 09/08 089:109 3


სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"

VI რაუნდი

ქინგზ 13:28 ბულზ
ჩიტაზ 30:30 შარქს
ხრიკვაზ 31:27 პუმას$
ლაიონზ$ 35:33 კონცხი$

VII რაუნდი @ 19-20/09

ლაიონზ 21.10 პუმას ^პარ
კონცხი 17.00 ხრიკვაზ ^შაბ
ბულზ 19.05 შარქს ^შაბ
ქინგზ 21.10 ჩიტაზ ^შაბ

6 რაუნდი ქარრის თასი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

კონცხი ქეიპთაუნ 24 5-1 +94 25/13 208:114 4
ლაიონზ იოჰანესბერგ 20 4-2 +67 26/16 217:150 4
პუმას ნელსპრეიტ 19 4-2 +28 18/12 168:140 3
შარქს დურბან 16 3-2*1 +14 14/13 154:140 2
ჩიტაზ ბლუმფონტეინ 14 2-3*1 -6 18/17 154:160 4
ბულზ პრეტორია 14 3-3 -27 14/18 142:169 2
ხრიკვაზ ქიმბერლი 11 2-4 -36 13/21 143:179 3
ქინგზ პორთ’ელიზაბეთ 1 0-6 -134 14/32 109:243 1


ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"

IV რაუნდი

მელბურნ$ 44:24 პერთ
რემზ$ 47:18 სთარზ
ქზლ’ქანთრი$ 29:32 ნჰ’რეიზ
იგლზ$ 26:34 ბრისბენ
ჯ, ა = 2; გ = 3

V რაუნდი @ 18-20/09

ქზლ’ქანთრი 13.30 რემზ ^ხუთ
იგლზ 09.00 მელბურნ ^შაბ
სთარზ 09.00 კანბერა ^შაბ
ნჰ’რეიზ 11.30 ნჰ’რეიზ ^კვი

4 რაუნდი პირველობა ქ მ-წ სხვ ლ გატ:გაშ $

რაიზინგ მელბურნ 20 4-0 +134 / 223:089 4
ქანთრი იგლზ სიდნი 15 3-1 +57 / 127:070 3
სითი ბრისბენ 12 3-1 -23 / 123:146 0
# ვაიქინგზ კანბერა 9 2-1 +19 / 086:067 1
რემზ გრეითერ’სიდნი 9 2-2 -9 / 111:120 1
სპირით პერთ 5 1-3 -30 / 107:137 1
# რეიზ ნრს’ჰარბ’სიდნი 4 1-2 -30 / 087:117 0
# ქზლ’ქანთრი გოულდ ქოუსთ 2 0-3 -32 / 063:095 2
# სთარზ სიდნი 0 0-3 -86 / 051:137 0

@ თამაშით მეტი, # თამაშით ნაკლები, ^ პირისპირ მოგებით; ავსტრალიაში პრემია ფრანგულია, ხოლო ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებისთვის გერგება



საფრანგეთის "ტოპ 14"

V ტური

პარ 12/09
ლა’როშელ$ 41:16 კასტრ

შაბ 13/09
ტულუზ$ 09:13 კლერმონ
ბეიონ 23:06 ბრივ
უაიონაკს 40:27 გრენობლ
რასინგ$ 28:11 ლიონ
ტულონ$ 24:28 სტად

კვი 14/09
ბორდო 27:21 მონპელიე

VI ტური * საქ დროით

პარ 19/09

ბრივ 22.45 ტულონ

შაბ 20/09

რასინგ 16.45 ტულუზ
კასტრ 20.30 უაიონაკს
კლერმონ 20.30 ლიონ
გრენობლ 20.30 ბეიონ
ლა’როშელ 20.30 ბორდო
მონპელიე 22.45 სტად


ად ტ14 * 5 ტური ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ $

1 კლერმონ 18 +48 4-1 116:068 09/02 2
2 სტად (პარ) 17 -12 4-1 116:128 12/12 1
3 ტულონ 14 +49 3-2 141:092 14/08 2
4 მონპელიე 14 +28 3-2 121:093 10/07 2
5 ბორდო 13 +5 3-2 111:106 08/09 1
6 რასინგ (პარ) 13 -8 3-2 091:099 09/10 1
7 გრენობლ 12 +12 2-3 137:125 15/10 4
8 უაიონაკს 11 +10 2-3 127:117 13/11 3
9 ტულუზ 10 +7 2-3 108:101 09/07 2
10 ბეიონ 10 =0 2-3 111:111 09/12 2
11 ლიონ 9 -8 2-3 090:098 08/08 1
12 ბრივ 9 -21 2-3 081:102 06/05 1
13 ლა’როშელ 9 -44 2-3 124:168 10/20 1
14 კასტრ 6 -66 1-4 084:150 06/17 2

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება



"პრო დ2"

IV ტური

13-14/09

ალბი 24:20 დაკს$
ბეზიე$ 22:23 პო
ბურგუენ 23:23 ორიაკ
კარკასონ 25:18 ბიარიც
მონ’მარსან 25:22 მასი$
ტარბ 44:30 კოლომიე
მონტობან 24:19 პერპინიონ$
აჟენ$ 43:08 ნარბონ

ად დ2 * 4 ტური ქ სხვ მ-წ*ფ $

1 პო 18 +46 4-0 2
2 ალბი 17 +34 4-0 1
3 ტარბ 12 -3 3-1 0
4 პერპინიონ 10 +28 2-2 2
5 მონ’მარსან 10 +5 2-2 2
6 მონტობან 10 +1 2-2 2
7 ბურგუენ 10 =0 2-1*1 0
8 ბეზიე 9 +17 2-2 1
9 კარკასონ 9 -11 2-2 1
10 აჟენ 8 +23 1-3 4
11 ბიარიც 8 -20 2-2 0
12 კოლომიე 8 -22 2-2 0
13 ორიაკ 8 -23 1-2*1 2
14 დაკს 5 -11 1-3 1
15 ნარბონ 5 -35 1-3 1
16 მასი 3 -29 0-4 3

@

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 18 Sep 2014, 15:09
Zbo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5567
წევრი No.: 144353
რეგისტრ.: 13-March 12

გამოგზავნილია: 20 Sep 2014, 13:57  #42297234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზებომ ჰეტრიკი მიცა გუშინ up.gif
უეჭველი უნდა დააბრუნონ ნაკრებში, მაინცდამაინც ნოემბერში ნუ იქნება ეგ ამბავი ( biggrin.gif ) მარა მსოფლიოსთვის ესეთი ვინგერი დასაკარგი არაა
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14799
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 25 Sep 2014, 10:03  #42348743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამოქვეყნდა ოთხშაბათის "ჩვენს თამაშში" = ღირდა 60 თეთრი

http://Qaflan.netai.net/2014
http://issuu.com/chveni-tamashi

user posted image

ქება გვმართებსო

ინგლისში სამხედროები ისევ დაუტკბნენ რაგბის კავშირს და "ავივაზე" ბასმა მოსრა ლესთერი;
კელტეთში ქონოთმა ჩემპიონი ლენსთერი ძლია, ზელანდიაში კი ქენთებრი მეორედაც დაშვრა უპრემიოდ


ინგლისის ახალი - თეთრი და მეწამული კვართების საგა მშვიდობიანად დასრულდა. ჯერ იყო და "ვიქთორიას ჯვრის" საზოგადოება აღშფოთდა, კავშირმა დიზაინში ჩვენს უკითხავად რად გამოიყენა ყველაზე საპატიო ბრიტანული მედლის მოტივიო, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ რაგბული ქველმოქმედებით 2 მილიონი გირვანქა შერგებოდა, და სულ სხვა ჰანგზე ამღერდა.

ნუ იტყვით და ოვალური ღირებულებები - თავდადება, გუნდურობა, წესრიგი და ასე შემდეგ - თურმე (!) მხედრულს ემთხვევა, წელს კი პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებიდან საუკუნეს რომ აღნიშნავს ინგლისი, რაგბის ნაკრების სამოსზე ვიქთორიას ჯვრის გამოჩენა ბრძოლებში დაღუპულთა სულის მოხსენიების ფრიად დახვეწილი ფორმა ყოფილა. ჰოდა, კავშირისა საყვედური კი არა, ქება გვმართებსო!

18 მეტრი 9 სოლოზე

რაგბის სამშობლომ პირველი ჩემპიონი 1988 წელსღა იყოლია. 27 სეზონში ლესთერი 10-ჯერ გახდა ფალავანი, ბასი 6-გზის, მაგრამ შაბათს რომ შეიყარნენ გრანდები რომაელთა მიერ დაარსებულ აბანოთ-ქალაქში, მასპინძელმა წარმოუდგენელი ანგარიშით, 45:0 იმარჯვა. ერთი კია, ახალ სეზონში რაუნდი არ ჩატარდება, ბობოლათა-შორისი რბევა რომ არ აღინუსხოს. აკი სტარტზე ნორსჰემპთონმა 53:6 დაანგრია გლოსთერი, მერე კი სარასენსმა 39:0 გააბურთავა ჰარლიქვინზი.

ბასმა პირველი ტაიმი 23:0 მოიგო, სულ კი 5-ჯერ დაალელოვა მეტოქე, ვინაც 2003 წლის აქეთ პირველად წააგო ნულზე. ლესთერს რაქში დაწიხლვისთვის სათადარიგო ჰავბექი, ფრანგი დავიდ მელეც გაუგდეს. ამავე ყაიდის სხვაობით, 46:8 დაამარცხა სეილმა ახალბედა "ლონდონ ველში"; ჰეთ-თრიქი შეასრულა შარქსის გარემარბმა თომ არსქოთმა, კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა კი 9 სოლოთი ბურთი 18 მეტრით წაწია წინ, ერთხელ დამხვდური გააბითურა და ბოჭვაშიც ივარგა (7/2)

ბილმა, ბოლო მოლით

სარასენსისგან გამწარებულმა ჰარლიქვინზმა 26:23 ძლია ვოსპსი, ვინაც სახელიდან ამოიშალა ლონდონი და ჰაი’ვიქემიდან ქოვენთრის 32-ათასა "რიკოჰ ერინაზე" აპირებს გადაბარგებას. გამარჯვებულთაგან ერთი ლელო დადო ნაკრების კაპიტანმა ქრის რობშოუმ, ვისაც ბოლო ხანს კრიტიკოსი მოუმრავლდა.

ჰეთ-თრიქი ოხრად დაურჩა "ლონდონ აირიშის" გარემარბ ალექს ლუინგთონს, რაღაი სარასენსის ბოლო მოლი ლელოთი დააგვირგვინა ბილი ვუნიპოლამ * 36:32, ნორსჰემპთონმა კი ნიუქასლში პრემია მატჩის მიწურულს აიღო უელსელი ჯორჯ ნორსის წყალობით * 35:10

სამი კელტი მეზობლისა და იტალიის საზიარო "გინესზე" დუბლინის ლენსთერი 9:10 დამარცხდა დასავლეთის უკაცრიელი მხარის ცენტრ გოლვეიში. ტელი-რეფმა, შეიმას (!) ფლენერიმ დედაქალაქს პირველ ტაიმში ორი ლელო არ ჩაუთვალა: ერთხელ წინ პასი დაადგინა, მეორედ - შეტანილი ვერ დაამიწეთო, ქონოთის 9 ნომერმა, ქიარან მერმიონმა კი 40 მეტრზე, შერკინებიდან აიღო ბურთი და გზად რამდენიმე მოაღორა.

16-მატჩა ლიმიტი

გლაზგოს ნიუპორთში, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ურჯუკად რაქვისთვის წითლით გაუგდეს მარბიელი თაირონ ჰოუმსი, მაგრამ დრეგონზი მაინც 33:13 მოარბია. კარდიფმა შინ, ალსთერთან 9:26 რომ წააგო, გამოტყდა, ნაკრების კაპიტანი სემ ვორბერთონი იმად ვაუქმეთ, რომ ცენტრალური კონტრაქტით, ჯამაგირის 60 პროცენტს კავშირი უხდის და კლუბში 16 მატჩზე მეტს ვეღარ ითამაშებსო.

შორეულ, (ახალ) ზელანდიაში ჰოქს’ბეიმ ზედიზედ მეორედაც დაიცვა 1904 წელს დაწესებული "რანფერლის ფარი" (რფ); "ქაუნთიზ მანუკაუ" ბოლომდე ეომა ბოლო 6 წლის ჩემპიონს, მაგრამ იმასღა მიაღწია, რომ ქენთებრიმ მეოთხე ლელო ვეღარ დადო - ადამ ვაითლოქი წითელ ზოლში შებოჭეს, დამარცხებულთა გურუმ, ტანა უმანგამ კი ბრძანა, სონი-ბილ ვილიამსს ნრლ-დან "ოლ ბლექსში" დაბრუნებამდე დასვენება ჭირდება და ამიტომ, წელს ეგრეც არ ირაგბებს "ითმ-ის თასზეო"



ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

III რაუნდი

გლოსთერ$ 22:25 ექსეთერ
სეილ$ 46:08 ლონ’ველშ
ჰარლიქვინზ 26:23 ვოსპს$
ლონ’აირიშ$$ 32:36 სარასენს
ბას$ 45:00 ლესთერ
ნიუქასლ 10:35 ნორსჰემპთონ$

IV რაუნდი @ 26-28/09

ლონ’ველშ 22.45 გლოსთერ ^პარ
ლესთერ 18.00 ლონ’აირიშ ^შაბ
სარასენს 18.00 სეილ ^შაბ
ნორსჰემპთონ 18.15 ბას ^შაბ
ექსეთერ 17.00 ჰარლიქვინზ ^კვი
ვოსპს 17.00 ნიუქასლ ^კვი

3 რაუნდი ავივა ქ მ-წ სხვ ლ გატ:გაშ $

. ბას 14 3-0 +81 14/06 127:046 2
სარასენს ლონდონ 13 3-0 +49 10/07 109:060 1
სეინთს ნორსჰემპთონ 11 2-1 +68 13/03 104:036 3
ჩიფს ექსეთერ 10 2-1 +51 10/05 097:046 2
თაიგერზ ლესთერ 9 2-1 -22 06/09 060:082 1
ჰარლიქვინზ ლონდონ 8 2-1 -31 04/06 046:077 0
შარქს სეილ 7 1-2 +22 12/06 093:071 3
აირიშ ლონდონ 7 1-2 -7 06/08 067:074 3
ვოსპს ლონდონ 6 1-2 -5 08/07 071:076 2
. გლოსთერ 5 1-2 -43 06/13 062:105 1
ფოლქონზ ნიუქასლ 1 0-3 -46 06/10 045:091 1
ველშ ლონდონ 1 0-3 -117 05/20 034:151 1


კელტეთის "გინეს პრო12"

III რაუნდი

მანსთერ$ 31:05 ძებრე
კარდიფ 09:26 ალსთერ
ქონოთ 10:09 ლენსთერ$
დრეგონზ 13:33 გლაზგო$
ჰლანეჰლი$ 43:00 ტრევიზო
ოსპრეიზ$ 62:13 ედინბურგ

IV რაუნდი @ 26-28/09

ედინბურგ 22.35 ჰლანეჰლი ^პარ
გლაზგო 22.35 ქონოთ ^პარ
ლენსთერ 22.35 კარდიფ ^პარ
ძებრე 18.00 ალსთერ ^შაბ
მანსთერ 21.30 ოსპრეიზ ^შაბ
დრეგონზ 19.00 ტრევიზო ^კვი

3 რაუნდი გინეს პრო12 ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

ოსპრეიზ სვონზი (უელ) 14 3-0 +82 16/02 123:041 2
ვორიორზ გლაზგო (შტლ) 13 3-0 +43 10/03 088:045 1
ქონოთ გოლვეი (ირლ) 12 3-0 +7 04/02 040:033 0
ალსთერ ბელფასთ (ირლ) 12 2-0*1 +37 11/05 091:054 2
მანსთერ ლიმრიქ (ირლ) 10 2-1 +36 09/03 065:029 2
სქარლეთს ჰლანეჰლი (უელ) 8 1-1*1 +13 13/10 087:074 2
ლენსთერ დაბლინ (ირლ) 7 1-2 +27 08/06 071:044 3
ბლუზ კარდიფ (უელ) 5 1-2 -23 05/08 062:085 1
. ედინბურგ (შტლ) 5 1-2 -49 03/12 040:089 1
დრეგონზ ნიუპორთ (უელ) 2 0-3 -27 02/08 039:066 2
ძებრე პარმა (იტა) 0 0-3 -61 05/15 044:105 0
ბენეტონ ტრევიზო (იტა) 0 0-3 -85 02/14 023:108 0


ახალი ზელანდიის "ითმ-ის თასი"

VI რაუნდი

@ საუსლენდ 14:38 ტასმან$

ნორსლენდ 20:31 თარანაქი$
ქაუნთიზ 20:28 ქენთებრი
ჰოქს’ბეი$+რფ 36:17 ბეი’პლენთი
ოქლენდ$ 32:07 ნორს’ჰარბორ
მანავატუ$ 41:20 საუსლენდ
ოთაგო$ 38:07 ვაიქათო
ველინგთონ 20:42 ტასმან$

VII რაუნდი @ 24-28/09

@ ნორს’ჰარბორ 11.35 ქენთებრი ^ოთხ
ბეი’პლენთი 11.35 ნორსლენდ ^ხუთ
თარანაქი 11.35 ოქლენდ ^პარ
ვაიქათო 06.35 მანავატუ ^შაბ
ქაუნთიზ 09.35 ველინგთონ ^შაბ
ნორს’ჰარბორ 11.35 ჰოქს’ბეი ^შაბ
ტასმან 05.35 ოთაგო ^კვი
ქენთებრი 07.35 საუსლენდ ^კვი

6 რაუნდი ითმ-ის თასი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

ქენთებრი ქრაისთჩერჩ 28 6-0 +164 32/08 251:087 4
@ თარანაქი^ ნიუ’პლიმუთ 27 5-1*1 +98 27/13 225:127 5
@ ტასმან ნელსონ 27 5-1*1 +101 27/15 240:139 5
ოქლენდ ოქლენდ 20 4-1*1 +30 14/14 150:120 2
@ ვაიქათო ჰემილთონ 15 3-4 -75 18/27 152:227 3
ქთზ’მანუკაუ პუკეკოჰე 9 1-4*1 -31 12/16 110:141 3
ველინგთონ ველინგთონ 2 0-6 -105 13/28 113:218 2

@ მანავატუ პამერსთონ’ნ~ 21 5-2 +11 17/17 171:160 1
ჰოქს’ბეი ნეიპირ 20 4-2 +47 22/12 169:122 4
@ ნორსლენდ ფონგარეი 16 3-4 -14 19/23 178:192 4
@ ოთაგო დანიდინ 15 3-4 -13 16/23 163:176 3
@ საუსლენდ ინვერქარგილ 13 3-4 -61 19/26 170:231 1
@ ბეი’პლენთი^ როტორუა 7 1-6 -107 16/28 130:237 3
ნორს’ჰარბორ ელბანი 7 1-5 -45 10/12 096:141 3


სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"

VII რაუნდი

ლაიონზ$ 29:15 პუმას
კონცხი$ 36:12 ხრიკვაზ
ბულზ 15:26 შარქს
ქინგზ 22:37 ჩიტაზ$

VIII რაუნდი @ 26-27/09

პუმას 21.00 კონცხი ^პარ
ჩიტაზ 21.10 ბულზ ^პარ
შარქს 16.00 ქინგზ ^შაბ
ხრიკვაზ 17.00 ლაიონზ ^შაბ

7 რაუნდი ქარრის თასი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

კონცხი ქეიპთაუნ 29 6-1 +118 30/15 244:126 5
ლაიონზ იოჰანესბერგ 25 5-2 +81 30/18 246:165 5
შარქს დურბან 20 4-2*1 +25 16/13 180:155 2
პუმას ნელსპრეიტ 19 4-3 +14 20/16 183:169 3
ჩიტაზ ბლუმფონტეინ 19 3-3*1 +9 22/20 191:182 5
ბულზ პრეტორია 14 3-4 -38 14/20 157:195 2
ხრიკვაზ ქიმბერლი 11 2-5 -60 15/26 155:215 3
ქინგზ პორთ’ელიზაბეთ 1 0-7 -149 17/36 131:280 1


ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"

V რაუნდი

ქზლ’ქანთრი 24:13 რემზ
იგლზ 16:37 მელბურნ$
სთარზ 37:37 კანბერა
ნჰ’რეიზ 32:29 პერთ$

ჯ, ა = 2; გ = 3

VI რაუნდი @ 28/09

მელბურნ 08.00 კანბერა ^კვი
ბრისბენ 09.00 ქზლ’ქანთრი ^კვი
პერთ 11.30 სთარზ ^კვი
ნჰ’რეიზ 13.30 რემზ ^კვი

5 რაუნდი პირველობა ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

რაიზინგ მელბურნ 25 5-0 +155 37/15 260:105 5
ქანთრი იგლზ სიდნი 15 3-2 +36 19/15 143:107 3
# სითი ბრისბენ 12 3-1 -23 18/22 123:146 0
# ვაიქინგზ კანბერა 11 2-1*1 +19 18/15 123:104 1
რემზ გრეითერ’სიდნი 9 2-3 -20 18/20 124:144 1
# რეიზ ნრს’ჰარბ’სიდნი 8 2-2 -27 16/20 119:146 0
# ქზლ’ქანთრი გოულდ ქოუსთ 6 1-3 -21 12/15 087:108 2
სპირით პერთ 6 1-4 -33 19/25 136:169 2
# სთარზ სიდნი 2 0-3*1 -86 14/24 088:174 0

@ თამაშით მეტი, # თამაშით ნაკლები, ^ პირისპირ მოგებით;
ავსტრალიაში პრემია ფრანგულია, ხოლო ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებისთვის გერგება

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 25 Sep 2014, 10:07
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14799
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 3 Oct 2014, 11:32  #42429468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამოქვეყნდა ხუთშაბათის "ჩვენს თამაშში" = 60 თეთრად


user posted image

შეხმატკბილებულად მუშაობენო

ინგლისის პირველობაზე სარასენსი გალიდერდა,
ნაკრების უფროსობას კი 2020 წლამდე გაუგრძელეს კონტრაქტი;
კელტეთში იტალიელმა მაჩანჩალამ თვით ალსთერი გაასაღა,
ზელანდიაში კი უძლეველი ქენთებრი ზედიზედ ორჯერ ხომ დამარცხდა
და ერთბაშად სამი დიდოსტატიც გაერია მარაქაში


http://Qaflan.netai.net/2014
http://issuu.com/chveni-tamashi

სარასენსმა შინ პრემიით * 40:19 გააბურთავა სეილი, ვინაც მესამე გასვლაც წააგო. ჩვენი "ლელოს" მეოხმა კლუბმა მეოთხე ლელო 70’ წუთზე დადო, შარქსის კვაჭი, შალვა მამუკაშვილი კი შეცვალეს 50’ წუთზე, როცა ანგარიში 30:7 იყო. მანამდე "შადრემ" 3 პასი გაუშვა, 8 სოლოზე ბურთი 5 მეტრით წაწია წინ, ორჯერ დაკარგა ოვალი, არ დაჯარიმებულა და ბოჭვაზეც ივარგა * 7/1

სარასენსმა გადაუსწრო ბასს. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში ორჯერ დაალელოვა ჩემპიონმა ნორსჰემპთონმა და ბონუსიც დაიბევა * 31:24. ექსეთერმა სტატიკასა და ბრეიქდაუნზეც აჯობა 2012 წლის ფალავანს, ჰარლიქვინზს და 36:13 მოუგო, "ლონდონ ველში" კი შეიქნა პირველი გუნდი, ვინც პრემიერშიპის ისტორიაში ზედიზედ ოთხ მატჩში გაუშვა 40 ქულა.

შარით დასრულდა ლესთერ - ლონდონ აირიშის რკენა. თაიგერზის გურუ რიჩარდ ქოქრილი დაემდურა მსაჯ გრეგ გარნერს, სტუმრებს სახეში მუშტის ჩარტყმა აპატია, ჩვენ კი კაცი რაქში ტყუილად გაგვისინბინაო. მეტიც, სირენის შემდეგ საჭოჭმანო ჯარიმა რომ შეაგდო შეინ გერათიმ, 21 682 ლესთერელი ქომაგი დადუმდა * 19:22

11 თვეში 5-ჯერ შეერყა

2012 წლის "ექვსი ერიდან" შეხმატკბილებულად მუშაობენო და კავშირმა შემდეგი ათწლეულის დადგომამდე ანდო ნაკრები სთუ ლანქასთერს, გრემ რაუნთრი’ს, ენდი ფარელსა და მაიქ ქეთს. უმცროს ფარელს, 10 ნომერ ოუენს თეძო მოურჩა და ამ ვიქენდზე დაუბრუნდება სარასენსს. სამაგიეროდ, "ვარდები" ნოემბრის ტესტებში (ზელ აფრ სამ ავს) მოისაკლისებენ ალექს კორბისიეროს და ჯეფ პარლინგს.

ნორსჰემპთონის ბურჯმა ბეჭი დაიშავა და ახალ წლამდე იუქმებს, ლესთერის მეორე’ხაზელი კი ორი თვე დაისვენებს იმის გამო, რომ ბოლო 11 თვეში ტვინი 5-ჯერ შეერყა და შეიძლება დაინვალიდდეს. ისე, ზეპური რაგბი უხიფათო ხელობა რომ არაა, 34 წლის ენდრიუ შერიდანის მაგალითზეც ჩანს. ბურჯმა 2004-11 წლებში 40 კეპი მოაგროვა, მაგრამ კისერს ვეღარ ირჩენს და ამიტომ პენსიაზე გავიდა.

კელტეთ - იტალიის "გინესს" დაუმარცხებლად (4-0) და 18-18 ქულით მოწინავეობენ უელსის "ოსპრეიზი" და შოტლანდიის გლაზგო. ედინბურგი შინ ფრეს ბოლოსღა გამორჩა ჰლანეჰლთან, ვისაც უკვე ორი ყაიმი აქვს, ძებრემ კი პარმაში იმად ძლია ალსთერი, რომ სტუმრებს 11’ წუთზე წითელი ბარათით გაუგდეს ბურჯი დექლან ფითსპათრიქი და ეს ოღრაში ტელი-რეფის, კარლო დამასკოს გაჩალიჩებული იყო.

თულუხჩად დაუბრუნდა

ზელანდიის პირველობის 9 მატჩში გაიცა 10 ბონუსი - 5 პრემია და ხუთიც ნუგეში. გუშინ ჰოქს’ბეიმ ზედიზედ მესამედ დაიცვა 1904 წელს დაწესებული "რანფერლის ფარი" (რფ) და 11 ოქტომბერს ბოლო მოცილედ საუსლენდი ჩააკითხავს, ქენთებრი კი აქამდე ერთადერთი იყო 14 მონაწილეში, თამაში რომ არ წაეგო.

ნავსი წყვილად გატყდა: ამქარმა 10 რაუნდის გამართვა 9 კვირაში რომ უნდა მოასწროს, ბოლო რაუნდი დაქუცმაცებულია და მესამედან მოყოლებული, ყოველ კვირაში თითო წყვილი ორჯერ რაგბობს - ოთხშაბათსა და ვიქენდზე. ჰოდა, ამგვარ გამოცდას ბოლო 6 წლის ჩემპიონმაც ვერ გაუძლო და ორივე თამაში წააგო.

ფალავანმა ნორს’ჰარბორს თავიდან 14:0 გაუსწრო, მაგრამ მერე 29 ქულა იქეთ მიიღო და ჩემპიონშიპის მაჩანჩალას ვეღარ დაეწია. ამასობაში ფეხი იმდენად მოურჩა 32 წლის დენ ქართერს, რომ საუსლენდთან პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ რად გინდა? ლიმა სოპოანგამ ბოლოსკენ შეაგდო ჯარიმა, დი’სის დუბლიორმა, რიჩი მოუნგამ კი კარის წინიდან ააცილა * 26:28

ქენთებრი უკან მოიტოვეს თარანაქიმ და ტასმანმა. "ოლ ბლექსიდან" ლოთობისთვის დროებით დათხოვნილი არონ ქრუდენი მშობლიურ მანავატუს თულუხჩად დაუბრუნდა და კვირას თამაშსაც აპირებს, ოთხშაბათს (8/10 @ 10.35 საქ) კი "ქაუნთიზ მანუკაუს" ოქლენდის წინააღმდეგ დაემატება თვით სონი-ბილ ვილიამსი, რაკი ამისი "სიდნი რუსთერზი" ნრლ-ის დიდ ფინალში (კვი 5/10 @ 12.20 საქ) ვერ გავიდა.


ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

IV რაუნდი

ლონ’ველშ 10:46 გლოსთერ$
ლესთერ$ 19:22 ლონ’აირიშ
სარასენს$ 40:19 სეილ
ნორსჰემპთონ$ 31:24 ბას$
ექსეთერ 36:13 ჰარლიქვინზ
ვოსპს$ 35:18 ნიუქასლ

V რაუნდი @ 3-5/10

ბას 22.45 სარასენს ^პარ
ჰარლიქვინზ 18.00 ლონ’ველშ ^შაბ
ლონ’აირიშ 18.00 ნორსჰემპთონ ^შაბ
გლოსთერ 18.15 ლესთერ ^შაბ
სეილ 17.00 ვოსპს ^კვი
ნიუქასლ 18.00 ექსეთერ ^კვი

4 რაუნდი ავივა ქ მ-წ სხვ ლ გატ:გაშ $

სარასენს ლონდონ 18 4-0 +70 14/10 149:079 2
სეინთს ნორსჰემპთონ 16 3-1 +75 17/06 135:060 4
. ბას 15 3-1 +74 17/10 151:077 3
ჩიფს ექსეთერ 14 3-1 +74 13/06 133:059 2
ვოსპს ლონდონ 11 2-2 +12 12/09 106:094 3
აირიშ ლონდონ 11 2-2 -4 07/09 089:093 3
. გლოსთერ 10 2-2 -7 12/14 108:115 2
თაიგერზ ლესთერ 10 2-2 -25 07/10 079:104 2
ჰარლიქვინზ ლონდონ 8 2-2 -54 05/09 059:113 0
შარქს სეილ 7 1-3 +1 15/10 112:111 3
ფოლქონზ ნიუქასლ 1 0-4 -63 08/14 063:126 1
ველშ ლონდონ 1 0-4 -153 06/26 044:197 1


კელტეთის "გინეს პრო12"

IV რაუნდი

ედინბურგ 20:20 ჰლანეჰლი
გლაზგო$ 39:21 ქონოთ
ლენსთერ$ 37:23 კარდიფ
ძებრე 13:06 ალსთერ$
მანსთერ$ 14:19 ოსპრეიზ
დრეგონზ$ 33:15 ტრევიზო

V რაუნდი @ 3-5/10

ქონოთ 22.35 კარდიფ ^პარ
ალსთერ 22.35 ედინბურგ ^პარ
ძებრე 22.35 ოსპრეიზ ^პარ
ლენსთერ 21.30 მანსთერ ^შაბ
ტრევიზო 17.00 გლაზგო ^კვი
ჰლანეჰლი 19.00 დრეგონზ ^კვი

4 რაუნდი გინეს პრო12 ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

ოსპრეიზ სვონზი (უელ) 18 4-0 +87 17/03 142:055 2
ვორიორზ გლაზგო (შტლ) 18 4-0 +61 15/06 127:066 2
ალსთერ ბელფასთ (ირლ) 13 2-1*1 +30 11/06 097:067 3
ქონოთ გოლვეი (ირლ) 12 3-1 -11 07/07 061:072 0
ლენსთერ დაბლინ (ირლ) 12 2-2 +41 12/08 108:067 4
მანსთერ ლიმრიქ (ირლ) 11 2-2 +31 10/04 079:048 3
სქარლეთს ჰლანეჰლი (უელ) 10 1-1*2 +13 15/12 107:094 2
დრეგონზ ნიუპორთ (უელ) 7 1-3 -9 06/10 072:081 3
. ედინბურგ (შტლ) 7 1-2*1 -49 05/14 060:109 1
ბლუზ კარდიფ (უელ) 5 1-3 -37 07/12 085:122 1
ძებრე პარმა (იტა) 4 1-3 -54 06/15 057:111 0
ბენეტონ ტრევიზო (იტა) 0 0-4 -103 04/18 038:141 0


ახალი ზელანდიის "ითმ-ის თასი"

VII რაუნდი

@ ნორს’ჰარბორ$ 29:24 ქენთებრი$
ბეი’პლენთი$ 27:30 ნორსლენდ
თარანაქი$ 35:22 ოქლენდ
ვაიქათო$ 20:22 მანავატუ
ქაუნთიზ$ 55:07 ველინგთონ
ნორს’ჰარბორ 28:25 ჰოქს’ბეი$
ტასმან$ 32:24 ოთაგო
ქენთებრი$ 26:28 საუსლენდ
@ ჰოქს’ბეი$ +რფ 36:14 ველინგთონ

VIII + IX რაუნდი @ 2-8/10

\\ ოქლენდ 10.35 ვაიქათო ^ხუთ
\\ ნორსლენდ 10.35 ნორს’ჰარბორ ^პარ
საუსლენდ 05.35 ქაუნთიზ ^შაბ
ბეი’პლენთი 08.35 ოთაგო ^შაბ
ქენთებრი 10.35 ტასმან ^შაბ
მანავატუ 05.35 ჰოქს’ბეი ^კვი
ველინგთონ 07.35 თარანაქი ^კვი
@ ქაუნთიზ 10.35 ოქლენდ ^ოთხ

7 რაუნდი ითმ-ის თასი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

@ თარანაქი^ ნიუ’პლიმუთ 32 6-1*1 +111 31/14 260:149 6
@ ტასმან ნელსონ|ბლენ~ 32 6-1*1 +109 31/18 272:163 6
@ ქენთებრი ქრაისთჩერჩ 30 6-2 +157 37/15 301:144 6
ოქლენდ ოქლენდ 20 4-2*1 +17 15/18 172:155 2
@ ვაიქათო ჰემილთონ 16 3-5 -77 19/28 172:249 4
ქთზ’მანუკაუ პუკეკოჰე 14 2-4*1 +17 19/17 165:148 4
@ ველინგთონ ველინგთონ 2 0-8 -175 15/40 134:309 2

@ ჰოქს’ბეი ნეიპირ 26 5-3 +66 30/16 230:164 6
@ მანავატუ პამერსთონ’ნ~ 25 6-2 +13 18/18 193:180 1
@ ნორსლენდ ფონგარეი 20 4-4 -11 22/26 208:219 4
@ საუსლენდ ინვერქარგილ 17 4-4 -59 22/28 198:257 1
@ ნორს’ჰარბორ ელბანი 16 3-5 -37 17/18 153:190 4
@ ოთაგო დანიდინ 15 3-5 -21 19/27 187:208 3
@ ბეი’პლენთი როტორუა 8 1-7 -110 19/31 157:267 4


სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"

VIII რაუნდი

პუმას 23:37 კონცხი$
ჩიტაზ 22:31 ბულზ
შარქს$ 53:24 ქინგზ
ხრიკვაზ 08:46 ლაიონზ$

IX რაუნდი @ 3-4/10

პუმას 17.00 ბულზ ^პარ
შარქს 21.10 ლაიონზ ^პარ
ჩიტაზ 16.00 კონცხი ^შაბ
ხრიკვაზ 16.30 ქინგზ ^შაბ

8 რაუნდი ქარრის თასი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

კონცხი ქეიპთაუნ 34 7-1 +132 34/17 281:149 6
ლაიონზ იოჰანესბერგ 30 6-2 +119 36/19 292:173 6
შარქს დურბან 25 5-2*1 +54 23/16 233:179 3
პუმას ნელსპრეიტ 19 4-4 =0 22/20 206:206 3
ჩიტაზ ბლუმფონტეინ 19 3-4*1 =0 23/23 213:213 5
ბულზ პრეტორია 18 4-4 -29 17/21 188:217 2
ხრიკვაზ ქიმბერლი 11 2-6 -98 16/32 163:261 3
ქინგზ პორთ’ელიზაბეთ 1 0-8 -178 20/43 155:333 1


ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"

VI რაუნდი
მელბურნ$ 34:13 კანბერა
ბრისბენ 29:13 ქზლ’ქანთრი
ნჰ’რეიზ 34:34 რემზ
პერთ$ 63:21 სთარზ

ჯ, ა = 2; გ = 3

VII რაუნდი @ 2-6/10

\\ კანბერა 13.35 ნჰ’რეიზ ^ხუთ
რემზ 14.00 ბრისბენ ^პარ
პერთ 11.30 ქზლ’ქანთრი ^შაბ
სთარზ 08.00 იგლზ ^ორ

6 რაუნდი პირველობა ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

რაიზინგ მელბურნ 30 6-0 +176 42/17 294:118 6
# სითი ბრისბენ 16 4-1 -7 22/24 152:159 0
# ქანთრი იგლზ სიდნი 15 3-2 +36 19/15 143:107 3
სპირით პერთ 11 2-4 +9 28/28 199:190 3
# ვაიქინგზ კანბერა 11 2-2*1 -2 20/20 136:138 1
რემზ გრეითერ’სიდნი 11 2-3*1 -20 22/24 158:178 1
# რეიზ ნრს’ჰარბ’სიდნი 10 2-2*1 -27 20/24 153:180 0
# ქზლ’ქანთრი გოულდ ქოუსთ 6 1-4 -37 14/19 100:137 2
# სთარზ სიდნი 2 0-4*1 -128 17/33 109:237 0

@ თამაშით მეტი, # თამაშით ნაკლები, ^ პირისპირ მოგებით;
ავსტრალიაში პრემია ფრანგულია, ხოლო ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებისთვის გერგება

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 3 Oct 2014, 11:34
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4678
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 3 Oct 2014, 23:27  #42436298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.vipleague.tv/rugby/254632/1/bat...eam-online.html

ავივას მოყვარულებო ბათ - სარასენსი ძალიან მაგარი თამაშია up.gif
Zbo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5567
წევრი No.: 144353
რეგისტრ.: 13-March 12

გამოგზავნილია: 4 Oct 2014, 17:51  #42441820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
samxara91
ჯერჯერობით საჩემპიონო თამაშს აჩვენებს ბათი
თუნდაც ლესტერის შერცხვენა რად ღირს, ეხლა წაუგებელი სარასენსიც დააყოლეს
ერთადერთი წაგება აქვს ისიც მოქმედ ჩემპიონთან
მოკლედ ამათკენ ვარ ამ სეზონში
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4678
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 4 Oct 2014, 22:32  #42444460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Zbo
მართლა მაგარი გუნდია up.gif


http://www.vipleague.tv/rugby/254629/1/lei...eam-online.html ლეინსთერი - მანსთერი პირველი ტაიმი 9-28 მორჩა.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14799
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 6 Oct 2014, 10:07  #42457325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩავიდა პუკეკოჰეში, უმანგასთან

user posted image

ოთხაშათას ათამაშებენ?

ქაუნთიზ 10.35 ოქლენდ ^ოთხ
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4678
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 6 Oct 2014, 10:29  #42457425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 6 Oct 2014, 10:07 )
ჩავიდა პუკეკოჰეში, უმანგასთან

user posted image

ოთხაშათას ათამაშებენ?

ქაუნთიზ 10.35 ოქლენდ ^ოთხ

რახან ჩავიდა დიდი ალბათობით ათამაშებენ. კივთა პრესა ამ შაბათსაც ვარაუდობდა მის თამაშს მაგრამ დატოვა უმაგამ ხახამშრალი biggrin.gif

დაველოდოთ შემადგენლობის დადებას წესით ხვალ დილით უნდა ვიცოდეთ უკვე yes.gif jump.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0367 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]