forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამმხრივი თანამშრომლობა (სახელმწიფო, სრკ, გულშემატკივრები), აუცილებლად გასაკეთებელი - რაგბი გერი არ არის
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 21 Jan 2016, 11:11  #46782887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ რა გასასწორებელია ეს ქვეყანა...
facepalm.gif

საქართველოს კანონის "ზოგადი განათლების შესახებ" 56-ე მუხლი პირდაპირ საუბრობს სკოლის გარეშე განათლების რეგულაციაზე, მივიწერე განათლების სამინისტროში, სპორტის სამინისტროში და იუსტიციის სახლში
განათლების სამინისტროს იმის დასაზუსტებლად რომ სკოლისგარეშე სასპორტო სკოლა მათ კომპეტენციაში არ ჯდებოდა, სპორტის სამინისტროს დეტალების დასაზუსტებლად, იუსტიციის სახლს სამართლებრივი ფორმის დეტალებზე (კერძო თუ საჯარო სამართლის პირი - რეგულაციები და აშ. მეთქი)
იუსტიციის სახლმა - ეგ კანონი არ ვიცი და ისე ააიპ-ს დავარეგისტრირებთო...
განათლების სამინისტრომ სპორტში მოიკითხეთო
სპორტის სამინისტრო სდუმს

სამ დაწესებულებას მსუბუქ საგანმანათლებლო სესიებს ვუტარებ, მაგრამ რად გინდა - პროქტოლოგი უნდა ამ ქვეყანას თორემ იქიდანაც გავძვრებით

ხო ახლა, რაც შეეხება სფფ-ს
ოფიციალურ პასუხს აგვიანებენ, მაგრამ არაოფიციალურად აგერ სია - გამგები მიხვდება რისთვის არის ან რას ემსახურება ეს სია
* * *
+ დათქმა:
ეს ე.წ. ცენტრალური სტადიონებია, რომელთა გარდა ამავე რაიონებში კიდევ არის სხვა სტადიოენბი ან სტადიონის მოსაწყობად ვარგისი ინფრასტურქტურა
(გარკვეული ინფორმაცია ამზეც გვექნება)

საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებები
1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
2. იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
4. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.“.

56-2

ამ ლოგიკით - პირდაპირ უნდა მივებათ ან სპორტის სამინისტროს ან მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის ბიუჯეტს თუნდაც მიზერულად, მარგამ პირველ ეტაპზე / პირველ ნაბიჯად - მთავარია იყოს მინიმალური ინფრასტრუქტურა მიანც

იურიდიულ ნაწილში კი:
ერთგვარი გზამკვლევი იქნება გასაკეთებელი
მიმართვის ადრესატი, მიმართვის ფორმა, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაცია და მისით წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები და ა.შ. ...
* * *
***
***
***
***
***
***
***
***

იურიდიული ფაქტის დადგომა უკავშირდება

უკვე არსებულმა ორგანიზაციამ (რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე) შეუძლია თავად დაარეგისტრიროს სკოლისგარეშე სასპორტო დაწესებულება.
საამისოდ საჭიროა:
- უკვე არსებულმა ააიპ-ის გამეგობამ კრების ოქმით (რომელიც შემდგომ მოწმდება ნოტარიულად) სსდ-ს რეგისტრაციაზე უფლებამოსილებით აღჭურვოს გამგეობის თავმჯდომარე
- უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს (ტერიტორიული ნიშნით) მუნიციპალიტეტის საკრებულს
- შესაბამისი-კონკრეტული მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ადგილობრივ სამსახურს მიმართავს განკარგულებით სსდ -ს დაფუძნებასთან დაკავშირებით
- სარეგისტრაციო სასმახური მიმართვასტან ერთად იბარებს დამფუძნებელტა მიერ დადგენილ-შემუშავებულ წესდებას, მუნიციპალიტეტის მიმართვას და მუნიციპალიტეტის განკარგულებას
- უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობას (+ სარეგისტრაციო მოსაკრებლის - ბაჟის გადახდის ქვითარს)

იგივე გზის გავლა შესაძლებელია სპორტის სამინისტროს გავლით

საბოლოოდ მივიღებთ უკვე არსებული კლუბებისგან დაფუძნებულ სკოლას, რომლებზეც პატრონაჟი (სამართლებრივი, იურიდიული და სხვა) შეიძლება მოხვდეს მუნიციპალიტეტის სამოქმედო არეალში
მგონი უკვე არაა ცუდი smile.gif

This post has been edited by GiorgiG83 on 21 Jan 2016, 13:22

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
GFF_sia.png


--------------------
"Rugby is a Hooligans Game played by Gentlemen"
W. Churchill
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 12:17  #46820188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოოო...
ანუ სფფ-ს მაგივრად რეგიონალლიგას 3 ზონად რეგ.ფედერაციები მართავენ თურმე...
ანუ რეგიონებში ინფრასტრუქტურის მაძიებლები გვეყოლება კონკურენტებად - ახლა ვეცდები სია დავალაგო გეოგრაფიული ნიშნით და ჩვენს გეოგრაფიას შევადარო, იმ ინფრასტრუქტურის ჭრილში რაც მეტნაკლებად ინვენტარიზებული და მუნიციპალურ ბალანსზე რიცხულია
ვატყობ გაგრძელება იქნება...
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 1 Feb 2016, 14:13  #46886084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მარტივი სტადიონის მოწყობის ხარჯთაღრიცხვაც (მეტნაკლებად) დავასრულე,
მოკლედ ყველაფერს ავკინძავ და გაგაცნობთ
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 27 Apr 2016, 13:59  #47670941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ არ ვეშვები ამ თემას და იმედია მალე კარგად სისტემატიზირებულ სახესაც მივცემ
(მუნიციპალური სტადიონების და სტადიონად ვარგისი ადგილების აღრიცხვა მუნიციპალიტეტებისვე მიხედვით)

მეტნაკლებად მაღალი რანგის შეჯიბრებებისთვის გამოყენებადი სტადიონები
(ფეხბურთში)

ბორის პაიჭაძე (თბ)
მიხეილ მესხი (თბ)
გივი კილაძე (ქუთ) რამაზ შენგელია
ევგრაფი შევარდნაძე (ლანჩ)
ფოლადი (რუსთ)
თენგიზ ბურჯანაძე (გორ)
ქართლი (გორ)
ჩელე (ქობ)
დავით აბაშიძე (ზესტ)
თამაზ სტეფანია (ბოლნ)
არმაზი (მცხ) მცხეთა პარკი

სარეკონსტრუქციო, ნაწილობრივ უფუნქციო ან უფუნქციო სტადიონები
(საფეხბურთოო და...)

გივი ჩოხელი (თელ)
ფაზისი (ფოთ)
გულია თუთბერიძე (ზუგ)
ჯემალ ზეინკლიშვილი (ბორჯ)
მეგობრობა (ოზურ)
ეროსი მანჯგალაძე (სამტ)

ცალკე სია_დ...

მარტვილი - მურთაზ ხურციალვა
ხაშური - გრ. ჯომართიძე
ცენრტალური სტადიონი - საჩხერე
ცენრტალური სტადიონი - განმუხური (აი რაია ბუჯო?)
ცენრტალური სტადიონი - ბათუმი... ბათუმი... ბათუმი...
სიხარული - სპოერტ კომპლექსი შატილი (ხელოვნური) - თბილისი

კიდევ უფრო ცალკე: ოლიმპი (იყო და აღარაა თუ სხვა იქნებაო პირდებიან),

რამდენიმე ზემოხსენებულ და ამ სიაში ვერ მოხვედრილ (თუმცა წინა სიებში მყარად მჯდომ) მუნიციპალიტეტებს ასევე ბალანსზე აქვთ სხვა სტადიონები (სარეკონსტრუქციო) ან სტადიონად ვარგისი ადგილები (ტექნიკუმ, სასწავლებელ და ა.შ. დაწესებულებად ყოფილების სტადიონები) როემლბზეც პატარა "ნახალოვკებია" გამართული
(შეგნებულად არ ვასახელებ - მაინც კითხულობენ და...)

ახლა რატომ წამოვწიე ისევ...
ლიცენზირება(***) მრგვალ უდაბნოშიო და... ატყდა მიდი-მოდი, თუმცა ეს მიდი მოდი დარჩება ხოხიალად, მარგამ რიგს დაკავება უნდაო...
ხოდა აგერ იქნება ინფო და იმედია კავშირი სარაგბოდ გამოიყენებს - გადავულოცავ დიდის სიამოვნებით


(***) ისე ამაზეც ჩემ აზრს (მეტნაკლებად გამართულად ჩამოყალიბებულს) ცაკლე მოგახსენებთ, თუ ვინმეს დააინტერესებს
* * *
თუ გინდათ გული დაგეწვეთ...

უზუფრუქტუარი: ა.ი.პ. XXXXXIX მუნიციპალიტეტის ფეხბურთის განვითარების ცენტრი XXXXXXXXX
მესაკუთრე: XXXXXIX მინიციპალიტეტი

უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება # 1 / # 2 / # 3 / # 4
ოთხი სტადიონიდან ოთხივე ფეხბურთზეა გადაცემული
თუ არადა...
ამ რაიონში რაგბიც და ფეხბურთიც რეგიონალ ლიგის ბინადარია
და რომ იკითხო
რეგიონული ფედერაციის თავკაციც კი არის ამ რაიონის წარმომადგენელი ერთი ძველი მორაგბე, მარგამ ისიც ვერ უზრუნველყო რომ 4 დან 1 სტადიონი მოეპოვებინა...
ბავშვებიც და დიდებიც საძოვრად ქცეულ ერთერთი სტადიონის დამხმარე გაზონზე ვარჯიშობენ და თამაშობენ
მერე ტირიან გუნდი გვეშლება ხოლმეო...

facepalm.gif

აი ეგეთი უუნარო წარსულში "დიდი" მორაგეები წარსული "დამსახურებებისთვის" რომ "ავითარებენ" რაგბს ამიტომაა დღემდე ეს უელემენტარულების და უძირითადესი პრობლემები (თითქმის ყველგან სადაც მოვჩხრიკე)

facepalm.gif

საჯაროს საიტს (ნაპრ.გოვ.გე) ვუზივარ და გასკდა გული
* * *
ახლა კლუბების რაოდენობა რაგბისა და ფეხბურთში სტადიონების რაოდენობის ჭრილში რაგბისა და ფეხბურთში

კლუბები (უმაღლესი-დიდი10, პირველი ლიგა-პირველი ლიგა, რეგიონალ ლიგა-რეგიონალ ლიგა):
რაგბი - 10-8-6*7 = 31
ფეხბურთი - 16-18-14*14*15 = 77

სტადიონები
რაგბი - ავჭალა, შევარდენი, ლელო, ხარები, ჯიქი, აია, ფოთი, ასპინძა = 9 კარგ მდგომარეობაში (სტადიონად ვარგისი ან პროექტში 7 მდე... დანარჩენი ყველა "ნახალოვკა")
ფეხბურთი - 53 მუნიციპალური (ცენტრალური ან სხვა) სტადიონი + 64 (მუნიციპალური დაწესებულებების სტადიონები ან სტადიონად ვარგისი ადგილები) *** = 117

*** სკოლების, ტექნიკუმების, ინსტიტუტების, ფაბრიკა-ქარხნების - სტადიონები

ანუ smile.gif
16 X 117 ზე facepalm.gif

This post has been edited by GiorgiG83 on 27 Apr 2016, 17:03
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3622
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 27 Apr 2016, 18:51  #47673330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კლუბები (უმაღლესი-დიდი10, პირველი ლიგა-პირველი ლიგა, რეგიონალ ლიგა-რეგიონალ ლიგა):
რაგბი - 10-8-6*7 = 31
ფეხბურთი - 16-18-14*14*15 = 77

სტადიონები
რაგბი - ავჭალა, შევარდენი, ლელო, ხარები, ჯიქი, აია, ფოთი, ასპინძა = 9 კარგ მდგომარეობაში (სტადიონად ვარგისი ან პროექტში 7 მდე... დანარჩენი ყველა "ნახალოვკა")
ფეხბურთი - 53 მუნიციპალური (ცენტრალური ან სხვა) სტადიონი + 64 (მუნიციპალური დაწესებულებების სტადიონები ან სტადიონად ვარგისი ადგილები) *** = 117

*** სკოლების, ტექნიკუმების, ინსტიტუტების, ფაბრიკა-ქარხნების - სტადიონები

ანუ smile.gif
16 X 117 ზე


ანუ: რაგბში ერთ სტადიონზე მოდის ორი კლუბი
ფეხბურთში პირიქით - ერთ კლუბზე ორი სტადიონი
biggrin.gif


--------------------
დო'დოო
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 27 Apr 2016, 19:06  #47673425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lepori
ერთ მუნიციპალიტეტში 4 სტადიონზე (ოთხივეზე სარგებლობის უფლება ხელშეკრულებით აქვს + რეესტრში რეგისტრირებული) 1 გუნდია (ისიც რეგიონალლიგის)
და იქვე რაგბის ვირის_თავფეხი

გეოგრაფია რომ წელს უწყობდეს ასე თქმაც შეიძლება, მარგამ ფოთში გუნდიც ერთია და სტადიონიც, ისევე როგორც რუსთავში
ეგ ორი რომ გამოაკლო ორივე მხარეს (და იმ 9-ში იპოდრომიც მითვლილი მაქვს და მალთაყვის "ბაზაც" სადაც კოლხი რაინდები წლებია ბინადრობ(დნ)ენ/ხომ მაგარია!)

ეგეთ რაღაცას თუ გადავეყრებოდი არ მეგონა

სანქცია - სარზე მოჭიმვა !
სამივეს
ვერგაძღადედათქვენისღორიმუცელიც-მოქმედებს
შეუუნაროსქელობალასტოც-უმოქმეოდოს
გამანაწილებელიპიდერისკაციც-მედიატორს
სამივეს

This post has been edited by GiorgiG83 on 27 Apr 2016, 19:10
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3622
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 01:46  #47676933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GiorgiG83
ადგილობრივ საკრებულს არ შეუძლია განაწილება?..
თუ სადმე ზევით უნდა გასაჩივრდეს ეგ ამბავი

ქალაქში 4 სტადიონი იყოს და
გუნდი ვერ იყენებდს, სხვა სპორტს ეკუთვის და თქვენ არ ივარჯიშთო vis.gif


----
მაგაზე გამახსენდა >>
ამასწინად ტელევიზორში იყო საქართველოს ფრისბის ფედერაციის პრეზიდენტი
მადლობებად დაიცალა >> რაგბის მოედნებს გვითმობენ სავარჯიშოდო
ეგენი რომ არ იყვნენ ნეტა რა გვეშველებოდაო
>> ეს ისე smile.gif
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10925
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 03:06  #47677242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lepori

ფოთის კოლხეთი ფოთის სარაგბო სტადიონზე თამაშობს, თავისი სტადიონის სარემონტო ფული რამოდენიმეჯერ შემოეჭამათ smile.gif


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 10:35  #47678066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jora84
და ამ სერვისში მგონი ფასსაც იხდიან (უნდა იხადონ)

lepori
სჯააროში დაფიქსირებული პირველი ამონაწერი 2012 წლით თარიღდება ორი 2013 ით და ერთიც 2015 ით
იქაურმა მუნიციპალიტეტმა ვაბშე იცის რომ რეგიონალში სარაგბო კლუბი ჰყავს?
და თუ იცის და რაგბი 4:0 ზე დატოვა მაგის დედას შემოვევლე და თუ არ იცის და არც არავინ აწვდის ინფორმაციას, უკვე სარაგბეთის პრობლემაა, იმ ფეხბურთმა მოითხოვა და მიიღო

არ ვიცი, დავაზუსტებ
ვინმე მ.უ. -მ საჯაროს თანამშრომელმა შეძლებისდაგვარად დახმარება აღგვითქვა - ამონაწერების მოძიება და სხვა
ერთი არქიტექტურის სამსახურის ტიპიც გვინდა და ეგაა
otia-83
ლევან ოტიაშვილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4562
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 10:50  #47678137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდი დავსვათ კითხვა: რატომ ხდება ეს ყველაფერი ესე, როგორც გიორგი აღწერს?

იმიტომ, რომ ფეხბურთი უფრო პოპულარული სპორტია ვიდრე რაგბი. - რატომ?

ალბათ: ყიფიანების, ჩივაძეების, დარასელიების, გუცაევების, მესხების მეტრეველების და პაიჭაძეების გამო. აქვე კონტრ კითხვა: კი მაგრამ ეგ 30 წლის წინ იყო და მას მერე კატასტროფისკენ მივექანებით ზებგერითი სიჩქარით. მაშ რა ხდება?

ჩემს მიერ ჩამოთვლილების ალალად დამსახურებული სიყვარული გაგრძელდა ევრო ტურნირებით და მსოფლიო ჩემპიონატების მუდმივი ჩვენებით. ანუ ხარისხიანი თამაშების მუდმივი მიწოდებით. ხოდა მიუხედავად იმისა რომ ქართული ფეხბურთი ღრმა უფსკრულშია და მისი ამოქაჩვის პერსპექტივაც არ ჩანს, მაინც ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.

რაგბში დღეს რა ხდება?

დღესვე გვყავს: ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილთა დარი მოქმედი მორაგბეები, გვაქვს პროგრესირებადი წარმატება, პერსპექტივა კიდევ უფრო განვითარების, მაგრამ პოპულარობით დღევანდელი წარმატებული სპორტი 10-ჯერ ჩამორჩება უფსკრულში გადაჩეხილ სპორტს.

რატომ?

1 თეთრიც არ იხარჯება მგონი რაგბის პოპულარიზაციაზე (თუ იხარჯება ძალიან ცოტა), მოსახლეობის 80-90%-მა არ იცის რაგბის ელემენტარული წესები. როცა წესები არ იცი, გულს ვერ უდებ თამაშის ყურებას და მხოლოდ ნაკრების წარმატებები გიხარია.

თიბისიმ როლიკი, რომ გამოუშვა რაგბის ისტორიაზე, ესეთი როლიკები გამოუშვით წესებზე, გაყიდეთ იაფ-ფასიანი ბურთები, მაისურები, მორაგბეების პოსტერები, ეზოებში გაიტანეთ რაგბი მარტო თბილისში და ქუთაისში კიარა ყველა რაიონში.

ამიტომ, როცა არ ხარ პოპულარული, როცა შენი თავი ვერ მიგაქვს მოსახლეობასთან სათანადოდ - არ დაგითმობენ სტადიონს მუნიციპალიტეტში. სანამ ბავშვების 20-30% რაგბის ბურთებით არ ირბენს ეზოში, მანამდე "5"-ვე სტადინი რაიონში იმ სპორტს ექნება, რომლის ბურთითაც მეტი ბავშვი დარბის ეზოში.

ფეხბურთის დაბალ-ხარისხიანი ბურთი ღირს მგონი 10-15 ლარის ფარგლებში ნუ 20 ლარი. რაგბის ბურთი რეგიონებში თითქმის არ იყიდება და თუ იყიდება ღირს 30-40 ლარი. 2.5 ლიტრიანი კოკა-კოლის ბოთლით ვერ გახდება რაგბი პოპულარული.

ბარსელონას დიზაინის უხარისხო საბავშვო მაისური ღირს 10-15 ლარი. რაგბის ყველაზი იაფასიანი მაისურის ფასი 40 ლარიდან იწყება (სავარჯიშო დიდი ბორჯღალით) გამოუშვით რაა ჩვეულებრივი მაისურები, ნაკრების კვართის დიზაინით, ხელმისაწვდომ ფასად.

მსოფლიო ჩემპიონატის მერე საქართველოში რაგბი პოპულარობის პიკში იყო. ამ დროს როგორ გამოიყენა კავშირმა ეს პლაცდარმი? გამოიყენა კიარა დაიკიდა, გადაყვნენ შიდა დაპირისპირებებს, ხანჯლაობას და ინტრიგებს. მსოფლიო ჩემპიონატის მერე რაგბზე საზოგადოებას ნეგატიური ინფორმაცია უფრო მეტი მიეწოდება ვიდრე პოზიტიური.

ვითომ აკრიტიკებენ დაბლინის მახვშებს და რეალურად მათგან დიდად არც ქართველი სარაგბო ფუნქციონერები განსხვავდებიან: კარჩაკეტილობით, კონსერვატიულობით და ცხვირ-აბზუებულობით.

1 თვეში ჩვენი U20 მსოფლიოზე მიდის (რანგით მეორე ტურნირზე). რაგბში ჩახედულმა რამდენიმე ასეული გულშემატკივრის გარდა ეს საქართველოში კაციშვილმა არ იცის. ეს ნორმალურია?


სანამ რაგბი ფეხბურთის მასიურობის ნახევარს მაინც არ მიაღწევს, მანამდე გიორგის მიერ აღწერილი დისბალანსი არ შეიცვლება.

ესაა ჩემს მიერ დანახული რეალობა. sad.gif


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 11:38  #47678468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83
არის კიდევ ერთი დეტალი (შედარებით ცნობილი და გახმაურებული)
ფოთში, მალთაყვაში ჭაობი დააშრო/ამოავსო პიკასომ (ამირან შავგულიძე) და კოლხმა რაინდებმა. იქ ადგილია? (!!!) სასწაული! ბალახი ზამთარ-ზაფხულ ბიბინებს, არის ორი მინდორი, გარშემო ჭაობის კიპატისებით შემოგარული, ზედ ზღვის პირას და ვიღაც ზელანდიელის ნაჩუქარ კონტეინერზე დანაშნეები ოთახ(ებ)ი
მარგამ ეს ადგილი ეკუთვნის ოქროს ტბის კლუბს (ბოლომდე ხაზები მანდაც არაა გავლებული) მინიმუმ მუნიციპალიტეტის მიანც არის ხანდაზმულობა ამ მომენტიდან ითვლის მინიმუმ 14 წელიწადს, მარგამ 50 წლიანი სარგებლობის უფლებით ვერაა "წამოღებული"
3 წლის წინ ამირანს დაპირდნენ ამ ადგილს (ნაშრომ-ნაოფლარ წალკოტს - თან დიდი ფასიც დაჯდა) არ დავკარგავთო, მარგამ მერე მსოფლიოს სამზადისი და მსოფლიო იყო, მერე არჩევნები და ახლა?
თუ არა და იმ ადგილს "ქირაობენ" ვისაც მინდორი სჭირდებათ - ხან სბორზე ხანაც თამაშზე - ანუ ადგილი მეტნაკლებად ყიდულებოს/ამუშავებს თავის თავს

ლანჩხუთის და ხობის სასპორტო 'აკადემიებზე' ფეხბურთს ვერ შეეცილები, მარგამ იქვე (სულ მცირე 2-3 სტადიონი და სტადიონად ვარგისი) არის საშუალება მოაწყო მცირე ბაზა, უკვე თუნდაც უხეშად დამუშავებულ ადგილზე
გრეიდერი: 2100-6700 ლარი
შემოღობვა: 10500-14250 ლარი
მზა კონტეინერი (მეტალო პლასტმასის) 50 კვ.მ. 18900 $
= 64420 ლარი + მაქს 15% სხვა ხარჯისთვის გამოგდის რომ გახეთქო 74000 ლარი
თუ ერთი ავჭალა 5,700,000 ლარი ჯდება ერთი ავჭალის ფასად 70-75 პატარა სტადიონს მოაწყობ
რესურსცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, იმ ჭრილში სადაც უკვე გაქვს სარაგო კერა (საფესტივალო, "ა" და "ბ" ლიგა) გჭირდება - პირველ ეტაპზე - 30 მდე ასეთი სტადიონი საკმარისია
უხეშად 2,250,000 გელა
და ეს ფული რომ წყალში არ გადაიყრება ხომ უდავოა? რამდენმაგად უკან დაბრუნდება პირდაპირი თუ ირიბი უკუგებით? და რამდენი სიკეთის სათავე შეიძლება იყოს (განსაკუთრებით რეგიონში)
GIORGI112
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1266
წევრი No.: 184001
რეგისტრ.: 29-March 14

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 20:53  #47682833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83 მართალია ეს კაცი.... კი ბატონო იჩაგრება რაგბი მუნიცპალიტეტებში და ზოგადად, მაგრამ მიდის რაგბი ხალხთან ? ? ? არ მიდის სამწუხაროდ...
dishosdzisdze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1016
წევრი No.: 206770
რეგისტრ.: 23-August 15

გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 21:52  #47683310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


otia-83
დიდი მადლობა ამ პოსტისათვის!!!
+#16
wink.gif

This post has been edited by dishosdzisdze on 28 Apr 2016, 21:53


--------------------
„ღმერთი სიმართლეა და არ უნდა რწმენას ღრუბლებზე ძებნა, შენს საკუთარ სიწმინდესა და სიკეთეში ეძიე.“
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7278
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 3 May 2016, 16:47  #47716816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


--------------------
http://airdefencegeo.blogspot.com/

დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ
GiorgiG83
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6005
წევრი No.: 189438
რეგისტრ.: 29-July 14

გამოგზავნილია: 3 May 2016, 18:01  #47717451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xDavid_S
ეს ინფორმაცია ბონუს ტიპისაა, რომელიც 2012 წლიდან მუსირებს, მარგამ...
რაღაც ვერც ამწეკრანებს და ვერც მოჭრილ კატლავანს ვერ ხვედავ
მე კი თემა მივუძღვენი მარტივ სტადიონებს, რომელიც მუნიციპალურ დონეზეა დასარეგულრებელი

მივცემ დასრულებულ სახეს და შემდეგ იმედია დაინტერესდება ის რგოლები ვისაც აღნიშნული ეხება
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4249 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]