forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (24) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფალავნობა 2017, სამხრეთის VI "ოთხი ერი"
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 841
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 14 Sep 2017, 13:51  #51331537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
მესამე ხაზში გამოცდილება დააკლდებათ
იაკო კრილი არ არი :/

QUOTE
20 Ardie Savea

QUOTE
20 Pieter-Steph du Toit

კაი საყურებელი იქნება

QUOTE
5 Sam Whitelock, 4 Brodie Retallick

QUOTE
5 Franco Mostert, 4 Eben Etzebeth

jump.gif
ძმები მგლები

შერკინებით შეიძლება მოერიოს აფრიკა მარა ხაზში დაიჩაგრებიან 12-13 ნომრის გარდა

This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 14 Sep 2017, 13:53


--------------------
შინდისფერია ოპელი

რაღაც მძღნერ ხასიათზე ვარ (c) ჯეიმს კუკი
-Kartveli-
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 355
წევრი No.: 203095
რეგისტრ.: 31-May 15

გამოგზავნილია: 14 Sep 2017, 13:55  #51331570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm
მეტი თამაშის შესაძლებლობა, რომ მიეცემა მერე გაირკვევა ეკუთვნის თუ არა ძირითადი შემადგენლობა.
სამოა, არგენტინით კი... მართალი ხარ ვერ განსაზღვრავ.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 11:07  #51336788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დაგვიანებული მიმოხილვა


user posted image

თვიგი და ფიფიტა

"ოთხი ერის" მესამე შაბათს ავსტრალია და აფრიკა დაზავდნენ,
ხოლო ზელანდიამ ბოლო მეოთხედშიღა გატეხა არგენტინა


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

სამხრეთში რაგბზე დასწრებამ რომ იკლო, მახვშებმა იაზრეს და შუა წყვილი რაუნდი მომცრო ქალაქებში, პატარა სტადიონებზე დანიშნეს. ამით ტრიბუნები თითქმის პირამდე შეივსო, მაგრამ ავსტრალიის კავშირმა ზე’რაგბიდან რომ გარიცხა პერთის "ფორს"ი, ფანობა სულ მჭახე ცისფრად შეიმოსა და მთელი თამაში მოკვეთილი კლუბის სახელს სკანდირებდა

კრიზისის გადამკიდე, გაისად ზე’რაგბი წარსულში ბრუნდება და სამ-ჯგუფა ზე 15-ად იქცევა. აფრიკამ ორი ზედმეტი - ქინგსი და ჩიტაზი უკვე გარია კელტურ მარაქაში, რომელიც ამის გამო "პრო 14"-ად იქცა, ხოლო ავსტრალიას გაუჭირდა ერთად’ერთი გასაწირის არჩევაც

კავშირმა თვალი თავიდანვე დაადგა ნაკლები ტრადიციის მქონე ორ არიფს - ფორსსა და მელბურნის "რებელზ"ს, ბოლოს კი მაინც დასავლეთი ნაპირის კლუბი მოკვეთა, რითაც ქვეყნის მთელი ეს რეგიონი გადაიმტერა

50 მილიონი

იქაურმა სენატორმა, ქალბატონმა ლინდა რენოლდსმა იმდენს მიაღწია, რომ საკითხს სახელმწიფო კომისია გამოიძიებს, წიაღისეულის ბიზნესში მოღვაწე მილიარდერმა, ენდი "თვიგი" (ჩაქიზო) ფორესთმა კი ომი გაუმართა "მამებს" - ქემერონ ქლაინისა და ბილ პულვერის ამალას

კავშირმა ფორსს 11 აგვისტოს მოუგო არბიტრაჟი. კლუბმა აპელაცია შეიტანა, მაგრამ 5 სექტემბერს სასამართლომაც კავშირის მხარე დაიჭირა. ამ ორ მოვლენას შორის "თვიგი" შეხვდა ქლაინს და 50 მილიონი შეაძლია ფორსის გადასარჩენად, მაგრამ კავშირმა მიუგო, აქამდე სად იყავი - სანზაარ’ისთვის (სინამდვილეში კი მუხთალი კივეთისთვის) სიტყვა გვაქვს მიცემული, რომ 4 გუნდს დავიტოვებთო

მაგაზე ფორესთი გაცხარდა, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეთა მონაპირე რეგიონში ფორსის ხათრით ცალკე პროფესიულ ლიგას შევქმნი და ზე’რაგბს დაგიძირავთო. ამის პასუხად გაპარპაშებული ზელანდია უმალ ახმაურდა, არაფერიც არ გამოგივაო, კავშირი კი თავის მართლებას მოჰყვა, ხუთი გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა, 2019 წელს ნაღდად გავკოტრდებოდითო

საზოგადოებრივი არხებით

რაგბის თემმა მთელი რეგიონის განკვეთა ტრაგედიად აღიქვა, თვიგი კი უეცრად დაუტკბა შეშინებულ კავშირს, რაც იყო, იყო, ამიერიდან კი მხარში დაგიდგებით - ჩემს წამოწყებას ისე დავგეგმავ, რომ ზე 15-ის დასრულების შემდეგ’ღა დაიწყოს, და უცხოეთში გადახვეწილ, ბარემ 130 ოზსაც ისეთ ჯამაგირს მივცემ, რომ შინ დაბრუნდნენო. ამით დონე აიწევს, კონკურენცია იმატებს და ნაკრების ბაზაც გაგვიფართოვდებაო

გაისად (2018), პირველ სეზონში, ფორსის გარდა, ფორესთის ლიგაში უცხოელი ვარსკვლავებით გაძეძგილი კიდევ 5 გუნდი იქნება - ჰონკონგი, კორეა, სინგაპური, ეგებ იაპონია, ფიჯი და სამოაც. შეჯიბრი სამ თვეს გასტანს და ზე’რაგბისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი, უფასო არხებით გადაიცემა

მერე და მერე, როგორც მენცრები ვარაუდობენ, თვიგი - კავშირისვე ლოცვა’კურთხევით - ზე’რაგბის სხვა ოზურ კლუბებსაც გადაიბირებს, და აფრიკა მეტად რომ დაუმოყვრდება ევროპას, ღარიბი ზელანდია მარტო დარჩება და იძულებული შეიქნება, უმცროს პარტნიორად’ღა გაერიოს ოზურ მარაქაში - ისე, როგორც სხვა ბურთაობებშია!

ზომიერება ღალატობთ

მაქამდე ჯერჯერობით შორია. "ოლ ბლექსმა" შარშან ექვსივე თამაში ბონუსით მოიგო, წლეულს კი ბრიტანეთის "ლომებს" ხომ ვერ აჯობა და "ოთხ ერზეც" გვარიანად ურევს - ზომიერება ღალატობს: სულ კოხტად თამაშს ეშურება, რისკიან პასებზეა გადარეული და ბლომად შეცდომა მოსდის. გარდა ამისა, ბითუმად ემტვრევა ლიდერები და შაბათიც ისე არ გავა, რომ ვინმემ თამაში არ ჩააფლავოს

აი ახლაც, ბოდენ ბარეთმა პირველ ტაიმში სამივე გარდასახვა გააფუჭა, მეორეში კი მორიგი სინბინი მიიღო და კრიტიკულ მომენტში გუნდი 14 კაცის ამარა დატოვა. ბედად, სწორედ ამ დროს შეცდა შესაძლებლობის ზღვარზე მორაგბე არგენტინა, და ახალბედამ - 25 წლის ვაეა ფიფიტამაც აიწყვიტა: მარბიელმა დიაგონალურ სოლოზე პუმათა ... ბექებს აჯობა!

ამით კურიოზული ვითარება შეიქნა - ანგარიში თანაბარი იყო * 22:22 @ 53’, ზელანდიას კი ბონუსი ერგებოდა იმის გამო, რომ მეტოქეზე სამით მეტი ლელო გაეტანა (4/1). მაშინვე ისევ დაშავდა იზრაელ დეგი და კარგა ხნით გამოვიდა მწყობრიდან, კარში დარტყმა კი დაეკისრა შეცვლაზე შესულ ლიმა სოპოანგას

113 მეტრი 11 სოლოზე

ნიუ’პლიმუთში (თარანაქი) წვიმდა. ბურთაობას მაინც არა უშავდა რა. ფიფიტამ 11 სოლოზე 113 მეტრი გაიარა, ხაზი სამჯერ გაჭრა და 11-ჯერ (!) გააბითურა მბოჭავი, მაგრამ დაცვაში თამაში დაიზარა, რის გამოც ამ შაბათს, ელბანში, აფრიკასთან - 6 ნომრად ლიამ სქვაიერი ბრუნდება. მის გარდა, უფროსობამ ისევ იხმო რაიან ქროთი, რიკო იოანე, არონ სმითი და სემ ვაითლოქი, ანუ პუმებთან მავანნი დაზოგა

ზელანდია მთელი პირველი ტაიმი წინ იყო, მაგრამ ზედ შესვენების წინ თავის ლელოსთან წააგო თავისივე დერეფანი, და აგუსტინ კრევის მიძალების შემდეგ, ნიკო სანჩესი ეწია მიზანს * 15:16 @ 40+3’

მანამდე სანჩესმა 35 მეტრიდან არეკნიც შეაგდო. ემილიანო ვოფელიმ საკუთარი ნახევრიდან გაიტანა ჯარიმა, მასპინძელთა ლელოები კი ასე დაიდო:

პირველზე, ფიფიტას რეიდის შემდეგ, დამიენ მაკ’ქენზიმ გაჭრა შეკუმშული ხაზი და ნეჰე მილნერ-სქადერი გრძელი პასით ახეირა; მეორეზე ბარეთმა 15-მეტრა შერკინებიდან ლელოში შეუცურა ენთონ ლენართ-ბრაუნს და ამან "უკანა ხაზამდე" დაამიწა; მესამეზე კი ბარეთმა თუმც უზუსტოდ მიაწოდა დეგს, ამან მაინც გამოიყენა მეტობა

მოთმინებით, ფაზა-ფაზა

მესამე მეოთხედში ვოფელიმ გაიტანა შორიდან, სანჩესმა კი ააცილა ახლოდან. პუმები უტევდნენ, ზელანდია ზედიზედ 4-ჯერ (!) რომ დაჯარიმდა და კაც’ნაკლული დარჩა. აქ არგენტინა დაიზაფრა და 5-მეტრა შერკინების მოთხოვნა ვერ გაბედა, შემდეგსავე ეპიზოდში კი ტომას კუველს მოგერიებაზე რომ დაუფარეს, ფიფიტამ გაიჯეჯილა

სტუმრები წახდნენ, მაგრამ 22:22-ზე სოპოანგამაც ააცილა ჯარიმა. მაშინ კივებმა მოთმინება მოიკრიბეს, ფაზას ფაზა გადააბეს და მეტოქის დაცვა რომ ჩაითრიეს, თი’ჯეი პერენარამ გრძელი პასით ალამთან მონახა მაკ’ქენზი * 29:22 @ 65’

ფიფიტას მორიგი სოლოს შემდეგ მაკ’ქენზიმ კიდევ გაიტანა ლელო, მაგრამ თემიდამ "წინ პასი" გამოუჩხრიკა. სოპოანგამ შეაგდო ჯარიმა, ბოლოსკენ კი, ჩარბენის შედეგად, ბარეთმა ახლოდან მეექვსედაც დაალელოვა პუმები * 39:22, რაზეც კუველიმ შენიშნა, დასკვნითი მეოთხედისთვის ისევ გამოგველია ძალაო

სხვაფრივ, შავებს მეორე დამწყები ბურჯიც გამოაკლდათ წლის ბოლომდე: თუ 3 ნომერ ოუენ ფრენქსს აქილევსი აქვს მოსარჩენი, 1 ნომერმა ჯო მუდიმ მხარი იღრძო. ჰოდა, ბოკესთან მარცხნივ დადგება გამოუცდელი ქეინ ჰეიმს’ი

ბრეიქ’დაუნზე აჯობეს

პერთში აფრიკელთა ხალხ’მრავალი დიასპორაა, მაგრამ ფორსის დრამით შეძრულმა პუბლიკამ მაინც სულ ვოლაბებს უჭირა მხარი. ბოკემ დაასვენა მეორე’ხაზელი ფრანკო მოსტერტი, ავსტრალიას კი იმად აკლდა ბებერი კვაჭი სთივენ მორი, რომ მესამე შვილი შეეძინა

დაწყებამდე ცოტათი წამოწვიმა. ექსპერტთა აზრით, აფრიკამ ბრეიქ’დაუნზე აჯობა ავსტრალიას, მაგრამ რომ დაემტვრა იაკო კრილი, საზელანდიოდ დააწინაურა ჟან-ლიუკ დიუ’პრე

პირველი ტაიმი ფრედ მთავრდებოდა, ბურჯი კუნი უსტ’ჰეიზენი რომ დაჯარიმდა ბოჭვის არეში * 13:10 @ 40+’, მანამდე კი თითო ლელო დაიდო:

თერნოვერიდან ჯესი კრილმა წინ გადაიკიდა და დევნისას მაიქლ ჰუპერი რეიმონდ რულმა "მხრის კვრით" რომ დასცა, ბურთი კრილისვე კერძი შეიქნა * 3:10 @ 27’

უმალ ქიქ’ოფი იხელთა იზი ფოლაუმ და ადამ ქოულმენი რომ მიეძალა, ვილ გენიას უზუსტო პასიდანაც ქერთლი ბილი გაძვრა ბოკეს არეულ მწყობრში * 10:10 @ 29’

16 წლის წინდელივით

მეორე ტაიმში ორივე ლელო დერეფანში აგორებული, სხარტი მოლით დაიდო, ოღონდაც ოზებმა თუ 6 მეტრზე ჩაიგრიალეს, იაპებმა - ერთბაშად 17-ზე!

ავსტრალია 20:10 იგებდა, ჰუპერმა და ჰენრი სპეითმა რომ ალაგმეს იან სერფონტეინი. 20:20-ზე, ჯესის რეიდის კვალად, კარის წინ დაუვარდა ბურთი იაკო კრილს. იქვე ბოკე შერკინებაში მოერია მეტოქეს * 20:23 @ 68’, მაგრამ წონასწორობა მალევე აღდგა 40 მეტრიდან * 23:23 @ 70’

აფრიკამ სირენის შემდეგაც უტია - 12 ფაზა აკინძა, მაგრამ ჰუპერმა 35 მეტრიდან არეკნის დარტყმა მაინც არ დაანება ელთონ იანკისს, ბოლოს კი ოზებმა თერნოვერიც გაახერხეს და პერთის ტესტი, 16 წლის წინდელივით (2001), ფრედ დასრულდა * 23:23


ფალავნობა * 2017 * ოთხი ერი

მესამე რაუნდი


ზელანდია$ 39:22 არგენტინა

ზელ: მაკ’ქენზი დეგ (სოპოანგა 50) ლენართ-ბრაუნ სბ.ვილიამს (ლაუმაპე 76) მილნერ-სქადერ
<10-9> ბ.ბარეთ სბ 50, პერენარა (ქერ-ბარლოუ 65) /
მუდი (ქროქეთ 65) ქოულზ (თეილორ 68) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 68)
რომანო (სქ.ბარეთ 53) რეთალიქ; ფიფიტა ა.სავეა (ქეინ 44) რიდ^კაპ -
6ლ: მილნერ-სქადერ ლენართ-ბრაუნ დეგ ფიფიტა მაკ’ქენზი ბ.ბარეთ; 3გ ჯ: სოპოანგა

არგ: ტუკულეტ კორდერო (ორლანდო 68) მორონი (ორლანდო 39-/) დე’ლა’ფუენტე (გონსალეს-იგლესიას 70) ვოფელი
<10-9> სანჩეს კუველი (ლანდახო 65) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 70) კრევი^კაპ (მონტოშა 65) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 65)
პეტი-პაგადისავალ ალემანო (კრემერ 61) მატერა ორტეგა-დესიო მაკომე (ლესანა 61) -
ლ გ ა: სანჩეს; 4ჯ: სანჩეს (1 4) ვოფელი (2 3)

რეფ გარდნერ (ავს) 9/09 @ ნიუ’პლიმუთ, იაროუ (22 ათასი)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...91&d=1504958423

5:0(8) 5:3(14) 10:3(18) 10:6(25) 10:9(28ა) 15:9(37) 15:16(40+3) /
15:19(43) 15:22(50სბ) 22:22(53) 29:22(65) 32:22(70) 39:22(80)


ავსტრალია 23:23 აფრიკა

ავს: ფოლაუ სპეით (რონა 70) კურინდრანი (კერევი 76) ბილ ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) /
სიო (რობერთსონ 68) პოლოტა-ნაუ (უელეზი 18-26, 70) კეპუ (ალა’ალატოა 62)
არნოლდ (სიმონს 58) ქოულმენ; ჰენიგან ჰუპერ^კაპ მაკ’მან (დემპსი 62) -
2ლ: ბილ პოლოტა-ნაუ; 2გ 3ჯ: ფოლი

აფრ: ან.კუცია რულ ჯ.კრილ სერფონტეინ სქოსან
<10-9> იანკის კრონიე (ჰოუხარდ 66) /
მთავარირა (კიცჰოფ 55) მარქს უსტ’ჰეიზენ (ნიაკანე 70-75)
ეცებეთ^კაპ დიუ’ტოი (დე’იახერ 66) კოლისი ი.კრილ ქასიმ (ჟლ.დიუ’პრე 55) -
2ლ: ჯ.კრილ მარქს; 2გ 3ჯ: იანკის

რეფ ჯექსონ (ზელ) 9/09 @ პერთ, ნიბ (17 528)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...97&d=1504967365

0:3(4) 3:3(7) 3:10(27) 10:10(29) 13:10(40+) /
20:10(48) 20:13(54) 20:20(60) 20:23(68) 23:23(70) დას(80+2)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 იზი ფოლაუ (ავს), 14 ჰენრი სპეით (ავს), 13 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ზელ), 12 ქერთლი ბილ (ავს), 11 ემილიანო ვოფელი (არგ);
10 ნიკოლას სანჩეს (არგ), 9 როს კრონიე (აფრ) /

1 ჯო მუდი (ზელ), 2 აგუსტინ კრევი (არგ), 3 კუნი უსტ’ჰეიზენ (აფრ);
4 ლუქ რომანო (ზელ), 5 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (აფრ);
6 ვაეა ფიფიტა (ზელ), 7 მაიქლ ჰუპერ (ავს), 8 ქიარან რიდ (ზელ)

სულ: 5 ზელ; 4 ავს; 3 არგ აფრ


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (11/09_2017)

1 ზელანდია 9521, 2 ინგლისი 9014, 3 აფრიკა 8581,
4 ირლანდია 8539, 5 ავსტრალია 8405, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7948,
10 არგენტინა 7800, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967

+/-: აფრ 16 ავს, ზელ 0 არგ


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@


user posted image


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8387
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 13:40  #51337669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
50 მილიონი

იქაურმა სენატორმა, ქალბატონმა ლინდა რენოლდსმა იმდენს მიაღწია, რომ საკითხს სახელმწიფო კომისია გამოიძიებს, წიაღისეულის ბიზნესში მოღვაწე მილიარდერმა, ენდი "თვიგი" (ჩაქიზო) ფორესთმა კი ომი გაუმართა "მამებს" - ქემერონ ქლაინისა და ბილ პულვერის ამალას

კავშირმა ფორსს 11 აგვისტოს მოუგო არბიტრაჟი. კლუბმა აპელაცია შეიტანა, მაგრამ 5 სექტემბერს სასამართლომაც კავშირის მხარე დაიჭირა. ამ ორ მოვლენას შორის "თვიგი" შეხვდა ქლაინს და 50 მილიონი შეაძლია ფორსის გადასარჩენად, მაგრამ კავშირმა მიუგო, აქამდე სად იყავი - სანზაარ’ისთვის (სინამდვილეში კი მუხთალი კივეთისთვის) სიტყვა გვაქვს მიცემული, რომ 4 გუნდს დავიტოვებთო

მაგაზე ფორესთი გაცხარდა, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეთა მონაპირე რეგიონში ფორსის ხათრით ცალკე პროფესიულ ლიგას შევქმნი და ზე’რაგბს დაგიძირავთო. ამის პასუხად გაპარპაშებული ზელანდია უმალ ახმაურდა, არაფერიც არ გამოგივაო, კავშირი კი თავის მართლებას მოჰყვა, ხუთი გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა, 2019 წელს ნაღდად გავკოტრდებოდითო

საზოგადოებრივი არხებით

რაგბის თემმა მთელი რეგიონის განკვეთა ტრაგედიად აღიქვა, თვიგი კი უეცრად დაუტკბა შეშინებულ კავშირს, რაც იყო, იყო, ამიერიდან კი მხარში დაგიდგებით - ჩემს წამოწყებას ისე დავგეგმავ, რომ ზე 15-ის დასრულების შემდეგ’ღა დაიწყოს, და უცხოეთში გადახვეწილ, ბარემ 130 ოზსაც ისეთ ჯამაგირს მივცემ, რომ შინ დაბრუნდნენო. ამით დონე აიწევს, კონკურენცია იმატებს და ნაკრების ბაზაც გაგვიფართოვდებაო

გაისად (2018), პირველ სეზონში, ფორსის გარდა, ფორესთის ლიგაში უცხოელი ვარსკვლავებით გაძეძგილი კიდევ 5 გუნდი იქნება - ჰონკონგი, კორეა, სინგაპური, ეგებ იაპონია, ფიჯი და სამოაც. შეჯიბრი სამ თვეს გასტანს და ზე’რაგბისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი, უფასო არხებით გადაიცემა

მერე და მერე, როგორც მენცრები ვარაუდობენ, თვიგი - კავშირისვე ლოცვა’კურთხევით - ზე’რაგბის სხვა ოზურ კლუბებსაც გადაიბირებს, და აფრიკა მეტად რომ დაუმოყვრდება ევროპას, ღარიბი ზელანდია მარტო დარჩება და იძულებული შეიქნება, უმცროს პარტნიორად’ღა გაერიოს ოზურ მარაქაში - ისე, როგორც სხვა ბურთაობებშია!

დიდი ამბები გველოდება!
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2726
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 13:45  #51337697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (dc120mm @ 15 Sep 2017, 13:40 )
გაისად (2018), პირველ სეზონში, ფორსის გარდა, ფორესთის ლიგაში უცხოელი ვარსკვლავებით გაძეძგილი კიდევ 5 გუნდი იქნება - ჰონკონგი, კორეა, სინგაპური, ეგებ იაპონია, ფიჯი და სამოაც. შეჯიბრი სამ თვეს გასტანს და ზე’რაგბისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი, უფასო არხებით გადაიცემა

მერე და მერე, როგორც მენცრები ვარაუდობენ, თვიგი - კავშირისვე ლოცვა’კურთხევით - ზე’რაგბის სხვა ოზურ კლუბებსაც გადაიბირებს, და აფრიკა მეტად რომ დაუმოყვრდება ევროპას, ღარიბი ზელანდია მარტო დარჩება და იძულებული შეიქნება, უმცროს პარტნიორად’ღა გაერიოს ოზურ მარაქაში - ისე, როგორც სხვა ბურთაობებშია!
დიდი ამბები გველოდება!

ნეტავი ჩვენ არ დაგვპატიჟებენ? gigi.gif


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8387
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 13:52  #51337737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki
QUOTE
ნეტავი ჩვენ არ დაგვპატიჟებენ?

ჩვენ რო ჰონკონგ-სინგაპურ-კორეაში ჩავფრინდ-ჩამოვფრინდეთ ხო დავიქცევით და დავიღუპებით biggrin.gif

ისე სად ხარ შენ აღარ ჩანდი ფორუმზე,ისვენებდი ეტყობა.
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2726
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 14:16  #51337878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (dc120mm @ 15 Sep 2017, 13:52 )
ჩვენ რო ჰონკონგ-სინგაპურ-კორეაში ჩავფრინდ-ჩამოვფრინდეთ ხო დავიქცევით და დავიღუპებით biggrin.gif

ისე სად ხარ შენ აღარ ჩანდი ფორუმზე,ისვენებდი ეტყობა.

ჩაფრენა-ჩამოფრენის გარეშე ისედაც დაქცეულები ვართ და ისევ ვიფრინოთ ის ჯობია))

სად უნდა დავკარგულიყავი, აგერ ვუმზერ ბრიზბენი კანბერას.
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 841
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 15 Sep 2017, 18:42  #51339390      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი მწვრთნელით და ატმოსფეროთი შეიძლება აფრიკას რამე ექნა ხვალ ზელანდიისთვის

მარა არა რა
მინიმუმ 3 კარგი რვა ნომერი გყავს და მალავ facepalm.gif
ყველაზე მაგარი ფრთა გყავს (თეთრი) და მალავ facepalm.gif
ყველაზე გამჭრელი ცენტრი გყავს და არ ეძახი facepalm.gif

დე კლერკი რო ჰუხარდს 10 თავით ჯობია მაგაზე აღარაფერს ვამბობ
MARTIN-EDEN
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 894
წევრი No.: 217645
რეგისტრ.: 26-April 16

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 11:09  #51341984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგ ხარისხში სად შეიძლება ვნახოთ? ისე რომ თვალები არ დავითხაროთ smile.gif
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16246
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 11:24  #51342046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
MARTIN-EDEN
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 894
წევრი No.: 217645
რეგისტრ.: 26-April 16

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 11:26  #51342058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Amadeo

მადლობა smile.gif

------------------------------
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8387
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 11:30  #51342076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხლა იქნება მსოფლიოში 4 საუკეთესო მეორეხაზელის ჯახი!
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 841
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 11:32  #51342088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეხლა იქნება მსოფლიოში 4 საუკეთესო მეორეხაზელის ჯახი!

bis.gif
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16246
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 11:34  #51342094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ხალხო, მიშველეთ - ეს ვერ მ,ოვაშორე ეკრანს - ველ;ოდები 30 წამი, ეს ქრება და ერთი კუბიკი რჩება და იმის გაქრობასაც რომ ვაჭერ, სტრიმს თიშავს

user posted image
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2773
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2017, 11:38  #51342117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეაშინეს აფრიკელი ბოვშვები მაგ ტყიურებმა ? biggrin.gif

Amadeo
ქვემოთ ეკრანის გაფართოებას დააჭირე და სრულიად მონიტორზე გაიშლება

This post has been edited by B l a c k J a c k on 16 Sep 2017, 11:38


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) « პირველი ... 9 10 [11] 12 13 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0268 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]