პროგრამა:
1. მთაწმინდა (რუსთაველი. იარმურკა, ნაწილობრივ ზემელი)
აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ უბანში მაღალ სართულიან კორპუსებს.რაც არის აშენებული ის არ დაინგრევა,მაგრამ აღარ უნდა აშენდეს 3-4 სართულზე მაღალი სახლები.
დავუბრუნებ რუსთაველს ლაღიძის წყლებს!
მთაწმინდა სოლოლაკს დავეხმარები ავარიული სახლების გამაგრებაში.სურვილის შემთხვევაში ვნახავ ინვესტორებს,რომლებიც ააშენებენ სახლს და საცხოვრებელ ფართს დაუმატებენ 30%(რა თქმა უნდა რემონტი+ ავეჯი.
2. სოლოლაკი, (ლესელიძე, მეიდანი)
აქაც აუცილებელია სახლების გამაგრება-აღდგენა.
ლესელიძეზე დავაგებ ახალ ქვაფენილს((ხარისხიანს)(სურვილის შემთხვევაში ასფალტს,რომ არ იძაგძაგონ)).დავაბრუნებ ებრაელის მაღაზია "შალომ"-ს სადაც "დეზადორი" სლივკები იყიდებოდა.
3 .ვერა (ვარდისუბანი, ნაწილობრივ ზემელი)
აბაშიძის ძეგლს მოვაცლი ულვაშებიდან საღებავს და მივაწერ,რომ არ არის სტალინი.
აღდგება ძველი აპწეკა.პიისატპერვის ბაღნებს დავუნიშნავ ზრდილობის და ეთიკის გაკვეთილებს.გოგო რომელიც სკოლიდან ფილარმონიისკენ კლასელ გოგოს გადასძახებს ###ოს აუცილებლად გაირიცხება სკოლიდან.
4. ვაკე (ბაგები)
შევაჩერებ კუს ტბის ტერიტორიის გასხვისებას.შავ ღლეობა შენობას გადავღებავ ხალისიან ფერებში.
5. საბურთალო (ნუცუბიძე, ვაჟა, ბახტრიონი. შანხაი.)
გეპეიში ავკრძალავ ფურთხებას,რათა ასფალტს არ ქონდეს შავი ფერი.დავასრულებ ბოლო მეტროს.აღვადგენ "ელექტრონიკა"-ს
ბახტრიონზე აშენებულ კორპუსებს დავანგრევ
6. კრწანისი
შევარდნაძეს გადავასახლებ მამათში.
7. დიდუბე
სუკონკელ დამნაშავეებს გავამწესებ ფრიდრიხას ციხეში.
ქუთაისის ქუჩაზე პადძელკა ნაწილებს ავკრძალავ.ელიავაზე დავაგებინებ შიდა გზებს.ხიდთან დავაყენებ კვალიფიციურ მუშებს.ტეტეუს ბაზრობა დაუბრუნდება "თბილისის ავტობუსი"-ს.
8. ჩუღურეთი (პლეხანოვი. ვორონცოვი, ოქროსუბანი.სვანეთის უბანი)
პლეხანოვზე დავრგავ დიდ ხეებს რათა ზაფხულში ჩრდილი გქონდეთ."ვარანცოვი-ოქროს უბანი-სვანეთის უბანი"-ში ყველა სახლს ჩაუტარდება კაპ რემონტი.საბჭოს მოედანზე გავაუქმებ შუქნიშანს.
9.გლდანი (სოფ.გლდანი. გლდანულა)
მიხედილია და გამოკვებილი
10. ნაძალადევი (ხუდადოვი . ლოტკინი. კუკია)
უკვე მოცილებული გვყავს მერაბ სამადაშვილი.მაგრამ ბალავაძე გაგვტენეს.ამასაც მოვაშორებთ და ავირჩევთ კარგ უნფროსს.ბლიატსკი დვორს აღუდგება ძველი დიდება.ფეზეუში გავარჩევთ ისევ საქმეებს.გაკეთდება საწყობები და გაჭირვების შემთხვევაში გავტეხავთ თაფლის და ჩაის საწყობს.
113 სკოლას დაეწერება საქათმე.პლეხანოვის კლუბში გავუშვებთ ინდურ კინოებს.
მეათე სკოლის წინ დავდგამთ მათიკოს და ნიაზას ბიუსტს.
სანერგეს და ჯავის(+ბაბუშკინი) ქუჩაზე მოვახდენ მენტალურ გადატრიალებას.
დავაგებ თოფურიძის ქუჩაზე ასფალტს.ვეკუას ვუყიდი ახალ ტრაილერს.
11. ვარკეთილი (8 პოლკი, მეტროსტროი)
ბოიშვილი ვიყო თუ ეშველოს
12 ვაზისუბანი
ამასაც
13. თემქა (ხევძმარა)
ფრანკის გავასახლებ
14. მუხიანი
გამწვანება არის საჭირო.შეკრული უბანია და დიდი ხელის წაკვრა არ ჭირდება.
15.ავჭალა
აღდგება კონიაკის ქარხანა მთელი დატვირთვით
16.ზაჰესი (ქოშიგორა)
აქ არ ვიცი
17.სოღანლუღი (სახახვეთი)
აქაც მოვიკოჭლებ
18. ავლაბარი (ელია) (კლდის უბანი , ძაღლის უბანი)
ფუსფუსას სიტყვა დაფასდება ძველებურად.ვაენი გარადოკში დავაბრუნებთ რუსებს რათა ჩაღორებული არ იყოს ეზო.საბადურის ქუჩის კუთხეში დავამთავრებ იმ დაწყევლილი კორპუსის მშენებლობას.
19.ორთაჭალა (ხარფუხი)
ბუგაროკიან ცენტრალნი გზას გადავაგებ
20. დიღომი (დიდი დიღომი, სოფ.დიღომი)
ალვის ხეებს დავრგავ ზედა მხრიდან ოთხ რიგად
21. ვაშლიჯვარი
ასახვევში მაღაზიებთან არ გავაჩერებინებ მანქანებს პიკის საათში
22. სანზონა (კირპიჩკა)
ჩომბეს ჩამოვახრჩობ და ზედ ნაფტას დავაყოლებ
23. ისანი (მოსკოვის პროსპექტი. 31 -ეს დასახლება)
ჩილიკას დუქანს გავაფართოვებ.
24.სამგორი (3 მასივი, ნავთლუღი აფრიკა)
(იგივე რაც ქუთაისის ქუჩაზე)
25,ლილო (აეროპორტის დასახლება)
აეროპორტს დაერქმევა ზვიად გამსახურდიას სახელი
ეს არის ის მცირედი რასაც დღეს გთავაზობთ.
დაწერეთ ყველამ თუ რა გჭირდებათ
ეს იქნება ფაქტიურად სამოქმედო გეგმა არჩევის შემდეგ
ზოოპარკს და იპოდრომს გადავიტან თბილისის ზღვაზე
მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გასართობი ცენტრები.
არცერთი დიდი დაწესებულება არ აშენდება თბილისის გულში.
აირჩევა გარეუბნები სადაც განთავსდება ყველა ეს დაწესებულება.
ყველა კორპუსი აშენდება პადზემნი პარკინგით.
განვავითარებ მეტროს და ტრამვაის.
შეიზღუდება ავტობობუსები და მიკროავტობუსები.
ვაკეში გავიყვან მეტროს 2 სადგურს(ნუ თუ დაბროზე იქნებიან
)
რაც შეეხება მუსიკას
თბილისის მერიის ჯაზ ბენდს გაუათმაგდებათ დაფინანსება
წელიწადსი სამჯერ ჩატარდება ჯაზფესტივალები
ქართველი ჯაზმენების მონაწილეობით 50/50
ასევე ჩატარდება როკ ფესტივალები(სამჯერ წელიწადში)
პინკფლოიდი ჩამოვა პირველ რიგში(თუ მიატანა იმ საცოდავმა)
ფილარმონიაში აეკრძალება გამოსვლა ყველა იმ მომღერალს ვისაც გადაეცა ღირსების ორდენი ან ფინანსდებოდა მისი ოჯახის წევრი პრეზიდენტის ფონდიდან
ვარაზის ხევში უნდა დაიგოს ასფალტი
თვეში ერთხელ იქნება კულტურის დღეები(ეთნოგრაფიულში სავარაუდოდ)
სკოლის მოსწავლეებისთვის ამ დღეს კინო-თეატრი იქნება უფასო)
კინოში გავა მაგ დღეს მხოლოდ სემეცნებითი დოკ. ფილმები
ვალდებული იქნება ყველა სკოლა რომ ამ დღეს დარგან მინიმუმ ასი ხე(სანერგეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს)
დიდ დიღომში უნდა გაშენდეს 1 კვ.კმ პარკი რომელიც იქნება საუკეთესო საშუალება დასასვენებლად.უნდა შემოიღობოს ქარსაცავი ზოლით.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაც უნდა გახუთმაგდეს
ცოდოა მაგ ტერიტორიის უქმედ ყოფნა
აშენდება ხიდი რომელიც ნახალოვკა საბურთალოს დააკავშირებს ერთმანეთთან.განიტვირთება ოქროს უბანი.თამარმეფეზე აღარ იქნება საცობი რაც ესტაკადას განტვირთავს
This post has been edited by SPLIYVI on 30 Nov 2013, 01:32