ეს თემა გამოძახილია იუზერი
bochormeli-ის მიერ გახსნილ თემაზე:
მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეთა ზნეობათავიდან იქ მინდოდა დამეპოსტა, მაგრამ ეგ საკითხი იმსახურებს ცალკე თემას.
იუზერი
bochormeli-ის არგუმენტები კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ დროს მარიხუანა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ინფორმაციით მრავალმხრივი მავნე ზემოქმედებით ხასიათდება და, რაც მთავარია, დამოკიდებულებას იწვევს:
-ის აუარესებს ადამიანის კოგნიტურ განვითარებასა და კოგნიტურ ფუნქციონირებას, ასოციატიური პროცესებისა და ინფორმაციული მასივის ანალიზის, ყურადღების ორგანიზების მექანიზმებისა და მეხსიერების ჩათვლით;
-აქვეითებს ფსიქომოტორულ ქმედითუნარიანობას, მათ შორის მოძრაობის კოორდინაციას, იწვევს ყურადღების გაფანტვას, აქვეითებს მრავალი ტიპის ოპერატიული ამოცანის დაძლევისა და გადაწეყვეტის უნარს, ზრდის საგზაო, ავარიული შემთხვევების რისკ–ფაქტორს;
-კანაფის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია;
-კანაფის მოხმარება იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებას, ტრაქეისა და ძირითადი ბრონქების ეპიტეტიკურ ტრავმას, ქრონიკულ ბრონქიტს, ფილტვების ანთებას, ინფექციის წინააღმდეგ ფილტვების დაცვითი უნარის დაქვეითებას;
-ორსულობის დროს კანაფის მოხმარება იწვევს ნაყოფის განვითარების დარღვევას, სიმსივნის იშვიათი ფორმების წარმოქმნას;
-აღნიშნულია, რომ კანაფის მოხმარება იწვევს ნარკოტიკული დამოკიდებულების სინდრომს, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ კანაფის ხმარების შეწყვეტაც კი ვერ უზრუნველყოფს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;
ეხლა მოდი თამბაქოს და ალკოჰოლს შევხედოთ.
1. თამბაქო:
- იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდას 2-4 ჯერ
- იწვევს ინსულტის რისკის ზრდას 2-4 ჯერ
- იწვევს ფილტვის კიბოს რისკის ზრდას 25 -ჯერ
- იწვევს შემდეგი კიბოს ტიპების რისკს: (სპოილერი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Bladder
Blood (acute myeloid leukemia)
Cervix
Colon and rectum (colorectal)
Esophagus
Kidney and ureter
Larynx
Liver
Oropharynx (includes parts of the throat, tongue, soft palate, and the tonsils)
Pancreas
Stomach
Trachea, bronchus, and lung
- ორსულობისას მოწევა იწვევს შემდეგი რისკების ზრდას: ნაადრევი მშობიარობა, დაბალი დაბადების წონა, მკვდარშობა, საშვილოსნოს გარეთ მშობიარობა.
- კაცებში მოწევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სპერმის დონეზე და გაზარდოს უშვილობის ან შობადობის დეფექტების რისკი
- მოწევა იწვევს მეორე ტიპის დიაბეტის რისკის ზრდას 30-40% -ით
- თამბაქო (ნიკოტინი) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდების გამომწვევი სუბსტანცია, მოწევა ცვლის ტვინის დოპამინერგული ნეირონების სტრუქტურას. სხვა სიტყვებით ეს ნიშნავს რომ მწეველის ტვინი ვერ შეიგრძნობს სიამოვნებას, თუ ნიკოტინის თან დოზა არ ჩაარტყა.
- მოწვევა ყოველწლიურად კლავს 7 მილიონ ადამიანს მსოფლიოში, აქედან 900,000 არიან პასიური მწეველები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2. ალკოჰოლი
- გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე და მეტაბოლიზმე, რაც აისახება ადამიანის ქცევებზე, ხასიათზე, და მოტივაციაზე.
- ხშირი სმა იწვევს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს (არითმია, მაღალი წნევა, ინფაქტის რისკი).
- ხშირი სმა იწვევს ღვიძლის ფუნქციონირების მოშლას (ციროზი, ფიბროზი, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ცხიმიანი ღვიძლი).
- ორსულობისას დალევა იწვევს დაბადების დეფექტების რისკის ზრდას - შეიძლება ნაყოფის ტვინის დაზიანება.
ამაზე უფრო დეტალურად:
https://www.cdc.gov/ncbddd/fasd/index.html - ხელს უწყობს დემენტიის განვითარებას ასაკთან ერთად და იწვევს ე.წ. "აღმასრულებელი ფუნქციის" მოშლას (რაც არის პრეფრონტალური კორტექსის მთავარი ფუნქცია რომ დაგეგმოს და კონტროლს ქვეშ აიყვანოს ადამიანის ქცევა).
- იწვევს სოციალურ პრობლემებს, პროდუქტიულობის მოშლას, სექსუალური ფუნქციის მოშლას, ძალადობის და ჰომიციდის ზრდას, ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას.
- რაც მთავარია: ალკოჰოლის სოციალური ხარჯერბი:
* CDC-ს გამოთვლით ალკოჰოლის ხარჯები საზოგადოებისთვის მხოლოდ ამერიკაში იყო 249 მილიოარდი დოლარი 2010 წელს. აქედან ხარჯების 72% მოდის სამუშაო პროდუქტიულობის დაკარგვაზე, 11% ჯანდაცვაზე, 10% კრიმინალური მართლმსაჯულების ხარჯებზე, 5% - ავტოსაგზაო შემთხვევებზე.
*
ხარჯების 77% მოდის არა ხშირ- მძიმე დალევაზე, არამედ ე.წ. binge drinking-ზე, რაც არის შიგადაშიგ 4 ან მეტი ერთეული ალკოჰოლის დალევა ერთ დაჯდომაზე. *
მხოლოდ ამერიკაში იწვევს ყოველწლიურად 88,000 სიკვდილს და დაახლოებით 2.5 მილიონი პოტენციური სიცოცხლის წლის მოსპობას. ალკოჰოლით დაღუპულთა ცხოვრების ხანგრძლივობა არის საშუალოდ 30 წლით შემცირებული* ქვემოთა ლინკზე ალკოჰოლისგამო სიკვდილიანობის რიცხვი ყოველ 100,000 მოსახლეზე ქვეყნების მიხედვით. ჩვენში 4.46
http://www.worldlifeexpectancy.com/cause-o...hol/by-country/» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველამ ვიცით, რომ თამბაქო და ალკოჰოლი ლეგალურია და ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი (თინეიჯერებისთვისაც კი). მეტიც, ჩვენს საზოგადოებაში ეგ ქმედებები წახალისებულია, და გარკვეულ სოციალურ დივიდენდებს გმატებს.
ხოდა მოდი კითხვა დავსვათ ზნეობაზე:
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ქვია იმ ადამიანს რომელიც ეწევა, შიგადაშიგ მეგობრებთან ერთად 4 კათხა ლუდს სვამს ფეხბურთის ყურებისას, და ამ დროს მარიხუანის ლეგალიზაციას კბილებით ეწინააღმდეგება და ერის გადაშენების გზად მიიჩნევს?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მე ვფიქრობ რომ ამას "არაინფორმატიულობა" ქვია, ხოდა ეს თემაც ინფორმატიულობის ამაღლებას ემსახურება.
შემდეგი ნაბიჯი კი, როცა ინფორმაცია გააზრებულია და მაინც იგივეს ამტკიცებს, უკვე ამორალურობაა (იგივე უზნეობა).
This post has been edited by kaiser Soze on 20 Feb 2018, 13:32