TP LINK -WR940N v1/v6 ორი სხვა და სხვა მოდელი მაქვს. მეორე იმიტომ ვიყიდე, რომ მარწმუნებდნენ ჩემი როუტერი იყო დამნაშავე.
სიტუაცია შემდეგი მაქვს. ქსელის კაბელით ინტერნეტი მოდის თუ პირდაპირ ვაერთებ კომპიუტერს და სიჩქარეც შესაბამისია.
ბოლო ერთი კვირაა უკვე 20-ზე მეტჯერ დავრეკე მაგთიში, რადგან როუტერის გავლით WIFI ინტერნეტი წყდება და გადატვირთვაც არ შველის ხშირად დრო სჭირდება რომ აღდგეს. რამდენჯერაც დავურეკე, ერთ და იგივე გამაკეთებინეს, შეცვალეს მონაცემები და პირდაპირ კომპიუტერზე რომ ჩაირთო ინტერნეტი მითხრეს რომ ჩემი როუტერია დაზიანებული. მოვიტანე ახალი და იგივე პრობლემა აქვს.
ბევრჯერ დავარესეტე და თავიდან გავწერე მონაცემები. ხელით გავუწერე DNS და Default Gateway, თუმცა არც ამან მიშველა.
სტატისტიკას რომ ვუყურებ ადმინისტრატორის პანელში, როდესაც იწყება პრობლემა ჩანს, რომ Traffic Statistics - Received არის 0.
მაგთი რა თქმა უნდა არ მეხმარება, რადგან სახლის მხარეს ჩვენი პასუხისმგებლობა აღარ არისო.
ერთადერთი რაც ჯერ ვერ შევამოწმე, ის არის, როუტერზე როდესაც ითიშება WIFI - მუშაობს თუ არა LAN პორტიდან კაბელი.
როგორც ბოლოში ჩანს, ბოლოს გადატვირთვა მომიწია 4 საათის წინ.
ხომ არ გქონიათ ვინმეს მსგავსი პრობლემა? ბოლო ვარიანტი მრჩება სილქნეტზე გადავიდე.
This post has been edited by alva on 4 Apr 2020, 18:22