პორტთან კაფეებს ისე ვუვლიდი, თავი მტყდებოდა... ერთი თუ შეამჩნიეს, რომ მენიუს შეხედე, რაც კი რამე კაფეა ჩაყოლებაზე , ყველას ოფიციანტი მოგვარდება და ეცდება თავისთან შეგათრიოს
კიდევ ძააააალიან ბევრი ქურდია. საგრადა ფამილიასთან განსაკუთრებით... ასევე ციგნებს მოერიდე. შემოწირულობებს აგროვებენ ვითომ და სინამდვილეში ცდილობენ, გაგძარცვონ.
12 საათზე ყველაფერს თიშავენ მგონი. საგრადა ფამილიას აბნელებენ,. ფანტანს თიშავენ და ა.შ. მეტროც იკეტება. დადის ღამის ავტობუსები, მაგრამ მაგის ლოდინი კოშმარია, საათი და 40 წუთი ვუცდიდი ლა რამბლაზე ავტობუსს. ლამის გავშალე იმ გაჩერებაზე ადიალა და დავიძინე
მერე ეპიკას კონცერტზე წავედით რიპოლეტში და აქეთობისას 2 საათიდან გამთენიის 6ის ნახევრამდე გაჩერებაზე ვისხედით ასევე ავტობუსის მოლოდინში(არადა მძღოლმა როგორც გვითხრა, 2ზე,3ზე,4ზე და 5ზე უნდა მოსულიყო ავტობუსი)
)
ჭამას რაც შეეხება, არის ადგილები სადაც გამოსკდები და 10 ევროზე მეტი არ დაგიჯდება ერთი კაცი. პორთტან სიძვირეა შეადრებით(ნუ სადღაც 30 ევრომდე შეიძლება დაგეხარჯოს ან მეტიც) და პასეიგ დე გრასიაზეც.
მეტრო ჯობია მრავალჯერადი ბილეთი იყიდო. მე 10 შესვლიანს ვყიდულობდი და თითქმის ნახევარი ფასი მიჯდებოდა, ვიდრე ისე რომ მეყიდა 10ჯერ ერთჯერადი. ერთჯერადი ბილეთი 1,75 ევრო ღირდა თუ სწორედ მახსოვს და 10 შესვლიანი 7 ევრო.
to be continued ....
* * *
მე არ მეყო 9 დღე, ბევრი რამე დამრჩა უნახავი
ეხლა ადგილები, რაც შეიძლება ნახო(ნუ ჩემი სიიდან დავწერ
)
1. ბარსელონას კათედრალი.
შესვლა უფასდოა, ოღონდ ამოღებული ტანსაცმლით არ უშვებენ. ღიაა დილის 8-დან საღამნოს 8ის ნახევრამდე, ოღონდ შუადღეზე კეტავენ 12:45-დან 5:15მდე
2.საგრადა ფამილია
შესვლა ღირს 11 ევრო და + 2 ევრო თუ ლიფტით ახვალ ზემოთ. ანუ აგიყვანენ და მერე შენით ფეხით ჩამოხვალ. ძააააააალიან დიდი რიგია. მე 3 საათი ვიდექი რიგში, რომ ლიფტით ზეოტ ავსულიყავით. ღიაა დილის 9-დან საღამოს 6-მდე
3. გაუდის კასა ბალტო, კასა მილა (10 ევრო ღირს შესვლა)
4.გუელის პარკი, შესვლა უფასოა
5. სალვადორ დალის მუზეუმი ფიგუერესში. შესვლა ღირს 11 ევრო. ღიაა 9დან 7-მდე. აქაც უზარმაზარი რიგია. მატარებლით უნდა წახვიდე და მატარებლის ბილეთი ორივე გზა მგონი 18 ევრო ღირდა.
6. პიკასოს მუზეუმი. შესვლა ღირს 9 ევრო, მაგრამ თუ კვირას მიხვალ, 3 საათის მერე უფასოდ უშვებენ
7. კატალონიის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმი. შესვლა ღირს 8,50 ევრო. ორშაბათობით არ მუშაობენ
9. გოთიკური უბანი, ეგ კათედრალთანაა
10. ნოუ კამპის სტადიონი. შესვლა 11 ევრო ღირს
11. მონტჯუიკის ფანტანი, რომელსაც 12 საათზე თიშავენ და ესკალატორსაც თიშავენ ასევე
12. ზოოპარკი, შესვლა ღირს 16 ევრო . მანდ ძალიან მაგარია დელფინების შოუ 12-ის, 1-ის დ ა5-ის ნახევარზე იმართება
13. telefonica tower
14. ტრიუმფალური არკა
14. tibidabo . ეს იმ შემთხვევაში, თუ ატრაქციონები გინდა.
15.port aventura ასევე ატრაქციონები თუ გინდა
16. პორტ ველი და აკვარიუმი, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია
შესვლა ღირს 17 ევრო და ღიაა 10-ის ნახევრიდან საღამოს 11 საათამდე
17. პლაჟი რა თქმა უნდა
18. plaza de cataluna , plaza reial, la rambla.
19. paseig de gracia, ოღონდ ყველაზე ძვირი მაღაზიები იყო მანდ. და თან თითქმის არაფერი არ მოგეწონებოდა ...
პ.ს. დედა რამხელა პოსტია !
Спасибо тем, кто меня любит — вы делаете меня лучше.
Спасибо тем, кто меня ненавидит — вы делаете меня сильнее.
Спасибо тем, кому вообще пофиг — вы нужны для массовки!