forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (97) « პირველი ... 95 96 [97]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> = ახალი წიგნები Vol.2 =, ახლად გამოცემული წიგნები, ანონსები და ა.შ.
4L3X
I'm a supa craze memba!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11979
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 22:37  #55466759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ნიკოლო ამანიტის ხშირად თავისი თაობის საუკეთესო იტალიელ მწერლად მოიხსენიებენ. იგი შვიდი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორი, ფილმების სცენარისტი და რეჟისორია. მისი რომანი – „მე არ მეშინია“ – გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და 35-მდე ენაზე ითარგმნა. 2010 წელს გამოცემული რომანი – „მე და შენ“ – მსოფლიოში არანაკლები წარმატებით სარგებლობს. 2012 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

„მე და შენ" საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭის, ლორენცო კუნის მიერ მოთხრობილი ამბავია მარტოსულობაზე, გარე სამყაროს მიმართ შიშსა და უნდობლობაზე, ბულინგსა და ნარკომანიაზე.

ლორენცოს ხშირად აბუჩად იგდებენ სკოლაში, დასცინიან და ფიზიკურადაც უსწორდებიან. მან იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი საკუთარ ინდივიდუალობაზე უარის თქმა და გარშემომყოფების მსგავსად მოქცევაა. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო სიმარტოვეში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მას სამყაროს სხვაგვარად დაანახვებს…

► მთარგმნელი – თეა ნიკობაძე
► რედაქტორი – მაკა სესკურია
► გარეკანის დიზაინერი – ია გაბუნია


--------------------
მოსკოვი უნდა დაეცეს!!!

საზოგადოების სიმწიფე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის, თავის ყველაზე დაუცველ წევრებს

აღთქმულ მიწამდე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულები აღწევენ

თანამედროვე კაცობრიობის ორი ყველაზე დიდი საფრთხე, რადიკალური ისლამი და რაშიზმი!!!
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (97) « პირველი ... 95 96 [97]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0442 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]