გადახვევა:
გამოთქმაა "მაისის წყალი დალიაო" ანუ მგონი მოკვდაო და ხომ არ იცით რატომ? მე ვერ მივხვდი რა კავშირშია მაისი და ასეთი რამეები :დ
გადმოხვევა
ჰოდა, ყველას გვაქვს რაღაც ეგეთი ან ბევრს, რა გინდა რომ ქნა?
ფული თუ გაქვს, კარგი ხანგრძლივი თერაპია უშველის, მე ვგულისხმობ კარგ პროფიდ და კარგ ადამიანს, იშვიათი აქედან 1-იც ერთ აქიმში
ნებისმიერ შემთხვევაში, იქიდან იწყება, რომ თავად უნდა დარწმუნდე და მოინდომო, რომ რაღაც ფუაა
რატომ მინდა ეს ვაკეთო? ვუსვამ თავს და "რაციონალიზაციას" ვახდენ, ზოგჯერ ვხვდები, ლოგიკური შეცდომაა და ეს რაღაც მხრივ მეხმარება
თუმცა როგორც ამბობენ, "რაციონალიზაციამდე" არის უკვე დამოუკიდებლად პრობლემა, თუნდაც ქიმიური, ამას ალბათ ცოტათი კვების ნორმალიზება, რაც მთავარია ძილის და ვარჯიში შველის (წამლები მძულს, ხშირად აუარესებს, განსაკუთრებით გრძელვადიანში)
თუმცა ისევ, მიხვედრა (რაციოთი) და ამავე დროს გრძნობით ამის შეთვისება (დამავიწყდა რა ქვია, ინსაითი და რაღაც კიდევ) უაუცილებელია, არაა საკმარისი გონება, გრძნობამ უნდა დაასვას ბეჭედი ამ ამბავში
შემდეგ, ასევე, ეპიქტეტე რასაც ამბობდა: ჩვევის გამომუშავება
1000 ლარს აგებ და 10-ჯერ თამაშობ თვეში? გქონდეს დათვლილი
ჩამოწერილი
შეამცირე 900 და 9, ეს უკვე გამარჯვებაა
შეამცირე დისტანციები, როდის შეცდები და ისევ აირევი
ასე ყალიბდება ჩვევა და მცირდება
მერე თვეში ერთხელ ითამაშებ, მერე ორ თვეში ერთხელ და ბოლოს არც ერთი
შეცდები, დაიწყო თავიდან, საბოლოო გამარჯვება არ არსებობს, მიეცი თავს უფლება, რომ შეცდები წინდანწინ
თან, შეგიძლია ეგ ფული გადაამისამართო, წაგებამდე რამე იყიდო და აჩუქო, ბანკში შეიტანო წლიურზე, რომ იქამდე ვერ გამოიტან სანამ დრო არ გავა და ა.შ. სანდო კაცი თუ გყავს და მტკიცე, მას მიანდო (ო ეს სასწაულად რთულია, მაგრამ წაგებას ჯობია, ვინმეს მისცე და გადაგაგდოს, იმას მაინც ნახავ, იყო სანდო თუ არა)
:დ ეს ლუდომანია საშინელი პრობლემაა, სულ მეშინოდა ამის
მაგრამ მე უარესი მჭირს :დ ყოფილა თავი ბოქლომით მიმიბამს, რომ გადავჩვეოდი, გამიფუჭდა ბოქლომი
:დდდ