Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პინგვინები და ეშმაკუნები > პორტის გადამისამართება


Posted by: UnkNown555 31 Jan 2018, 19:20
გამარჯობა

მოკლედ მაქვს მაგთის ინტერნეტი

როცა ვცადე პორტის გახსნა მაგალითად კომპიუტერული თამაშის სერვერის გამო, ვერაფრით ვერ დაუკავშირდა სხვა

შემდეგ დავრეკე მაგთიში და მითხრეს რომ თქვენ გაქვთ დინამიური აიპი და გჭირდებათ სტატიკური აიპი მისამართი და თვეში 30 ლარიო დამატებით

ანუ ვერანაირად ვერ ვუშველი? აიპი გეცვლებაო და 1 თვეზე მეტია ვაკვირდები და აშკარად აღარ იცვლება. ადრე იცვლებოდა

არის რამე გამოსავალი?

Posted by: mettalmag 31 Jan 2018, 20:16
QUOTE (UnkNown555 @ 31 Jan 2018, 19:20 )
გამარჯობა

მოკლედ მაქვს მაგთის ინტერნეტი

როცა ვცადე პორტის გახსნა მაგალითად კომპიუტერული თამაშის სერვერის გამო, ვერაფრით ვერ დაუკავშირდა სხვა

შემდეგ დავრეკე მაგთიში და მითხრეს რომ თქვენ გაქვთ დინამიური აიპი და გჭირდებათ სტატიკური აიპი მისამართი და თვეში 30 ლარიო დამატებით

ანუ ვერანაირად ვერ ვუშველი? აიპი გეცვლებაო და 1 თვეზე მეტია ვაკვირდები და აშკარად აღარ იცვლება. ადრე იცვლებოდა

არის რამე გამოსავალი?

აიპი გეცვლება ალბათ 3 წელიწადში ერთხელ თუ რამე არ შეცვალეს იქიდან
რაც შეეხება შენი პორტის გახსნას
1. გახსენი როუტერიდან შესაბამისი პორტი და მიმართე შესაბამის ლანის აიპიზე ამ შემთხვევაში იმ კომპზე რომელზეც გინდა
2. შემდეგ სავარაუდოდ ვინდოუსი იქნება სისტემა, სისტემის ფაერვოლში გახსენი პორტი
http://canyouseeme.org აქ შეგიძლია შეამოწმო წარმატებით გახსენი თუ არა პორტი

Posted by: UnkNown555 31 Jan 2018, 22:54
Huawei HG8245H როუტერი მაქვს. კერძო სახლია. კორპუსის ბინაში ვხსნი ჩვეულებრივად ოღონდ იქ პირდაპირ კაბელი შემოდის სახლში და Tenda-ს როუტერზე მაქვს მერე შეერთებული

Ge-Link-ის დროინდელი.

სურათზე რაც არის მგონი რომ ყველაფერი სწორედ მაქვს მაგრამ ვერაფერი. Firewall-ში ვცდი თუ იზამს. კომპზე Static IP მაქვს რომ არ შეცვალოს როუტერმა

P.S Firewall-ში რომ გავხსნი პორტს შემდეგ რესტარტი არის საჭირო?

ვამოწმებ და არ გამოდის არაფერი. დაკეტილიაო.

user posted image

Posted by: koshogio 1 Feb 2018, 00:41
UnkNown555
ტენდას როუტერზე მიერთებული კომპიდან ამოწმებ?

Posted by: UnkNown555 1 Feb 2018, 01:11
koshogio
არა ეგ Tenda-ს როუტერი სადაც მაქვს მეორე სახლია.

ამჯერად ამ კერძო სახლში ვცდილობ პორტების გახსნას მაგრამ უშედეგოდ.

Huawei-ს როუტერია სურათიც დავდე.

პორტების გადამისამართებისთვის აუცილებელია სტატიკური აიპი ? გლობალში ვერაფრით გავდივარ რა

Posted by: zgarb7 1 Feb 2018, 01:57
მე მქონდა მსგავსი პრობლება პორტს ვერ ვაფორვარდებდი როუტერში. თვითონ როუტერში სწორად ვაკეთებდი მარა არ იხსნებოდა. კავკასუსის ინტერნეტზე ზუსტად. მქონდა DLINKIS DIR 300 იმათი დადგმული. მერე როუტერი შევცვალე ტენდა ვიყიდე ახალი და იქ გაიხსნა და იმუშავა. როუტერის ბრალი იქნება

Posted by: UnkNown555 1 Feb 2018, 02:26
მაქვს 2 ცალი Tenda მაგრამ ვერ შევაერთებ. კერძო სახლია და ბოძიდან მოდის შუშის ახალი კაბელები როა ეგ და შედის ამ Huawei როუტერში

Posted by: didi bege 1 Feb 2018, 11:34
ჰუავეი თუა სავარაუდოდ პრივატ იპ გექნება და აზრი არა აქვს პორტის გახსნას,

აბა Status > WAN Information სურათი დადე

Posted by: UnkNown555 1 Feb 2018, 17:38
didi bege
ვერაფერს ვერ მოვახერხებ? არადა ძალიან მჭირდება

Wan Configuration და ქვემოთ არის Wan Information

user posted image

Posted by: didi bege 1 Feb 2018, 19:48
100.91.X.X cgnat იპ რეინჯია, ანუ დანატულ იპ იღებ უკვე. ასე რო პორტ მაპინგს აზრი აღარა აქვს,
პაბლიკ იპ გინდა ყველა ვარიანტში

Posted by: koshogio 1 Feb 2018, 20:43
UnkNown555
QUOTE
ვერაფერს ვერ მოვახერხებ?


Posted by: UnkNown555 1 Feb 2018, 23:45
koshogio
როუტერში ჭირდება რამის გაწერა თუ არაფერი?

1 თვე არის უფასო? თუ სულ უფასოა?

Posted by: koshogio 2 Feb 2018, 01:24
UnkNown555
QUOTE
1 თვე არის უფასო? თუ სულ უფასოა?

მე არ დამჭირვებია. სტატიკური IP მაქვს სამსახურში, IP-კამერებს ვუყურებ სახლიდან.

Posted by: UnkNown555 2 Feb 2018, 16:25
koshogio
მგონი ამ Noipსაც სტატიკური აიპი ჭირდება

არ გამომდის

Posted by: G1oba1 19 Feb 2018, 09:55
UnkNown555
გარე აიპი არამგონია რამე შუაში იყოს მანდ


დააპრაშივკე ახალ ვერსიაზე ეგ ჰუავეი, რაღაცა პრაშივკის მაბავი მგონია

Posted by: Shady. 21 Feb 2018, 01:00
G1oba1
QUOTE
გარე აიპი არამგონია რამე შუაში იყოს მანდ

ხო, პორტს რომ ამისამართებ გარე IP არაფერ შუაშია საერთოდ biggrin.gif

Posted by: Ampula3 21 Feb 2018, 01:08
არ გამოვა , დანატულ იპ ზე ვერ გახსნი პორტს.

Posted by: G1oba1 21 Feb 2018, 08:14
Shady.
QUOTE
ხო, პორტს რომ ამისამართებ გარე IP არაფერ შუაშია საერთოდ

ჭკვიანო პორტს თუ როიტერში ამისამართებ გარე ip რანაირად არის შუაში?


Posted by: Shady. 22 Feb 2018, 13:10
G1oba1

თუ გინდა როიტერში გადაამისამართე და თუ გინდა CNN-ში, გარე IP არის შუაში.

Posted by: G1oba1 22 Feb 2018, 15:53
Shady.
ძაან სერიოზულ განცხადებას აკეთებ თუ ხვდები
სად წაიკითხე ეგ ინფორმაცია? წყარო დადე თუ შეგიძლია

Posted by: 123omari123 31 Mar 2020, 16:58
რამდენიმე სხვადასხვა პორტის მაგივრად დიაპაზონი რომ ჩავწერო ერთი და იგივე არ იქნება?
მაგალითად 1 2 3 4 მაგივრად 1-4 პორტები რომ მივუთითო როუტერში?

და კიდევ, ყველა საიტი მიჩვენებს პროტი დახურულიაო და არადა გახსნილი მაქვს უეჭველი, რამე ისეთი საიტი ან პროგრამა არ იცით ზუსტად მიჩვენოს კონკრეტული პორტი გახსნილი ამქვს თუ არა?

Posted by: matemana 31 Mar 2020, 17:14
QUOTE (G1oba1 @ 21 Feb 2018, 08:14 )
Shady.
QUOTE
ხო, პორტს რომ ამისამართებ გარე IP არაფერ შუაშია საერთოდ

ჭკვიანო პორტს თუ როიტერში ამისამართებ გარე ip რანაირად არის შუაში?

wow.gif

მართლაც. ტელევიზორს შტეფცელში რომ აერთებ რაშუაშია გარედან მოგდის თუ არა დენი. ტელევიზორი მაინც უნდა ჩაირთოს!

Posted by: mikheill1 1 Apr 2020, 11:11
მაგთის ეწურება Ip ების რაოდენობა და აბონენტები გადაყავს ნატირებულ ip ზე ანუ შიდა ქსელზე. რას ნიშავს ეს: კავკასუსის დროს Ip იყო უნიკალური და როდესაც ინტერნეტს რთავდი სტატიკური Ip გენიჭებოდა და ეს Ip მხოლოდ და მხოლოდ შენი იყო შეგეძლო პორტების გახსნა გადამისამართება გარე ips პირდაპირ შენი კომპიუტერი იღებდა თუ რა თქმა უნდა რამე როუტერს არ იყენებდი. ნატირებული ip შემთხვევაში კი სხვაგვარადაა.
https://ka.termotools.com/5074-we-open-ports-on-a-router.html
აქ არის ინსტრუქცია როგორ გახსნათ პორტი თუ სტატიკური Ip გაქვთ.
ნატირებული ip შემთხვევაში კი პორტების გადამისამართება დაივიწყეთ.
წავიდა ძველი დრო. ეხლა მაგთი და სილქნეტი ფულს ითხოვს სტატიკური აიპი მისამართში, რომელიც მხოლოდ შენი იქნება.

Posted by: 123omari123 1 Apr 2020, 13:40
mikheill1
როგორ გავიგო ზუსტად შეგიძლია რომ მითხრა?

Posted by: dr0d0 9 Apr 2020, 00:44
დომენი შეგიძლია აიღო და Dynamic DNS გამართო.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)