#61833793 · 8 Jan 2025, 15:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს.
თქვენი დახმარება მჭირდება, მყავს 3 წლის კატა მეტისი, კასტრირებული. კორპუსში ვცხოვრობთ და გარეთ არსად არ გადის. ფიზიკურად მხნედ და ჯამრთელად გამოიყურება, არაფერი აწუხებს, ჭიაზეც ვამუშავებ პერიოდულად.
სცვივა კოლოსალურად ბევრი ბეწვი, ვცადე დავარცხნა, მაგრამ მაინც ძალიან სცვივა. ვაჭმევ კასტრირებული კატის საკვებს ძირითადად ედვენსს. ახლა პატარა შეგვეძინა და ძალიან ვნერვიულობ ბეწვების ამბავზე, არ მინდა რომ ასეთ პატარას ბეწვი გადაეყლაპოს. დროებით გავარიდე და ჩემს მშობლებთან წავიყვანე. მაგრამ დაბრუნება მინდა, უბრალოდ როგორმე უნდა ვუშველო ამ პრობლემას.
იქნებ კარგი ვეტერიანტი მირჩიოთ, ან იქნებ თქვენ შეგიძლიათ მირჩიოთ რა მივცე და რა გავაკეთო რომ ბეწვის ცვენა შევაჩერო ?
--------------------
Человеческие возможности не имеют предела
Above & Beyond
Coderolog
|