Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > წიგნი თუ კომპიუტერი


Posted by: Euler 23 Apr 2014, 17:37
ამ თემაზე ბევრი დაწერილა და ბევრი რამ წამიკითხავს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გგონიათ, "მოკლავს" თუ არა კომპიუტერი წიგნს?! კომპიუტერის და წიგნის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა გგონიათ და ფიქრობთ თუ არა, რომ კომპიუტერი რომ არ შექმნილიყო მსოფლიო უკეთესი იქნებოდა(შედარებით) ვიდრე დღესაა : ))
* * *
მე პირადად ვფიქრობ, რომ გააჩნია მომხმარებლებლებლებს კომპიუტერისას, შეიძლება ის მოიხმარო ცოდნის შესაძენად, სამუშაოდ და ასე შემდეგ კარგი მიზნებისთვის, თუმცა როგორც ყველგან ცუდი აქაც უფრო მეტია : ) მაგ: (საიტები, თამაშები და ათასი რამე) წიგნი კიდევ მხოლოდ სასიკეთოდ მოხმარებასთან ასოცირდება თითქმის ყველა ადამიანთან : ))

Posted by: მეგატვინი 23 Apr 2014, 19:51
აი ეს მეზიზღება წიგნი თუ კომპიუტერი. drug.gif
ძაან ცუდი შედარებაა.
ეს კითხვა მაშინ გაჩნდა როცა კომპიუტერების მოხმარება დაიწყეს ბავშვებმა და წიგნებს არ კითხულობდნენ.
არაფერ შუაშია "მოკლავს","ჩაანაცვლებს"

შეიძლება 50-ე საუკუნეში წიგნი ფურცლებზე აღარ იბეჭდებოდეს,მარა წიგნი ხო იქნება.
მაინცდამაინც ყდა უნდა ქონდეს ? givi.gif
ალბათ მაგ კითხვაში ამას გულისხმობთ როგორი სახის წიგნი იქნება ელექტრული თუ ჩვეულებრივი.
ფაქტია რო ბავშვებს კიდიათ წიგნი და კომპიუტერი ურჩევნიათ მარა რა შუაშია კომპიუტერი ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ?
კითხვის აზრზს ვერ ვხვდები.

QUOTE
რომ კომპიუტერი რომ არ შექმნილიყო მსოფლიო უკეთესი იქნებოდა(შედარებით) ვიდრე დღესაა

კომპიუტერი და პროგრამები რო არ შექმნილიყო,ხალხს ისევ გოტენბერგის დაზგაზე მოუწევდა წიგნის ბეჭდვა და ტირაჟიც ნაკლები იქნებოდა lol.gif
ეს ჩვენ ვართ რიგითი მომხმარებლები,რომელბიც შედიან საიტებზე,ყიდოლუბნე,ათვალიერებენ,ჩეთაობენ და ა.შ
მარა კომპიუტერი მარტო PC არ არის.
უფრო მძლავრ კომპიუტერებს იყენებენ თვითმფრინავებში,მანქანებში,ლაბორატორებში,სტამბებში და ყველგან.
რადგან ის სამუშაოს ამარტივებს,თან მილიარდჯერ.

ანუ სასიცოცხლოდ არის საჭირო და აუცილებელი კომპიუტერი.
უარყოფითი კომპიუტერს არ აქვს არაფერი.
უბრალოდ ადამიანი ხდება დამოკიდებული რაღაც საიტზე,თამაშზე და ა.შ ეს ადამიანის უარყოფითი მხარე უფროა ვიდრე კომპიუტერის.

QUOTE
თუმცა როგორც ყველგან ცუდი აქაც უფრო მეტია : ) მაგ: (საიტები, თამაშები და ათასი რამე)

აქ უკვე ინტერნეტზე უნდა ვილაპარაკოთ ანუ ინტერნეტი თუ წიგნი ?
რამდენი რამეა ინტერნეტში კარგი ?
მუსიკა,კინო,იგივე ლიტერატურა,ნახატები.
QUOTE
წიგნი კიდევ მხოლოდ სასიკეთოდ მოხმარებასთან ასოცირდება თითქმის ყველა ადამიანთან

დებილობა წიგნმა შეიძლება დააზიანოს ადამიანის ფსიქიკა.

მე ვიტყოდი ვისთვის როგორ. up.gif

Posted by: Euler 23 Apr 2014, 22:12
მეგატვინი
სწორედ ამიტომ შემოვაგდე ეს თემა, რომ მე თვითონ პროგრამისტი ვარ და მართალი გითხრა ძალიან კარგად მესმის რაცაა კომპიუტერის მონიტორისა და პროცესორის მიღმა, ასევე პროგრამებიც, რობლებსაც თვითონაც ვაკეთებ....
აქ ლაპარაკაი არა იმაზე, რომ მაინცდამაინც წიგნი უკეთესია, უბრალოდ როგორც ზემოთ აღვნიშნე კომპიუტერი ბევრ ადამიანთან ზოგადად თამაშებთან, სოციალურ ქსელებთან და შესაბამისად გართობასთან ასოცირდება აქედან გამომდინარე მაინტერესებს საზოგადოების ადამიანების დამოკიდებულება კომპიუტერთან, იყენებენ მას უფრო გასართობად თუ ამით იღრმავებენ ცოდნას და ადგებათ ეს ყველაფერი ცხოვრებაში... : )

Posted by: მეგატვინი 24 Apr 2014, 14:30
QUOTE
მე თვითონ პროგრამისტი ვარ და მართალი გითხრა ძალიან კარგად მესმის რაცაა კომპიუტერის მონიტორისა და პროცესორის მიღმა, ასევე პროგრამებიც, რობლებსაც თვითონაც ვაკეთებ

up.gif up.gif
QUOTE
კომპიუტერი ბევრ ადამიანთან ზოგადად თამაშებთან, სოციალურ ქსელებთან და შესაბამისად გართობასთან ასოცირდება აქედან გამომდინარე მაინტერესებს საზოგადოების ადამიანების დამოკიდებულება კომპიუტერთან, იყენებენ მას უფრო გასართობად თუ ამით იღრმავებენ ცოდნას და ადგებათ ეს ყველაფერი ცხოვრებაში

მერე აქ რატო დაპოსტა თემა ისედაც ცოტა შემოდის :დ

იგივე კომპიუტერი ავიროთ,ხალხმა მარტო კლავიატურაზე წერა და მაუსის გატოკება იცის, დამატებით ვერაფერს აკეთებენ,და ათას სისულელეს ლაპარაკობენ "პენწიუმ 5" "პენწიუმ 4,5-ის პროცესორით" lol.gif lol.gif
კეისს პროცესორს ეძახიან და ათასი სისულელე კიდე, ახლახანს ვიღაცამ მომიჩურთა პენწიუმ 5 რა ღირსო თუ რაღაც ეგეთი facepalm.gif
პასუხი არის არა.
ერთიმხრივ თამაშები არაა ცუდი,არც სოციალური ქსელები მარა საქართველოში უკვე მარაზმისკენ მიდის.

Posted by: მაიტო 24 Apr 2014, 14:38
წიგნს სულ სხვა დანიშნულება აქვს და კომპიუტერს სხვა

ამიტომ არ მესმის, ერთმანეთს რატო უნდა შეადარო

იგივენაირად შეიძლება ეზო და წიგნი შევადაროთ ერთმანეთს
ან წიგნი და დალევა
ან სულაც, წიგნი და ხეტიალი
წიგნი და ფეხბურთი


და თუ მაინც ვადარებთ, პირადად ჩემთვის წიგნი არ გამორიცხავს კომპს და პირიქით, კომპი არ გამორიცხავს წიგნს.
წიგნი მჭირდება გასართობად, ყურადღების გადასატანად, ახალი "გმირების", ისტორიების გასაცნობად, ზოგადი ცოდნის გასამდიდრებლადაც
კომპს ძირითადად სამსახურის საქმისთვის და ინფორმაციის მისაღებად ვიყენებ.

QUOTE
წიგნი კიდევ მხოლოდ სასიკეთოდ მოხმარებასთან ასოცირდება თითქმის ყველა ადამიანთან : ))



ყველა წიგნი არ არის კარგი
ისევე როგორც კომპიუტერის ყველა შესაძლებლობა არ არის სასიკეთო

Posted by: ZERG 24 Apr 2014, 14:46
ინფორმაციას რა ფორმით შეინახავ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა?

ეგრე ფირფიტები რატო მოკალით? პაპირუსის გრაგნილები? გააფუჭა ხო წიგნმა?

და დამწერლობის გამოგონების მერე ზეპირად რომ აღარ გვჭირდება რაღაცების დამახსოვრება ეგეც ხომ ცუდია, აზარმაცებს გონებას?

smile.gif

Posted by: Euler 24 Apr 2014, 19:46
ბიჯოს რატომ ჩხუბობთ ?! : )))) აზრი დაწერეთ რას ფიქრობთ მეთქი : )))

Posted by: narmonana 24 Apr 2014, 19:49
ორივენიცა...................................

Posted by: ninano12 25 Apr 2014, 02:09
წიგნიც და კომპიუტერიც love.gif love.gif

Posted by: Euler 25 Apr 2014, 09:47
ისეთი კომენტარები წამოვიდა, ამ დროს საუკეთესო პასუხია "თუ" :დდ

Posted by: boosted{} 30 Apr 2014, 16:02
მთლად კარგი შედარება ვერაა ეხლა ეს biggrin.gif

Posted by: MixMartialArtist 30 Apr 2014, 22:12
მეთვითონაც პროგრამისტი ვარ და ბევრი რამე თვითონ კომპიუტერში ვისწავლე,, ელემენტარული რო სწავლობ პროგრამირებას კოდის გატესტვა ხო გჭირდება,, მარა მაინც მგონია რო წიგნი როგორც ასეთი შეუცვლელია,, საშინელებაა კომპიდან კითხვა თუ საშუალება მაქვს მირჩევნია წიგნიდან ვიკითხოო,, უბრალოდ ზოგჯერ მოუხერხებელია ,, გააჩნია რას კითხულობ,, ეხა მხატვრული ლიტერატურა რო ჯობია წიგნში იკითხო ვიდრე ონლაინ და თვალებს პიზდეცი არ დამართო ეგ იასნია ; )))

Posted by: Euler 2 May 2014, 16:46
MixMartialArtist
ეგრეა ზუსტად! მარა მე მაინც კომპიუტეტრი მირჩევნია რა, ელექტრონული წიგნების და ტუტორიალების მთელი მარაგია მაინც...
წიგნს, რა თქმა უნდა თავისი პლუსები აქვს. ისე გააჩნია ვინ როგორ და რისთვის იყენებს კომპიუტერს თორე ჩემი აზრით ის მთლიანად მოიცავს წიგნს....
უბრალოდ ესაა კიდე საინტერესო, რას ფიქრობთ, კომპიუტერის გარეშე მსოფლიო უკეთესი იქნებოდა ვიდრე დღესაა? მე ვფიქრობ, რომ არა : ))

Posted by: mate111 3 May 2014, 02:23
კომპიუტერტმა მოკლა უკვე ძალიან დიდი ხანია წიგნი, არადა წიგნი ბევრად ჯობია ჩემთვის..

Posted by: zabzu 8 May 2014, 17:48
წიგნი რა თქმა უნდა მაგრამ ამ კომპიუტერის გადამკიდე დათხრილი მაქვს თვალები

Posted by: Maya - Maya 15 May 2014, 19:53
წიგნს თავისის ადგილი აქვს და კომპიუტერს -თავისი. ვფიქრობ, ერთი მეორეს კონურენციას ვერ გაუწევენ. კომპიუტერი უფრო მეტ შესაძლებლობას წარმოადგენს, მაგრამ, მაგალითად დენის გარეშე რაშია გამოსადეგი?

Posted by: TЕА 19 May 2014, 15:26
Euler
QUOTE
 წიგნი თუ კომპიუტერი

9 წლის წინ ეგ თემა შემხვდა ეროვნულებზე, ინგლისურის გამოცდაზე biggrin.gif

ისევ იგივე აზრზე ვარ
ერთმანეთს ვერცერთი ჩაანაცვლებს
დიდხანს კითხვაც მავნეა თვალებისთვის, ისევე როგორც კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა
ბევრი წიგნის კითხვაც ავნებს ტვინს, სხვა სამყაროში გადაყავხარ, აიდეალებ ყველაფერს
კომპიუტერთან ფუჭად გატარებული დროც რეალობას გწყვეტს...
თუმცა ორივე საჭიროა
ორივეს თავისი დანიშნულება აქვს
ერთიც და მეორეც საჭიროებისამებრ უნდა გამოვიყენოთ ნორმალური დოზით და "ვსო ბუძეტ ხარაშო" yes.gif

Posted by: Tottenham 19 May 2014, 22:34
თემის ავტორმა კითხვა დასვა სხვანაირად,სწორად უნდა აღვიქვათ,მან იგულისხმა უფრო კომფორტულად რომელ ნივთთან ვართ,თორემ ასე კომპიუტერი Vs წიგნი არაა სწორიgivi.gif

პირადად მე ვფიქრობ,რომ წიგნი უფრო სასარგებლოა ადამიანისთვის ვიდრე კომპიუტერი.წიგნი ადამიანს ინტელექტის ამაღლებაში გეხმარება და ასე რომ ვთქვათ სულიერი საზრდოა მართლაც

მრავალი საუკუნეა წიგნს ფასი არ აქვს დაკარგული,ხოლო ეს 10 წლიანი ნივთი ვერასდროს ჩაანაცვლებს ამ უძველეს საშუალებას

Posted by: Alien_Piglet 19 May 2014, 22:40
QUOTE (Tottenham @ 19 May 2014, 22:34 )
პირადად მე ვფიქრობ,რომ წიგნი უფრო სასარგებლოა ადამიანისთვის ვიდრე კომპიუტერი.წიგნი ადამიანს ინტელექტის ამაღლებაში გეხმარება და ასე რომ ვთქვათ სულიერი საზრდოა მართლაც

კომპიუტერში წაკითხული წიგნი? user.gif

მგონი, კომპიუტერს აღიქვამთ აქ არასწორად. ცალკე კომპიუტერი თავისი სრული ფუნქციონალობის (ანუ მილიონობით წიგნის წაკითხვის, ხელოვნების უამრავ დარგში შედევრების შექმნის და ა.შ. შესაძლებლობის) გარეშე წიგნს კი არა, ცარიელ ბლოკნოტს უნდა შეადაროთ.

Posted by: vaho 19 May 2014, 22:44
ორივე ეშმაკის მოგონილია.............

Posted by: Tottenham 20 May 2014, 14:58
QUOTE (Alien_Piglet @ 19 May 2014, 22:40 )
კომპიუტერში წაკითხული წიგნი? user.gif

ხალხს ეზიზღება წიგნის წაკითხვაზე თუ რა ხდება? რაზე უნდა წავიკითხო კომპიუტერში წინგი? უბრალოდ ერთი მიზეზი მითხარით.ანდაც მე ვიტყვი

1.კომპიუტერის ხრუშიანი ვარ
2.წიგნზე აცრილი ვარ

Posted by: Euler 25 May 2014, 00:49
Tottenham
საღოლ რა, იმენა ეგ ვიგულისხმე მართლა.. რაც შეეხება იმას, თუ რაზე უნდა წავიკითხოთ წიგნი კომპიუტერში ჩემთვის ყველაზე დიდი მიზეზი ისაა, რომ წიგნები, რომელიც მე მჭირდება ათეულობით დოლარი ღირს რომ გამოვიწერო და სხვა გზა არამაქვს თუ კომპიუტერში არ წავიკითხე...თორე თუ კითხვაზე მიდგა საქმე რა თქმა უნდა წიგნიდან ჯობს! : )))

Posted by: melodyman/ 25 May 2014, 00:54
რეპ ვს როკ


იო


Posted by: guti14 25 May 2014, 01:03
ჯანმრთელობას არ აზიანებს კომპიუტერი?

Posted by: Euler 29 May 2014, 15:53
guti14
ჩემს შემთხვევაში:
კომპიუტერი აზიანებს თვალებს, წიგნის ყიდვა ბიუჯეტს :დ

Posted by: guti14 31 May 2014, 00:30
Euler
მერე იყიდე სათვალე 16 ლარი ღირს და მარტო თვალებს კი არა მემგონი მთელი ორგანიზმი ზიანდება

Posted by: ხუციშვილი 31 May 2014, 01:49
კომპიუტერი შეიძლება რაღაცის წასაკითხად გამოიყენო, წიგნს ვერ შეუთავსებ კომპიუტერის თვისებებს, მაგალითად თამაშების თამაშს, ფილმების ყურებას, მუსიკების მოსმენას და რავიცი რა biggrin.gif

თუმცა მე კომპიუტერთან კითხვა მიჭირს, თვალები მეღლება და ასოები მებლანდება ერთმანეთში biggrin.gif
ამიტომ ვერცერთს ვერ გამოვყოფ

Posted by: Alien_Piglet 7 Jun 2014, 18:22
QUOTE (Euler @ 25 May 2014, 00:49 )
Tottenham
საღოლ რა, იმენა ეგ ვიგულისხმე მართლა.. რაც შეეხება იმას, თუ რაზე უნდა წავიკითხოთ წიგნი კომპიუტერში ჩემთვის ყველაზე დიდი მიზეზი ისაა, რომ წიგნები, რომელიც მე მჭირდება ათეულობით დოლარი ღირს რომ გამოვიწერო და სხვა გზა არამაქვს თუ კომპიუტერში არ წავიკითხე...თორე თუ კითხვაზე მიდგა საქმე რა თქმა უნდა წიგნიდან ჯობს! : )))

დამატება შემიძლია: სახლში ადგილი აღარაა უკვე. ამას წინათ ერთი კრებული გვაჩუქეს, ადგილი აღარ იყო, რომ ადამიანურად (წიგნურად) შეგედო კარადაში. ერთი დიდი დასტა გარეთ გვილაგია, როგორც ლარნაკები და სანათები, ისე წიგნები.

და ბოლოს დავწერ. წიგნი ჩემთვის პირველ რიგში არის ინფორმაციის წყარო. გასაგებია, რომ აკინძულ ქაღალდთან ურთიერთობა უფრო უნდა ვინმეს, ვიდრე მონიტორთან, მაგრამ მე პირველ რიგში მაინტერესებს, რა წერია იმ წიგნში. მეორე რიგში, რამდენად იოლი შესანახია, პრაქტიკულია. აი მერე მოაყოლეთ ძველი ქაღალდის სუნი და რამანწიკა. მეც მიყვარს ობ მოდებული ბიბლიოეკები და გაყვითლებული ფურცლები, მაშ. მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ისინია. ასე რომ, ჩემს ციცქნა სახლში ციფრულ ფორმატში ვამჯობინებ წიგნებს. გამოქვაბულში რომ ვცხოვრობდე, ქვის ფილებს მივანიჭებდი უპირატესობას. ესაა ჩემი კომენტარი.

Tottenham-მა კიდევ ჩემი კომენტარის აზრი ვერ გაიგო. თუ ლაპარაკობ წიგნზე, როგორც ინტელექტის ამაღლების საშუალებასა და სულიერ საზრდოზე, ე.ი. საუბარია წიგნის შინაარსზე, ინფორმაციაზე, და არა ფიზიკურ მასალაზე და აკინძვის ტექნიკაზე. ჰოდა, მაშინ როგორ უნდა ისაუბრო წიგნსა და კომპიუტერზე? კომპიუტერის რომელ ფუნქციას გულისხმობ: ვიდეო-თამაშებს? ინტერნეტს? მედიას? პროგრამულ უზრუნველყოფას? - და ეგენი რა შესადარებლია?


Posted by: bfjribhs 8 Jun 2014, 18:04
კომპიუტერი ინფოს შენახვით ადამიანის ტვის უფრო გავს ვიდრე წიგნი.
ტვინიც ელექტრონულად ფუნქციონირებს.
ხოდა ეხლა იკითხე ''ტვინი თუ წიგნი''

Posted by: beqashelo 15 Jun 2014, 17:08
წიგნი რათქმაუნდა...ორი აზრი არც უნდა არსებობდეს

Posted by: Alien_Piglet 15 Jun 2014, 17:21
წიგნი, თუ ბიბლიოთეკა?
წიგნი, თუ მედიათეკა?

Posted by: bfjribhs 15 Jun 2014, 19:32
წიგნი თუ ბოზი?
...................

Posted by: Lady Bug 21 Jun 2014, 19:10
კომპიუტერი. ბევრი წიგნი შეგიძლია გადმოწერო უფასოდ smile.gif
ასევე კომუნიკაციის საშუალებაა.
მეტი შესაძლებლობა აქვს და უფრო მიყვარს.

Posted by: Euler 10 Jul 2017, 19:37
არა რა, მაინც კომპიუტერი ჯობია იმ აზრზე ვარ 3 წლის შემდეგაც, პროსტა თვალებს დაერხა და ეგაა ცუდი sad.gif(

Posted by: McEnroyd 11 Jul 2017, 20:30
"წიგნი თუ კომპიუტერი" ძალიან ბანალური კითხვაა, ზემოთ ერთ-ერთმა პატივცემულმა ახსენა რომ ეს კითხვა მაშინ გაჩნდა როდესაც ბავშვებმა კომპიუტერის მოხმარება დაიწყეს და წიგნების კითხვა მიატოვეს, თუმცა ამ თემას უფრო მეტი ჩაღრმავება სჭირდება... საქმე ზომიერებაშია, არც ვიდეო თამაშებია ცუდი და არც სხვა გასართობი საშუალებები თუ ყველაფერში ნორმა იქნება დაცული, ერთი მინუსი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებს ინტერნეტის საშუალებით პორნოგრაფიაზე ადვილად მიუწვდებათ ხელი(სხვადასხვა საიტებზე განთავზებული რეკლამებით რომლებიც ძალიან მომრავლებულია)... კითხვის წარმოშობის მიზეზი უმეტეს წილად კომპიუტერის ფუნქციის არასწორი აღქმა გახლავთ, მაგალითად ის რომ ძალიან ბევრს მიაჩნია თითქოს კომპიუტერი მხოლოდ გასართობი საშუალებაა, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ რომ ამ "გასართობით" შესაძლებელია წიგნის წაკითხვა ან სხვა საჭირო ინფორმაციის მოპოვება... კომპიუტერს შეუძლებელია ვუწოდოთ ცუდი რამეთუ ის კაცობრიობის ტექნოლოგიური წინსვლის და განვითარების ნაყოფია, ოდესღაც შუმერები თიხაზე წერდნენ, ეგვიპტელები პაპირუსზე დღეს კი ინფორმაციის გადაცემის ასეთ მაღალ დონეზე ვიმყოფებიტ ხოლო კომპიუტერი კი ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ასე რომ ის ცუდი არ არის, ხოლო თო ზომიერებას დავარღვევთ და ნორმის ფარგლებს გადავაბიჯებტ მაშინ ყველაფერი მავნებლია, წამალი ხომ სამკურნალოა მაგრამ ზედმეტი უკვე ვნებს... რაც შეეხება წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლებას აქცა არასწორ აღქმას აქვს ადგილი... წიგნი კი არ გაქრება მან უბრალოდ შეიძლება ფორმა იცვალოს რაც ტექნოლოგიური ევოლუციის შედეგია, ცვლილებას მარტო წიგნი კი არ განიცდის არამდე ყველაფერი ჩვენს ირგვლივ, მიმოიხედეთ და შეამჩნევთ... თუ მე უფრო მეტ ხანს ვატარებ კომპიუტერტან ვიოდრე სქელტანიან წიგნთან ეს არ არის აუცილებელი ამას მაინცდამაინც ტრაგედია ვუწოდოთ, მაგალითად სერვანტესის "დონ კიხოტი" ან მილტონის "დაკარგული სამოთხე" მე შემიძლია კომპიუტერის საშუალებით წავიკითხო და ამაში არაფერია ტრაგედია, "ტრაგედია" მაშინ იქნება თუ მე კომპიუტერტან გატარებულ დიდ დროს უსარგებლოდ მოვიხმარ, ხოლო იმისთვის რომ ბავშვებმა უსარგებლოდ ან მარტო გასართობად არ მოიხმარონ კომპიუტერი მათ უფროსმა უნდა ასწავლოს მისი სწორად მოხმარება.
* * *
ბოდიშით სიტყვა გამიგრძელდა... გმადლობთ ყურადღებისთვის...

Posted by: Euler 12 Jul 2017, 13:41
McEnroyd
მაგას ვღაღადებ მეც :დ



.

Posted by: ANFASY 19 Jul 2017, 14:15
ვისურვებდი არ არსებობდეს საერთოდ ეს კომპიუტერი... განვრცობა მეზარება რატომ...
წიგნის "სუნს" აი რა შეედრება smile.gif

Posted by: Adi 19 Jul 2017, 21:11
QUOTE
 წიგნი თუ კომპიუტერი

ასე ცალსახედ ვერ ვიტყოდი რომელი.
ორივეს თავისი ადგილი და დანიშნულება გააჩნია.
წიგნი წიგნია. კომპიუტერი კომპიუტერი.

Posted by: GEORGIA007 30 Jul 2017, 17:18
McEnroyd
QUOTE
"წიგნი თუ კომპიუტერი" ძალიან ბანალური კითხვაა, ზემოთ ერთ-ერთმა პატივცემულმა ახსენა რომ ეს კითხვა მაშინ გაჩნდა როდესაც ბავშვებმა კომპიუტერის მოხმარება დაიწყეს და წიგნების კითხვა მიატოვეს, თუმცა ამ თემას უფრო მეტი ჩაღრმავება სჭირდება... საქმე ზომიერებაშია, არც ვიდეო თამაშებია ცუდი და არც სხვა გასართობი საშუალებები თუ ყველაფერში ნორმა იქნება დაცული, ერთი მინუსი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებს ინტერნეტის საშუალებით პორნოგრაფიაზე ადვილად მიუწვდებათ ხელი(სხვადასხვა საიტებზე განთავზებული რეკლამებით რომლებიც ძალიან მომრავლებულია)... კითხვის წარმოშობის მიზეზი უმეტეს წილად კომპიუტერის ფუნქციის არასწორი აღქმა გახლავთ, მაგალითად ის რომ ძალიან ბევრს მიაჩნია თითქოს კომპიუტერი მხოლოდ გასართობი საშუალებაა, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ რომ ამ "გასართობით" შესაძლებელია წიგნის წაკითხვა ან სხვა საჭირო ინფორმაციის მოპოვება... კომპიუტერს შეუძლებელია ვუწოდოთ ცუდი რამეთუ ის კაცობრიობის ტექნოლოგიური წინსვლის და განვითარების ნაყოფია, ოდესღაც შუმერები თიხაზე წერდნენ, ეგვიპტელები პაპირუსზე დღეს კი ინფორმაციის გადაცემის ასეთ მაღალ დონეზე ვიმყოფებიტ ხოლო კომპიუტერი კი ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ასე რომ ის ცუდი არ არის, ხოლო თო ზომიერებას დავარღვევთ და ნორმის ფარგლებს გადავაბიჯებტ მაშინ ყველაფერი მავნებლია, წამალი ხომ სამკურნალოა მაგრამ ზედმეტი უკვე ვნებს... რაც შეეხება წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლებას აქცა არასწორ აღქმას აქვს ადგილი... წიგნი კი არ გაქრება მან უბრალოდ შეიძლება ფორმა იცვალოს რაც ტექნოლოგიური ევოლუციის შედეგია, ცვლილებას მარტო წიგნი კი არ განიცდის არამდე ყველაფერი ჩვენს ირგვლივ, მიმოიხედეთ და შეამჩნევთ... თუ მე უფრო მეტ ხანს ვატარებ კომპიუტერტან ვიოდრე სქელტანიან წიგნთან ეს არ არის აუცილებელი ამას მაინცდამაინც ტრაგედია ვუწოდოთ, მაგალითად სერვანტესის "დონ კიხოტი" ან მილტონის "დაკარგული სამოთხე" მე შემიძლია კომპიუტერის საშუალებით წავიკითხო და ამაში არაფერია ტრაგედია, "ტრაგედია" მაშინ იქნება თუ მე კომპიუტერტან გატარებულ დიდ დროს უსარგებლოდ მოვიხმარ, ხოლო იმისთვის რომ ბავშვებმა უსარგებლოდ ან მარტო გასართობად არ მოიხმარონ კომპიუტერი მათ უფროსმა უნდა ასწავლოს მისი სწორად მოხმარება.

+1

Posted by: Kokoschka 11 Aug 2017, 00:21
სად ერეკლე, სად ისაო.
ელექტრო წიგნები რომ შეადარო კიდე ხო. :დ
მაგ შემთხვევაშ ფიზ. წიგნს +1 ჩემგან. მარტო ინფორმაციის მიღება ხო არაა წიგნის კითხვა, მთელი პროცესია, ფურცელთან შეხება და აშ. love.gif

Posted by: kankava88 14 Aug 2017, 02:37
რათქმაუნდა კომპიუტერი.მაგრამ წიგნიც საჭიროა

Posted by: maxo127 20 Aug 2017, 17:15
როცა აღმოჩნდა, რომ კითხვა კომპიუტერშიც შეიძლება, ამან ისე შეაშფოთა ვიღაც-ვიღაცები, რომ საოცარი სიჩქარით მოიმატა სიჩქარემ თუ მეხსიერებებმა, და გაჩნდა ახალი ტრენდი - ვიდეოგაკვეთილები.

აგერ ახლა რაღაც ვითომ შემეცნებით საიტზე მოვხვდი, რაღაც ტუტორიალები, და ყველაფერი - ვიდეოგაკვეთილებით. ის, რაც ნახევარ წუთში შეგიძლია წაიკითხო და რაც გჭირდება აიღო, ეხლა 10-15 წუთი სირივით უნდა იჯდე და ვიდეოს უყურო. მე მგონი სისტემამ ბოლო-ბოლო აღმოაჩინად გარანტირებულად დამღუპველი საშუალება.

მოკლედ, როგორც შტეპსელში შეგიძლია რამე სასარგებლო შეაერთო, ან კიდევ თითები შეყო განსაკუთრებული სარგებლის გარეშე, ისეა კომპიუტერიც, ინტერნეტიც და წიგნიც. შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, რამდენად დამოუკიდებელი იქნები სხვადასხვა დამოკიდებულებებისგან.


პს: ნათქვამია, ვინც წიგნებს კითხულობს, ყოველთვის იქნება იმათი მმართველი, ვინც ტელევიზორს უყურებსო. მიამატეთ კომპუსაც.

Posted by: sandricha 27 Aug 2017, 19:33
რათქმაუნდა კომპიუტერი.მაგრამ წიგნიც საჭიროა love.gif


user posted image

Posted by: zaza861 1 Sep 2017, 23:17
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Dr,mikheil.J 17 Sep 2017, 01:00
ორივე საჭიროა, გააჩნია რაში და როგორ გამოიყენებ wink.gif რამდენად ეფექტურად და რამდენად სწორად wink.gif

Posted by: fexburtistelefoni 17 Sep 2017, 01:16
Dr,mikheil.J
QUOTE
ორივე საჭიროა, გააჩნია რაში და როგორ გამოიყენებ  რამდენად ეფექტურად და რამდენად სწორად

გეთანხმებით,

Posted by: graviton 27 Sep 2017, 03:44
მაქსიმუმ 10-15 წელი და ქაღალდი, როგორც ტექსტის შენახვის საშუალება
გაქრება ყოფა-ცხოვრებიდან. ისე როგორც ვერცხლის პლიონკები გაქრა, ფოტოგრაფიიდან.

Posted by: GEORGIA007 27 Sep 2017, 09:41
QUOTE
მაქსიმუმ 10-15 წელი და ქაღალდი, როგორც ტექსტის შენახვის საშუალება

ქრება ნელ ნელა

Posted by: _LegenDa_ 1 Oct 2017, 14:00
კომპიუტერში ცუდი არაფერია
ნუ გააჩნია კონკრეტულად რას აკეთებ
კომპიუტერში და რაში ხარჯავ დროს

Posted by: fexburtistelefoni 1 Oct 2017, 14:05
წიგნების აღსასრულის დრო მოდისო , ამბობენ, ქაღალდი როგორც ტექსტის შენახვის საშუალება გაქრება 10-15 წელიწადშიო...

Posted by: luka1209 14 Oct 2017, 21:10
Wigni wigni wigniii ari gamonaklisebic mara es sulsxvaa

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)