#61230446 · 6 May 2024, 01:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ძალიან დიდი ხანია ფორუმზე ვარ, ძირითადად მკითხველის როლში. თქვენი გამლცდილება მჭირდება.
ჩემი ისტორია ასეთია: 12 წლიანი სქესობრივი ცხოვრება, გაკეთებული მაქვს მილების გამტარობა დათოშვილთან: გამტარი მაგრამ ბოლომდე არ დაიცალა ასეთი პასუხი იყო. ასევე გაკეთებული მაქვს ვირუსები, გენეტიკური ანალიზი, ორ ფორმაზე მომივიდა მხოლოდ დადებითი. ვიყავი ჩაჩავაში ჩიქოვანთან, ქოჩიაშვილთან, ოსიძესთან, უბილავასთან და ბოლოს თამთა ცაავასთან. გაკეთებული მაქვს ერთი ინსემინაცია. ანალიზები ყოველთვის მაქვს იდეალურ მდგომარეობაში, ოვულაცია ბუნებრივად დგება, ასევე მეუღლის სპერმაც იდეალურია.
სანამ ინ ვიტროს გადავწყვეტ რამე ხომ არ გამომრჩა თუ შეგიხლიათ რამე მირჩიოთ, ბოლო გაფართხალება რამდენიმე თვე მინდა ბუნებრივად კიდევ ვცადო, ბოლოს დიაკონიძესთანაც ვიყავი გენეტიკურის გამო, სავარაუდოდ 2-3 შემთხვევა მქონდა ბიოქიმიური ორსულობის, ტესტი დადებითი იყო მაგრამ სანამ ხეგემდე მივედი ციკლიც მოვიდა და ხეგეც 5-7 ამ ფარგლებში მეტი არა. დიაკონიძეზე რას ფიქრობთ ბუნებრივის შემთხვევაში ?
ყველაზე მეტად ნერვების მომშლელია როცა მიზეზი არ იცი :/
|