Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მუშაობთ?


Posted by: Front National 29 Oct 2013, 09:15
მოგესალმებით მეგობრებო!

მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

პირადად მე არ ვმუშაობ. ვეძებ სამსახურს. ვსწავლობ უკვე მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს. ვიცი ინგლისური, გერმანული და თურქული. მაქვს წერისა და წარდგენის კარგი უნარები. ეს არ არის სივის წარდგენა ან რაიმე ასეთი, მაგრამ სამსახურის შოვნა საკმოდ პრობლემურია და არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ამ მხრივ, სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა.

ჩემი აზრით დასაქმება შეიძლება სულაც არ იყოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ, როგორც მინიმუმ კერძო სექტორისათვის ხელის შეწყობა, რათა გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნებოდა.

Posted by: Robin Hood 29 Oct 2013, 09:17
ეს თემა ვისთვის იხსნება......
გუბერნატორებისთვის ელჩებისთვის თუ გიგა ბოკერიასთვის?

ჯერ არ დაუწერიათ განცხადებები...მოვლენ მალე

Posted by: chukius 29 Oct 2013, 09:21
Front National
კერძო სექტორი კაი რამეა, მარა შენი პროფესიით კერძო სექტორში სად უნდა დასაქმდე? რაიმე პოლიტიკური კვლევის ცენტრები, თანაც კერძო, ჩვენ არ გვაქვს და...

Posted by: Front National 29 Oct 2013, 09:24
chukius
QUOTE

კერძო სექტორი კაი რამეა, მარა შენი პროფესიით კერძო სექტორში სად უნდა დასაქმდე? რაიმე პოლიტიკური კვლევის ცენტრები, თანაც კერძო, ჩვენ არ გვაქვს და...

სწორედ ამის თქმა მინდოდ. ერთ-ერთი პრობლემური სფერო სწორედ ეს არის. არის მთელი რიგი სახელმწიფოსათვის აუცილებელი სფეროები, რომლებიც მძიმე პოზიციაშია, არადა დასავლეთი ამ სექტორების აქტიურობაზე დგეს. კვლევითი ცენტრების ძლიერებითაა ცნობილი რუსეთიც. და ეს ყველაფერი მხოლოდ სახელმწიფო სექტორში კი არა არამედ ხშირ შემთხვევაში სწორედ კერძო სექტორებშია გააშლილი.

Posted by: ბესიკის26 29 Oct 2013, 09:27
Front National
QUOTE
ვსწავლობ უკვე მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს

რამე პრაგმატული პსეციალობა ვერ აირჩიე...მაგალითად ელექტრიკობა ანდა სანტეხნიკა?biggrin.gif

პურის ფული სულ გექნებოდა givi.gif

Posted by: Fanebi 29 Oct 2013, 09:27
QUOTE
მოგესალმებით მეგობრებო!

მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

პირადად მე არ ვმუშაობ. ვეძებ სამსახურს. ვსწავლობ უკვე მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს. ვიცი ინგლისური, გერმანული და თურქული. მაქვს წერისა და წარდგენის კარგი უნარები. ეს არ არის სივის წარდგენა ან რაიმე ასეთი, მაგრამ სამსახურის შოვნა საკმოდ პრობლემურია და არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ამ მხრივ, სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა.

ჩემი აზრით დასაქმება შეიძლება სულაც არ იყოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ, როგორც მინიმუმ კერძო სექტორისათვის ხელის შეწყობა, რათა გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნებოდა.

საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე ბაკალავრიატი, თუმცა ჯერ-ჯერობით მეც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავარ.
სამწუხაროდ HR–ზე გამოცხადებული ვაკანსიები ხშირ შემთხვევაში მოვალეობის მიზნით არის.

არადა საკმაოდ კარგი და საინტერესო CV მაქვს.

კერძო სექტორი ჩვენი მიმართულებით არ არის კარგად განვითარებული სამწუხაროდ

Posted by: Votren 29 Oct 2013, 09:36
ეს პრობლემა მეცა მაქვს ოჯახში, ოღონდ პირადად არა, ნეპოტიზმი სანამ იქნება, არა აქვს მნიშვნელობა რა იცი, რას წარმოადგენ, გარდა რამოდენიმე მიმართულებისა(მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც სპეციფიური ცოდნა აუცილებელია, უკვე კონკურენტი ვეღარ გყავს და ნაცნობობა არ ჭრის. საერთოდ ახალი ხელისუფლების პირველი თავის ტკივილი ეგ პრობლემა იქნება....

Posted by: bubu_dato 29 Oct 2013, 09:37
24 წლიშ ვარ და ეხლა უკვე მეორე სამსახურში ვმუშაობ ანაზღაურებაც ნორმ მაქვს. Dავიწყე 18 წლისამ მუშაობა 200 ლარიან ხელფასზე smile.gif არავინ დამხმარებია არაფერში , ჩემი სფერო კომპიუტერულ თEქნოლოგიებს უკავშIრდება. ამიტომ როცა აბარებთ იმაზე იფიქრეთ თუ ღAმდენად მოთXოვნადი პროფესიაა ის რისი სწავლაც Gიხდებათ. ცოტა "ჩალიჩა"" ტიპიც Uნდა იყო ალბათ smile.gif პ.ს Mობით ვწერ თან ვე. Vერრ sad.gif

Posted by: ToreXx 29 Oct 2013, 09:39
ვმუშაობ. მაქვს სტაბილური ხელფასი. გაგიკვირდებათ და ამ წლის ზაფხულიდან მეორე, დამატებითი სამუშაოც გამიჩნდა, არც თუ ისე მცირე ანაზღაურებით

Posted by: chukius 29 Oct 2013, 09:40
Votren
QUOTE
ეს პრობლემა მეცა მაქვს ოჯახში, ოღონდ პირადად არა, ნეპოტიზმი სანამ იქნება, არა აქვს მნიშვნელობა რა იცი, რას წარმოადგენ, გარდა რამოდენიმე მიმართულებისა(მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც სპეციფიური ცოდნა აუცილებელია, უკვე კონკურენტი ვეღარ გყავს და ნაცნობობა არ ჭრის. საერთოდ ახალი ხელისუფლების პირველი თავის ტკივილი ეგ პრობლემა იქნება....

ნეპოტიზმი სულ იქნება საქართველოში. იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს რომ ახალ-ახალი ხელისუფლებები არც აქცევენ ყურადღებას. პირიქით, ხეირობენ კიდეც. სანამ ვინმე პერსონალის მიღების რაღაცა იდეალურ სისტემას არ შექმნის საქართველოში, მანამდე სულ ასე ვიქნებით.

Posted by: ErykaBadu 29 Oct 2013, 09:41
Front National

ვმუშაობ და არა ერთი სამსახური გამომიცვლია და მიშოვია, მათორის ჯობს.გეც დამეხმარა..

QUOTE
ვსწავლობ უკვე მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს. ვიცი ინგლისური, გერმანული და თურქული.

სტაჟირებები გავლილი გაქვს? უხელფასო...?
რამდენია შენი საშუალო ხხელფასის მოთხოვნა გააჩნია..
მაინცდამაიც პროფესიით გინდა მუშაობა?


მგონი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული თუ რატომ ვერ შოულობენ ადამიანები სამსახურს. მაგალითად:
არავის არ უნდა უხელფასო სტაჟირება, რაც გამოცდილებისთვის ძალიან მაგარია,
ყველა ითხოვს (ნუ უმეტესობა) მინიმუმ 800 ლარს და 300 ლარიან სამსახურებზე ჩვეულეებრივი ღადაობა მიდის თუნდაც ფორუმებზე.
და ყველას მინიმუმ მენეჯერობა უნდა boli.gif

პ.ს. მეც მინდა უფრო კარგი სამსახური, უფრო კარგი ხელფასით, არ გეგონოთ არ მაქვს პრეტენზიები..

Posted by: Front National 29 Oct 2013, 09:45
ErykaBadu
QUOTE
სტაჟირებები გავლილი გაქვს? უხელფასო...?
რამდენია შენი საშუალო ხხელფასის მოთხოვნა გააჩნია..
მაინცდამაიც პროფესიით გინდა მუშაობა?

მზად ვარ გავიარო უხელფასო სტაჟირება, უბრალოდ ჩემი პროფესიული მიმართულებით თუ არა სოციალური მეცნიერების განხრით მაინც, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობა შეიძლება იყოს მაგალითად, ან თვისობრივი ანალიზი და ასე შემდეგ.

ამ შემთხვევაში ხელფასს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა გადამწყვეტი.

Fanebi
QUOTE
კერძო სექტორი ჩვენი მიმართულებით არ არის კარგად განვითარებული სამწუხაროდ

სამწუხაროდ არც სახელმწიფო სექტორია ძალიან მაღალ დონეზე, ახლა იხვეწება ეტაპობრივად ყველაფერი, მაგრამ კერძო სექტორშიც თუ გაჩნდება კარგი კვლევითი ინსტიტუტები და პოლიტიკური სწავლების ცენტრები ძალიან მაგარი იქნება. სწორედ ესაა კიდევ ერთი გზა სამოქალაქო სექტორის გავითარების გზაზე.

Posted by: chukius 29 Oct 2013, 09:46
Front National
QUOTE
. სწორედ ესაა კიდევ ერთი გზა სამოქალაქო სექტორის გავითარების გზაზე.

დაიცადე 1 თვეც და დიდი კაცი მოდის მანდეთ biggrin.gif

Posted by: Fanebi 29 Oct 2013, 09:48
bubu_dato
როცა გაიტნერესებს რაღაც უნდა ჩააბარო იმაზე და თუ მოგწონს უნდა მიყვე, ასეა ჩემს შემთხვევაში. ჩემთვის გაცილებით მიმზიდველია სამინისტრო ან არასამთავრობო ორგანიზაცია პროფესიის ამაღლების მიზნით
QUOTE
სამწუხაროდ არც სახელმწიფო სექტორია ძალიან მაღალ დონეზე, ახლა იხვეწება ეტაპობრივად ყველაფერი, მაგრამ კერძო სექტორშიც თუ გაჩნდება კარგი კვლევითი ინსტიტუტები და პოლიტიკური სწავლების ცენტრები ძალიან მაგარი იქნება. სწორედ ესაა კიდევ ერთი გზა სამოქალაქო სექტორის გავითარების გზაზე.

გეთანხმები

გავლილი მაქვს სამინისტროებში სტაჟირებები, ენებიც ვიცი და მაქვს ცოდნა და კომპეტენცია გარკვეულ დონეზე

Posted by: Front National 29 Oct 2013, 09:48
chukius
QUOTE
დაიცადე 1 თვეც და დიდი კაცი მოდის მანდეთ

აშშ-ში ასეთი კულტურა: როცა პრეზიდენტები ან სახელმწიფო მდივნები მიდიან ხოლმე პოლიტიკიდან შემდეგ სამოქალაქო სექტორს ავითარებენ ხოლმე, ქმნიან ინსტიტუტებს, ცენტრებს და სხვა. იმედი მაქვს პრეიზიდენტიცა და პრემიერიც სწორ არჩევანს გააკეთებენ ამ თვალსაზრისით.

ისე კი ესაა ხშირი რეალობა:

user posted image

Posted by: ფორცხოლი 29 Oct 2013, 09:50
QUOTE (Front National @ 29 Oct 2013, 09:48 )
ისე კი ესაა ხშირი რეალობა:

user posted image

ყველაზე მტკივნეული საკითხი ახალგაზრდებისთვის smile.gif

Posted by: ეგრი 29 Oct 2013, 09:50
Front National
QUOTE
სწორედ ამის თქმა მინდოდ. ერთ-ერთი პრობლემური სფერო სწორედ ეს არის. არის მთელი რიგი სახელმწიფოსათვის აუცილებელი სფეროები, რომლებიც მძიმე პოზიციაშია, არადა დასავლეთი ამ სექტორების აქტიურობაზე დგეს. კვლევითი ცენტრების ძლიერებითაა ცნობილი რუსეთიც. და ეს ყველაფერი მხოლოდ სახელმწიფო სექტორში კი არა არამედ ხშირ შემთხვევაში სწორედ კერძო სექტორებშია გააშლილი.

თუ თანახმა ხარ, რომ უხელფასოდ იმუშავო, შექმენი შენი კვლევითი ცენტრი.

Posted by: vaniko1978 29 Oct 2013, 09:51
კი ვმუშაობდი და ვმუშაობ, ეხლა უფრო მაგრად ვარ

Posted by: Votren 29 Oct 2013, 09:52
ErykaBadu
QUOTE
მაინცდამაიც პროფესიით გინდა მუშაობა?


აი ეს შეკითხვა არასწორია, რატომ გგონია რომ სამსახური მხოლოდ მუცლის დასაკმაყოფილებლად უნდათ? ადამიანი სწავლობს, აინტერესებს რაღაც მიმართულება, უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით, ამის საშუალება უნდა იყოს, ესაა მთავარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდნის მიღებას აზრი ეკარგება...

Posted by: Nirvana11 29 Oct 2013, 09:52
Front National
რა პროფესია გაქვს? სოციოლოგი ხარ?

თუ კი ამაზე მაგარი სფერო არ არსებობს (ჩემი აზრით) და ეს სფერო, რომ არის საქართველოშI მკვდარი იმიტომაც არის საზოგადოება მკვდარი, კი გეცოდინება დასავლეთში აბსოლუტურად ყველა საკითხზე ატარებენ კვლევებს, იკვლევენ პრობლემებს და მის შემდეგ ადგენენ მისი გადაწყვეტის გზებს. მაგრამ აქ კვლევებს მხოლოდ ბიძინას აძლევ ხმას თუ მიშას დონეზე ატარებენ. აუცილებელია ამ სფეროს გამოცოცხლება, იმდენი საინტერესო საზოგადოებრივი საკიტხია და მასზე იმდენი საინტერესო კვლევის ჩატარება შეიძლება, რომ ....

Posted by: მამაო ენუქი 29 Oct 2013, 09:53
QUOTE
მუშაობთ?

no.gif პოკერსთარით ვინახავ ოჯახს yes.gif

Posted by: Fanebi 29 Oct 2013, 09:53
QUOTE
აი ეს შეკითხვა არასწორია, რატომ გგონია რომ სამსახური მხოლოდ მუცლის დასაკმაყოფილებლად უნდათ? ადამიანი სწავლობს, აინტერესებს რაღაც მიმართულება, უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით, ამის საშუალება უნდა იყოს, ესაა მთავარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდნის მიღებას აზრი ეკარგება...

yes.gif yes.gif


Posted by: chukius 29 Oct 2013, 09:54
QUOTE
ისე კი ესაა ხშირი რეალობა:

საინტერესო ისაა, რომ ყველგან ითხოვენ რამდენიმე წლიან სამუშაო გამოცდილებას. თავიდან სად უნდა მიიღო ეს გამოცდილება კაცმა არ იცის.

QUOTE
თუ თანახმა ხარ, რომ უხელფასოდ იმუშავო, შექმენი შენი კვლევითი ცენტრი.

ადვილი სათქმელია. smile.gif)))

Posted by: B/S 29 Oct 2013, 09:56
მე კიდე იმას მივხვდი რომ მუშაობა ჩემი სტილი არააა , უფრო სამუშაოს შექმნისკენ ვიწევ , უბრალოდ ფინანსები ვერ შევკარი :დ

მაგის დროც მოვაო, ხოდა მოვიდა .
მეტა: მასტერა :დ

Posted by: Front National 29 Oct 2013, 10:00
ეგრი
QUOTE
თუ თანახმა ხარ, რომ უხელფასოდ იმუშავო, შექმენი შენი კვლევითი ცენტრი.

სწავლის ფულს ძლივს ვიხდი (ზაფხულში ვიმუშავე რომ გადამეხადა) და სერიოზულად ვშფოთავ შემდეგი სემესტრის გადასახადი როგორ გადავიხადო და კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების ფული საიდან მოვიტანო, თორემ არ შევქმნიდი?!

Votren
QUOTE
აი ეს შეკითხვა არასწორია, რატომ გგონია რომ სამსახური მხოლოდ მუცლის დასაკმაყოფილებლად უნდათ? ადამიანი სწავლობს, აინტერესებს რაღაც მიმართულება, უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით, ამის საშუალება უნდა იყოს, ესაა მთავარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდნის მიღებას აზრი ეკარგება...

სწორედ ამის თქმა მინდოდა. სანამ ბაკალავრიატზე ვსწავლობდი კიდე ინტერნეტ სფეროში ვრეალიზდებოდი, ვწერდი სტატიებს, ფორუმზეც კი ბევრი ანალიტიკური წერილი მაქვს დაწერილი, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ მასლოუს პირამიდის მიხედვით ახალ კატეგორიაში უნდა გადავიდე, თვითრეალიზების სფეროში!

chukius
QUOTE
საინტერესო ისაა, რომ ყველგან ითხოვენ რამდენიმე წლიან სამუშაო გამოცდილებას. თავიდან სად უნდა მიიღო ეს გამოცდილება კაცმა არ იცის.

სწორედაც.

Posted by: ჩოხა 29 Oct 2013, 10:03
QUOTE
მუშაობთ?

1999 წლიდან (მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი)
იქიდან მოყოლებული, 2 მცირე იძულებითი "შესვენების" გარდა, ერთი დღე არ დამისვენია
დღეს უკვე ჩემი პატარა საქმეც მაქვს და ქვეყნად არავისზედ დამოკიდებული არ ვარ

Posted by: Front National 29 Oct 2013, 10:04
ჩოხა
QUOTE
დღეს უკვე ჩემი პატარა საქმეც მაქვს და ქვეყნად არავისზედ დამოკიდებული არ ვარ

გილოცავთ! ალბათ ეს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ადამიანის ცხოვრებაში.

Posted by: Fanebi 29 Oct 2013, 10:05
QUOTE
საინტერესო ისაა, რომ ყველგან ითხოვენ რამდენიმე წლიან სამუშაო გამოცდილებას. თავიდან სად უნდა მიიღო ეს გამოცდილება კაცმა არ იცის.

21 წლის ადამიანს თხოვენ 1 წლიან გამოცდილებას, ბევრისთვის პრიორიტეტული არის სწავლა, მაგალითად მე ისეთ უნივერსიტეტში ვსწავლობდი რომ სტაჟირების მერე მიფორმებდნენ კონტრაქტს მაგრამ ვეღარ დავრჩი...

აბსოლუტური ნონსეია,

Posted by: ჩოხა 29 Oct 2013, 10:08
Front National
QUOTE
გილოცავთ! ალბათ ეს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ადამიანის ცხოვრებაში.

მადლობა
მაგრამ მე არ განვიხილავ ამას ერთ–ერთ უდიდეს მიღწევად
ყველაზე დიდი მიღწევა მაინც ის მგონია, რომ რასაც მიაღწევ სუფთა სახელით და სინდისით მიაღწიო
თუნდაც ეს მიღწევა ვიღაცას პატარად მოეჩვენოს smile.gif
ყველა ვერ გავხდებით ზბიგნევ ბჟეზინსკები და/ან როტშილდები
არცაა აუცილებელი
ყველაზე დიდი უბედურება ჩვენს ქვეყანაში ისაა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება თვითრეალიზაციისა
ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება
მიზეზები კი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური საკმაოდაა

Posted by: nina1992 29 Oct 2013, 10:09
კი ვმუშაობ გაუსაძლის პირობებში.

............................

Posted by: Front National 29 Oct 2013, 10:09
Nirvana11
QUOTE
რა პროფესია გაქვს? სოციოლოგი ხარ?

პოლიტოლოგი ვარ ბაკალავრის ხარისხით, თუმცა სოციოლოგია და განსაკუთრებით ფსიქოლოგია მაქვს ნასწავლი ამასთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტში.

QUOTE
თუ კი ამაზე მაგარი სფერო არ არსებობს (ჩემი აზრით) და ეს სფერო, რომ არის საქართველოშI მკვდარი იმიტომაც არის საზოგადოება მკვდარი, კი გეცოდინება დასავლეთში აბსოლუტურად ყველა საკითხზე ატარებენ კვლევებს, იკვლევენ პრობლემებს და მის შემდეგ ადგენენ მისი გადაწყვეტის გზებს. მაგრამ აქ კვლევებს მხოლოდ ბიძინას აძლევ ხმას თუ მიშას დონეზე ატარებენ. აუცილებელია ამ სფეროს გამოცოცხლება, იმდენი საინტერესო საზოგადოებრივი საკიტხია და მასზე იმდენი საინტერესო კვლევის ჩატარება შეიძლება, რომ ....

გეთანხმები, უძლიერესი სფეროა. განსაკუთრებით საქართველოში უყვართ რაოდენობრივი კვლევები და თვისობრივი ანალიზები მიტოვებულია, არადა ქართულ გინდ საზოგადოებრივ და გინდ ეკონომიკურ სივრცეში თვისობრივმა კვლევებმა შეიძლება გადატრიალება მოახდინოს. ანუ მთავარია ის კი არ იქნება რამდენი უჭერს ან არ უჭერს ვინმეს ან რაიმეს მხარს, ან რამდენს უყვარს ვაფლი ან შოკოლადი, არამედ რატომ უჭერს მხარს ამა თუ იმ პარტიას და რატომ უყვარს ვაფლი. აი ესაა გამოთიშული და უკუგდებული ქართულ რეალობაში. არადა ჰარვარდის კვლევები ძირითადად სწორედ თვისობრივი მონაცემების შედგენითაა დაკავებული. და რაღა შორს წავიდეთ და რუსული კვლევებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. იმიტომ ამბობენ მერე რუსებმა სხვა ქვეყნების ეთნოფისიქოლოგია კარგად იციანო. რაოდენობრივი კვლევა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თვისობირივის დავიწყება, სამწუხაროდ, კარგს არაფერს მოგვიტანს.

Posted by: iren765 29 Oct 2013, 10:12
Front National

ფაქტიურად,თქვენი სპეციალობა და უმუშევრობა,ზუსტად რომ არის მიზეზი,წახვიდეთ აქტიურ პოლიტიკაში.მაგრამ რად გინდათ დაემსგავსოთ მათ??,,,,
მე გირჩევდით, რაიმე ტექნიკური სპეციალობა შეისწავლოთ.ასე შეძლებთ დასაქმებასაც და მშვიდ ცხოვრებას,

Posted by: iasagi 29 Oct 2013, 10:12
QUOTE
მუშაობთ?


ეს თუ სამსახურია
ვმუშაობ sad.gif:


Posted by: Saturn 29 Oct 2013, 10:14
Front National
QUOTE
მუშაობთ?

სამგან user.gif

Votren
QUOTE
მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც სპეციფიური ცოდნა აუცილებელია, უკვე კონკურენტი ვეღარ გყავს და ნაცნობობა არ ჭრის

tongue.gif

Posted by: Front National 29 Oct 2013, 10:15
iren765
QUOTE
ფაქტიურად,თქვენი სპეციალობა და უმუშევრობა,ზუსტად რომ არის მიზეზი,წახვიდეთ აქტიურ პოლიტიკაში.მაგრამ რად გინდათ დაემსგავსოთ მათ??,,,,
მე გირჩევდით, რაიმე ტექნიკური სპეციალობა შეისწავლოთ.ასე შეძლებთ დასაქმებასაც და მშვიდ ცხოვრებას,

ტექნიკური სპეციალობა შეიძლება შევისწავლო მომავალში, როცა მეტი საშუალება მექნება, მაგრამ ისიც იმიტომ რომ საოცრად მაინტერესებს ეს სფეროც, მაგრამ რეალურად პროფესიის შეცვლა მხოლოდ დასაქმების გამო ნიშნავს საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა და პროფესიონალიზმზეც მათ შორის, რადგან თუ საქმე შენი არ არის და არ გიყვარს ვერ იქნები ბოლომდე პროფესიონალი.

Posted by: თუნგი 29 Oct 2013, 10:16
QUOTE (ბესიკის26 @ 29 Oct 2013, 09:27 )
Front National
QUOTE
ვსწავლობ უკვე მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს

რამე პრაგმატული პსეციალობა ვერ აირჩიე...მაგალითად ელექტრიკობა ანდა სანტეხნიკა?biggrin.gif

პურის ფული სულ გექნებოდა givi.gif

შენ ღადაობ და ზოგ ხელოსანს პურის ფულზე ბევრად მეტიც აქვს.

Posted by: UMTS 29 Oct 2013, 10:17
აქ სულ სამსახურებიდან პოსტავენ? biggrin.gif

Posted by: ეგრი 29 Oct 2013, 10:24
Front National
QUOTE
სწავლის ფულს ძლივს ვიხდი (ზაფხულში ვიმუშავე რომ გადამეხადა) და სერიოზულად ვშფოთავ შემდეგი სემესტრის გადასახადი როგორ გადავიხადო და კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების ფული საიდან მოვიტანო, თორემ არ შევქმნიდი?!

რა ფული უნდა ცენტრის ჩამოყალიბებას?
შეიკრიბეთ სასტავი და ოფისის იჯარის ფულს როგორ ვერ მოაგროვებთ?
კომპები სახლიდან წამოიღეთ და ეგაა.

მონდომება თქვი შენ. smile.gif
ზატო სამუშაო გამოცდილება დაგიგროვდება.

Posted by: Nirvana11 29 Oct 2013, 10:26
Front National
QUOTE
არამედ რატომ უჭერს მხარს ამა თუ იმ პარტიას და რატომ უყვარს ვაფლი.

+100%, მეც მაგას ვამბობ smile.gif

აი მაგალიტად ვყვირით, ვილანძღებით და ვიგინებით ნაგვის დამყრელებზე, მაგრამ რატომ ყრიან ქუცაში ნაგავს ვიცით? - არ გვაინტერესებს.

მაგალითად ვიცით, რომ 90% მორწმუნეა, მაგრამ რატომ სწამს ვიცით? - არ გვაინტერესებს.

მაგალIთად რატომ ექცევიან ცხოველებს სასტიკად? - არ გვაინტერესებს.

რატომ ჩავდივართ დანაშაულს, რატომ არ მოგვწონს ბანკ ,X"-ის მომსახურება, რატომ არ მოგვწონს პოლიტიკური პარტია ,,N"? მე რომ ისეთ სფეროში ვმოღვაწეობდე სადაც ხალხის აზრი გადამწყვეტი იქნებოდა და ფულიც მექნებოდა აუცილებლად ჩავატარებდი ასეთი სახის კვლევებს.

პ.ს მაგრამ არის საკიტხები სადაც სახელმწიფოს ვალდებულებაა კონკრეტული ურთიერთობები შეისწავლოს, მაგალიტად დღეს მკვდარი რომ არის კრიმინოლოგია იმიტომაც არის, რომ ვებრძვით დამნაშავეს და არა დანაშაულს. ეკლესიას, რომ არ აინტერესებს განსხვავებული ადამიანების (სექს ორიენტაციის თუ რელიგიური აღმსარებლობის) მოტივები, იმიტომაც ებრძვიან არა ამ განსხვავებულობას არამედ განსხვავებულებს.

Posted by: Votren 29 Oct 2013, 10:27
Saturn
QUOTE
სამგან user.gif

Votren
QUOTE
მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც სპეციფიური ცოდნა აუცილებელია, უკვე კონკურენტი ვეღარ გყავს და ნაცნობობა არ ჭრის

tongue.gif


ისე დასაქმება ადვილია მარა, მთლად თვითკმაყოფილებასნუ მიეცემი, რავარია მთელი ცხოვრება მაგ "საჩხიკინო" საქმეში გაატაროsmile.gif))

Posted by: picaso2008 29 Oct 2013, 10:28
QUOTE
აშშ-ში ასეთი კულტურა: როცა პრეზიდენტები ან სახელმწიფო მდივნები მიდიან ხოლმე პოლიტიკიდან შემდეგ სამოქალაქო სექტორს ავითარებენ ხოლმე, ქმნიან ინსტიტუტებს, ცენტრებს და სხვა. იმედი მაქვს პრეიზიდენტიცა და პრემიერიც სწორ არჩევანს გააკეთებენ ამ თვალსაზრისით.


ამერიკაში ასეთი კულტურაცაა რომ როდესაც ვერ შოულობენ სამსახურს თავიანთი პროფესიით იცვლიან პროფესიას. ჩვენს ხალხს მოქნილობა აკლია (flexibility). ჩემმა მეგობარმა ფსიქოლოგიური დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერ იშოვა პროფესიით, საბუღალტრო ტესტები ჩააბარა და დაიწყო მუშაობა. მე ვიცი ხალხი რომლებმაც რამოდენიმეჯერ შეიცვალეს პროფესია რათა სამსახური ეშოვათ.
მაინცდამაინც პროფესიით ნუ ეცდები სამსახური იშოვო. რადგან ენები იცით იქნებ თარჯიმნათ დაგეწყო მუშაობა. ათასი თურქი, არაბი და სხვა ქვეყნების ბიზნესმენები შემოდიან, დაუკავშირდი და შესთავაზე შენი სამსახური. არ იუკადრისო უფრო დაბალკვალიფიციური სამსახური თუ იქნება შენი განათლებისათვის.

Posted by: fat man2 29 Oct 2013, 10:33
ბესიკის26
QUOTE
რამე პრაგმატული პსეციალობა ვერ აირჩიე...მაგალითად ელექტრიკობა ანდა სანტეხნიკა?

პურის ფული სულ გექნებოდა

მაგ სპეციალობების სერიოზული დეფიციტია, ოღონდ მართლა.
აბა ორთვიან კურსებ გავლილი მაგისტრები ჭერეხივით ყრია!

Posted by: Choncxis mzera 29 Oct 2013, 10:36
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური?

არა


Posted by: new_member_ 29 Oct 2013, 10:37
ვმუშაობდი / ვმუშაობ / ვიმუშავებ ;'დbiggrin.gif:D

პირველი სამსახური 180 ლარიანი იყო თუ სწორად მახსოვს, დაახლ. 2004-2006 წლებში
წელს დამატებითი შემოსავლის წყაროც გაჩნდა.

ეძიებდე და ჰპოვებდე.
განათლება რაკი არსებობს, შანსიც გამოჩნდება, უბრალოდ კარგი იქნება, "კაბინეტნი სამსახურის" ლოდინში თუ რამე რეალურზე უარს არ იტყვით.


QUOTE
რა ფული უნდა ცენტრის ჩამოყალიბებას?
შეიკრიბეთ სასტავი და ოფისის იჯარის ფულს როგორ ვერ მოაგროვებთ?
კომპები სახლიდან წამოიღეთ და ეგაა.

ეგრი - ვეთანხმები ამ საკითხში. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე.


პ.ს. საქართველოშI არის სფეროები, მიმართულებები, რომლებიც რეალურად საკმაოდ..ნუ როგორ ვთქვა..
ვერ დასაქმდები რა..
სპეციფიური სპეციალობები, რომლებიც მინიმუმ ალბათ ხუთიოდე წელი არ ექნება "შემოსავლიანი"..
შესაბამისად, ჩემო ასტროფიზიკოსებო, ფსიქოლოგებო, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებო, თუნდაც და სხვანო..
თუკი ხედავთ, რომ თქვენი სპეციალობით გიჭირთ სტარტის აღება, შეეცადეთ მონათესავე დარგი აირჩიოთ და ისე დაიწყოთ (ფსიქოლოგებმა - HR, მათემატიკოსებმა - ფინანსური აღრიცხვა/ბუღალტერია.. და ა.შ.)

ჩემმა მეგობარმა, კარგად მახსოვს, დაანება თავი სამსახურს (საკმაოდ სტრესულს-ვაღიარებ) და სასწავლებლად წავიდა საზღვარგარეთ, მოლეკულური ფიზიკის განხრით, თუ სწორად მახსოვს..
არ ვიცი..ვერც ვამტყუნებ და ვერც ვამართლებ..
სწავლა კარგია, თუ დღეს მუშაობის ა უ ც ი ლ ე ბ ლ ო ბ ა არ გაქვს..მაგრამ რამდენად შეძლებ იმ ცოდნით მომავალში განვიტარებას და რეალიზებას, ეგეც ხომ საქმეა..

Posted by: LTB1948 29 Oct 2013, 10:44
ვმუშაობდი და ვმუშოაბ. საბედნიეროდ, ჩემი სამსახური არ არის დამოკიდებული მთავრობის ცვლილებაზე. სტაბილურობა თუ იქნება, ჩემი კომპანიაც არ გაიქცევა ამ ქვეყნიდან. ღმერთმა დალოცოს ამერიკელები და ინგლისელები: მართლმადიდებლები არ არიან, მაგრამ ადამიანებს ღირსეულად ექცევიან და ხელფასსაც ნორმალურს აძლევენ. ეგენიც კაპიტალისტები არიან, მაგრამ ძირითად პრინციპებს იცავენ ნებისმიერ ქართულ კომპანიაზე უკეთ. ნუ საჯარო მოხელეების მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ. გარდა ამისა, ვეწევი სამცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, რომელსაც მოაქვს მცირე შემოსავალი, მაგრამ კმაყოფილი ვარ, სტუდენტებთან მუშაობით. მიკლედ, შემოსავალს არ ვუჩივი, თავზე არ გადადმდის, მაგრამ კრედიტებს და გადასახადებს ყოფნის. არ მშია, არ მცივა არ მწყურია.

Posted by: Mr_Zum 29 Oct 2013, 10:46
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

შევარდნაძის დროსაც ვმუშაობდი, მიშას დროსაც ვმუშაობდი და ეხლაც ვმუშაობ

Posted by: kranci 29 Oct 2013, 10:51
QUOTE
მუშაობთ?

იანვრამდე კი.
მერე შევუერთდები დროებით უმუშევართა მრავალრიცხოვან არმიას.
sad.gif

Posted by: ErykaBadu 29 Oct 2013, 10:56
Votren
QUOTE
აი ეს შეკითხვა არასწორია, რატომ გგონია რომ სამსახური მხოლოდ მუცლის დასაკმაყოფილებლად უნდათ?


ანუ საწყის ეტაპზე დამატებით სამუშაო რომ იშოვოს ადამიანმა, თუნდაც მუცლის დასაკმაყოფილებლად სირცხვილია?

მაგისტრატურაზე "საჯარო ადმინისტრირებაზე" ვსწავლობდი და პარალელურად ერთ-ერთ რადიოში ოფის-მენეჯერად დავიწყე მუშაობა. საიდან სად, მაგრამ მუცლის კმაყოფილებაზე არ მიფიქრია, ადამიანებთან ურთიერთობა და გარკვეული სამსახურებრივი გამოცდილება მივიღე და მაგ 150 ლარიანმნა სამსახურმა მეორე ეტაპზე შემიწყო ხელი რომ 800 ლარიანი სამსახური მეშოვნა. ამ სამსახურმა, მერე ხელი შემიწყო მეშოვა მესამე ნორმალური სამსახური და ასე...
საერთოდ არ იყო რადიო ჩემი სფერო კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ.

და დღესდღეობით ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობ, სადაც ასევე მუშაობენ სტუდენტები (არა თავის პროფესიით) თუმცა ხელფასი აქვთ და სამსახურებრივ გამოცდილებას იღებენ და მცირე ხელფასით თავის "ჭიას იხარებენ". და სწავლის დასრულების შემდეგ გზას დავულოცავთ რა თქმა უნდა და იმუშაონ პროფესიით smile.gif

Posted by: ბოშეტუნმაი 29 Oct 2013, 10:59
Front National
რა სამსახურს ეძებ?

უხელფასო სტაჟირებებს ეძებ? თუ უხელფასო არ გაინტერესებს?

მე პირადად დავიკიდე ხელფასი და ვიყავი უხელფასოდ, მოვეწონე და ჩამსვეს შტატში 3 თვის მერე. (სახ.სამსახური)

Posted by: May21 29 Oct 2013, 11:00
QUOTE
პოკერსთარით ვინახავ ოჯახს 

მაგაზე მეც მიფიქრია....წავიდე რა ვქნა , ვითამაშო?!
მარა, დიდი რისკია..და, რაღAც თვითგანადგურებისკენ ნაბიჯი..თავს ვიკავებ შეძლებისდაგვარად. rolleyes.gif

QUOTE
ყველაზე დიდი უბედურება ჩვენს ქვეყანაში ისაა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება თვითრეალიზაციისა

yes.gif
თვითრეალიზაცია ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა...აქ..და მგონი უკვე სხვა ქვეყანაშიც user.gif

Posted by: nina1992 29 Oct 2013, 11:16
QUOTE
ყველაზე დიდი უბედურება ჩვენს ქვეყანაში ისაა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება თვითრეალიზაციისა

ჯერ ერთი მიზანი უნდა დაისახო სწორად, კარგად უნდა იცოდე რა გინდა, რამდენად მზად ხარ მიხვიდე მიზნამე და მერე თანმიმდევრულად
ყველაფერი გამოდის.

მე არ მჯერა რომ მიზანდასახული ადამიანი ვერ შეძლებს თვითრეალიზაციას, სადაც არ ნდა იყოს.
მიზნებს გააჩნია smile.gif

Posted by: ჩოხა 29 Oct 2013, 12:06
May21
QUOTE
თვითრეალიზაცია ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა...აქ..და მგონი უკვე  სხვა ქვეყანაშიც

შესაძლებლობების და გარემო რეალობის საშუალო არითმეტიკული = თვითრეალიზაციის შანსს
შანსის გამოყენება კიდევ ცალკე თემაა

niana
QUOTE
ჯერ ერთი მიზანი უნდა დაისახო სწორად, კარგად უნდა იცოდე რა გინდა, რამდენად მზად ხარ მიხვიდე მიზნამე და მერე თანმიმდევრულადყველაფერი გამოდის

და ისევ
გააჩნია მიზნებს და გააჩნია გარემოს სადაც ამ მიზნებისკენ სვლა მოგიწევს
ყველაფერი იშვიათად გამოდის
QUOTE
მე არ მჯერა რომ მიზანდასახული ადამიანი ვერ შეძლებს თვითრეალიზაციას

მე მჯერა
რადგან შეუძლებელია გოლი გაიტანო თუ სტადიონზეც კი არ გიშვებენ

Posted by: აშკარა 29 Oct 2013, 12:19
QUOTE
მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს. ვიცი ინგლისური, გერმანული და თურქული. მაქვს წერისა და წარდგენის კარგი უნარები. ეს არ არის სივის წარდგენა ან რაიმე ასეთი, მაგრამ სამსახურის შოვნა საკმოდ პრობლემურია


პრობლემატური იქნება ნამდვილად. შენი პროფესია პოტენციური დასაქმების არეალს ძალიან გიზღუდავს. სად უნდა დაიწყო მუშაობა? საგარეო სამინისტრო და საჯარო უწყებები.

პოლიტიკური მეცნიერების, საზოგადოებრივი მართვის, ეკონომიკური ურთიერთობების, იურიდიულის და მსგავსი ზოგადი განხრის სპეციალისტები იმდენი გვყავს, საქართველოს ხელა კიდევ ერთ ქვეყანას ეყოფა.

მაგრამ აი კონკრეტულად რაღაც საქმეზე რომ გჭირდება სპეციალისტი, ძალიან ძნელია აქ ნახო ვინმე.


Posted by: bacho123 29 Oct 2013, 12:32
QUOTE (Front National @ 29 Oct 2013, 09:15 )
მოგესალმებით მეგობრებო!

მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

პირადად მე არ ვმუშაობ. ვეძებ სამსახურს. ვსწავლობ უკვე მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს. ვიცი ინგლისური, გერმანული და თურქული. მაქვს წერისა და წარდგენის კარგი უნარები. ეს არ არის სივის წარდგენა ან რაიმე ასეთი, მაგრამ სამსახურის შოვნა საკმოდ პრობლემურია და არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ამ მხრივ, სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა.


მეც გზა გავიარე იმ განსხვავებით რომ ევრიპათმცოდნეობა ავირჩიე მაგისტრატურაზე.

რო ჩავაბარე მაშინდელი დეკანი შემოვიდა პირველ დღეს დავით ზურაბიშვილი იყო თუ ზურაბ დავითაშვილი მერევა ეგენი
არ მახსოვს და ესე გვითხრა ამას ვინც ამთავრებენ საქართველოში 80% ბიზნესმენები ხდებიანო.
პირველი თუ შენი პროფესიით გინდა მუშაობა შეეცადე სტაჟირებაზე მოხვდე საგარეო საქმეთა სამინისტროში და 3-4 წლის მერე გაქვს რაგაცა შანსი. რამოდენიმე მეოგბარმა 6 წლის მუშაობის მერე მიაღწია და ნორმ. პოზიციებზე არიან.გ ( არ გირჩევდი )

მეორე არ ვიცი ყოვლად გამოუსადეგარი პროფესიაა ალბად სწავლა უნდა განაგრძო და იქვე ეცადო უნივერსიტეტში დასაქმდე. ნუ ყველა ალბათობა რამე სერიოზულის მიღწევის შორეულია.

ხო რავიცი ეს ისე ვთქვი თორე ბანკებში და ოფისებში საპახაოდ არის ისედაც პონტები biggrin.gif განათლება დიდი არ უნდა.

მე ლიჩნად ბიზნესი მაქვს და იქით ვასაქმებ ხალხს.

Posted by: tamuna_bebe 29 Oct 2013, 12:42
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?



no.gif sad.gif

სამაგიეროდ ისეთებმა დაიწყეს მუშაობა ვერასოდეს წარმოვიდგენდი. იყვირეს ბევრი და დაუფასეს. mad.gif

Posted by: bacho123 29 Oct 2013, 12:48
QUOTE (აშკარა @ 29 Oct 2013, 12:19 )
QUOTE
მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს. ვიცი ინგლისური, გერმანული და თურქული. მაქვს წერისა და წარდგენის კარგი უნარები. ეს არ არის სივის წარდგენა ან რაიმე ასეთი, მაგრამ სამსახურის შოვნა საკმოდ პრობლემურია


პრობლემატური იქნება ნამდვილად. შენი პროფესია პოტენციური დასაქმების არეალს ძალიან გიზღუდავს. სად უნდა დაიწყო მუშაობა? საგარეო სამინისტრო და საჯარო უწყებები.

პოლიტიკური მეცნიერების, საზოგადოებრივი მართვის, ეკონომიკური ურთიერთობების, იურიდიულის და მსგავსი ზოგადი განხრის სპეციალისტები იმდენი გვყავს, საქართველოს ხელა კიდევ ერთ ქვეყანას ეყოფა.

მაგრამ აი კონკრეტულად რაღაც საქმეზე რომ გჭირდება სპეციალისტი, ძალიან ძნელია აქ ნახო ვინმე.

საკმარისზე მეტი კი არაა საკმარისზე ცოტაა.
ევროკავშირში რო გვინდა შენ გგონია იქ გავწვდებით სტრუქტურებში მივავლინოთ ქართველი წარმომადგენლები არსებული რესურსით?

Posted by: Front National 29 Oct 2013, 12:56
აშკარა
QUOTE

პოლიტიკური მეცნიერების, საზოგადოებრივი მართვის, ეკონომიკური ურთიერთობების, იურიდიულის და მსგავსი ზოგადი განხრის სპეციალისტები იმდენი გვყავს, საქართველოს ხელა კიდევ ერთ ქვეყანას ეყოფა.

არადა ასეთი კადრები რეალურად ძალიან მცირეა. ბევრი რომ იყოს და თან პროფესიონალი საქართველო ერთ-ერთი მოწინავე იქნებოდა მსოფლიოში. თავის დროზე პრუსიას არ ჰყავდა ძლიერი კადრები, პატარა და დაჩაგრული სახელმწიფო იყო (1800 წლისთვის). ზუსტად ნახევარ საუკუნეში, როცა ძალიან გააძლიერა სოციალური მეცნიერებისა და აკადემიურობის სფერო პრუსია უძლიერეს ევროპულ სახელმწიფოდ იქცა და მალევე გერმანიად გადაიქცა.

საქართველოს პრეტენზია აქვს ბალანსის შენარჩუნებაზე, ევროპასთან დაახლოებაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ კულტურაზე და ასე შემდეგ. ამას იმდენი კადრი სჭირდება პროფესიონალი, რომ ძალიან მეეჭვება დღეს ან მომავალში საკმაირისი კადრი ჰყავდეს და ისევ სხვადასხვა პროფესიის ხალხს უწევს დასაქმება ხოლმე.

bacho123
საკუთარი ბიზნესი ძალიან მაგარი რამეა. ბიზნესი და თვითრეალიზება სოციალური მეცნიერების სფეროდანაც მოხერხდეს. თუ დასავლეთს გადავხედავთ, განსაკუთრებით კი აშშ-ს სოციალური მეცნიერები და საზოგდოებასთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მომგებიანი სფეროა, ისევე როგორც ჩვენთან დაჩაგრული მთელი რიგი მეცნიერებები (ასტროფიზიკა, კვანტური ფიზიკა და მექანიკა და სხვა). სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ძირითადად რამდენიმე სფეროზე ორიენტირებით არც ქვეყანა მიდის წინ და არც ფულის ტრიალი არ ხდება. ბიზნესმენს აწყობს მდიდარი საზოგადოება, რადგან მისი პროდუქცია მეტად და მეტად გაიყიდება. მე თუ წავედი ბიზნესის სფეროში შევეცდები მაქსიმალურად დიდი სეგმენტი მოვიცვა, თუნდაც იმ გარემოებდან გამომდინარე, რომ ბაზრის მოცულობაა მცირე, რომ არაფერი ვთქვათ მცირე სეგმენტის მსყიდველუნარიანობასა და ადვილად ამოწურვადობაზე (იყიდის 10 პოტენციური მყიდველიდან 7 და მორჩა).

რა ბიზნესს ეწევი?

Posted by: MasterJC 29 Oct 2013, 12:57
QUOTE (Front National @ 29 Oct 2013, 09:15 )
მოგესალმებით მეგობრებო!

მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

პირადად მე არ ვმუშაობ. ვეძებ სამსახურს. ვსწავლობ უკვე მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, ხოლო დამთავრებული პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს. ვიცი ინგლისური, გერმანული და თურქული. მაქვს წერისა და წარდგენის კარგი უნარები. ეს არ არის სივის წარდგენა ან რაიმე ასეთი, მაგრამ სამსახურის შოვნა საკმოდ პრობლემურია და არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ამ მხრივ, სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა.

ჩემი აზრით დასაქმება შეიძლება სულაც არ იყოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ, როგორც მინიმუმ კერძო სექტორისათვის ხელის შეწყობა, რათა გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნებოდა.

რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მხოლოდ ერთი თვე ვიმუშავე კონსულტანტად და შედარებით ბლომად ავიღე ხელფასი, მერე უმუშევარი ვიყავი, თვითდასაქმებას, ოჯახს რომ ვეხმარებოდი არ ჩავთვლი, ეხლა მოსკოვში ვარ და ვმუშაობ


ახალ ხელისუფლებას ვერ დააბრალებ ნაღდად ჩემს უმუშევრობას
ის დროებითი სამუშაო იყო და მერეც ძველმა უფრო დამიტოვა ის, რომ ჩემი პროფესია და სპეციალობა ყველას ამგრად აეკიდა

წამოსვლის წინ ერთდროულად 3 ვაკანსიის შემოთავაება მივიღე, ამთ შორის 1 ისევ იქიდან, სადაც ბოლოს ვიმუშავე

და ორივეჯერ ეგ შემOთავაზება ნათესავის წყალობით იყო, გამოჩნდა ვაკანსია და მატყობინებდა, ვტოვებდი განცხადებას, და მერე გასაუბრებას და ტრენინგს პატიოსნად გავდიოდი და ვიმსახურებდი ადგილს

მაგრმა უარი ვთქვი, ბილეთI მქონდა ნაყიდი უკვე

Posted by: Votren 29 Oct 2013, 12:58
ErykaBadu
QUOTE
ანუ საწყის ეტაპზე დამატებით სამუშაო რომ იშოვოს ადამიანმა, თუნდაც მუცლის დასაკმაყოფილებლად სირცხვილია?


ეჰ, სად ვთქვი რომ სირცხვილია, უბრალოდ ქვეყნის პრობლემაა,რომ ექიმი ტაქსისტად მუშაობს, საზღვარგარეთ ცოდნა მიღებული ეკონომისტი (სახლში მყავს) სამუშაოს ვერ ნახულობს, ან თუ ნახულობს, ამისთვის ვიწვალე ამდენიო და ისევ იქეთკენ იყურება, ყველას არა აქვს მუცლის პრობლემა...

Posted by: iaiameri 29 Oct 2013, 12:58
არ ვმუშაობ და გადავეჩვიე

Posted by: Feel_For_You 29 Oct 2013, 13:00
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

არა sad.gif უკვე 1 წელია აღარ ვიცი სად ჯანდაბაშიღა მივიდე

Posted by: bacho123 29 Oct 2013, 13:29
QUOTE (Front National @ 29 Oct 2013, 12:56 )

bacho123
საკუთარი ბიზნესი ძალიან მაგარი რამეა. ბიზნესი და თვითრეალიზება სოციალური მეცნიერების სფეროდანაც მოხერხდეს. თუ დასავლეთს გადავხედავთ, განსაკუთრებით კი აშშ-ს სოციალური მეცნიერები და საზოგდოებასთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მომგებიანი სფეროა, ისევე როგორც ჩვენთან დაჩაგრული მთელი რიგი მეცნიერებები (ასტროფიზიკა, კვანტური ფიზიკა და მექანიკა და სხვა). სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ძირითადად რამდენიმე სფეროზე ორიენტირებით არც ქვეყანა მიდის წინ და არც ფულის ტრიალი არ ხდება. ბიზნესმენს აწყობს მდიდარი საზოგადოება, რადგან მისი პროდუქცია მეტად და მეტად გაიყიდება. მე თუ წავედი ბიზნესის სფეროში შევეცდები მაქსიმალურად დიდი სეგმენტი მოვიცვა, თუნდაც იმ გარემოებდან გამომდინარე, რომ ბაზრის მოცულობაა მცირე, რომ არაფერი ვთქვათ მცირე სეგმენტის მსყიდველუნარიანობასა და ადვილად ამოწურვადობაზე (იყიდის 10 პოტენციური მყიდველიდან 7 და მორჩა).

რა ბიზნესს ეწევი?

მშენებლობასა და ავეჯის წარმოებასთან დაკავშირებულს.
მართალია ფული საზოგადოების მცირე ნაწილს აქვს და თუ რამეს ყიდულობენ ისიც საჭიროებიდან გამომდინარე, ფუფუნებისთვის 5% თუ ხარჯავს ფულს.ფული იქ ტრიალებს სადაც სახელმწიფო ხარჯავს... მხოლოდ ის კომპანიები გადიან(გადიოდნენ) დიდ მოგებებზე რომლებსაც რაგაცა კავშირი ქონდათ სახელმწიფოსთან.

ზემოთ დავწერე რომ ძალიან ცოტაა ხალხი რომელთაც ჩამოთვლილი პროფესია გააქჩნიათ საქართველოში, იმაზე გაცილებით ნაკლებია რაც აბარებს ამ ფაკულტეტებზე. ამ მცირე რაოდენობიდან კიდე პროფესინალების ამორჩევა კიდევ უფრო ძნელია.
ამიტომ იმედია რაღაცა შეიცვლება და დაფასდება ადამიანის განათლება.
პოსტებზე ხვდებიან ადამიანები რომლებიც არჩევნებზე ბევრს ყვირიან ,
ხოლო დანარჩენები კლერკებად სჭირდებად ტავიდა რომ აიცილიონ საპახაო სამუშაო ეგეც ეზარებათ ან ხშირად არ იციან smile.gif))))

საზღვარგარეთ აწყობილია სისტემა,როგორც მე ვიცი გერმანიაში ვთქვათ ბავში სკოლიდან ირჩევს პროფესიას და თუ სურს ვთქვათ ავტომექანიკოსი იყოს შეუძლია პრაქტიკები მიიღოს..... ანუ უკვე იცის რა უნდა გახდეს და აქ სანამ ნათესავი სადმე არ დაინიშნება და არ წაგიყვანს კაციშვილმა არ იცის რა უნდა აკეთოს biggrin.gif ან რატომ ჩააბარა იქ სადაც არის ბოლო ცვლილებებით კიდე არ იციან ვინ სად ხვდება რა ქულას მიიღებს იმის მიხედვით განისაზღავრება რა განათლება უნდა მიიღო, ან არ მიიღო.


Posted by: Borati 29 Oct 2013, 13:37
შევარდნაძეს და მიშას პერიოდშიც მუდმივად ვმუშაობდი . ახლა კი თითქმის 4 თვეა რაც უმუშევარი ვარ.

Posted by: Uri gagarini 29 Oct 2013, 13:38
QUOTE (Robin Hood @ 29 Oct 2013, 08:47 )
ეს თემა ვისთვის იხსნება......
გუბერნატორებისთვის ელჩებისთვის თუ გიგა ბოკერიასთვის?

ჯერ არ დაუწერიათ განცხადებები...მოვლენ მალე

ბოდიშით თუ თემის გახსნით შეგაწუხთ....

Posted by: HildeMoller 29 Oct 2013, 13:42
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური?



კი


lam.gif

Posted by: Front National 29 Oct 2013, 14:38
bacho123
QUOTE
საზღვარგარეთ აწყობილია სისტემა,როგორც მე ვიცი გერმანიაში ვთქვათ ბავში სკოლიდან ირჩევს პროფესიას და თუ სურს ვთქვათ ავტომექანიკოსი იყოს შეუძლია პრაქტიკები მიიღოს..... ანუ უკვე იცის რა უნდა გახდეს და აქ სანამ ნათესავი სადმე არ დაინიშნება და არ წაგიყვანს კაციშვილმა არ იცის რა უნდა აკეთოს  ან რატომ ჩააბარა იქ სადაც არის ბოლო ცვლილებებით კიდე არ იციან ვინ სად ხვდება რა ქულას მიიღებს იმის მიხედვით განისაზღავრება რა განათლება უნდა მიიღო, ან არ მიიღო.

აი გერანული სისტემა სწორედაც რომ ადმაიანის თვიტრეალიზებისათვისაა შექმნილი. ზოგადად პირველ რიგში კერძო სტრუქუტრა იქებოდა დაინტერესებული ასეთი მიწვევითა და პრაქტიკებით, რადგან ნაკლებად აანაზღაურებდა დროებით შრომას ხოლო პრაქტიკოსებს დაიტოვებდა თავისთან.

QUOTE
მშენებლობასა და ავეჯის წარმოებასთან დაკავშირებულს.

მშენებლობის ბიზნესი საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული ბიზნესია. წარმატებებს გისურვებ!

Posted by: Interimo 29 Oct 2013, 14:42
Front National
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური?


კი, კერძო კომპანია.

QUOTE
და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?


ევროს კურსი გაიზარდა და შესაბამისად შემცირდა კომპანიის მარჟა (ევროპიდან იმპორტული საქონელი). ასე თუ გაგრძელდა, კომპანია ვეღარ შესძლებს თავის ხარჯზე საქონლის ფიქსირებული ფასის შენარჩუნებას და გაძვირდება პროდუქცია.


Posted by: almanaxi 29 Oct 2013, 21:56
არ ვმუშაობ, დროებით პროექტებში ვღებულობდი მონაწილეობას ბოლო ორი წელი. ბიო-სამედიცინო დავამთავრე ე.წ. წითელ დიპლომზე. პროფესიით 1 დღეც არ მიმუშავია, დავამთავრე თუ არა ფიზიკური სამუშაო დავიწყე ოჯახს რომ დავხმარებოდი (გოგო ვარ), იმდენად ვიღლებოდი, რომ დიპლომისშემდგომი სერთიფიცირების გამოცდაზე გასვლა ვერ მოვახერე. უმუშევრობა საშინელ დეპრესიაში მაგდებს, არადა ფიზიკურად მუშაობა აღარ შემიძლია, რა ვქნა საზღვარგარეთ წასვლის საშუალება სად არის, თორე დავუდგებოდი ვინმე ბებოს მონად და ჯანდაბას ჩემი თავი. თვითმკვლელობაზე ფიქრს ხომ ჯობია.......

Posted by: MasterJC 29 Oct 2013, 23:26
ErykaBadu
QUOTE
სტაჟირებები გავლილი გაქვს? უხელფასო...?
რამდენია შენი საშუალო ხხელფასის მოთხოვნა გააჩნია..
მაინცდამაიც პროფესიით გინდა მუშაობა?


მგონი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული თუ რატომ ვერ შოულობენ ადამიანები სამსახურს. მაგალითად:
არავის არ უნდა უხელფასო სტაჟირება, რაც გამოცდილებისთვის ძალიან მაგარია,
ყველა ითხოვს (ნუ უმეტესობა) მინიმუმ 800 ლარს და 300 ლარიან სამსახურებზე ჩვეულეებრივი ღადაობა მიდის თუნდაც ფორუმებზე.
და ყველას მინიმუმ მენეჯერობა უნდა 

ღადაობ?


ბუღალტრის თანაშემწეზე, ითხოვენ 1 წელ სტაჟს
ვეუბნები, ძველი და ახალი კდეოქსი ვიცი, საგადასახადოში მიმუშავია და აუდიტში, ამიყვანეთ< 2 თვე უფასოდ ვიმუშავებ, სტაჟს დავიამტებ, მარტო 6 საგადასახადო და 4 ისე მაქვს
და მერე გადამიხადეთ თუა რ მგოეწოენბით, გამიშვებთ-თქო
და არაო არ გვინდიხარო



niana
ეხლა მოსკოვში ვარ და მზარეულობას ვსწავლობ და ვმუშაობ ბიძაჩემთან


პროფესიით ეკონომისტი ვარ
27 წლის ვარ და 11-12 წლის ასაკიდამ ვმუშაობ
ძIრითადად ოაჯხს ვეხმაერბი მაღაზიაში ლამის წამოსვლამდე ასე ვაკეთებდი
არც ადრე ადგომა მეზარება,ა რც გვიან დაწოლა, მათემატიკასა და რიცხვებშI ძალიან მაგარი ვარ, საგადასახადო კოდექსებიც ვიცი, და სპეციალობით მცირე გამოცდილება მაქვს ამრტო,დ აცვა, კონსულტანტი ელექტრონიკსი, მშენებლობა, საგადასახადო, აუდიტში ბუღალტერ-აუდიტორის თანაშემწე, საარჩEვნო კომისია, მიწაზე მუშაობაც მიყვარს, ფსიქოლოგიის ინტერესი მაქვს და სოციოლოგია-პოლიტოოგიის, ამრა ოცნებად დარჩა
კიდე რაღაცეები მიკეთებია, აღარ მახსოვს და რა ჩამოთვლის
ხო ინტერნეტ-კაფეშიც მიმUშავია და კომპიუტერის აზრზეც ვარ

Posted by: dastambo 29 Oct 2013, 23:28
12 წელი ვმუშაობდი რამოდენიმე სამსახური გამოვიცვალე ნორმალურად ვიყავი..
ეხლა 4 თვეა უმუშევარი ვარ..

Posted by: benito777 29 Oct 2013, 23:29
Front National
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა სამსახური? და შეიცვალა თუ არა ამ მხრივ რაიმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?



მქონდა და ისევ მაქვს

არაფერი არ შეცვლილა

Posted by: nina1992 29 Oct 2013, 23:32
MasterJC
ეხლა რომ იყო ტესტირება ალტერნატიული აუდიტის, ჩაგებარებინა smile.gif


Posted by: ErykaBadu 29 Oct 2013, 23:42
MasterJC
QUOTE
ღადაობ?

ხო არ ვიცი, ბუღალტერია კიდევ ცოტა სხვა ფაქტორია, ნდობის მომენტია და ალბათ ისე სულ უანგაროთაც კი არავის ჩაახედებენ სქმეში sad.gif ეგ უფრო ისეთი სფეროა სადაც ყველა ცდილობს ნაცნობი მოიყვანოს

Posted by: nina1992 29 Oct 2013, 23:45
MasterJC
მაგარი რამე აგირჩევია, ჭამა-სმა ადამიანის უპირველი მოთხოვნილებაა, კარგი მზარეული თუ დადგები, სანთლით იქნები საძებნი.
ეხლა რაც ჩამოთვალე ისე, ამ ტექსტით დამსაქმებელთან რომ წარსდგები არა მგონია დადებითი შთაბეჭდილება მოახდინო, ის საქმის პროფესიონალს ეძებს და არა მრავალმხრივ ნიჭით დაჯილდოვებულს.

გადახედე მაგ სიას და ყველაზე კარგად რაც გამოგდის იმას მიაწექი.

ErykaBadu
QUOTE
სადაც ყველა ცდილობს ნაცნობი მოიყვანოს 
       

უიმე არა, ნაცნობი საერთოდ არსად არ უნდა გაიკარო, არსად!

Posted by: sandrikia 29 Oct 2013, 23:51
ხან კი ხან არა.......................

Posted by: ErykaBadu 30 Oct 2013, 00:19
niana
QUOTE
უიმე არა, ნაცნობი საერთოდ არსად არ უნდა გაიკარო, არსად!

რატომ ესე biggrin.gif რამე გაგიფუჭეს? smile.gif))))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)