#50898376 · 4 Jul 2017, 16:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
QUOTE | ლაზისტანში 1467 წ. აღწერისას სულ ბერძნული სახელები ფიგურირებს : ანდრეა,იორგი, ათანას და ა.შ. |
1467 წლის რომელ აღწერას და გამოცემას გულისხმობ? თან ოსმალურში ამ დროისთვის "ლაზისტან", რამდენადაც მახსოვს, არ გამოიყენებოდა. ისე, ამავე ხანაში ლაზეთში არაბერძნული (მაგალითად ქართულში მიღებული) სახელებიც საკმაოდ გვხვდება, ხოლო იმ ბერძნულ სახელთაგან ზოგიერთი არა მხოლოდ ლაზეთში, დანარჩენ საქართველოშიც იხმარებოდა.
QUOTE | ალბანელებს მაგ დროს არც ეკლესია ყავდათ თავიანდი და იყვნენ მიბმულები სერბებს და ბერძნებს ასევე რომის კათოლიკებს.აქედან გამომდინარე მაგ ეკლესიებში ან სერბული ან ბერძნული და ლათინური სახელები ერქვათ. |
გურჯისტანის დავთრის შედგენისას რელიგიურად რა მდგომარეობაა მხარეში?
QUOTE | არის ს.წყაროსთავი სადაც სულ ყველა სახელი სომხურია,იმის გვერდით ს.სასხარა სადაც თითქმის ყველა სახელი ქართულია . ხომ წარმოუდგენელია რომ ერთ რაიონში ორ მეზობელ სოფელში ქართველებს შორის ასეთი განსხვავება ყოფილიყოს სახელებში ? ცხადია რომ პირველ სოფელში სომხები ცხოვრობდნენ და მეორეში ქართველები . |
სომხები რომელ სოფელში ცხოვრობდნენ და ქართველები რომელში, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, აი, დღევანდელი ქობულეთ-ოზურგეთის სასაზღვრო ზოლის მეზობელი სოფლები რომ ავიღოთ, ოსმალობისას ქობულეთელთა სოფელში ისლამური სახელები ყოფილა გავრცელებული, ხოლო ღელის გადაღმა ოზურგეთელებში ქრისტიანული. ვცდები ვითომ? თუ არა, ნეტავ, რატომ იყო "ორ მეზობელ სოფელში ქართველებს შორის ასეთი განსხვავება"?
QUOTE | ქართველი გრიგორიანელებია ? |
ბევრი იცი. შეგიძლია, ქართველი გრიგორიანელებისთვის დამახასიათებელი სახელები ჩამოწერო? 5-10 საკმარისია.
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
|