Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ყველაზე სუფთა წყალი შავ ზღვაზე


Posted by: Beqarioni 21 Jun 2021, 21:24
გამარჯობა, ჩვენი კურორტებიდან რომელს მირჩევდით ოჯახით წასასვლელად, ძირითადად წყალზე გვაქ აქცენტი, ქვიშა, მდინარის შესართავიდან შორს რო იყოს რომ არ აბინძურებდეს სადღაც ქუთაისში რო იწვიმებს მაგის გამო. სასურველია ისეთი ადგილი ნიჟარები რომ იყოს ბევრი

Posted by: spider77 22 Jun 2021, 00:29
Beqarioni
მხოლოდდამხოლოდ სარფი.

Posted by: SoulPrayer13 22 Jun 2021, 00:46
წყალში საბანაოდ რატომ უნდა ვიარო 500 კილომეტრი არ მესმის თუნდაც გასარუჯად, როცა ბასეინებითაა სავსე რა თან ასაკი მემატება და, რომ ვუფიქრდები ფულს ვინ ჩივის დრო მაქვს დაფანტული ისე ყველაზე მაგრად აფხაზეთი ასწორებს უბრალოდ ნაგლი მათხოვრებია დარჩენილი რა

Posted by: Harley Davidson 22 Jun 2021, 00:49
Beqarioni
მედუზებზე არ გაქვთ გართულება?

Posted by: Beqarioni 22 Jun 2021, 16:09
spider77
QUOTE
მხოლოდდამხოლოდ სარფი.

კიბატონო, მივიღებ მხედველობაში love.gif

SoulPrayer13
მადლობა პასუხისთვის, ისე ეგეც ვარიანტია smile.gif უბრალოდ თან ქალაქიდან გასვლა, ჰაერის გამოცვლა. არა რა აფხაზეთი დღეს smile.gif ისე გამიგია რო ძალიან მაგარი წყლებია.

Harley Davidson
QUOTE
მედუზებზე არ გაქვთ გართულება?

ძალიან ბევრზე კი, ცურვა მიყვარს და რამდენჯერმე საცეცი მომხვდა თვალში 10 წუთი ნაპირზე ვიჯექი ცრემლს ვიწმინდავდი, ისე სად არის ეგ მედუზებიანი ადგილი, რჩევას მაინც მივიღებ

Posted by: Harley Davidson 22 Jun 2021, 18:06
Beqarioni
კვარიათში ძალიან სუფთა წყალია, მაგრამ მედუზებია. სუფთა წყლის ინდიკატორიაო...მე 4 დღე ვიყავი და ერთხელ შევედი მხოლოდ.

Posted by: Beqarioni 23 Jun 2021, 03:00
Harley Davidson
გასაგებია მადლობა

Posted by: spider77 23 Jun 2021, 09:26
Beqarioni
ბევრი მედუზა იცის აგვისტოს შუა რიცხვებიდან, წყალი უკვე მაქსიმალურად რო გათბება მაშინ.
თითო-ორორა და აქა იქ ყოველთვისაა და ეგ არ უნდა იყოს პრობლემა.

წყალი კი ბათუმს რო გასცდები და ჭოროხზე გადახვალ, რაც უფრო უახლოვდები თურქეთის საზღვარს, მით უკეთესია წყალიც და ბუნებაც. ანუ ჯერ გონიო, მერე კვარიათი და ყველაზე უკეთესია სარფი.
გაგრაში თუ ხარ ნამყოფი, თითქმის იგივეა სარფში.
შესაბამისად ფასებიც მატულობს საზღვართან მიახლოვების პროპორციულად smile.gif


Posted by: guriaaa 30 Jun 2021, 23:17

შავ ზღვაზე, ალბათ, აფხაზეთის შემდეგ ყველაზე მაგარი წყალი არის სინოპში..ვინც არ ყოფილხათ გირჩევთ..უმაგრესი ადგილია დასასვნებლად და წყალიც არის საოცარი

Posted by: ქართლოსი 6 Aug 2021, 21:20
აფხაზეთში როგორ უნდა წახვიდე საზღვარზე ვინ გაგიშვებს?!

Posted by: аnderson 15 Aug 2021, 12:28
შეკვეთილში ვაპირებ წასვლას მე, უბრალოდ ტრანსპორტის პონტი არ ვიცი. მითხრეს რომ ოკრიბადან გადიან მინივენებიო და უეჭველია?

საქართველოს ქვეგანყოფილებაში კი ვიკითხე მაგრამ იქ არავინ არ პოსტავს

Posted by: მამაო ენუქი 15 Aug 2021, 12:38
ქვიშა გრიგოლეთში და ურეკშია მარტო, კიდე კვარიათში ბოლოში ოღონდ მარტო წყალში ნაპირი მანდაც ქვაა old.gif

Posted by: akkai 15 Aug 2021, 15:50
გრიგოლეთი.
ოღონდ გაიტვალისწინე არაფერი არ ხდება საერთოდ.

ზედმეტად მოსაბეზრებელი სიტუაციაა

Posted by: Jermina 15 Aug 2021, 16:24
გრიგოლეთში მართლა მაგარი რაღაცის მოწყობა შეიძლება, მაგრამ რად გინდა, გუშინ აჩვენეს ტიპებმა პირდაპირ პლიაჟზე აიშენეს სახლები, ფაქტიურად სანაპირო გადაკეტეს.

Posted by: Lekso-Dav 15 Aug 2021, 21:35
ფოთში


30 ფოთი..................................

Posted by: კიტი 21 Jul 2022, 00:00
Lekso-Dav
ფოთი კარგი ქალაქია დასასვენელად? გავლით ვარ ნამყოფი მხოლოდ.

Posted by: spider77 21 Jul 2022, 00:10
კიტი
QUOTE
ფოთი კარგი ქალაქია

კი yes.gif


QUOTE
დასასვენელად

არა no.gif
* * *


QUOTE
ქვიშა გრიგოლეთში და ურეკშია მარტო


ანაკლიაშიც ქვიშაა.

Posted by: კიტი 21 Jul 2022, 04:58
spider77
ნამყოფი ხარ? შეგიძლია 2-3 წინადადებით აღწერო?

Posted by: spider77 21 Jul 2022, 07:52
კიტი
ანაკლიაში? smile.gif

დედულეთი მაქვს ახლო სოფელში. yes.gif

მიშას დროს დაიწყეს მოწესრიგება და კურორტს დაამსგავსეს. ხალხმაც დაიწყო დასასვენებლად სიარული
სანაპირო მოეწყო, ერთი სასტუმროც აშენდა, მაგრამ ამითი მორჩა ყველაფერი ... და ეხლა (ჯამში), შუა გზაზე გაჩერებულ მშენებლობას წააგავს.
მთავარი პრობლემა ალბათ დასარჩენი ადგილის პოვნაა ზღვის სიახლოვეს.
ძირითადად ავტომობილებით დადიან ზუგდიდის და ამავე რაიონის ზღვისპირა სოფლების მაცხოვრებლები და სტუმრად (დასასვენებლად) მყოფი ადამიანები.

თვითონ ზღვა თხელია, გახვალ ასი მეტრის სიღრმეში და წყალი წელამდე გწვდება. ნაპირი მთლიანად ქვიშიანია და ზღვის სანაპირო ფსკერიც.
ქვებს პრაქტიკულად ვერ ნახავთ.

ბავშვიანი დედებისთვის იდეალური ადგილია.

p.s. გვერდითა (ენგურს გადაღმა) სოფელია განმუხური, აფხაზეთს ემიჯნება და იქ რადიკალურად განსხვავებული პლაჟია, სანაპირო ხრეშით და წყალი უცბად რო ღრმავდება. ანაკლიის პლაჟიდან საფეხმავლო, საკმაოდ ლამაზი ხიდი გადადის პირდაპირ განმუხურის პლაჟზე, სადაც უკეთესადაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა. აკვა პარკიცაა და ა.შ.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)