ბევრი ვარჩიე რომელი კომპიუტერი ან ლეპტოპი მეყიდა. ვერცერთმა ვერ დამაკმაყოფილა. ზოგი მახასიათებლებით არ მომეწონა, ზოგი ფასით
. ამიტომ გადავწყვიტე თვითონ დამემზადებინა ისეთი კომპიუტერი, როგორიც მე მინდა. წარმოგიდგენთ ჩემს მინი კომპიუტერს. ქულერი არა აქვს, უყენია SSD დისკი. ანუ საერთოდ არ ხმაურობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იკვებება 12 დან 19 ვოლტამდე მუდმივი დენით. ანუ შემიძლია პირდაპირ მანქანის აკუმულატორზე მივაერთო მოგზაურობის დროს. მონიტორიც 12 ვოლტიანი ვუშოვე ავტონომიურ კვებისთვის. სახლში 24" იანს ვაერთებ აიპიეს მატრიცით. რაც ასევე ძალიან კომფორტულია. ლეპტოპის სტანდარტული აკუმულატორით 7 საათი მუშაობა შეუძლია. ხმის გამაძლიერებელი შიგნით დავუმონტაჟე. შიგნითვე აყენია პატარა დინამიკი, თუმცა გარე დინამიკების მიერთებაც შეიძლება. ასევე შეიძლება გარე სტუდიური გამაძლიერებლის მიერთებაც. მიკროფონის გამაძლიერებელიც გაცილებით მაღალი ხარისხისა აქვს ვიდრე ჩვეულებრივ კომპიუტერებს. დეტალების ჩამოტანა 300 ლარზე ნაკლები დაჯდა, ანუ განბაჟება არ მომიხდა. აწყობას ორი კვირა დაჭირდა.
მონაცემები: 4ბირთვიანი, 2გჰც პროცესორი .
RAM DDR3L 4gb.
SSD 240Gb.
4XUSB2 2XUSB3
VGA, HDMI.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)