ზოგადი ცნობები:ლიანდაგის სიგანე: 1520 მმ
მაქს. ქანობი: 37 %
მინ. რადიუსი: 160 მ
გვირაბები: 45
ხიდები :1714
გაშლილი სიგრძე: 1879 კმ
საექსპლ. სიგრძე: 1575 კმ
ორლიანდაგიანი ხაზები: 290 კმ
ერთლიანდაგიანი ხაზები: 1285 კმ
ვიწროლიანდაგიანი: 37 კმ
წევის სახეობა: მუდმივი დენი 3000 V
ელექტრიფიცირება: 100%
მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე სატვირთო შემადგენლობებისთვის: 80 კმ/სთ
სამგზავრო შემადგენლობებისთვის: 100 კმ/სთ.
საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდია www.railway.ge
ქრონოლოგია:1865 წ. - მშენებლობის დაწყება
1871 წ. - ფოთი - ყვირილა
1871 წ. - თბილისი - ყვირილა
1872 წ. 10 ოქტომბერი - თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩადის (რკინიგზის გახსნის ოფიციალური თარიღი)
1877 წ. - რიონი-ქუთაისი
1883 წ. - თბილისი-ბაქო
1883 წ. - ბათუმი-სამტრედია
1887 წ. - რიონი-ტყიბული
1895 წ. - ზესტაფონი-ჭიათურა (ვიწროლიანდაგიანი)
1899 წ. - თბილისი - გიუმრი - ყარსი
1890 წ. - წიფის გვირაბი
1894 წ. - ხაშური-ბორჯომის
1902 წ. - ბორჯომი-ბაკურიანი (ვიწროლიანდაგიანი)
1915 წ. - თბილისი - თელავი (გურჯაანი და წნორისწყალის განშტოებებით)
1924 წ. - ნატანები-ოზურგეთი
1935 წ. - ბროწეულა-წყალტუბო
1930 წ. - სენაკი-ინგირი-გალი
1932 წ. - სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაცია
1938 წ. - გალი-ოჩამჩირე-სოხუმი
1940 წ. - გორი-ცხინვალი
1946-1949 წწ. - ავტობლოკირების და ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები და სარკინიგზო რადიოკავშირები.
1949 წ. - სოხუმი-ადლერი
1967 წ. – 100% ელექტრიფიკაცია
1986 წ. - მარაბდა-ახალქალაქი
მოძრავი შემადგენლობა:საქართველოს რკინიგზაზე გახსნის დღიდან გამოიყენებოდა Ч და Ф სერიის ორთქმავლები. 1924 წელს ისინი Э (სატვირთო) და Су (სამგზავრო) სერიების ორთქმავლებმა ჩაანაცვლა. 1932 წლიდან სურამის უღელტეხილზე მუშაობას იწყებენ ამერიკული С, საბჭოთა Сс და იტალიური Си სერიის ელმავლები. შემდგომ ელექტრიფიკაციასთან ერთად ორთქლმავლები საბოლოოდ ჩაანაცვლეს ВЛ-19, ВЛ-22 და ВЛ-8 სერიის ელმავლებმა. დღეს ძირითადი მაგისტრალური ლოკომოტივებია ВЛ-10 და ВЛ-11, რომლებსაც კაპიტალური რემონტის ან მოდერნიზაციის შემდეგ უბრალოდ 10 და 11 ინდექსი ენიჭებათ.
მიმდინარე პროექტები:1. თბილისის შემოვლითი გზა - გულისხმობს თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ორლიანდაგიანი გზის მშენებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს ტრანზიტით მოძრავ შემადგენლობებს არ გაიარონ ქალაქში. რკინიგზის ოფიციალური საიტის მიხედვით:
,,27 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზი არსებულ ხაზს გამოეყოფა ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით – გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინიგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.“
შემოვლით რკინიგზაზე შენდება 4 გვირაბი: ავჭალასთან 1050 მეტრიანი (დარჩენილია 250 მეტრი), გლდანის დიდ ტბასთან, გლდანის ციხესთან 800 მეტრიანი (დამთავრებულია) და კვირიკეს ხევთან 1200 მეტრიანი.
პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისში მოხდება რკინიგზის ცენტრალური სადგურის გაუქმება (შენობა იფუნქციონირებს როგორც სავაჭრო ცენტრი) და დარჩება ორი სამგზავრო სადგური: აღმოსავლეთი სადგური ამჟამინდელი საკვანძოს (ნავთლუღის) ადგილზე და დასავლეთის სადგური დიდუბეში.ეს ორი სადგური ჩიხური იქნება და მათ შორის არსებული ლიანდაგის და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მოხდება, რაც საერთო ჯამში, 86 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს.
აღმოსავლეთი სადგურის მშენებლობა უკვე დაწყებულია, მას ახორციელებს კომპანია ,,დექსუსი“. პროექტის ღირებულებაა 8 მილიონი ლარი და მშენებლობის დამთავრება 2012 წლის ბოლოს იგეგმება. აღმოსავლეთის სადგური იქნება ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, ხოლო მეორე სართულზე სადგურის ადმინისტრაციის ოფისი და 500 მგზავრზე გათვლილი მოსაცდელი დარბაზი. სავაჭრო ცენტრს ექნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა და 80 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.
რენდერები კომპანიის საიტიდან
http://www.dexus.ge:რაც შეეხება დასავლეთის სადგურს დიდუბეში, მის მშენებლობას დექსუსი 2013 წლის ბოლოს დაიწყებს და 2015 წელს დაასრულებს. მასშიც, აღმოსავლეთის სადგურის მსგავსად, სავაჭრო ცენტრი განთავსდება.
ეს სადგურები მოემსახურებიან მხოლოდ სამგზავრო შემადგენლობებს, დასავლეთის სადგური მოემსახურება დასავლეთის მიმართულების სამგზავრო მატარებლებს, ხოლო აღმოსავლეთის სადგური მოემსახურება თბილისი-ერევნის და თბილისი-ბაქოს მატარებლებს, პერსპექტივაში კი თურქეთის მიმართულებით მატარებლებსაც. სატვირთო შემადგენლობებს მოემსახურებათ არსებული მახარისხებელი აფრიკაში და ორი ახალი სადგური შემოვლით ხაზზე - ლილო-2 (ს0ფელ ნასაგურთან) და კვირიკე (ამავე სახელობის ხევთან, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით). პროექტს ახორციელებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმება.
2. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი - ითვალისწინებს რკინიგზაზე უსაფრთხოების და გამტარუნარიანობის გაზრდას, დასახული მიზანია თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრის 3 საათამდე შემცირება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა (მათ შორის უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას რომელიც სიჩქარის გაზრდის საშუალებას მისცემს შემადგენლობებს), ლიანდაგისა და ელექტომომარაგების სისტემების განახლება. პროეტს ხელმძღვანელობს ფრანგული კომპანია SYSTRA და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმება.
მოცემული პროექტის ფარგლებში მოხდება შემდეგ მონაკვეთებზე ხაზის გადაკეთება ან ახალი მარშრუტის დაგება:
ხაშური-თბილისი (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
ხარაგაული-ხაშური (წითელი ფერით აღნიშნულია რკინიგზის ახალი ტრასა):
ზესტაფონი-ხარაგაული (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
სამტრედია-ზესტაფონი (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
ბათუმი-სამტრედია (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
3. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი - ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზის დაკავშირებას თურქეთის რკინიგზასთან, რისთვისაც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრამდე აშენდება 1520მმ სიგანის ლიანდაგი, ქალაქ ყარსიდან კი 1435მმ სიგანის ლიანდაგი. შეერთების წერტილი იქნება სადგური კარწახი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდება შემადგენლობებისთვის გოგორწყვილების გამოცვლა. საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს ,,საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კმ. საიდანაც საქართველოს მხარეს არის 30-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, ხოლო თურქეთის მხარესაა კარწახიდან ყარსამდე 68 კმ სიგრძის მონაკვეთი. " ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მარაბდა - თეთრიწყაროს მონაკვეთი.
მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთი:
ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი:
საქართველოს რკინიგზის თემა ფორუმზე:
I ნაწილიII ნაწილიIII ნაწილი This post has been edited by Fabian on 23 Jun 2012, 01:04
Real SAABs don't leak. They just mark their territory.