Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > 6 ერის ჩემპიონატი 2018


Posted by: samxara91 24 Jan 2018, 16:45
10 დღე დარჩა old.gif

თამაშების განრიგი - საქართველოს დროით
(დროების კონვერტაციის დროს შეცდომა თუ გამომეპარა მომიტევეთ lol.gif )


3/4 თებერვალი 2018
უელსი v შოტლანდია, შაბათი 18:15
საფრანგეთი v ირლანდია, შაბათი 19:45
იტალია v ინგლისი, კვირა 18:00

10/11 თებერვალი 2018
ირლანდია v იტალია, შაბათი 18:15
ინგლისი v უელსი, შაბათი 20:45
შოტლანდია v საფრანგეთი, კვირა 19:00

23/24 თებერვალი 2018
საფრანგეთი v იტალია, პარასკევი 23:00
ირლანდია v უელსი, შაბათი 18:15
შოტლანდია v ინგლისი, შაბათი 20:45

10/11 მარტი 2018
ირლანდია v შოტლანდია, შაბათი 18:15
საფრანგეთი v ინგლისი, შაბათი 19:45
უელსი v იტალია, კვირა 19:00

17/18 მარტი 2018
იტალია v შოტლანდია, შაბათი 15:30
ინგლისი v ირლანდია, შაბათი 18:45
უელსი v საფრანგეთი, კვირა 01:00

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jan 2018, 17:07
უ-ხე-ში ... ზე-შაბათს 21 საათზე ბოლო თამაში
პირველ ტურშიც და ა.შ.

http://ovaluri.comxa.com/2018/6E-RE_2018.htm


ექვსი ერი + საქართველო "რაგბი ევროპა"ზე * 2018

საქართველოს თარიღითა და დროით

(* ქუთაისი, # მარსეი, ** ოფენბახ, *** კრასნოდარ)

შაბ 03/02 უელსი 18.15 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი 20.45 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 19.00 ინგლისი

შაბ 10/02 * საქართველო 15.00 ბელგია
შაბ 10/02 ირლანდია 18.15 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 20.45 უელსი
კვი 11/02 შოტლანდია 19.00 საფრანგეთი

შაბ 17/02 ** გერმანია 17.30 საქართველო

პარ 23/02 # საფრანგეთი 24.00 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია 18.15 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 20.45 ინგლისი

შაბ 03/03 საქართველო 18.00 ესპანეთი

შაბ 10/03 *** რუსეთი 16.00 საქართველო
შაბ 10/03 ირლანდია 18.15 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 20.45 ინგლისი
კვი 11/03 უელსი 19.00 იტალია

შაბ 17/03 იტალია 16.30 შოტლანდია
შაბ 17/03 ინგლისი 18.45 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 21.00 საფრანგეთი

კვი 18/03 საქართველო 16.00 რუმინეთი

სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

@



Posted by: samxara91 25 Jan 2018, 09:43
ლუკასა და ნიკოს მამა
მომიტევეთ დავაედითებ alk.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Jan 2018, 11:50
გუშვინ ჩაიტარეს ტრადიციული ფოტო-სესია და

ბედნი სერჟიკა ცალკე დასვეს, რამკიანი ვერა ხარო

user posted image

Posted by: dc120mm 25 Jan 2018, 13:03
QUOTE
ბედნი სერჟიკა ცალკე დასვეს, რამკიანი ვერა ხარო

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: burke 25 Jan 2018, 13:04
ლუკასა და ნიკოს მამა

QUOTE
ბედნი სერჟიკა ცალკე დასვეს, რამკიანი ვერა ხარო



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Gio_G83 25 Jan 2018, 13:19
QUOTE
ბედნი სერჟიკა ცალკე დასვეს, რამკიანი ვერა ხარო


ხო, ზუსტად ეგაა ანგლო-საქს-კლეტები ფეხზე დგანან, მამალი შემოსვეს, ლეგიონერი ტრაკზე დასვეს, აი ბომჟს რომ ტრაკი ბორდიურზე უდევს, იქნებ ვინმემ გამოიაროს და 50 გრამიანი "პუზიროკი" მიგრევოსო

Posted by: dc120mm 25 Jan 2018, 14:00
QUOTE
მამალი შემოსვეს

lol.gif ქანდარაზე

კარგი შემჩნევაა lol.gif

Posted by: grigalaaa 25 Jan 2018, 15:31
QUOTE
მამალი შემოსვეს

ქანდარაზე

კარგი შემჩნევაა


მეც ახლა დავაკვირდი მაგას biggrin.gif biggrin.gif

up.gif

Posted by: xDavid_S 25 Jan 2018, 15:52
არადა, "რამკაში" სწორედ სეროჟა ზის war.gif

დანარჩენები სიტყვას ელოდებიან?!

Posted by: dc120mm 25 Jan 2018, 17:58
xDavid_S
QUOTE
არადა, "რამკაში" სწორედ სეროჟა ზის

არადა სეროჟასნაირი მორაგბე ეგენი არცერთი არ არიან მართლა smile.gif

Posted by: samxara91 25 Jan 2018, 21:35
უელსის დანაკლისი ყოველდღიურად იზრდება
ვერბარტონი, დეივისი, ფალეტაუ, ბიგარი, ლიამი და უკვე ვებიც facepalm.gif

ამით ვების სანაკრებო კარიერაც სრულდება რადგან ტულონში მიდის.

Posted by: BigG 30 Jan 2018, 14:22
რუსეთის სპორტული არხი «Матч! Игра» 6 ერის თამაშების ტრანსლირებას გეგმავს.

თუ იცით, ჩვენები აპირებენ ჩვენებას?

Posted by: iverieli 30 Jan 2018, 14:51
BigG
მგონი რაგბი ტივიზე უნდა იყოს. ყური მოვკარი ამ ინფორმაციას

Posted by: BigG 30 Jan 2018, 15:05
iverieli

დიდი მადლობა.
იმედია, რუსებს არ ჩამოვრჩებით.

Posted by: jora84 30 Jan 2018, 17:55
უელსიდ სასტარტო:

user posted image

პ.ს. თამაშამდე კიდევ ვინმე რომ დაემტვრევათ კუში რამდენი აქვს? biggrin.gif

Posted by: ferrari1000 30 Jan 2018, 23:31
QUOTE (jora84 @ 30 Jan 2018, 17:55 )


პ.ს. თამაშამდე კიდევ ვინმე რომ დაემტვრევათ კუში რამდენი აქვს? biggrin.gif

ოპტიმალური გუნდებით მეგონა შოტლანდიის მოგება და განახევრებულ უელსს რა შანსი უნდა ქოდეს არ ვიცი smile.gif)) gigi.gif

Posted by: Levan ch 31 Jan 2018, 09:35
უელსი სულ ესეთი გუნდით არ თამაშობს? რა გიკვირთ smile.gif
ოფტიმალური შემადგენლობით წლებია არ უთამაშიათ
მაინც ფავორიტები არიან.

Posted by: grigalaaa 31 Jan 2018, 10:11
Levan ch
QUOTE
მაინც ფავორიტები არიან.


რთული თამაში იქნება უელსისთვის.

თუ "ნოემბრის" შოტლანდიას ვიხილავთ, ფსონს ვოლასებზე ჩამოვდივარ


Posted by: iverieli 31 Jan 2018, 10:16
ალბათ ინგლისი მოიგებს წელს 6 ერს. ირლანდიას თუ შეუძლია ამაში შეეცილოს. დანარჩენების შანსი 0.

ვნახოთ როგორი პროგნოზი მაქვს biggrin.gif

Posted by: Levan ch 31 Jan 2018, 10:17
grigalaaa
ვნახოთ აბა შოტლანდიამაც დადოს შემადგენლობა. წესით მაგათაც უნდა აკლდეთ რამდენიმე კაცი. გლაზგოში ზაან ტრამვიანობა იყოს ბოლოს.

Posted by: samxara91 31 Jan 2018, 17:00
user posted image

Posted by: ratomac aRa 31 Jan 2018, 18:26
QUOTE
3/4 თებერვალი 2018
უელსი v შოტლანდია, შაბათი 18:15
საფრანგეთი v ირლანდია, შაბათი 19:45


ოო დიდებული შაბათი გვქონია წინ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jan 2018, 18:52
ratomac aRa
ჭეშმარიტად, ოღონდაც თემის პირველი პოსტი აქამდე ჩაუსწორებელია

ნაღდი დროები:

შაბ 03/02 უელსი 18.15 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი 20.45 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 19.00 ინგლისი

სრულად >> http://ovaluri.comxa.com/2018/6E-RE_2018.htm


Posted by: samxara91 31 Jan 2018, 19:14
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 31 Jan 2018, 18:52 )
ratomac aRa
ჭეშმარიტად, ოღონდაც თემის პირველი პოსტი აქამდე ჩაუსწორებელია

ნაღდი დროები:

შაბ 03/02 უელსი 18.15 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი 20.45 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 19.00 ინგლისი

სრულად >> http://ovaluri.comxa.com/2018/6E-RE_2018.htm

არ მაქვს რედაქტირების უფლება gigi.gif

მივწერე მოდერს და იმედია ჩაასწორებს.

Posted by: giushki 31 Jan 2018, 22:49
დრო აღარ მოვიდა რომ საფრანგეთმა ხელი გამოიღოს? თუ რაგბშიც დანებდნენ უკვე? biggrin.gif

Posted by: burke 1 Feb 2018, 00:31
საფრანგეთი რატომ არის ასეთი მიფარჩაკებული?

Posted by: xDavid_S 1 Feb 2018, 11:08
burke
ვფიქრობ, ლეგიონერების სიჭარბის და ფედერაციის მხრიდან მწვრთნელების "უცნაური" შერჩევის გამო

Posted by: enorme 1 Feb 2018, 11:32
მგონია რო მაინც მოუგებს უელსი სკოტებს.
ირლანდია საფრანგეთს და ინგლისი იტალიას რა თქმა უნდა.

Posted by: samxara91 1 Feb 2018, 12:46
enorme
მეც ეგრე მგონია რატომღაც biggrin.gif
დიდი ოხერი გუნდია უელსი. მსოფლიოს წინაც სერიოზული ტრავმიანობა ქონდათ მაგრამ მეოთხედფინალი კი დადეს.

გეთლანდი რას იკისრებს კაცმა არ იცის. წინა წლის შერცხვენა ალბათ ჰოულის უნდა დავაბრალოთ

Posted by: dc120mm 1 Feb 2018, 13:02
enorme
QUOTE
მგონია რო მაინც მოუგებს უელსი სკოტებს.

ამ შემადგენლობების გათვალისწინებით მემგონი სკოტები აჯობებენ smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Feb 2018, 13:45
user posted image

რეკორდი გაუმჯობესდებაო

"ექვსი ერის" წარდგენაზე მწვრთნელებმა
ტრადიციულად იქილიკეს და ერთმანეთსაც მოუსინჯეს კბილი


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ცხრილები = ქვემოთაა ! ))

შარშან (2017) >> სჯობს გვიანო
http://ovaluri.comxa.com/2017/R2/01_6N0.htm

შარშან’წინ (2016) >> არავის მივიღებთო!
http://ovaluri.comxa.com/2016/Q2/04_6N0+REC0.htm

შარშან’წინის’წინ (2015) >> ახალი თასი და ბრენდიც
http://ovaluri.comxa.com/2015/P2/04_6N0+REC0.htm

შარშან’წინის’წინის’წინ (2014) >> წლიდან წლამდე, მეთხუთმეტედაც
http://ovaluri.comxa.com/2014/O1/31_ENC-6N_prv.htm

შარშან’წინის’წინის’წინის’წინ (2013) >> გაღმერთებული და უჩინარი
http://ovaluri.comxa.com/2013/N1/30_ENC-6N.htm

ვიკი’პედიის სათვალავით, წლევანდელი ტურნირი დასაბამიდან (1883) 124-ეა! მისი საათობრივი განრიგი შარშან’ვე, 16 მაისს გამოქვეყნდა
https://en.wikipedia.org/wiki/2018_Six_Nations_Championship

მერე და მერე შეიცვლა მოსახელე სპონსორი: აქამდელმა პატრონმა, "შოტლანდიის სამეფო ბანკმა" (არ’ბი’ეს) ეს "უაღრესად საპატიო მისია" თავისსავე ფილიალს, "ნეთ ვესთ"ს გადააბარა. ჰოდა, ლოგოც ოდნავ გადა’სხვა’ფერდა

წარდგენა პირველ მატჩამდე 10 დღით ადრე, ოთხშაბათს (24/01) მოეწყო ლონდონში, "სიონ პარქ ჰილთონ"ში. ფოტო’სესიაზე კაპიტნებმა სურათი ჩარჩოსთან გადაიღეს – მაგრამ არა გვგონია, ეს "საბჭოურ ქურდულ მენტალიტეტ"თან ზიარების ბრალი იყოს

ტურნირის საითმა მუქთი ფოტო’პაკეტი რომ "დადო", გაირკვა, რომ იტალიის გარდა, ყველა კაპიტანსა და მწვრთნელს წაეკოხტავა თასით, მაგრამ ეგეც ალბათ "ადამიანური შეცდომის" ბრალია და არამც და არამც არაა იმის ნიშანი, რომ "აძურს" გარიცხვას უპირებენ ზვიადი მამები

სტატისტიკას ჩავხედოთ

ამათ აქესა და ადიდეს "პროდუქტი". "6 ერის" თავ’მჯდომარემ – პეთ ვილანმა შენიშნა, რომ შარშან რეკორდი დამყარდა ტელე’სივრცესა და ციფრულ პლატფორმებზე, წლეულს კი ეს შედეგებიც გაუმჯობესდება, რაკი დასი უაღრესად თანაბარია და სეირი უფრო დაძაბული გამოვა

ჩვენმა გულითადმა "მეგობარმა" და "რაგბის უდიადესი შეჯიბრების" სიწმინდის თავ’გამოდებულმა გუშაგმა, ჯონ ფიანმა დაიტრაბახა, რომ შარშანდელმა ექსპერიმენტმა – ბონუსის შემოღებამ გაამართლა

სიახლე ელიტას თურმე სამი წელი უნდა ეცადა, მაგრამ პირველსავე სეზონში ისე მოუხდა შოუს, რომ ახლავე, უყოყმანოდ გაუგრძელეს ვადა. არადა, შარშანაც შევნიშნეთ, რომ "6 ერის" ბონუსური სისტემა ყავლ’გასულია, ხოლო ლელოიანობის დინამიკის გასარკვევად გვიჯობს, უტყუარ სტატისტიკას ჩვენ’ვე ჩავხედოთ:

2012 – 46 ლელო, 2013 – 37 * იკლო,
2014 – 61, 2015 – 62, 2016 – 71 * მატულობდა,
შემოიღეს ბონუსი და 2017 – 66 * ისევ იკლო!

აუტ’საიდერები ვართო

მამებს განრიგს რომ ტელევიზია კარნახობთ, ეგ არ’ახალია! წელსაც ყველაფერი მისხალ-მისხალ რომაა გათვლილი, ბოლო რაუნდში – ირლანდიის მფარველი წმინდანის, პათრიქის დღეს – "სამყურები" თვიქნემში ეახლებიან ბოლო ორი წლის ფალავან ინგლისს

ამისი ავსტრალიელი გურუ, ედი ჯოუნზი [22 მოგება 23 ტესტში] თვალთ’მაქცობს, ერთი "სარასენსი"ღა [ლონდონის კლუბი] გავიდა "ჩემპიონთა თასის" პლეი’ოფში; ტრავმებიც მოგვეძალა და ვეღარც შნოიანად ვრაგბობთ, ანუ აუტ’საიდერები ვართო!

"ცბიერი ედის" ოინებისა, რა თქმა უნდა, არავის სჯერა. "ვარდებს" მართლაც აკლიათ ბილი ვუნიპოლა, ნეითან ჰიუზი, ჯეიმზ ჰასქელი, ელიოთ დეილი, ჯექ ნოული და ჰენრი სლეიდი, მაგრამ იმოტოლა რეზერვი ჰყავთ, რომ დანაკლისზე მათი წუწუნი სასაცილოა

აკი ამხელს კოლეგას ირლანდიის კივი მოძღვარი ჯო შმიდტი, ედი პრემიერ’შიპის 12 გუნდიდან ადგენს "ვარდებს", მე კი 4 ფრანჩაიზით მიწევს შემოფარგვლაო

35 მილიონ ევროდ

მიუხედავად არჩევანის ფარდობითი სიმწირისა, ირლანდია მაინც სასწაულად გაწონასწორებული გუნდია. "სამყურები" მოისაკლისებენ ჯემი ჰიზლიპს, შონ ო’ბრაიენს, დეივ ქილქოინსა და ჯარედ პეინს, მაგრამ სხავაფრივ არაფერი უჭირთ

მათი პირველი მეტოქე აჭრილი და გავერანებული საფრანგეთია. ამისმა პრეზიდენტმა, ბერნარ ლაპორტმა მწვრთნელობიდან ზედ შობაზე (!) გადააყენა 63 წლის ტულუზელი გი ნოვეს’ი და ნაკრები მისსავე კბილას, იტალიის შეფად ნამუშევარ (2011-16) ჟაკ ბრიუნელს გადააბარა

დაწინაურებულმა 9 ნომრად უმალ იხმო ბებერი კლერმონელი მორგან პარა, მაგრამ ეს "ჩემპიონთა თასზე" დაიმტვრა, თავად ლაპორტს კი პოლიციამ გაუჩხრიკა მარკუსის ოფისი, რათა მონპელიეს პატრონ მოედ ალტრად’თან უკანონო ბიზნეს’კავშირების სამხილი ეპოვა

ლაპორტმა ტენდერის ერთადერთ მონაწილეს – ალტრადს 35 მილიონ ევროდ 5 წლით მიჰყიდა ნაკრების კვართზე წარწერის უფლება, თავად კი "წესრიგის კომიტეტს" ალტრადის’ვე კლუბის – მონპელიესთვის შეამცირებინა ფულადი ჯარიმა

ლაზარეთი დაუხვდა

უელსს სრულიად ბრიტანეთის "ლომებიდან" დაუბრუნდა კივი დამრიგებელი ვორენ გეთლენდი და იქადნება, საქმე მომენატრა და გვიფრთხილდითო, მაგრამ ნაკრების ნაცვლად ლაზარეთი დაუხვდა:

დაშავდნენ დენ ბიგარი, რის პრისთლენდი, რის ვები, ჯონათან დევისი, სემ ვორბერთონი, დენ ლიდიეთი და ტაულუპე ფალეტაუ, ლიამ ვილიამსს კი კლუბმა – ლონდონის "სარასენსმა" დროზე არ გაუკეთა ოპერაცია, ათამაშა და ტრავმა გაურთულა

შარშან სრულიად რაგბეთი აალაპარაკა შოტლანდიამ, ვინაც ბოლო – 1999 წლის "ხუთი ერის" ჩემპიონია. ნაკრებს იმ გუნდის მოთამაშე, გრეგორ თაუნსენდი უნარიანად წვრთნის

ბიჭები ამბობენ, ყველა ვარჯიშზე სიახლე გვატყდება თავსო, თავად გურუ კი შეამხანაგებია "მანჩესთერ სითის" კატალან მოძღვარს – პეპ გვარდიოლას, ვისაც თურმე რაგბიც ჰყვარებია და "დიდ თამაშს არ ტოვებს"


user posted image

Posted by: Gio_G83 1 Feb 2018, 13:51
QUOTE
უელსი სკოტებს


მე ვუსმენ ცხარე წიწაკებს

Posted by: samxara91 1 Feb 2018, 21:56
გილოცავთ რაგბი TV-მ დაადასტურა 6 ერის ჩვენება sa.gif

Posted by: Gio_G83 1 Feb 2018, 23:51
QUOTE
გილოცავთ რაგბი TV-მ დაადასტურა 6 ერის ჩვენება


ხარისხი დაგვაწყეტს ნერებს

Posted by: Qolga 2 Feb 2018, 00:01
პირველი ტურის ლაინაფები სად ვნახო? გადავქექე ნეტი და ყველგან სხვადასხვა ვერსიებია. ოფიციალურ საიტზე არ აქვთ :/

Posted by: Alex-musi 2 Feb 2018, 00:14
აბა თქვენი პროგნოზები.
უელსი შოტლანდია მაინც უელსი
საფრანგეთი წააგებს ირლანდიასთან
იტალია ინგლისი გასაგებია ისეაც smile.gif

Posted by: Qolga 2 Feb 2018, 01:42
შოტლანდია 5 ქულით
ირლანდია 7-10 ქულით
ინგლისი +15

Posted by: otia-83 2 Feb 2018, 08:57
QUOTE
ინგლისი +15

უფრო +18

იტალიელების ოსტატს თუ რამე ახალი ჯადოსნობა არ აქვს გამოგონილი.

თან ინგლისელებს შარშანდელი ბრიყვული წყენაც ახსოვთ smile.gif

Posted by: samxara91 2 Feb 2018, 09:20
QUOTE (Gio_G83 @ 1 Feb 2018, 23:51 )
QUOTE
გილოცავთ რაგბი TV-მ დაადასტურა 6 ერის ჩვენება


ხარისხი დაგვაწყეტს ნერებს

არამგონია იქედანაც სტრიმინგი აწარმოონ lol.gif

თუ იყიდეს უფლება “ზნაჩიტ” ხარისხიც უნდა იყოს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2018, 12:05
Qolga

კვირის თამაშის ჯერ ადრეა -- დღეს საღამოს შვიდამდეა მამ’ლაინი

წესით, პლანეტმა უნდა გააკეთოს ერთიანი ფაილი --
სამივე წყვილისა http://www.planetrugby.com/news/

Posted by: Gio_G83 2 Feb 2018, 13:25
QUOTE
მაინც უელსი

- არანაირად ასე ერთმნიშვნელოვნად

დანარჩენი ორი უფრო ნათელია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2018, 20:12
Qolga
მთისა და მუჰამედის ამბავში – ჩვენვე შევაკოწიწოთ პლანეტის მასალებით


*** შაბ 3\02 @ 18.15 საქ

http://www.vipbox.st/rugby/545905/2/wales-vs-scotland-live-stream-online.html

Wales: 15 Leigh Halfpenny, 14 Josh Adams, 13 Scott Williams, 12 Hadleigh Parkes, 11 Steff Evans, 10 Rhys Patchell, 9 Gareth Davies,
8 Ross Moriarty, 7 Josh Navidi, 6 Aaron Shingler, 5 Alun Wyn Jones ©, 4 Cory Hill, 3 Samson Lee, 2 Ken Owens, 1 Rob Evans
16 Elliot Dee, 17 Wyn Jones, 18 Tomas Francis, 19 Bradley Davies, 20 Justin Tipuric, 21 Aled Davies, 22 Gareth Anscombe, 23 Owen Watkin

Scotland: 15 Stuart Hogg, 14 Tommy Seymour, 13 Chris Harris, 12 Huw Jones, 11 Byron McGuigan, 10 Finn Russell, 9 Ali Price,
8 Cornell du Preez, 7 Hamish Watson, 6 John Barclay ©, 5 Jonny Gray, 4 Ben Toolis, 3 Jon Welsh, 2 Stuart McInally, 1 Gordon Reid
16 Scott Lawson, 17 Jamie Bhatti, 18 Murray McCallum, 19 Grant Gilchrist, 20 Ryan Wilson, 21 Greig Laidlaw, 22 Pete Horne, 23 Sean Maitland

კარდიფ = Principality Stadium = ჭერქვეშ!

Referee: Pascal Gauzere (France) გაიუზერ
AssRefs: Romain Poite (France), Matthew Carley (England)
TMO: David Grashoff ინგ


*** შაბ 3\02 @ 20.45 საქ

http://www.vipbox.st/rugby/545907/2/france-vs-ireland-live-stream-online.html

France: 15 Geoffrey Palis, 14 Teddy Thomas, 13 Remi Lamerat, 12 Henry Chavancy, 11 Virimi Vakatawa, 10 Matthieu Jalibert, 9 Maxime Machenaud,
8 Kevin Gourdon, 7 Yacouba Camara, 6 Wenceslas Lauret, 5 Sebastien Vahaamahina, 4 Arthur Iturria, 3 Rabah Slimani, 2 Guilhem Guirado ©, 1 Jefferson Poirot
16 Adrien Pelissie, 17 Dany Priso, 18 Cedate Gomes Sa, 19 Paul Gabrillagues, 20 Marco Tauleigne, 21 Antoine Dupont, 22 Anthony Belleau, 23 Benjamin Fall

Ireland: 15 Rob Kearney, 14 Keith Earls, 13 Robbie Henshaw, 12 Bundee Aki, 11 Jacob Stockdale, 10 Johnny Sexton, 9 Conor Murray,
8 CJ Stander, 7 Josh van der Flier, 6 Peter O’Mahony, 5 James Ryan, 4 Iain Henderson, 3 Tadhg Furlong, 2 Rory Best, 1 Cian Healy
16 Sean Cronin, 17 Jack McGrath, 18 John Ryan, 19 Devin Toner, 20 Dan Leavy, 21 Luke McGrath, 22 Joey Carbery, 23 Fergus McFadden

სან დენი = Stade de France, Paris

Referee: Nigel Owens (Wales)
AssRef: Wayne Barnes (England), Paul Williams (New Zealand)
TMO: Rowan Kitt (England)


*** კვი 4\02 @ 19.00 საქ

http://www.vipbox.st/rugby/545908/2/italy-vs-england-live-stream-online.html

Italy: 15 Matteo Minozzi, 14 Tommaso Benvenuti, 13 Tommaso Boni, 12 Tommaso Castello, 11 Mattia Bellini, 10 Tommaso Allan, 9 Marcello Violi,
8 Sergio Parisse ©, 7 Renato Giammarioli, 6 Sebastian Negri, 5 Dean Budd, 4 Alessandro Zanni, 3 Simone Ferrari, 2 Leonardo Ghiraldini გირალდინი, 1 Andrea Lovotti
16 Luca Bigi, 17 Nicola Quaglio, 18 Tiziano Pasquali, 19 George Biagi, 20 Maxime Mbanda’, 21 Edoardo Gori, 22 Carlo Canna, 23 Jayden Hayward

England: 15 Mike Brown, 14 Anthony Watson, 13 Ben Te’o, 12 Owen Farrell, 11 Jonny May, 10 George Ford, 9 Ben Youngs,
8 Sam Simmonds, 7 Chris Robshaw, 6 Courtney Lawes, 5 Maro Itoje, 4 Joe Launchbury, 3 Dan Cole, 2 Dylan Hartley ©, 1 Mako Vunipola
16 Jamie George, 17 Alec Hepburn, 18 Harry Williams, 19 George Kruis, 20 Sam Underhill, 21 Danny Care, 22 Jonathan Joseph, 23 Jack Nowell

რომა = Venue: Stadio Olimpico

Referee: Mathieu Raynal (France)
AssRef: Jérôme Garcès (France), Nic Berry (Australia)
TMO: Glenn Newman (New Zealand)

@

Posted by: Booom 2 Feb 2018, 21:08
20 წლამდელების თამაშის ლინკები არ მოიპოვება ხო? sad.gif
მოგვცენ ეგეც ავჭალაში ჩავატაროთ biggrin.gif

Posted by: BigG 2 Feb 2018, 22:22
20 წლამდელები იტალია - ინგლისი პირდაპირ ეთერში: https://www.facebook.com/Federugby/videos/1846792278665132/

Posted by: Booom 2 Feb 2018, 23:11
BigG
მადლობა
--------------------------

Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 10:20
უელსი შოტლანდიაზრ რა გადაწყვიტეთ ვინ იგებს? biggrin.gif

Posted by: harton1 3 Feb 2018, 10:31
Levan ch
QUOTE
უელსი შოტლანდიაზრ რა გადაწყვიტეთ ვინ იგებს?



შოტლანდია :დ

Posted by: BigG 3 Feb 2018, 15:06
Levan ch
QUOTE
უელსი შოტლანდიაზრ რა გადაწყვიტეთ ვინ იგებს?


უელსი მოიგებს.
ხვალ იტალია პირველ ტაიმში დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ინგლისს.
საფრანგეთი პირველ ტაიმში ლელოს ვერ დადებს.

კიდევ რით დაგეხმარო? წილში არ ვარ?


Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 17:00
BigG
QUOTE
წილში არ ვარ?

ბუქმეიკერული ინტერესით არ მიკითხავს biggrin.gif

წინა გვერდებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, რავი მეც უელსისკენ ვიხრები
ყოველ შემთხვევაში უელსს ვუგულშემატკივრებ

იქნებ მოვიდეს დრო და ძირითადითაც ითამაშონ :დ

Posted by: presbiteri 3 Feb 2018, 18:24
რაგბი ტვ-ის თქვენთანაც არა აქვს ხმა?

Posted by: Socrates8 3 Feb 2018, 18:28
ალი პრაისი გაიყვანონ, დროა უკვე biggrin.gif

Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 18:29
http://www.vipbox.st/rugby/545905/2/wales-vs-scotland-live-stream-online.html

სტრიმი თუ გინდათ

Posted by: Lotkinski 3 Feb 2018, 18:29
ხმა სადაა ცავატანემ? თუ არ შეგიძლიათ, რად იბრალებთ?

Posted by: jora84 3 Feb 2018, 18:31
Socrates8

დაგვიანებულია უკვე biggrin.gif

Lotkinski

რა ხმა არ ისმის? სტრიმს ვუყურებ მე smile.gif

Posted by: Socrates8 3 Feb 2018, 18:33
ჩემთან აქვს ხმა, რაგბიტვ-ზე ვუყურებ

Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 18:35
AceStream
ეს პროგრამა ვისაც გაქვთ ჰდ ლინკს მოგცემთ, ხატავს ისეთია biggrin.gif

Posted by: jora84 3 Feb 2018, 18:36
Levan ch

მაიტა biggrin.gif

პ.ს. ჩEმთან შEვაპოწმე და ნიაზას ნარნარი ხმა იფრქვევა ტვ-დან.

Posted by: Lotkinski 3 Feb 2018, 18:36
ეხლა ჩართეს ხმა , მომნატრებია დიდი სანაკრებო რაგბი.

Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 18:44
jora84
გაჭედა რამდენჯერმე
აქ გადავედი ისევ (ხმაჩაწეულზე) :დ
http://www.myvideo.ge/tv/rtv

Posted by: BigG 3 Feb 2018, 19:02
ტრადიციულად ამ გუნდების თამაში ძალიან ქაოტური და ემოციებით დატვირთულია. მაგრამ, შოტლანდიას პირველ 20 წუთში იმაზე მეტი ბრაკი ქონდა, ვიდრე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ერთად აღებული.

ალი პრაისმა თამაში ჩააგდო. ცუდი იყო ბაირონ მაკგიგანი, რომელსაც კომენტატორი მთელი ტაიმი სემურს ეძახდა.

სკოტები ამ თამაშს ვერ მოატრიალებენ.

Posted by: ika_valencia 3 Feb 2018, 19:03
ლეიდლოუ უნდა შემოუშვას სასწრაფოდ და მაკგუიგანის მაგივრად მეიტლენდი.

შეიძლება ამ მატჩის გადარჩენა

Posted by: ilia132 3 Feb 2018, 19:12
გეთლენდმა ტურნირი უნდა მოვიგოთო ასე განაცხადა თამაშის წინ და თუ ისე ითამაშეს ბოლომდე როგორც პირველ ტაიმში ალბათ ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება უელსი. ძაან მომზადებულები ჩანან და ხარისხიც გამოსწორებულია. სკოტები კი ცუდ ფორმაში ჩანან. ნოემბრის მერე ეტყობა ამოვარდნენ ფორმიდან. ამდენი შეცდომა ერთ თამაშში ნამეტანია. ასე უელსს კი არა იატალიას ვერ მოუგებენ biggrin.gif

მაივიდეოზე 30 წამიანი ჩამორჩენაა ლაივზე და ხარისხი საშინელი. მე IPTV მაქ ჩართული და Nova Sport-ს ვუყურებ, ხარისხია იმის დედა ვატირე. ვინც რუსული კარგად იცის იმას ჩეხურიც არ გაუჭირდება. smile.gif
რუსეთიდან Матч игра აჩვენებს ოღონდ მარტო ფრანგებისა და ირლანდიელების ჯახს.

Posted by: Socrates8 3 Feb 2018, 19:31
ასეთ უღიმღამო შოტლანდიას ნაღდად არ ველოდი. რიკონ სტარკი რომ გაურბოდა რემზი ბოლტონს აიეგრე კრეატიულად დარბიან მოედანზე smile.gif

Posted by: Makulatura 3 Feb 2018, 19:37
არცერთი არხი არ გვაჩვენებს პირდაპირს?

Posted by: jora84 3 Feb 2018, 19:38
Makulatura

რაგბი ტვ-ზეა

Posted by: KOKOITIDZE 3 Feb 2018, 19:46
იტალია ინგლისის ნახვა სად შეიძლება?

Posted by: Zestafans 3 Feb 2018, 19:52
რა ფარჩაკ თამაშს ატარებს შოტლანდია.

ბრავო უელს და ჰალპენს, გადაურბინეს მამაც გულებს

Posted by: jora84 3 Feb 2018, 19:59
თავზე წამოაცვეს კილტა სკოტებს user.gif

KOKOITIDZE

ხვალ 7 საათზე რაგბი ტვ-ზე ან სტრიმებით smile.gif

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 3 Feb 2018, 20:08
დამტვრეული უელსი bis.gif bis.gif

Posted by: Alex-musi 3 Feb 2018, 20:10
აბა შოტლანდიაო. ესაო ისაო wink.gif მარტო ჩემ თავს უნდა დავუჯერო. bis.gif

Posted by: Werner Voss 3 Feb 2018, 20:16
კიდე არ იციან რა მწვრთნელი დაკარგეს შოტლანდიელებმა

Posted by: Just_Test 3 Feb 2018, 20:18
იტალია შოტლანდია გაიყოფენ ბოლო ორ ადგილს !

Posted by: ilia132 3 Feb 2018, 20:22
Makulatura
რაგბი ტვ, матч игра და სტრიმები.

დაეტყოთ ვერნ კოტერის წასვლა სკოტებს. ასეთი ჩავარდნა დიდი ხანია არ ქონიათ. არაა თაუნსენდი მაგ დონის მწვრთნელი რო ამ დონის სკოტებს ედგეს სათავეში.

წავედი ბექსი გავხსენი და ჩავუჯექი მამლებსა და სამყურებს smile.gif

Posted by: jora84 3 Feb 2018, 20:24
Werner Voss

თან რა სირული მიზეზის გამო mo.gif

Posted by: giorgi77 3 Feb 2018, 20:29
რამდენი შეცდომაც შოტლანდიამ დაუშვა ან თამაშში, ჩვენი ნაკრებიც არ უშვებს მაგდენს. შარშანდელი შოტლანდიის ლანდია ახლანდელი ნაკრები. უელსი კიდე დიდი არაფერი ბევრი ახალბედა გამოუშვეს... დიდი სურვილი მაქვს რომ პირველივე თამაშში მოვჭიმოთ უელსი, შარშანდელი თამაშის მერე სიძულვილი გამიჩნდა გეთლანდის და მისი ნაკრების მიმართ.

Posted by: Nicola_Rizzoli 3 Feb 2018, 20:38
საზიზღარი მატჩი აჩვენა შოტლანდიამ .

არველოდი ასე უსუსურები თუ იქნებოდნენ.

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 20:43
QUOTE (jora84 @ 3 Feb 2018, 20:24 )
Werner Voss

თან რა სირული მიზეზის გამო mo.gif

რა მიზეზი ? მე მეგონა პროსტა მონპელიეში უნდოდა გადასვლა.

Posted by: jora84 3 Feb 2018, 20:50
FullbackAce

რაღაც თემა იყო მსოფლიოს წინა მოსამზადებელზე, კურდღლები ახოცინა თუ რაღაც მსგავსი და გრანტი ჭამია მწვანეები აუჯანყდნენ biggrin.gif

giorgi77

მაგდენი შეცდომა შოტლანდიამ ჩვენთან რომ დაუშვას ჩვენც მოვუგებთ biggrin.gif

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 20:51
QUOTE (jora84 @ 3 Feb 2018, 20:50 )
FullbackAce

რაღაც თემა იყო მსოფლიოს წინა მოსამზადებელზე, კურდღლები ახოცინა თუ რაღაც მსგავსი და გრანტი ჭამია მწვანეები აუჯანყდნენ biggrin.gif



facepalm.gif facepalm.gif აუ რა დაღლეებულია მსოფლიო..

Posted by: jora84 3 Feb 2018, 20:55
FullbackAce

ორი წლის წინ იყო ერთერთ ქართულ საიტზე ,,დაუსვი შეკითხვა მილტონ ჰეიგს'' და იქ კითხა ტიპმა თქვენს ქვეყანაში ლჯპტ თემთან მიმართებაში რა დამოკიდებულებააო facepalm.gif

მელიტონა არ დაიბნა და ორი ყური აწია biggrin.gif

კავშირის საიტზე ვერ მივაგენი და ის ღლაპი ფრანგი თბილისში იყო მსოფლიოზე? რაღაც გვარი მეცნობა biggrin.gif

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 21:07
ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, არასწორი შეგორებისთვის მისცა თერნოვერი ??


ისევ ნაიჯელა თორე სხვა ვინ იზამდა მაგას. biggrin.gif


QUOTE
ორი წლის წინ იყო ერთერთ ქართულ საიტზე ,,დაუსვი შეკითხვა მილტონ ჰეიგს'' და იქ კითხა ტიპმა თქვენს ქვეყანაში ლჯპტ თემთან მიმართებაში რა დამოკიდებულებააო facepalm.gif


facepalm.gif facepalm.gif

Posted by: jora84 3 Feb 2018, 21:19
FullbackAce

უელსი-შოტლანდიაზეც მისცეს სხვათაშორის biggrin.gif

მეორედ მოსვლაა მგონი biggrin.gif

ზირაქას ზამენა მამლების ძირითადი რომ არის ის სმაილიკი არის სადმე? fig.gif popcorn.gif

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 21:24
QUOTE (jora84 @ 3 Feb 2018, 21:19 )
FullbackAce

უელსი-შოტლანდიაზეც მისცეს სხვათაშორის biggrin.gif

მეორედ მოსვლაა მგონი biggrin.gif

ზირაქას ზამენა მამლების ძირითადი რომ არის ის სმაილიკი არის სადმე?  fig.gif  popcorn.gif

ნეტა მარტო კლუბის ბიჭებისთვის აპირებენ კარგად მსაჯობას ? თუ გვეშველა ?

Posted by: burke 3 Feb 2018, 21:38
საფრანგეთს რატომ უდგას კრიზისი ორიოდ სიტყვით შეგვიძლია ვინმემ თქვას?

ისე კომენტატორებს ერთი შეეშალათ, ირლანდიელ 3 ნომერზე რომ თქვეს, ყველა პირველი ნომერი დაღუნული ყავსო
არა მგონია ნარიაშვილზე მაგარი ვინმე იყოს მსოფლიოში სტატიკაში

Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 21:41
burke
QUOTE
ისე კომენტატორებს ერთი შეეშალათ, ირლანდიელ 3 ნომერზე რომ თქვეს, ყველა პირველი ნომერი დაღუნული ყავსო

დამიჯერე არ შეშლიათ.

Posted by: burke 3 Feb 2018, 21:42
Levan ch

QUOTE
დამიჯერე არ შეშლიათ.


დავიჯერო სტატიკაში ქართველ ბურჯებზე მაგარია? ნარიაშვილი, ზირაქა ...

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 21:48
ახალი გუნდია საფრანგეთი ახალი მწვრთნელით, დღეს იწყებენ მსოფლიოსთვის მზადებას და დიდი პოტენციალი აქვთ. ირლანდია უკვე წელში გამართული გუნდია. 2019ში კარგი სანახავი იქნება ორივე.

Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 21:50
burke
რავი ზელანდიელები კი ყავს დაღუნული ზედ აფრიკელები და ინგლისელები მიყოლებული, ძაან ძლიერი ბურჯია.
ნარიაშვილს ამ ბოლო დროს ძაან ბევრჯერ აჯარიმებენ, სტატიკაში ვერ ვიტყვი რომ მიშა ჯობიათქო. ალბათ უფრო დინამიკური იქნება.

QUOTE
საფრანგეთს რატომ უდგას კრიზისი ორიოდ სიტყვით შეგვიძლია ვინმემ თქვას?

ერთი პოზიცია არაა სადაც რომელიმე ფრანგი თავის პოზიციაზე ევროპაში სამეულში მაინც შედიოდეს. ევროპაში!

ვარსკვალვი არ ყავთ.

ლეგიონერების სიჭარბის გამოვო კი ამბობენ მაგრამ რავიცი რავიცი, აღარ ყავთ ძლიერი თაობები.

Posted by: BigG 3 Feb 2018, 22:00
burke
QUOTE
საფრანგეთს რატომ უდგას კრიზისი ორიოდ სიტყვით შეგვიძლია ვინმემ თქვას?


ჩემი სუბიექტური მოსაზრება. ფრანგული რაგბი იყო მძლავრი შერკინება + მოქნილი, ტექნიკური და ჭკუით გაპენტილი უკანა ხაზი.

შერკინებაში არაფერი შეცვლილა. უკანა ხაზელებს ვეღარ ზრდიან (ლამერა გამონაკლისია). ვაკატავას მსგავსი ხისთავიანებით შორს ვერ წახვალ.
10 ნომერზე უკვე 20 წლის ბიჭებს ათამაშებენ - არჩევანი არა აქვთ.

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 22:01
ეს 5 ნომერი ვინაა, რა დაქლიავებულია, 6 ქულა მაგის კისერზეა.

Posted by: ratomac aRa 3 Feb 2018, 22:06
აი ეგაა შოტლანდია, მაჩანჩალა იყო და მაჩანჩალად დარჩება

1-2 სეზონი მოძლიერების იმიტაციას შექმნიან და ისევ თავის ადგილს უბრუნდებიან ბოლოს

უელსი კიდე პირიქითაა, 1-2 სეზონი მოსუსტდება და მერე ისევ დაპეპლავს მსგავს გუნდებს


შემდეგ ტურში ინგლისში ჩადიან და მანდ ვნახოთ რეალურად რისი გავა აქვთ, დღეს მართლა ბევრი აჩუქეს კილტიანებმა

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 22:08
QUOTE (ratomac aRa @ 3 Feb 2018, 22:06 )
აი ეგაა შოტლანდია, მაჩანჩალა იყო და მაჩანჩალად დარჩება

1-2 სეზონი მოძლიერების იმიტაციას შექმნიან და ისევ თავის ადგილს უბრუნდებიან ბოლოს

უელსი კიდე პირიქითაა, 1-2 სეოზინი მოსუსტდება და მერე ისევ დაპეპლავს მსგავს გუნდებს

არადა ისტორიულად ირლანდია იყო ეგრე და შოტლანდიას უნიჭიერესი მორაგბეები ყავდა.

ბოლოს მაინც ირლანდიურმა ფრენჩაიზებმა გადაწონეს შოტლანდია და მაგის ნაყოფია დღევანდელი იერარქია.

Posted by: giushki 3 Feb 2018, 22:18
ფრანგული რაგბის დასუსტება - რათქმაუნდა ლეგიონერების გამოა. გვაქვს პრობლემური პოზიცია? საკვანძო პოზიციაზე ავიყვანოთ სამხრეთელი ვეტერანი ვარსკვლავი, ან ქართველი ბურჯი, ან კუნძულელი ბექი.
შედეგი ის რაც აქვთ დღეს - შეწყვიტეს თაობათა გაზრდა და რანაირად ექნებათ არჩევანი?
ცნობისთვის ირლანდია 4 მილიონიანი ქვეყანაა, მაგრამ არჩევანი გაცილებით დიდი აქვს იმ 4 ფრანჩიზიდან, ვიდრე საფრანგეთს 14 კლუბიდან, რომელიც ტოპ-ში გამოდის.
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ჯახაობაშიც, სმაშიც, ომშიც, თამაშშიც და არც ლეგიონერების დამატება არის გამონაკლისი. ამათმა ძაან ჩაბერეს. მალე რაგბის ფედერაციასაც გაყიდიან თუ შესაბამისად გადაუხდით "ინვესტორი". facepalm.gif

Posted by: jora84 3 Feb 2018, 22:19
რა სირთაოზა თამაშია, დროც აღარ გადის რომ დროზე დამთავრდეს drug.gif

ეხლა ამათ რუს-ესპ ფორმები გადააცვი, სოჭის სტადიონის ფონი დაადე და ეგაა რა, თუ გაარჩიო მე ვიყო ნაიჯელას ნაშა biggrin.gif

Posted by: FullbackAce 3 Feb 2018, 22:22
საფრანგეთის 5 ნომერი მოსყიდულია.


__________________________________


ლელოოოო bis.gif bis.gif bis.gif bis.gif



ერლსმა დააგდო. აიჭრნენ რიჟები.

Posted by: jora84 3 Feb 2018, 22:39
ფუ თქვენი უნამუსო დედა #####ან!!!!!
დუპონმა სანამ მარი შებოჭავდა მანამ იტკინა ფეხი და ამათ ტვინის შერყევაზე შემოწმებაო mad.gif

########თ სარაგბო გაგება და მეობა mad.gif

Posted by: Socrates8 3 Feb 2018, 22:44
ჯონიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი biggrin.gif

Posted by: Levan ch 3 Feb 2018, 22:46
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
--------------------------

Posted by: jora84 3 Feb 2018, 22:47
სულში ჩააფურთხა სრულიად საფრანგეთს ჯონი სექსტონმა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Socrates8 3 Feb 2018, 22:48
ნერვები მაქო მაგან უნდა თქვას. ამდენი ფაზის მერე ჯერ სად გადაკიდა ბურთი და მერე რა ჩაუსვა სრულიად სამამლეთს biggrin.gif

Posted by: ArxeoptericS 3 Feb 2018, 22:48
WTF

მოუსაქმა კომპოტში. საღოოოლ

Posted by: GioWEED 3 Feb 2018, 22:49
ყოჩაღ სექსტონს, მისექსა მამლები.

ღირსები არიან ის ჯარიმა როგორ ააცილა იმ მამაძაღლმა.

ირლანდიას აპლოდისმენტები

Posted by: ratomac aRa 3 Feb 2018, 22:49
აი მებრძოლი სული + კლასი

რამდენი ფაზა მიაბეს და ბოლოს მაინც მოუნახეს ღრიჭო

მანამდეც რა კარგად გადაუკიდა ფლანგზე ფეხით, ბევრი ვერ გაბედავდა მაგას



ბაყაყიჭამიებს ისიც ეყოფათ უელსს რომ მოუგეს მე10 დამატებულ წუთზე biggrin.gif

6:12ზე ავიღე 23.5> ტოტალი და კაი 10 ქულა მოაგროვეს )


Posted by: Just_Test 3 Feb 2018, 22:49
აუ ეს რა იყო გამოშტერდა მთელი საფრანგეთი biggrin.gif

Posted by: _Hopes_And_Fears_ 3 Feb 2018, 22:49
სექსტონი <3
აუ რა თამაში იყო

ნერვები მე დამაწყდა და მალადეც სექსტონს ბოლოს გიჟივით დავრბოდი სახლში biggrin.gif

Posted by: Werner Voss 3 Feb 2018, 22:51
ისე ბოლოს მაგრად დაინდო ნაიჯელამ ფრანგები რაქში აშკარა ჩავარდნაზე, სადღაც სამართლიანი იყო სექსტონის არეკნი

Posted by: ArxeoptericS 3 Feb 2018, 22:53
კიიიი ბოლოს ჯარიმა იყო ჩავარდნაზე, მატჩის დასაწყისში დადებდა, მაგრამ სწორად მოიქცა რომ არ დადო.

რა ნაგლია ტიპი, ჯერ გადაკიდება რად ღირდა. მაგ გადაკიდებამ მოიგო თამაში და არა არეკნმა

Posted by: ratomac aRa 3 Feb 2018, 22:54
QUOTE
არადა ისტორიულად ირლანდია იყო ეგრე და შოტლანდიას უნიჭიერესი მორაგბეები ყავდა.


შოტლანდია ცარიელი ისტორიაა დარჩენილი

როცა ასე თუ ისე მასობრივი გახდა რაგბი ჩაუქროლეს ეგრევე სხვა გუნდებმა და დღემდე აზრზე ვერ მოსულან


ზოგადას სპორტი მაგ ქვეყანაში ცუდ დღეშია, ვერაფერში ქაჩავენ საერთოდ


Posted by: _Hopes_And_Fears_ 3 Feb 2018, 22:59
QUOTE
რა ნაგლია ტიპი, ჯერ გადაკიდება რად ღირდა. მაგ გადაკიდებამ მოიგო თამაში


+1

ეგრეა ზუსტად

Posted by: giorgi77 3 Feb 2018, 23:03
მაგარი დასასრული იყო სექსტონისგან, ახლა ურუგვაი-კანადას ველიდები, დახოცავენ ერთმანეთს

Posted by: ilia132 3 Feb 2018, 23:08
სექსტონი არის სექს-ტონი მაღალ განზომილებაში biggrin.gif

Posted by: AnRI992 3 Feb 2018, 23:12
ძაან არ გაუმართლათ ფრანგებს...

ზომიერებაა საჭირო ლეგიონერებშიო რო ამბობთ... მაგ ლეგიონით არი რო ვფაფხურობთ რაღაცას... ისევ ფრანგებს უნდა დავბეროთ ტკბილი სული და ვუგულშემატკივროთ... თორე ჩვენი განვითარების გეგმების განხორციელებას კაი ხანი არ დაადგება საშველი...

როგორც მახსოვს ფრანგებს შოტლანდიასთან გასვლა უწევთ. ძაან საინტერესო თამაში იქნება... შოტლანდიაც გამოჩნდება რეალურად სად არის

Posted by: ArxeoptericS 3 Feb 2018, 23:16
რეალურად შოტლანდია ძალიან მაღლაა და ესე ერთი თამაშით ნუ განსაზღვრავთ wink.gif

გადაუარ-გადმოუარა ყველას ამ ორ წელიწადში

Posted by: jora84 3 Feb 2018, 23:27
ArxeoptericS
QUOTE
შოტლანდია

QUOTE
გადაუარ-გადმოუარა ყველას ამ ორ წელიწადში


user posted image

არაფერი პირადული wink.gif
სატოპკე იყო და ხელი წამიცდა biggrin.gif

Posted by: giushki 3 Feb 2018, 23:29
QUOTE (AnRI992 @ 3 Feb 2018, 23:12 )
ზომიერებაა საჭირო ლეგიონერებშიო რო ამბობთ... მაგ ლეგიონით არი რო ვფაფხურობთ რაღაცას... ისევ ფრანგებს უნდა დავბეროთ ტკბილი სული და ვუგულშემატკივროთ...

ეგ მე დავწერე და ვთქვი ის, რაც ფრანგებს არ აწყობთ = არაა მაგათთვის შედეგის მომტანი.

ჩვენ რა გვაწყობს და რა არა, ეგ საერთოდ სხვა სალაპარაკო თემაა.

Posted by: otia-83 3 Feb 2018, 23:44
რა კარგი თამაში იყო შოტლანდია უელსი, უფრო სწორად უელსი იყო ძალიან კარგი, ლამაზად თამაშობდა.

აი ვინმე რომ იკითხავს საფრანგეთი ირლანდია როგორი თამაში იყოვო, ერთადერთი, რასაც იტყვის კაცი: თამაშის ბოლო წამებზე სექსტონმა 42 ფაზაზე არეკნი დაარტყა და ამით მოუგო საფრანგრთსო.

ლამის დამეძინა

Posted by: iverieli 4 Feb 2018, 19:23
Dzalian advilad moigebs inglisi rogorc chans. 2 identuri lelo dades pirvel at cutshi ☺
Inglisi da irlandia ibrdzoleben cels 6 eris mosagebad

Posted by: jora84 4 Feb 2018, 20:50
დაიშალა იტალია user.gif

არადა 60 წუთი კარგად იდგნენ.

Posted by: Alex-musi 4 Feb 2018, 20:55
QUOTE
დაიშალა იტალია

არადა 60 წუთი კარგად იდგნენ.


2-3 კარგი ეპიზოდი ქონდათ, მაგრამ ეგაა მაგთი მაქსიმუმი.

Posted by: BigG 4 Feb 2018, 21:08
QUOTE
არადა 60 წუთი კარგად იდგნენ.


ეგ უკვე ტრადიციად იქცა.

მაგრამ, ასეთი იტალია ჩვენ მოგვიგებს.

Posted by: ferrari1000 4 Feb 2018, 22:05
QUOTE (BigG @ 4 Feb 2018, 21:08 )
QUOTE
არადა 60 წუთი კარგად იდგნენ.


ეგ უკვე ტრადიციად იქცა.

მაგრამ, ასეთი იტალია ჩვენ მოგვიგებს.

ან მგოვიგებს ან ვერა smile.gif) იქამდე დიდი დროა ჯერ. თან ნამდვილად ვერ არიან ბევრად წინ.

Posted by: AnRI992 5 Feb 2018, 10:04
QUOTE
ან მგოვიგებს ან ვერა ) იქამდე დიდი დროა ჯერ. თან ნამდვილად ვერ არიან ბევრად წინ.

ჩვენზე კაი რაგბს აშკარად თამაშობენ... ინგლისს 2 ლელო გაუტანეს... + 1 ლელო არ ჩაუთვალეს. არც იყო ჩასათვლელი მაგრამ კარგი შეტევა ხო დარჩა აქტივში? ბურთი ხაზში კარგად ათამაშეს... თან ედი ჯონსის ინგლისია ბოლო ბოლო...
ცოტა ხნის წინ ნოემბერში ფიჯი დადეს... ჩვენ კიდე გასვლაზე რუმინეთმა მოგვიგო...
რავიცი რავიცი...

ოპტიმიზმი კაია მარა... ვნახოთ


Posted by: ilia132 5 Feb 2018, 11:55
იტალიელებმა რომ საკმაოდ მოუმატეს ეგ ფაქტია, პროგრესი იგრძნობა, მაგრამ იმისი თქმა ასე გადაჭრით რომ მოგვიგებენ ცოტა რთულია. ეგ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რა შემადგენლობა გეყოლება, ტრავმიანობა როგორია და ა.შ.
QUOTE
ცოტა ხნის წინ ნოემბერში ფიჯი დადეს... ჩვენ კიდე გასვლაზე რუმინეთმა მოგვიგო...

არამარტო ფიჯი, სამხრეთ აფრიკასაც მოუგეს 20-18 წინა წელს თუ სწორად მახსოვს. მართალია, აფრიკელები მეორე შემადგენლობით იყვნენ ფაქტიურად, მარა რა შემადგენლობაც არ უნდა ედგეს აფრიკას იტალიას კი უნდა აჯობონ. თუმცა აფრიკელებს თავიანთი პრობლემები აქვთ და თავი ვერ დაუღწევიათ კაი ხანია.
QUOTE
ჩვენზე კაი რაგბს აშკარად თამაშობენ... ინგლისს 2 ლელო გაუტანეს... + 1 ლელო არ ჩაუთვალეს.

ის რო ჩვენზე კაი რაგბს თამაშობს იტალია ეგ გასაკვირი არ უნდა იყოს. ამდენი ხანი ცვენ რო გვეთამაშა 6 ერში დარწმუნებული ვარ მოგებულიც გვექნებოდა. რუმინეთთან წაგებასთან ერთად ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ უელსმა, რომელმაც შოტლანდია გადაღუნა ჩვენთან კინაღამ წააგო. ასე რომ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს smile.gif

Posted by: zedela88 5 Feb 2018, 11:58
ერთი კონკრეტული თამაშისთვის მომზადება ყოველთვის შესაძლებელია. ამ ეტაპზე იტალიის ნაკრები ალბათ ჩვენზე ძლიერია და 10 და 7 თამაშს ალბათ მოგვიგებს. მაგრამ ერთ კონკრეტულ მატჩში იქნება კიდეც ვაჯობოთ რავიცი.

Posted by: otia-83 5 Feb 2018, 12:06
ilia132
QUOTE
ამდენი ხანი ცვენ რო გვეთამაშა 6 ერში დარწმუნებული ვარ მოგებულიც გვექნებოდა.

შანსი არაა, ჩვენც იტალიის პონტში ვიქნებოდით ზუსტად, რამდენიმე მოგებით. წელიწადში 5-7 სანაკრებო მაღალი დონის თამაშით უკანა ხაზის მორაგბეებს ვერ გავზრდიდით იმ დონეზე, რაც ამ ტურნირის მაღალი მიზნებისთის ბრძოლას სჭირდება. მორაგბეების გაზრდას კლუბებში უმაღლეს დონეზე თამაში სჭირდება. სანაკრებო მომზადება მაგას არ ეყოფა. იმის თქმა, რომ 6 ერში თუ ვიქნებოდით, ჩვენს უკანა ხაზელებზე უფრო დიდი მოთხოვნა იქნებოდაო, ესეც არ იქნება სიმართლე. კლუბები დანახვით ეხლაც ხედავენ რა შეუძლიათ ჩვენს მორაგბეებს და 6 ერშიც ზუსტად იგივეს დაინახავდნენ. პირიქით აქ უფრო აქვთ თავის გამოჩენის შანსი, ვიდრე იქ ექნებოდათ.

ბავშვთა რაგბის სპეციალისტების განვითარება, უმაღლესი დონის აკადემიები - ძლიერი სამხრეთელი სპეციალისტებით და + ერთი ქართული კლუბი პრო-14-ში. აი ესაა მაღალი მიზნებისკენ მიმავალი ბილიკი და არა 6 ერში მიღება.

Posted by: Gio_G83 5 Feb 2018, 13:20
მგონი უნდა შევთანხმდეთ, რომ
- უელსს არ ჰყავს რაიმე ერთი ძლიერი-ძირითადი-ოპტიმალური შემადგენლობა: ჰყავს ბერვი მორაგბე ვინც თანაბარი წარმატებით ჩაეწერება მოწინავე 23-ში

- არასოდეს არ უნდა უსმინო ცხოველების და ზოგადად უმცირესობების უფლებადამცველებს, თორემ დაგემათება შოტლანდია

- ფრანგები ძიებაში არიან და თუ ამ ძიებაში არ დაიკარგნენ - უკეთესი

- ირლანდიისთვისაც კი სჯობია ლელო 6 ქულა იყოს და ნებისმიერი ფეხით დარტყმული და გატანილი 2 ქულა

- ედის გუნდს თითოქს აქვს ყველაფერი, გარდა ქარიზმის იმ ოდენობისა, რაც მსოფლიო თასის ასაწევად საკმარისია - ჯერ... მერე ვნახოთ

- იტალია: ინგლისს ლელოებს უდებს, დარბის - ცდილობს - 10 დან 7 მოგვიგებსო ეწერათ - ალბათ, ისიც ეწერა ერთი კონკრეტული მატჩიო - აი ზუსტად მაგის სპეცია მელიტონი და იმედია ამ 10 დან 3 ის პირველივე გასროლა მიზანს უწევს

Posted by: ilia132 5 Feb 2018, 14:09
otia-83
QUOTE
შანსი არაა, ჩვენც იტალიის პონტში ვიქნებოდით ზუსტად, რამდენიმე მოგებით. წელიწადში 5-7 სანაკრებო მაღალი დონის თამაშით უკანა ხაზის მორაგბეებს ვერ გავზრდიდით იმ დონეზე, რაც ამ ტურნირის მაღალი მიზნებისთის ბრძოლას სჭირდება. მორაგბეების გაზრდას კლუბებში უმაღლეს დონეზე თამაში სჭირდება. სანაკრებო მომზადება მაგას არ ეყოფა. იმის თქმა, რომ 6 ერში თუ ვიქნებოდით, ჩვენს უკანა ხაზელებზე უფრო დიდი მოთხოვნა იქნებოდაო, ესეც არ იქნება სიმართლე. კლუბები დანახვით ეხლაც ხედავენ რა შეუძლიათ ჩვენს მორაგბეებს და 6 ერშიც ზუსტად იგივეს დაინახავდნენ. პირიქით აქ უფრო აქვთ თავის გამოჩენის შანსი, ვიდრე იქ ექნებოდათ.

რომელი 5-7 წელი, როცა იტალია 18 წელია მაგ ტურნირშია? 18 წელი ჩვენც რო გვქონოდა მაღალდონეზე თამაშიც გამოცდილება და თუნდაც ამ ტემპით განვვითარებულიყავით ბევრად მაღლა ვიდგებოდით იტალიაზე, თუნდაც 10 წლიანი გამოცდილება მაინც. მართალია ქართული რაგბის აღმავლობა ზუსტად მაგდენი წელია მიდის, მაგრამ იტალია რომ მიიღეს 6 ერში მაშინ ჩვენზე უკეთესი გუნდი არ იყო და ახლაც არ მგონია ჩვენზე ასი თავით უკეთესი.

QUOTE
ბავშვთა რაგბის სპეციალისტების განვითარება, უმაღლესი დონის აკადემიები - ძლიერი სამხრეთელი სპეციალისტებით და + ერთი ქართული კლუბი პრო-14-ში. აი ესაა მაღალი მიზნებისკენ მიმავალი ბილიკი და არა 6 ერში მიღება.

კიბატონო პრო 14 ძაან მაგარი იქნება ჩვენთვის და ძაან წინ წაგვწევს განვითარების კუთხით, მარა მაგ დონებმდე რო ახვიდე წესიერი კლუბი უნდა იყოს, ფინასურად და ინფრასტრუქტურულად გამართული. ინვესტიციებს კი ქართულ რაგბში არავინ ჩადებს, თუ სანაკრებო დონეზე არ დაიმკვიდრე ადგილი და რაღაც გარკვეულ სტაბილურობას არ მიაღწიე. 6 ერში აღზევება ამ ეტაპზე უფრო ხელმისაწვდომია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიდრე პრო 14-ში, მაგრამ არცერთი მიმართულებით მუშაობა არ უნდა შეწყდეს, რადგან პრო 14-ში აღზევებულ მორაგბეებს ფართო ასპარეზიც დაჭირდებათ, რისთვისაც ერთა თასი გამოუსადეგარია.
ამიტომ ვერ დაგეთანხმები რო მიზანი მარტო პრო14 უნდა იყოს და არა 6 ერი. ორივე გვჭირდება თანაბრად, პლიუს ბავშვთა რაგბის განვითარება და ეს ყველაფერი მაღალ დონეზე სამხრეთელების გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია smile.gif

Posted by: Gio_G83 5 Feb 2018, 14:13
QUOTE
იტალია 18 წელია მაგ ტურნირშია


კარიერის ადრეულ ასაკში დაწყებიდან გვიან ასაკში დამთავრებამდე რომ გეყოფა იმდენი წელია
QUOTE
18 წელი


Posted by: georgia1991 5 Feb 2018, 14:15
საღო ირლადიას კაი თამაში იყო იმედია ეგენი მოიგებენ ტურნირს

Posted by: otia-83 5 Feb 2018, 14:49
ilia132
QUOTE
რომელი 5-7 წელი, როცა იტალია 18 წელია მაგ ტურნირშია?

მე დავწერე
QUOTE
წელიწადში 5-7 სანაკრებო მაღალი დონის თამაშით უკანა ხაზის მორაგბეებს ვერ გავზრდიდით იმ დონეზე, რაც ამ ტურნირის მაღალი მიზნებისთის ბრძოლას სჭირდება.

წელიწადში 5-7 მაღალი დონის თამაში და არა ტურნირში 5-7 წელი მონაწილეობა. დანარჩენი რაც მიწერია ისევ იმ აზრზე ვარ. ნაკრებში მორაგბეებს მაღალი მიზნებისთვის საჭირო დონეზე ვერ გავზრდით, მორაგბე უნდა გაიზარდოს ბავშვობიდან სწორი მიმართულებით და ამას დამატებული კარგ კლუბში ასპარეზობით.

QUOTE
კიბატონო პრო 14 ძაან მაგარი იქნება ჩვენთვის და ძაან წინ წაგვწევს განვითარების კუთხით, მარა მაგ დონებმდე რო ახვიდე წესიერი კლუბი უნდა იყოს, ფინასურად და ინფრასტრუქტურულად გამართული. ინვესტიციებს კი ქართულ რაგბში არავინ ჩადებს, თუ სანაკრებო დონეზე არ დაიმკვიდრე ადგილი და რაღაც გარკვეულ სტაბილურობას არ მიაღწიე.

ჩვენ გვინდა სახლის მშენებლობა სახურავიდან დავიწყოთ, უფრო სწორად სახლს გავუკეთოთ მძიმე საიმედო სახურავი ისე, რომ ამ სახურავის საყრდენი კონსტრუქციები გამართული არ იყოს. ესე აშენებული სახლი ჩეიძლება ჩამოინგრეს ზედმეტად დიდი დატვირთვის გამო. მესმის, რომ ჯერ პრო-14-იც ილუზიაა და საამისო ფული არ გვაქვს, ამიტომ უნდა დავიწყოთ საძირკველის გამაგრებით (ბავშვთა რაგბი + აკადემიები) მყარ საძირკველზე მერე ხარისხიანი კედლები (კლუბი პრო-14-ში) ამოვაშენოთ, მანამდე არსებული ხიმინჯებზე (ჩვენი ლეგიონერები) დაყრდნობილი სახურავი (ჩვენი ნაკრები) შევინარჩუნოთ და საჭირო დროს სახურავის დამძიმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

სულსწრაფობა გვერდზე უნდა გადავდოთ და გეგმაზომიერად განვვითარდეთ. ვინმე ბავშვის განათლებას პირდაპირ უნივერსიტეტიდან იწყებს?

QUOTE
6 ერში აღზევება ამ ეტაპზე უფრო ხელმისაწვდომია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიდრე პრო 14-ში

გვეუბნებიან არაო, თქვენი ადგილი აქ არ არისო, კომერციულად ჩვენთვის საინტერესოები არ ხართო და რანაირადაა ხემისაწვდომი. პრო -14 კი წელიწადში მაქსიმუმ 10 მილიონი დოლარი სჭირდება. ამ ფულის არსებობის შემთხვევაში ამ ტურნირში ჩართვა, როგორც ამბობენ პრობლემა არ იქნება. 6 ერს კი რაც არ უნდა აძლიო არ უნდათ, არ აწყობთ ჩვენი მიღება.

Posted by: giushki 5 Feb 2018, 15:05
ბავშვთა რაგბი, აკადემია და მომავალი თაობების სწორად აღზრდა უნდა იყოს დღეს პრიორიტეტი. + მძლეოსნობის სკოლა უნდა განვითარდეს რაგბის ბაზაზე, იმ უნარებში მაინც, რაც სარაგბო კუთხითაა სჭირო.
ჩვენ გვჭირდება საფუძვლიანი და მყარი გარემო, ამას უნდა მივხედოთ, თორემ დრო რომ გავა, მართლაც "იტალიზაციის" მსხვერპლი გავხდებით და ნამდვილად არ მინდა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებისა და გამო, რომ საქართველოს ნაკრების მაისურში გამოწკეპილ, ვიღაც სამხრეთ აფრიკელებს და ფიჯელებს ვუგულშემატკივრო.
მართალია და 100%იანია ზემოთ სრული უმრავლესობა, ვინც ამ პროცესს სახლის მშენებლობას ადარებს - მითუმეტეს, როცა არ გაქვს სახურავის ფული და მაინც ჯერ სახურავიდან გინდა, რომ დაიწყო - ასე საქმე არ კეთდება და არც არასოდეს კეთდებოდა.
რაც შეეხება სხვადასხვა უმცირესობების დამცველებს - წავიდნენ და მუსულმანურ ქვეყნებში დაიცვან, დასაცავი იქაა თუა. მაგ ლიბერლური ღლეობის ბრალია დღევანდელი აფრიკა და შოტლანდია. ჩვენ ამ გზას არამც და არამც არ უნდა დავადგეთ.

Posted by: ilia132 5 Feb 2018, 15:40
otia-83
QUOTE
ჩვენ გვინდა სახლის მშენებლობა სახურავიდან დავიწყოთ, უფრო სწორად სახლს გავუკეთოთ მძიმე საიმედო სახურავი ისე, რომ ამ სახურავის საყრდენი კონსტრუქციები გამართული არ იყოს. ესე აშენებული სახლი ჩეიძლება ჩამოინგრეს ზედმეტად დიდი დატვირთვის გამო. მესმის, რომ ჯერ პრო-14-იც ილუზიაა და საამისო ფული არ გვაქვს, ამიტომ უნდა დავიწყოთ საძირკველის გამაგრებით (ბავშვთა რაგბი + აკადემიები) მყარ საძირკველზე მერე ხარისხიანი კედლები (კლუბი პრო-14-ში) ამოვაშენოთ, მანამდე არსებული ხიმინჯებზე (ჩვენი ლეგიონერები) დაყრდნობილი სახურავი (ჩვენი ნაკრები) შევინარჩუნოთ და საჭირო დროს სახურავის დამძიმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ბავშვთა რაგბი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა რომ უნდა განვითარდეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს და გეთანხმები რო საძირკველის ჩაყრაა მთავარი რო მყარი ნაგებობა იყოს, ამაზე არც გეკამათები smile.gif
QUOTE
გვეუბნებიან არაო, თქვენი ადგილი აქ არ არისო, კომერციულად ჩვენთვის საინტერესოები არ ხართო და რანაირადაა ხემისაწვდომი. პრო -14 კი წელიწადში მაქსიმუმ 10 მილიონი დოლარი სჭირდება. ამ ფულის არსებობის შემთხვევაში ამ ტურნირში ჩართვა, როგორც ამბობენ პრობლემა არ იქნება. 6 ერს კი რაც არ უნდა აძლიო არ უნდათ, არ აწყობთ ჩვენი მიღება.

ახლა ასე ამბობენ, მარა ნელ-ნელა სამაგისოდ ნიადაგი უკვე მომზადებულია. ერთია რას ამბობენ პრესით და მეორეა საქმით რა კეთდება. 5 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა იმას რო ტესტ მატჩებზე უელსის დონის გუნდი გვეთამაშებოდა, ანდა ინგლისს მოუნდებოდა ჩვენთან ერთად ვარჯიში შერკინების ხაზის გასაძლიერებლად, ან სამხრეთელებს ფიჯი, ტონგა, სამოა, სადაც რაგბი კარგ დონოზეა ამათ ვეთამაშებოდით. ეს ტესტ მატჩები, ეს ინგლისელების ჩამოსვლა და ა.შ. შემთხვევით არ კეთდება და პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ სწორედ ნიადაგის მომზადებაა 6 ერში ასაღზევებლად. ამას მიუმატე მსოფლიოს საუკეტესო გამოცემებისა და სარაგბო ექსპერტების სტატიები და ტელეშოუებში განხილვები, სადაც პირდაპირ ამბობენ რო საქართველო დიდი ხნის აღზევებული უნდა იყოს. სამხრეთელები (ზელანდიელები, ავსტრალიელები) მორაგბეებიც და ფედერაციის ხელმძღვანელები ყველა აღნიშნავს ყველგან რომ ჩვენი ადგილი მანდაა.
როცა ამხელა რეზონანსია და ჩვენი გუნდიც კარგი ხარისხის რაგბს აჩვენებს იმ მარწუხების პირობებში რაც გვაქვს და სადაც ვიმყოფებით დარწმუნებული ვარ რამოდენიმე წელიწადში გამოვა რაგბის მამებიდან რომელიმე და ღიმილიანი სახით გვამცნობს სასიხარულო ამბავს.
მე არ ვამბობ რო ეგ ხვალვე იქნება ან 5 წლის შემდეგ, მარა პრო 14-ზე ახლო პერსპექტივა რომაა ამაში დარწმუნებული ვარ, ნუ თუ ვირაცა კეთილი ბიძა არ გამოჩნდა და დიდი ფული არ ჩადო სადმე smile.gif

Posted by: otia-83 5 Feb 2018, 16:06
ilia132
QUOTE
დარწმუნებული ვარ რამოდენიმე წელიწადში გამოვა რაგბის მამებიდან რომელიმე და ღიმილიანი სახით გვამცნობს სასიხარულო ამბავს.

ღმერთმა გისმინოს smile.gif

მაგრამ ძალიან მეეჭვება.

მოდი ეხლა სხვა კუთხით შევხედოთ.

დავუშვათ გაქვს მსვილი კერძო ბიზნეს კომპანია, ძალიან წარმატებული-მომგებიანი 6 სერვის ცენტრით, ეს სერვის ცენტრები ლოჯისტიკურად, ეკონომიკურად მომგებიან ადგილებშია განთავსებული. მათ შორის მიმოსვლა კომერციული პროდუქტის ტრანსპორტირება არ ჯდება დიდი თანხა, ყოველ შემთხვევაში შემოსავალი ხარჯებს საკმაოდ აღემატება, მანძილის და ადგილობრივი მომხმარებლების მყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. ამ დროს გაზეთები, ტელე-ჟურნალისტები და მომხმარებლების ნაწილი გეუბნებათ კიდევ ერთი სერვის ცენტრი გახსენით, მოშორებულ ღარიბ რეგიონშიო, მართალია ტრანსპორტირების ხარჯი გაგიორმაგდებათ და მომხმარებლების მყიდველ უნარიანობაც, რამდენჯერმე ჩამორჩება არსებულ ბაზრებს მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ იქ გემრიელი საჭმელები აქვთ და ღვინოსაც არა უშავრაო. მერე რა მოხდა თუ წამგებიანი პროექტია , გვაინტერესებს იქ როგორი პარტნიორი გვეყოლებაო. იმაზეც თვალი დახუჭე თუ ყველაზე მაჩანჩალა სერვის ცენტრის პროდუქციისდაგვარი დაგვხვდება იქაც, შეიძლება უარესიც კიო.

გახსნიდი ესეთ სერვის ცენტრს?

მე არა user.gif no.gif

Posted by: Alex-musi 5 Feb 2018, 16:41
QUOTE
ეკონომიკურად მომგებიან ადგილებშია განთავსებული. მათ შორის მიმოსვლა კომერციული პროდუქტის ტრანსპორტირება არ ჯდება დიდი თანხა,


აღარ არის მასე. მშვენიერ ფასად ვიფრინე ქუთაისიდან ლონდონში (150 ევრო 2 გზა) აგერ ახლა გერმანიაში ვარ 78 ევრო დამიჯდა. ასე რომ ლოკაცია აღარაა პრობლემა. ჩვენებური სასტუმროები გულშემატკივრებისთვის სამაოდ იაფია და საკმარისი.

QUOTE
ადგილობრივი მომხმარებლების მყიდველუნარიანობის გათვალისწინებით

მაგაში გეთანხმები, მაგრამ ბილეთებიდან შემოსავალი პროცენტულად ყველაზე მცირეა. ძირითადად ტელევიზიიდან ჭამენ პურს wink.gif

Posted by: ilia132 5 Feb 2018, 17:04
otia-83
QUOTE
დავუშვათ გაქვს მსვილი კერძო ბიზნეს კომპანია, ძალიან წარმატებული-მომგებიანი 6 სერვის ცენტრით, ეს სერვის ცენტრები ლოჯისტიკურად, ეკონომიკურად მომგებიან ადგილებშია განთავსებული. მათ შორის მიმოსვლა კომერციული პროდუქტის ტრანსპორტირება არ ჯდება დიდი თანხა, ყოველ შემთხვევაში შემოსავალი ხარჯებს საკმაოდ აღემატება, მანძილის და ადგილობრივი მომხმარებლების მყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. ამ დროს გაზეთები, ტელე-ჟურნალისტები და მომხმარებლების ნაწილი გეუბნებათ კიდევ ერთი სერვის ცენტრი გახსენით, მოშორებულ ღარიბ რეგიონშიო, მართალია ტრანსპორტირების ხარჯი გაგიორმაგდებათ და მომხმარებლების მყიდველ უნარიანობაც, რამდენჯერმე ჩამორჩება არსებულ ბაზრებს მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ იქ გემრიელი საჭმელები აქვთ და ღვინოსაც არა უშავრაო. მერე რა მოხდა თუ წამგებიანი პროექტია , გვაინტერესებს იქ როგორი პარტნიორი გვეყოლებაო. იმაზეც თვალი დახუჭე თუ ყველაზე მაჩანჩალა სერვის ცენტრის პროდუქციისდაგვარი დაგვხვდება იქაც, შეიძლება უარესიც კიო.

გახსნიდი ესეთ სერვის ცენტრს?

მე არა 

ეგ ყველაფერი მართალია როცა საქმე ბიზნესს და მარკეტინგს ეხება, მაგრამ სპორტი რიგ შემთხვევაში სცდება ბიზნესის ფარგლებს და მას სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც გააჩნია და არ შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ ბიზნესის მხრიდან და დამიჯერე არსად არცერთი სპორტის არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მაგ ლოგიკით არ მსჯელობენ, თუმცა კომერციულ მხარეს ექცევა დიდი ყურადღება.
ჯერ ერთი საიდან დაასკვნეს ან ვინ დაასკვნა ან რა მეთოდით რომ საქართველოს შესვლა 6 ერში არის წამგებიანი? როდესაც ასეთ დასკვნას დებს ვინმე ეს გამყარებული უნდა იყოს სერიოზული არგუმენტებით. ასეთი არგუმენტები კი ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს და ვერც იარსებებს. ხოლო რას ამბობენ შოტლანდიის თუ ტანზანიის ბანკები ჩემთვის მეორეხარისხოვანია. როგორც შენ დახატე სიტუაცია არც მასეთი მაჩანჩალა რეგიონი ვართ რაგბის თვალსაზრისით და არც მასეთი კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. დამიჯერე ის შედეგები რასაც ბოლო წლებია მივაღწიეთ ამ პირობებში სამაგალითოა. ერთა თასზე ათამაშე შოტლანდია 5 წელი ან თუნდაც საფრანგეთი და ნახავ რა დონისაც იქნება. როცა ადამიანს აქვს იმისი უნდარი რო განვითარდეს მას შესაბამისი გარემო სჭირდება და თუ ვერ მიცა ის რეგრესირებს.
მე ისიც მესმის რომ ჩვენი დონე ის არაა რაც უნდა იყოს და მეტი გვინდა მარა ამას დრო სჭირდება. მთავარი კი ისაა რომ პროცესი შეუქცევადია და ერთ ადგილზე არ დგას. ჩვენს რაგბს უფრო მაღალი დონე სჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს რა ტურნირი იქნება 6 ერი თუ 10 ერი, მარა ერთა თასში თუ დიდხანს დავრჩით ის რაც აშენებული გვაქვს მალევე ჩამოგვეშლება თავზე. შენ თუ 6 ერში პოტენციალს ვერ ხედავ და მიგაჩნია, რომ არაფერს მოგვცემს ეს ტურნირი, ჩემი აზრით მცდარი შეხედულებაა და საკლუბო რაგბის განვითარებას ვერ მივაღწევთ ვერასოდეს, თუ სანაკრებო დონემ აიწია და სანაკრებო არა. სახელმწიფოს კიდევ არ გააჩნია საიმისო თანხები რო კლუბები აფინანსოს და არც უნდა აფინანსოს. ერთადერთი ინვესტორებს დაელაპარაკოს და მისცეს შერავათები ინვესტიციის განხორციელებისას ეგაა და ეგ.

კაი დავუშვათ შევიყვანეთ პრო 14-ში 3 კლუბი და დავტვირთეთ მხოლოდ ქართველი მორაგბეებით და სამხრეთელი სპეციალისტებით. გავიდა 5 წელი და ავწიეთ დონე. ეს მაღალი დონის მოთამაშეები სად უნდა ათამაშო? გერმანიასთან? ბელგისთან? ესპანეთთან? smile.gif

რაც შეეხება გავხსნიდი თუ არა ფილიალს მასეთ რეგიონში არა, მარა ჩვენ ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ. ზოგადად რაგბის დიდი მინუსი ისაა, რომ ამხელა ბიუროკრატია და მავთულხლართებია მმართველობით სისტემაში, თორემ გაცილებით უფრო პოპულარული თამაში იქნებოდა. არ შეიძლება შეზღუდვები დაუწესო ვინმეს მხოლოდ იმიტომ რომ ვირაცა ღარიბია. ახლა მე გაკითხები რამდენად სამართლიანია ეს?

ამ ეტაპზე 6 ერზე უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ სანაკრებო რაგბის განვითარების თვალსაზრისით და მასზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ საკლუბოს მივხედოთ ან სხვა, აბსურდულია ჩემი აზრით. თუ არის კიბატონო აგერ ჩვენ და აგერ გერმანია biggrin.gif

საკლუბოსაც უნდა მივხედოთ, საბავშვოსაც და სანაკრებოსაც. თითოეულს თავისი სპეციფიკა აქვს და ერთის გამო მეორეზე უარის თქმა არის შეცდომა.

Posted by: otia-83 5 Feb 2018, 18:45
ilia132
არასწორად გამიგე.

გიჟი უნდა ვიყო, წინააღმდეგი რომ ვიყო 6 ერში შესვლაზე. სანაკრებო თვალსაზრისით ესაა ჩვენი მიზანი (ნატო-ევროკავშირივით) ეს აქსიომაა.

6 ერი არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია შპს 6ერი, რომელიც ატარებს ტურნირს თავისი კომერცული ხეირის ნახვის მიზნით. მათი შემოსავლის წყაროა: სატელევიზიო კონტრაქტები, ბილეთებიდან შემოსავალი, ატრიბუტიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და სარეკლამო შემოსავლები.

სატელევიზიო კონტრაქტებით ჩვენგანაც მიიღებენ შემოსავალს მაგრამ არამგონია იმდენივე მიიღონ რამდენიც აქამდე აქვთ თუნდაც იტალიასთან თამაშისას. ეს ჩემი აზრია და რაიმე ეკონომიკურ გათვლებს არ ემყარება.

ბილეთებზე აღარაფერს ვამბობ. იტალიაში ყველაზე ცუდი ბილეთი 10-15 ევროდან იწყება და ადის 40-60 ევრომდე თუ სწორად მახსოვს. ჩვენთნ კი 1.6 ევროდან იწყება და მაქსიმუმია 6.5 ევრო. იტალიაში 70000 სტადიონია ავიღოთ საშუალოდ ბილეთი 20 ევრო = 1400000 ევრო ერთი თამაშიდან. ჩვენთან 45000 სტადიონია ბილეთი საშუალოდ 3 ევრო = 270000 ევროს. სხვაობა არის 1130000 ევრო საშუალოდ. ესეთი სხვაობა წელიწადში 2-3-ჯერ იქნება. კაი დავუშვათ ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად ადგილობრივ რაგბის კავშირს რჩება და ამით 6 ერი არ ზარალდება.

ატრიბუტიკას საერთოდ ვერ გაყიდიან.
სარეკლამო შემოსავლებიც გაცილებით ნაკლები ექნებათ ვიდრე იტალიაშია.

ამას პლიუს ლოჯისტიკური ხარჯების გაზრდა.

ეს რომ მსოფლიო რაგბზე ან რაგბი ევროპაზე იყოს დამოკიდებული უფრო ადვილი იქნებოდა მოგვარება, მაგრამ კერძო კომპანიას ვერაფერს ვერ დაავალდებულებ და ეს მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმაც თქვა გარკვევით 1 კვირის წინ.


პრო-14-ში 3 კიარა ერთი კლუბის ჩართვაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც სანაკრებო ბაზაზე იქნება დაფუძნებული. ფინანსები კი ძალიან ძნელი მოსაპოვებელი, ამაში გეთანხმები. აქ აწეული დონე კი უფრო მეტ მაღალი დონის ტესტს მოგვცემს ვიდრე ეხლაა, და სპორტული თვალსაზრისით, უფრო მეტი გაჩმახების საშუალებასაც, ვიდრე ეხლა გვაქვს.

Posted by: ilia132 5 Feb 2018, 21:37
otia-83
QUOTE
6 ერი არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია შპს 6ერი, რომელიც ატარებს ტურნირს თავისი კომერცული ხეირის ნახვის მიზნით. მათი შემოსავლის წყაროა: სატელევიზიო კონტრაქტები, ბილეთებიდან შემოსავალი, ატრიბუტიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და სარეკლამო შემოსავლები.


ხო აი ეგაა მაგ ტურნირის ყველაზე დიდი მინუსი. რასაკვირველია იმაშიც მართალი ხარ რო შემოსავლების სახით იმხელა შემოსავალს ვერ მიიღებენ როგორც იტალიიდან ან სხვა ქვეყნიდან, თუნდაც გერმანიიდან. ეს ქვეყნები მუდამ ჩვენზე წინ იქნებიან ეკონომიკური თვალსაზრისით და მაგის გამო მუდმივად დაჩაგრულები უნდა ვიყოთ. ეგ არი რო ვერ ამიტანია. გერმანია ვთქვი და აგერ რუმინელებს კი მოუგეს და თუ ასე გააგრძელეს ალბათ მაგათ უფრო ადვილად აღაზევებენ 6 ერში, ჩვენი ნახევარი დონისაც რომ გახდნენ, ვიდრე ჩვენ და ეგ მაგრა ტეხავს.

QUOTE
პრო-14-ში 3 კიარა ერთი კლუბის ჩართვაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც სანაკრებო ბაზაზე იქნება დაფუძნებული. ფინანსები კი ძალიან ძნელი მოსაპოვებელი, ამაში გეთანხმები. აქ აწეული დონე კი უფრო მეტ მაღალი დონის ტესტს მოგვცემს ვიდრე ეხლაა, და სპორტული თვალსაზრისით, უფრო მეტი გაჩმახების საშუალებასაც, ვიდრე ეხლა გვაქვს.


ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ახალი გამოწვევები გვჭირდება და მარტო ტესტების იმედად ვერ დავდგებით, რომელიც წელიწადში 2-ჯერ იმართება. არცერთი კომპანია მილიონებს არ გადაყრის კლუბებში მხოლოდ იმიტომ, რომ ტესტებისთვის მხეცი ნაკრები დააყენონ და მაღალ დონეებზე ვერ გავიდნენ. სავარაუდოდ, კომერციულად უფრო წამგებიანი იქნება, ვიდრე 6 ერისთვის ჩვენი დამატება. ამ შემთხვევაში ან ფედერაციამ უნდა შეინახოს კლუბი ან სახელმწიფომ, რაც სისულელე იქნება, ჯობია ეგ ფული ბავშვთა რაგბში მიიმართოს.

იდეალური ვარიანტი იქნება თუ 6 ერის ალტერნატიული ტურნირი გაჩნდება, სადაც აი ეს სირული ჩარჩოები მოიხსნება და ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა ითამაშოს ტოპ გუნდებთან. ადრე კი იყო ლაპარაკი მარა საშველი ვერ დაადგა. გადაიხდიდა ფულს შოტლანდიის ბანკი და დაადუმებდა ფედერაციას. ოკეანეთის ტურნირიც მომწონდა მარა ნამეტანი შორს არიან ეგ ოხრები biggrin.gif
იყო საუბარი და ეს ვარიანტი მეც მომწონს, ერთა თასის გამარჯვებულისა და 6 ერის ბოლოადგილოსანს შორის პლეიოფი, მარა როგორც ჩანს ამაზეც თავს იგიჟებენ ბანკირები. მოკლედ მაგარი არასწორი პოლიტიკაა რაგბში და ეს მის განვითარებას ხელს ნაღდად არ უწყობს, პირიქით და სანამ არ გამოფხიზლდებიან ევროპის და მსოფიო რაგბის მამები, მანამ არაფერი შეიცვლება. ფაქტი ერთია, რო ევროპულ რაგბში პოლიტკაა შესაცვლელი. მე სამხრეთელები მაგიტო მევასებიან, რო ისინი კომერციული თვალსაზრისით საერთოდ არ უყურებენ რაგბს. მაგიტომაც არიან ევროპელებზეც და ყველაზე წინაც და იქნებიან კიდეც. მათთვის მთავარი რაგბი და მისი განვითარებაა და არა კომერცია. არგენტინის შეშვება 3 ერში ამის ნათელი მაგალითია, მითუმეტეს რო არგენტინა მდიდარი ქვეყანა ნაღდად არაა.

QUOTE
სანაკრებო თვალსაზრისით ესაა ჩვენი მიზანი (ნატო-ევროკავშირივით) ეს აქსიომაა.

მემგონი 6 ერში უფრო მალე შევალთ, ვიდრე ნატოში ან ევროკავშირში biggrin.gif


Posted by: SGG 5 Feb 2018, 22:06
ilia132
QUOTE
ჯერ ერთი საიდან დაასკვნეს ან ვინ დაასკვნა ან რა მეთოდით რომ საქართველოს შესვლა 6 ერში არის წამგებიანი? როდესაც ასეთ დასკვნას დებს ვინმე ეს გამყარებული უნდა იყოს სერიოზული არგუმენტებით. ასეთი არგუმენტები კი ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს და ვერც იარსებებს


არგუმენტების უსასრულო რაოდენობაა smile.gif)
არგუმენტი არ არსებობს ან თითქმის არ არსებობს ჩვენს მისაღებად,თორე ჩვენს არ მისაღებად, დღეს რომ დაიწყო ჩამოთვლა,ხვალ ვერ დაამთავრებ smile.gif

QUOTE
მე სამხრეთელები მაგიტო მევასებიან, რო ისინი კომერციული თვალსაზრისით საერთოდ არ უყურებენ რაგბს.


პირველ რიგში კომერციას უყურებენ. ასე ჩრდლიოეთშიც და ასეა სამხრეთშიც.
ჩრდლიოეთში უბრალოდ მეტი რესურსია და მეტი ფულიც აქვთ და მეტსაც აკეთებენ.

Posted by: BigG 5 Feb 2018, 22:50
მსოფლიო რეიტინგში საფრანგეთი მე-10-ზე ჩამოვიდა:
1)(1) New Zealand 93.99
2)(2) England 90.87
3)(3) Ireland 86.86
4)(4) Australia85.49
5)(6) South Africa 83.81
6)(7) Wales 83.43
7)(5) Scotland 82.75
8)(8) Argentina 78.22
9)(10)Fiji 77.93
10)(9) France 77.62

Posted by: lankasteri 6 Feb 2018, 12:30
მოცემულობა, რომელშიც ევროპული რაგბი არის რომელიღაც კერძო კომპანიის კერძო ბიზნესი, არის აბსურდული და სამარცხვინო და ჩვენი მხრიდან (ძირითადად ვგულისხმობ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენს იქ არ მიღებას აპრავებს) ამ მოცემულობის უპრობლემოდ დათანხმება და მაქედან გამომდინარე მსჯელობის აგება, ძააან არასწორია.
ბიზენსი ყველა პოპულარულ სპორტშია ჩართული, მარა ასე პრიმიტიულად და სამარცხვინოთ არა, როგორც რაგბში. თორე ფეხბურთში რომ ბიზნესი ფულს აკეთებს, რაგბს არც დაესიზმრება.
როცა მსგავსი სიტუაციაა, უნდა ადგეს მსოფლიო (ევროპული) რაგბი და მაგ კომპანიას (ბანკს) უცერემონიოდ გააჯმევინოს და უფრო ლოგიკური, ალტერნატიული ვარიანტი მოიფიქრონ ევროპის ჩემპიონატის.


ნუ იმ საკითხზე აღარაფერს დავწერ, მაგ ბანკს რომ რეალურად ბიზნესის კეთების ტვინი და ტრაკი ჰქონდეს, თვითონვე ეცდებოდა 6 ერის გაფართოებას, თუნდაც მომავალში გაზრდილი შემოსავლის გამო.
კაი, ჩვენ პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ, მარა ხომ არსებობენ რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი...

Posted by: Gio_G83 6 Feb 2018, 13:17
QUOTE
კაი, ჩვენ პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ, მარა ხომ არსებობენ რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი...


მაგათ ჩვენ ღარიბები არ დავწერ რასაც ვუშვებით და ნაიმასნაქნარი რად უნდათ?

Posted by: ilia132 6 Feb 2018, 13:21
lankasteri
QUOTE
მოცემულობა, რომელშიც ევროპული რაგბი არის რომელიღაც კერძო კომპანიის კერძო ბიზნესი, არის აბსურდული და სამარცხვინო და ჩვენი მხრიდან (ძირითადად ვგულისხმობ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენს იქ არ მიღებას აპრავებს) ამ მოცემულობის უპრობლემოდ დათანხმება და მაქედან გამომდინარე მსჯელობის აგება, ძააან არასწორია.
ბიზენსი ყველა პოპულარულ სპორტშია ჩართული, მარა ასე პრიმიტიულად და სამარცხვინოთ არა, როგორც რაგბში. თორე ფეხბურთში რომ ბიზნესი ფულს აკეთებს, რაგბს არც დაესიზმრება.
როცა მსგავსი სიტუაციაა, უნდა ადგეს მსოფლიო (ევროპული) რაგბი და მაგ კომპანიას (ბანკს) უცერემონიოდ გააჯმევინოს და უფრო ლოგიკური, ალტერნატიული ვარიანტი მოიფიქრონ ევროპის ჩემპიონატის.


ნუ იმ საკითხზე აღარაფერს დავწერ, მაგ ბანკს რომ რეალურად ბიზნესის კეთების ტვინი და ტრაკი ჰქონდეს, თვითონვე ეცდებოდა 6 ერის გაფართოებას, თუნდაც მომავალში გაზრდილი შემოსავლის გამო.
კაი, ჩვენ პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ, მარა ხომ არსებობენ რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი...


აბსოლუტურად მართალი ხარ

Posted by: Qolga 6 Feb 2018, 13:29
lankasteri

არ აქვს მაგის ბერკეტები რომ გააჯმევინოს. 6 ნაკრები შეიკრიბა და საერთოდ არ აინტერესებს რას ეტყვის "მსოფლიო რაგბი". რითი დაემუქრებიან ესენი? მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთით? თუ ჰაინეკენის თასიდან? ორივეგან ისე ჭირდებატ მაგათი გუნდები, როგორც წყალი. ასე რომ, როცა ორივე ჯოკერი მათ ხელშია, "მსოფლიო რაგბი" უბრალოდ დამა ყვავია.

Posted by: OSTAP 6 Feb 2018, 13:41
იმის გარდა, რომ 6 ერი არის კერძო კომპანია და იქ მოხვედრა დიდწილად ეკონომიკურ ფაქტორებზე არის დამოკიდებული, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარეს დგანან ინგლისის, საფრანგეთის, კელტების კლუბთა ჩემპიონატებიის, ასევე ევროპული საკლუბო რაგბის მესვეურებიამაშეებისგადინებას. 6 ერის ფანჯრების გაზრდა იწვევს ამ ჩემპიონატეის კლუბებიდან წამყვანი მოთამაამაშეების გადინებას. ანუ ბურჯალალი იხდის მაყუთს მოთამაშეში, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით მინიმუმ 8 სათამაშო კვირას აცდენს კლუბში (5 კვირა - 6 ერი, და 3 კვირა - ნოემბრის ტესტები). ამას, რომ საქართველო და რუმინეთი დაუმატო, გაცდენილი კვირების რაოდენობა იზრდება 12-მდე. ამას დაუმატე სანაკრებო თამაშებში ტრამვის ალბათობა, რომელიც კლუბისთვის პირდაპირი ზარალია. და საბოლოო ჯამში კიდე რაგბის პროფკავშირები, რომელიც ითხოვს, რომ რაღაც რაოდენობა თამაშების მერე მორაგბემ დაისვენოს.
აქედან გამომდინარე საფრანგეთის, ინგლისის და კელტების კავშირებს, პროფესიული რაგბის ლიგებს და ა.შ. უნდათ ფორმატის გაზრდა? სწორედ ამიტომ ლაპარაკობენ ფლეი ოფებზე ბოლო ადგილზე გასულ გუნდსა და ჩვენს შორის. ამით არ ირღვევა კალენდარი და არ ილახება კლუბების ინტერესები.

Posted by: otia-83 6 Feb 2018, 13:42
lankasteri
QUOTE
მოცემულობა, რომელშიც ევროპული რაგბი არის რომელიღაც კერძო კომპანიის კერძო ბიზნესი, არის აბსურდული და სამარცხვინო და ჩვენი მხრიდან (ძირითადად ვგულისხმობ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენს იქ არ მიღებას აპრავებს) ამ მოცემულობის უპრობლემოდ დათანხმება და მაქედან გამომდინარე მსჯელობის აგება, ძააან არასწორია.

დავიწყებ იქიდან, რომ არაფერს არ ვაპრავებ. მეტი საქმე არ მაქვს რაგბის ვირიშვილი "მამების" ხუშტურები გავაპრავო. პირიქით ვისაც უნდა შევეჯიბრები 6 ერში მიღების სურვილის სიდიდეში smile.gif მე აბსურდულს ვერ ვუწოდებდი კერძო კომპანიის ბიზნეს ინტერესებს. მას რაც უნდა იმას აკეთებს და სადაც კანონს არ არღვევს თავის სურვილებში ვერავინ ვერ შეედავება და საპირისპიროს ვერ მოსთხოვს. აი რაგბი ევროპის მამები კი ნამდვილად უტრაკო, ბანძი პენისები არიან. რომლებსაც არანაირი გავლენა არ აქვთ ბობოლა ქვეყნებზე და პირიქით ბლომად ვაზელინი აქვთ წასმული თავზე და ეტენებიან. ამ მოცემულობიდან ჩვენ გულშემატკივრებს ერთადერთი არჩევანი გვაქვს, მივიღოთ ამჯერად ეს პირობები და თან ბევრი ვუტრაკოთ ამის შეცვლაზე. რაც არ უნდა ლოგიკური არგუმენტები გვქონდეს ჩვენს იქ მიღებაზე, სულ რომ ლონდონში გადავღუნოთ ინდლისი და დაბლინში ირლანდია. მაინც თავის ინტერესებს გაატარებს შპს 6 ერი, ყველანაირ არგუმენტს დაიკიდებს, რაც თავის ბიზნეს ინტერესებს არ ემთხვევა. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია ამის საწინააღმდეგოდ. ეს სამწუხარო, დამპალი რეალობაა.

შპს 6 ერს თავი დავანებოთ. 18 წლამდე ევროპა ხო რაგბი ევროპის ეგიდით ტარდებოდა. იმდენად ბანძი ორგანიზაციაა, რომ ჩვენთან წაგებით განაწყენებული ბობოლა ვირიშვილები ისე გაექცნენ სიტყვაც კი ვერ შეჰკადრეს. ადგნენ და წავიდნენ.


აი ჩვენ გულშემატკივრებმა რა უნდა შევცვალოთ?

ჩვენ, რომ რეჩ-ის სხვა ქვეყნების ნახევარი ეკონომიკური რესურსი მაინც გვქონდეს აქეთ დაგვპატიჟებდნენ 2016 წლის გათამაშებაშივე.

Posted by: Gio_G83 6 Feb 2018, 13:46
პ.ს.
ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული ლევანი მე არ მახსოვს...

6 ერის და ანგლოსაქსების დედაცმოვდღან, მარგამ დარბაისელი ბატონების ნერვებს მეტად გავუფრთხილდეთ

Posted by: ilia132 6 Feb 2018, 14:25
QUOTE
სწორედ ამიტომ ლაპარაკობენ ფლეი ოფებზე ბოლო ადგილზე გასულ გუნდსა და ჩვენს შორის. ამით არ ირღვევა კალენდარი და არ ილახება კლუბების ინტერესები.

მეც მომწონს ეგ სისტემა და მხარსაც ვუჭერ. უკეთესი იქნებოდა ალტერნატიული ტურნირი მაგ გუნდების მონაწილეობით რომელსაც უშუალოდ ფედერაცია აიღებდა თავის თავზე მარა ფედერაცია კი არა უბორნიაა.

QUOTE
აი რაგბი ევროპის მამები კი ნამდვილად უტრაკო, ბანძი პენისები არიან. რომლებსაც არანაირი გავლენა არ აქვთ ბობოლა ქვეყნებზე და პირიქით ბლომად ვაზელინი აქვთ წასმული თავზე და ეტენებიან. ამ მოცემულობიდან ჩვენ გულშემატკივრებს ერთადერთი არჩევანი გვაქვს, მივიღოთ ამჯერად ეს პირობები და თან ბევრი ვუტრაკოთ ამის შეცვლაზე. რაც არ უნდა ლოგიკური არგუმენტები გვქონდეს ჩვენს იქ მიღებაზე, სულ რომ ლონდონში გადავღუნოთ ინდლისი და დაბლინში ირლანდია. მაინც თავის ინტერესებს გაატარებს შპს 6 ერი, ყველანაირ არგუმენტს დაიკიდებს, რაც თავის ბიზნეს ინტერესებს არ ემთხვევა. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია ამის საწინააღმდეგოდ. ეს სამწუხარო, დამპალი რეალობაა.

შპს 6 ერს თავი დავანებოთ. 18 წლამდე ევროპა ხო რაგბი ევროპის ეგიდით ტარდებოდა. იმდენად ბანძი ორგანიზაციაა, რომ ჩვენთან წაგებით განაწყენებული ბობოლა ვირიშვილები ისე გაექცნენ სიტყვაც კი ვერ შეჰკადრეს. ადგნენ და წავიდნენ.


აი ჩვენ გულშემატკივრებმა რა უნდა შევცვალოთ?

ჩვენ, რომ რეჩ-ის სხვა ქვეყნების ნახევარი ეკონომიკური რესურსი მაინც გვქონდეს აქეთ დაგვპატიჟებდნენ 2016 წლის გათამაშებაშივე.

გეთანხმები ყველაფერიში

QUOTE
ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული ლევანი მე არ მახსოვს...

მოდი და ნუ გაბრაზდები ამათ შემხედვარე. არ შეიძლება ასე გულხელდაკრეფილი ჯდომა და იმის ყურება როგორ ხდება სპორტი ერთი დიდი კომპანია კონტინენტზე. არც ის მესმის რატომ არ აქვს გავლენა ნებისმიერ ტურნირზე. თუ არ აქვს მაშინ რისთვისღაა საჭირო ფედერაცია? შპს 6 ერიც წესებს მშვენივრად დაწერს. ნძრევას შეეშვან და საქმე აკეთონ მაგ დედაარღნიანებმა, მარა მუქთა ფული ეტყობა კაი რამეა და რაზე აიწითლონ უკანალები? სამხრეთთან მაინც ვყოფილიყავით ახლოს აქამდე 4 ერშიც შეგვიშვებდნენ biggrin.gif

უბრალოდ სამარცხვინოა რაც რაგბში დღეს ხდება და თუ ასე გაგრძელდა ეს სახეობა წინ ვეღარ წავა. ჩინელებს აქვთ ნათქვამი, რაც უფრო მეტია აკრძალვები მით უფრო მეტია სიღარიბეო და სრული ჭეშმარიტებაა. ხოდა სანამ ასე გაგრძელდება კარჩაკეტილობის პოლიტიკა ევროპაში, მანამ 500K მეტი წლიური ხელფასი ბევრს არ ექნება და შეიძლება ეგეც შუმცირონ biggrin.gif ასე რომ თუ ფული უნდათ სხვანაირი ბიზნეს სტრატეგია უნდა შეარჩიონ და უნდა ახსოვდეს ყველას რო ფული ყველაფერი არ არის.

Posted by: xDavid_S 6 Feb 2018, 15:53
QUOTE
სწორედ ამიტომ ლაპარაკობენ ფლეი ოფებზე ბოლო ადგილზე გასულ გუნდსა და ჩვენს შორის.
ამით არ ირღვევა კალენდარი და არ ილახება კლუბების ინტერესები

სამაგიეროდ სრული ფინანსური კოლაფსი ელის გავარდნილ ქვეყანას,
რაც ნიშნავს, რომ არასოდეს დათანხმხდებიან

კალენდარს რაც შეეხება, მარტივად შეიძლება იგივე (!!!) დროში ჩატარდეს
2x4 გუნდა ჯგუფისგან შემდგარი ტურნირი, თავისი პლეიოფები'თურთ
+ ფინანსური დანაკარგიც მინიმალური იქნება

2-3 წლის წინ ვწერდი ამაზე...

საუბარიც კი ზედმეტია გაფართოებაზე, სანამ
ა. კანდიდატი პერმანენტულად (და არა ერთჯერადად !) არ დაიწყებს 6 ერის ქვეყნების დამარცხებას
ბ. ქვეყნ(ებ)ის ეკონომიკური პოტენციალი არ გაიზრდება იქამდე, რომ სასპონსორო შემოსავლები საკმარისად მიმზიდველი გახდეს ევროპელთათვის

ჩვენს რეალობაში კიდე
0. შოტლანდია სახეს გვახევს პირველივე ტაიმში
1. უელსის მეორე (!) ნაკრებთან ყოვლად უსახურ თამაშში ფრესაც კი უდიდეს მიღწევად "ჩავითვლიდით"
2. სასპონსორო შემოსავლებზე ყველაზე გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც კი სდუმან
3. ხვალ რომ საფრანგეთმა ლეგიონერებზე ლიმიტები შემოიღოს, პატარა შოკუნიები გველის


=
არც სპორტულად და არც ეკონომიკურად არ ვიმსახურებთ 6 ერში ყოფნას
გვინდა, მაგრამ არ გვეკუთვნის

Posted by: qobula 6 Feb 2018, 15:58
QUOTE
პატარა შოკუნიები გველის


ცოტა რიბალადაა ნათქვამი. smile.gif

Posted by: SGG 6 Feb 2018, 15:58
შეუცნობელია ქართველის მენტალიტეტი biggrin.gif

წარმოიდგინეთ, არის ხალხი ევროპაში და ამ ხალხმა,შექმნა იმაზე ბევრად კარგი და მდიდარი სახელმწიფოები,ვიდრე საქართველოა.

ამავე ქვეყნებში არის სპორტის სახეობა- რაგბი(მათივე შექმნილი). იმდენად უყვართ, რომ გინდ ჩემპიონატებისს და გინდ ნაკრების თამაშებზე,უამრავი ხალხი დადის.
მათი საუკეთესო ტურნირი კი არის 6 ერი, რომელიც არის ძალიან მაგარი პროდუქტი, სანახაობრივი და უდიდესი შემოსავლით. თან ეს შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება smile.gif
მოკლედ, ამ ხალხის შექმნილია ეს პროდუქტი smile.gif

კავკასიაში კი არის ერთი ღატაკი ქვეყანა საქართველო,ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში.
რაგბის თამაში კარგად გამოსდით,მაგრამ მაინც შეამჩნევი სხვაობაა გრანდებთან.
ამ ქვეყანაში სარაგბო ბიზნესი არ არსებობს,რაგბი არის მიერთებული სახელმწიფო პენსიაზე და ხალხი ითხოვს რომ ბილეთი ნაკრების თამაშებზე ღირდეს 1 ლარი smile.gif შიდა ჩემპიონატში საერთოდ უფასოა დასწრება,მაგრამ მარტო ნათესავები დადიან თამაშებზე.
ამ ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ამბობს,რომ ექვს ერში შესვლის შემთხვევაში მათი ფინანსური პრობლემები მოგვარდება smile.gif ინგლისელი ან უელსელი იხდის ბილეთში 200-300 ფუნტს და უგვარებს პრობლემებს ქართულ რაგბს smile.gif

ნუ კაი ჯანდაბას, ხალიავაზე ყოფნა ვის არ უნდა და არ უყვარს,შეგვიძლია გავიგოთ და მამენტ შევირგებთ კიდეც მშვენივრად,თუ მიგვიღეს smile.gif

მაგრამ არა,ამით არ მთავრდება ეს ყველაფერი, ამ მოცემულობის ფონზე,კიდე ევროპელი არის - სირი და დედა#####ული biggrin.gif

Posted by: lankasteri 6 Feb 2018, 16:40
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ პირადად მე პასუხისმგებლობას მსოფლიო რაგბის თავკაცებს ვაკისრებ და არა ვიღაც კერძო ვაჭრუკანებს, რომლებსაც გასდით და აკეთებენ ფულს.
ცვლილებებს რაც შეეხება, იმას არ ვიძახი ბრახ და უცბად მომენტალურად თვდაყირა დააყენოს IRB-მ ყველაფერი-თქო. მარა რამდენიმე წელში შეუძლიათ მოამზადონ სიტუაცია და შეცვალონ ყველაფერი, მარა მოძრაობას არ აკეთებენ.

მდიდარ და აყვავებულ, რაგბის გამომგენებლებისთვის ჭკუის სწავლებას რაც შეეხება, ეგეთ სიტუაციაზე ერთი გამოთქმა არსებობს, კვერცხს თუ ვერ ვდებ, არ ნიშნავს რომ საღ და ლაყე კვერცხს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგანო.
ფეხბურთის სახით ნათელი მაგალითი გვაქვს, თუ რანაირად უნდა აკეთო (ბევრად) დიდი ფული და თან ისე, რომ სპორტული მხარე ბრიყვული შეზღუდვებთ არ დააზარალო.

Posted by: SGG 6 Feb 2018, 16:46
lankasteri
QUOTE
ეგეთ სიტუაციაზე ერთი გამოთქმა არსებობს, კვერცხს თუ ვერ ვდებ, არ ნიშნავს რომ საღ და ლაყე კვერცხს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგანო.


არჩევ თუ არა,მაგას დამტკიცება უნდა,ან არჩევ,ან არა. მაგათი მეასედი ბიზნესი გავაკეთოთ რაგბისგან და მერე გამოჩნდება რას ვარჩევთ და რას არა.
ამ ეტაპზე სარაგბო ბიზნესი საქართველოში არ არსებობს,ესე იგი, ვერაფერსაც ვერ ვარჩევთ.

QUOTE
ფეხბურთის სახით ნათელი მაგალითი გვაქვს, თუ რანაირად უნდა აკეთო (ბევრად) დიდი ფული და თან ისე, რომ სპორტული მხარე ბრიყვული შეზღუდვებთ არ დააზარალო.


იდეები მუქთაა და რისკი და ხარჯი მათი გასაწევია. ნებისმიერ ქართულ სუფრაზე, ათას "მაგარ"ბიზნეს იდეას მოისმენ.
მაგ მსოფლიო რაგბი, მსოფლიოში მეორე სანაკრებო ღონისძიებას ატარებს ფეხბურთის შემდეგ და მილიარდებს წერს.

ქართველი რომ მაგათ სირს და დედა#####ულს დაუძახებს,მაგაზე ტრაგიკომიკური არაფერი შეიძლება იყოს.

Posted by: Werner Voss 6 Feb 2018, 16:55
მომთმენები რომ ვიყოთ და ჩუმად ვიაროთ მიზნისკენ ეგეთი რამე არ გვაწყობს? უშედეგოდ ყვრილში და ტორების ქნევაში აზრს ვერ ვხედავ, ტყუილად ვხარჯავთ ენერგიას და ნერვებს.

Posted by: ilia132 6 Feb 2018, 17:15
SGG
QUOTE
კიდე ევროპელი არის - სირი და დედა#####ული

კი ზუსტად ეგ არის რადგან განვითარების შესაძლებლობას არ გაძლევს. 6 ერში თამაში ჩვენი თვითმიზანი იმიტომ კი არაა, რომ ვიღაცას თავი ვანახვინოთ, არამედ ის რომ გვჭირდება უფრო მაღალი დონე განვიტარებისთვის. ახლა ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, სადაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ისეთ გარემოში ყოფნა რაც მის დონეს უფრო აამაღლებს. ერთა თასი კი კაი ხანია ამის შესაძლებლობას აღარ იძლევა ჩვენთვის, უვარგისი გახდა და ახალი სიმაღლეებია საჭირო. ამის მისაღწევად ტესტ მატჩები კანადასთან, აშშ-სტან, იაპონიასთან დიდი ვერაფრის მომცემია, თან სულ 2 სეზონზე ტარდება წელიწადში ეგაა და ეგ. ეს შედეგების განსაზღვრის ინდიკატორი ვერანაირად ვერ იქნება. ერთადერთი რაც ასეთ დონეზე თამაშის შესაძლებლობას იძლევა არის მხოლოდ 6 ერი სანაკრებო დონეზე და ბუნებრივია ჩვენი სწრაფვა მისკენ, მაგრამ არა ეკონომიკური სარგებლის გამო როგორც ამაზე ზოგიერთები აპელირებთ, არამედ სათამაშო დონის ასაწევად. ვინც ჩვენი რაგბის სამზარეულოს მეტ-ნაკლებად მაინც იცნობს დამეთანხმება, რომ ეს ასეა და ვისაც გონია რომ დიახაც ეკონომიკური სარგებლისთვის შევდივართ მანდ მწარედ ცდება, იმიტომ რომ ჩვენი ბიჭების, გუნდის თითოეული წევრის მენტალობა ამას არ ემყარება. ბიჭები, ყველანი მთლიანი გუნდი, წვალობენ და შრომობენ იმ საზიზღარ პირობებში რაც გვაქვს და კარგ შედეგებს დებენ. სწორედ მათ შრომას უნდა დაფასება სათამაშო თვალსაზრისის კუთხით და ამისთვის ჯერ-ჯერობით 6 ერია. თუ გაჩნდება რომელიმე სხვა ტურნირი კიბატონო, მხოლოდ მივესალმები.

კაი ბატონო დავანებოთ თავი ამ 6 ერს. ყველამ ვიცით რომ ბორდელის პრინციპით მუშაობენ სათავეში მსხდომნი. მომეცი ფული და გასიამოვნებ biggrin.gif
მაგრამ მაქვს კითხვა სად წავიყვანოთ ეს ბიჭები, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ? სად გამოვიჩინოთ თავი რომ ჩვენი ქვეყანა საკლუბო დონეზეც საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის? როგორ უნდა დავამარცხოთ უფრო ძლიერი გუნდები თუ მათთან რეგულარული თამაშის შესაძლებლობა არ გვექნება? ტესტებით?- სასაცილოა biggrin.gif

მაშინ როდესაც ევროპის და მსოფლიო რაგბის მამები ნძრევით კვდებიან არსებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად და დეფაქტოებად არიან გადაქცეულნი. მაშინ როდესაც სარაგბო სამყარო ტრუმენის შოუს ემსგავსება და მაშინ როდესაც არ გეძლევა შანსი მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ქონიან ბიძებს მილიონები შემოაკლდებათ და იმსახურებ თუ არა თამაშის ხარისხით რამეს, უარზე არიან ეს არის მკრეხელობა და მეტი არაფერი. დიახ, მსოფლიო რაგბის ფედერაცია ისევე როგორც ფიფა და უეფა უნდა ზრუნავდეს თავისი რაგბის განვითარებაზე. უნდა ამუშავებდეს სხვადასხვა პროგრამებს და უნდა ხარჯავდნენ მილიონებს მსოფლიოში ამ სპორტის პოპულარიზაციასა და დონის აწევაზე. უნდა ქმნიდეს თანაბარი შესაძლებლობების მქონე გარემოს ყველასთვის და არა გეტოებს - ასეა სამყაროშიც. მდიდარი ქვეყნები მუდამ ეხმარებიან განვიტარებად და განუვითარებელ სახელმწიფოებს ყველანაირად (რამდენად სწორად იყენებენ ამას ბენეფიციარები სხვა საკითხია) და ეს შეუქცევადი პროცესია. ასეა სხვა სპორტებში და ლოგიკა ბატონებო, რომ ღარიბები ვართ და არ გვეკუთვნის მიუღებელია ჩემთვის. დიახ სწორედ იმიტომაც გვეკუთვნის რომ ღარიბები ვართ და ამ ღარიბ ნაკრებს ეგ მდიდარი უელსი შერკინებაში არ უდგება და გაურბის რომ არ წააგოს ვიღაც ღარიბ და მაჩანჩალა ქვეყანასთან. დიახ იმ განვიტარებული და ტოპ ქვეყნების ვალია დაეხმაროს განუვიტარებელ ქვეყნებს, რადგან სამყარო ერთეულების არ არის და ისტორიულადაც ვინც ასეთი წყობა მოინდომა ყველა ჩამოიშალა თან ისე, რომ მისი აღდგენაც კი შეუძლებელია. ასე რომ თუ ასეთი პოლიტიკა განვითარდა და რამე არ შეიცვალა მაგ 6 ერსაც ეგ ბედი ელის. გამოჩნდება ვიღაცა სხვა მილიარდელი, რომელიც ალტერნეტიულს გააკეტებს უფრო მაღალბიუჯეტიანს სადმე და 6 ერის ჩამოშლაც დაიწყება. ბატონებო ხალხი ფულს სანახაობაში იხდის ჩვენთანაც და სხვაგანაც და სანახაობას 6 გუნდი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ვერ შექმნის. თუკი რობი ულიამსის, ქულიოს, ჯო კოკერის (აცხონოს ღმერთმა smile.gif ) კონცერტებში 100 ლარზე მეტს ვიხდით და დინამო არენას ვავსებთ, 6 ერის თამაშებზეც გადავიხდით და არც მასე ტრაკში ვართ ეკონომიკური თვალსაზრისით როგორც თქვენ გგონიათ.
დაბოლოს, დროა ცვლილებების დაწყებისა მსოფლიო რაგბში და იმედი მაქვს ამ ცვლილებების დასაწყის ვიქნებით ჩვენ.
წარმატებები ჩვენ ბიჭებს და ყველას ერთად!!! smile.gif

Posted by: SGG 6 Feb 2018, 17:26
ilia132
QUOTE
კაი ბატონო დავანებოთ თავი ამ 6 ერს. ყველამ ვიცით რომ ბორდელის პრინციპით მუშაობენ სათავეში მსხდომნი. მომეცი ფული და გასიამოვნებ 


რა მაინტერესებს იცი? smile.gif))

თუ ბორდელის პრინციპით მუშაობენ და ბოზები და მამაშები არიან,მაშინ რას ვეტენებით მაგ ბოზებს და მამაშებს წმინდა გიორგის ორდენოსანი რაინდები? biggrin.gif
რით გამოდიხარ მაგათზე უკეთესი? biggrin.gif
თუ იქ რომ მიგვიღებენ,ჩვენ ვაჟკაცობას მივაწვებით და ისინი იბოზებენ? smile.gif)

თუ ვაჟკაცობა გინდა, იარეს საქართველოს ჩემპიონატზე, უფასოა smile.gif)
მძიმე შემთხვევაა smile.gif) საერთოდ სპორტის და ცხოვრების პრინციპებისგან ძალიან შორს ხარ smile.gif

დახმარებას რაც შეეხება, ყოველწლიურად გვეხმარება მსოფლიო რაგბი ფინანსურად smile.gif

QUOTE
ისტორიულადაც ვინც ასეთი წყობა მოინდომა ყველა ჩამოიშალა თან ისე, რომ მისი აღდგენაც კი შეუძლებელია. ასე რომ თუ ასეთი პოლიტიკა განვითარდა და რამე არ შეიცვალა მაგ 6 ერსაც ეგ ბედი ელის


ოდესმე სამყაროც შეიძლება დაინგრეს,მაგრამ ამ ეტაპზე ექვსი ერი ყოველწლიურად უფრო ძლიერდება და მდიდრდება smile.gif
6 ერი თუ დაიშლება,იმის გამო ნაღდად არ დაიშლება,საქართველო რომ არ მიიღეს

Posted by: Ptx 6 Feb 2018, 17:34
მგონი დროებით უნდა მოვეშვათ 6 ერში შეშვლაზე ორიენტირებულობას, უბრალოდ უნდა დავისახოთ მიზნად 6 ერის გუნდების დამარცხება და ამისკენ მივმართოთ მთელი რესურსი. რო დავამარცხებთ მერე შეიძლება აქეთ დაგვიძახონ.

Posted by: ilia132 6 Feb 2018, 18:23
SGG
[quote]რა მაინტერესებს იცი? ))
[quote]თუ ბორდელის პრინციპით მუშაობენ და ბოზები და მამაშები არიან,მაშინ რას ვეტენებით მაგ ბოზებს და მამაშებს წმინდა გიორგის ორდენოსანი რაინდები?
რით გამოდიხარ მაგათზე უკეთესი?
თუ იქ რომ მიგვიღებენ,ჩვენ ვაჟკაცობას მივაწვებით და ისინი იბოზებენ? )

თუ ვაჟკაცობა გინდა, იარეს საქართველოს ჩემპიონატზე, უფასოა )
მძიმე შემთხვევაა ) საერთოდ სპორტის და ცხოვრების პრინციპებისგან ძალიან შორს ხარ [/quote]
ჰაჰაჰაჰა კიდე მე ვარ სპორტის და ცხოვრების პრინციპებისგან შორს ამ კომენტარის შემდეგ? biggrin.gif biggrin.gif
ნუ ჯერ ერთი რაც ვთქვი გადატანითი მნიშვნელობითაა და როგორც ჩანს შენი ინტელექტუალური რესურსი მაგ დონეს ვერ ქაჩავს რაც ძალზედ საწყენია. ლოგიკაზე არაფერს ვამბობ.ხოდა ამ კომენტარის შემდეგ შენთან კამათს არანაირი აზრი არ აქვს. ღმერთმა ხელი მოგიმართოს smile.gif

Posted by: Qolga 6 Feb 2018, 18:28
ერთი კითხვა მაქვს, რომელზეც ძალიან მაინტერესებს პასუხი. აი, რამდენს გადაიხდით ყველაზე ბევრს ბილეთში, ისე რომ ყველა სახლის თამაშს დაესწროთ? თან ყველაზე იაფიან ადგილზე მაქვს ლაპარაკი, ძელების უკან ან კუთხეში. რა არის ის მაქსიმუმი რასაც გადაიხდით ასეთ ადგილში?

Posted by: otia-83 6 Feb 2018, 18:29
Ptx
QUOTE
მგონი დროებით უნდა მოვეშვათ 6 ერში შეშვლაზე ორიენტირებულობას, უბრალოდ უნდა დავისახოთ მიზნად 6 ერის გუნდების დამარცხება და ამისკენ მივმართოთ მთელი რესურსი. რო დავამარცხებთ მერე შეიძლება აქეთ დაგვიძახონ.

yes.gif უფრო საინტერესოები გავხდებით მათთვის yes.gif

Posted by: Lockhead 6 Feb 2018, 19:44
აი რა რა და ფინანსური მიზეზით 6 ერის "ჩაკეტვა" როგორც ჟარგონზე იტყვიან სრული "ბეზპრეძელია". დავიწყოთ იმით რომ მარტო საქართველოა ევროპაში ასეთი გაღატაკებული. იგივე ბელგია გერმანია ესპანეთი ვისზე ნაკლებნი არიან ცხოვრების დონით? კი ბატონო ამ ჯერზე არ აქვთ საქართველოსნაირი სპორტული შედეგები, მაგრამ ძირშივე რომ უსპობ უბრალოდ გაჯიბერბის შანსს ეს რა მიზეზით ხდება? თუ გერმანელი ან ესპანელი არ გადაიხდის იგივე თანხას ბილეთში რასაც ბრიტანეთ-საფრანგეთში იხდიან? ყველაზე კარგი გამოსავლი არის დაამატონ კიდევ ერთი ნაკრები, გახადონ 7 ერი და ბოლოადგილოსანი პლეი-ოფში ათამაშონ რაგბი ევროპის ჩემპიონთან. ეს არც კალენდარს გადატვირთავს და არც რაიმე სერიოზულ ზიანს მიაყენებს რაგბის ზოგადად გნებავთ ფინანსური და გნებავთ სხვა ნებისმიერი მიზეზით.
* * *
QUOTE (Qolga @ 6 Feb 2018, 18:28 )
ერთი კითხვა მაქვს, რომელზეც ძალიან მაინტერესებს პასუხი. აი, რამდენს გადაიხდით ყველაზე ბევრს ბილეთში, ისე რომ ყველა სახლის თამაშს დაესწროთ? თან ყველაზე იაფიან ადგილზე მაქვს ლაპარაკი, ძელების უკან ან კუთხეში. რა არის ის მაქსიმუმი რასაც გადაიხდით ასეთ ადგილში?

6 ერის გუნდთან ჩემი აზრით დინამო გაივსება ბილეთის ფასი 20-50(ამ შუალედში) ლარი რომ ღირდეს.
ეს მხოლოდ ჩემი აზრია შეიძლება ვცდები....
პ.ს. სიგარეტი გახდა ბლიად 5 ლარი და ყოველი მეორე მაინც ეწევა და წელიწადში 20-30 ლარს მაგარ რაგბიში როგორ არ "გაისვრიან". user.gif

Posted by: GIORGI112 6 Feb 2018, 20:18
მსოფლიო რაგბი იმიტომ არ ეუბნება 6 ერს არაფერს რომ თავად ეგენი არიან მსოფლიო რაგბიშიც თავიანთ სამხრეთელ დამქაშებთან ერთად smile.gif
6 ერის და 4 ერის "ბოზები" წყვეტენს მსოფლიო რაგბის საკითხებს. დანარჩენს ქვეყნებს (მთელ მსოფლიოს) ვგონებს სადღაც 28 % მდე აქვს ხმის უფლება მანდ smile.gif რამდენიმე წლის წინ უფრო ცოტა ქონდა

Posted by: rugby2011 Geo 6 Feb 2018, 20:20
Lockhead
QUOTE
თუ გერმანელი ან ესპანელი არ გადაიხდის იგივე თანხას ბილეთში რასაც ბრიტანეთ-საფრანგეთში იხდიან?

არ გადაიხდიან. გერმანიაში რაგბი აინტერესებს 1000 ადამაინს. ზოგადად ამ ქვეყანაში, რაც მათ ინტერესების სფეროში არ არის, საერთოდ არც იციან რომ არსეობს. წარმოუდგენელია ესე უაზროდ მოიყვანო სტადიონზე და 200 ევრო გადახდევინო ბილეთში ))))
მოკლედ არ არის ამ ქვეყნებში იმხელა დაინტერესება, რომ ფული დაწეროს. ჩვენ დონეზე, რომ იყვნენ უკვე 6 ერში იქნებოდნენ აუცილებლად.

ზოგადად რაც მეტს ტვის მოვუ...... მამაშებს, მით უკეთესი ჩვენთვის. მაქსიმუმი უნდა მოვითხოვოთ, რომ მინიმუმი მაინც მოგვცენ ))))) თორე მორიდებით, რომ ტესტებზე ვეჯღანებოდეთ მაგასაც დაგვამადლებენ )))) 6 ერი, რომ უტოპიაა ჯერ-ჯერობით აშკარაა. ჩვენ მაინც მაგ თემაზე უნდა ვეჭიდაოთ, რომ უსამართლოდ გვექცევიან და იძულებულები იქნებიან, მეტი და მეტი კაი ტესტი მოგვცენ დასამშვიდებლად. თან წამლად, რაღაც ბრიტანული გამოცემებიც, პერიოდულად ახურებენ )))))

ამასობაში ჩვენი კავშირიც თუ გონზე მოვა და კელტებში გუნდის ამბავს მოაბას თავს, ხომ საერთოდ მაგარი იქნება. სვანიძის წინასაარჩევნი სიტყვის მოშველიება მიყვას ასეთ დროს ))))) ფული პრობლემა არ არის, მთავარია იდეები გვქონდესო )))))
ჩენი ხსნა აქაა. სხვა შემთხევვაში მაგრად ვიბუქსავებთ.

Posted by: otia-83 7 Feb 2018, 00:23
QUOTE
ფული პრობლემა არ არის, მთავარია იდეები გვქონდესო

ყველაზე პოპულისტური საარჩევნო ბლა ბლა ბლა

მაგათ ჯობია აზიურ კომპანიბთან აწარმოონ მოლაპარაკებები პრო-14 სპონსორობაზე. ტოიოტა, მიცუბიში, სონი, სუბარუ, ჰონდა ,პანასონიკი დასხვა დიდი კომპანიებინევრიპჰლ ბაზარზე რეკლამისთვის დიდ თანხებს გადაიხდიან.

Posted by: AnRI992 7 Feb 2018, 00:34
იცით რა მაინტერესებს?

ერთი კლუბი ვერ შეგვინახავს რო ევროპულ ჩემპიონატში ჩავაბათ.... ამას ვერ ვაბამთ თავს.
ელემენტარულად ქვეყანას, სადაც ერთი გუნდის შესანახი ფული არ გროვდება, 6 ერზე რა ესაქმება?
ან რომელიმე გუნდი დამარცხებული მაინც გვყავდეს... სპორტული თვალსაზრისითაც კი აქვთ უფლება უარი გითხრან იმიტომ რომ ექვსივე ნაკრები ჯობია საქართველოს.
საერთოდ არაფერი არ დაგვიმტკიცებია საიმისოდ რომ 6 ერში ჩვენი მიუღებლობა უნამუსობა იყოს და ვინმე ჩვენგან ლანძღვას იმსახურებდეს.

Posted by: GioWEED 7 Feb 2018, 00:59
AnRI992
იმიტო კი არ ატიან სალანძღები ჩვრნ რო არ გვიღრბენ, იმიტო რო ჩაუმყაყდათ და სამსრცხვინოდ გადააბარეს სპორტი 1 კომპანიას.

ევროპის 18 წლამდელებიც გაიყვანეს რო "ფსიქოლოგიური" ტრამვა ადგებათ ბავშვრბს როცა ქართველ თანატოლებთან აგებენო.

იმიტო რო ეს სპორტი მიისაკუთრეს და გასაქანს არ აძლევენ რო გავრცელდეს ყველგან.

იმიტო რო რაგბი ლიგას ეწინააღმდეგებოდნენ პროფესიონალური რო გახდა და ფილზე გაყიდულს ეძახდნენ. ეხლა კიდე ფულის გულისთვის ერთ ადგილსაც ათამაშებენ.

იმიტო სრა რო ღარიბ საქართველოს არ იღებენ 6 ერში.

იტალია უნდა გავუგოროთ იტალიაშივე!!!

Posted by: SGG 7 Feb 2018, 01:09
GioWEED
QUOTE
იმიტო კი არ ატიან სალანძღები ჩვრნ რო არ გვიღრბენ, იმიტო რო ჩაუმყაყდათ და სამსრცხვინოდ გადააბარეს სპორტი 1 კომპანიას.


აი ეს ცრუ ინფორმაციები საიდან ვრცელდება biggrin.gif

რა ჩამყაყდა ხალხო, უფრო და უფრო მეტ ფულს აკეტებენ,მეტი და მეტი მაყურებელი სტადიონზე და ტელევიზორტთან, მეტი და მეტი ფული.
23 წლის წინ გახდა პროფესიონალური სპორტი და ატარებენ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ჩემპიონატს.
ამ 23 წლის განმავლობაში არნახულად არის გაზრდილი რაგბის პოპულარობა და უფსკრულია 1995 წელს რაც იყო და დღეს რაცაა.
ევროპაშI, ყველა რაგბის კავშირის შემოსავალი,წლიდან წლამდე იზრდება.

უმაგრესი სტადიონები,ინფრასტრუქტურა,უმაღლესი დონის ტელე გაშუქება,სპორტული მედიცინა უმაღლეს დონეზე.

და ამ ყველაფრის შემქნელებს აგინებს დიდი 10-ის და რაგბი ტვ-ის შემქმნელი ქართველი ერი biggrin.gif

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 01:13
QUOTE (otia-83 @ 6 Feb 2018, 18:29 )
Ptx
QUOTE
მგონი დროებით უნდა მოვეშვათ 6 ერში შეშვლაზე ორიენტირებულობას, უბრალოდ უნდა დავისახოთ მიზნად 6 ერის გუნდების დამარცხება და ამისკენ მივმართოთ მთელი რესურსი. რო დავამარცხებთ მერე შეიძლება აქეთ დაგვიძახონ.

yes.gif უფრო საინტერესოები გავხდებით მათთვის yes.gif

მაშინ წესებიც დახვეწონ ათასი შავი ხვრელი ნუ აქვთ მოტოვებული გაჭირვებისთვის....შერკინებაში არ დაგვიდგნენ ჯიგრები....#####ან ეგეთი რაგბი სადაც ეგეთი პროჭობები ხდება....არ ყავს ბურჯი და ნახუი ჩემი პრობლემაა? ფეხბურთში სამი ცვლილება რომ კეთდება და მერე კაცი იმტვრევა, 10 კაცით რჩება ის გუნდი და მოწინააღმდეგე განაგრძობს 11 კაცით, არავინ არ იკლებს კაცს, იმიტო რო არაა ეს იმის პრობლემა....არ ყავს ბურჯი დამიყენოს ვინც ყავს ბლიად! ეგ რო ეგრე ყოფილიყო ეგ ჩვენი მიზნად დასასახი უკვე შესრულებული გვექნებოდა და ამ წელს სხვანაირად შევხვდებოდით....მარა არაუშავს, იტალია ხო მოგვიგდეს სამადლოდ, ხოშიანად შევირგებთ მაგ გადმოგდებულ ლუკმას და მადაც ჭამაში მოდისო ნათქვამია......

უბრალოდ აქამდე უკვე სხვა ლეველზე უნდა ვიყოთ რომ არა ეგ პროჭული წესები! მაპატიეთ ცოტა ბილწსიტყვაობისთვის...

Posted by: SGG 7 Feb 2018, 01:18
otokarcobra
QUOTE
მაშინ წესებიც დახვეწონ ათასი შავი ხვრელი ნუ აქვთ მოტოვებული გაჭირვებისთვის....შერკინებაში არ დაგვიდგნენ ჯიგრები....#####ან ეგეთი რაგბი სადაც ეგეთი პროჭობები ხდება.


ეგ წესი საქართველოს წინააღმდეგ კი არ მოუგონებიათ biggrin.gif biggrin.gif
საქართველოს ჩემპიონატს უყურეთ და ნახავთ რამდენ გუნდს გამოუყენებია ეგ "პროჭობა" smile.gif)
სტანდარტული სპორტული ეშმაკობაა და ყველა იყენებს მაგას,თუ საჭირო გახდა.

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 01:20
QUOTE (SGG @ 7 Feb 2018, 01:09 )
GioWEED
QUOTE
იმიტო კი არ ატიან სალანძღები ჩვრნ რო არ გვიღრბენ, იმიტო რო ჩაუმყაყდათ და სამსრცხვინოდ გადააბარეს სპორტი 1 კომპანიას.


აი ეს ცრუ ინფორმაციები საიდან ვრცელდება biggrin.gif

რა ჩამყაყდა ხალხო, უფრო და უფრო მეტ ფულს აკეტებენ,მეტი და მეტი მაყურებელი სტადიონზე და ტელევიზორტთან, მეტი და მეტი ფული.
23 წლის წინ გახდა პროფესიონალური სპორტი და ატარებენ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ჩემპიონატს.
ამ 23 წლის განმავლობაში არნახულად არის გაზრდილი რაგბის პოპულარობა და უფსკრულია 1995 წელს რაც იყო და დღეს რაცაა.
ევროპაშI, ყველა რაგბის კავშირის შემოსავალი,წლიდან წლამდე იზრდება.

უმაგრესი სტადიონები,ინფრასტრუქტურა,უმაღლესი დონის ტელე გაშუქება,სპორტული მედიცინა უმაღლეს დონეზე.

და ამ ყველაფრის შემქნელებს აგინებს დიდი 10-ის და რაგბი ტვ-ის შემქმნელი ქართველი ერი biggrin.gif

აი იმის შემქმნელს როგორ არ უნდა აგინო კაცმა, გუნდი 8ჯერ რო იგებს ერთი და იგივე ჩემპიონატს და არაფერი არ ხდება.....

ან ამის შემქმნელს როგორ არ უნდა აგინო
https://goo.gl/images/ixPYFf

ან იმას ვინც იფიქრა რო რაგბით დიდი ფულის შოვნა უნდა და მსოფლიოში 10 გუნდზე მეტი არ ითამაშებდა....

იაპონია რო გავა მეოთხედ ფინალში და გადაიხევს 6 ერის შოტლანდიას მაშინ უნდა ვირბინო ჭუჭუამოგდებულმა გლაზგოში

Posted by: SGG 7 Feb 2018, 01:26
otokarcobra
QUOTE
აი იმის შემქმნელს როგორ არ უნდა აგინო კაცმა


დიდი 10-ის მქონე გრუზინი ხინკალა ტიპი რომ აგინებს,ეგაა კომიკური,თორე ნბა-ის შემქნელები რომ აგინებდნენ,ყველაფერი გასაგები იქნებოდა smile.gif

QUOTE
იაპონია რო გავა მეოთხედ ფინალში და გადაიხევს 6 ერის შოტლანდიას მაშინ უნდა ვირბინო ჭუჭუამოგდებულმა გლაზგოში


კაკრაზ ეგ გათვლა აქვთ რომ იაპონიამ შოტლანდია დაიფინოს,ისეთი კალენდარი გაუკეთეს smile.gif იაპონია თუ გავიდა, კიდევ მეტ ფულს იშოვნიან მომავალში smile.gif მთავარი სამიზნეა იაპონია მსოფლიო რაგბის


Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 01:26
QUOTE (SGG @ 7 Feb 2018, 01:18 )
otokarcobra
QUOTE
მაშინ წესებიც დახვეწონ ათასი შავი ხვრელი ნუ აქვთ მოტოვებული გაჭირვებისთვის....შერკინებაში არ დაგვიდგნენ ჯიგრები....#####ან ეგეთი რაგბი სადაც ეგეთი პროჭობები ხდება.


ეგ წესი საქართველოს წინააღმდეგ კი არ მოუგონებიათ biggrin.gif biggrin.gif
საქართველოს ჩემპიონატს უყურეთ და ნახავთ რამდენ გუნდს გამოუყენებია ეგ "პროჭობა" smile.gif)
სტანდარტული სპორტული ეშმაკობაა და ყველა იყენებს მაგას,თუ საჭირო გახდა.

ჰოდა რა ###ობაა მერე? ზეყლეობა ჯიგარო ზე! ერთადერთი სპორტია სადაც ეგეთი სირობები ხდება....ან ის, უპირატესობას რამდენი ხანიც მოეხოშება იმდენი ხანი რო ათამაშებს მსაჯი გუნდს....გაწერილი როგორ არ უნდა იყოს კონკრეტულად რა სირთაოზობაა! წუთი მაგალითად ან 40 წამი ან რამე ეგეთი....ვისაც როგორ მოეხოშება ისე ატრიალებს მატჩის მსვლელობას....

ტიპები მილენიუმზე დავაყენეთ და სუფთა ქურდულად უნდა მიეღოთ, მარა ხულიგნურად მეიქცნენ ძმაო და მაგას ქვია არასწორობა ბიძია. არ არიან მაგენი ქურდები, არ გვაქვს ჩვენ მაგენთან საქმე )))))))

Posted by: jora84 7 Feb 2018, 01:26
otokarcobra
QUOTE
იაპონია რო გავა მეოთხედ ფინალში და გადაიხევს 6 ერის შოტლანდიას მაშინ უნდა ვირბინო ჭუჭუამოგდებულმა გლაზგოში


ჯერ გადახტეს და ჰოპ მერე დაიძახოს იაპონიამ, ან ვაბშე იაპონია რა შუაშია 6 ერთან boli.gif

QUOTE
აი იმის შემქმნელს როგორ არ უნდა აგინო კაცმა, გუნდი 8ჯერ რო იგებს ერთი და იგივე ჩემპიონატს და არაფერი არ ხდება.....


მაგ ლოგიკით ზელანდიამ გამარჯობა არ უნდა უთხრას არავის biggrin.gif

QUOTE
უბრალოდ აქამდე უკვე სხვა ლეველზე უნდა ვიყოთ რომ არა ეგ პროჭული წესები! მაპატიეთ ცოტა ბილწსიტყვაობისთვის...


მსაჯის დაჭრას და გარიგებულ თამაშებს რომ მოუღებს ბოლოს კავშირი მერე იბლატაოს სხვა ლეველზე გადასვლის ამბიციით.
დროშა ვერ დაკიდენ და 6 ერიო facepalm.gif

ნაკრებს ნომინალური გარემარბი არ ყავს, მაქედან დავიწყოთ არ ჯობია?

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 01:31
jora84
მაგარი ლოგიკა გაქვთ....ზელანდია რა შუაშია, ზელანდია იგებს ჩემპიონატს, რომლის ზემოთაც არ დგას არაფერი, ჩვენ კიდე გვაქვს ზემდგომი ჩემპი სად მოხვედრის შანსი არ არსებობს...ესაა ლოგიკა ჟორა ბიძია....

ეგრე რეალმა რო ზედიზედ მოიგო ლიგა გამარჯობა არ უნდა თქვას? მარა ზედიზედ რო მოეგო ლა ლიგადა ჩემპ ლიგაზე არც ერთხელ არ გადასულიყო ეგ რა იქნებოდა? ###ობა!
* * *
ასეა ეს და ნუ ამართლებთ ეხლა მაგ საყლევეთს, ვინ როგორ უნდა გავიდეს მსოფლიოზე ის ვერ დაალაგეს საუკუნეა, ვისი ვისაშია რო არ იციან

Posted by: jora84 7 Feb 2018, 01:36
otokarcobra
QUOTE
ჩვენ კიდე გვაქვს ზემდგომი ჩემპი სად მოხვედრის შანსი არ არსებობს...ესაა ლოგიკა ჟორა ბიძია....


ჩვენ რასაც ვიგებთ მაგის ზევით არაფერი არაა საერთოდ რაგბი ევროპის იარარქიაში.

QUOTE
ტიპები მილენიუმზე დავაყენეთ და სუფთა ქურდულად უნდა მიეღოთ, მარა ხულიგნურად მეიქცნენ ძმაო და მაგას ქვია არასწორობა ბიძია. არ არიან მაგენი ქურდები, არ გვაქვს ჩვენ მაგენთან საქმე )))))))


ვაფასებ ადამიანებს იუმორის გრძნობით, მაგრამ რაის ქურდული პროფესიული სპორტია, ჩვენც გვაქვს მსგავსი ხრიკი ნახმარი სხვათაშორის თან არაერთხელ როცა დაგვჭირდა.


Posted by: SGG 7 Feb 2018, 01:39
otokarcobra
QUOTE
ი, ჩვენ კიდე გვაქვს ზემდგომი ჩემპი სად მოხვედრის შანსი არ არსებობს...ესაა ლოგიკა ჟორა ბიძია....


ეგ ჩემპიონატი არის კერძო ტურნირი და აქვს თავისი მოთხოვნები. უნდა მიგიღებს და უნდა არ მიგიღებს.
გერმანია რომ იყო,იგივე დონის ნაკრებით,მიგიღებდა.

ან ხუთნი რომ იყვენენ,დაამრგვალებდნენ ექვსამდე.

ოსტაპს ეწერა ყველაფერი კარგად, გარდა ფინანსური მხარისა, უამრავი პრობლემაა.
დამატებით 1 ან 2 გუნდის ამატება მთლიანად არევს კალენდარს,კლუბები სულ გაგიჟდებიან,ისედაც კბილებს ილესავენ რომ შუა სეზონში თვენახევრით მაგატი მოთამაშეები მიყავთ. კიდევ უდიდესი პრობლემა ისაა,რომ რაგის თამაშI
კვირაში ერთხელ შეიძლება.

ჩვენ რომ აგვიმატონ,მთლიანად ტურნირი უნდა შეცვალონ,დრო შეუცვალონ.
არადა ათწლეულებია შეჩვეული არიან რომ ყოველ თებერვალში და მარტში არის 5-6 ერი და ცხოვრების წესად აქვთ გადაქცეული. ერთი წლით ადრე გეგმავს ხალხი მგზავრობებს.

მოკლედ,ამ სისტემით წერენ ასეულობით მილიონს და ჩვენ მივდივართ ჯიბეგამოფხეკილები და ვეუბნებით,ყველაფერი არიეთო.
მოკლედ,აქვთ მაგათაც ტავისი სიმართლე.
თან შემოსავალს და ყურებადობას წლიდან წლამდე ზრდიან, უკან რომ მიდიოდნენ,კიდე დაფიქრდებოდნენ.
მოკლედ,მიგვიღებენ ხომ კარგი და თუ არ მიგვიღებენ, გასაკვირი არაფერი იქნება მაგაში. პირადული არაფერია,ბიზნესია უბრალოდ მაგათთვის.

Posted by: Werner Voss 7 Feb 2018, 01:46
QUOTE
ვინ როგორ უნდა გავიდეს მსოფლიოზე ის ვერ დაალაგეს საუკუნეა, ვისი ვისაშია რო არ იციან

ჯერჯერობით რაგბის გეოგრაფია ისეთია, რომ იდეალური საკვალიფიკაციო სისტემის მოფიქრება ძნელია, ფეხბურთი კიდე ისეა მოდებული მთელ მსოფლიოს, რომ იქ გაცილებით მარტივია ყველაფერი.

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 01:51
SGG
jora84
გადამრევთ ხალხო მე თქვენ! ზუსტად მაგაშია პრობლემა, რო ვიღაც ჯიგრები თავიანთ პონტში ატატებენ რაღავ ტურნირს, რომლის შედეგებიც გავლენას ახდენს რეიტინგებზე, და ყველაფერზე საერთოდ....ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ფეხბურთში რო ადგნენ ევროპის 6 კაი ქვეყანა და ჩაატარონ თავიანთი ტურნირი თავიანთ პონტში....ცალკე ფიფა და ცალკე უეფა არ #####ნავს დედის ტრაკს ექვსივეს? ისეთ ბამებს დაარჭიბენ ნაკრებიან კლუბებიანად რო სუ დაავიწყებენ ფეხბურთის თამაშს....

მსოფლიო რაგბი უნდა ადგეს და დაავალოს პირდაპირ რო 6 ერი კი არა, 8 გუნდიანი ევროპის ჩემპი ჩაატარეთ, სადაც კვალიფიკაცი იქნება ჩვეულებრივად, არანაირი პროვილიგეია არავის! ადექი აწიე ტრაკი, ჩაფრინდი თბილისში, ბუქარესტში ეთამაშე! არაა? არა და იდი ნა ხუი! რამე ბერმეტები ექნებათ და გამოიყენონ, არ ათამაშონ სამხრეთელებთან, აუკრძალონ მაგათ კლუბებს საერთოდ თამაში და რავიცი რაღაცა მოიფიქრონ ეს დედა#####ული! დაფინანსება ხო ექნებათ რაღაცა და შეუწყვიტონ და ა.შ.

აბა როგორ ტო, მე შენ და გელა გამოვდივართ და ჩვენ პონტში ბურთს ვაგორებთ? და გიას ვეუბნებით შენ ბავშვებს გაუგორე ბრატ?

Posted by: SGG 7 Feb 2018, 01:58
otokarcobra
QUOTE
გადამრევთ ხალხო მე თქვენ! ზუსტად მაგაშია პრობლემა, რო ვიღაც ჯიგრები თავიანთ პონტში ატატებენ რაღავ ტურნირს, რომლის შედეგებიც გავლენას ახდენს რეიტინგებზე, და ყველაფერზე საერთოდ....ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ფეხბურთში რო ადგნენ ევროპის 6 კაი ქვეყანა და ჩაატარონ თავიანთი ტურნირი თავიანთ პონტში....ცალკე ფიფა და ცალკე უეფა არ #####ნავს დედის ტრაკს ექვსივეს? ისეთ ბამებს დაარჭიბენ ნაკრებიან კლუბებიანად რო სუ დაავიწყებენ ფეხბურთის თამაშს....


ინგლისის ნაკრებს ფეხბურთში პირველი 3 მსოფლიო ჩემპიონატი საერთოდ არ უთამაშია,ფიფა სულ ###ზე ეკიდათ smile.gif

კალათბურთში ნბა-ს და ევროლიგას სულ ###ზე ახატიათ ფიბა smile.gif
უამრავი კერძო ტურნირია სხვადასხვა სპორტის სახეობაში,რომელსაც საერთაშOრისო ფედერაცა ვერაფერს უხერხებს. თუნდაც იგივე ჰოკეი.

ფეხბურთის გავრცელება ბევრად დიდია და გარდა მაგისა არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი - რაგბში შენზე ბევრად ძლიერთან თამაში პირდაპირი გაგებით არის ჯანმრთელობისთვის საშიში.

QUOTE
აბა როგორ ტო, მე შენ და გელა გამოვდივართ და ჩვენ პონტში ბურთს ვაგორებთ? და გიას ვეუბნებით შენ ბავშვებს გაუგორე ბრატ?


იცი რა მაინტერესებს? smile.gif)
აი ნოემბრის ტესტების დროს, სიტყვაზე, ჩეხეთის ნაკრებმა რომ გვითხრას, რა იაპონია,რა ფიჯი, ჩვენ გვიმასპინძლეთ,სამართლიანობა და თანასწორობაო,რა ჭკუაზე დავდგებით ? biggrin.gif

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 02:06
SGG
QUOTE
ინგლისის ნაკრებს ფეხბურთში პირველი 3 მსოფლიო ჩემპიონატი საერთოდ არ უთამაშია,ფიფა სულ ###ზე ეკიდათ

იმიტო დაახია გერმანიამ ბურთი თავზე როგორც გარეთ გამოყვეს ცხვირი

QUOTE
იცი რა მაინტერესებს? )
აი ნოემბრის ტესტების დროს, სიტყვაზე, ჩეხეთის ნაკრებმა რომ გვითხრას, რა იაპონია,რა ფიჯი, ჩვენ გვიმასპინძლეთ,სამართლიანობა და თანასწორობაო,რა ჭკუაზე დავდგებით ?

ძმაკაც რატო დემაგოგობ? ჩეხეთს აქვს სააუალება რომ ამოვიდეს ჩვენთან და ტესტი კი არა ტურნირი გვეთამაშოს ყოველ წელს ერთა თასის სახით. ჩვენ გვაქვს მაგის საშუალება? ამაზე მაქ ლაპარაკი....თორე ჩვენ არ ვათრევთ და არ ვრდით მაჩანჩალებს? ჰოლანდია, ჩეხეთი და ა.შ.

Posted by: Lockhead 7 Feb 2018, 02:07
QUOTE (otia-83 @ 7 Feb 2018, 00:23 )
QUOTE
ფული პრობლემა არ არის, მთავარია იდეები გვქონდესო

ყველაზე პოპულისტური საარჩევნო ბლა ბლა ბლა

მაგათ ჯობია აზიურ კომპანიბთან აწარმოონ მოლაპარაკებები პრო-14 სპონსორობაზე. ტოიოტა, მიცუბიში, სონი, სუბარუ, ჰონდა ,პანასონიკი დასხვა დიდი კომპანიებინევრიპჰლ ბაზარზე რეკლამისთვის დიდ თანხებს გადაიხდიან.

yes.gif

ეს ყველაზე მაგარი იდეაა... რაგბიში ევროპაში აზიელები ჩვენით ყველაზე მაგრად "იბალატავებენ" biggrin.gif

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 02:09
QUOTE
კალათბურთში ნბა-ს და ევროლიგას სულ ###ზე ახატიათ ფიბა
უამრავი კერძო ტურნირია სხვადასხვა სპორტის სახეობაში,რომელსაც საერთაშOრისო ფედერაცა ვერაფერს უხერხებს. თუნდაც იგივე ჰოკეი.

ისევ დემაგოგობ....საკლუბო და სანაკრებო ტურნირებს რატომ მიდარებ?

Posted by: SGG 7 Feb 2018, 02:10
otokarcobra
QUOTE
იმიტო დაახია გერმანიამ ბურთი თავზე როგორც გარეთ გამოყვეს ცხვირი


რა შუაშია თავზე ვინ ვის რა დაახია, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ისტორიიდან და დღევანდელობიდან,როცა ძალიან მაგარ სპორტის სახეობებში საერთაშორისო ფედერაცია კონკრეტულ
კომერციულ პროექტებს,საერთოდ ვერაფერს უხერხებს.

მარა რაღაც არ გამიგია ნბა-ს,ნჰლ-ს ან ევროლიგას ###ებს ეძახდეთ smile.gif

QUOTE
ძმაკაც რატო დემაგოგობ? ჩეხეთს აქვს სააუალება რომ ამოვიდეს ჩვენთან და ტესტი კი არა ტურნირი გვეთამაშოს ყოველ წელს ერთა თასის სახით. ჩვენ გვაქვს მაგის საშუალება? ამაზე მაქ ლაპარაკი....თორე ჩვენ არ ვათრევთ და არ ვრდით მაჩანჩალებს? ჰოლანდია, ჩეხეთი და ა.შ.


სად შენთან ამოვიდეს კაცო? ნოემბერში?
აი როცა იცი რომ ყოველ ნოემბერს ეთამაშები 1 მაგარ გუნდს და 2 ჩვენი დონის გუნდს, ჩეხეთში რაგბის გასანვითარებლად,აირევ აწყობილ ცხოვრებას? smile.gif
თან იმათი აწყობილი,ასეულობით მილიონს უდრის smile.gif

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 02:13
QUOTE
სად შენთან ამოვიდეს კაცო? ნოემბერში?
აი როცა იცი რომ ყოველ ნოემბერს ეთამაშები 1 მაგარ გუნდს და 2 ჩვენი დონის გუნდს, ჩეხეთში რაგბის გასანვითარებლად,აირევ აწყობილ ცხოვრებას?
თან იმათი აწყობილი,ასეულობით მილიონს უდრის

დაგიწერე ამაზე პასუხი და მეორედ აღარ დაგიწერ....რატო ნოემბერში, როცა მე ჩეხეთის მოთხოვნაზე მაქვს პასუხი, მოიგა შენი დივიზიონი და იქნები ჩემთან!!!! ჩვენთვის აააქვთ მაგავსი პასუხი? ცხრაასჯერ მაქ ეგ დედა#####ული მოგებული უკვე! მარა რა...

და ვაფშე რატო აწვებით რო დამატებას ვითხოვ და ტურნირი აერევათ და ა.შ. პლეი-ოფი შემოიღონ ტო....ბოლო ადგილოსანი გავარდება და პირველ ადგილოსანი ამოვა....ან ითამაშებენ ორ რაუნდიანს ერთმანეთში. არავის არაფერი აღარ აერევა.

ნუ ამართლებთ ბოზი ვიყო რაღაც ###ობას! ###ობაა ეგ და მთელი მსოფლიო ხვდება უკვე!

Posted by: SGG 7 Feb 2018, 02:14
otokarcobra
QUOTE
ისევ დემაგოგობ....საკლუბო და სანაკრებო ტურნირებს რატომ მიდარებ?


რა მნიშვნელობა აქვს საკლუბოა თუ სანაკრებო?
კერძოა,ტავისი შემოსავალი აქვთ და რასაც უნდა,იმას აკეთებენ. ვერაფერს უხერხებს საერთაშორისო ფედერაცია.
იგივეა ექვს ერზე,ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს,თვითონ თუ არ მოინდომებს.
აზრი ისაა რომ საერთაშორისო ფედერაცია ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს.

საქართველოს ნაკრები კალათბურთში, ვიღაც ინვალიდებით თამაშობს მსოფლიოს შესარჩევს.
კალათბურთის ევროპის ჩემპიონატმა,ფინალის და მასპინძელის თამაშების გარდა, ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაიარა smile.gif

მარა კალათბურთის მესვეურებს ###ებს არ ეძახით smile.gif)

* * *
otokarcobra
QUOTE
დაგიწერე ამაზე პასუხი და მეორედ აღარ დაგიწერ....რატო ნოემბერში, როცა მე ჩეხეთის მოთხოვნაზე მაქვს პასუხი, მოიგა შენი დივიზიონი და იქნები ჩემთან!!!! ჩვენთვის აააქვთ მაგავსი პასუხი? ცხრაასჯერ მაქ ეგ დედა#####ული მოგებული უკვე!


ვაიმე,შენ ჩეხეთს მიიღებ,იმიტომ რომ არანაირი შემოსავალი არც ჩეხეთისგან და არც ბელგიისგან,არავის არ აქვს და რა მნიშვნელობა აქვს? smile.gif)

მარა აბა იყოს შემოსავალი სხვა ნაკრებებისგან და ჩეხეთისგან ნული, თუ მიიღებდი smile.gif)

ჩვენ ჩეხეთს იმიტომ კი არ მივიღებთ რომ ჯიგრები ვართ, არამედ იმიტომ რომ ერთი ###ა, ვინ იქნება. smile.gif)

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 02:20
QUOTE (SGG @ 7 Feb 2018, 02:14 )
otokarcobra
QUOTE
ისევ დემაგოგობ....საკლუბო და სანაკრებო ტურნირებს რატომ მიდარებ?


რა მნიშვნელობა აქვს საკლუბოა თუ სანაკრებო?
კერძოა,ტავისი შემოსავალი აქვთ და რასაც უნდა,იმას აკეთებენ. ვერაფერს უხერხებს საერთაშორისო ფედერაცია.
იგივეა ექვს ერზე,ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს,თვითონ თუ არ მოინდომებს.
აზრი ისაა რომ საერთაშორისო ფედერაცია ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს.

საქართველოს ნაკრები კალათბურთში, ვიღაც ინვალიდებით თამაშობს მსოფლიოს შესარჩევს.
კალათბურთის ევროპის ჩემპიონატმა,ფინალის და მასპინძელის თამაშების გარდა, ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაიარა smile.gif

მარა კალათბურთის მესვეურებს ###ებს არ ეძახით smile.gif)

* * *
otokarcobra
QUOTE
დაგიწერე ამაზე პასუხი და მეორედ აღარ დაგიწერ....რატო ნოემბერში, როცა მე ჩეხეთის მოთხოვნაზე მაქვს პასუხი, მოიგა შენი დივიზიონი და იქნები ჩემთან!!!! ჩვენთვის აააქვთ მაგავსი პასუხი? ცხრაასჯერ მაქ ეგ დედა#####ული მოგებული უკვე!


ვაიმე,შენ ჩეხეთს მიიღებ,იმიტომ რომ არანაირი შემოსავალი არც ჩეხეთისგან და არც ბელგიისგან,არავის არ აქვს და რა მნიშვნელობა აქვს? smile.gif)

მარა აბა იყოს შემოსავალი სხვა ნაკრებებისგან და ჩეხეთისგან ნული, თუ მიიღებდი smile.gif)

ჩვენ ჩეხეთს იმიტომ კი არ მივიღებთ რომ ჯიგრები ვართ, არამედ იმიტომ რომ ერთი ###ა ვინ იქნება. smile.gif)

რას ქვია ჩეხეთს ვიღებ არ ვიღებ....რამდენი წლის ხარ ტო? დიდი ხანია არადა ფორუმზდ ხარ, პატარა არ უნდა იყო.....ფორმატი მაქ დავსიო, ვინ მტყნავს მე ვის ვიღებ და არ ვიღებ?

ან ტრიბინების სიცარიელე კალათბურთში რა შუაშია ვაფშე? ან ინვალიდებით ითამაშებ თუ არა ეგ რაღა შუაშია, ვაფშე ვერ გავიგე რას აწვები....

Posted by: SGG 7 Feb 2018, 02:24
otokarcobra
QUOTE
ან ტრიბინების სიცარიელე კალათბურთში რა შუაშია ვაფშე? ან ინვალიდებით ითამაშებ თუ არა ეგ რაღა შუაშია, ვაფშე ვერ გავიგე რას აწვები....


იმიტომ თამაშOბ ინვალიდებით, რომ ნბა და ევროლიგა არ უშვებს კალათბურთელებს smile.gif)
ცალიერლი ტრიბუნებიც მაგათი დამსახურებაა ევროპაზე smile.gif

მარა მაგათზე პროჭები არიანო,რაღაც არ გამიგია თქვენგან smile.gif)

QUOTE
.ფორმატი მაქ დავსიო, ვინ მტყნავს მე ვის ვიღებ და არ ვიღებ?


ჰოდა შენ ღია ფორმატი გაქვს, იმას კიდე დახურული.
ნბა დახურული ფორმატია,ბოლო ადგილოსანი არ ვარდება და სიტყვაზე ესპანეთის ჩემპიონატი,ღია ფორმატი.

ამიტომ ავდგეთ ეხლა და ნბა-ს ბოსებს,დედა#####ულები ვეძახოთ?

არის ღია და დახურული ფორმატის ტურნირები.
ვორლდ რაგბი ატარებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს და ის ღიაა ფორმატისაა,ყველას შეუძლია მოხვდეს.
და 6 ერი არის კერძო,დახურული ტურნირი და მხოლოდ მათ ნებაზეა,გააღებენ თუ არა.

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 02:29
QUOTE (SGG @ 7 Feb 2018, 02:24 )
otokarcobra
QUOTE
ან ტრიბინების სიცარიელე კალათბურთში რა შუაშია ვაფშე? ან ინვალიდებით ითამაშებ თუ არა ეგ რაღა შუაშია, ვაფშე ვერ გავიგე რას აწვები....


იმიტომ თამაშOბ ინვალიდებით, რომ ნბა და ევროლიგა არ უშვებს კალათბურთელებს smile.gif)
ცალიერლი ტრიბუნებიც მაგათი დამსახურებაა ევროპაზე smile.gif

მარა მაგათზე პროჭები არიანო,რაღაც არ გამიგია თქვენგან smile.gif)

QUOTE
.ფორმატი მაქ დავსიო, ვინ მტყნავს მე ვის ვიღებ და არ ვიღებ?


ჰოდა შენ ღია ფორმატი გაქვს, იმას კიდე დახურული.
ნბა დახურული ფორმატია,ბოლო ადგილოსანი არ ვარდება და სიტყვაზე ესპანეთის ჩემპიონატი,ღია ფორმატი.

ამიტომ ავდგეთ ეხლა და ნბა-ს ბოსებს,დედა#####ულები ვეძახოთ?

არის ღია და დახურული ფორმატის ტურნირები.
ვორლდ რაგბი ატარებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს და ის ღიაა ფორმატისაა,ყველას შეუძლია მოხვდეს.
და 6 ერი არის კერძო,დახურული ტურნირი და მხოლოდ მათ ნებაზეა,გააღებენ თუ არა.

ნბა არის ფრენჩაიზის ტურნირი, რა ღია და დახურული, ფრენჩაიზი უნდა შექმნა და იქნები შენც, ან იყიდკ ვინმესგან, როგორც სუპერ რაგბი მაგალითად და ყველა ესეთი ტურნირი არის საკლუბო....ანუ არანაირი დახურვა ძმაკაც! ღიაა ჩვეულებრივად....გეშლება რაღაცა....

და გკითხე ვაფშე რატო ვთამაშიბ ინვალიდებით თქო? არ დამისვამს კითხვა და იმიტოთი რატო მიწყებ პასუხის გაცემას საერთოდ?

ფორმატს რაც შეეხება, მე კი არ მაქ ღია, მე დამიწესეს ესე და ასევე უნდა დაუწესდეს მეთქი იმათაც.....

ძილინების

Posted by: Lockhead 7 Feb 2018, 02:31
QUOTE (SGG @ 7 Feb 2018, 02:14 )
ვაიმე,შენ ჩეხეთს მიიღებ,იმიტომ რომ არანაირი შემოსავალი არც ჩეხეთისგან და არც ბელგიისგან,არავის არ აქვს და რა მნიშვნელობა აქვს? smile.gif)

მარა აბა იყოს შემოსავალი სხვა ნაკრებებისგან და ჩეხეთისგან ნული, თუ მიიღებდი smile.gif)

ჩვენ ჩეხეთს იმიტომ კი არ მივიღებთ რომ ჯიგრები ვართ, არამედ იმიტომ რომ ერთი ###ა, ვინ იქნება. smile.gif)

ირლანდია უელსი შოტლანდია არცერთია 5 მილიონზე მეტი ქვეყანა(თუ ზუსტად მახსოვს) ასე რომ ჩეხეთ-ბელგია ამ მხრივ არაფერიში ჩამორჩება, (ვგულისხომბ სატელევიზიო აუდიტორიასა და სტადიონზე დასწრების მაჩვენებლს, ჰიპოთეტიურად) გარდა წმინდა სპორტული შედეგებისა. ჩეხეთმა რომ მოინდომოს უპრობლემოდ ამოვა ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში და ჩვენთან წელიწადში 2 მატჩს გამართავს. აი ჩვენ უკვე ჭერს მივაღწიეთ, რომლის ზემოთაც სხვა სართულია და რომელსაც 6 ერი ქვია. biggrin.gif

Posted by: SGG 7 Feb 2018, 02:36
otokarcobra
otokarcobra
QUOTE
ნბა არის ფრენჩაიზის ტურნირი, რა ღია და დახურული, ფრენჩაიზი უნდა შექმნა და იქნები შენც, ან იყიდკ ვინმესგან, როგორც სუპერ რაგბი მაგალითად და ყველა ესეთი ტურნირი არის საკლუბო....ანუ არანაირი დახურვა ძმაკაც! ღიაა ჩვეულებრივად....გეშლება რაღაცა....


და საიდან მოიტანე რომ სანაკრებო ტურნირი არ შეიძლება იყოს ფრენჩაიზის ტურნირი? biggrin.gif
და უნდა გააღებს და უნდა დაკეტავს.

QUOTE
და გკითხე ვაფშე რატო ვთამაშიბ ინვალიდებით თქო? არ დამისვამს კითხვა და იმიტოთი რატო მიწყებ პასუხის გაცემას საერთოდ?


მკითხე რა შუაშიაო და იმ შუაშია რომ კერძO ტურნირს ვერაფერს უხერხებს საერთშორისო ფედერაცია.
რაგბში საერტაშორისო ფედერაცია და 6 ერი ერთად კარგად ძოვენ,მაგრამ ერთ დღეს რომ მოინდომოს საერთაშOრისო ფედერაციამ გატრაკება, ფეხებს ვერ მოჭამენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრად დიდი ისტორია აქვს მაგ ტურნირს.

QUOTE
ფორმატს რაც შეეხება, მე კი არ მაქ ღია, მე დამიწესეს ესე და ასევე უნდა დაუწესდეს მეთქი იმათაც.....


ჰოდა ვერ დაუწესებს, ცალკე,ძალიან ძლიერი ორგანოა,დამოუკიდებელი ფინანსურად,უდიდესი ფულით და ფეხებს ვერ მოჭამს ვერავინ,როგორც ფიბა ფეხებს ვერ ჭამს ევროლიგას და ნბა-ს.
* * *
Lockhead
QUOTE
ირლანდია უელსი შოტლანდია არცერთია 5 მილიონზე მეტი ქვეყანა(თუ ზუსტად მახსოვს) ასე რომ ჩეხეთ-ბელგია ამ მხრივ არაფერიში ჩამორჩება, (ვგულისხომბ სატელევიზიო აუდიტორიასა და სტადიონზე დასწრების მაჩვენებლს, ჰიპოთეტიურად) გარდა წმინდა სპორტული შედეგებისა. ჩეხეთმა რომ მოინდომოს უპრობლემოდ ამოვა ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში და ჩვენთან წელიწადში 2 მატჩს გამართავს. აი ჩვენ უკვე ჭერს მივაღწიეთ, რომლის ზემოთაც სხვა სართულია და რომელსაც 6 ერი ქვია.


რა შუაშია ეგ? smile.gif) ჩეხეთში რაგბის პოპულარობა რა დონეზეა ? biggrin.gif ან რა ფულია ჩეხურ რაგბში? smile.gif)
მონდომებას რას ეძახი არ ვიცი,მაგრამ ჩვენთან იყვნენ და დაეშვნენ ქვემოთ smile.gif

კაი ცხოვრებისგან კი არაა ღია ჩვენი ტურნირი, ფული იყოს და პირველს ჩვენ ჩავკეტავდით smile.gif

Posted by: FullbackAce 7 Feb 2018, 09:32
ვერ იგებ შენ ძმი მგონი რაშია პრობლემა. 6 ერი + 4 ერი არის მსოფლიო რაგბის 90% ეგენი წყვეტენ მსოფლიო რაგბში რა ხდება. მსოფლიო რაგბის საბჭოში ჩვენ გვაქვს ერთი ხმა, 6 ერს მეტი ხმა აქვს ვიდრე მეორე მესამე და ყველა დანარჩენ ეშელონს ერთად აღებული. პლიუს ამას მსოფლიო რაგბი სულ რომ ჩვენ გადმოგვეცეს მფლობელობაში 6 ერი მაინც უფრო გავლენიანი იქნება ვიდრე მსოფლიო რაგბი.


მსოფლიო რაგბს შემოსავალი შესდის ტესტ რაგბიდან და მსოფლიო თასებიდან, ანუ დამოკიდებულია პირდაპირ ამ ქვეყნებზე. აი იმის პონტია გერმანია რო რუსეთს ვერ უტრაკებს იმიტო რო მაგათ გაზზე ზიან.

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 09:54
მშვენივრად ვიგებ და დასახვეწია ეგ ყველაფერი თქო და უსამართლოა თქო და თქვენ ამართლებთ, თორე ფეხებს რო ვერ ჭამენ ვიცი მეც კაცო.....

აუ ძილი დამაკლდა მაგათი 6 ერი და მაგათ.......ეხლა მთელი დღე უნდა ვიჯდე გაშტერებული სამსახურშიიი

Posted by: GIORGI112 7 Feb 2018, 10:00
otokarcobra
უსამართლობაა 6 ერს და 4 ერს რომ უჭირავს ხელში მსოფლიო რაგბი... მაგრამ ცვლილებებიც რომ ვერ ხდება sad.gif

Posted by: otia-83 7 Feb 2018, 11:52
QUOTE
ჩეხეთმა რომ მოინდომოს უპრობლემოდ ამოვა ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში და ჩვენთან წელიწადში 2 მატჩს გამართავს. აი ჩვენ უკვე ჭერს მივაღწიეთ, რომლის ზემოთაც სხვა სართულია და რომელსაც 6 ერი ქვია.

ჟორამ სწორად თქვა , ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს საფეხურზე ვართ ჩვენ და ძირითადად ჩემპიონები ვხდებით. ჩვენს ზემოთ აღარაფერი აღარ არის. თვით ის 6 ერის ქვეყნებიც კი ამ რაგბი ევროპის წევრები არიან და მაგრად ჰკიდიათ ეს ორგანიზაცია. მეტიც რაგბი ევროპა იმდენად ბანძი და უსუსური ორგანიზაციაა, რომ მისი ეგიდით ჩატარებული უმაღლესი სანაკრებო ტურნირის ყველაზე ძლიერი მონაწილის მიღებაზე ეხვეწება 6 ერს. უთავმოყვარეო უსუსური ორგანიზაციაა. ჩვენ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს არიქა გამოცოცხლდებიან და რამის შეცვლას მოითხოვენო. გამორიცხულია.

შედარებით ტრაკიანი ორგანიზაციაა მსოფლიო რაგბი, ამიტომ ერთადერთი ეგენი თუ ჩაატარებენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ჩემპიონატს ოთხ წელიწადში ერთხელ.
ჩრდილოეტში: 6 ერის ქვეყნები + რეჩის სამი მოწინავე + იაპონია, აშშ, კანადა.
სამხრეთში: 4 ერი + სამოა, ფიჯი, ტონგა, ურუგვაი, ნამიბია, ჰონკონგი, ზიმბამბვე და ბრაზილია.

Posted by: GioWEED 7 Feb 2018, 12:42
otia-83
ეგ უკვე მსოფლიო გამოდის. ბრაზილია თუ იქნება ჩილე რატომ არ უნდა იყოს?
ზიმბაბვე თუ იქნება კენიამ რა დააშავა?
ჰონკონგი თი იქნება სამხ. კორეას რა უთხრან?

სანაკრებო დონეზე ეგ გამორიცხულია.


გამოსავალს რატო ხედავთ ნაკრებში?
გამოსავალი კლუბია! კლუბურ დონეზე წელიწადში 25+ თამაში ბევრად მეტ ნაყოფს იძლევა ვიდრე სანაკრებო 10 თამაში.

რადროს 6 ერია, ჰუკერები, 2 ხაზელები, გამთამაშებლები, და ფრთები არ გვყავს.

2 კვაჭი გვყავს ჯაბა და შალვა,
2 2ე ხაზელი კოტე და ნემსო
ფრთებზე მარტო მირიანი გვყავს ნომინალური ბექი.
ცენტრები დგანან ფრთებზე.

ამ დროს ძალიან ბევრი ახალგაზრდა იკარგება დიდ10ში.

მაგ, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიგა გრიგალაშვილს არ აქვთ შანსი რო განვითარდნენ.

10ებიც გვყავს კარგები მარა ვერ ვითარდებიან.
მოძღვრიშვილი, ბაბუნაშვილი, რეზი.

ფრთებიც გვყავს, მესხი მიმინოშვილი და სხვები.

6 ერამდე სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი. ესე არ დაგვეცემა თავზე მაღალი მიღწევები.

წლების მანძილზე უნდა ვითარდებოდნენ ახალგაზრდები, გასაქანი ქონდეთ რო პროფესიონალური რაგბი ითამაშონ, შეიქმნას სიღრმეები პოზიციებზე, დაგროვდეს გამოცდილება და მერე მზად ვიქნებით.

5 წლია უკან 1ად მოვიგეთ სამოასთან და უკვე 6 ერი გვინდა დიდი10ის ბაზაზე?

Posted by: giushki 7 Feb 2018, 12:59
ეხლა სხვა ეტაპზე ვართ და უნდა გავიგოთ რომ 1-2 ლეგიონერი არაფერს შეცვლის, მითუმეტეს როცა ნაკრებში დიდი10ის მოთამაშეებს და ლეგიონერებს შორის კლასში სხვაობა ცა და დედამიწაა. გვჭირდება ჩვენი საკუთარი ბაზა - ბავშვთა რაგბის განვითარება, მძლეოსნობის განვითარება, იმ ჭრილში რაც ეს კონკრეტული სპორტი მოითხოვს, შიდა ჩემპიონატის განვითარება, საერთაშორისო საკლუბო ტურნირი.
ესაა ის ძირითადი ბაზა, რაზეც კარგი ნაკრები დაშენდება. პარალელურად უნდა ვიმუშაოთ ამ ღლე-ღლე ევროპელებთან რომ ის 18 წლის "ტრავმირებული ბავშვები" მაინც გამოიყვანონ რაგბი ევროპის ახალგაზრდულ ფორმატში. კიდევ ბევრი ასპექტებია მოსაგვარებელი. დაე მაგათმა პრესამ უტრაკოს მაგათ ჩვენს არდამატებაზე 6 ერში, ჩვენ ტექნიკურად მოვითხოვოთ მაქსიმუმი და მივიღოთ მინიმუმიო, აქ დაწერა ერთმა იუზერმა - ესაა ყველაზე სწორი მიდგომა. სპორტი რასაც სტადიონზე ვხედავთ ისაა, დანარჩენი არის პოლიტიკა და ბოლობოლო ქართველმა უნდა გამოიბერტოს ის ბამბით გატენილი ტვინი, მოეშვას ოცნებას და საქმეს მიუდგეს საქმიანად, სანამ ეს არ მოხდება, მე პირადად გაძლევთ გარანტიას, რომ არათუ რაგბში, არც ერთ სხვა სფეროში არაფერი არ შეიცვლება.

ამ ამბავში კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რაგბის კავშირი არის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დუნიაზე (ბანანების რესპუბლიკაში), რომელიც მიზნობრივად ხარჯავს თანხებს და შედეგიც სახეზეა. ამისთვის ნამდვილად მადლობას ვეტყვი და ვიტყვი, ბევრჯერ ყოფილა ბილეთი მიყიდია და თამაშზე არ მივსულვარ, ღმერთმა დედის რძესავით შეარგოთ. ბევრი ასპექტი გვაქვს დადებითი და ბევრიც უარყოფითი. მაგრამ ეხლა ჯერი ამ ქვეყანაზეა, გადავედით უკვე იმ ეტაპზე, როცა რაგბი წინ ვეღარ წავა, თუ ქვეყანა არ წავიდა წინ, აი აამაზე ვიფიქიროთ, თორემ რა ჯანდაბაში გვინდა ან რაგბი ან 8000 წლოვანი მეღვინეობის ტრადიცია თუ დავრჩით წუმპეში და მარაზმატიკებად გადავიქეცით, რისი ნიშნებიც სამწუხაროდ ჩემთვის და თქვენთვის, უხვად შეინიშნება ამ ბამბის პლანტაციაში.

არანაირი არაფერი და არც პირადული. ერთმანეთს თუ გვერდით არ ამოვუდექით, გარე-გარე სირბილები ევრო-როსტოვებში, რისი მომტანიცაა აგერ თვალნათელი მაგალითი სამხ. აფრიკისა და შოტლანდიის, გრანტი ქვეყანას არ აგიშენებს, პირიქით, თუ გახდები დამოკიდებული შენი შვილებს უფრო დიდი შიმშილი და ვალები ელით. შენ რომ "დობრი ძია" ხარ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კონკურენტი ქვეყანა არ შეგიქმნის პრობლემას, თუ მიეცა მას ამის შანსი და საშუალება.

ჭკუით!

ყველაზე დიდი სიფრთხილე ყველა სფეროში და ყველასთან, ზუსტად ამ ეტაპზე გვმართებს.

Posted by: Gio_G83 7 Feb 2018, 13:15
ყოველთვის დიდ ვნებათაღელვას იწვევდა ეს თემა...

100 ცალი მოგებიანი დახურული ტურნირი იყოს და არსად ჩაგვაბან - მარგამ უნდა იყოს მსოდლიო ჩემპიონატზე განთესვის სამართლიანი წესი - სადაც ყველა ყველას შეხვდება

ვინ როგორი შემადგენლობით და აშ ეგ სხვა საქმეა

იტალია და გალანძია ვერ გავიდა მსოფლიოზე - ეგ იყო სამართლიანი, ვერ შესწვდნენ კენწეროს
აი ეს ადგილის დაბევება რაღაც ადრეული ფეოდალიზმის მსგავსი მარაზმია
მარგამ ბოზების ხელში მიდგომებიც ბოზურია

6 ერი იმიტომ გვინდა რომ სხვა ფორმატი ე,წ, ბობოლებთან შეხვედრის არ გვაქს, რომ გვქონდეს 6, 4, 8 და 12 ერის დედაც#####ან

მეც ავღშფოთდი
განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სწორად დაწყებული მსჯელობებმა "რაზვალი" აიკიდა 2-3 მოსახვევის მერე

Posted by: otia-83 7 Feb 2018, 13:28
GioWEED
QUOTE
ბრაზილია თუ იქნება ჩილე რატომ არ უნდა იყოს?
ზიმბაბვე თუ იქნება კენიამ რა დააშავა?
ჰონკონგი თი იქნება სამხ. კორეას რა უთხრან?

მართებული შენიშვნაა up.gif
4 ერი + ოკეანეთის 4 მოწინავე (მეოთხე ჰონკონგმა და მსგავსებში გამოირკვეს ) + აფრიკის და სამხრეთ ამერიკის 2-2 საუკეთესო.


QUOTE
გამოსავალს რატო ხედავთ ნაკრებში?
გამოსავალი კლუბია! კლუბურ დონეზე წელიწადში 25+ თამაში ბევრად მეტ ნაყოფს იძლევა ვიდრე სანაკრებო 10 თამაში.

კიბატონო, უბრალოდ აქ 6 ერზე მიდიოდა კამათი. კამათის დასაწყისში სწორედ კლუბის განვითარებას ვაყენებდი მე მთავარ საკითხად, მაგრამ მერე მხოლოდ 6 ერზე გაგრძელდა დისკუსია smile.gif

Posted by: otokarcobra 7 Feb 2018, 13:37
GioWEED
კი გვინდა იმიტო რო 6 ერის გარეშე ვქენით ეგ ჩვენ, 6 გარეშე დავიკავეთ ჯგუფში მესამე ადგილი, ექვსი ერის გარეშე ჩავედით კუნძულებზე და თამაში არ წავაგეთ, ექვსი ერის გარეშე გაგვიპროჭდა უელსი, 6 ერის გარეშე ვართ იტალიაზე წინ რეიტინგში, 6 ერის გარეშე ვდებთ ყველა იმ შედეგს რასაც იტალია და ა.შ.

სანაკრებო დონეზე ერთადერტი სწორი გამოსავალია პლეი-ოფის შემოღება სხვა შანსი აღარ გვაქვს, რეგრესზე წავალთ მალე.....

კლუბს რაც შეეხება ფრენჩაიზი უნდა გავაკეთოთ იასნააა, ორი აზრი არაა

Posted by: GioWEED 7 Feb 2018, 13:56
ორგანიზება უნდა მაგ ამბავს. ბევრი ცნობილი სახე უნდა ჩაერთოს. დაიწეროს პეტიცია, გავატრაკოთ ყველამ ერთად რო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.

კლუბში ბევრი სახე განვითარდება და მოემზადება. ნალრწბი ლიდე სულ მაქსიმუმ შედეგზე ორიენტირებულუ დარჩება.

ა ნაკრები შევქმნათ და ვათამაშოთ ძირითადის უახლოესი რეზერვი.

კარგი სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ და ჩვენებმა ისწავლონ მათგან.

ამ სემთხვევაში კიდე 5 წელიწადში პრობლემებს შევუქმნით 6 ერის ფუნდებსაც და იტალიას კიდე გადავირტყავთ ყველგან სადაც ვნახავთ.

Posted by: Gio_G83 7 Feb 2018, 14:02
QUOTE
ბევრი ცნობილი სახე უნდა ჩაერთოს. დაიწეროს პეტიცია, გავატრაკოთ ყველამ ერთად რო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.


ფული უნდა

2014-ში ლოკომოტივზე გახურებული საქართველო-რუმინეთია და უკან რიგებიდან ბაბუ წამოდგა ტალღები, ტალღები გვინდაო და ... ერთმა დაჯექ პაპა, ტალღები კი არა ლელო გვინდა_ო...


ოღონდ ფული, კიკუ კი არა

Posted by: barcabarcabarca 7 Feb 2018, 15:04
არადა ძალიან მარტივადაა საქმე.
ფეხბურთშიც აპირებდნენ კლუბები ეგეთ რაღაცას თუ გახსოვთ - ტოპ 14 ერქვა, ბობოლა კლუბები უტრაკებდნენ უეფას და ცალკე ჩემპიონატით იმუქრებოდნენ.
საბოლოოდ უეფა აღმოჩნდა ძლიერი ან რაღაცნაირად გააჩუმეს (ფულით, სატელევიზიო შემოსავლებით მგონი).

რეალობა კი ისეთია რომ ფედერაციამ რომ ბობოლები გაანაწყენოს, დარჩება უბრალოდ ბობოლების გარეშე, ვაფშე არ გვინდა თქვენი ფედერაციაო ეტყვიან.

სპორტული პრინციპი, რაზეც სამართლიანად ვატრაკებთ, არ მოქმედებს ზუსტად იმიტომ რომ სპორტულ პრინციპპზე არაა შექმნილი. ანუ არაა ფედერაციის შექმნილი.
ფედერაციას გაუტრაკო, ნუ უნდა გაუტრაკო, მარა რა ქნას იმათმაც. ექვსი ერი ადასტურებს რომ ამ ქვეყნებს საერთოდ არ სჭირდება ეგ ფედერაცია, ისედაც მშვენივრად არიან.
ექვს ერს ვაფშე ვერაფერზე გაუტრაკებ.
ერთადერთი შანსია დააინტერესო.
მაგაზე უნდა ვიმუშავოთ.
ფინანსური დაინტერესება არ გამოგვივა.
სპორტულად უკვე უნდა ვაინტერესებდეთო ვამბობთ, მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდოთ, ჯერჯერობით რატომ უნდა ვაინტერესებდეთ? : )

ნუ იმდენად რომ მიგვიღონ, თორემ ზოგადად ალბათ ვაინტერესებთ, მხედველობის არეში ვართ.
ჩვენ არ გვინდა რეგრესი, არ ვიცით სად წავიდეთ და ა.შ. ეს გასაგებია მაგრამ ჩვენი პრობლემაა მაინც.
ბევრი პრობლემაა იასნია, მაგრამ ვერ აგვარებს მარტივად ფედერაცია, იმიტომ რომ დაკრავენ ბობობლები ფეხს და მოუწევთ მერე მსოფლიოს ჩატარება მართლა ჩეხეთით და ურუგვაით.
ერთგვარი ხაფანგი -25 -ია გეთანხმებით, მაგრამ ჩვენით უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჟურნალისტები და ქომაგები რომ ავალაპარაკეთ ჩვენს მიღებაზე უკვე კარგია. უცხოელები ანუ.
ახლა მათ კარგი არგუმენტებიც უნდა მივცეთ.
დავიწყოთ იტალიით.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Feb 2018, 15:48
მოკამათეთა ნებართვით,
ამ ერთი -- ტრადიციული პოსტით --
აწმყოს | პირვანდელ გეზს დავუბრუნდები

უნივერსიტეტის 100 წლის’თავი როდისაა?
50 წლის წინ, ჯერაც ბავშვი. დავესწარი 50 წლის’თავს!


user posted image

ისტორიაში შევიდა

"ექვსი ერის" სტარტზე ირლანდიამ "გაწითლებულ დროზე",
41 ფაზის შემდეგ, 44 მეტრიდან გატანილი არეკნით, სტუმრად ძლია საფრანგეთი


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ცხრილები = ქვემოთაა ! ))

ბედის ირონია თუა, რომ სადაც დრამა დატრიალდა, იქ თამაში საყურებლად არ ვარგოდა, თორემ პირველი რაუნდის სხვა ორ მატჩში კი დაიდო 14 ლელო

მიზეზი ავდარია. პარიზის შემოგარენში წვიმდა, მაშინ როცა კარდიფში ჭერქვეშ ჩატარდა რაგბი, ხოლო რომში – მზის გულზე. სამ რკენაში გათამაშდა 43 შერკინება და 70 დერეფანი, და 58 ჯარიმაც დაინიშნა, მაგრამ სინბინში არავინ გაუგდიათ

სამაგიეროდ, აღინუსხა მძიმე ტრავმები. საფრანგეთს საფუძვლიანად დაემტვრნენ მატიო ჟალიბერი, ანტუან დიუპონი და კევინ გურდონი: ირლანდიას – ჯოშ ფან’დერ’ფლიერი; ინგლისს – ბენ იანგსი და დიაგნოზიც ეგეთია, რომ თუ მთლად სეზონი არა, "ექვსი ერი" კი ყველასათვის დასრულდა

თოფი გაუვარდათ

ირლანდია მოგებას იმსახურებდა, მაგრამ ბედად’ღა იმარჯვა. კელტებმა ბურთი დროის 68% აკონტროლეს და რაქში 162-72 თანა’ფარდობით იყოჩაღეს; მათ ბოჭვაც "მამლებზე" 2.2-ჯერ ნაკლები დაჭირდათ 113/253, მაგრამ მთელ თამაშში სულ ორჯერ გაიჭრა ხაზი და ეგ სწორედ რომ ფრანგებმა მოახერხეს

უელსელი კოლორიტი ტაქტიანად კი მსაჯობდა, მაგრამ "ლე ბლე" 11-ჯერ მაინც დააჯარიმა: 3-ჯერ სებასტიან ვაამაინამ შესცოდა და ორჯერ – კაპიტანმა გიონ გირადომ. ჯონი სექსთონს ფეხი პირველად საათის თავზე’ღა მოეცარა, რისი წყალობითაც ირლანდია სულ წინ იყო – 3:0 ... 12:6, მაგრამ სად იყო და სად არა, გალებს თოფი გაუვარდათ:

მულატმა ტედი ტომამ სლალომი მოაწყო და გზად მოაღორა რობ ქარნი და ჯექ სთოქ’დეილი * 13:12 @ 74’

სტრატეგიაში ჩაიჭრნენ

თამაშის მიწურულს სამი საგულისხმო რამ მოხდა: ჟალიბერისა არ იყოს, ჰავ’ბექი დიუპონიც კოჭლობით გაიყვანეს, მარქაფაში კი უკანა ბექი, ბენჟამენ ფოლი’ღა იჯდა

აქ "ლე ბლეს" მხსნელად მოევლინა "დამოუკიდებელი ექიმი", ვინაც "ტვინის შერყევაზე" შემოწმება მოიმიზეზა და ფრანგებს შეცვლილი 9 ნომერი, მაკსიმ მაშნო დააბრუნებინა. "მსოფლიო რაგბი" აქამდე იძიებს შარს, მაგრამ არა გვგონია, ბობოლას შენიშვნის მეტი რამე აკადროს

მერე იყო და ფრანგებმა შერკინებაში დაადედლეს კელტები და ჯარიმა ალალად გამოიმუშავეს, მაგრამ სტრატეგიაში ჩაიჭრნენ: ნაცვლად იმისა, რომ ბურთი ალამთან გადაეგდოთ, დერეფანში აეგორებინათ მოლი, გაეჩაღებინათ "აიღე და მიეძალე" და მეტოქის ლელოსთან ამოეწურათ 80 წუთი, ანტონი ბელომ კარში დაჰკრა და ააცილა

ირლანდიასაც ეგ უნდოდა: ბურთი რომ მოიხელთა, თავისი ნახევრიდან შეუდგა ფაზათა კინძვას. "სამყურები" წინ გაჭირვებით მიიწევდნენ; არც ოუენსი ნიშნავდა ჯარიმას; ლიგის ფანობაც ნაღდად ქილიკობდა მორიგი "რაგბული ამაოების" გამო, მაგრამ სექსთონმა გარისკა, შორიდან არეკნით დაარტყა და ისტორიაშიც შევიდა * 15:13 @ 80+3’

საკადრისად დააფასეს

ავტორიტეტთა ანგარიშით, უელსს აკლდა 8 "ლომი", მაგრამ 15-ეულში "ჰლანეჰლის" 10 წევრი შეიყვანა; შოტლანდიას კარდიფში წინა ჯერზე 2002 წელს მოეგო, მაგრამ ამჯერად ყინჩად იყო, რაკი შარშან ორჯერ ეძლია ავსტრალია და კინაღამ "ოლ ბლექსიც" ზედ მიეყოლებინა

სქოთებს ქადილი ფუჭად დაურჩათ – თავიდანვე თავზე ხელი აიღეს და ჩამორჩნენ, უელსმა კი, მეტოქეს რომ საკადრისად აფასებდა, თანდათან ზარდა მონაგარი და ბოლოსწინა წუთამდე ნულზეც იგებდა

"ურჩხულების" პირველ ლელოზე გარეს დევისმა კოლეგას, ალი პრაისს ჩაუჭრა ბურჯისთვის (!) გამიზნული გრძელი პასი და ნახევარი მოედანი გაირბინა * 7:0 @ 8’

38 ტესტის წინო

მეორეზე მგეზავმა რის პაჩელმა გასერა დაცვა, მეტოქის ჩათრევის შემდეგ კი ლი ჰაფ’პენმა ფრთაზე იხეირა ორ-კაცა მეტობით * 14:0 @ 13’

მესამე და მეოთხე ლელოები მეორე ტაიმში დაიდო: მოლის შეჩერებით სტუმრებს მწყობრი აერიათ და ჰაფ’პენი ახლოდან ეწია მიზანს * 27:0 @ 63’, ჩაჭრის შემდეგ კი ჰედლი პარქსმა გააქცუნა სთეფ ევანსი და ამან ალამთან, აკრობატულად დაამიწა ბურთი * 34:0 @ 74’

სქოთებმა პრესტიჟის ლელოღა გაიტანეს. უელსმა ბონუსი მიითვალა, ჰაფ’პენმა კი 24 ქულა ხომ მოკრიფა და თურმე 5-წლიანი ნავსიც გატეხა – ნაკრებში წინა ლელო 38 ტესტის წინ გაეტანა

"სიმოს" ბენეფისი

კვირას უელსს ლიდერობა მაინც ჩამოართვა ბოლო ორი წლის ჩემპიონმა ინგლისმა – რომში, 77’ წუთზე, მეშვიდედაც (!) რომ დაალელოვა იტალია * 46:15, კელტებს სხვაობით გადაუსწრო

დარში საამოდ საცქერი რაგბი გაჩაღდა. გადახალისებულ იტალიას ცისფერ კვართზე ოქროს’ფრად წაეწერა ნომერი და თამამადაც უტევდა – "აძურმა" სრულ საათს გაუძლო ფავორიტს * 15:27 და მერეღა გატყდა

"ვარდებს" 9 ნომერი 10’ წუთზე დაემტვრათ და თამაში დიდი ხნით შეჩერდა. სტუმართაგან დუბლი შეასრულეს "უკანა ბექმა" ენთონი ვოთსონმა და "ექვსი ერის" ახალბედამ – ექსეთერელმა 8 ნომერმა სემ სიმონდსმა

ჩაუქმა და ღონიერმა "სიმო"მ მთლად გადარია პუბლიკა – 13 წაღებაზე 75 მეტრით წაწია წინ ბურთი, შეასრულა სალელოე პასი, ხაზი სამჯერ გაჭრა, გააბითურა 6 მბოჭავი, ხოლო თავად 22-ჯერვე დაიჭირა მომხვდური


ექვსი ერი * 2018

პირველი რაუნდი


უელსი$ 34:7 შოტლანდია
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295034.html

უელ: ჰაფ’პენი ადამს სქ.ვილიამს (ვოთქინ 71) პარქს სთ.ევანს
<10-9> პაჩელ (ენსქომ 63) გრ.დევის (ალ.დევის 66) /
რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 51) ოუენს (დი 63) ლი (ფრენსის 51)
ჰილ (ბრ.დევის 56) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი მორიართი (თიპურიქ 65) –
4ლ: გრ.დევის ჰაფ’პენი (2 3) სთ.ევანს; 4გ 2ჯ: ჰაფ’პენი

შტლ: ჰოგ სიმორ ჰარის (ჰორნ 55) ჰ.ჯოუნზ მაკ’გვიგან (მეითლენდ 55)
<10-9> რასელ პრაის (ლეიდლოუ 49) /
რიდ (ბჰათი 49-75) მაკ’ინალი (ლოუსონ 70) ველშ (მაკ’ქალუმ 65)
თულის (გილქრისთ 55) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ კ.დიუ’პრე (ვილსონ 49) –
ლ: ჰორნ; გ: რასელ

რეფ გაიუზერ (სფრ) 3/02 @ კარდიფ, პრინსიპალითი (74 169)
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=61938&d=1517694994

7:0(8) 14:0(13) /
17:0(44) 20:0(49) 27:0(63) 34:0(74$) 34:7(79)


საფრანგეთი$ 13:15 ირლანდია
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295035.html

სფრ: პალი ტომა ლამერა შავონსი ვაკატავა
<10-9> ჟალიბერ (ბელო 30) მაშნო (დიუპონ 67-75) /
პუარო (პრიზო 55) გირადო^კაპ(პელისიე 74) სლიმანი (გომეს-სა 55)
იტიურია (გაბრიაგ 61) ვაამაინა; ლორე (ტოლენ 67) კამარა გურდონ –
ლ: ტომა; გ: ბელო; 2ჯ: მაშნო

ირლ: რ.ქარნი ერლს ჰენშოუ აკი სთოქ’დეილ (მაკ’ფადენ 75)
<10-9> სექსთონ მარი /
ჰილი (ჯ.მაკ’გრას 61) ბესთ^კაპ (ქრონინ 68) ფურლონგ (ჯნ.რაიან 70)
ჰენდერსონ ჯმ.რაიან (თოუნერ 68) ო’მანი ფან’დერ’ფლიერ (ლივი 37) სტანდერ –
4ჯ ა: სექსთონ

რეფ ოუენს (უელ) 3/02 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (74 878)
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=61944&d=1517704237

0:3(3) 0:6(22) 3:6(36) 3:9(39) /
3:12(47) 6:12(54) 13:12(74) 13:15(80+3ა)


იტალია 15:46 ინგლისი$
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295036.html

იტა: მინოძი ბენვენუტი ბონი (კასტელო 80) კასტელო (ჰეივორდ 73) ბელინი
<10-9> ალენ (კანა 73) ვიოლი (გორი 63) /
ლოვოტი (კვალიო 41) გირალდინი (ბიჯი 54) ფერარი (პასკვალი 54)
ძანი ბად (ბიაჯი 61) ნეგრი ჯამარიოლი (მბანდა 50) პარისე^კაპ –
2ლ: ბენვენუტი ბელინი; გ ჯ: ალენ

ინგ: ბრაუნ (ნოულ 61) ვოთსონ თე’ო (ჯოზეფ 59) ფარელ მეი
<10-9>ფორდ იანგს (ქეა 10) /
მ.ვუნიპოლა (ჰეპბერნ 73) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 54) ქოულ (ჰ.ვილიამს 54)
ლონჩბრი ითოჟე; ლოზ (ქრუზ 59) რობშოუ (ანდერჰილ 67) სიმონდს –
7ლ: ვოთსონ (1 2) ფარელ სიმონდს (4 6) ფორდ ნოულ; 4გ ჯ: ფარელ

რეფ რეინალ (სფრ) 4/02 @ რომა, ოლიმპიკო (61 464)
https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=61987&d=1517781573

0:5(3) 0:10(11) 7:10(22) 7:17(27) 10:17(39) /
10:20(47) 10:27(53$) 15:27(58) 15:34(69) 15:41(76) 15:46(77)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ლი ჰაფ’პენი (უელ), 14 ენთონი ვოთსონ (ინგ), 13 სქოთ ვილიამს (უელ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 სთეფ ევანს (უელ);
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 გარეს დევის (უელ) /
1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 გიონ გირადო (სფრ), 3 დენ ქოულ (ინგ);
4 ალინ’ვინ ჯოუნზ (უელ), 5 ჯეიმზ რაიან (ირლ);
6 არონ შინგლერ (უელ), 7 ჯოშ ნავიდი (უელ), 8 სემ სიმონდს (ინგ)

სულ: 7 უელ, 5 ინგ, 2 ირლ, 1 სფრ * 0 იტა, შტლ


ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით (# მარსეი)

შაბ 03/02 უელსი $ 34:07 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი $ 13:15 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 15:46 ინგლისი $

1 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $

ინგლისი 5 +31 7/2 46:15 1-0 1
უელსი 5 +27 4/1 34:07 1-0 1
ირლანდია 4 +2 0/1 15:13 1-0 0
საფრანგეთი 1 -2 1/0 13:15 0-1 1
შოტლანდია 0 -27 1/4 07:34 0-1 0
იტალია 0 -31 2/7 15:46 0-1 0


ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)

შაბ 10/02 ირლანდია 18.15 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 20.45 უელსი
კვი 11/02 შოტლანდია 19.00 საფრანგეთი


პარ 23/02 # საფრანგეთი 24.00 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია 18.15 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 20.45 ინგლისი

შაბ 10/03 ირლანდია 18.15 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 20.45 ინგლისი
კვი 11/03 უელსი 19.00 იტალია

შაბ 17/03 იტალია 16.30 შოტლანდია
შაბ 17/03 ინგლისი 18.45 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 21.00 საფრანგეთი


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (5/02_2018)

1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8686,
4 ავსტრალია 8549, 5(6) აფრიკა 8381, 6(7) უელსი 8343,
7(5) შოტლანდია 8275, 8 არგენტინა 7822, 9(10) ფიჯი 7793,
10(9) საფრანგეთი 7762, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958

+/-: უელ 135 შტლ, ირლ 47 სფრ * ინგ 0 იტა

@

Posted by: jora84 10 Feb 2018, 18:38
იტალიას შემოახიეს 20 წუთში შუბა fingal.gif

Posted by: ELguja90 10 Feb 2018, 18:39
ბავშვებს ნუ აყურებინებთ მაინც up.gif

Posted by: ზურატი96 10 Feb 2018, 18:48
საათივით აწყობილი გუნდია ირლანდია...

იმედია დადებენ თასს 2kiss.gif

Posted by: Grandmama 10 Feb 2018, 20:17
მეგობრებო ლინკები სად შეიძლება ვნახო ? smile.gif
უელსის მოგებას მინდა ვუყურო biggrin.gif ნუ იმედი მაქვს მაინც.

ირლანდია კიდევ რავი ძალიან სიმპატიჩნი ნაკრებია, მე ახლა შოტლანდიის ბედი მაღელვებს, აღმავლობის გზა ქონდათ და იმედია უკუსვლა არ დაეწყებათ.

Posted by: ბენი 10 Feb 2018, 20:27
Grandmama
რაგბი ტვ-ზე იქნება

ან

livetv.sx აქ მოძებნე

Posted by: Grandmama 10 Feb 2018, 20:30
ბენი
სპასო
რაგბი ტვ არ მაქვს მგონი sad.gif biggrin.gif

უპს მაივიდეოზე ყოფილა 2kiss.gif

Posted by: B l a c k J a c k 10 Feb 2018, 22:02
11 ფაფხურობს რაღაცას უელსში და ალუნ ვუნ ჯონსი მსაჯს არ ელაპრაკება biggrin.gif ეგ იყო უელსი პირველ ტაიმში.
პ.ს ლელო ჩასათვლელი იყო ((((

Posted by: Grandmama 10 Feb 2018, 22:23
ძალიან წვალობს უელსი და ძალიან ცოდო ნაკრებია იმენა ტიპები სულ დამტვრეულები არიან
სხვანაირი უელსია რაღაც, ნელი ზანტი და უფანტაზიო, ძალიან ბევრი შეცდომით, მე პირადად დიდი ხანია ეგეთი უელსი არ მინახავს.

ნუ ინგლისი მე საერთოდ არასდროს მომწონდა და მესიმპატიურებოდა და არც ახლა, მაგრამ დალაგებულად თამაშობენ, უბრალოდ გამოჩნდა რომ უელსმა რა ოდნავ მოუმატა და უკვე ოდნავი პრობლემა შექმნა და როარა ის დანაკლისი რაც აქვთ აშკარად ბევრად კარგი მატჩი იქნებოდა wink.gif

ნუ ლელო როარ ჩაითვა რავი, მე მგონია რომ იყო ლელო მარა მსაჯმა უკეთ იცის თან გადაამოწმა.

Posted by: FullbackAce 10 Feb 2018, 22:35
QUOTE (Grandmama @ 10 Feb 2018, 22:23 )
ძალიან წვალობს უელსი და ძალიან ცოდო ნაკრებია იმენა ტიპები სულ დამტვრეულები არიან
სხვანაირი უელსია რაღაც, ნელი ზანტი და უფანტაზიო, ძალიან ბევრი შეცდომით, მე პირადად დიდი ხანია ეგეთი უელსი არ მინახავს.

რავი მე კარგა ხანია მარტო მაგ უელსს ვუყურებ. user.gif

Posted by: ELguja90 10 Feb 2018, 22:51
ნუ, ლელო არ ჩაითვალა, კაი
მარა იმ მეორე მომენტში რო გადახტა და ჰოპ დაიძახა
ჯერ ჰოპ დაეძახა და მერე გადამხტარიყო, შეაღწევდა ლელოში yes.gif

Posted by: jora84 11 Feb 2018, 19:31
ტედი თომა მოიგებს 6 ერს უეჭველი biggrin.gif
წაღმა უკუღმა ატრიალებს სქოთების უკანა ხაზს biggrin.gif

Posted by: BigG 11 Feb 2018, 19:33
ეს ვაკატავა მართლა დებილია თუ თავს იდებილებს?

Posted by: jora84 11 Feb 2018, 19:46
BigG

ეგეთია smile.gif

30 ვაკატავა

Posted by: PING 11 Feb 2018, 19:54
გადაუარონ ერთი სკოტებს, დაბოღმილი ვარ მაგათზე თავი რო გაიგიჟეს და გადაგვირბინეს რა იყო ასე ძაან თავის გამეტება, გვნახეს სუსტი მაგათზე და დედა მოიდგნეს .

Posted by: B l a c k J a c k 11 Feb 2018, 19:54
jora84
QUOTE
ტედი თომა მოიგებს 6 ერს უეჭველი

თან რა პოზიტიურია :დ ჰაბანას გავს ღიმილით :დ

Posted by: jora84 11 Feb 2018, 20:29
საფრანგეთმა რაც აკეთა ბოლო 2-3 წუთში ჩვენ ნაკრება რომ ექნა მელიტონას ცეცხლზე დაწვავდნენ და ერთი 100 პოსტი დაიერებოდა პროგრესი არ გვაქვს და 6 ერში არაფერი გვესაქმებაო biggrin.gif

Posted by: BigG 11 Feb 2018, 20:59
ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთი ცნობილი იყო თავისი მძლავრი შერკინებით და ინტელექტუალი ბექებით.

აღარც შერკინებაა მძლავრი და ბექები (ტომას გარდა) ერთამნეთს უტვინობაში ეჯიბრებიან.

მწვრთნელიც სუსტია. საჭირო დროს, ვერც ტაქტიკა შეცვალა და შეცვლებიც ცუდი ქონდა (მაგ., მაშნო გასაყვანი არ იყო).

Posted by: jora84 11 Feb 2018, 21:00
BigG

მაშნო დაიმტვრა ტაიმის ბოლოს boli.gif

Posted by: iverieli 11 Feb 2018, 21:03
Martla ra sacodavi gundi gaxda safrangeti. Italiis garda yvelastan caageben.

Posted by: BigG 11 Feb 2018, 21:07
QUOTE
მაშნო დაიმტვრა ტაიმის ბოლოს


ეგ გამომრჩა

Posted by: otia-83 11 Feb 2018, 21:13
დასაწყისი ისეთი იყო მეთქი საცოდავი შოტლანდიათქო და თურმე სადა ბანაობ smile.gif

Posted by: dc120mm 11 Feb 2018, 21:26
თამაშზე არაფერს დავწერ და კომენტარი ნიაზის და ჩალათაშვილის გარეშე მშვენიერი იყო!!! კარგად წაიყვანეს ბიჭებმა!

Posted by: PING 11 Feb 2018, 21:36
გადაუარონ ერთი სკოტებს, დაბოღმილი ვარ მაგათზე თავი რო გაიგიჟეს და გადაგვირბინეს რა იყო ასე ძაან თავის გამეტება, გვნახეს სუსტი მაგათზე და დედა მოიდგნეს .

Posted by: Gio_G83 12 Feb 2018, 00:33
2 მატჩი და იტალიის 5 ლელო
boli.gif

Posted by: Levan ch 12 Feb 2018, 00:41
QUOTE
თამაშზე არაფერს დავწერ და კომენტარი ნიაზის და ჩალათაშვილის გარეშე მშვენიერი იყო

ნიაზა არის უსაშინლესი კომენტატორი.. ნამუსიანი კაცი რომ იყოს შერცხვებოდა და აღარ წაიყვანდა, თვითონაც დაისვენებდა და ჩვენც.

დამწყებ კომენტატორს უნდა აყურებინო, რომ იცოდეს ვის არ უნდა დაემსგავსოს.

ჩალათაშვილიც ნიაზ მეორეა..

Posted by: Gio_G83 12 Feb 2018, 13:17
QUOTE
ნიაზა არის უსაშინლესი კომენტატორი


ისეთი მოცემულობაა, რომ ვერსად გაექცევი - აი გადამლაშებულ კერძს კარტოფილით ან ბრინჯით, რომ შეალამაზებ ეგეც კი ვერ უშველის "დანნი მამენტ"

Posted by: ferrari1000 12 Feb 2018, 13:33
QUOTE (Gio_G83 @ 12 Feb 2018, 13:17 )
QUOTE
ნიაზა არის უსაშინლესი კომენტატორი


ისეთი მოცემულობაა, რომ ვერსად გაექცევი - აი გადამლაშებულ კერძს კარტოფილით ან ბრინჯით, რომ შეალამაზებ ეგეც კი ვერ უშველის "დანნი მამენტ"

საქართველოს ნაკრების თამაშებზე ნიაზას კომენტატორობას პირდაპირ ითხოვს იმედი. შეიძლება რეიტინგის საკითხიც არის მანდ.

Posted by: Gio_G83 12 Feb 2018, 14:03
QUOTE
ნიაზა არის უსაშინლესი კომენტატორი


ისეთი მოცემულობაა, რომ ვერსად გაექცევი - აი გადამლაშებულ კერძს კარტოფილით ან ბრინჯით, რომ შეალამაზებ ეგეც კი ვერ უშველის "დანნი მამენტ"

საქართველოს ნაკრების თამაშებზე ნიაზას კომენტატორობას პირდაპირ ითხოვს იმედი. შეიძლება რეიტინგის საკითხიც არის მანდ.




იმედი რა ნიაზას კომენტატორობაზე უკეთEსია?
biggrin.gif

ჯაჯანიძე & "hope"

Posted by: giushki 12 Feb 2018, 14:08
QUOTE (Gio_G83 @ 12 Feb 2018, 14:03 )
იმედი რა ნიაზას კომენტატორობაზე უკეთEსია?

მე რომ მკითხონ რომელია ტელე სივრცედან მოსაშორებელი - ნიაზა თუ იმედიო, დაუფიქრებლად იმედს ავირჩევდი war.gif

Posted by: Levan ch 12 Feb 2018, 14:28
QUOTE
მე რომ მკითხონ რომელია ტელე სივრცედან მოსაშორებელი - ნიაზა თუ იმედიო, დაუფიქრებლად იმედს ავირჩევდი 


ხო თურქულ სერიალებს მეც ნიაზას მოსმენა მირჩევია, მაგრამ მადლი ქენი მარილიც მოაყარეო ნათქვამია.

იმ ხალხის მაგრად მიკვირს ვინც რაგბში ჩახედულია და მაგის კომენტატორობა მოწონს.

Posted by: jora84 12 Feb 2018, 17:26
ფრანგ მოთამაშეებს სქოთი გულშემატკივრები გაუფენიათ პაბში lol.gif

ედინბურგის აეროპორტიდან არ უშვებენ მამლენის თვითმფრინავს biggrin.gif

Posted by: giushki 12 Feb 2018, 17:49
Levan ch
რაგბში ჩახედულს რაღათ უნდა კომენტატორი))
მაგარი არა პოლიტ კორექტულია ნიაზა biggrin.gif

მე მაგრად ვკაიფობ, ეგეთს სხვაგან ვერ გაიგებ, ეგ რომ რეჩებს ურტყავს))))))

Posted by: Levan ch 12 Feb 2018, 18:52
giushki
QUOTE
რაგბში ჩახედულს რაღათ უნდა კომენტატორი))


აქეთკენ უბერავს ეგეც და ტინგიცობის მეტს არაფერს აკეთებს. მოკლედ რომ ვთქვა მასხარის როლშია.
და ყველაზე ცუდი ისაა რომ ცუდს უფრო ბაძავენ ვიდრე კარგს. რაგბი ტივის ყველა კომენტატორი ჩალათაშვილის და მაგის გზას ადგას.
პიროვნული არაფერი, უბრალოდ
ამ საქმეში ლეღვები არიან..

Posted by: dc120mm 12 Feb 2018, 19:15
jora84
QUOTE
ფრანგ მოთამაშეებს სქოთი გულშემატკივრები გაუფენიათ პაბში

ედინბურგის აეროპორტიდან არ უშვებენ მამლენის თვითმფრინავს

ტროლაობ?

Posted by: giorgi77 12 Feb 2018, 20:23
არაა ტროლაობა, თვითმფრინავი შეაყოვნეს ფრანგები, პოლიცია ავიდა დაკითხვაზე..... სექშუალ ესოლთიო... ორი საათის შემდეგ ღა გაფრინდნენ სახლში.
თამაშის შემდეგ ღამის კლუბში შეემთხვათ რაღაც... პოლიციაში საჩივარი შევიდა ფრანგებზე. . რომელიც არ დადასტურდა ეოგორც წერენ

Posted by: dc120mm 12 Feb 2018, 20:27
ვაკატავას ტრაკზე უჩქმეტია ვიღაც შოტლანდიელი ტიპისთვის (გოგოსთვის მაინც ეჩქმიტა)

Posted by: LAZY@2016 12 Feb 2018, 20:52
QUOTE (giorgi77 @ 12 Feb 2018, 20:23 )
არაა ტროლაობა, თვითმფრინავი შეაყოვნეს ფრანგები, პოლიცია ავიდა დაკითხვაზე..... სექშუალ ესოლთიო... ორი საათის შემდეგ ღა გაფრინდნენ სახლში.
თამაშის შემდეგ ღამის კლუბში შეემთხვათ რაღაც... პოლიციაში საჩივარი შევიდა ფრანგებზე. . რომელიც არ დადასტურდა ეოგორც წერენ

ვაბშეტა პიკამოლი და ტედი ტომა იყვნენ მაგ ამბავში მთავარი გმირები....



......

Posted by: AnRI992 13 Feb 2018, 17:08
რამ გადარიათ მამლები?
და შოტლანდიელი ვაჟკაცებიც პოლიციაში ჩივიან ფრანგებმა ტრაკზე გვიბწკინესო?
კაი ქართველ ღიპიან ბიძას ტრაკზე უბწკენენ რამე რო იყოს? გარისკავენ ვითომ?


givi.gif

Posted by: giorgi77 13 Feb 2018, 21:36
France head coach Jacques Brunel has dropped several players from his squad to face Italy as punishment for their “inappropriate behaviour” in Edinburgh recently.

Seven les Bleus players were reportedly questioned by police following a fight that took place in Edinburgh city centre on Sunday night after France lost their Six Nations Test to Scotland on the same day.

In a statement the French rugby federation (FFR) said: "(Coach) Jacques Brunel has decided to exclude from that list the players who went out after the defeat in Scotland.

"With this inappropriate behaviour, they failed to respect their duty as international players."

The players were taken off their plane, that was set to leave Edinburgh airport on Monday, to be questioned by the police.

Although the FFR did not name the players sanctioned, Anthony Belleau, Alexandre Lapandry, Arthur Iturria, Felix Lambey, Jonathan Danty, Louis Picamoles, Remi Lamerat and Teddy Thomas were not named in the squad for the clash with Italy on February 23 in Marseille.

http://www.planetrugby.com/news/france-drop-players-following-inappropriate-behaviour/

Posted by: BigG 13 Feb 2018, 22:12
QUOTE
Although the FFR did not name the players sanctioned, Anthony Belleau, Alexandre Lapandry, Arthur Iturria, Felix Lambey, Jonathan Danty, Louis Picamoles, Remi Lamerat and Teddy Thomas were not named in the squad for the clash with Italy on February 23 in Marseille.


ამათ იტალიასთან სულაც არ წააგონ.

Posted by: dc120mm 13 Feb 2018, 23:12
BigG
QUOTE
ამათ იტალიასთან სულაც არ წააგონ.

დიდი შანსია smile.gif თან ნირწამხდრებიც იქნებიან.

Posted by: samxara91 14 Feb 2018, 09:10
ტომაც ამოაგდეს არადა ერთადერთია დღევანდელ საფრანგეთის ნაკრებში ვისაც რამის გაკეთება შეუძლია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Feb 2018, 19:58
user posted image

მიადო, არ დაუდიაო

"ექვსი ერის" მეორე რაუნდში უელსმა რომ ინგლისში წააგო,
ჩივის, ტელე’რეფმა ნაღდი ლელო არ ჩამითვალაო


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

ცდებიან მობურთალები და სცოდავენ მსაჯებიც. ორივეს ლაფსუსები რაგბის ნაწილია. მედიასა და ქომაგებს თემიდის შეცდომებზე მსჯელობას არავინ უკრძალავს, მოთამაშესა და მწვრთნელს კი გვარიანი ტაქტის გამოჩენა მართებს, როცა ამ საჩოთირო საკითხს ეხება

წაგებული უელსის გურუმ, კივმა ვორენ გეთლენდმა ნამატჩევს ბრძანა, "მსოფლიო რაგბმა" ტელე’რეფი შორეული ზელანდიიდან ჩამოაფრინა, ამას კი მთელ მატჩში ერთად’ერთი სერიოზული განჩინების გამოტანა მოუხდა და ვაგლახ. რომ მასშიც ჩაიჭრაო

"დაბლინმა" ამას რომ წაუყრუა, გეთლენდის თანა’შემწემ, რობ ჰაულიმ სამი დღის თავზე გაუმხილა სააგენტოებს, "მსოფლიო რაგბის" მსაჯთა შეფმა, ირლანდიელმა ალენ როლანმა ჩვენთან, ტელეფონით საუბრისას, აღიარა, რომ ლელო ჩასათვლელი იყოო

ამაზე გამარჯვებული ინგლისის მოძღვარმა, ოზმა ედი ჯოუნზმა ბრძანა, თემიდას პატივი უნდა ვცეთ – როგორც გადაწყვეტს, ეგრევე უნდა მივიღოთ. ტყუილად კი არ თქმულა, მატჩში ბოლო დასტვენით ყველაფერი სრულდება და შედეგი აღარ გადაისინჯებაო

ერთდროულად გაიწვდინეს

23’ წუთი იყო, უელსი * 0:12 რომ აგებდა. რიჩ პაჩელმა დიაგონალზე შეაგორა ბურთი ლელოში. ოვალი მუხლზე მოხვდა სთეფ ევანსს, ამსხლტარისკენ კი თითქმის ერთდროულად გაიწვდინეს ხელები უელსელმა გარეს ენსქომმა და ინგლისელმა ჯონათან ჯოზეფმა

ფრანგმა რეფმა, ჟერომ გარსეზმა ეპიზოდის გადამოწმება ტელე’რეფს, ზელანდიელ გლენ ნიუმენს სთხოვა. ამან "დასკვნის დადებას" 70 წამი ამყოფინა – ენსქომმა სათანადოდ ვერ დაამიწა ბურთი, ხოლო ჯოზეფმა კიო. ლელო არ ჩაითვალა, უელსს კი ხეირზე ჯარიმა ერგებოდა და იგი კარში დაარტყა * 3:12 @ 24’

ნიუმენმა ეგებ მართლაც იჩქარა. ინგლისელმა რეჟისორმაც ალბათ ისეთი რაკურსები’ღა უჩვენა, დავა "ვარდების" სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა

რაღაი XXI საუკუნის მოდით, რაგბის კვართს სახელო ავდარშიც კი წაჭრილი აქვს, ტელე’რეფს იქნებ მეტოქეთა ხელებიც აერია; ყველაზე სარწმუნო კი ისა გვგონია, რომ ნიუმენის შეფასებით, ენქსომმა ბურთს ხელი ოდენ (გვერდიდან) მიადო და არა (ზემოდან) დაადო, ანუ (წესისამებრ) არ დაუმიწებია!

სლიპინა გრუნტზე

ავდარი მართლაც სასტიკი იდგა – ციოდა და წვიმდა. უელსს ზედ თამაშის წინ გამოაკლდა 15 ნომერი ლი ჰაფ’პენი – ფეხის ინფექცია გაურთულდა, ცბიერმა ჯოუნზმა კი სამზად კვირეულში მედიით შეტევა მიიტანა პაჩელზე, ეგ ბიჭი უელსის ოდენ მესამე მგეზავია და ამ დონეზე ვერ ივარგებსო

და მართლაც, ენთონი ვოთსონმა დანი ქეას აბრაგანი რომ მოუხსნა პაჩელს, ოუენ ფარელმა შენიშნა უელსის მოშიშვლებული ზურგი და
48 მეტრიდან ფრთისკენ დაურტყა ჯონი მეი’ს. ამას "ექვს ერზე" აქამდე ვერაფრით გაეტანა ლელო, ამჯერად კი გაქუსლა და სლიპინა გრუნტზე ბურთს უზუსტესად დაახტა * 5:0 @ 3’

მეორე ლელოც მეიმ გაიტანა 25-ფაზიანი შტურმის შემდეგ – ფარელმა ფრთაზე, შორს მიაწოდა ჯონ ლონჩბრი’ს, ამან კი "შიგნით" ოფლოუდი გაახერხა * 12:0 @ 21’

უელსმა მეორე ტაიმში იძალა. 48’ წუთზე არონ შინგლერმა კარგი რეიდი უდროო გადაკიდებით წაახდინა. საათის თავზე, ჯორჯ ნორსის პასით, ალმისკენ გაქანდა სქოთ ვილიამსი, მაგრამ სემ ენდერჰილმა მაინც მიაბრძანა კიდეზე

ჰოდა, "ურჩხულები" ნუგეშსღა * 6:12 დასჯერდნენ ომში, რომელშიც გუნდებმა 39-39 ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს, ინგლისი კი უელსზე ბევრად მეტჯერ * 11-2 დაჯარიმდა

მეხუთე ძვირად დაუჯდათ

ყურადღება არავის მიუქცევია, თორემ უელსის ბოლო გოლით ინგლისმა ლიდერობა დაკარგა – იგი გადააბარა ირლანდიას, რომელმაც თამაშ’თამაშ 8-ჯერ დაალელოვა მაჩანჩალა იტალია და პრემია პირველ ტაიმშივე დაიბევა * 56:19

"აძურს" 27 ბოჭვა გაუცუდდა! კელტების 8 ლელოდან 7 ბექებმა გაიტანეს, ოღონდაც ორი – ძალით, ახლოდან. მეოთხე, საპრემიო, თერნოვერს მოჰყვა – კივმა ბანდი აკიმ გაიჯეჯილა და ქის ერლსი ახეირა * 28:0 @ 37’, მეხუთე კი "სამყურებს" ძვირად დაუჯდათ:

ტომაზო ალენისთვის გამიზნული პასი სერჯო პარისეს რომ ჩაუჭრა ვარსკვლავად შერაცხულმა რობი ჰენშოუმ და გაქუსლა, ტომაზო ბენვენუტი გამოეკიდა და დამიწებისას ისე დასცა, რომ შემტევს ბეჭი მოტყდა და ტურნირის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან

გოლებითღა დაგვაპურეს

კვირას, მარიფილდზე, სტარტზე წაგებულები შეიყარნენ. პირველ ტაიმში მეტოქეებმა ორ-ორი ლელო დადეს, მერე კი დაფრთხდნენ და გოლებითღა დაგვაპურეს. ჰოდა, მოკეთებულმა ექს’კაპიტანმა, გრეიგ ლეიდლოუმ 6-დან 6 (!) ჯარიმა რომ გაიტანა, სქოთებმა * 32:26 ძლიეს გალები, რომელთა ბოლო გამარჯვების აქეთ 329 დღე გასულა

"ლე ბლემ" ორ მატჩში სამი ლელო გაიტანა და ყველა – მულატი ტედი ტომას ანგარიშზეა. სანამ გუნდი ჯანზე იყო და შეტევის შნო ჰქონდა, "რასინგის" გარემარბმა ჯერ 45-მეტრა სლალომი მოაწყო და გზად სამი სქოთი (რასელ ჰორნ ჰოგ) გააბითურა * 7:0 @ 4’, მერე კი გადაიკიდა და ლეიდლოუსაც დაუმიწა * 17:7 @ 28’

ვალში არ სქოთი ბექები დარჩენილან. ფრანგებს შესვენებაზე გამოაკლდათ ბეჭ’მტკივანი 9 ნომერი მაკსიმ მაშნო, შინ დაბრუნებული რაზმიდან კი ერთბაშად 8 კაცი (მათ შორის, ტომაც) გარიცხა ახალმა მწვრთნელმა ჟაკ ბრიუნელმა:

კვირა ღამით ბიჭებმა ისე აიკლეს ბარი, რომ პოლიციამ ჩართერი დააყოვნა და ბევრიც დაკითხა, თუმც საქმე აღარ აღუძრავს, რაკი რაგინდარა დანაშაულის კვალს, ნიშანსა და საბუთს ვერ მიაგნო


ექვსი ერი * 2018

მეორე რაუნდი


ირლანდია$ 56:19 იტალია
სტატ >> http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295037.html

ირლ: რ.ქარნი ერლს ჰენშოუ (ლარმორ 45) აკი სთოქ’დეილ
<10-9> სექსთონ (ქარბრი 51) მარი (მარმიონ 51) /
მაკ’გრას (ჰილი 68) ბესთ^კაპ (ქრონინ 61) ფურლონგ (პორთერ 4)
ჰენდერსონ (რუ 41) თოუნერ; ო’მანი ლივი ქონან (სტანდერ 41) –
8ლ: ჰენშოუ (1 5) მარი აკი ერლს ბესთ სთოქ’დეილ (7 8) 8გ: სექსთონ 5, ქარბრი 3

იტა: მინოძი ბენვენუტი ბონი (ჰეივორდ 54) კასტელო ბელინი
<10-9>ალენ ვიოლი (გორი 58) /
კვალიო (ლოვოტი 37) ბიჯი (გირალდინი 45) ფერარი (პასკვალი 54)
ძანი ბად; ნეგრი (რუძა 58) ბ.სტეინ (მბანდა 45) პარისე^კაპ –
3ლ: ალენ გორი მინოძი; 2გ: ალენ

რეფ პუატ (სფრ) 10/02 @ დაბლინ, ავივა (51 700)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=62078&d=1518291785

7:0(12) 14:0(16) 21:0(22) 28:0(37$) /
35:0(45) 42:0(54) 42:7(58) 49:7(61) 49:14(66) 56:14(71) 56:19(75)


ინგლისი 12:6 უელსი$
სტატ >> http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295038.html

ინგ: ბრაუნ ვოთსონ (ნოულ 45) ჯოზეფ ფარელ მეი
<10-9> ფორდ (თე’ო 68) ქეა (ვიგლს’ვორს 65) /
მ.ვუნიპოლა (ჰეპბერნ 77) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 1-10, 52) ქოულ (ჰ.ვილიამს 65)
ლონჩბრი (ქრუზ 68) ითოჟე; ლოზ რობშოუ სიმონდს (ანდერჰილ 41) –
2ლ: მეი; გ: ფარელ

უელ: ენსქომ ადამს სქ.ვილიამს პარქს სთ.ევანს
<10-9> პაჩელ (ნორს 56) გრ.დევის (ალ.დევის 66) /
რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 58) ოუენს (დი 65) ლი (ფრენსის 58)
ჰილ (ბრ.დევის 74) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი მორიართი (თიპურიქ 65) –
2ჯ: პაჩელ ენსქომ

რეფ გარსეზ (სფრ) 10/02 @ ლონდონ, თვიქნემ (82 ათასი)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=62086&d=1518301863

5:0(3) 12:0(21) 12:3(24) შეს(40+2) / 12:6(77) დას(80+2)


შოტლანდია 32:26 საფრანგეთი$
სტატ >> http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295039.html

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ ჰორნ მეითლენდ
<10-9> რასელ (პრაის 65) ლეიდლოუ /
რიდ (ბჰათი 58) მაკ’ინალი ბერგენ;
გილქრისთ (თულის 58) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ (დენთონ 65) ვოთსონ ვილსონ –
2ლ: მეითლენდ ჯოუნზ; 2გ 6ჯ: ლეიდლოუ

სფრ: პალი ტომა ლამერა დუმეირუ ვაკატავა (ფოლ 71)
<10-9>ბოგზის (ბელო 71) მაშნო (სერენ 41) /
პუარო (ბენ’არუ 58) გირადო^კაპ (პელისიე 75) სლიმანი (გომეს-სა 58)
იტიურია ვაამაინა (გაბრიაგ 71) ლორე კამარა ტოლენ (პიკამოლ 58) –
2ლ: ტომა; 2გ: მაშნო; 4ჯ: მაშნო 2, სერენ 2

რეფ ლეისი (ირლ) 11/02 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=62121&d=1518399997

0:7(4) 0:10(10) 7:10(14) 7:17(28) 14:17(33) 14:20(40+2) /
17:20(44) 17:23(47) 20:23(49) 20:26(58) 23:26(61) 26:26(65) 29:26(71) 32:26(77)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 მაიქ ბრაუნ (ინგ),
14 ტედი ტომა (სფრ), 13 რობი ჰენშოუ (ირლ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ);
10 გარეს ენსქომ (უელ), 9 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ) /

1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 საიმონ ბერგენ (შტლ);
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ჯონი გრეი (შტლ);
6 არონ შინგლერ (უელ), 7 ჯოშ ნავიდი (უელ), 8 ჯექ ქონან (ირლ)

სულ: 4 ინგ შტლ, 3 ირლ უელ, 1 სფრ * 0 იტა


ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 03/02 უელსი $ 34:07 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი $ 13:15 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 15:46 ინგლისი $

შაბ 10/02 ირლანდია $ 56:19 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 12:06 უელსი $
კვი 11/02 შოტლანდია 32:26 საფრანგეთი $

2 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $

ირლანდია 9 +39 08/04 071:032 2-0 1
ინგლისი 9 +37 09/02 058:021 2-0 1
უელსი 6 +21 04/03 040:019 1-1 2
შოტლანდია 4 -21 03/06 039:060 1-1 0
საფრანგეთი 2 -8 03/02 039:047 0-2 2
იტალია 0 -68 05/15 034:102 0-2 0


ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)

პარ 23/02 საფრანგეთი 24.00 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია 18.15 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 20.45 ინგლისი

შაბ 10/03 ირლანდია 18.15 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 20.45 ინგლისი
კვი 11/03 უელსი 19.00 იტალია

შაბ 17/03 იტალია 16.30 შოტლანდია
შაბ 17/03 ინგლისი 18.45 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 21.00 საფრანგეთი


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/02_2018)

1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3 ირლანდია 8686,
4 ავსტრალია 8549, 5 აფრიკა 8381, 6 უელსი 8343,
7 შოტლანდია 8294, 8 არგენტინა 7822, 9 ფიჯი 7793,
10 საფრანგეთი 7743, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7125, 15 რუმინეთი 6958

+/-: შტლ 19 სფრ * ირლ 0 იტა, ინგ 0 უელ

@

Posted by: dc120mm 14 Feb 2018, 21:40
QUOTE
ალენ როლანმა ჩვენთან, ტელეფონით საუბრისას, აღიარა, რომ ლელო ჩასათვლელი იყოო

ეს მაგარი იციან,მერე თქმა smile.gif

Posted by: ratomac aRa 14 Feb 2018, 23:50
QUOTE
შაბ 24/02 ირლანდია 18.15 უელსი


იმედია ირლანდია მოუგებს და ბოლო ტურში გაირკვევა ყველაფერი


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Feb 2018, 11:19
QUOTE
ალენ როლან

ირლანდიელია ... აღიარებდა, ინგლისის ჯინაზე

შარშან, ავჭალაში რომ იყო 20წ ინგ - ავს,
ვიპ’ლოჟიდან მოედანზე შეიჭრა -- გარეშე პირი იყო, თამაშში არ მონაწილებოდა --
და ინგლისს უკრძალავდა სინბინის დროს გაწირული 11 ნომრის დაბრუნებას

მაგრამ სქორერმა ინგლისის მენეჯერს გადასცა შეცვლის ბარათები
და ამან მიაბრუნა ზევით ... კუდ’ამოძუებული

@

ვინ ვის რა უთხრა ტელეფონში, მაგას არავინ გამოეკიდება

პრეს’რელიზი კი აქამდე არ დადებულა, რომ ტელე’რეფი შეცდა

@

3 თებერვლის "შერყევაზე" გაყვანა-გამოყვანა ახლაღა გამოიძიეს
და წუხელ (14\02 ღამით) დააგზავნეს რელიზი

გაირკვა, რომ ორივე ფრანგს მუხლი სტკენია, მაგრამ
მატჩის "დამოუკიდებელმა ექიმმა" თავად გადაწყვიტა შერყევაზე გაყვანა --
ფრანგების ჩაურევლადო, რის გამოც არავინ დაისჯება --
დამატებით’ღა განვუმარტავთ ექიმებს, როგორ უნდა მოიქცნენო

@

Posted by: B l a c k J a c k 15 Feb 2018, 11:55
QUOTE
Louis Picamoles,

პიკამოლი რომ იქნებოდა ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ტედი თომას ვერ მიხედეს დროზე მაგხელა ოყრაყებმა? biggrin.gif

Posted by: giushki 21 Feb 2018, 20:16
https://www.youtube.com/watch?v=bIkPbsR7TPU

ვიცი რომ გიყვართ ნიაზი და აგერ მისი ბრილიანტები უელსი იტალიიდან gigi.gif

Posted by: Gio_G83 22 Feb 2018, 13:23
QUOTE
ვიცი რომ გიყვართ ნიაზი

love.gif

QUOTE
აგერ მისი ბრილიანტები

vis.gif

facepalm.gif

Posted by: B l a c k J a c k 23 Feb 2018, 15:25
ინგლისი მოუგებს ხომ სკოტებს? ყველაფერი, ყველაფერი და ფინ რასელი არ გამოსწორდებოდა იმედია ამ ორი კვირის განმავლობაში :დ

Posted by: ratomac aRa 23 Feb 2018, 15:33
უელსს ხალხი დაუბრუნდა

15 Leigh Halfpenny, 14 Liam Williams, 13 Scott Williams, 12 Hadleigh Parkes, 11 Steff Evans, 10 Dan Biggar, 9 Gareth Davies, 8 Ross Moriarty, 7 Josh Navidi, 6 Aaron Shingler, 5 Alun Wyn Jones ©, 4 Cory Hill, 3 Samson Lee, 2 Ken Owens, 1 Rob Evans


Posted by: Perfectum 23 Feb 2018, 23:42
საფრანგეთის და იტალიის თამაშის ყურება სად შეიძლება კარგი ხარისხით?

Posted by: grigalaaa 23 Feb 2018, 23:43
QUOTE
უელსს ხალხი დაუბრუნდა

15 Leigh Halfpenny, 14 Liam Williams, 13 Scott Williams, 12 Hadleigh Parkes, 11 Steff Evans, 10 Dan Biggar, 9 Gareth Davies, 8 Ross Moriarty, 7 Josh Navidi, 6 Aaron Shingler, 5 Alun Wyn Jones ©, 4 Cory Hill, 3 Samson Lee, 2 Ken Owens, 1 Rob Evans


ვაგლახ, რომ ვერ უშველის user.gif

Posted by: jora84 23 Feb 2018, 23:47
Perfectum

http://www.vipleague.pw/rugby/545913/2/france-vs-italy-live-stream-online.html

Posted by: Perfectum 23 Feb 2018, 23:47
jora84
მადლობა

page not found დამიწერა მაგ ლინკზე
ეტყობა რეპორტაჟი რო დაიწყება მაშინ ჩაირთვება



სად ნახულობთ ხოლმე ისე ლინკებს?
ხვალ სანვულვზის ყურებაც მინდა და რო ვიცოდე

Posted by: Levan ch 24 Feb 2018, 00:00
ველოდრომზე ყოფილა თამაში
გაბერავს ფრანცია
* * *
Perfectum
https://www.vipbox.st/sports/rugby.html

აქ აირჩევ თამაშს

Posted by: presbiteri 24 Feb 2018, 00:08
რა საშინელი არხია რაგბი ტვ. ჯერ რა ხარისხით აჩვენებენ და ახლა ხმა და სურათიც ააცილეს ერთმანეთს. დაახლოებით 10 წამიანი სხვაობაა. ეს რა უბედურებაა. სულ დამაკარგინეს ყურების მუღამი

Posted by: Levan ch 24 Feb 2018, 00:19
საშინელი კომენტარია
მოთამაშეების სახელებს ვერ ამბობენ სწორად
სანდრო არადა მეორე აფუჭებს ძაან

Posted by: Perfectum 24 Feb 2018, 00:24
ვახ რა პრახადნოი დვორი აქვს იტალიას დაცვაში




Levan ch
გაიხარე up.gif

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 00:29
საზიზღარი მსაჯია... ირლანდია-საქართველო

პარისე კიდევ უფრო საზიზღარი ... მუმიასავითაა უკვე

Posted by: Jordan23 24 Feb 2018, 00:34
მორგან პარა ან ლოპესი რატო არ ჰყავთ ფრანგებს, ტრამვები? ტოპ14 ძაან ჩამოვრჩი წელს

Posted by: iverieli 24 Feb 2018, 00:42
Frangebi rekordebs amyareben salelove shetevebis ganiavebashi ☺

Posted by: GioWEED 24 Feb 2018, 00:51
ფრანგები 2ე ტაიმში ააყოლებენ ტაშივით.

იტალიის 6 და საფრანგეთის 7 ნომრები რა ჯანზე არიან.

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 00:52
სამი თუ ოთხი მომენტი გააფუჭეს უკვე ლელოს ხაზთან იყვნენ

Posted by: gamoige 24 Feb 2018, 00:56
რაგბი ტვს ეშველება რამე ოდესმე??

ესე ვიღას მიყავს ტრანსლაცია მინიმუმ 10 წამიანი სხვაობაა კომენტარს და კადრებს შორის vis.gif vis.gif

Posted by: Ghveda 24 Feb 2018, 01:00
მინიმუმ 20 ქულით მოიგებს საფრანგეთი დღეს. პირველ ტაიმში გამონათებები ახასიათებს ხოლმე იტალიას და მერე ვსიო

Posted by: enorme 24 Feb 2018, 01:38
ამათ ნამუსი არ აქვთ? biggrin.gif იტალიას ეხლა რუმინეთი რო ეთამაშებოდეს ესეთ დროს ისინი არ დაარტყამენ ჯარიმას კარებში biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ghveda 24 Feb 2018, 01:41
ჯერ დრო აქვთ, შეიძლება მაინც აიღონ პრემიალური

Posted by: dishosdzisdze 24 Feb 2018, 01:53
სამარცხვინო გუნდია საფრანგეთი...
მახნოს ბანდაა... facepalm.gif

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 01:55
იტალიამ მაგსრი ლელო გაიტანა მეორე... უცებ შეცვალეს შეტევის მიმართულება, ფრანგებმა ვერ მოასწრეს გადაწყობა. ეტყობა დამუშავებული აქვთ

Posted by: Levan ch 24 Feb 2018, 10:34
QUOTE
იტალიამ მაგსრი ლელო გაიტანა მეორე... უცებ შეცვალეს შეტევის მიმართულება, ფრანგებმა ვერ მოასწრეს გადაწყობა. ეტყობა დამუშავებული აქვთ

ეს კომბინაცია მგონი ედი ჯონსის მოგონილია smile.gif
ძველი ავსტრალია აკეთებდა ხოლმე, გრეგანი და ლარქემი

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 12:55
თან კარგად შეასრულეს ეგ კომბინაცია იტალიელებმა. მიუხედავად ცუდი მსაჯობისა, ძირითადად იტალიელების სასარგებლოდ ცდებოდა... იტალიამ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა ვიდრე საფრანგეთმა.

იტალიის 13 და 6 მომეწონა, კარგი ბიჭეი არიან. თან ახალგაზრდები. იტალიის ნაკრები არის ბენეტონი და ზებრეს ნაზავი ძირითადად. ანუ პრო14 იტალიური კლუბები ამართლებს, ჩვენ კი ახალგაზრდა ბიჭებს ვკარგავთ დიდ 10-ში.

აუცილებელია თუნდაც ერთი ქართული კლუბი პრო14-ში. პირველყოვლის ამაზე უნდა იმუშაოს კავშირმა და არა ჭ ნაკრების შექმნაზე...

Posted by: xDavid_S 24 Feb 2018, 13:05
giorgi77
QUOTE
აუცილებელია თუნდაც ერთი ქართული კლუბი პრო14-ში.
პირველყოვლის ამაზე უნდა იმუშაოს კავშირმა და არა ჭ ნაკრების შექმნაზე...
       
სათქმელად ადვილია გიორგი ბატონო,

საქმე საქმეზე რომ მიდგეს რა რესურსი გვაქვს სამაგისოდ?

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 13:16

არ ვიცი დავით, ყველა რესურს მაგ მიმართულებით გადავისროდი, ფინანსურს და ადამიანურს. ეგ გზა გახსნილია, 6 ერი ხომ არაა. მანდ უფრო ჩვენ მარიფათზეა დამოკიდებული ყველაფერი. მე თუ მკითხავ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ექვს ერზე ჯაჯღური.

Posted by: giushki 24 Feb 2018, 15:31
მოკლედ, დღევანდელი გადასახედიდან რასაც ვუყურებ ან სასწაული მოხდება ან ერთ დონეზე გასაწირათ ვართ გადადებული.

დღეს ირლანდია უელსზე რას ფიქრობთ? მე მგონია რომ ირლანდია სრულყოფილად იძიებს შურს შარშანდლის გამო.

Posted by: xDavid_S 24 Feb 2018, 15:42
giorgi77
QUOTE
ყველა რესურს მაგ მიმართულებით გადავისროდი, ფინანსურს და ადამიანურს

ჰოდა ეგ მაინტერესებს გიორგი, რომელ რესურსს?

ძალიან დიდი ეჭვით ვუყურებ მაგ რესურსების არსებობას

Posted by: jora84 24 Feb 2018, 15:45
xDavid_S

რომელი რესურს უყურებ ეჭვით?

მოთამაშეების, ფინანსურს, ინტელექტუალურს(მწვრთნელები და აშ), გულშემატკივრულს თუ ლოჯისტიკურს?

თუ ყველას ერთად?

Posted by: GIORGI112 24 Feb 2018, 16:01
მეგობრებო პრო 14 ზე საუბრისას ერთი შემიძლია გითხრათ ფინანსური რესურსი არ არის !

სახელმწიფოზე დაყრდნობა მსგავს შემთხვევაშ სახიფათოც კია... და ამავდროულად სახელმწიფო კატეგორიული წინააღმდეგია დამატებითი ფინასების რაგბისაკენ გადასროლის. და ეს არის არა 1 წლის წინააღმდეგობა არამედ რამდენიმე წლიანი

აი კერძო სექტორს კი როგორ კიდია რაგბი ვერ წარმოიდგენთ. მათშორის თიბისისაც კი !

მქონდა მიზეზების გამო არაერთ წარმატებულ და ვითომ რაგბის მეოხ კერძო კომპანიებთან შეხება და ვიცი ეს !

სამხუხარიდ განწირულები ვართ help.gif

Posted by: kvangel 24 Feb 2018, 16:06
QUOTE
მქონდა მიზეზების გამო არაერთ წარმატებულ და ვითომ რაგბის მეოხ კერძო კომპანიებთან შეხება და ვიცი ეს !

სამხუხარიდ განწირულები ვართ


არა მგონია, შედეგებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, ნაკრები შედეგებზე
მე მოლოდინი მაქვს რომ პროგრესს გავაგრძელებთ და გადავალთ იმ ეტაპზე, როცა იტალიაზე ულაპარაკოდ ძლიერი გუნდი გავხდებით.
დიდხანს ასეთ სტატუსქოვოზე თვალს ვერ დახუჭავენ

Posted by: GIORGI112 24 Feb 2018, 16:20
kvangel

შედეგებამდე მისასვლელად საწყისის კაპიტალია საჭირო ხომ ?
და მაგ კაპიტალს არავინ იძლევა.

პ.ს გუნდებზე ვსაუბრობთ და არა ნაკრებებზე !

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 18:02
ნაკრები გუნდი უნდა გაკეთდეს, ახალი ფრანჩიზა. იდეალში ორი მაგრამ ჩვენთან ერთის ფული და მოთამაშეები თუ შეგროვდება კარგი იქნება.

რესურსებს რაც შეეხება, თუ სპონსორების და ბიზნესის დაინტერესება არაა ფრანჩიზის შექმნაზე იქნებ საწყის ეტაპზე დიდი 10-ის დაფინანსება წავიდეს ამ პროექტზე. ნუ დამხვრიტავთ ოღონდ )) დიდი 10 კარგია მაგრამ სამუყვარულო დონეს ვერ გასცდა, რაც არ აკმაყოფილებს არანაირად ნაკრების მოთხოვნებს, არც გულშემატკივრის.

საწყის ეტაპზე სპეციალურად დავწერე რადგანაც ბიზნესი შემდეგ ამოყოფს თავს აუცილებლად, დაინტერესდებიან. ვისაც ევროპაში უნდა თავისი სახელის გატანა ეს მშვენიერი შანსი იქნება მათთვის.
* * *
რა ჭირს სექსტონს... მოჭრილებს ურტყავს........ 3-დან სამი ააცილა უკვე

Posted by: ArxeoptericS 24 Feb 2018, 19:05
მევასება რა ირლანდიის თამაშის ყურება

Posted by: Grandmama 24 Feb 2018, 20:15
სექსტონი ბოლოს აღარც ეკარებოდა ბურთს biggrin.gif smile.gif
ძალიან მაგარი მატჩი იყო, უელსი მეცოდება მაგრად sad.gif ჯერ ხომ დატრავმული ყავთ ყველა ვინც შეიძლება, არადა რამხელა პოტენციალი აქვთ.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 24 Feb 2018, 20:20
ირლანდია თამაშობს ყველაზე მახინჯ რაგბს up.gif მაგრამ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ facepalm.gif


უელსი არი გუნდი bis.gif

Posted by: giorgi77 24 Feb 2018, 20:27
უელსი ჩვენთან თამაშის მერე დავწყევლე biggrin.gif უელსი არა ის კიდე... უელს მივჭიპავთ მსოფლიოზე და გეთლენდი გაუდგება გზას....

ირლანდია მაგარი გუნდია, მაგრამ მსოფლიოზე ემართებათ ბნედა... აი როგორც სექსტონმა ააცილა ორი გასატანი... ახსნა არა აქვს.

Posted by: ratomac aRa 24 Feb 2018, 20:28
შოტლანდია 13 ქულამდე თუ წაგებს კაი ბიჭი იქნება



Posted by: GioWEED 24 Feb 2018, 20:53
მეგონა უელსი უშანსოდ არისთქო ისე უტევდა ირლანდია და უცწბ ამოუქაჩეს. კაი საყურებელი იყო ირლანდია მარა სექსტონს რა ეტაკა მარჯვენა ფეხზე ეგეთი. რაც დაარტყა ყველაფერი გამაზა.

Posted by: ratomac aRa 24 Feb 2018, 21:18
QUOTE
სექსტონს რა ეტაკა მარჯვენა ფეხზე ეგეთი. რაც დაარტყა ყველაფერი გამაზა.


მაგის მიუხედვად მაინც რომ იმარჯვეს დასაფასებელია

მთავარია ინგლისამდე გაისწოროს მიზანი


Posted by: Perfectum 24 Feb 2018, 21:25
ძაან კარგი თამაშია შოტლანდია ინგლისი

ორი ლელო დადო შოტლანდიამ 15- 6



მესამე ლელოც დადეს biggrin.gif
22-6

Posted by: ratomac aRa 24 Feb 2018, 21:30
აე დედა უტირეს

გამაიღეთ

მგონი შემდეგ ტურშივე გაიფორმებს ირლანდია ჩემპიონობას biggrin.gif


Posted by: BigG 24 Feb 2018, 21:31
ჩვენებმა ინგლისი ბოჭვების გაცუდებაზე ავარჯიშეს.? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Trance In Trance 24 Feb 2018, 21:32
პაზორ


ვერაფერი ვერ ისწავლეს ჩვენგან ტყუილად ჩაგვიყვანეს ამხელა გზაზე givi.gif



14 წელი საკუთარ სტადიონზე ლელო არ ქონდათ დადებული სკოტებს ინგლისისთვის და 3 ერთად ჩაახალეს up.gif

Posted by: Grandmama 24 Feb 2018, 21:32
ჯოუნსი ინგლისი 22-6 lol.gif lol.gif lol.gif

მაგარი მოხოდილია ინგლისი, რაქებში ვაბშე სასწაულებს აკეთებენ.

Posted by: Levan ch 24 Feb 2018, 21:37
გამოიღე ედი!
--------------------------

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 24 Feb 2018, 21:47
როგორ ეტყობა ჰიუ ჯოუნზს რო ზე'რაგბს თამაშობდა up.gif

Posted by: jora84 24 Feb 2018, 21:48
დედა დედოფალი წამოიცვეს სქოთებმა biggrin.gif

სახე გააძრეს ყველა ასპექტში

Posted by: Grandmama 24 Feb 2018, 21:52
Cmon SCOTLAND smile.gif

არ მოაგებინონ ახლა smile.gif 3 წუთში ორი რაქი ამოუღეს კიდევ.

Posted by: giushki 24 Feb 2018, 21:53
QUOTE (jora84 @ 24 Feb 2018, 21:48 )
დედა დედოფალი წამოიცვეს სქოთებმა biggrin.gif


gigi.gif up.gif

ედი ჯონსიც ბონუსად

Posted by: ქარიმან სეტიელი 24 Feb 2018, 21:59
ვააახ რა თამაშია!
C'mon Scottish miserable bustards!

Posted by: Grandmama 24 Feb 2018, 22:04
დაისჯება შოტლანდია smile.gif
უკვე მეორეჯერ სასწაულად გაუმართლათ და დროა ნორმალური თამაში დაიწყონ მეორე ტაიმშიც.

Posted by: BigG 24 Feb 2018, 22:11
სად არიან ინგლისის 8, 9, 10, შესაბამისად უკანა ხაზი კომბინაციებს ვერ აწყობს.

მოკლედ, დღეს ვარდები მაგრად დაპუტეს.

Posted by: amro 24 Feb 2018, 22:22
QUOTE
სად არიან ინგლისის 8, 9, 10, შესაბამისად უკანა ხაზი კომბინაციებს ვერ აწყობს.

ქართული გაკვეთილები დაეტყოთ wink.gif

Posted by: ratomac aRa 24 Feb 2018, 22:27
QUOTE
სად არიან ინგლისის 8, 9, 10, შესაბამისად უკანა ხაზი კომბინაციებს ვერ აწყობს.

ქართული გაკვეთილები დაეტყოთ


lol.gif
* * *
უქულოდ დატოვეს!

ბარემ გამოეყონ და ეგაა



Posted by: Datvlas-vin-gtxovs 24 Feb 2018, 22:42
ფლინ რასელი უნდა თამაშობდეს დიდი 10ის რომელიმე გუნდში შეცვლაზე up.gif

Posted by: BigG 24 Feb 2018, 22:43
რაქებში ასეთ ფანტასტიკურ თამაშს იხსენებთ?
მე ვერა.

Posted by: ratomac aRa 24 Feb 2018, 22:43
შეიძლება შემდეგ ტურშივე გახდეს ირლანიდა


Posted by: otokarcobra 24 Feb 2018, 22:49
ცხოვრებაში პირველად დავდე 100 ლარზე მეტი....ზოგადად 20-30-10 ლარს ვდებ ხოლმე, ისიც თვეში ერთხელ ან შეიძლება ორ თვეში ერთხელ......

400 ლარი მედო ინგლისის ორიანზე და დღეს დაწერეს ისტორია ამ დედა#####ულებმა....

როგორ არ ვაგინო, მაპატიეთ, დამვორნეთ, რაც გინდათ ქენით, უნდა მეთქვა სადმე რა....

Posted by: qobula 24 Feb 2018, 23:14
რაქში მიყოლა და გასუფთავებაც, ჩვენგან ისწავლეს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Levan ch 24 Feb 2018, 23:44
QUOTE (amro @ 24 Feb 2018, 22:22 )
QUOTE
სად არიან ინგლისის 8, 9, 10, შესაბამისად უკანა ხაზი კომბინაციებს ვერ აწყობს.

ქართული გაკვეთილები დაეტყოთ wink.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ძაან მწარე სიმართლეა

ხუმრობაც არ არის

Posted by: giushki 25 Feb 2018, 00:09
ეს იყო სუფთა ტაქტიკური კრახი ედი ჯონსის, თორემ ყველამ კარგად ვიცით 1-1ზე რომ ინგლისს ყველა პოზიციაზე კლასით უფრო მაღალი მოთამაშეები ყავს.


Posted by: kromeo6 25 Feb 2018, 00:24
QUOTE (giushki @ 25 Feb 2018, 00:09 )
ეს იყო სუფთა ტაქტიკური კრახი ედი ჯონსის, თორემ ყველამ კარგად ვიცით 1-1ზე რომ ინგლისს ყველა პოზიციაზე კლასით უფრო მაღალი მოთამაშეები ყავს.

ლეიდლოოუ .

Posted by: giushki 25 Feb 2018, 00:36
QUOTE (kromeo6 @ 25 Feb 2018, 00:24 )
ლეიდლოოუ      

                                                                        .

no.gif

არანაკლებები ყავს ინგლისს. უბრალოდ კარში დამრტყმელია და მეტად ჩანს, ასევე კაპიტანიც.
ჰოგია ის ერთადერთი ალბათ.

მაგრამ ხაზამდე საქმე არ მისულა, მთელი ინგლისი ეყარა ბოლოს რაქებში. იქ მოიგო თამაში შოტლანდიამ და იქვე წააგო ინგლისმა. შერკინებაში მაგრად დაადუღეს და ეგაა გასაკვირი ზუსტად, იმიტომ რომ ცალსახად ჯობია ინგლისის შერკინება შოტლანდიისას. ალბათ ედი ჯონსს ეგონა ნაკლებ ხალხს ჩავუშვებ რაქებში და მეტობებს მივცემ ფლანგებზეო და ინტერვალებში ბექებს გავაჯეჯილებო. მეორე ტაიმში აღარ უშველა ტაქტიკის ცვლილებამ, სულ აირივნენ ბოლოს ვინ სად დარბოდა ვეღარ გავიგე.

გუნდს არ ვუკარგავ, ერთია ტაქტიკა და სტრატეგია დაისახო და მეორე შეასრულო, ძალიან მაგარი იყო და პლიუს მაგას ფეხითაც კარგად ურტყეს, ნუ ინგლისზე აზრიანად და შედეგისმომცემად. მეორე ტაიმის ბოლოს კი გამოკეტეს საერთოდ თავის ნახევარზე.

აი ეს ერთ-ერთი იმ თამაშთაგანია ბავშვებს რომ უნდა აყურებინო და ასწავლო.

პ.ს. ფორდი იყო 0 დღეს.

Scotland vs England: England Player Ratings:
https://www.rugbypass.com/news/scotland-vs-england-england-player-ratings

Posted by: PING 25 Feb 2018, 07:47
ეს რა იყო sad.gif რაქში ბურთის შეყოვნება, აღლეტვა, გადაყრა, ჯარიმის ზღვარზე თამაში, მოკლედ დღეს მთელი შოტლანდიის ნაკრები რიჩი მაკკოუ იყო biggrin.gif

Posted by: giushki 25 Feb 2018, 16:18
Eddie Jones takes 'full responsibility' for England defeat by Scotland

"They beat us at the breakdown, we didn't get our defence spacing right in the first half and they were able to cut holes in us. That's disappointing," Jones said.

"But I've got to take responsibility for the performance, because we weren't there. And I take full responsibility, so I've got to work out what I did wrong and how to fix it."

http://www.espn.co.uk/rugby/story/_/id/22566952/eddie-jones-takes-full-responsibility-england-defeat-scotland

Posted by: Lafayette 25 Feb 2018, 18:10
" ..... so I've got to work out what I did wrong and how to fix it."
აუFFF ... რა დაერხათ ბიჭებს ................ ტყავს გააძრობს!

Posted by: duza1 26 Feb 2018, 11:09
შოტლანდია - ინგლისი იყო რაღაც სასწარული თამაში - წლის მატჩი იყო (ჩემი ნახვების სტატისტიკიდან გამომდინარე smile.gif ).
შოტლანდია 2 წლის წინ რა უსუსური იყო "დაჟე" იტალიც კი ჩაგრავადა. ყოჩაღ რა ...

Posted by: Gio_G83 26 Feb 2018, 13:13
შოტლანდიამ ინგლისის რაქი მოხნა, მოთიბა და მ(ოიმ)კა

ინგლისელებმა ჩვენგაგნ ყველაფერი გადაიღეს?

Posted by: Werner Voss 26 Feb 2018, 13:58
Gio_G83
QUOTE
ინგლისელებმა ჩვენგაგნ ყველაფერი გადაიღეს?

მგონი ჩვენ ისინი ხაზში და რაქებში ვამეცადინეთ და იმათ კიდე მიწოლაში up.gif

Posted by: xDavid_S 26 Feb 2018, 14:03
თამაშის დაწყებამდე

Posted by: Levan ch 26 Feb 2018, 14:48
user posted image
კარიერა დაუსრულებია sad.gif
მეგონა დაბრუნდებოდა ტრამვის მერე

Posted by: grigalaaa 26 Feb 2018, 17:05
QUOTE (xDavid_S @ 26 Feb 2018, 14:03 )
თამაშის დაწყებამდე

არაერთხელაა შემჩნეული უღირს საქციელში.

0 პატივისცემა ჩემგან.

Posted by: king louis 26 Feb 2018, 17:40
ეს რა მაგარი ვიღაც ყოფილა რატო არ აძლევენ ნაკრებში შანსს
https://www.facebook.com/Georgianandinternationalrugby/videos/556204744744856/

Posted by: xDavid_S 26 Feb 2018, 18:01
კარლენა კიდევ არ არის sad.gif

user posted image

Posted by: jora84 26 Feb 2018, 18:06
xDavid_S

კლუბმა ითხოვა იქნებ დატოვება, ცუდ დღეშია ბრივი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Feb 2018, 13:56
user posted image

სამივეჯერ სწორად

"ექვსი ერის" მესამე რაუნდში ირლანდიამ შინ, ბონუსით გაასაღა უელსი,
ხოლო ინგლისმა "კალკუტის თასი" შოტლანდიაში დატოვა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

საშველი აღარაა! დიდი რაგბს სკანდალი თან სდევს: ხან თემიდა ცდება მწარედ; ხან ბიჭები ბარს იკლებენ და ხანაც თურმე ... სტადიონის გვირაბში წაკინკლავდებიან

ტელე’თვალს ჩვენს დროში რა გამოეპარება? ჰოდა, ინგლისელები და სქოთები მოთელვის შემდეგ გასახდელში რომ ბრუნდებოდნენ, რაიან
ვილსონს რაღაც უშნოდ უთქვამს ოუენ ფარელისთვის. ამას ავ’ყიისთვის წაუთაქებია, მაგრამ უმალ სხვებს გაუშველებიათ

ლიანგი სმართ’ფონებით რომაა შეიარაღებული, ამბავი უმალ მოედო სტადიონს და ფანობამ ფარელს უსტვინა, მაგრამ ვაგლახ, რომ მსაჯი არ შესწრებია ინციდენტს. მწვრთნელებმაც შორს დაიჭირეს რამის ცოდნა. კონფლიქტი მაინც ვერ მიჩუმათდა, რადგან მახვშებმა კავშირებს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, ხოლო ამათ მედია’ქოლი (!) დაგეგმეს

ხრიკები ვერ არგებთო

ვერცხლის "კალკუტა" XIX საუკუნიდან – 1879 წლიდან თამაშდება. წლევანდელი რკენა 125-ე იყო: ინგლისს მოეგო 70, შოტლანდიას – 39, 15 კი – მათ შორის, სულ პირველიც – ფრედ დასრულებულიყო

სქოთებს ჯილდო ბოლოჯერ 2008 წელს, შინ, მარიფილდზე მოეგოთ და იქვე 2004 წლის აქეთ ვერაფრით დაე’ლელო’ებინათ ინგლისი! "სქრამ"მა დათვალა და იმ ლელოს შემდეგ 62 შოტლანდიელს მიეღო "პირველი კეპი", ხოლო "ნარშავთა" ახლანდელ მწვრთნელს – გრეგორ თაუნსენდს მოთამაშეობისას 10 ცდაზე ერთადერთხელ შეემართა რელიკვია

ინგლისი რკენისთვის საგულდაგულოდ ემზადა. ექს-კაპიტანი ქრის რობშოუ იქადნებოდა, მასპინძლებს წვრილმანი ხრიკები ვერც ამჯერად არგებთ – აი, ავტობუსს რომ გვიგვიანებდნენ, ანაც შუქს გვიქრობდნენ გასახდელში; ან თუნდაც მოედანზე გამოსვლისას ერთბაშად 50 მესტვირე რომ გადაგვეღობებოდა ... პრინცესა ანას შესაგებებლადო

მოედანზევე ითათბირეს

ფანობას უელსში მარცხის გამო უმოწყალოდ ეკრიტიკებინა სქოთთა 10 ნომერი ფინ რასელი, ეს კი ადგა და ისე ითამაშა, რომ ყველა დაადუმა. აიშვა ქეიპ’თაუნის "სთორმერზის" შუა’მარბმა ჰიუ ჯოუნზმაც – ოთხ სოლოზე 4-ჯერვე (!) გაჭრა ხაზი, 115 მეტრი ირბინა, ორი ლელო თავად გაიტანა და ერთშიც ლომის წილი დაიდო

თუ მავან წყაროს ვენდობით, 50 წუთის შემდეგ ინგლისს თურმე 44 წარმატებული და 14 (!) გაცუდებული ბოჭვა მოჰგროვებოდა

ბიჭებიც საამურ სიტყვებს რომ არ ელოდნენ ედი ჯოუნზისგან, შესვენებაზე, გასახდელში შესვლის წინ, მოედანზევე შეგროვდნენ და წაითათბირეს, მაგრამ ოზ გურუს არ "აუფრენია" – ღირსეულად გადაიტანა 26-ე ტესტში ოდენ მეორე წაგება, ნამატჩევს კი მედიას უთხრა, გვირაბის ინციდენტით ნუ გადაფარავთ ჩინებულ რაგბსო

"რასელ – ჯოუნზ"იანი

შოტლანდიამ პირველ ტაიმშივე დადო სამი ლელო

რასელმა, მოლის წინსვლით რგებულ ხეირზე, მსაჯი გამოიყენა ფარად და ფრონტის შუაში შეუცურა ჯოუნზს, ამან კი ოთხ დაბნეულ ინგლისელს ცხვირწინ დაუმიწა * 10:3 @ 16’

რასელმა ერთ შეტევაში შეასრულა ორი გრძელი, რისკიანი პასი: თავისი 22-დან იმათ 22-მდე გააჭენა ჯოუნზი, სთიუართ მაკ’ინალის მიძალების შემდეგ კი კივი შონ მეითლენდი მოკლე ფრთაზე დაგეზა * 15:6 @ 31’

დერეფნის შემდეგ, გრეიგ ლეიდლოუს პასით, ჯოუნზი 45 მეტრიდან გაძვრა ნეითან ჰიუზსა და ფარელს შორის, და თუმც მაიქ ბრაუნი და ენთონი ვოთსონი დაეკიდნენ, 5 მეტრიდან ეწია მიზანს * 22:6 @ 39’

მტევნიდან წინ წასულა

ინგლისი მეორე ტაიმში გამწარდა, მაგრამ იღბალმა ზურგი შეაქცია – მსაჯებმა სამივე (!) კრიტიკულ მომენტში "ვარდების" საზიანო, ოღონდაც სწორი (!) განჩინება გამოიტანეს

სტუმრებმა დერეფნიდან რომ გაშალეს შეტევა, დანი ქეამ მოკლე ფრთაზე მიუშვა ფარელი * 22:13 @ 44’

48’ წუთზე იმავე ქეამ ლეიდლოუს ჩაუჭრა პასი და გაიჯეჯილა, მაგრამ უელსელმა რეფმა უკან იხმო, რაქში ჯო ლონჩბრიმ შეანელა ბურთიო

54’ წუთზე ქორთნი ლოზმა ბეჭებზე დასცა ჯონ ბარქლეი; დაგდებულ ბურთს ფარელმა და ვოთსონმა თითოჯერ მიჰკრეს ფეხი და ფარელმა დაამიწა, მაგრამ უფალმა ოუენსმა ჯახი რომ გადაამოწმებინა ტელე’ რეფს, ცხადად გამოჩნდა, რომ ოვალი ლოზის მტევნიდან წინ წასულა
ამან ინგლისი მთლად წაახდინა, ნაიჯელ ოუენსს კი არც ის გამოპარვია, რომ სემ ანდერჰილი ხელის მოუხვევლად, მხრით დაეჯახა ჯემი ბჰატს *25:13 @ 67’ სბ

მეასედ მოძღვრავდა

ინგლისის მარცხით პირველობის უდაო ფავორიტი გახდა ირლანდია, ვინაც კონკურენტს 5 საცხრილო და 24 რაგბული ქულით უსწრებს

"სამყურებს" უელსთან აკლდნენ ბექი რობი ჰენშოუ, ბურჯი თეიგ ფურლონგი და მეორე’ხაზელი იენ ჰენდერსონი; "ურჩხულებს", პირიქით, დაემატნენ "ლომები" – ლი ჰაფ’პენი, დენ ბიგარი და ლიამ ვილიამსი

ზელანდიელი ვორენ გეთლენდიც მეასედ (!) მოძღვრავდა გუნდს, მაგრამ მაქედან რა ხეირი? – ირლანდიამ ერთი შეხედვით ძნელად, მაგრამ მაინც უსიტყვოდ, პრემიით მოიგო * 37:27

ტყვიასავით პასი

დასკვნითი ნახევარი საათის წინ მასპინძლები ბურთის ფლობით 80-20% სჯობდნენ სტუმრებს, ტერიტორიით 86-14%, ნავარდის მეტრაჟით კი 325-67. "სამყურებმა" მალე ბონუსიც დაიბევეს და 14 ქულით გაიჭრნენ წინ * 27:13, მაგრამ უელსმა ბოლომდე იბრძოლა და სამამდე წამოეწია მეტოქეს * 27:30 @ 78’

მაგრამ არა! გაწითლებულ დროზე კივ გარეს ენსქომს კადნიერი პასი ჩაუჭრა ჯექობ სთოქ’დეილმა, ვისაც 7 ტესტში 8 ლელო მოჰგროვებია

ირლანდიამ ოთხი საწყისი ლელო ახლოდან გაიტანა: პირველი – ჯონი სექსთონის ბრმა, ტყვიასავით, მომსხეპი პასით, შემდეგი სამი კი "აიღე და მიეძალე"თი. სექსთონმა, ვიდრე პირველ გოლს შეაგდებდა, კარს სამჯერ ააცილა, ბოლო ჯარიმა კი ქონორ მარიმ დაარტყა

თამაშამდე სექსთონზე ტრადიციულად ამბობდნენ. წელი სტკივაო. უელსმა რაც დადო, სულ გაშლილი ბურთაობით, ნამატჩევს კი გეთლენდი წაეანგლა თვისტომს – "სამყურათა" მწვრთნელ ჯო შმიდტს, აგერ, შარშან რომ დაგიწუნე სტაკატო (დანაწევრებული) რიტმი, უწყვეტად ბურთაობა გისწავლებია შეგირდებისთვისო

ვერავის დავაბრალებო!

თუ ბრიტთა ორივე შინა’ომი კლასიანი გამოვიდა, ვერ ივარგა ლათინთა რკენამ, რომელიც პარასკევ ღამით დაინიშნა და თანაც მარსელში, ესაო და იტალიელი მანდ მეტი ჩავა, ვიდრე პარიზშიო

მახვშებმა დასწრების მონაცემი ნაღდად გაბუქეს, თორემ ჩანდა, რომ ცარიელი ადგილი 15 ათასზე მეტი იყო. ფრანგებს აკლდნენ უწესონი – სქოთური ბარის ამკლებნი (ტომა ლამერა ვაკატავა / პიკამოლ);სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია გაუთავდა ხვადაგ მატიო ბასტაროს და მაგრადაც ითამაშა, ხოლო გუნდმა 8-წაგებიანი (!) ნავსი გატეხა

მეტოქეებმა თავიდან თითო ლელო დადეს მოლის გორებით – ოღონდაც უფალმა ბარნსმა ისე უბოძა "აძურს" 7-ქულიანი, რომ აღარავინ გაუსინბინებია, აქაო და ჩაქცევას კონკრეტულად ვერავის დავაბრალებო!

ფრანგთაგან კიდევ გამოირჩეოდნენ გარე’მარბი რემი გროსო და 8 ნომერი მარკო ტოლენი – ორივე მოხვდა "პლანეტის" რჩეულში; მაკსიმ მაშნომ ხუთიდან 5 ჯარიმა შეაგდო; ბასტარომ მეორე ლელოზე ოფლოუდი ხომ გამოაცხო და მესამე თავად შეიტანა ძალით, ხოლო "ლე ბლე" მაინც უბონუსოდ დაშვრა – კვაჭ’ნაკლულმა იტალიამ კარის წინ მოლში გაუჭედა ბურთი * 34:17


ექვსი ერი * 2018

მესამე რაუნდი


საფრანგეთი 34:17 იტალია
სტატ >> http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295040.html

სფრ: ბონევალ ფოლ ბასტარო დუმეირუ (ფიკუ 66) გროსო
<10-9> ბოგზის (ტრენ-დიუკ 72) მაშნო (კუიუ 72) /
პუარო (პრიზო 61) გირადო^კაპ (პელისიე 39-/, 72) სლიმანი (გომეს-სა 72)
გაბრიაგ ვაამაინა (ტაოფიფენუა 66) ლორე კამარა (გალეტიე 57) ტოლენ –
3ლ: გაბრიაგ ბონევალ ბასტარო; 2გ: მაშნო ტრენ-დიუკ; 5ჯ: მაშნო

იტა: მინოძი ბენვენუტი ბონი (ჰეივორდ 63) კასტელო ბელინი
<10-9> ალენ (კანა 72) ვიოლი (გორი 49) /
ლოვოტი (კვალიო 57) გირალდინი (ბიჯი 68 სბ 80+3) ფერარი (პასკვალი 62)
ძანი ბად (ბიაჯი 34) ნეგრი (რუძა 72) მბანდა პარისე^კაპ –
შ: მბანდა + ლ: მინოძი; გ: კანა; ჯ: ალენ

რეფ ბარნს (ინგ) 23/02 @ მარსეი, ველოდრომ (50 ათასი)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=62316&d=1519446385

5:0(5) 5:7(10შ) 8:7(29) 11:7(40) /
14:7(46) 14:10(50) 21:10(61) 24:10(65) 27:10(71) 34:10(74) 34:17(79) სბ(80+3ი)


ირლანდია$ 37:27 უელსი
სტატ >> http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295041.html

ირლ: რ.ქარნი ერლს (მაკ’ფადენ 64) ქ.ფარელ აკი სთოქ’დეილ
<10-9> სექსთონ (ქარბრი 77) მარი /
ჰილი (მაკ’გრას 64) ბესთ^კაპ (ქრონინ 71) პორთერ (ჯნ.რაიან 67)
ჯმ.რაიან თოუნერ (რუ 74) ო’მანი (ქონან 67) ლივი სტანდერ –
5ლ: სთოქ’დეილ (1 5) აკი ლივი ჰილი; 3გ: სექსთონ 2, ქარბრი; 2ჯ: სექსთონ მარი

უელ: ჰაფ’პენი ლმ.ვილიამს (ნორს 64) სქ.ვილიამს პარქს სთ.ევანს
<10-9> ბიგარ (ენსქომ 64) გრ.დევის /
რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 56-73) ოუენს (დი 56) ლი (ფრენსის 56)
ჰილ (ბრ.დევის 64) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ ნავიდი მორიართი (თიპურიქ 64) –
3ლ: გრ.დევის შინგლერ სთ.ევანს; 3გ 2ჯ: ჰაფ’პენი

რეფ ჯექსონ (ზელ) 24/02 @ დაბლინ, ავივა (51 700)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=62349&d=1519501599

0:3(3) 5:3(7) 5:10(22) 5:13(31) 8:13(36) 15:13(40+3) /
22:13(46) 27:13(54$) 27:20(64) 30:20(76) 30:27(78) 37:27(80+2)


შოტლანდია 25:13 ინგლისი
სტატ >> http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/295042.html

შტლ: ჰოგ სიმორ (ქინგ’ჰორნ 65) ჰ.ჯოუნზ ჰორნ (გრიგ 72) მეითლენდ
<10-9> რასელ ლეიდლოუ (პრაის 63) /
რიდ (ბჰათი 56) მაკ’ინალი ბერგენ (ნელ 69)
გილქრისთ (სვინსონ 56) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპვოთსონ ვილსონ (დენთონ 69) –
3ლ: ჯოუნზ (1 3) მეითლენდ; 2გ ლეიდლოუ; 2ჯ: ლეიდლოუ რასელ

ინგ: ბრაუნ (ნოულ 56) ვოთსონ ჯოზეფ ო.ფარელ მეი
<10-9> ფორდ (თე’ო 65) ქეა (ვიგლს’ვორს 72) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 69) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 56) ქოულ (ჰ.ვილიამს 65)
ლონჩბრი (ქრუზ 72) ითოჟე; ლოზ რობშოუ ჰიუზ (ანდერჰილ 55 სბ 66) –
ლ გ 2ჯ: ფარელ

რეფ ოუენს (უელ) 24/02 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144)
ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=62360&d=1519531297

3:0(3) 3:3(14) 10:3(16) 10:6(18) 15:6(31) 22:6(39) /
22:13(44) 25:13(67სბ) დას(80+1)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ),
14 ქის ერლს (ირლ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 რემი გროსო (სფრ);
10 ფინ რასელ (შტლ), 9 ქონორ მარი (ირლ) /

1 ქიან ჰილი (ირლ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 საიმონ ბერგენ (შტლ);
4 ჯეიმზ რაიან (ირლ), 5 ჯონი გრეი (შტლ);
6 ჯონ ბარქლეი (შტლ), 7 ჰემიშ ვოთსონ (შტლ), 8 მარკო ტოლენ (სფრ)

სულ: 7 შტლ, 5 ირლ, 2 სფრ,1 ინგ * 0 იტა უელ


ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 03/02 უელსი $ 34:07 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი $ 13:15 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 15:46 ინგლისი $

შაბ 10/02 ირლანდია $ 56:19 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 12:06 უელსი $
კვი 11/02 შოტლანდია 32:26 საფრანგეთი $

პარ 23/02 საფრანგეთი 34:17 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია $ 37:27 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 25:13 ინგლისი

3 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $

ირლანდია 14 +49 13/07 108:059 3-0 2
ინგლისი 9 +25 10/05 071:046 2-1 1
შოტლანდია 8 -9 06/07 064:073 2-1 0
უელსი 6 +11 07/08 067:056 1-2 2
საფრანგეთი 6 +9 06/04 073:064 1-2 2
იტალია 0 -85 07/18 051:136 0-3 0


ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)

შაბ 10/03 ირლანდია 18.15 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 20.45 ინგლისი
კვი 11/03 უელსი 19.00 იტალია


შაბ 17/03 იტალია 16.30 შოტლანდია
შაბ 17/03 ინგლისი 18.45 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 21.00 საფრანგეთი


სტატ’მოწინავენი

ქულა: 36 ლი ჰაფ’პენი (უელ); 33 მაკსიმ მაშნო (სფრ); 32 ჯონი სექსთონ (ირლ); 31 ოუენ ფარელ (ინგ); 29 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ)

ლელო: 4 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 3 ტედი ტომა (სფრ), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)

სოლო: 58 სი’ჯეი სტანდერ (ირლ); 43 სებასტიან ნეგრი (იტა); 41 ბანდი აკი (ირლ)

ნავარდი (მეტრი): 252 სთიუართ ჰოგ (შტლ); 244 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 222 სთეფ ევანს (უელ); 212 მატეო მინოძი (იტა)

ბოჭვა: 57 გიონ გირადო (სფრ); 56 ჯოშ ნავიდი (უელ); 53 ჯონი გრეი (შტლ); 47 არონ შინგლერ (უელ)

(მბოჭავის) გაბითურება: 12 ბანდი აკი (ირლ); 10 ენთონი ვოთსონ (ინგ), სებასტიან ნეგრი (იტა), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)

სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (26/02_2018)

1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 8938, 3 ირლანდია 8721,
4 ავსტრალია 8549, 5(7) შოტლანდია 8443, 6(5) აფრიკა 8381,
7(6) უელსი 8307, 8 არგენტინა 7822, 9 ფიჯი 7793,
10 საფრანგეთი 7756, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7346,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7113, 15 სამოა 6903, 16 რუმინეთი 6824

+/-: შტლ 149 ინგ, ირლ 35 უელ, სფრ 13 იტა * ესპ 133 რუმ (შ 22:10)

@

Posted by: giorgi77 1 Mar 2018, 20:21
Eddie Jones abused by Scotland fans

England head coach Eddie Jones was abused by fans on his way back from Scotland after the Calcutta Cup defeat. Courtesy of BBC Sport.


ედი გამოიჭირეს შოტლანდიელებმა როცა უკან ბრუნდებოდა თამაშის შემდეგ....

http://www.espn.co.uk/video/clip?id=22614162

Posted by: GioWEED 1 Mar 2018, 21:15
giorgi77

ეხლა ესენი არიან დიდი სარაგბო კულტურის მატარებლები და ქართველები არა?

ამას რაც შოტლანდიელებმა იკადრეს უზრდელობა ქვია და იმედია ინგლისი აწი გადაირტყავს ხოლმე შოტლანდიას სადაც წააწყდება.

მაგარი სარაგბო ტრადიციები ქონიათ რა გინდა.

Posted by: BB42 1 Mar 2018, 21:46
ისე tier1 ის ქვეყნებიდან ირლანდიასთან და უელსთან გვაქვს ყველაზე კარგი შედეგი ხო ნაჩვენები, 4 და 7 ქულიანი ჩამორჩენით თამაშში


მუდმივი თამაშის პრაქტიკა და დარწმუნებული ვარმ არაა შორს ის დრო დავცეთ ბეჭეზე ბობოლებიდან რომელიმე/რამდენიმე კონკრეტულ თამაშებში





Posted by: giorgi77 1 Mar 2018, 22:24
ზელანდიაში მსოფლიოზე წავაგეთ შოტლანდიასთან 15-6, 9 ქულის სხვაობით, მათ ლელო ვერ დაგვიდეს... თან უსაძაგლესი ჯორჯ კლენსი მსაჯობდა.

Posted by: ratomac aRa 1 Mar 2018, 22:34
QUOTE
ისე tier1 ის ქვეყნებიდან ირლანდიასთან და უელსთან გვაქვს ყველაზე კარგი შედეგი ხო ნაჩვენები, 4 და 7 ქულიანი ჩამორჩენით თამაშში


ირლანდიასთან ეგ იყო 11 წლის წინ და იმის მერე იმხელა უფსკრული გაჩნდა მეორე გუნდით მოგვიგებენ უფრო დიდი სხვაობით


Posted by: giushki 1 Mar 2018, 22:35
GioWEED
წინა გვერდზე გადადი პატივცემულო და იხილე ფარელის ბრილიანტი. ესენი ქე მაინც გულშემატკივრები არიან და ის მორაგბეა.
ბრიტები ზოგადად დიდად კულტურით და სიტყვა პასუხით ვერ გამოირჩევიან, თუმცა ყველაფერი შედარებითია.

Posted by: GioWEED 1 Mar 2018, 22:49
giushki
მერე ფარელს თავად მორაგბეებმაც გაცეს პასუხი და ყურისძირშიც მოსცხეს.

აი მწვრთნელზე ასეთი მოქცევა, გინება, და ხმაური კიდე უზრდელობაა და არა რაგბულია.

რაგბის გულშენატკივარი იღებს დამარცხებასაც და გამარჯვებასაც ღურსეულად და ეს ბედოვლათები კიდე უბრალოდ უზრდელები არიან.

ისე ფარელს ვერც მე ვერ ვიტან. ქვეშქვეშაა და ხან გასდის დარღვევები.

2019ში ინგლისი მგონია რო აიღებს მსოფლიოს.

Posted by: PING 1 Mar 2018, 23:23
რა სარაგბო კილტურა მაგათ აქვთ უზრდელები ყოფილან. დდშვც ჩვენ რომ გადაგვიარეს კოდევ ვერ მომინელებია.

Posted by: Ghоst writеr 1 Mar 2018, 23:46
ფარელმა თუ „გაახურა“, თავის ტოლებთან და სწორებთან „გაახურა“, იცოდა რომ ყბაში მიიღებდა, მაგრამ ეყო ერთი ადგილი!

და ამათმა? ასაკით უფროსი, ბაბუის ტოლი კაცი, მარტო მყოფი გამოიჭირეს და ეღლაბუცებიან უშნოდ, თან იმის ფონზე, რომ რიგიანი პასუხის გამცემი არავინა ჰყავთ,

მაგას უზრდელობასთან ერთად, ჩმორობაც ჰქვია და ეგენი არიან უზრდელი, პატარა ჩმორები.


Posted by: B l a c k J a c k 2 Mar 2018, 16:49
Ghоst writеr
QUOTE
ფარელმა თუ „გაახურა“, თავის ტოლებთან და სწორებთან „გაახურა“, იცოდა რომ ყბაში მიიღებდა, მაგრამ ეყო ერთი ადგილი!

და ამათმა? ასაკით უფროსი, ბაბუის ტოლი კაცი, მარტო მყოფი გამოიჭირეს და ეღლაბუცებიან უშნოდ, თან იმის ფონზე, რომ რიგიანი პასუხის გამცემი არავინა ჰყავთ,

მაგას უზრდელობასთან ერთად, ჩმორობაც ჰქვია და ეგენი არიან უზრდელი, პატარა ჩმორები.

+1
ახლა მესმის პიკამოლებმა პაბი რატომ დაიმხეს თავზე

Posted by: dato141 2 Mar 2018, 23:59
QUOTE
ირლანდიასთან ეგ იყო 11 წლის წინ და იმის მერე იმხელა უფსკრული გაჩნდა მეორე გუნდით მოგვიგებენ უფრო დიდი სხვაობით

ისე მაგ ირლანდიას დღევნადელი ნაკრებით თუ მოვუგებდით ?

Posted by: giushki 3 Mar 2018, 00:09
არავის გასაპრავებლად არ დამიწერია. მოქცევა ერთსაც შეეშალა და მეორესაც.
მაგათზე თავიანთმა გულშემატკივრებმა იდარდონ.

Posted by: RUDIARIUS 6 Mar 2018, 23:10
20 წლამდელების 6 ერში, ჩვენი ნაკრების დამატება ისეთივე უტუპიაა როგორც დიდების ნაკრების შემთხვევაშია?

Posted by: BigG 7 Mar 2018, 00:29
QUOTE
20 წლამდელების 6 ერში, ჩვენი ნაკრების დამატება ისეთივე უტუპიაა როგორც დიდების ნაკრების შემთხვევაშია?


გაცილებით რეალურია. წლევანდელ გამოსვლაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. უნდა ვანახოთ, რომ თ1 გუნდებს ვუგებთ. ამ მხრივ საფრანგეთთან (თუნდაც მეორე გუნდთან) გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

Posted by: RUDIARIUS 7 Mar 2018, 14:37
BigG
QUOTE
გაცილებით რეალურია. წლევანდელ გამოსვლაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. უნდა ვანახოთ, რომ თ1 გუნდებს ვუგებთ. ამ მხრივ საფრანგეთთან (თუნდაც მეორე გუნდთან) გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

მოლაპარაკებები მიდის, თუ ოცნების სფეროდანაცაა და მარტო ჩვენი სურვილის ამარა ვართ?givi.gif
ძალიან მაგარი იქნება. ჩვენს უკანა ხაზს ეშველება. სკაუტები თავიდანვე წაიყვანენ კარგ გუნდებში და იქნება გვეშველოს.
მაგრმ ანგლო-საქსების ჩათლახობის ამბავი რომ ვიცი, არაფრის დიდებით არ მიგვიღებენ არც 20 წლამდელთა 6 ერში.
იფიქრებენ ამათ თუ უკანა ხაზი მოუძლიერდათ და სტაბილურად დაიწყეს თაიერ 1 გუნდების დამარცხება, დიდ 6 ერშიც მოხვედრის ლეგიტიმური უფლება გაუჩნდებათო.

Posted by: giushki 7 Mar 2018, 17:17
ძალიან მოეხაზება იტალიას.

user posted image


Posted by: GIORGI112 7 Mar 2018, 18:00
6 ერზე 20 წლამდელებშიც არ ფიქრობენ ჩვენს დამატებას smile.gif სამწუხაროდ ანგლო-საქსების პოზიციაა ეს.

Posted by: GioWEED 7 Mar 2018, 19:05
GIORGI112
არც ჩვენ მშობელ საფრანგეთს აქვს დიდი სურვილი თორემ 1-2ჯერ თბილისშიც ჩამოვიდოდნენ ტესტებზე. მითუმეტეს თითქმის ყველა ჩვენი ფორვარდი საფრანგეთშია გამოწრთობილი.


Posted by: FullbackAce 8 Mar 2018, 00:29
QUOTE (RUDIARIUS @ 6 Mar 2018, 23:10 )
20 წლამდელების 6 ერში, ჩვენი ნაკრების დამატება ისეთივე უტუპიაა როგორც დიდების ნაკრების შემთხვევაშია?

არ არსებობს, წინ არაფერი უდგას მაგრაამ პრინციპის გამო არ მიგვიღებენ ზედმეტი რო არ ვისწავლოთ.

Posted by: B l a c k J a c k 9 Mar 2018, 16:50
კაი თამაშები იქნება. ინგლისი საფრანგეთს კი მოუგებს, მაგრამ ირლანდიას რას უზამს საინტერესოა. მაიკ ბრაუნზე განაწყენდა დიდი ედი თურმე. იმედია ფორვარდებიც გაწკეპლა.

Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 09:37
QUOTE
ინგლისი საფრანგეთს კი მოუგებს, მაგრამ ირლანდიას რას უზამს საინტერესოა.


მასე შოტლანდიასთანაც უნდა მოეგოთ biggrin.gif

რომ მოუგოს პრემიელური აუცილებლად დასჭირდება მზიერული შანსები რომ შეინარჩუნოს ბოლო ტურისთვის

Posted by: B l a c k J a c k 10 Mar 2018, 10:52
ratomac aRa
QUOTE
მასე შოტლანდიასთანაც უნდა მოეგოთ biggrin.gif

რომ მოუგოს პრემიელური აუცილებლად დასჭირდება მზიერული შანსები რომ შეინარჩუნოს ბოლო ტურისთვის

შოტლანდიასთან ყველაფერი გააფუჭეს რისი გაფუჭებაც შეეძლოთ და ძალიან გაიწირნენ biggrin.gif რეავი წესით მეხი ორჯერ არ უტყამს ერთსა და იმავე ადგილზე.

Posted by: jora84 10 Mar 2018, 18:42
ნამეტანი მოინდომა შოტლანდიამ და მოჯდა ერთ ადგილას.

Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 18:48
უცხოური ლინკი გაითიშა და რამე ხომ არ მოგეპოვებათ?

Posted by: B l a c k J a c k 10 Mar 2018, 18:56
ratomac aRa
QUOTE
უცხოური ლინკი გაითიშა და რამე ხომ არ მოგეპოვებათ?

http://www.vipleague.mobi/rugby/545916/1/ireland-vs-scotland-live-stream-online.html
რაც თავი მაქსოვს ვიპლიგის ლინკებს არ უღალატია ჯერ biggrin.gif

Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 19:04
ოპა ესე მე2 ლელო

კიდევ 2 და პრემია ჯიბეშია

B l a c k J a c k

გაიხარე

მაგ საიტის სახელი ევრ გავიხსენე )


Posted by: pusho13 10 Mar 2018, 19:26
შოტლანდიას ხო ვერაფერში გამოიყენებ რარა ინგლისთან აუდგათ :|

Posted by: B l a c k J a c k 10 Mar 2018, 19:29
ratomac aRa
QUOTE
გაიხარე

მი ფლეჟა ))

რა მიყვა ბონდი აკი :დ ყოჩაღ ირლანდიას. გუნდია და მაგათი უნდა იყოს თასი.

Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 19:29
ისე სლემით რომ დაასრულოს ირლანდიამ რა პრობლემაა boli.gif

ძედ თვიქნემზე, იფ იფ


Posted by: pusho13 10 Mar 2018, 19:33
ორი ლელო გააჩუქა შოტლანდიამ sad.gif



.....

Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 19:35
რა სწრაფად ჩაათამაშეს up.gif

ნეტა ჩვენ როდის ვიზამთ იგივეს ვინმესთან


Posted by: girvan_88 10 Mar 2018, 19:35
დადებს შოტლანდია კიდე ერთს!

Posted by: pusho13 10 Mar 2018, 19:36
რა დედისტყვნა ჭირთ ბიჭო ამ უმარტივეს პასზე ტოო ? "(((((
* * *
რაც ინგლისთან აყვავდნენ აქ ერთიანად არ უმართლებთ

Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 19:56
ეგაა

აწი რა უნდა მოხდეს რომ ჩემპიონები ვერ გახდნენ


Posted by: Grandmama 10 Mar 2018, 20:20
ინგლისთან დატოვეს ამათმა მთელი შემართეაბა/კლასი და გამძლეობა, ახლა უბრალოდ ფორმალურად გამოვიდნენ.

ირლანდია საუცხოო ფორმაშია smile.gif ყოჩაღ.

Posted by: iBoss 10 Mar 2018, 20:46
საფრანგეთი-ინგლისი დადეთ ლაივი თუა

Posted by: pusho13 10 Mar 2018, 20:50
iBoss
http://www.myvideo.ge/tv/rtv

Posted by: iBoss 10 Mar 2018, 20:53
pusho13
გაიხარე


-----------------------

Posted by: giorgi77 10 Mar 2018, 21:29
ხუმრობა ხუმრობად და ჩვენებთან ვარჯიშის მერე ინგლისს კრიზისი დაეწყო მგონი. ედი ჯონსი თუ გაუშვეს ჩვენთან წამოვიყვანოთ biggrin.gif

ბონუსით მომგები კი არა, ინგლისი ამ თამაშს დიდი ალბათობით ვერ მოიგებს. ირლანდია გახდება ჩემპიონი ერთი ტურით ადრე.

Posted by: Grandmama 10 Mar 2018, 21:29
ინგლისი სერიოზული სვარკაა, ტაქტიკა აქვთ სერიოზულად მაგარი. biggrin.gif

Posted by: tokahaka 10 Mar 2018, 21:37
ამ უფანტაზიო გუნდს უნდა ზელანდიის დამარცხება? facepalm.gif gigi.gif

Posted by: Tom Creo 10 Mar 2018, 21:42
ირლანდია love.gif

Posted by: girvan_88 10 Mar 2018, 21:45
შოტლანდიასთან ჩასვრილი თამაში უკვე ხასიათში ხომ არ აგადაეზარდათ ამას.
ისე დრო კი იყო თორე ერთი ჩავარდნა როგორ არ უნდა ქონდეს გუნდს, მერე რა რო ედი ჯონსი გყავს...
არადა კაი იქნება ბოლო ტურში კაი საფინალო ჯახის ნახვა

Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 21:53
QUOTE
ამ უფანტაზიო გუნდს უნდა ზელანდიის დამარცხება?   


მელიტონამ ფეტვი შეურია ინგლისს ვარჯიშის დროს


Posted by: Grandmama 10 Mar 2018, 21:58
ჯერ კიდევ ნახევარ უელსთან ეტყობოდათ ინგლისელებს რომ ვერაფრის მომგებები ვერ იყვნენ smile.gif



Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 22:06
მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი სლემით გახდება ირლანდია თუ 1 თამაშს წააგებს მაინც


Posted by: Big Lebowski 10 Mar 2018, 22:35
საფრანგეთის დედას შევთხარე მოურინიო ტრაკში :*

Posted by: Grandmama 10 Mar 2018, 22:36
QUOTE (ratomac aRa @ 10 Mar 2018, 22:06 )
მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი სლემით გახდება ირლანდია თუ 1 თამაშს წააგებს მაინც

სლემით გახდება


ბოლოს ფრანგებმა კინაღამ იკისრეს lol.gif lol.gif საცოდაობა იქნებოდა რომ წაეგოთ.


Posted by: ratomac aRa 10 Mar 2018, 22:38
B l a c k J a c k

დაარტყა მეხმა და ეგაა biggrin.gif


ახლა უელსი იტალიას გატენის და მე2 ადგილზე გადავა

აი აინგლისი რომელზე დაამთავრებს ამ ტურნირს ეგ კიდე გასარკვევია, შეიძლება სულაც ბოლოს წინაზე გავიდნენ )


რეიტინგში ცვლილებაა

2 ↑ (3) Ireland 87.85 (+0.63)
3 ↓ (2) England 87.50 (-1.88)

სლანჩე!


Posted by: GioWEED 10 Mar 2018, 22:41
რა გააკეთა გაწითლებულზე ფრანგმა. მართო მაგ შეცდომის გამო ღირსი იყო რო წაეგო საფრანგეთს.

ისე კარგად ითამაშეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს რაქებში თამაშს გამოჩნდა.

Posted by: York 10 Mar 2018, 22:46
ჰმ...
რა უთხრა ასეთი ჰეიგმა ჯონსს?

Posted by: otia-83 10 Mar 2018, 23:26
ჩვენ და ინგლისელებმა ერთმანეთი დავთარსეთ მგონი .

Posted by: B l a c k J a c k 11 Mar 2018, 01:44
ratomac aRa
QUOTE
დაარტყა მეხმა და ეგაა biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif
ძაან ჭირთ რაღაც. თამაშისთვის აღარ მიყურებია, მაგრამ ამ საფრანგეთთან რომ წააგებ ((((

Posted by: ratomac aRa 11 Mar 2018, 06:30
B l a c k J a c k

საფრანგეთში თამაში არც არასდროს ულხინდათ, თან ირლანდიამაც სასწაულად მოუგო მანდ მანამდე


Posted by: Grandmama 11 Mar 2018, 19:18
უელსი იტალია სერიოზული მასკარადია biggrin.gif

Posted by: giorgi77 11 Mar 2018, 19:30
რა ქნა პარისემ.... ზარალია უკვე ნაკრებისთვის

Posted by: Grandmama 11 Mar 2018, 19:34
სხვათაშორის იტალია უფრო კარგად თამაშობს smile.gif უელსს უდიდესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, პირველ რიგში შესალოცი აქვთ რომ ნახევარი გუნდი ლაზარეთში არ იყოს.


არა რა ვუყურებ მაინც იტალიას, უელსს, შოტლანდიას და ა.შ და ვფიქრობ იქ რომ ჩაგვაგდონ ძალიან გავიზრდებით. ძალიან ბევრს ისწავლიან და ძალიან მალე ბევრად დიდი ნაკრები გვეყოლება, იმიტომ რომ ამათ გარეშე პროგესი დასრულებულია უკვე, რუმინეთთან ჩემმა მტერმა ისწავლოს რამე.

Posted by: giushki 11 Mar 2018, 20:52
იმედია პრიუსში აქვს მელიტონას კარგი ეკრანი და HD სტრიმი უელსი იტალიის.

ძალიან ფიზიკური ბრძოლა გველის ნოემბერში. მთელ ენერგიას რაქებში დებენ იტალიელები. ზურგს უკან სიბრტყეზე პასებში უვარჯიშებია ოშის. თუმცა დაცვის პოზიციაში, რაქში იმდენი ჩადიან უელსელებს მუდმივი მეტობა აქვთ და რატომღაც ვერ იღებენ სარგებელს - კარგადაც ხურავენ წინ ხაზს.

მოკლედ მწვრთნელმა არარაობისგან რაღაც გუნდთან მიახლოვებული შექმნა.

სტეფ ევანსმა, ნორსმა და პარკსმა დაარბიეს იტალია.

Posted by: Grandmama 11 Mar 2018, 21:03
giushki
არ არის მთლიანად არარაობა იტალია, ნაწილობრივ არარაობაა biggrin.gif ხასიათის ნაკრებია ძალიან, რა დროს აწყობთ თამაში იმ დროს იციან აფეთქება, დანარჩენი დრო მთლიანად არარაობად გადაიქცევიან ხოლმე. ჰო რაქში იმდენი ჩადიან სულ ნაკლებობაში არიან, ვაბშე ამ ექვს ერზე ნათლად გამოჩნდა რომ ყველა ერთ-ერთ დიდ თუარა მთავარ მნიშვნელობას რაქში ბრძოლას ანიჭებს. რაც ჩვენ აშკარად სასწავლი გვაქვს,
დარწმუნებული ვარ იტალიის ადგილას რომ საქართველო იყოს ამდენ წელიწადში ათჯერ უფრო კარგ ნაკრებს შევკრავდით ვიდრე იტალიას ყავს, უბრალოდ რამე ხომ უნდა ისწავლონ, ბოლო-ბოლო ნიჭი თუარ აქვთ ამდენმა პრაქტიკამ ხომ მაინც უნდა ასწავლოს რამე, მაგრამ მაინც ისეთი უმარილოები არიან რო რავი.

Posted by: Gio_G83 12 Mar 2018, 13:57
QUOTE
მელიტონა

ვს
QUOTE
ო'ში


ამ დუელში მე 1_იანის აღება მინდა, მარგამ... მეფიქრება რომ X2 _ს ვერ გაექცევა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Mar 2018, 23:49
user posted image

სლემსაც გაახერხებენ?

"ექვსი ერის" ჩემპიონი ვადამდე გამოვლინდა –
საფრანგეთმა ძლია ინგლისი და ტიტული ირლანდიას დაუკანონა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))

სცენარი ჩაუფლავდათ ტელე’ბოსებს – ბოლო რაუნდში, "ზე (სუპერ) შაბათს" ისღაა გასარკვევი, ირლანდია სლემს თუ შეასრულებს, ანუ ხუთივე მეტოქეს თუ ძლევს, თორემ თუ ვინ დაიკავებს მეორე-მესამე ადგილებს, ეგ დიდ რაგბში ოდითგან არავის ადარდებს, რაკი ცხრილს კარგა ხანს ... "თაიმს"იღა ადგენდა

სლემის ჯახი თვიქნემშია. ბოლო ორი წლის, აწ’კი უკვე ექს-ჩემპიონი ინგლისი ახალ ფალავანს – ირლანდიას უხვდება. არადა, შარშანსწორედ რომ პირიქით იყო: "ვარდებს" პირველობა დაებევებინათ, მაგრამ "სამყურებმა" დაბლინში მოუგეს და ზედიზედ სლემი აღარ დაანებეს

დროს ჩამორჩნენო

ირლანდიამ არათუ ჩემპიონობა გაინაღდა, არამედ "მსოფლიო რაგბის" რეიტინგშიც გადაუსწრო ინგლისს და მეორე ადგილზე მოკალათდა. ოზი ედი ჯოუნზის ხელ’ქვეით რაგბის სამშობლოს 25 მატჩიდან ერთად’ ერთი წაეგო, მაგრამ ახლა ზედიზედ დამარცხდა სტუმრად და თუ შინაც მოეცარა ხელი, "6 ერს" უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

"ცბიერი ედი" მარცხს ზოგადად, რაგბისა და კერძოდ, მსაჯობის მუდმივ განვითარებას აბრალებს. მწვრთნელი აღიარებს, რომ მისი შეგირდები დროს ჩამორჩნენ – ალღოს ვერ უღებენ ბოჭვა | რაქის ახლებურად განსჯას და ამიტომ ბლომად ჯარიმდებიან

გურუს მიაჩნია, რომ ეს ზადი გამოსწორებადია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რაქის წესი შემოდგომიდან შეიცვალა იმიტომ, რომ იტალიამ შარშანდელ "6 ერზე" მახეში სწორედ რომ ედის’ვე ნაქები და ნაწრთობი, მაგრამ ტაქტიკურად უმწეო ინგლისი გააბა

პრემიით მართებდათ

გუნდს უკვე დამსგავსებულმა საფრანგეთმა ძველი მეტოქე დაცვით დაამარცხა – პირველ ტაიმში ორად’ორი (!) ბოჭვა გაუცუდდა. ბურმა რეფმაც ჯარიმები ინგლისს საზიანოდ არიგა * 17-11

ინგლისი იმანაც წაახდინა, რომ ირლანდიის ბონუსიანი გამარჯვების შემხედვარეს, თავადაც პრემიით მართებდა მოგება, მაგრამ ოთხს ვინ ჩივის? – პირველი და ერთად’ერთი ლელო 75’ წუთზეღა გაიტანა

არადა, ფრანგებსაც უჭირდათ – 11 დერეფნიდან 5 (!) წააგეს და ზედ ორი შერკინებაც მიაყოლეს, საწყის 15 წუთში კი ბრიტებს ბურთი დროის 75% ეპყრათ, ანუ მასპინძლები ლელოს დაცვაზეღა ზრუნავდნენ

ხეირზე, ალმისკენ

ინგლისს დაშავებული კვაჭის, დილან ჰართლის ნაცვლად ყოჩობდა ოუენ ფარელი, საფრანგეთს კი 10 ნომრად ფრანსუა ტრენ-დიუკი დაეწინაურებინა. სტუმრებმა პირველი მეოთხედი ორი ჯარიმით მოიგეს, მაგრამ ფიჯელი 8 ნომერი, ნეითან ჰიუზიც დაემტვრათ

ტაიმი ულელოოდ, ფრედ * 9:9 დასრულდა, 49’ წუთზე კი ტრენ-დიუკმა ხეირზე, ალმისკენ რომ აწია აბრაგანი, ენთონი ვოთსონმა კისერში ჩავლებიღთა ალაგმა ბენჟამენ ფალი. ჰოდა, უფალმა პეიპერმა, კივ ტელე’რეფთან მოთათბირებით, ინგლისი "7 ქულიანს პლუს სინბინ"ით დასაჯა * 16:9

ფრანგებმა უმალ კინაღამ გაიტანეს მეორე ლელოც, მაგრამ ინგლისი ბოლოს მაინც გახელდა – ელიოთ დეილის სხარტი პასით ჯონი მეი ეწია მიზანს, გაწითლებულ დროზე კი "ვარდებმა" კარსაც უწიეს, მაგრამ კონტაქტში ბურთი წინ დაუვარდათ * 16:22

ქრესტომათიულად

ირლანდიის გარე’მარბი ჯექობ სთოქ’დეილი აღარ ხუმრობს – 8 ტესტში 10 ლელო აქვს გატანილი! მან ახლაც რისკიანი პასი ჩაუჭრა პითერ ჰორნს და 55 მეტრი გაირბინა, ტაიმის ბოლო შეტევაში კი გარი რინგ’როუზისა და მაორი ბანდი აკის "შემორბენი" დააგვირგვინა * 14:3

სქოთები ლაღად ცდილობდნენ ბურთაობას, მაგრამ ჰიუ ჯოუნზმა რომ გადაიკიდა და აიღო, სთიუართ ჰოგი ვერ მიჰყვა. 52’ წუთზე, კარის პირდაპირ, 8 მეტრზე დაწყობილი შერკინებიდან მათივე ბექები ორ ეშელონად დადგნენ და ქრესტომათიულად გაითამაშეს ბურთი * 21:8

ირლანდიამ კი მანამდე და მერეც თითო, ძალისმიერი ლელო დადო: 9 ნომერმა ქონორ მარიმ რაქიდან შეუტია და სამთან ჭიდილში ეწია მიზანს, კვაჭი შონ ქრონინი კი მოლს ჩამორჩა და ეგრე * 28:8 @ 71’

მეასე მარცხი

უელსი იტალიას ისევე მოექცა, როგორც ნოემბერში ჩვენ – ერთბაშად 10 "სხვა" გაუყვანა და ბევრად უფრო ბარაქიანადაც მოუგო * 38:14

"აძურის" ბებერი კაპიტანი, არგენტინელი სერჯო პარისე უნიკალურ ანტი’რეკორდს მიუახლოვდა და თუ თავ’მოყვარეობა შერჩენია, ახლავე უნდა წავიდეს ნაკრებიდან – შემდეგივე მარცხი მისთვის მეასე იქნება!

უელსმა მეტოქეს ნავარდით ერთობ აჯობა: 518 მეტრი / 124 სოლოზე – 237 / 123. აძურს სამჯერ მეტი ბოჭვაც გაუცუდდა * 24-8, ლელოთა ფარდობა კი 5/2 გამოვიდა

დუბლი შეასრულა ზორბა ჯორჯ ნორსმა და მესამე ლელოზეც ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ვერ ჩაუთვალეს, მედიას კი მიაჩნია, რომ კივმა პარქსმაც დადო მეორე, ოღონდაც ბურმა ტელე’რეფმა, მორის იონკერმა ლათინები დაინდო


ექვსი ერი * 2018

მეოთხე რაუნდი

(( სტატისტიკისა და თორენთის ბმულები -- საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S3/14_6E-4.htm ))



ირლანდია$ 28:8 შოტლანდია

ირლ: რ.ქარნი (ლარმორ 75) ერლს რინგ’როუზ აკი სთოქ’დეილ
<10-9> სექსთონ (ქარბრი 73) მარი (მარმიონ 71) /
ჰილი (მაკ’გრას 51) ბესთ^კაპ (ქრონინ 66) ფურლონგ (პორთერ 62)
ჯმ.რაიან თოუნერ (ჰენდერსონ 55) ო’მანი (მერფი 55) ლივი სტანდერ –
4ლ: სთოქ’დეილ (1 2) მარი ქრონინ; 4გ: სექსთონ

შტლ: ჰოგ ქინგ’ჰორნ (ლ.ჯოუნზ 29-36) ჰ.ჯოუნზ ჰორნ (გრიგ 73) მეითლენდ
<10-9> რასელ ლეიდლოუ (პრაის 67) /
რიდ (ბჰათი 55) მაკ’ინალი (ბრაუნ 60) ბერგენ (ნელ 55)
გილქრისთ ჯ.გრეი (სვინსონ 71) ბარქლეი^კაპ ვოთსონ ვილსონ (დენთონ 18) –
ლ: ქინგ’ჰორნ; ჯ: ლეიდლოუ

რეფ ბარნს (ინგ) 10/03 @ დაბლინ, ავივა (51 700)

0:3(13) 7:3(24) 14:3(40+3) /
21:3(47) 21:8(52) 28:8(71$) დას(80+3)


საფრანგეთი 22:16 ინგლისი$

სფრ: ბონევალ (ფიკუ 15-23, 41) ფალ ბასტარო დუმეირუ გროსო
<10-9> ტრენ-დიუკ (ბოგზის 71) მაშნო (კუიუ 71) /
პუარო (პრიზო 66) გირადო^კაპ (პელისიე 66) სლიმანი (გომეს-სა 59)
გაბრიაგ ვაამაინა (ბ.ლე’რუ 66) ლორე (გალეტიე 66) კამარა ტოლენ –
შ [ფალ] + 5ჯ: მაშნო 4, ბოგზის

ინგ: ვოთსონ სბ 49 (ბრაუნ 68) მეი თე’ო ფარელ^კაპ დეილი
<10-9> ფორდ (ჯოზეფ 60) ქეა (ვიგლს’ვორს 68) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 64) ჯორჯ (ქოუან-დიქი 64) ქოულ (სინქლერ 58)
ლონჩბრი (ჰასქელ 52) ითოჟე; ლოზ რობშოუ ჰიუზ (სიმონდს 24) –
ლ: მეი; გ: ფარელ; 3ჯ: ფარელ 2, დეილი (2)

რეფ პეიპერ (აფრ) 10/03 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (78 060)

0:3(4) 0:6(21) 3:6(25) 3:9(29) 6:9(33) 9:9(37) /
16:9(49შ+სბ) 19:9(63) 19:16(75) 22:16(78) დას(80+4)


უელსი$ 38:14 იტალია

უელ: ლმ.ვილიამს სბ 40+4 (ჰაფ’პენი 51) ნორს ვოთქინ პარქს სთ.ევანს
<10-9> ენსქომ (პაჩელ 61) გრ.დევის სბ 49 (ალ.დევის 61) /
ნ.სმით (რ.ევანს 61) დი (ოუენს 61) ფრენსის (რდ.ჯოუნზ 68)
ჰილ (სბ.დევის 66) ბრ.დევის; თიპურიქ ჯმ.დევის (ჯენქინს 66) ფალეტაუ^კაპ –
5ლ: პარქს ნორს (2 4) ჰილ თიპურიქ; 5გ: ენსქომ 3, ჰაფ’პენი 2; ჯ: ენსქომ

იტა: მინოძი ბენვენუტი სბ 78, ბიზენი კასტელო (ჰეივორდ 5) ბელინი
<10-9> ალენ (კანა 69) ვიოლი (პალაძანი 64) /
ლოვოტი (კვალიო 61) გირალდინი (ფაბიანი 69) ფერარი (პასკვალი 64)
ძანი ბად; ნეგრი (რუძა 68) მბანდა (ლიკატა 15) პარისე^კაპ –
2ლ: მინოძი ბელინი; 2გ: ალენ კანა

რეფ გარსეზ (სფრ) 11/03 @ კარდიფ, პრინსიპალითი (65 242)

7:0(5) 14:0(8) 14:7(12) 17:7(37) სბ(40+4უ) /
24:7(44) სბ(49უ) 31:7(68$) 38:7(72) 38:14(77) სბ(78ი) დას(80+3)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ),
14 ბლერ ქინგ’ჰორნ (შტლ), 13 გარი რინგ’როუზ (ირლ), 12 მატიო ბასტარო (სფრ), 11 რემი გროსო (სფრ);
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ქონორ მარი (ირლ) /

1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ლეონარდო გირალდინი (იტა), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 პოლ გაბრიაგ (სფრ), 5 დევინ თოუნერ (ირლ);
6 იაკუბა კამარა (სფრ), 7 დენ ლივი (ირლ), 8 ტაულუპე ფალეტაუ (უელ)

სულ: 8 ირლ, 4 სფრ, 1 იტა უელ შტლ * 0 ინგ


ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 03/02 უელსი $ 34:07 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი $ 13:15 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 15:46 ინგლისი $

შაბ 10/02 ირლანდია $ 56:19 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 12:06 უელსი $
კვი 11/02 შოტლანდია 32:26 საფრანგეთი $

პარ 23/02 საფრანგეთი 34:17 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია $ 37:27 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 25:13 ინგლისი

შაბ 10/03 ირლანდია $ 28:08 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 22:16 ინგლისი $
კვი 11/03 უელსი $ 38:14 იტალია

4 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $

ირლანდია 19 +69 17/08 136:067 4-0 3
უელსი 11 +35 12/10 105:070 2-2 3
ინგლისი 10 +19 11/06 087:068 2-2 2
საფრანგეთი 10 +15 07/05 095:080 2-2 2
შოტლანდია 8 -29 07/11 072:101 2-2 0
იტალია 0 -109 09/23 065:174 0-4 0

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)

შაბ 17/03 იტალია 16.30 შოტლანდია
შაბ 17/03 ინგლისი 18.45 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 21.00 საფრანგეთი


სტატ’მოწინავენი

ქულა: 45 მაკსიმ მაშნო (სფრ); 40 ჯონი სექსთონ (ირლ), ლი ჰაფ’პენი (უელ); 39 ოუენ ფარელ (ინგ); 32 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ)

ლელო: 6 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 3 ჯონი მეი (ინგ), მატეო მინოძი (იტა), ტედი ტომა (სფრ), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/03_2018)

1 ზელანდია 9399, 2(3) ირლანდია 8785, 3(2) ინგლისი 8750,
4 ავსტრალია 8549, 5(6) აფრიკა 8381, 6(5) შოტლანდია 8380,
7 უელსი 8307, 8(10) საფრანგეთი 7944 , 9(8) არგენტინა 7822,
10(9) ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7380,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7113, 15 შტატები 6923, 16 სამოა 6903

+/-: სფრ 188 ინგ, ირლ 64 შტლ, უელ 0 იტა * საქ 34 რუს (29:9 გ)


სთრიმები

https://www.vipbox.st/sports/rugby.html

!!! საუკეთესოა YumTV = HD

http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

@

Posted by: dc120mm 15 Mar 2018, 10:12
QUOTE
სერჯო პარისე უნიკალურ ანტი’რეკორდს მიუახლოვდა და თუ თავ’მოყვარეობა შერჩენია, ახლავე უნდა წავიდეს ნაკრებიდან – შემდეგივე მარცხი მისთვის მეასე იქნება!

საინტერესოა smile.gif

Posted by: enorme 15 Mar 2018, 11:11
QUOTE (dc120mm @ 15 Mar 2018, 10:12 )
QUOTE
სერჯო პარისე უნიკალურ ანტი’რეკორდს მიუახლოვდა და თუ თავ’მოყვარეობა შერჩენია, ახლავე უნდა წავიდეს ნაკრებიდან – შემდეგივე მარცხი მისთვის მეასე იქნება!

საინტერესოა smile.gif

ძალიან დიდი რეგრესი აქვს პარისეს , მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩემთვის რიდთან ერთად საუკეთესო 8 ნომერია.

Posted by: giushki 15 Mar 2018, 11:31
არ წავიდეს ჯერ, ნოემბერში მინდა რომ ყავდეს იტალიას პარისე))

Posted by: GioNage 15 Mar 2018, 11:42
QUOTE
არ წავიდეს ჯერ, ნოემბერში მინდა რომ ყავდეს იტალიას პარისე))

ლომიძეთი აპირებ გააჩერო თუ გაჩეჩილაძით? ისე, ნუ მისი ფასი მოთამაშე ნაღდად არ ყავთ, მაგრამ პარისეს წასვლით არ დაიქცევა იტალიის ნაკრები. სისტემა ააწყვეს და საკმაოდ ნორმალური ახალგაზრდები მოსდით. თუნდაც, მინოძი, რომელმაც ახლა ლელო დადოს იმ გუნდის წევრი იყო, ჩვენებმა რომ მოუგეს, ახლა ეს სად თამაშობს და მისი მეტოქეები სად.

Posted by: giushki 15 Mar 2018, 12:00
GioNage
ვანდამათი war.gif

გორგაძე მაგ დროს იმედია ფორმაში იქნება უკვე. ახალგაზრდაა და არ გაუჭირდება. აი პარისეს რაც შეეხება, წინა თამაშებში ისე გამოვიდა, რომ მაგის მითეთქვა კონტაქტებში მაგარ საქმეს გაგვიკეთებს. ნელია და უკვე მემგონი აზროვნებაშიც უჭირს. მაგას რომ გააუბედურებენ, დანარჩენი იტალიელების ფსიქოლოგია იკითხე შენ, თორემ ვისით გაჩერდება და აგერ მე, აგერ შენ და აგერ სერჟიკა)) ისეთები ჩაუჟეჟიათ, როგორღაც მაგასაც არ მიაკლებენ, მთავარია დარჩეს))

Posted by: OSTAP 15 Mar 2018, 12:27
გაჩერება ნამდვıლად არ მგონıა პრობლემა. ვიტოს არ მგონია მისი ავტორიტეტის მოერიდოს. არც სხვა ბიჭები დააკლებენ. მთავარია გუნდურად სად ვიქნებით.

Posted by: Christian Cullen 15 Mar 2018, 13:18
QUOTE
გაჩეჩილაძით


გაჩეჩილაძე ბარე 2 პარისეს გააჩერებს.

Posted by: Gio_G83 15 Mar 2018, 13:27
QUOTE
გაჩეჩილაძე ბარე 2 პარისეს გააჩერებს.


ორი არ ვიცი, მარგამ ერთს გაანეიტრალებს
ეგ სერჟიკა ჩვენთან თამაშისთვის 35 ის იქნება (12 September 1983)

ეჰ,
სად აღარაა მამუკა
facepalm.gif

მსგავის კითხვა ჩანასახშივე, გაფიქრებამდე მოკვდებოდა



ეს რომ ნებისმიერს მიაკატოკებს დარწმუნებული ვარ

Posted by: AnRI992 15 Mar 2018, 15:47
მელიტონა და ჯონსი მგონია შეთანხმდნენ რო თამაში დამალონ ორივემ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

საინტერესოა ირლანდია თუ შეინარჩუნებს ასეთ ფორმას 2019-სთვის.

ვიტოს რაც შეეხება, პარისეს კი გააჩერებს, მარა ერთხელ ტაოფიფენუას დაეჯახა და თუ ააწყობდნენ ვიტოს აღარ მეგონა...
მაგარი მხეცია მარა ისეთი მაინც ვერ არის... აი თუნდაც მამუკა რო იყო (ჩემი აზრით მამუკაც ვეღარ არის ისეთ ჯანზე, ადრე რო იყო)

Posted by: enorme 15 Mar 2018, 16:05
AnRI992
ვიტო ყოველთვის უკეთეს ჯანზე იყო ვიდრე მამუკა .
უბრალოდ მამუკა ყოველთვის სწორად იყენებდა თავის ჯანს და ვიტომ ცოტა ''გაქაჯება'' იცის ხოლმე.


Posted by: lankasteri 15 Mar 2018, 16:27
QUOTE (enorme @ 15 Mar 2018, 16:05 )
AnRI992
ვიტო ყოველთვის უკეთეს ჯანზე იყო ვიდრე მამუკა .
უბრალოდ მამუკა ყოველთვის სწორად იყენებდა თავის ჯანს და ვიტომ ცოტა ''გაქაჯება'' იცის ხოლმე.

არ ვიცი, შტანგას თუ უფრო მძიმეებს წევს, მარა მოედანზე რაც დამიფიქსირებია, მამუკას ცალსახად მეტი ჯანი ჰქონდა.

ვიტო მინახავს ზოგიერთ თამაშში, მთელი შეხვედრის განმავლობაში ადგილზე დატორმუზებული კონტაქტში შესვლის მომენტებში, თუნდაც ესპანეთის ნაკრებთან. მამუკა ნაღდად არ მინახავს. მამუკა მაქსიმუმ ათასში ერთხელ, კონკრეტულ სათამაშო მომენტში დაეტორმუზებინოთ და არა მთელი შეხვედრის განმავლობაში.

Posted by: AnRI992 15 Mar 2018, 16:57
lankasteri
QUOTE
არ ვიცი, შტანგას თუ უფრო მძიმეებს წევს, მარა მოედანზე რაც დამიფიქსირებია, მამუკას ცალსახად მეტი ჯანი ჰქონდა.

+ 1

მოედანზე მამუკასნაირი ბურთის წამღები ჩვენა არასდროს არავინ გვყოლია...
შეტევაშიც ანგრევდა ყველაფერს და დაცვაშიც.
ვიტო ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემი აზრით მამუკასთან მაგ კომპონენტებში ახლოს ვერ მივა.

Posted by: kromeo6 15 Mar 2018, 17:34
პარისემ მე-100 თამაში წააგო წინა ტურში ნაკრების კვართით:დდ ამიტომ ფსიქოლოგიური უპირატესობის იმედი ნუბყვექნება.მიჩვეულები არიან ეგენი წაგებას

Posted by: Levan ch 15 Mar 2018, 19:38
QUOTE
მოედანზე მამუკასნაირი ბურთის წამღები ჩვენა არასდროს არავინ გვყოლია...

ჩვენ კიარა ვის ყოლია?
იშვიათია ისეთი კაცი ვინც მას შეედრება ამ კომპონენტში. არასდროს მინახავს, რომ დაჯახებოდეს კაცს და მანძილი ვერ მოეგოს.(თუ ყოფილა ესე ძალიან ცოტა)
ეხლა აღარაა ესეთი მაგრამ კარიერის დიდი ნაწილი მასე ითამაშა..

დღეს ერთი ფოლაუა, რომ იცი ბურთს რომ აიღებს წინ წავა.

პ.ს ის ვიდეო თუ გაქვთ ვინმეს დადეთ პარისე რომ ათრია გორგოძემ, თან კაი მადიანათ biggrin.gif

Posted by: enorme 15 Mar 2018, 19:45
ეგ ვთქვი მეც, რომ მამუკა ყოველთვის სწორად იყენებს თავის ჯანს და ვიტო ვერ.

Posted by: dato141 16 Mar 2018, 13:09
QUOTE
პარისემ მე-100 თამაში წააგო წინა ტურში ნაკრების კვართით:

წაგებაშიც ცენტურიონი გამხდარა biggrin.gif

Posted by: GioNage 16 Mar 2018, 18:42
QUOTE
გორგაძე მაგ დროს იმედია ფორმაში იქნება უკვე. ახალგაზრდაა და არ გაუჭირდება. აი პარისეს რაც შეეხება, წინა თამაშებში ისე გამოვიდა, რომ მაგის მითეთქვა კონტაქტებში მაგარ საქმეს გაგვიკეთებს. ნელია და უკვე მემგონი აზროვნებაშიც უჭირს. მაგას რომ გააუბედურებენ, დანარჩენი იტალიელების ფსიქოლოგია იკითხე შენ, თორემ ვისით გაჩერდება და აგერ მე, აგერ შენ და აგერ სერჟიკა)) ისეთები ჩაუჟეჟიათ, როგორღაც მაგასაც არ მიაკლებენ, მთავარია დარჩეს))

გორგაძის იმედი ყველას გვაქვს და იმედია, დიდ რაგბის ითამაშებს, მაგრამ დღეს მისით პარისეს განეიტრალება ისეთია, ოპელით ფერარიზე გასწრება რომ მოინდომო. ვიტოს კი ბატონო, ნაკრებში საუკეთესო დაცვა აქვს, კლერმონშიც მაგის ხათრით ათამაშებენ, თორემ შეტევაში ნაღდად არ არის კლერმონის დონე, დაცვაში სუპერია. ნაკრებშიც თავიდან შეტევაში უფრო აქტიური იყო, ახლა შავ სამუშაოს ასრულებს ხოლმე უმაღლეს დონეზე, ნოემბერის ტესტებზე სამუ მანოა ლამის გააქრო მოედნიდან. მაგრამ პარისე სულ სხვა დონეა რა, მასეთი დონის მორაგბე ჯერ არ გვყოლია, 100 წაგების მიუხედავად, წლის საუკეთესო მორაგბეთა შორის იყო ნომინირებული, ასეთი სუსტი ქვეყნიდან ამგვარი პატივი ჯერ არავის რგებია. ტიპს 8 ნომრის ჯანი და 10 ნომრის ტვინი აქვს, რაც ვუყურებ ვერ ვიხსენებ, ევროპის რომელიმე გუნდს ასეთი დახვეწილი 8 ნომერი ყოლოდეს.
გაოფება რომ არ გამომივიდეს, 6 ერზე იტალიის ყველა თამაშს ვუყურე და აი, ხო უშანსოდ აგებენ, მაგრამ ბევრ კომპონენტში ძალიან წინ არიან ჩვენზე. საფრანგეთთან და უელსთან აკეტებენ, იმას რასაც ჩვენ ესპანეთს ვერ ვუკუთებთ. ძალიან ორგანიზებული გუნდია, სწოპრ რაგბის თამაშობენ და ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ნაკლებობით უფრო აგებენ, ვიდრე არასწორი გუნდური ქმედებით, მწვრთნელიც ძლიერი ყავთ. მოკლედ, ნომებერში სადრაც 75 -25ზე მგონია მათ სასარგებლოდ. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ისიც დიდ მიღწევა იქნება თუ უშანსოდ არ მოვაგებინებთ, რომ მერე 6 ერზე საუბარი დამთავრდეს, რგოორც შოტლანდიამ გვიქნა თავის დროზე.

Posted by: GioWEED 16 Mar 2018, 18:55
GioNage
დიდი მიღწევა იქნება თუ მოვუგებთ.

არაა იტალია ის გუნდი რო სასწაულად ჩავთვალოთ მოგება. მაგ გუნდთან მოგება სავსებით რეალურია და დარწმუნებული ვარ ჩვენებიც მოსაგებად ჩავლენ და წარმატებით დაბრუნდებიან.

ამ შანსის გაშვება არ შეიძლება!

Posted by: giushki 16 Mar 2018, 19:05
GioNage
მეგობარო, 6 ერისთვის რომ გეყურებინა, აქ პარისეს ქება-დიდებას ნაღდად არ დაწერდი. მაგ მორაგბისგან სახელი და გვარიც აღარაა დარჩენილი.

სტატისტიკას გადახედე, საუკეთესოდ ეგ ლაპარაკობს - ძველი შეადარე ახალს, ძალიან მარტივი რამეა smile.gif სადღეგრძელოებით ნუ ვისაუბრებთ.

Posted by: ratomac aRa 16 Mar 2018, 23:17
QUOTE
ნომებერში სადრაც 75 -25ზე მგონია მათ სასარგებლოდ.


ჯერ ვნახოთ რა შემადგენლობა გვეყოლება

ისე კი რეიტინგში ჩვენზე დაბლა მდგომ გუნდთან 25% მაინც ცოტაა ყველა ვარიანტში

პ.ს. მიახლოებით როდის გაირკვევა მასპინძელი ქლაქის ამბავი? კავშირს როდის ეცოდინება?

Posted by: Christian Cullen 17 Mar 2018, 10:00
ერთა თასზე სხვა შემართებაა ნოემბრის ტესტებზე სხვა. რამდენიც არ უნდა იძახონ ავის მოსურნეებმა, უელსს ესამე შემადგენლობა ჰყავდაო. ფაქტია, რომ პირველი 20 წუთსი მერე ოფსაიდში დავტოვეთ. 1,3 (რაც ჩვენთან ეყენათ ის იყო იტალიასთანაც)

Posted by: GioWEED 17 Mar 2018, 11:35
დღევანდელი 6 ერის ლინკები დადეთ თუ გავთ ვინმეს.

ინგლისი ირლანდია რომელზეა?

Posted by: giorgi77 17 Mar 2018, 11:46
პარისეს თამაში ბოლო წლებია გაღიზიანების მეტს არაფერს არ იწვევს... სისულელეს სისულელეზე აკეთებს და როგორც ბატონმა ზაალმა დაწერა თუ თავმოყვარეობა შერჩა უნდა წავიდეს.... მსაჯთან ბოდიალით მაქკოუს გადაუსწრებს მალე

იტალიის უპირატესობა პარისე კი არა, კონკრეტულად ის ორი კლუბია (ზებრე, ბენეტონი) რომელიც სტაბილურად თამაშობს პრო14-ში, საიდანაც კომპლექტდება ნაკრები. უფრო ზოგადად კი ჩვენზე მდიდრები არიან, ჩვენზე დიდი ტრადიცია აქვთ რაგბის და ჩვენზე უკეთესი მდებარეობა და გამართული ქვეყანა აქვთ.

ახალგაზრდობა საკმაოდ კარგი ყავთ, თბილისის ახალგაზრდულ მსოფლიოზეც გამოჩნდა, გუშინ 20 წლამდელთა ექვს ერში შოტლანდია გააგორეს, და ცხრილში მესამე ადგილზე არიან.

Posted by: Ghveda 17 Mar 2018, 13:26
მაგარი საინტერესო თამაში უნდა გამოდგეს წესით იტალია - შოტლანდია. არა მგონია მარტივად მოიგონ სქოტებმა...

Posted by: BigG 17 Mar 2018, 15:46
giorgi77
QUOTE
ახალგაზრდობა საკმაოდ კარგი ყავთ, თბილისის ახალგაზრდულ მსოფლიოზეც გამოჩნდა, გუშინ 20 წლამდელთა ექვს ერში შოტლანდია გააგორეს, და ცხრილში მესამე ადგილზე არიან.


ოცწლამდელებში მეოთხეზე გავიდნენ (უელსს და შოტლანდიას გაუსწრეს).

Posted by: giorgi77 17 Mar 2018, 16:39
იტალია-შოტლანდიის მუშა ბმული აქვს ვინმეს? ...........

Posted by: barcabarcabarca 17 Mar 2018, 16:39
ბოდიში ჩაინიკური კითხვისთვის:
აუტში პპირველ კაცზე აგდებისას შენს მხარეზე აგდება შეგიძლია?
რამდენჯერ ვნახე იმენა ხელში უგდებენ ბურთს

Posted by: Ghveda 17 Mar 2018, 16:49
giorgi77

http://www.sportingvideo1.com/20180316/vv5aac184d5abda9.03837133-1929882.html

თუ გამოგადგება

Posted by: BigG 17 Mar 2018, 16:50
იტალიის შერკინება (მიწოლა) ძალიან დასუსტებულია. შოტლანდიამ, ასე როგორ უნდა დაჯაბნოს ვინმე.

Posted by: Ghveda 17 Mar 2018, 16:53
ეს მინოძი რა ყოფილა smile.gif)))
_______________________

Posted by: zaal1969 17 Mar 2018, 16:55
ჰეიგი ალბათ უყურებს იტალიის თამაშს, შეიძლება კონკურენტუნარიანი ვერ არის ამ ტურნირზე,მაგრამ გუნდია რა!2,8 9,10 და 15 არ დაეწუნებათ, ჩვენ სხვა სახის პრობლემები გვაქვს ჯერ!
\

Posted by: giorgi77 17 Mar 2018, 16:56
მადლობა, ჩავრთე ტელევიზორში ინტერნეტით.

მინოცი კარგი ყავთ, ბრიტანელმა კომენტატორებმა რამის ძეგლი დაუდგან. მაგან რა ბურთიც დაიჭირა და ლელო დადო, ჩვენები ვერ გამოიყენებდნენ დიდი ალბათობით

Posted by: burke 17 Mar 2018, 17:19
იტალია შოტლანიას უყურებთ?
ამ იტალიის დამარცხება გვინდა სტუმრად?

რავიცი რავიცი

Posted by: BigG 17 Mar 2018, 17:23
იტალიელები მაინც გოიმები არიან. რა შეტევა ვერ გამოიყენეს. ხელოვნური მოლის ნაცვლად არეკნი დაერტყათ და 8 ქულამდე გაეზარდათ.

ისე, რაც იტალიამ ითამაშა, ჩვენ ასე კარგად 2 წელია არ გვითამაშია.

Posted by: Ghveda 17 Mar 2018, 17:32
იტალიას 6 ერზე ყველა მატჩში ჰქონდა კარგი მომენტები.

ამ თამაშსაც წააგებენ დიდი ალბათობით, მაგრამ მაგრად იბრძვიან, არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი smile.gif))

Posted by: Grandmama 17 Mar 2018, 17:37
რაღას წააგებენ, გაასაცოდავეს შოტლანდია smile.gif


არ ჩაუთვლიათ ლელო, კი წააგებენ ახლა lol.gif

ებიჯო lol.gif lol.gif

Posted by: jora84 17 Mar 2018, 17:37
პარისე რა ჩობანია, მეორედ ქნა ეგრე დღეს

Posted by: xDavid_S 17 Mar 2018, 17:39
იტალია დღეს თუ >15 მოიგებს ჩვენ გადაგვასწრებს

Posted by: Ghveda 17 Mar 2018, 17:40
პარიზე მართლა სცოდავს, მარა 10 და 15 საღოლ smile.gif

_________________

Posted by: giorgi77 17 Mar 2018, 17:46
და 4 ნომერი, ორჯერ გაექცათ შოტლანდიებს, ბოლო ორი ლელო მაგან გააკეთა. ერთი არ ჩათვალეს სამართლიანად.

შემეშალა 7 ნომერი პოლედრი, გამოირჩევა.

Posted by: otia-83 17 Mar 2018, 17:53
ვნახოთ ბოლო 20 წუთში ვინ იყოჩაღებს და ვინ დაიღლება.

თუ შოტლანდიამ ძოვა გააგრძელა კი წააგებენ >15

Posted by: ratomac aRa 17 Mar 2018, 18:07
შოტლანდიელი ალანის წყალობით რომ უგებენ ეგაა კაიფი biggrin.gif

ჰოგი უნდა იყოს ქართველი

Posted by: jora84 17 Mar 2018, 18:11
იტალიას რა ფარჩაკი რეზერვი ყავს, ჩაუტარეს სქოთებმა.

Posted by: otia-83 17 Mar 2018, 18:12
აი ამას ამუღამებს მელიტონა მგონი smile.gif

ბოლო 20 წუთში აწყვეტას.

ისე ბებერ ხარს რქებიც კი წამტვრეული აქვს, ვეღარ ხნავს რქითაც, გუთნის თრევას ვინღა ჩივის. პარისეს ვგულისხმობ.

Posted by: KOKOITIDZE 17 Mar 2018, 18:13
იტალია მეორე ტაიმში თითქმის ყოველთვის ისვრის, იმედია ჩვენთანაც არ იქნება გამონაკლისი.

Posted by: soph12 17 Mar 2018, 18:22
ძაან დიდი უპირატესობა მგონია ის, რომ ამ რაგბი ევროპაზე ჩვენ მეორე ტაიმს უკეთესად ვთამაშობთ და იტალია პირიქით ექვს ერზე ბოლო წუთებს ურევს ძაან

Posted by: otokarcobra 17 Mar 2018, 18:23
otia-83
რა გუთნის თრევა და რქებით ხვნა, ტიპმა ორჯერ ისეთი სალელოვე შეტევა გააფუჭა უაზრო ტყვიასავით გასროლილი პასით რო რავი......წინა ტურშიც ზუსტად ეგრე ქნა უელსთან, იქაც ლელოდან 5 მეტრში

Posted by: York 17 Mar 2018, 18:24
კარგი თამაში იყო, რას ერჩი.

თუ იტალიასთან მოგება გვინდა, მარტივად უნდა ვითამაშოთ შეტევაში: შერკინებაში დაჯარიმება, აუტი, მოლი, ლელო.

Posted by: barcabarcabarca 17 Mar 2018, 18:25
რა ვიცი, რა ვიცი, 6 ერის გუნდებთან ჩასვრა მაინცდამაინც ტიერ 2 გუნდთან ჩასვრას არ უნდა უდრიდეს თითქოს.

აშკარად უფრო კლასიანი გუნდია იტალია შეტევაში დღეს.

Posted by: BigG 17 Mar 2018, 18:26
იტალიელები რაგბიში მართლა გოიმები არიან. ამ თამაშის წაგება იქნებოდა?

ლომის წილი პარისემ დაიდო. სიმბოლურია, რომ მისი მე-100 წაგება იყო.

მოკლედ. იტალიამ თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და მაინც წააგო. რაც საგულისხმოა: სუსტი მიწოლა შერკინებაში, სუსტი მარქაფი და არასათანადო გამძლეობა. ეს მინუსებია ნოემბერში გამოსაყენებლი.

პ.ს. კიდევ კარგი წააგეს, სატრაბახო არ ექნებათ.

Posted by: ratomac aRa 17 Mar 2018, 18:27
ბოლო 35 წუთში 3 ქულა ძლივს აიღეს

დღეს თუ წააგებს ინგლისი შეიძლება მე5ეზე დაასრულოს :დ


Posted by: otia-83 17 Mar 2018, 18:27
otokarcobra
ხოდა მეც მაგას ვამბობ, იყო დრო, იტალიას ეგ ათრევდა და ეხლა გაფუჭების მეტს ბევრს ვეღარაფერს აკეთებს.

Posted by: Grandmama 17 Mar 2018, 18:39
იტალია lol.gif lol.gif lol.gif


საოცარი მატჩი იქნება იმედია ინგლისი ირლანდია ))) love.gif love.gif
თან თოვლია ცოტა love.gif
* * *
ირლანდია smile.gif სტოქდეილი იმენა კოშმარია ინგლისის <3

Posted by: kankava88 17 Mar 2018, 20:15
ესეთი დაუძლურებული ინგლისი და გასაცოდავებული არმინახია.6 ერის უპირობო ფავორიტი ამ 6 ერზე არის წაბილწული

Posted by: barcabarcabarca 17 Mar 2018, 20:21
მე მგონი მართლა გამოუშვებენ ედის biggrin.gif

Posted by: Grandmama 17 Mar 2018, 20:24
შანსს არ აძლევს ფაქტობრივად ირლანდია )))


Posted by: ArxeoptericS 17 Mar 2018, 20:42
ინგლისს კი, პრობლემები აქვს, მაგრამ ირლანდია არის სასწაული ნაკრები, შავებთან 3 ტესტიან სერიას ვნახავდი სიამოვნებით აირიშების

Posted by: xDavid_S 17 Mar 2018, 20:54
ArxeoptericS
წელს ავსტრალიას ხვდება 3-ჯერ ზაფხულში

Posted by: iverieli 17 Mar 2018, 20:54
Inglisma chventan varjishis shemdeg samive tamashi caago smile.gif

Posted by: ArxeoptericS 17 Mar 2018, 20:57
xDavid_S
სახლში თუ გასვლაზე? სახლში 3-0 გასვლა 2-1, თუ საკადრო პრობლემები არ ექნებათ))

Posted by: jora84 17 Mar 2018, 21:03
ArxeoptericS

ავსთალიაში

Posted by: FullbackAce 17 Mar 2018, 22:52
საფრანგეთი ფაქტიურად ჩვენ თამაშს თამაშობს ცოტა უფრო მაღალ ხარისხში facepalm.gif

Posted by: dc120mm 17 Mar 2018, 22:53
დაიტანჯნენ ტიპები,ორი ტაიმი იტანჯულეს რასაც ქვია,რა იყო ეს ჩემი.

ეს რაგბი არ არის ძმაო,არანაირი ფანტაზია..... რავი ევროპული რაგბის დედაც...

Posted by: harton1 17 Mar 2018, 22:58
და რა უბედურებაა ესს ამხრეთული ტესტები


ეს საფრანგეთი ხვდება ოლ ბლექსს სამჯერ

უეჭველი გააბრუებენ შამპანური რაგბით

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Grandmama 17 Mar 2018, 22:59
მაგარი ექვსი ერი იყო ძალიან
ირლანდია ირლანდიად და საფრანგეთი ძალიან გამოკეთებულია smile.gif უიღბლობა რომ არა ბევრად კარგი შედეგი უნდა ქონოდა.
smile.gif

ინგლისი ბოლოზე უნდა გასულიყო )) იმიტომ რომ ძალიან ამაყი ნაციაა და ზემოდან უყურებენ ყველას, ხოდა იგემონ მეხუთე ადგილი )

Posted by: xDavid_S 17 Mar 2018, 23:02
ArxeoptericS
ზაფხულში საფრანგეთში როგორ შეხვდება პატენი

რა თქმა უნდა გასვლაზე

ზელანდია 3-ჯერ უმასპინძლებს ფრანგებს
აფრიკა 3-ჯერ ინგლისს + უელსს
ავსტრალია 3-ჯერ ირლანდიას
არგენტინა 2-ჯერ უელსს + სკოტებს

Posted by: Corvette 17 Mar 2018, 23:11
საფრანგეთი "კარგად ვითამაშეთ მაგრამ მაინც წავაგეთ" ნაკრები გაიჩითა biggrin.gif

Posted by: harton1 17 Mar 2018, 23:12
საფრანგეთი ბევრს მუშაობს ნაღდად

ინგლისსაც მაგით მოუგეს

პროსტა ის ტეხავს, რომ მხოლოდ მუშაობს და ცოტას თამაშობს

ნუ უელსი კიდე ცალკე ფრუქტია

Posted by: Grandmama 17 Mar 2018, 23:17
სხვათაშორის უელსის დონეა ძალიან უკან წამოსული.

ედი ჯოუნსი წავა ალბათ სამშობლოში, ეგეთი ამაყი ერი როგორ აპატიებს ამხელა ჩავარდნას lol.gif

Posted by: Werner Voss 17 Mar 2018, 23:17
მაგარი ურო და ნაჯახი ექვსი ერი იყო, დღევანდელი ჰაილენდერსი-ქრუსეიდერსის მერე რაღა ამათთვის გიყურებია და რაღა დიდი 10 ისთვის, ვერაფერ განსხვავებას ვერ იგრძნობ.
კიდე შოტლანდია თამაშობს ყველაზე სწრაფ და ლამაზ რაგბს.

Posted by: GioWEED 18 Mar 2018, 00:00
Werner Voss
იტალია შოტლანდიას უყურე?

საფრანგეთმა ინგლისს მაგრად ეთამაშა. ძალიან მომეწონე საფრანგეთი ინგლისთან.

მაგათი ზანგი კამარა კიდე სერიოზული 6 ნომერია. ჩემი აზრით საუკეთესო 6 ნომერი.

Posted by: AnRI992 18 Mar 2018, 00:16
ფრანგებმა ესე თუ გააგრძელეს მსოფლიოზე კარგი ნაკრები ეყოლებათ...
ზოგ მომენტში ბურთი რა სწრაფად გამოჰქონდა მაშნოს..

ედი ჯონსი როგორც მახსოვს პირველი არაინგლისელი მწვრთნელია ინგლისის ნაკრებში... ძალიან საინტერესოა შეცვლიან თუ არა ამ კრახის მერე...
ეს ნაკრები ძალიან გავდა იმას, მსოფლიოზე ჯგუფში რომ ჩარჩა... თითქოს ისევ უკან დაბრუნდა ინგლისი.
3 თამაში ზედიზედ ბოლოს როდის წააგეს?

იტალიასთან გასვლაზე მოგება იქნება ძალიან რთული... წარმოუდგენელი ალბათ არ არის, თუმცა 75-25-ზე იქნება შანსები ჩემი აზრით.

Posted by: ratomac aRa 18 Mar 2018, 01:15
მილტონამ გაუჩალიჩა ედის biggrin.gif

უფრო სწორად ედიმ გაიჩალიჩა


Posted by: giorgi77 18 Mar 2018, 02:24
მსაჯსაც გააჩნია, კლენსი თუ მოგვისაჯეს 0 იქნება შანსი, ნაიჯელა კი სხვა ამბავია. მცირე შანსი გვექნება სამართლიანი მსაჯობის პირობებში

იმედია იტალიასთან არ დააყენებს იგივე შემადგენლობას რაც ხვალ რუმინეთთან თორე ვერაფერი ვერ გვიშველის.

Posted by: xDavid_S 18 Mar 2018, 10:16
giorgi77

QUOTE
მსაჯსაც გააჩნია, კლენსი თუ მოგვისაჯეს 0 იქნება შანსი, ნაიჯელა კი სხვა ამბავია


ჩემი აზრი შეიძლება პატივცემულო?

არ მგონია, რომ მანდ პიროვნებებში იყოს საქმე =
"სთხოვეს" ნაიჯელს "შანსი (!) მიეცი საქართველოს"-ო და
ტონგა ვერ აღმოჩნდა მზად, რომ ჩვენდამი მსაჯის ეს "სიმპათიები" გადაეწონა,
რაც უპირველეს ყოვლისა მეტოქის დაუფასებლობით მოუვიდა
(არ ვაკნინებ ბიჭების თავდადებას, ამის გარეშე გვერდზე მოგვრჩებოდა მსაჯიც და ყველაფერი)

იგივე მოხდა ნამიბიასთანაც ოღონდ საპირისპიროდ

კლენსიზე არანაკლები "კეთილისმსურველი" გვყავს ირლანდიელი ჯეიპი დოილის სახით,
მაგრამ ფიჯისთან გასვლაზე ხომ გვიმსაჯა ჯიგრულად? + კლენსი თანამსაჯი იყო იმავე თამაშში

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება რომელიმე თამაშში ნაიჯელს
ჩვენი მეტოქე გუნდის "არ დაჩაგვრა" სთხოვონ და არ უნდა გაგვიკვირდეს,
რა დაემართა ამ კაცს... მართლა პიდ...სტი ყოფილაო

და პირიქით, შეიძლება კლენსი იყოს ან იგივე ჯეიპი დოილი და "საჩვენოდ" იმსაჯოს

იტალიის ტესტს რაც შეეხება, გააჩნია მახვშების რომელი ფრთა და რა დოზით ჩაერთვება:
ექვსი ერის "ქორები", ჩვენი სამაგალითოდ "დასჯა" და "ადგილის მიჩენა" რომ დაუსახავთ მიზნად
თუ რეფორმატორთა ფრაქცია შემაკავებელი და დამცავი როლი რომ იკისროს

მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია >>> მთავარია ჩვენ თუ ვიქნებით მზად,
როგორც ფიზიკურად (!!!) ასევე ფსიქოლოგიურად, რომ გავიდეთ და ვიომოთ

Posted by: FullbackAce 18 Mar 2018, 10:41
QUOTE (xDavid_S @ 18 Mar 2018, 10:16 )
giorgi77

QUOTE
მსაჯსაც გააჩნია, კლენსი თუ მოგვისაჯეს 0 იქნება შანსი, ნაიჯელა კი სხვა ამბავია


ჩემი აზრი შეიძლება პატივცემულო?

არ მგონია, რომ მანდ პიროვნებებში იყოს საქმე =
"სთხოვეს" ნაიჯელს "შანსი (!) მიეცი საქართველოს"-ო და
ტონგა ვერ აღმოჩნდა მზად, რომ ჩვენდამი მსაჯის ეს "სიმპათიები" გადაეწონა,
რაც უპირველეს ყოვლისა მეტოქის დაუფასებლობით მოუვიდა
(არ ვაკნინებ ბიჭების თავდადებას, ამის გარეშე გვერდზე მოგვრჩებოდა მსაჯიც და ყველაფერი)

იგივე მოხდა ნამიბიასთანაც ოღონდ საპირისპიროდ

კლენსიზე არანაკლები "კეთილისმსურველი" გვყავს ირლანდიელი ჯეიპი დოილის სახით,
მაგრამ ფიჯისთან გასვლაზე ხომ გვიმსაჯა ჯიგრულად? + კლენსი თანამსაჯი იყო იმავე თამაშში

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება რომელიმე თამაშში ნაიჯელს
ჩვენი მეტოქე გუნდის "არ დაჩაგვრა" სთხოვონ და არ უნდა გაგვიკვირდეს,
რა დაემართა ამ კაცს... მართლა პიდ...სტი ყოფილაო

და პირიქით, შეიძლება კლენსი იყოს ან იგივე ჯეიპი დოილი და "საჩვენოდ" იმსაჯოს

იტალიის ტესტს რაც შეეხება, გააჩნია მახვშების რომელი ფრთა და რა დოზით ჩაერთვება:
ექვსი ერის "ქორები", ჩვენი სამაგალითოდ "დასჯა" და "ადგილის მიჩენა" რომ დაუსახავთ მიზნად
თუ რეფორმატორთა ფრაქცია შემაკავებელი და დამცავი როლი რომ იკისროს

მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია >>> მთავარია ჩვენ თუ ვიქნებით მზად,
როგორც ფიზიკურად (!!!) ასევე ფსიქოლოგიურად, რომ გავიდეთ და ვიომოთ

კი ეგ 100%ია და არამგონია იტალიასთან ჩვენ "გვიჯიგროს" ვინმემ, ჩვენი თავის იმედზე უნდა ვიყოთ. თან დროც კარგად შეარჩიეს, გარდამავალი პერიოდი გვაქვს, ვარსკვლავები წავიდნენ, ახლები ჯერ არ არიან მზად. ამ დროს იტალია ძალიან მაღალი დონის რაგბს თამაშობს.


ეს ერთა თასი ვერ გამოვიდა ვერც ვარჯიში და ვერც პრაქტიკა. ჯერ ძირითადები გადავწვით, ლაზარეთი ხო ისედაც სავსე გვქონდა. მერე ვინ როდის დაბრუნდება ვინ როდის ფორმაში შევა და ვინ მსაჯის გალახვისთვის დაისჯება კაცმა არ იცის.
დღევანდელი გადმოსახედიდან არ ჩანს კარგი სიტუაცია მაგრამ შარშან ზაფხულის ტესტებმა გამოგვიკეთა მდგომარეობა და იქნებ წელსაც იგივე მოხდეს.

Posted by: Christian Cullen 18 Mar 2018, 10:43
dc120mm

გუშინდელი ჰაილენდერსი-კრუსაიდერსის მერე მართლა დიდი 10 იყო 6 ერის ყურება.

Posted by: giorgi77 18 Mar 2018, 11:06
კი დავით გეთანხმები გუნდზეა დამოკიდებული. დღევანდელი გადმოსახედიდან რა დავალებაც არ უნდა მისცენ მსაჯს იტალია ფავორიტია თან გამოკვეთილი.

დღეს არ ველოდები არაფერ ახალს... ჩემი აზრით დღეს თუ წავაგეთ ჰეიგი უნდა გაუშვან... მითუმეტეს უკვე ფიქრობს წასვლაზე.

Posted by: xDavid_S 18 Mar 2018, 11:12
FullbackAce
QUOTE
ეს ერთა თასი ვერ გამოვიდა ვერც ვარჯიში და ვერც პრაქტიკა


დასტურ არცთუ იმედისმომცემი ტურნირი გამოგვივიდა

იმედია მანამდე დაგვიბრუნდებიან ჯაბა, კოტე, გორგაძე, ბიწაძე, შარიქაძე, თაზო და უფრო ხარისხიან რაგბს შემოგვთავაზებენ
* * *
giorgi77
QUOTE
იტალია ფავორიტია თან გამოკვეთილი.

კი პატენი

და იმედია ჩვენებს არ ავკიდებთ "უეჭველი მოსაგები თამაშის" ტვირთს

მოგება შეგვიძლია, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად

საერთოდ "მეორე ნომრად" თამაში უფრო გამოგვდის და იქნებ ახლაც მივაღწიოთ საწადელს

ბრძოლას რომ გავუმართავთ, ამაში დარწმუნებული ვარ


QUOTE
ჩემი აზრით დღეს თუ წავაგეთ ჰეიგი უნდა გაუშვან
როგორც სერგომ თქვა და 100%-იანია, "2-ჯერ უშუალო კონკურენტთან წაგება ყოვლად მიუღებელია"
და ასეთ შემთხვევაში ავიაბილეთები უნდა დავუჯავშნოთ

იმედია აქამდე არ მივა

Posted by: ratomac aRa 18 Mar 2018, 11:27
user posted image

შარშანდელი biggrin.gif


Posted by: BigG 18 Mar 2018, 11:35
xDavid_S

დღეს ცუდ ხასიათზე ხარ პატივცემულო.

სუპერ რაგბიში შენმა ფავორიტმა გუნდმა ხომ არ წააგო? biggrin.gif

Posted by: xDavid_S 18 Mar 2018, 12:47
BigG
ჩვენი ნაკრების გარდა, არცერთ გუნდს არ ვგულშემატკივრობ, ბ-ნო გოგი

ასე რომ სხვა რამ უნდა იყოს მიზეზი war.gif

Posted by: Gio_G83 19 Mar 2018, 13:21
QUOTE
ჩვენი ნაკრების გარდა, არცერთ გუნდს არ ვგულშემატკივრობ


ჭეშმარიტი ბორჯღალოური ამბავია
ვგულშემატკივრობ, მარგამ არა იმდენად რომ მიმიყვანოს - ჭმუნვებამდე, ანდაც უქიფობამდე...

რაგბის გულშემატკივრობა სჯობია, ცალსახად

Posted by: Christian Cullen 20 Mar 2018, 11:58
QUOTE
ჩვენი ნაკრების გარდა, არცერთ გუნდს არ ვგულშემატკივრობ


მე თუ ვგულშემატკივრობ, მხოლოდ არგენტინას, განსაკუთრებით მსოფლიოზე, აიმატონ უნდა ევროპელი ლეგიონერბეი და კვლავ არცერთი გაბღენძილი ბრიტ-კუნძულელი არ უნდა მიაკარონ 1/2 ფინალს, იყვნენ ევროპელები გამომწყვდეულნი 1/4 ფინალში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Mar 2018, 18:39
user posted image

სლემი წმინდა პათრიქის დღეს

ტიტულ’დაბევებულმა ირლანდიამ "ექვსი ერის" ფინიშზე
ინგლისიც ძლია თვიქნემში და სლემი მესამედ’ღა მიითვალა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))

უბობოლეს ევროპულ ტურნირში სლემი ძნელი გასახერხებელია, რადგან ბორჯღალოსანთა ასპარეზისგან განსხვავებით, დასი უფრო თანაბარია

დასაბამიდან მოყოლებული, ინგლისის აქტივში 13 ასეთი მიღწევაა; უელსს ყველა მეტოქე 11-ჯერ უძლევია, საფრანგეთს 9-ჯერ, ხოლო შოტლანდიას – 3-ჯერ. ამ მაჩვენებლით ირლანდია აქამდე ბოლო იყო, რაკი მხოლოდ 1948 და 2009 წლებში ევაჟკაცა, მაგრამ "წმ.პათრიქის დღეს" საქმეს თავი დაადგა და სქოთებს გაუტოლდა

ფინიშზე მოიგო სამივე კელტურმა ქვეყანამ და ცხრილის ზემო ნახევარში განლაგდა. სულ ტურნირის 15 თამაშში 78 ლელო დაიდო, ანუ საშუალოდ 5.2, ჯამურმა დასწრებამ კი, ვიკი’პედიის თანახმად, 991 844 შეადგინა, რაც მატჩზე გადაანგარიშებით 66 123 სულია

ლელოებიც დააგრძელეს

ირლანდიას პირველობა კი მოეგო ვადამდე, მაგრამ ეფიქრებოდა, ემანდ ინგლისმა სამაგიერო არ გადამიხადოს, რადგან შარშან, მსგავს ვითარებაში, იქეთ ჩავუფლავე სლემიო

და მართლაც, "ვარდებმა" 15-ეულში ერთბაშად 7 კაცი შეცვალეს, დაიყენეს ახალი – "სარასენსის" ღერძი და წესებით დაშვებულ ფარგალში ლელოებიც (!) კი დააგრძელეს 3 მეტრით, ესაო და ბურთს ფეხით შევიგდებთ და დავამიწებთო

მოხდა კი პირიქით: პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდში, როცა ირლანდიამ, გასახდელში წაბრძანების ნაცვლად, კადნიერად გააგრძელა შეტევა და 10 ფაზა აკინძა, ჯექობ სთოქ’დეილი ფრთაზე გაიჭრა, გადაიკიდა და მუხლიდან ამსხლტარი ბურთი სწორედ რომ წამატებულ ზოლში, წკიპზე დააფიქსირა * 21:5

ამით 21 წლის ახალბედა გარემარბს 9 ტესტში 11 ლელო მოუგროვდა. მის მიერ წლეულს გატანილი 7 ლელო "ექვს ერის" ახალი რეკორდია, მაგრამ მაინც ერთით ჩამორჩება ოდინდელი "ხუთი ერისას" – 1914 წელს სირილ ლოუმ (ინგ) და 1925 წელს იენ სმითმა (შტლ) 8-8 დადეს

იდეები გამოლევია

ირლანდიის სამივე ლელოს ჩათვლას ზელანდიიდან ჩაყვანილი ტელე’ რეფის მოკითხვა დაჭირდა. შესაცვლელი შეიქნა სამხრეთ’აფრიკელი კიდის მსაჯიც, რადგან შუა კვირაში ინგლისის ვარჯიშს, სათანადო გასამრჯელოს ფასად, გაძღოლოდა, და "მსოფლიო რაგბის" აზრით, ნეიტრალურად ვეღარ ჩაითვლებოდა – შეადარეთ "რაგბი ევროპას"!

http://ovaluri.comxa.com/2018/S3/20_RE-5_ROM.htm#SPN

თამაშის დროს მეჩხერად თოვდა და ცივი ქარიც ქროდა. ინგლისს ჯარიმა ეგრეც არ დაურტყამს კარში, გარდასახვა კი სამივე ააცილა

მეტოქეებს ბევრი – 20-20 ბოჭვა გაუცუდდათ. ინგლისმა ხაზი მეტჯერ გაჭრა * 9-6 და რაქიც მეტი მოიგო * 138-108, მაგრამ მაინც რომ დამარცხდა და თანაც ზედიზედ (!) მესამედ, მისმა ოზმა გურუმ, ედი ჯოუნზმა აღიარა, შეტევითი იდეები გამომელია და შტაბში სასწრაფოდ ავიმატებ ამ საქმის სპეციალისტსო

სექსთონის აბრაგანზე

ირლანდიამ ჩემპიონურად, უსიტყვოდ გაიმარჯვა – შანსი თითქმის არ გაუშვია ხელიდან

პირველ ლელოზე, ჯონი სექსთონის მიერ აწეულ აბრაგანზე რობ ქარნი ისე აუხტა ენთონი ვოთსონს, რომ ამას ბურთი თავშიც კი მოხვდა და მიმხვდური გარი რინგ’როუზის კერძი შეიქნა * 7:0 @ 7’

მეორე ლელოზე მარჯვენა ბურჯის, თაიგ ფურლონგის ოფლოუდით ზელანდიელმა ბანდი აკიმ გასერა დაცვა და ბურთი მიაწოდა გაქანებულ ბურს, სი’ჯეი სტანდერს, ვინაც ოვალი კარის ძელის შალითას, ძირში მიადო * 14:0 @ 24’

მალე ირლანდიას რომ გაუჭირდა, წესი ზედიზედ არღვია და სინბინითაც დაისაჯა. ჰოდა, 12 ფაზის შემდეგ ოუენ ფარელმა ხანჯლური შეუცურა ელიოთ დეილს, მაგრამ შესვენებამდე კიდევ მოესწრო სთოქ’დეილის ზემოთ’აღწერილი ლელო

ლაშქრობამ გაგვაკაჟაო

საათის თავზე სტუმრები * 24:5 იგებდნენ. მანამდე ქის ერლსმა ზედ ალამთან გამოჰკრა კოჭში მტევანი იმავე დეილს. მერე და მერე ცოტა ინგლისიც ათამაშდა – მარქაფაში დაქვეითებული ხალხის მოედანზე შესვლამ არგო და ხაზმა ორი ლელო გამოაცხო, მაგრამ ბოლო გარდასახვაც ასცდა კარს და ვარდებმა უნუგეშოდ წააგეს * 15:24

ინგლისი 1983 წლის აქეთ პირველად დაეშვა ესოდენ დაბლა – მეხუთე ადგილამდე. მასვე 12 წელი იყო, "ექვს ერზე" ზედიზედ სამი არ წაეგო. ჯოუნზის ბალანსიც უცბათ გაუარესდა * 24-4 გახდა, მიჯრით მარცხების სერია კი შეიძლება ექვსამდეც დაგრძელდეს, რადგან ინგლისი ივნისში უნდა ეწვიოს აფრიკას, რომლის "ბოკესაც" ახალი გურუ – რასი ერაზმუსი ნაღდად დაატყობს ხელს

ვარდები ბოკესა და ზელანდიის "ოლ ბლექსსაც" ნოემბერში მიიღებენ. მაქამდე ალბათ მოკეთდება ვოთსონი, ვინაც აქილევსი დაიშავა. ედი ამტკიცებს, ამ მარცხიანმა ლაშქრობამ გუნდი კიდევ უფრო გააკაჟაო, ირლანდიას კი შინ მიბრუნება და აღლუმი დაუგვიანდა ავდრის გამო

თეთრზე ოქროს’ფრად

"ზე შაბათის" სხვა ორ მატჩსაც არა უშავდა რა

იტალიამ კინაღამ მოუგო სქოთებს, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო "ექვსი ერის" ზედიზედ მე-17 მატჩი. შედეგად, კარიერის მეასე (!) მარცხი იგემა ბებერმა სერჯო პარისემ, გუნდმა კი 19 სეზონში მე-13-ედ დაიკავა ბოლო ადგილი, და მერვედ დამარცხდა ხუთივე მეტოქესთან

"აძური" თითქმის სულ წინ იყო დასკვნით 10 წუთამდე, მაგრამ ვერც ამჯერად ეყო ჯანი. ლათინებმა 7 ნომრად პირველად ათამაშეს გლოსთერელი ჯეიქ პოლედრი, ვისაც ბებია ჰყავს იტალიაში დაბადებული, სამივე ლელოში კი ლომის წილი დაიდო ტომაზო "თომას" ალენმა, ვინაც ... შოტლანდიის ახალგაზრდულში რაგბობდა

აძურს თეთრ კვართზე ოქროსფრად ეწერა ნომერი. ალენი ჯერ 10 მეტრიდან გაძვრა; მერე მან ლელოსკენ დაუგორა მატეო მინოძს, ბოლოს კი პოლედრის გარღვევა გააგრძელა

სქოთებმა პირველი ლელო გრძელი პასით გაიტანეს, მეორე – მოლით, მესამე და მეოთხე – ბექებით, გამარჯვების ჯარიმა კი შეაგდო ბოლო მეოთხედში 10 ნომრად მოთამაშე გრეიგ ლეიდლოუმ * 29:27

მანძილს დახარბდა

უელსმა რომ საფრანგეთი ძლია, გალების 10 ნომერს, ფრანსუა ტრენ-დიუკს უნდა უმადლოდეს:

ამან თავიდან მეტოქეს ლელო აჩუქა; მეორე ტაიმში მანძილს დახარბდა და ჯარიმა ლელოს გადააცილა, ბოლოს კი – მარკო ტოლენის რეიდის შემდეგ – იოლად გასატანიც გააფუჭა

ტრენ-დიუკმა ანგარიში არეკნით გახსნა, მაგრამ "ლე ბლე" ქიქ’ოფის მიღებაზე დაიბნა და უელსმა რომ ლელოსკენ გაუგორა ოვალი, მგეზავი ბურთმა მოატყუა * 5:3 @ 4’

ბოლო ნახევარ საათში ანგარიში აღარ შეცვლილა * 14:13 უელსის სასარგებლოდ. ამით "ურჩხულები" მეორე ადგილზე აბრძანდნენ, გარდაქმნის გზაზე დამდგარმა გალებმა კი ინგლისს არათუ სხვაობით, (სანუგეშო) ქულითაც კი გადაუსწრეს


ექვსი ერი * 2018

ბოლო, მეხუთე რაუნდი

(( სტატისტიკისა და თორენთის ბმულები -- საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S3/21_6E-5.htm ))



იტალია$ 27:29 შოტლანდია$

იტა: მინოძი ბენვენუტი (ჰეივორდ 59) ბიზენი კასტელო (კანა 74) ბელინი
<10-9> ალენ ვიოლი (პალაძანი 67) /
ლოვოტი (კვალიო 59) გირალდინი (ფაბიანი 77) ფერარი (პასკვალი 60)
ძანი (ბ.სტეინ 53) ბად; ნეგრი პოლედრი (ლიკატა 67) პარისე^კაპ –
3ლ: ალენ (1 3) მინოძი; 3გ 2ჯ: ალენ

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ (ჰორნ 53) გრიგ მეითლენდ
<10-9> რასელ (პრაის 54) ლეიდლოუ /
რიდ (ბჰათი 41) ბრაუნ (მაკ’ინალი 41) ნელ (ფეიგერსონ 41)
სვინსონ (რ.გრეი 53) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ ვილსონ (დენთონ 67) –
4ლ: ბრაუნ ბარქლეი მეითლენდ ჰოგ; 3გ ჯ: ლეიდლოუ

რეფ გაიუზერ (სფრ) 17/03 @ რომა, ოლიმპიკო (60 412)

3:0(7) 3:5(10) 10:5(15) 17:5(22) 17:12(26) შეს(40+4) /
24:12(46) 24:19(62) 24:26(72$) 27:26(76) 27:29(79)


ინგლისი 15:24 ირლანდია

ინგ: ვოთსონ (ბრაუნ 34) მეი ჯოზეფ (ფორდ 56) თე’ო დეილი
<10-9> ფარელ ვიგლს’ვორს (ქეა 61) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 53) ჰართლი^კაპ(ჯორჯ 58) სინქლერ (ქოულ 53)
ითოჟე ქრუზ (ლონჩბრი 71) რობშოუ ჰასქელ სიმონდს (არმანდ 67) –
3ლ: დეილი (1 2) მეი

ირლ: რ.ქარნი ერლს რინგ’როუზ აკი (ლარმორ 56) სთოქ’დეილ
<10-9> სექსთონ (ქარბრი 34-/, 67) მარი (მარმიონ 74) /
ჰილი (მაკ’გრას 51) ბესთ^კაპ (ქრონინ 65) ფურლონგ (პორთერ 65)
რაიან (თოუნერ 67) ჰენდერსონ; ო’მანი სბ 29 (მერფი 74) ლივი სტანდერ –
3ლ:რინგ’როუზ სტანდერ სთოქ’დეილ; 3გ: სექსთონ 2, ქარბრი; ჯ: მარი

რეფ გარდნერ (ავს) 17/03 @ ლანდონ, თვიქნემ (82 062)

0:7(7) 0:14(24) სბ(29ირ) 5:14(32) 5:21(40+5) /
5:24(60) 10:24(65) 15:24(80+2)


უელსი 14:13 საფრანგეთი$

უელ: ჰაფ’პენი ნორს სქ.ვილიამს პარქს ლმ.ვილიამს
<10-9> ბიგარ გრ.დევის /
რ.ევანს (ნ.სმით 64) ოუენს (დი 69) ფრენსის (ლი 64)
ჰილ (ბრ.დევის 69) ავ.ჯოუნზ^კაპ; თიპურიქ (შინგლერ 56) ნავიდი ფალეტაუ –
ლ: ლმ.ვილიამს; 3ჯ: ჰაფ’პენი

სფრ: ფალ ფიკუ ბასტარო^კაპ დუმეირუ გროსო
<10-9> ტრენ-დიუკ (ბოგზის 71) მაშნო (კუიუ 62) /
პუარო (პრიზო 60) პელისიე (შა 51) გომეს-სა (სლიმანი 51)
გაბრიაგ (ბ.ლე’რუ 71) ვაამაინა; ლორე (გაბრიაგ 77) კამარა (ბაბიო 26) ტოლენ –
ლ: ფიკუ; გ ჯ: მაშნო; ა: ტრენ-დიუკ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 17/03 @ კარდიფ, პრინსიპალითი (74 169)

0:3(4ა) 5:3(4) 8:3(10) 11:3(16) 11:10(22) 14:10(32) შეს(40+3) /
14:13(49)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 მატეო მინოძი (იტა),
14 გაელ ფიკუ (სფრ), 13 მატიო ბასტარო (სფრ), 12 ნიქ გრიგ (შტლ), 11 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ);
10 ტომაზო ალენ (იტა), 9 გრეიგ ლეიდ’ლოუ (შტლ) /

1 ჯემი ბჰათი (შტლ), 2 ადრიან პელისიე (სფრ), 3 თაიგ ფურლონგ (ირლ);
4 დინ ბად (იტა), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ);
6 სებასტიან ნეგრი (იტა), 7 ჯეიქ პოლედრი (იტა), 8 სი’ჯეი სტანდერ (ირლ)

სულ: 5 იტა; 3 ირლ სფრ შტლ; 1 უელ * 0 ინგ


ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 03/02 უელსი $ 34:07 შოტლანდია
შაბ 03/02 საფრანგეთი $ 13:15 ირლანდია
კვი 04/02 იტალია 15:46 ინგლისი $

შაბ 10/02 ირლანდია $ 56:19 იტალია
შაბ 10/02 ინგლისი 12:06 უელსი $
კვი 11/02 შოტლანდია 32:26 საფრანგეთი $

პარ 23/02 საფრანგეთი 34:17 იტალია
შაბ 24/02 ირლანდია $ 37:27 უელსი
შაბ 24/02 შოტლანდია 25:13 ინგლისი

შაბ 10/03 ირლანდია $ 28:08 შოტლანდია
შაბ 10/03 საფრანგეთი 22:16 ინგლისი $
კვი 11/03 უელსი $ 38:14 იტალია

შაბ 17/03 იტალია $ 27:29 შოტლანდია $
შაბ 17/03 ინგლისი 15:24 ირლანდია
შაბ 17/03 უელსი 14:13 საფრანგეთი $

საბოლოო ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ*ფ $

ირლანდია 26 +78 20/11 160:082 5-0 6
უელსი 15 +36 13/11 119:083 3-2 3
შოტლანდია 13 -27 11/14 101:128 3-2 1
საფრანგეთი 11 +14 08/06 108:094 2-3 3
ინგლისი 10 +10 14/09 102:092 2-3 2
იტალია 1 -111 12/27 092:203 0-5 1

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) დაერიცხა ირლანდიას

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება (=)


სთრიმები

https://www.vipbox.st/sports/rugby.html

!!! საუკეთესოა YumTV = HD

http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html


სტატ’მოწინავენი

ქულა: 50 მაკსიმ მაშნო (სფრ); 49 ლი ჰაფ’პენი (უელ); 44 ჯონი სექსთონ (ირლ);
41 ტომაზო ალენ (იტა), გრეიგ ლეიდლოუ (შტლ); 39 ოუენ ფარელ (ინგ)

ლელო: 7 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 4 მატეო მინოძი (იტა), ჯონი მეი (ინგ);
3 ტომაზო ალენ (იტა), შონ მეითლენდ (შტლ), ტედი ტომა (სფრ), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/03_2018)

1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 8911, 3 ინგლისი 8623,
4 ავსტრალია 8549, 5(6) შოტლანდია 8383, 6(5) აფრიკა 8381,
7 უელსი 8341, 8 საფრანგეთი 7910 , 9 არგენტინა 7822,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7396,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7110, 15 შტატები 6923, 16 სამოა 6903

+/-: ირლ 126 ინგ, უელ 34 სფრ, შტლ 3 იტა * საქ 16 რუმ (25:16 შ)


"ექვსი ერის" ჩემპიონები

ინგლისი 6 2000 2001# 2003^ 2011 2016^ 2017
საფრანგეთი 5 2002^ 2004^ 2006# 2007# 2010^
უელსი 4 2005^ 2008^ 2012^ 2013#
ირლანდია 4 2009^ 2014# 2015# 2018^

^ სლემ (5-0) # უკეთესი სხვაობით’ღა, ვთ = ვაით’ვოშ (0-5)


19 სეზონის (2000-2018) ჯამი

ქვეყანა ქ% მ-წ*ფ$ბ გატ:გაშ სხვ ჩმ სლ ვთ

ინგლისი 71.3 66-28*1$5 2598:1500 +1098 6 2 -
ირლანდია 70.0 63-29*3$8 2366:1695 +671 4 2 -
საფრანგეთი 64.5 59-34*2$5 2299:1718 +581 5 3 -
უელსი 57.6 52-40*3$5 2205:1980 +225 4 3 1
შოტლანდია 30.3 27-66*2$3 1601:2361 -760 - - 3
იტალია 13.4 12-82*1$1 1381:3196 -1815 - - 8

ქ% = (4*მ + 2*ფ + ბ) / (4*თ) * 100

@

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)