მოგესალმებით.
ვარ შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინჟინერი - 4 წლიანი გამოცდილებით.
მიმუშავია კომპანიებთან, როგორიცაა - BP, TAVC, Saipem/Azfen, Worley Parsons, Hydrolea/City LLC და კიდევ რამოდენიმე ქართულ კომპანიასთან.
შემიძლია დაგეხმაროთ სამშენებლო/საინჟინრო საქმიანობასისათვის განკუთვნილ უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადებაში, როგორიცაა - უსაფრთხოების გეგმა, ანგარიშგების სისტემა (ე.წ. რეპორტი), დაკვირვების (ობზერვაცია) პროგრამა, სამუშაოს პროცედურები (ექსკავაცია, ტვირთამწეობა, ხელით გადაზიდვა, საგანგებო სიტუაციები, საერთო უსაფრთხოება, სიმაღლეზე სამუშაოების კონტროლი, პირადი დაცვის აღჭურვილობა, სისუფთავე სამუშაო ტერიტორიაზე, რისკების მართვა, გარემოზე ზემოქმედების კონტროლი, გარემოსთან დაკავშირებული რისკების მართვა).
ასევე შემიძლია დაგეხმაროთ რისკების შეფასების დოკუმენტაციის მომზადებაში, სხვადასხვა ტიპის სამუშაოებიდან გამომდინარე, როგორიცაა - ბეტონი, არმირება, ტვირთამწეობა, ფასადებზე მუშაობა, ღებვა, ექსკავაცია, და ა.შ.).
ასევე შესაძლებელია სამუშაო პერსონალისათვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება და ცნობების გაცემა.
P.S.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ და ჯერ კიდევ კანონ-პროექტის ფორმაშია
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/151184დოკუმენტაციას ვამზადებ OSHA CFR 1910 რეგულაციების მიხედვიტ
https://www.osha.gov/pls/oshaweb/owadisp.sh...DARDS&p_id=9696თუ ხართ დაინტერესებული - გთხოვთ მომწეროთ ფორუმზე.
მიმაგრებული სურათი