ნუ გართობა კი იცოცხლე
დოჰას შემთხვევაში კლუბები , რესტორნები , აუზები არ დამიკლია... სასმელის მოყვარული იმედია ნამეტნავად არ ხარ რადგან ძალიან ძვირი ღირს . მაგრამ ყოველ დღე არ იქნება ეს გულავი რადგან იქ შესაბამისი გრაფიკია სამუშაოსი, შესაძლებელია ღამის ცვლა იყო 5 - დან ღამის 2 ამდე. ან დილის ცვლა 6 - დან 3 ამდე. ანუ იმდენად დაღლილი მოდიხარ მერე სახლში რო სადღაც წასვლის თავიც არ გაქვს. მითუმეტეს კლუბები და ჯაგაჯუგი.
მეგობრული გარემოა კი, აი თავად რო ჩახვალ შენ გადაწყვიტავ ვისთან იქნები და ვისთან ვერა , უფრო ალბათ შენს სამსახურის კოლეეგებთან და ქართველობასთან იქნები... ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანი დაგხვდება : ინდოელები, ნეპალელები, პაკისტანელები, ფილიპინელები , მიანმარელები, ინდონეზიელები. ადგილობრივებთან ე.წ ლოკალ არაბ ქალებთან მთლად ნუ შეეცდები ურთიერთობის დაჭერას და რამე ფლირტის გაბმას არ წაგადგება კარგად