soggy.xესე "ვთქვათ" ზე არ არის, პროდუქტზეა დამოკიდებული.
- თუ პროდუქტი დაკონსერვებული (ანუ შენახული) ტიპის საკვებია, მაშინ უნდა დააწერო გამოშვების და ვადის გასვლის თარიღები. ამის კონკრეტული საინსპექციო სამსახური არსებობს, ზუსტად არ მახსოვს ორგანოს სახელი.
- თუ პროდუქტი სწრაფი ტიპის საკვებია (ანუ ყოველდღიურად მზადდება), მაშინ არ არის საჭირო.
თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესე გამოშვების თარიღებისთვის დაჯარიმდე - ზემოთხსენებული ინსპექცია ძირითადად სუპერმარკეტებს და ცნობილ სავაჭრო ობიექტებს ამოჭმებს (მაგრამ გამორიცხული არაფერია). აი შემოსავლების დამალვისთვის და არალიცენზირებულად მომსახურების მიწოდებისთვის კი შესაძლებელია დაჯარიმდე. ინდ. მეწარმე მაინც უნდა იყო მასეთი საქმიანობისთვის. (როდესაც შენ კომერციული ან არაკომერციული სახით აწვდი მომსახურებას მომხმარებელს და არ ხარ რეგისტრირებული მეწარმე - საქართველოს კანონმდებლობით ეს შემოსავლების დამალვას ნიშნავს)
მაგრამ კიდევ ერთხელ, არავინ ჯარიმდება ესე პატარ-პატარა რაღაცეების გაყიდვისთვის, მითუმეტეს FB-ზე.
... მაგრამ რა იცი იქნებ და მაგ შენმა გვერდმა გაისროლა და 5,000-ზე მეტი მომხმარებელი დააგროვა - აქ უკვე აღარაა შენი საქმე პატარა
This post has been edited by AlphaB on 13 Sep 2017, 14:58